![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3349
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა ნ. სხვადასხვა დაავადებით იტანჯება, მაგრამ ის მათ სიხარულით დაითმენს და ამბობს:
-მე ვიტანჯები, მაგრამ კურნებას არ ვეძებ. ერთხელ ვუთხარი უფალს: განკურნებას კი არ გთხოვ, არამედ მომეც მოთმინება და თუ ოდესმე გთხოვ განკურნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი შინაგანი მდგომარეობა შორს არის ჯეროვანიდან. სულიერი ადამიანი თუნდაც სიკვდილის ზღურბლზე იდგეს, იტყვის, რომ შეუძლია დაითმინოს. ერისკაცს კი სავსებით განსხვავებული ლოგიკა აქვს“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3350
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენ, მონაზვნების მიმართ ღმერთის მოწყალება და კაცთმოყვარება განსაკუთრებით გამოიხატა. რამეთუ ის განაგებს ყველაფერს, მისი მსჯავრის გარეშე არაფერი ხდება. სინანული ზოგადად ყველას მისცა, მაგრამ, როგორც ღმერთმა, ყველა ადამიანის „სიგრძე-სიგანე“ იცის. „განიცდის გულთა და თირკმელთა“. იცის, როგორც ყოვლადსახიერმა და მბრძანებელმა და შემოქმედმა და მმართველმა, რომელ სულებს შეუძლიათ დაიტიონ სინანულის სავსება. ამიტომაც ასეთი ადამიანები შეარჩია და თავისკენ მიიზიდა. სწორედ ესენი ვართ ჩვენ, მონაზვნები“.
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3351
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-წმიდაო მამაო, რა უნდა გავაკეთოთ, როცა რაიმეს ამბობენ ეკლესიის ან მონაზვნობის წინააღმდეგ და ა.შ.?
-დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ვინმე ცუდად ლაპარაკობს, მაგალითად, შენზე, როგორც პიროვნებაზე, ეს არაა საშიში. დაფიქრდი: „ქრისტეს, რომელიც იყო ქრისტე, შეურაცხყოფდნენ და იგი არ პასუხობდა, და რისი ღირსი ვარ მე ცოდვილი?“პირადად ჩემი შეურაცხყოფა რომ ნდომებოდათ, ეს საერთოდ არ ამაღელვებდა. მაგრამ როდესაც შეურაცხმყოფენ როგორც ბერს, ამით შეურაცხყოფენ მონაზვნობის მთელ ინსტიტუტს, რომლის განუყოფელი ნაწილიც მე ვარ. ამ შემთხვევაში არ უნდა ვდუმდე. ასეთ შემთხვევებში შეურაცხმყოფელთ უნდა მისცე საშუალება ცოტა ილაპარაკონ, ხოლო შემდეგ ერთი-ორი სიტყვა უთხრა“. /ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3352
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოსაგრე გიორგი სერბი, რომელიც რომელიღაც სოკომ მოწამლა და გარდაიცვალა, გამოჩენილი ისიქასტი და მისაბაძი მაგალითი გახლდათ ბოლო წლების მთაწმინდის ისტორიაში. ეს უპოვარი, საკუთარ თავში ჩაღრმავებული მოსაგრე, საღი გონების კაცი, განმტკიცებული მონაზვნური ცხოვრების თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ჩემს ბერდიდს იცნობდა, ამიტომაც ხშირად ვხვდებოდით ხოლმე მას. ცხოვრობდა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ზემოთ, ძველ რუსიკში. მამა გიორგი გამოირჩეოდა ღვთისადმი შეუდარებელი სიყვარულით და გონებისმიერი ლოცვის ნიჭით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3353
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეგვიპტისა და პალესტინის პირველმა მამებმა, რომლებიც იმავდროულად მონაზვნური და მადლისმიერი მოღვაწეობის მედროშეები იყვნენ, ასკეტური ცხოვრება უკიდურესი გულმოდგინებით გამოიმუშავეს, რაც მათთვის ჭვრეტისკენ გადასვლის ხიდი გახდა. ჯერ თავად მიიღეს ღმრთის შემეცნება და შემდგომ თავიანთ მოწაფეებსაც ასწავლეს განღმრთობის საიდუმლო. პირველ მამათა ეს უდიდესი ღვაწლი გახდა მონაზვნობის სულიერი „მზითვი“ და მემკვიდრეობა, რომელიც მოგვიანებით ბიზანტიაში იქნა გადმოტანილი, ხოლო იქიდან - ათონის წმიდა მთაზე, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. მონაზვნის მიზანი, ზოგადად კი ყოველი ქრისტიანისა, არის განღმრთობა, მადლით ღმერთად გახდომა, რამდენადაც თამამად და უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ეს თანამედროვე ადამიანისთვის“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3354
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენ - ბერები გასაგებია, რომ მივდივართ სოფლიდან, ვტოვებთ ნაცნობებსა და ახლობლებს იმისათვის, რომ ადამისა და ღვთის დიდი ოჯახის წევრები გავხდეთ. მაგრამ ერისკაცებისათვის აუცილებელია, რომ ურთიერთობა ჰქონდეს იმ ნაცნობებთან და ნათესავებთან, რომლებიც სულიერად ცხოვრობენ, რათა ისინი ერთმანეთს შეეწეოდნენ“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3355
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაახლოებით ნახევარი თვე გავიდა იმ დღიდან, რაც ღირს სილუან ათონელს უფალი გამოეცხადა. ყოველდღიურად ის ბოროტი სულების გამძვინვარებულ თავდასხმებს იგერიებდა. მისი დღე შრომით იყო აღვსებული, ღამე კი სატანჯველით.
ერთ ღამეს წმინდანი სკამიდან წამოდგა მეტანიების გასაკეთებლად. ამ დროს დაინახა გიგანტური სახის დემონი, რომელიც მაცხოვრის ხატის წინ იდგა და ელოდებოდა, ბერი როდის სცემდა თაყვანს. ღირსი მამის კელია მთლიანად დემონებით იყო სავსე. მაშინ ის კვლავ სკამზე დაჯდა, თავი მოიდრიკა და შემუსვრილი გულით ლოცვა დაიწყო: -უფალო, შენ ხედავ, რომ წმინდა გონებით ლოცვა მინდა, მაგრამ ეშმაკები ამის ნებას არ მაძლევენ, მასწავლე, როგორ მოვიქცე, რომ მათ მეტად აღარ შემაწუხონ. მაშინ მას სულში ღვთის ხმა მოესმა. -ამაყები ყოველთვისს ასე იტანჯებიან დემონებისგან. -უფალო, - უთხრა წმინდანმა, - როგორ მოვიქცე, რომ თავი დავიმდაბლო? -გონებით ჯოჯოხეთში იყავი და სასოს ნუ წარიკვეთ, - იყო პასუხი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3356
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღმერთი სიტყვა მორჩილი იმისთვის გახდა, რომ ეჩვენებინა, რომ მორჩილების გარეშე შეუძლებელია ჩვენი გამოღვიძება უგრძნობლობის ლეთარგიული ძილიდან. როდესაც მორჩილებას ზედმიწევნით ვიცავთ, ვნებებს გასაქანი არ აქვთ, რამეთუ მორჩილი არცერთ აზრს არ შეიწყნარებს და არაფერს გააკეთებს რჩევის გარეშე. ეს ეხება კარგ აზრებსაც, რადგან მორჩილი თავისას ყველაფერს უარყოფს, საკუთარ პიროვნებასაც კი, შესაბამისად, კარგ აზრებსაც. ერთადერთი, რაც აინტერესებს, არის მორჩილება და გამგონეობა. როდესაც საღმრთ მადლი ჩვენს ასეთ აღმსარებლობას ხედავს, მოდის ჩვენში და მარადიული ცხოვრების შეგრძნებას გვაძლევს. მორჩილება იმავდროულად სიყვარულის მტკიცებულებაცაა. როდესაც იმას კი არ ვაკეთებ, რაც მე მინდა, არამედ მორჩილებით სხვის ბრძანებას ვასრულებ, ამით მისდამი სიყვარულს საქმით ვამტკიცებ. მორჩილებით გამოხატული სიმდაბლითა და ქმედითი სიყვარულით მორწმუნე სულიერად წარემატება და ცხონების უსაფრთხო გზაზე დგება“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3357
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“თუ მონაზვნურად ცხოვრობთ, წმიდა მამათა მსგავსად, თუ ყურადღებით ხართ, მტრის ყოველი თავდასხმისას გექნებათ საღვთო შეწევნის უფლება. თუკი არსებობენ მლოცველი ადამიანები, ტკივილითა და სიყვარულით მდაბალნი, ეს უკვე მთელი სულიერი კაპიტალია, სულიერი სტრატეგიული ბაზები. თუ მონასტერში არის ორი-სამი სული, რომელიც სხვის ტკივილზე ფიქრობს და ლოცულობს, ისინი სულიერ ციხე-სიმაგრეებად იქცევიან. ასეთი სულიერად მომწიფებული ადამიანები მტრის ყველა ძალას ბოჭავენ“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3358
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მღვდელი იქნება, თუ ეპისკოპოსი, ერთი მთავარი საქმე უნდა გააჩნდეს: უნდა იზრუნოს, რომ მორწმუნე პიროვნებაში მონაზონი არ მიინავლოს. “პატერიკში“ ვკითხულობთ: „მამა ნიტრია, რომელიც მამა სილუანეს მოწაფე იყო, ოდეს სენაკსა თვისსა სინას მთაზე იმყოფებოდა, ხოლო ოდეს ფარანში ეპისკოპოსად აკურთხეს, დიდძალი და ფიცხელი მოიპოა მარხვაი. მისმა მოწაფემ შეამჩნია და ჰკითხა: „აბა, როცა ჩვენ უდაბნოში ვიყავით, ასეთი მკაცრი ცხოვრების წესით არ ცხოვრობდი“. ბერმა უპასუხა: „იქ იყო უდაბნო, მდუმარება და სიღარიბე, მე ჩემს სხეულს ვიცავდი, ვცდილობდი, არ გადავღლილიყავი და რაც არ გამჩნდა, იმას არ ვეძებდი. ეს კი სოფელია და ცხოვრების ყველა პირობაა. აქ, თუ ავად გახდი, საშველიც და მშველელიც გამოჩნდება. აქ ვფთხილობთ და იმის მეშინია, რომ საკუთარ თავში ბერი არ წარვწყმიდო (რათა მონაზვნური წყობა არ დავკარგო), გავაფუჭო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3359
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„პირჯვარს ვიწერ და ლოცვას ვიწყებ. მინდა ღმერთს ვთხოვო შემიბრალოს. უცბად გონება გარბის... მეც ხელს ვავლებ გონებას (თუ ყურადღებიანი ვარ) და ვიწყებ იმას, რასაც მამები „შეპასუხებას“ უწოდებენ. ვეუბნები ჩემს თავს: „შე ნაძირალა, სირცხვილი სულ დაკარგე? რაზე ფიქრობ? მონაზონი ხარ და ასეთ რამეებს ფიქრობ?
ასეთი შეწინააღმდეგება იმწუთას წყვეტს ცუდ განვითარებას და გონებას თავის ადგილას აბრუნებს. თუ კაცი ასე აგრძელებს, მადლი ამას აღმსარებლობად მიიჩნევს. რამდენჯერაც გზაშეცდომილი გონება აქეთ-იქით მიედ-მოედება, ქეჩოში ვწვდეთ და შევეპასუხოთ: „სად მიდიხარ, კაცო? არ გრცხვენია? ცხოველი ხარ თუ ბერი? რაებზე ფიქრობ? რა შენი საფიქრალია ეს?“ თუ ასეთი ყურადღება გვექნება და სულ ასე ვაკეთებთ, მალე აღსარებითი ლოცვა წარმოიშობა, თანაც ღრმა, არა ჩვეულებრივი, რომელსაც ტკივილის, სიმდაბლისა და შემუსვრილების შეგრძნება ახლავს“. /ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3360
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერისთვის კარგია, თავისი ლოცვა სამ ნაწილად დაყოს: საკუთარი თავისთვის, მთელი ქვეყნიერებისთვის და გარდაცვლილებისთვის. ამ გაყოფაშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი თანაბრად გვეჩვენება, ბერის მზრუნველობის ყველაზე მეტი წილი მაინც საკუთარი თავია, ვინაიდან მისი სული ერთია, მაშინ როცა ცოცხალთა და გარდაცვლილთა - მილიარდობითაა“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3361
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა ათანასე [ხამაკიოტისი] გავიცანი ატიკურ დასახლება ბალაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პატარა მონასტერში. მან მითხრა:
- მოდი, დამიჯექი, აღსარება უნდა გითხრა ჩემს ცოდვაზე და მოგიყვები, რაც მაწუხებს. ჩემი ცოდვა ისაა, არასოდეს არ მიღვაწია მორჩილებაში, ამას კი სხვებისგან მოვითხოვ და როცა ვინმეს მონაზვნურ მორჩილებაზე ვეუბნები, მრცხვენია, რადგან თვითონ მე არ ვიცი, როგორია ეს ღვაწლი, ეს ამბავი გულს მიწყლულებს... ახლა, როცა ვკითხულობ მოსაგრე მამებზე და ვფიქრობ მორჩილებისთვის განკუთვნილ ჯილდოზე, ვხვდები, თუ რას მოვაკლდი და ეს ძალზე მამწუხარებს. მხოლოდ ახლა, დაბერებულმა, პატარა ბავშვივით დავიწყე რაღაც-რაღაცების გაგება და ვხედავ, რა ბევრი რამ დავკარგე ჩემი მონაზვნობის დასაწყისში. ამიტომაც მუდმივად ვუმეორებ საკუთარ თავს: „გაჩუმდი, ბერიკაცო!“ სავსებით უმნიშვნელო გამხადა ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეს წმინდა მამათამიერმა განმარტებამ: ქრისტემ ჩვენ გვაცხოვნა არა იმით, რომ გვასწავლიდა, სასწაულებს იქმოდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, არამედ იმით, რომ „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2,8)“. /არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3362
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი [იოსებ ვატოპედელი] ქრისტეს მონაზვნად აღიქვამდა. გვახსენება, რომ ქრისტემ დედამიწაზე მონაზონივით იცხოვრა: ქალწულებით, უპოვარებით, სოფლის განშორებით. პირველი მონაზონი ქრისტე იყო, პირველი კინობიალური მონასტრული საძმო კი მოციქულებთან ერთად შექმნა - თვითონ იყო მოძღვარი-ბერი, ხოლო მოწაფეეები - მორჩილები. ამგვარად, მონაზონს კიდევ ერთი საბაბი აქვს იმისთვის, რომ ქრისტეს მიბაძოს, იცხოვროს ისე, როგორც უფალმა იცხოვრა, რათა ჰყავდეს იგი საკუთარ გულში „დამკვიდრებული და მიმომავალი“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3363
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მრავალი რამ მაშფოთებს და ამიტომ ვღვრი მწარე ცრემლებს. მე მტკივა: ადრე ხომ საბრალო ბერ-მონაზვნებს არც სულიერი წიგნები ჰქონდათ, არც ის გაეგებოდათ რა იყო მონაზვნობა. მიუხედავად ამისა, ისინი წარემატებოდნენ. მათგან ოცდაათი პროცენტი, ვინც მონასტერში მიდიოდა, მონაზვნებად იყვნენ დაბადებულნი, დანარჩენები კი მოდიოდნენ სრულიად დაუმუშავებელნი: ათასგვარი მინდვრის ნაყოფი, თუმცა, ისინიც წარემატებოდნენ. ადამიანს შეეძლო, მისულიყო მონასტერში, როცა საერთოდ არაფერი ესმოდა სულიერების, შემდეგ ერთი-ორი თვე იცხოვრებდა აქ, იღუმენმაც კი არ იცოდა, ვინ იყო იგი. შემდეგ, გადაწყვეტდა, მონაზონი გამხდარიყო, მიდიოდა სულიერ მოძღვართან, აღსარებას ამბობდა და მონასტერში რჩებოდა. არავინ იცოდა, რა ადამიანი იყო, საიდან იყო წარმოშობით და რამ მოიყვანა სავანეში. მაგრამ მიუხედავად ყოველივე დაბრკოლებისა, იგი სულიერად ვითარდებოდა, წარემატებოდა. ზოგიერთები კი საერთოდ გაუნათლებლები იყვნენ. უსმენდნენ კითხვას ტრაპეზზე, ტაძარში სვინაქსარებს და - მეტი არაფერი! და ზოგჯერ ისიც კი არ ესმოდათ. არც გალობისა გაეგებოდათ რამე: წირვა-ლოცვისას იესოს ლოცვას ამბობდნენ, მაგრამ კეთილი გულისთქმები ჰქონდათ. და ყოველივე ამის შემდეგ ისინი სულიერ სიმაღლეს აღწევდნენ, ისინი მიდიოდნენ სულიერ მდგომარეობამდე, მაშინ როცა ახლა არის საკვირაო სკოლები, სასულიერო წიგნები, რამდენი კეთილი წინაპირობაა, მაგრამ ეს მადანი ამაოდ მიდის. გამოდის, რომ განუვითარებლებს ჰქონდათ ესოდენ ძლიერი სულიერი განვითარება, განათლებულებს და განვითარებულბს კი არაფერი გააჩნიათ! ანუ, ვთქვათ, ესაა დამუშავებული მიდორი, მას თესავენ, მაგრამ არც ერთი თესლი არ აღმოცენდება! განა ეს მძიმე არ არის? როგორ გგონიათ?!“
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3364
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უდრეკი მუშაკი მოთმინებისა, მოსაგრე არტემი გრიგორიანელი, არასოდეს ჯდებოდა სტასიდიაზე. ღრმა სიბერეშიც კი, როცა ფეხები გაუსივდა და ჩირქოვანი წყლულებით დაეფარა, მკურნალობას არ ითხოვდა, არამედ დაითმენდა, გაიხსენებდა რა მოციქულის სიტყვას: რამეთუ მოთმინებაი გიხმს თქუენ (ებრ. 10.38)“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3365
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ყოვლადსახიერო, შენ ეს ჩემთვის დაითმინე, თუმცა ღმერთი იყავი. რატომ მეც არ მაძლევ თავგანწირვის ძალას, რათა დაგიმტკიცო მე, უბედურმა, რომ, თუმცა დამნაშავე ვარ, პატიებას ვითხოვ? ბოდიშის წყალობით მაინც შემიწყნარე, ნუ გადამაგდებ.
მე თავი ვერ გავართვი, არამედ პირუტყვსა და დემონს დავემსგავსე. შევანერწყვე ნათლობასაც და მონაზვნად აღკვეცასაც. წესიერი არაფერი შემრჩა. შენ კი, შენი მამობრივი თვისებით, მოხვედი და სინანული მომეცი. სინანულის გამო მაინც შემიწყნარე და ნუ დამაკლებ შენს აღქმებს“. /ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3366
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დღეს იწვის ერი, მონაზვნობას კი ძალა ეცლება, გული მისდის, ღირსებას კარგავს. თუკი მონაზვნობიდან მიდის სულიერება, მაშინ შემდეგ მასში არაფერიც აღარ რჩება. წმიდა მთაზე ერთმა მომლოცველმა ჰკითხა ერთ ბერს: - „მისმინე, აქ რა? მოსაგრეობის სული არ არის?“ „ახლა, - აუხსნა მას ბერმა, - ახალი ეპოქაა. ძველმა თავისი დრო მოჭამა“. კარგი, დავუშვათ, რომ ეს იყო ნახევრად სულელი ადამიანი. შეიძლება, კიდევ ხუთს ან ათ მის მსგავსს არ ჰყოფნის თავში ჭანჭიკები, მაგრამ თუკი ისინი ასეთ სისულელეებს როშავენ, მაშინ ცხრაკლიტურში უნდა გამოკეტონ! მათ როშვის, ჩვენი დროის მონაზვნობას დაგმობისა და ხალხის ცდუნების უფლება არ აქვთ. ვიღაც ხომ ყოველთვის ეძებს საბაბს ამისათვის“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3367
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბედნიერები არიან მონაზვნები, რომლებიც სულიერ ცხოვრებას ეწაფებიან! - წარმოვთქვი, - ნეტარ არიან ეს ტკბილხმოვანი მართვენი, რომლებიც გაზაფხულის ნამით ტკბებიან - ღმერთო! ასეთ მდგომარეობას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, რადგან უწმინდურ გამონაბოლქვს ვყლაპავთ, საკუთარ უწმინდურობას, ვჭამთ მიწის მტვერს (სამოთხის გველის მსგავსად) და საკუთარ თავს“.
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3368
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,101 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„[ბერმა იოსებ ვატოპედელმა] ერთხელ ასეთი ამბავი მიამბო: „ერთ მაღალი სულიერების კაცს რაღაც ცუდი გულისსიტყვა მოსვენებას არ აძლევდა, ვერაფრით შეძლო მისი დამარცხება. რა აღარ იღონა, მაგრამ ამაოდ - გულისსიტყვა უკან არ იხევდა.
საქმე იმაში იყო, რომ თავდაპირველად ის გულისსიტყვა შეიწყნარა, მიიღო და თუმცა მოგვიანებით უარყო იგი, ეშმაკს თავდაპირველი თანხმობის გამო უფლება ჰქონდა მასზე და თავს არ ანებებდა. მეუბნება: -რა ვქნა? ძალიან მიჭირს. ვეუბნები: -თავს აბრალე, შვილო, და გეშველება. აყვედრე თავს და უთხარი: „შე ნაძირალა, რა აზრები გაქვს თავში? მონაზონი კაცი როგორ ფიქრობ ასეთ რამეებს?“ მოგვიანებით მეუბნება: -როგორც კი შევასრულე თქვენი ნათქვამი, მამაო, გავთავისუფლდი. თავის ბრალობის მეშვეობით გავლანძღე საკუთარი თავი და ყველაფრის მიზეზად მივიჩნიე. ჩემმა უყურადღებობამ სატანას უფლება მისცა გამოვეცადე. ახლა კი, როდესაც სიმდაბლეს მივმართე, თავი გავლანძღე და დამნაშავედ ჩავთვალე, თავმდაბლურად ფიქრმა ეშმაკისგანაც გამათავისუფლა და გამოცდილებაც შემძინა“. /არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 05:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი