IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 167 168 169 170 171 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 24 2022, 12:45 PM
პოსტი #3361


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ათანასე [ხამაკიოტისი] გავიცანი ატიკურ დასახლება ბალაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პატარა მონასტერში. მან მითხრა:

- მოდი, დამიჯექი, აღსარება უნდა გითხრა ჩემს ცოდვაზე და მოგიყვები, რაც მაწუხებს. ჩემი ცოდვა ისაა, არასოდეს არ მიღვაწია მორჩილებაში, ამას კი სხვებისგან მოვითხოვ და როცა ვინმეს მონაზვნურ მორჩილებაზე ვეუბნები, მრცხვენია, რადგან თვითონ მე არ ვიცი, როგორია ეს ღვაწლი, ეს ამბავი გულს მიწყლულებს... ახლა, როცა ვკითხულობ მოსაგრე მამებზე და ვფიქრობ მორჩილებისთვის განკუთვნილ ჯილდოზე, ვხვდები, თუ რას მოვაკლდი და ეს ძალზე მამწუხარებს. მხოლოდ ახლა, დაბერებულმა, პატარა ბავშვივით დავიწყე რაღაც-რაღაცების გაგება და ვხედავ, რა ბევრი რამ დავკარგე ჩემი მონაზვნობის დასაწყისში. ამიტომაც მუდმივად ვუმეორებ საკუთარ თავს: „გაჩუმდი, ბერიკაცო!“ სავსებით უმნიშვნელო გამხადა ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეს წმინდა მამათამიერმა განმარტებამ: ქრისტემ ჩვენ გვაცხოვნა არა იმით, რომ გვასწავლიდა, სასწაულებს იქმოდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, არამედ იმით, რომ „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2,8)“.

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2022, 12:13 PM
პოსტი #3362


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი [იოსებ ვატოპედელი] ქრისტეს მონაზვნად აღიქვამდა. გვახსენება, რომ ქრისტემ დედამიწაზე მონაზონივით იცხოვრა: ქალწულებით, უპოვარებით, სოფლის განშორებით. პირველი მონაზონი ქრისტე იყო, პირველი კინობიალური მონასტრული საძმო კი მოციქულებთან ერთად შექმნა - თვითონ იყო მოძღვარი-ბერი, ხოლო მოწაფეეები - მორჩილები. ამგვარად, მონაზონს კიდევ ერთი საბაბი აქვს იმისთვის, რომ ქრისტეს მიბაძოს, იცხოვროს ისე, როგორც უფალმა იცხოვრა, რათა ჰყავდეს იგი საკუთარ გულში „დამკვიდრებული და მიმომავალი“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2022, 11:01 AM
პოსტი #3363


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მრავალი რამ მაშფოთებს და ამიტომ ვღვრი მწარე ცრემლებს. მე მტკივა: ადრე ხომ საბრალო ბერ-მონაზვნებს არც სულიერი წიგნები ჰქონდათ, არც ის გაეგებოდათ რა იყო მონაზვნობა. მიუხედავად ამისა, ისინი წარემატებოდნენ. მათგან ოცდაათი პროცენტი, ვინც მონასტერში მიდიოდა, მონაზვნებად იყვნენ დაბადებულნი, დანარჩენები კი მოდიოდნენ სრულიად დაუმუშავებელნი: ათასგვარი მინდვრის ნაყოფი, თუმცა, ისინიც წარემატებოდნენ. ადამიანს შეეძლო, მისულიყო მონასტერში, როცა საერთოდ არაფერი ესმოდა სულიერების, შემდეგ ერთი-ორი თვე იცხოვრებდა აქ, იღუმენმაც კი არ იცოდა, ვინ იყო იგი. შემდეგ, გადაწყვეტდა, მონაზონი გამხდარიყო, მიდიოდა სულიერ მოძღვართან, აღსარებას ამბობდა და მონასტერში რჩებოდა. არავინ იცოდა, რა ადამიანი იყო, საიდან იყო წარმოშობით და რამ მოიყვანა სავანეში. მაგრამ მიუხედავად ყოველივე დაბრკოლებისა, იგი სულიერად ვითარდებოდა, წარემატებოდა. ზოგიერთები კი საერთოდ გაუნათლებლები იყვნენ. უსმენდნენ კითხვას ტრაპეზზე, ტაძარში სვინაქსარებს და - მეტი არაფერი! და ზოგჯერ ისიც კი არ ესმოდათ. არც გალობისა გაეგებოდათ რამე: წირვა-ლოცვისას იესოს ლოცვას ამბობდნენ, მაგრამ კეთილი გულისთქმები ჰქონდათ. და ყოველივე ამის შემდეგ ისინი სულიერ სიმაღლეს აღწევდნენ, ისინი მიდიოდნენ სულიერ მდგომარეობამდე, მაშინ როცა ახლა არის საკვირაო სკოლები, სასულიერო წიგნები, რამდენი კეთილი წინაპირობაა, მაგრამ ეს მადანი ამაოდ მიდის. გამოდის, რომ განუვითარებლებს ჰქონდათ ესოდენ ძლიერი სულიერი განვითარება, განათლებულებს და განვითარებულბს კი არაფერი გააჩნიათ! ანუ, ვთქვათ, ესაა დამუშავებული მიდორი, მას თესავენ, მაგრამ არც ერთი თესლი არ აღმოცენდება! განა ეს მძიმე არ არის? როგორ გგონიათ?!“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2022, 10:28 AM
პოსტი #3364


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უდრეკი მუშაკი მოთმინებისა, მოსაგრე არტემი გრიგორიანელი, არასოდეს ჯდებოდა სტასიდიაზე. ღრმა სიბერეშიც კი, როცა ფეხები გაუსივდა და ჩირქოვანი წყლულებით დაეფარა, მკურნალობას არ ითხოვდა, არამედ დაითმენდა, გაიხსენებდა რა მოციქულის სიტყვას: რამეთუ მოთმინებაი გიხმს თქუენ (ებრ. 10.38)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2022, 12:42 PM
პოსტი #3365


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ყოვლადსახიერო, შენ ეს ჩემთვის დაითმინე, თუმცა ღმერთი იყავი. რატომ მეც არ მაძლევ თავგანწირვის ძალას, რათა დაგიმტკიცო მე, უბედურმა, რომ, თუმცა დამნაშავე ვარ, პატიებას ვითხოვ? ბოდიშის წყალობით მაინც შემიწყნარე, ნუ გადამაგდებ.
მე თავი ვერ გავართვი, არამედ პირუტყვსა და დემონს დავემსგავსე. შევანერწყვე ნათლობასაც და მონაზვნად აღკვეცასაც. წესიერი არაფერი შემრჩა. შენ კი, შენი მამობრივი თვისებით, მოხვედი და სინანული მომეცი. სინანულის გამო მაინც შემიწყნარე და ნუ დამაკლებ შენს აღქმებს“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2022, 09:28 AM
პოსტი #3366


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დღეს იწვის ერი, მონაზვნობას კი ძალა ეცლება, გული მისდის, ღირსებას კარგავს. თუკი მონაზვნობიდან მიდის სულიერება, მაშინ შემდეგ მასში არაფერიც აღარ რჩება. წმიდა მთაზე ერთმა მომლოცველმა ჰკითხა ერთ ბერს: - „მისმინე, აქ რა? მოსაგრეობის სული არ არის?“ „ახლა, - აუხსნა მას ბერმა, - ახალი ეპოქაა. ძველმა თავისი დრო მოჭამა“. კარგი, დავუშვათ, რომ ეს იყო ნახევრად სულელი ადამიანი. შეიძლება, კიდევ ხუთს ან ათ მის მსგავსს არ ჰყოფნის თავში ჭანჭიკები, მაგრამ თუკი ისინი ასეთ სისულელეებს როშავენ, მაშინ ცხრაკლიტურში უნდა გამოკეტონ! მათ როშვის, ჩვენი დროის მონაზვნობას დაგმობისა და ხალხის ცდუნების უფლება არ აქვთ. ვიღაც ხომ ყოველთვის ეძებს საბაბს ამისათვის“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2022, 12:49 PM
პოსტი #3367


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბედნიერები არიან მონაზვნები, რომლებიც სულიერ ცხოვრებას ეწაფებიან! - წარმოვთქვი, - ნეტარ არიან ეს ტკბილხმოვანი მართვენი, რომლებიც გაზაფხულის ნამით ტკბებიან - ღმერთო! ასეთ მდგომარეობას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, რადგან უწმინდურ გამონაბოლქვს ვყლაპავთ, საკუთარ უწმინდურობას, ვჭამთ მიწის მტვერს (სამოთხის გველის მსგავსად) და საკუთარ თავს“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2022, 10:53 AM
პოსტი #3368


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ბერმა იოსებ ვატოპედელმა] ერთხელ ასეთი ამბავი მიამბო: „ერთ მაღალი სულიერების კაცს რაღაც ცუდი გულისსიტყვა მოსვენებას არ აძლევდა, ვერაფრით შეძლო მისი დამარცხება. რა აღარ იღონა, მაგრამ ამაოდ - გულისსიტყვა უკან არ იხევდა.

საქმე იმაში იყო, რომ თავდაპირველად ის გულისსიტყვა შეიწყნარა, მიიღო და თუმცა მოგვიანებით უარყო იგი, ეშმაკს თავდაპირველი თანხმობის გამო უფლება ჰქონდა მასზე და თავს არ ანებებდა. მეუბნება:

-რა ვქნა? ძალიან მიჭირს.

ვეუბნები:

-თავს აბრალე, შვილო, და გეშველება. აყვედრე თავს და უთხარი: „შე ნაძირალა, რა აზრები გაქვს თავში? მონაზონი კაცი როგორ ფიქრობ ასეთ რამეებს?“

მოგვიანებით მეუბნება:

-როგორც კი შევასრულე თქვენი ნათქვამი, მამაო, გავთავისუფლდი. თავის ბრალობის მეშვეობით გავლანძღე საკუთარი თავი და ყველაფრის მიზეზად მივიჩნიე. ჩემმა უყურადღებობამ სატანას უფლება მისცა გამოვეცადე. ახლა კი, როდესაც სიმდაბლეს მივმართე, თავი გავლანძღე და დამნაშავედ ჩავთვალე, თავმდაბლურად ფიქრმა ეშმაკისგანაც გამათავისუფლა და გამოცდილებაც შემძინა“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2022, 10:04 AM
პოსტი #3369


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვხედავ, რომ ხშირად არასწორად გვესმის ეს სიტყვები: - „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და ცრუ სიმდაბლის გამო არ ვამბობთ: - „შეგვიწყალენ ჩვენ“, და არ ვლოცულობთ სხვებისათვის, არამედ მხოლოდ საკუთარ თავისთვის. ამიტომაც ერისკაცებსაც ზოგჯერ არასწორად ესმით ჩვენი - ბერ-მონაზვნების, და სწყინთ, ამბობენ, რომ ჩვენ ეგოისტები ვართ და მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, რომ თავად ვცხონდეთ. – „შემიწყალე მე!“ - ეს იმიტომ, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდეთ. მდაბალი ადამიანის ერთ ლოცვას, რომელსაც სწამს, რომ იგი სხვებზე უარესია, უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ღამისთევის ლოცვას, რომელიც ამპარტავანი ფიქრით აღესრულება. ამპარტავნებით ლოცვისას ჩვენ საკუთარ თავს დავცინით“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2022, 12:35 PM
პოსტი #3370


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი ასკეტური ცხოვრების წესის მიმართ ის [მამა იოსები] უკიდურესად მკაცრი იყო. მან მთელი სულით შეიყვარა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა. მისი ტრაპეზი ყოველთვის ზომიერი იყო. არასოდეს ჭამდა ახლადმომზადებულ კერძს, თუკი იცოდა, რომ წინა დღის ან ორი დღის წინანდელი ტრაპეზიდან რაიმე იყო დარჩენილი. რაც შეეხება ჩვენი ძმობის ახალგაზრდა წევრების კვებას, მისი სიმკაცრე ზომიერი იყო. რადგან ჩვენს ფიზიკურ უძლურებას ხედავდა, მიაჩნდა, რომ უნდა დავეზოგეთ. თითქოს ამ დათმობაში ვლინდებოდა მთელი მისი შემწყანრებლობა ჩვენ მიმართ. სხვა ყველაფერში მამა იოსები ძალიან მომთხოვნი იყო. არა იმიტომ, რომ შეცდომების პატიება ან ჩვენი სისუსტეების დათმენა არ შეეძლო, არამედ უნდოდა, რომ მთელი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალები ღვაწლისკენ ყოფილიყო მიმართული. ამბობდა: „რასაც ჩვენ უფალს არ მივცემთ, იმას სხვა გამოიყენებს. ღმერთიც ამიტომ გვაძლევს მცნებას, რომ გვიყვარდეს ის მთელი სულითა და გულით, რომ ბოროტმა ვეღარ ნახოს დასამკვიდრებელი ადგილი ჩვენში“.

/ეფრემ არიზონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2022, 09:57 AM
პოსტი #3371


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უხილავი ბრძოლის მთელი ძალა გონებრივ სფეროშია. ეშმაკი აქ [მონასტერში] ფიზიკურად ბევრს ვერაფრით შეგვაცდენს“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2022, 12:58 PM
პოსტი #3372


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- წმიდაო მამაო, დღეს მრავალი ადამიანი სასოებას ამყარებს მონასტრებზე. ამაზე პასუხისმგებლობა მე მძიმე ტვირთად მაწევს.

- დიახ, მრავალი ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახლა ისაა, რომ გამოჩნდეს რამდენიმე წმიდა ადმიანი, მსგავსად წმიდა კოზმა ეთოლიელისა, და რომ ისინი სხვადასხვა კუთხეში გაიფანტონ საქადაგებლად, ქვეყნის გასანათლებლად. მონასტრები - ეს სულიერი ცენტრებია. მონასტრები რომ არ დახმარებოდნენ 1821 წლის აჯანყებას, თავად აჯანყებაც ხომ ვერ მოხდებოდა?! გერმანული ოკუპაციის დროსაც მონასტრები არ დანებდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს განმათავისუფლებელ ბრძოლაში. ამიტომაც ბანდიტები მათ ანგრევდნენ. მონასტერთა უმრავლესობა გერმანელებმა კი არ დაწვეს, არამედ თავისიანებმა, ბერძენმა ბანდიტებმა დაარბიეს. გერმანელები აცხადებდნენ: - „თუკი მონასტეში ნაპოვნი იქნება საბრძოლო მასალა და იარაღი, მაშინ მას დავწვავთ“. ბანდიტები კი, რომლებსაც სურდათ, სუფთები გამოჩენილიყვნენ, ხოლო მონასტრების განადგურებაში დამნაშავედ ფაშისტები გამოეყვანათ, მიდიოდნენ სავანეებში, რამდენიმე ძველ სავაზნეს ან დამტვრეულ თოფს შეაგდებდნენ, შემდეგ კი ოკუპანტებთან ამბავი თავად მიჰქონდათ, რომ ამადაამ მონასტერში თითქოსდა ბანდიტები იმალებიან. ფაშისტები მონასტერს ალყას არტყამდნენ, პოულობდნენ საბრძოლო მასალას და სავანეს წვავდნენ. ამგვარად ბანდიტებმა მრავალი მონასტერი დაწვეს, ვინაიდან მათი ეშინოდათ. „თუ მონასტრები დარჩება, - ამბობდნენ ისინი, - ათეისტური რეჟიმი რომც დავამყაროთ, ვერაფერს მივაღწევთ, მოდით, უკეთესია, დავწვათ ისინი“. და აი, წვავდნენ კიდეც“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2022, 10:03 AM
პოსტი #3373


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გაოცების ღირსია გრიგორიატის კინოვიური მონასტრის, მონაზვნის, მამა დიმიტრის მოთმინებაც. მთელი ოცი წლის მანძილზე, ის ყოველდღიურად მსახურებდა ლიტურგიას. და დაითმენდა ფეხზე ხანგრძლივად დგომას, მიუხედავად იმისა, რომ მას მძიმე ფორმის თიაქარი ჰქონდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2022, 01:24 PM
პოსტი #3374


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ერთ-ერთმა ძმამ მოძღვარს [ბერ იოსებ ვატოპედელს] ჰკითხა, რა იყო მისი მრავალწლიანი მონაზვნური მოღვაწეობის ნაყოფი, ბერმა უბრალოდ მიუგო: „შვილებრივი კადნიერებით ვეკვრი ჩემი მამის წიაღს (გულმკერდს) და ისიც ნამდვილი შვილივით მიღებს“. ხშირად გვეუბნებოდა: „ღმერთი შვილებივით გვეპყრობა და გვისურვებდა, რომ ღმერთის ოჯახის წევრები გავმხდარიყავით. ამ ოჯახში საერთო ცხოვრებაა: როგორც ცხოვრობს ღმერთი, ისევე ცხოვრობს ადამიანი. იმის გამო, რომ თვითონ ამ საღმრთო ცხოვრებას, საღმრთო ნათესაობას განიცდიდა, სურდა, ჩვენც იმავე სულით გვეცხოვრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ლოცვით მისი ასეთი განწყობა პირდაპირ გამოძახილს ჰპოვებდა და ჰპოვებს მონასტრის ცხოვრებაზე. ღმერთთან ნათესაობის, ღმერთის ოჯახის მსგავსად, საძმოში ოჯახური ატმოსფერო დაამკვიდრა (ვიმედოვნებთ, რომ დღემდე სუფევს), რაც იგრძნობა მომლოცველების მიერ და დადებითად მოქმედებს მათზე. მრავალი ადამიანი მოწმობს, რომ მონასტერში უფრო შინაურულად გრძნობს თავს, ვიდრე საკუთარ სახლში. ეს სულიერი ოჯახური სითბო, ალერსი ჭეშმარიტი ქრისტესმიერი ზეციური ოჯახის ანარეკლია“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2022, 11:46 AM
პოსტი #3375


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთი სავანის ბერები, დღეს თავიანთი ცხოვრება რომ სხვადასხვა სიკეთით ამოივსეს, მას ამძიმებენ. მეტისმეტად იტაცებთ ის საგნები, რომელთა საჭიროებაც არ არსებობს, სულიერს კი, რომლითაც უნდა დაკავებულიყვნენ, მიატოვებენ ხოლმე. თუკი ახალგაზრდები, რომლებიც მონასტერში მოდიან, ერულ შფოთს საერო დაწესებულების სულზე ცვლიან, ისინი სიმშვიდეს ვერ ჰპოვებენ. შემდეგში, გართობის მიზნით ისინი სულიერ ტურიზმს, ექსკურსიებზე სიარულს მოისურვებენ. ისეთიც გამოჩნდება, ვინც იტყვის: „მე შვებულებაში მინდა წასვლა“, მაშინ როცა ბერ-მონაზონი თავის სენაკს ტკივილით უნდა შორდებოდეს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2022, 01:31 PM
პოსტი #3376


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი მეუდაბნოე ამბობდა:

- მონაზონი ის არის, ვინც ყოველთვის ისე დგას უხილავი ღმერთის წინაშე, თითქოს იგი ხილული ყოფილიყოს.

ის ასევე ამბობდა:

- უფალი მოგვინახულებს მხოლოდ მაშინ, როცა არ გვექნება ადამიანური ნუგეშინისცემა ნებაყოფლობით, როგორც ღვაწლი, ან ძალაუნებურად, განსაცდელებსა და ავადმყოფობებში“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2022, 09:18 AM
პოსტი #3377


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უფლის გარეშე არაფერი შეგვიძლია. „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“. [ქრისტეა] ყველაფერი ყველაფრისთვის. მისი მეშვეობით ყველაფერი ხელგვეწიფება. „ყოველივე ძალ-გვიც განმაძლიერებელისა ჩუენისა ქრისტეს მიერ“, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას განუწყვეტლად მოვუხმობთ. ამიტომ არის თქვენი პირველი და უმთავრესი მოვალეობა ის, რომ იესოს ლოცვა თქვათ ხოლმე. ნუ გავიწყდებათ. მთელი ყურადღება გადაიტანეთ სინანულის მუშაობაზე, მონაზვნური მოვალეობების შესრულებაზე, ლოცვაზე. ილოცეთ. ეს ზოგადი კანონია. ამის გარდა კი, როდესაც თქვენ-თქვენს სენაკებში წახვალთ, დახურეთ კარი და იმწუთას, იმწუთასვე დაიწყეთ ნამდვილი ლოცვა. ერთ წუთით შეჩერდით, საკუთარი თავი იპოვეთ. გაიხსენეთ, რატომ ხართ ასე, და მაშინვე მუხლი მოიყარეთ, ძირს დაემხეთ. შეუვრდით იმას, ვინც აქ მოგვიწოდა; მას, ვინც მლოცველს ლოცვას მოსცემს და ადამიანებს ცოდნას მოანიჭებს. და აღამაღლეთ თქვენი ხელები, აღამაღლეთ თქვენი გონება, აღამაღლეთ თქვენი გული, გულმხურვალედ და შიშით და საქებარი მოურიდებლობით“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2022, 12:39 PM
პოსტი #3378


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უწინარეს ყოვლისა, უნდა საკუთარ თავზე ვიმუშაოთ. ჩემი როგორც ბერის წინაშე ხომ შემდეგი ამოცანა დგას: გამოვწოვო ჩემი პირადი ადამიანური სული, ჯერ საკუთარი თავი მოვიწესრიგო, რათა სულიერი ადამიანი გავხდე, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაზვნურ ცხოვრებას აზრი არა აქვს. ამის შემდეგ, თუკი აუცილებლობა წარმოიშვება, სერიოზულად გამოვთქვა ჩემი აზრი, ღმერთი კი საქმის დასრულებაში დამეხმარება“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2022, 12:36 PM
პოსტი #3379


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა მაქსიმეზე, რომელიც ადრე კარეესში ცხოვრობდა და მერე წმინდა ანას სკიტში გადავიდა, ზოგიერთი მამა დიდი აზრის არ იყო, რადგან ის ხშირად ეხუმრებოდა და აქილიკებდა მათ. როცა ის კიბოთი დასნეულდა, მამაცურად დაითმენდა ტკივილებს და ბოლოს ღირსი შეიქმნა რა ღრმა სინანულისა, გარდაიცვალა როგორც ღირსმოწამე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2022, 11:36 AM
პოსტი #3380


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსები [ვატოპედელი], წმიდა მამების თანახმად, მიიჩნევდა, რომ მონაზონი არის ის, ვინც გონებას იმარხავს (იცავს). პატერიკი ერთ შემთხვევას მოგვითხრობს, თუ როგორ შეხვდნენ ფილოსოფოსები ეგვიპტის უდაბნოში იქაურ ბერებს. კითხვაზე, თუ რა ისეთ საქმიანობას ეწევიან მონაზვნები, რომლის გაკეთებაც მათ თავად არ შეუძლიათ, ბერებმა მიუგეს, რომ ისინი გონებას იცავენ. ფილოსოფოსებმა აღიარეს, რომ ამის გაკეთება არ შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოოდ საღმრთო მადლია გონების დამმარხველი - ის, ვინც იცავს გონებას“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 167 168 169 170 171 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 10:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი