IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 168 169 170 171 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 1 2022, 10:04 AM
პოსტი #3369


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვხედავ, რომ ხშირად არასწორად გვესმის ეს სიტყვები: - „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და ცრუ სიმდაბლის გამო არ ვამბობთ: - „შეგვიწყალენ ჩვენ“, და არ ვლოცულობთ სხვებისათვის, არამედ მხოლოდ საკუთარ თავისთვის. ამიტომაც ერისკაცებსაც ზოგჯერ არასწორად ესმით ჩვენი - ბერ-მონაზვნების, და სწყინთ, ამბობენ, რომ ჩვენ ეგოისტები ვართ და მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, რომ თავად ვცხონდეთ. – „შემიწყალე მე!“ - ეს იმიტომ, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდეთ. მდაბალი ადამიანის ერთ ლოცვას, რომელსაც სწამს, რომ იგი სხვებზე უარესია, უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ღამისთევის ლოცვას, რომელიც ამპარტავანი ფიქრით აღესრულება. ამპარტავნებით ლოცვისას ჩვენ საკუთარ თავს დავცინით“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2022, 12:35 PM
პოსტი #3370


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი ასკეტური ცხოვრების წესის მიმართ ის [მამა იოსები] უკიდურესად მკაცრი იყო. მან მთელი სულით შეიყვარა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა. მისი ტრაპეზი ყოველთვის ზომიერი იყო. არასოდეს ჭამდა ახლადმომზადებულ კერძს, თუკი იცოდა, რომ წინა დღის ან ორი დღის წინანდელი ტრაპეზიდან რაიმე იყო დარჩენილი. რაც შეეხება ჩვენი ძმობის ახალგაზრდა წევრების კვებას, მისი სიმკაცრე ზომიერი იყო. რადგან ჩვენს ფიზიკურ უძლურებას ხედავდა, მიაჩნდა, რომ უნდა დავეზოგეთ. თითქოს ამ დათმობაში ვლინდებოდა მთელი მისი შემწყანრებლობა ჩვენ მიმართ. სხვა ყველაფერში მამა იოსები ძალიან მომთხოვნი იყო. არა იმიტომ, რომ შეცდომების პატიება ან ჩვენი სისუსტეების დათმენა არ შეეძლო, არამედ უნდოდა, რომ მთელი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალები ღვაწლისკენ ყოფილიყო მიმართული. ამბობდა: „რასაც ჩვენ უფალს არ მივცემთ, იმას სხვა გამოიყენებს. ღმერთიც ამიტომ გვაძლევს მცნებას, რომ გვიყვარდეს ის მთელი სულითა და გულით, რომ ბოროტმა ვეღარ ნახოს დასამკვიდრებელი ადგილი ჩვენში“.

/ეფრემ არიზონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2022, 09:57 AM
პოსტი #3371


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უხილავი ბრძოლის მთელი ძალა გონებრივ სფეროშია. ეშმაკი აქ [მონასტერში] ფიზიკურად ბევრს ვერაფრით შეგვაცდენს“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2022, 12:58 PM
პოსტი #3372


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- წმიდაო მამაო, დღეს მრავალი ადამიანი სასოებას ამყარებს მონასტრებზე. ამაზე პასუხისმგებლობა მე მძიმე ტვირთად მაწევს.

- დიახ, მრავალი ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახლა ისაა, რომ გამოჩნდეს რამდენიმე წმიდა ადმიანი, მსგავსად წმიდა კოზმა ეთოლიელისა, და რომ ისინი სხვადასხვა კუთხეში გაიფანტონ საქადაგებლად, ქვეყნის გასანათლებლად. მონასტრები - ეს სულიერი ცენტრებია. მონასტრები რომ არ დახმარებოდნენ 1821 წლის აჯანყებას, თავად აჯანყებაც ხომ ვერ მოხდებოდა?! გერმანული ოკუპაციის დროსაც მონასტრები არ დანებდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს განმათავისუფლებელ ბრძოლაში. ამიტომაც ბანდიტები მათ ანგრევდნენ. მონასტერთა უმრავლესობა გერმანელებმა კი არ დაწვეს, არამედ თავისიანებმა, ბერძენმა ბანდიტებმა დაარბიეს. გერმანელები აცხადებდნენ: - „თუკი მონასტეში ნაპოვნი იქნება საბრძოლო მასალა და იარაღი, მაშინ მას დავწვავთ“. ბანდიტები კი, რომლებსაც სურდათ, სუფთები გამოჩენილიყვნენ, ხოლო მონასტრების განადგურებაში დამნაშავედ ფაშისტები გამოეყვანათ, მიდიოდნენ სავანეებში, რამდენიმე ძველ სავაზნეს ან დამტვრეულ თოფს შეაგდებდნენ, შემდეგ კი ოკუპანტებთან ამბავი თავად მიჰქონდათ, რომ ამადაამ მონასტერში თითქოსდა ბანდიტები იმალებიან. ფაშისტები მონასტერს ალყას არტყამდნენ, პოულობდნენ საბრძოლო მასალას და სავანეს წვავდნენ. ამგვარად ბანდიტებმა მრავალი მონასტერი დაწვეს, ვინაიდან მათი ეშინოდათ. „თუ მონასტრები დარჩება, - ამბობდნენ ისინი, - ათეისტური რეჟიმი რომც დავამყაროთ, ვერაფერს მივაღწევთ, მოდით, უკეთესია, დავწვათ ისინი“. და აი, წვავდნენ კიდეც“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2022, 10:03 AM
პოსტი #3373


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გაოცების ღირსია გრიგორიატის კინოვიური მონასტრის, მონაზვნის, მამა დიმიტრის მოთმინებაც. მთელი ოცი წლის მანძილზე, ის ყოველდღიურად მსახურებდა ლიტურგიას. და დაითმენდა ფეხზე ხანგრძლივად დგომას, მიუხედავად იმისა, რომ მას მძიმე ფორმის თიაქარი ჰქონდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2022, 01:24 PM
პოსტი #3374


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ერთ-ერთმა ძმამ მოძღვარს [ბერ იოსებ ვატოპედელს] ჰკითხა, რა იყო მისი მრავალწლიანი მონაზვნური მოღვაწეობის ნაყოფი, ბერმა უბრალოდ მიუგო: „შვილებრივი კადნიერებით ვეკვრი ჩემი მამის წიაღს (გულმკერდს) და ისიც ნამდვილი შვილივით მიღებს“. ხშირად გვეუბნებოდა: „ღმერთი შვილებივით გვეპყრობა და გვისურვებდა, რომ ღმერთის ოჯახის წევრები გავმხდარიყავით. ამ ოჯახში საერთო ცხოვრებაა: როგორც ცხოვრობს ღმერთი, ისევე ცხოვრობს ადამიანი. იმის გამო, რომ თვითონ ამ საღმრთო ცხოვრებას, საღმრთო ნათესაობას განიცდიდა, სურდა, ჩვენც იმავე სულით გვეცხოვრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ლოცვით მისი ასეთი განწყობა პირდაპირ გამოძახილს ჰპოვებდა და ჰპოვებს მონასტრის ცხოვრებაზე. ღმერთთან ნათესაობის, ღმერთის ოჯახის მსგავსად, საძმოში ოჯახური ატმოსფერო დაამკვიდრა (ვიმედოვნებთ, რომ დღემდე სუფევს), რაც იგრძნობა მომლოცველების მიერ და დადებითად მოქმედებს მათზე. მრავალი ადამიანი მოწმობს, რომ მონასტერში უფრო შინაურულად გრძნობს თავს, ვიდრე საკუთარ სახლში. ეს სულიერი ოჯახური სითბო, ალერსი ჭეშმარიტი ქრისტესმიერი ზეციური ოჯახის ანარეკლია“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2022, 11:46 AM
პოსტი #3375


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთი სავანის ბერები, დღეს თავიანთი ცხოვრება რომ სხვადასხვა სიკეთით ამოივსეს, მას ამძიმებენ. მეტისმეტად იტაცებთ ის საგნები, რომელთა საჭიროებაც არ არსებობს, სულიერს კი, რომლითაც უნდა დაკავებულიყვნენ, მიატოვებენ ხოლმე. თუკი ახალგაზრდები, რომლებიც მონასტერში მოდიან, ერულ შფოთს საერო დაწესებულების სულზე ცვლიან, ისინი სიმშვიდეს ვერ ჰპოვებენ. შემდეგში, გართობის მიზნით ისინი სულიერ ტურიზმს, ექსკურსიებზე სიარულს მოისურვებენ. ისეთიც გამოჩნდება, ვინც იტყვის: „მე შვებულებაში მინდა წასვლა“, მაშინ როცა ბერ-მონაზონი თავის სენაკს ტკივილით უნდა შორდებოდეს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2022, 01:31 PM
პოსტი #3376


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი მეუდაბნოე ამბობდა:

- მონაზონი ის არის, ვინც ყოველთვის ისე დგას უხილავი ღმერთის წინაშე, თითქოს იგი ხილული ყოფილიყოს.

ის ასევე ამბობდა:

- უფალი მოგვინახულებს მხოლოდ მაშინ, როცა არ გვექნება ადამიანური ნუგეშინისცემა ნებაყოფლობით, როგორც ღვაწლი, ან ძალაუნებურად, განსაცდელებსა და ავადმყოფობებში“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2022, 09:18 AM
პოსტი #3377


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უფლის გარეშე არაფერი შეგვიძლია. „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“. [ქრისტეა] ყველაფერი ყველაფრისთვის. მისი მეშვეობით ყველაფერი ხელგვეწიფება. „ყოველივე ძალ-გვიც განმაძლიერებელისა ჩუენისა ქრისტეს მიერ“, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას განუწყვეტლად მოვუხმობთ. ამიტომ არის თქვენი პირველი და უმთავრესი მოვალეობა ის, რომ იესოს ლოცვა თქვათ ხოლმე. ნუ გავიწყდებათ. მთელი ყურადღება გადაიტანეთ სინანულის მუშაობაზე, მონაზვნური მოვალეობების შესრულებაზე, ლოცვაზე. ილოცეთ. ეს ზოგადი კანონია. ამის გარდა კი, როდესაც თქვენ-თქვენს სენაკებში წახვალთ, დახურეთ კარი და იმწუთას, იმწუთასვე დაიწყეთ ნამდვილი ლოცვა. ერთ წუთით შეჩერდით, საკუთარი თავი იპოვეთ. გაიხსენეთ, რატომ ხართ ასე, და მაშინვე მუხლი მოიყარეთ, ძირს დაემხეთ. შეუვრდით იმას, ვინც აქ მოგვიწოდა; მას, ვინც მლოცველს ლოცვას მოსცემს და ადამიანებს ცოდნას მოანიჭებს. და აღამაღლეთ თქვენი ხელები, აღამაღლეთ თქვენი გონება, აღამაღლეთ თქვენი გული, გულმხურვალედ და შიშით და საქებარი მოურიდებლობით“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2022, 12:39 PM
პოსტი #3378


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უწინარეს ყოვლისა, უნდა საკუთარ თავზე ვიმუშაოთ. ჩემი როგორც ბერის წინაშე ხომ შემდეგი ამოცანა დგას: გამოვწოვო ჩემი პირადი ადამიანური სული, ჯერ საკუთარი თავი მოვიწესრიგო, რათა სულიერი ადამიანი გავხდე, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაზვნურ ცხოვრებას აზრი არა აქვს. ამის შემდეგ, თუკი აუცილებლობა წარმოიშვება, სერიოზულად გამოვთქვა ჩემი აზრი, ღმერთი კი საქმის დასრულებაში დამეხმარება“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2022, 12:36 PM
პოსტი #3379


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა მაქსიმეზე, რომელიც ადრე კარეესში ცხოვრობდა და მერე წმინდა ანას სკიტში გადავიდა, ზოგიერთი მამა დიდი აზრის არ იყო, რადგან ის ხშირად ეხუმრებოდა და აქილიკებდა მათ. როცა ის კიბოთი დასნეულდა, მამაცურად დაითმენდა ტკივილებს და ბოლოს ღირსი შეიქმნა რა ღრმა სინანულისა, გარდაიცვალა როგორც ღირსმოწამე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2022, 11:36 AM
პოსტი #3380


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსები [ვატოპედელი], წმიდა მამების თანახმად, მიიჩნევდა, რომ მონაზონი არის ის, ვინც გონებას იმარხავს (იცავს). პატერიკი ერთ შემთხვევას მოგვითხრობს, თუ როგორ შეხვდნენ ფილოსოფოსები ეგვიპტის უდაბნოში იქაურ ბერებს. კითხვაზე, თუ რა ისეთ საქმიანობას ეწევიან მონაზვნები, რომლის გაკეთებაც მათ თავად არ შეუძლიათ, ბერებმა მიუგეს, რომ ისინი გონებას იცავენ. ფილოსოფოსებმა აღიარეს, რომ ამის გაკეთება არ შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოოდ საღმრთო მადლია გონების დამმარხველი - ის, ვინც იცავს გონებას“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2022, 10:35 AM
პოსტი #3381


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახლა დახმარების მისაღებად მონასტერში ისინი მოდიან, ვინც ჯადოქრებს და მათ მსგავს უწმინდურებს მიმართავს. მოგვიანებით მოვლენ ადამიანები, რომლებიც ცოდვამ დაღალა. იმდენად დაიღალნენ, რომ თუკი მათ სალოთაოდ ან ცოდვის ჩასადენად გაგზავნი, აღარ წავლენ. ამ მძიმე წლებში ღმერთი ადამიანებს მონაზვნობისათვის მოუწოდებს პერსონალური მოწვევებით. ეს თაობა დაიწყებს თავის მონაზვნურ გზას და ექნება ყველაზე საუკეთესო მონაცემები, ექნება იდეალები, ეშმაკი კი მთელ ამ მასალას უვარგისად აქცევს. შემდეგი თაობა სხვანაირი იქნება. მონასტერში მოვლენ ბევრი ადამიანები, რომლებიც მონაზვნობისთვის არ გამოდგებიან. ისინი იმ მდგომარეობამდე დავლენ, რომ იძულებულნი იქნებიან გახდნენ მონაზვნები. ისინი გაიტანჯებიან და დაწყლულდებიან ერის მიერ, მეუღლეები გაიყრებიან (ეკლესიის კურთხევითაც და მის გარეშეც) და მონასტერში შევლენ. მონასტერში წავა ასევე ერული ცხოვრებით მოყირჭებული ახალგაზრდობა: ერთნი - საკუთარი სულის საცხონებლად, სხვები - სულ მცირე სიმშვიდის მოსაპოვებლად. ბერები გახდებიან ისინიც, ვისაც ქორწინება სურდათ, მაგრამ საკუთარი ცხოვრების სხვა ადამიანებისთვის დაკავშირებისა ეშინოდათ. ანუ მომავალ წლებში ბერებად ფსიქიკურად აშლილიადამიანებიც შეიძლება, წავიდნენ და ისინიც, ვინც უბრალოდ საკუთარ თავში ვერ ჰპოვებს ოჯახის შექმნისათვის გადაწყვეტილებას. „რა უნდა ვნახო ქორწინებაში? როგორ ვიცხოვრებ? - განსჯიან ისინი, - უკეთესია, ბერად წავიდე“. ესეიგი, მონაზვნობას ისინი მიუდგებიან, როგორც სასიამოვნო დროსტარებას. რამდენად წარემატებიან, ეს უკვე სხვა საქმეა. ისინი, ვინც მონასტერში შევლენ, არ იქნებიან მონანულნი, მათ ბერად შედგომას მათივე მდგომარეობა აიძულებთ. მათი მამოძრავებელი მიზეზები უნაკლო არ იქნება. სწორედ ესაა საშიში. როდესაც ადამიანი ერიდან მიდის მონაზვნობის გულისთვის, საქმე სხვაგვარდაა. ამ უბედურებს დიდი შეწევნა დასჭირდებათ, მათ ემახსოვრებათ ერული სიამოვნებების გემო და ამიტომ ეშმაკი მათ წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას გამართავს. ჩვენს წინააღმდეგ ის ასეთ ბრძოლას არ აწარმოებს, იგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენს სულიერ ღვაწლს და სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს, რათა საფუარი არ ნახონ მათ, ვინც ჩვენს მერე მოვლენ“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2022, 08:56 AM
პოსტი #3382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უმჯობესია, არც კი დაიწყო სოფლისაგან განდგომილი ცხოვრება, ვიდრე შემდგომში ცივად აღასრულებდე მას და საკუთარი თავი დიდ საფრთხეში ჩააგდო. უმჯობესია, არ დადო აღთქმა, ვიდრე აღთქმის შემდეგ არ აღასრულო იგი“.

/წმ. კასიანე რომაელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2022, 10:18 AM
პოსტი #3383


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც კი გონება გაგირბით, იმწუთას შეეპასუხეთ. უყვირეთ თქვენს თავს: „შე პირუტყვო, შე ცხოველო, შე არაადამიანო, შე დაბნელებულო, შე საწყალო! რაებს ფიქრობ? სად მიქრის შენი გონება? თქვი აბა, მონაზონი ხარ?!“
ასეთი ხერხებით გამოვიწვევთ მადლის მოქმედებას. საღმრთო მადლი ჩვენ გვერდით ზის და ელოდება ჩვენში სინანულის განწყობა დაინახოს. თუ დაინახა, რომ ასეთი ნამდვილი სინანული გვაქვს, მაშინ ჩაერევა. ჩვენ ჩვენით ვერაფერს გავხდებით. მოკვდავები ვართ, მკვდარი ნეშტები. ის, ვისაც ჩვენი აღდგომა, წამოყენება შეუძლია, არის საღმრთო მადლი. ეს მადლი დავკარგეთ [ადამის] დაცემის შემდეგ. რომ ვამბობთ, ადამი დაეცა, საიდანმე კი არ გადმოვარდნილა, არამედ მასში მყოფი მადლი დაკარგა. დატოვა მადლმა და ადამიანი მოკვდავი, პირუტყვის მსგავსი გახდა. მოვიდა ჩვენი უფალი ქრისტე და ისევ მოგვიტანა მადლი. ჩვენ, მონაზვნებმა ეს მადლი ორჯერ მივიღეთ, ნათლობაში და აღკეცაში. სწორედ ეს მადლია ჩვენ გვერდით, მაგრამ არ შეუძლია ჩაერიოს. მასზე მაღლა დგას ადამიანის პიროვნება, პიროვნების თავისუფლება. ასეთი დიდი რამაა ადამიანი - პირველად მისი ნება უნდა გამოიხატოს და მერე ჩაერევა მადლი. როდესაც ჩვენ მტერს ვეპასუხებით, გონებას უკან მივათრევთ და ვეუბნებით: „ჰოპ, საით? რაებს ფიქრობ?“ - ამას მადლი აღმსარებლობად იღებს. მაშინ მოგვიახლოვდება და გვეუბნება: „ყოჩაღ, მეც აქ ვარ“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2022, 11:31 AM
პოსტი #3384


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ერთი კაცი მოვიდა ჩემთან სენაკში დ დამისვა კითხვა: - „რატომაა, რომ ბერები სხედან აქ, და ერში არ გადიან, რათა ხალხს დაეხმარონ?“ „ისინი რომ ერში გასულიყვნენ და ხალხს დახმარებოდნენ, - ვუპასუხე მას - მაშინ მკითხავდი, რატომაა, რომ ბერები ერში დახეტიალობენო. ახლა ისინი არ გადიან ერში და შენ მეკითხები, რატომ არ გადიანო“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 10:33 AM
პოსტი #3385


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ბერდიდმა თქვა:

-დღეს მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით გადარჩებიან, რამეთუ სათნოებები უკვე აღარ არის კაცთა შორის. მათ, ვინც ყველა განსაცდელს გამოივლის, წილი ექნებათ ძველ მამებთან ერთად, რომელთაც ბევრი იღვაწეს. საკმარისია, მხოლოდ გავუძლოთ განსაცდელს, რამეთუ უდრტვინელი მოთმინება ლოცვის თანასწორია.

ეშმაკი ისე კი არ გამოგვცდის, როგორც მას სურს, არამედ იმდენად, რამდენადაც მას ღმერთი მიუშვებს. ბოროტი თავისი მზაკვრობებით ცდილობს დააჩლუნგოს ადამიანის სინდისი, ჩააგდოს იგი უიმედობასა და სასოწარკვეთაში, ანდა მასში განავითაროს ბაქიაობა და არარსებული წმინდანობით ყოყოჩობა. ურიცხვია მისი ეშმაკობები და სიცრუე. ისინი, ვინც სულის ცხონებას ესწრაფვიან, ეშმაკი მათ ცოფიანი ძაღლივით ეცემა... მე ვუთხარი მას: „ეშმაკო, გამიკეთე, რაც გინდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწევ, რადგან მყავს სულიერი მოძღვარი და წმინდა საიდუმლოებებს ვეზიარები. რას მიაღწევ მაგ შენი ხრიკებით?“

ჰოი, რა განსაცდელს არ მომივლენდა მტერი და მახეებს არ მიგებდა! მე სხვადასხვა ადგილას ვმოსაგრეობდი, და საბოლოოდ გადავწყვიტე აქ, ამ ადგილას დამეთმინა ყველაფერი, რადგან ვიცი, რომ განსაცდელი არსად წავა! თუ გინდა, რომ მზაკვარი არ გებრძოდეს, მაშინ ჭამე, სვი, იძინე და ისე მოიქეცი, როგოც გინდა - მაშინ ის არ შეგაწუხებს არც განსაცდელებით, არც ამაო მზრუნველობით. ის ძაღლივითაა: თუ არ გააბრაზებ, ზის მშვიდად, ხოლო თუ მის გაბრაზებას დაიწყებ, მაშინ საკბენლად გეცემა. უნდა გყავდეს გამოცდილი სულიერი მოძღვარი, რომლის წინაშეც მოწიწება გექნება, რამეთუ მოწიწება თავის თავში სიმდაბლესაც მოიცავს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2022, 10:30 AM
პოსტი #3386


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“იესო ლოცვას სხვა ლოცვებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება და იგი თითოეულმა მორწმუნემ უნდა გამოიმუშაოს, განსაკუთრებით კი მონაზვნებმა, რომელთა უმთავრესი საზრუნავი და ძირითადი საქმე მოუკლებელი ლოცვაა”

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2022, 11:42 AM
პოსტი #3387


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



«ასეა თუ ისე, ჩვენ თუ უყურადღებონი ვიქნებით, მონაზვნობა ვერ დაემტკიცება და უკუღმა წავა. მაგრამ მომავალი, რა თქმა უნდა, ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელშია. ის, ჩვენი კეთილი დიასახლისი, აიღებს ცოცხს, გამოხვეტს ნაგავს თავისი წმიდა სავანეებიდან და იქ ისევ დაამყარებს წერსრიგს. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ყველაფერი უკვალოდ გაქრება, ჩვენ კი, თუკი სწორად - მონაზვნურად არ ვიცხოვრებთ, ღვთის წინაშე მევალეებად წარვსდგებით. მონაზვნები ვხდებოდით იმისათვის, რომ გვეხსნა ჩვენი სულები, კიდევ იმისთვისაც, რომ საზოგადოებას ლოცვით დავხმარებოდით. ამიტომაც ნუ დაგავიწყდებათ, რა აღთქმას ვაძლევდით ქრისტეს და რას იტანენ ერში ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია არ მიუღიათ - ანგელოზებრივ ხარისხში მოწოდების პრივილეგია“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2022, 11:21 AM
პოსტი #3388


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,104
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- ხანდახან ისე ხდება, რომ კელიაში გვიან ვბრუნდებით, დიდი ძალები გვაქვს დაკარგული, დაღლილი და გამოფიტული ვართ; თითქოს ლოცვა და დადგენილი წესის შესრულება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვაკეთოთ?

- ლოცვაზე უარი არც ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა ვთქვათ. წმინდა სვიმეონი აღნიშნავს, რომ ძმების მსახურება არ შეიძლება ლოცვაზე უარის თქმის მიზეზი იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრ სხვა სიკეთეს ვკარგავთ. ლოცვაზე უარის თქმის საბაბი არასოდეს ეძებოთ. დასასრულს, წმინდა სვიმეონი ამბობს: „ღვთის მსახურებაში მთელი მონდომებით ჩაერთე; ხოლო კელიაში ილოცე მოთმინებით, გულმხურვალებით, ყურადღებით, ცრემლებით, ნუ იფიქრებ, რომ ახლა, მძიმე ფიზიკური შრომის შემდეგ, ლოცვაზე უარის თქმა შეგიძლია. გეუბნები, რომ თუ თავს აიძულებ ფიზიკურად იშრომო, მაგრამ ლოცვა მიატოვო, ბევრს დაკარგავ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 168 169 170 171 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 07:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი