IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 168 169 170 171 172 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 13 2022, 10:35 AM
პოსტი #3381


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახლა დახმარების მისაღებად მონასტერში ისინი მოდიან, ვინც ჯადოქრებს და მათ მსგავს უწმინდურებს მიმართავს. მოგვიანებით მოვლენ ადამიანები, რომლებიც ცოდვამ დაღალა. იმდენად დაიღალნენ, რომ თუკი მათ სალოთაოდ ან ცოდვის ჩასადენად გაგზავნი, აღარ წავლენ. ამ მძიმე წლებში ღმერთი ადამიანებს მონაზვნობისათვის მოუწოდებს პერსონალური მოწვევებით. ეს თაობა დაიწყებს თავის მონაზვნურ გზას და ექნება ყველაზე საუკეთესო მონაცემები, ექნება იდეალები, ეშმაკი კი მთელ ამ მასალას უვარგისად აქცევს. შემდეგი თაობა სხვანაირი იქნება. მონასტერში მოვლენ ბევრი ადამიანები, რომლებიც მონაზვნობისთვის არ გამოდგებიან. ისინი იმ მდგომარეობამდე დავლენ, რომ იძულებულნი იქნებიან გახდნენ მონაზვნები. ისინი გაიტანჯებიან და დაწყლულდებიან ერის მიერ, მეუღლეები გაიყრებიან (ეკლესიის კურთხევითაც და მის გარეშეც) და მონასტერში შევლენ. მონასტერში წავა ასევე ერული ცხოვრებით მოყირჭებული ახალგაზრდობა: ერთნი - საკუთარი სულის საცხონებლად, სხვები - სულ მცირე სიმშვიდის მოსაპოვებლად. ბერები გახდებიან ისინიც, ვისაც ქორწინება სურდათ, მაგრამ საკუთარი ცხოვრების სხვა ადამიანებისთვის დაკავშირებისა ეშინოდათ. ანუ მომავალ წლებში ბერებად ფსიქიკურად აშლილიადამიანებიც შეიძლება, წავიდნენ და ისინიც, ვინც უბრალოდ საკუთარ თავში ვერ ჰპოვებს ოჯახის შექმნისათვის გადაწყვეტილებას. „რა უნდა ვნახო ქორწინებაში? როგორ ვიცხოვრებ? - განსჯიან ისინი, - უკეთესია, ბერად წავიდე“. ესეიგი, მონაზვნობას ისინი მიუდგებიან, როგორც სასიამოვნო დროსტარებას. რამდენად წარემატებიან, ეს უკვე სხვა საქმეა. ისინი, ვინც მონასტერში შევლენ, არ იქნებიან მონანულნი, მათ ბერად შედგომას მათივე მდგომარეობა აიძულებთ. მათი მამოძრავებელი მიზეზები უნაკლო არ იქნება. სწორედ ესაა საშიში. როდესაც ადამიანი ერიდან მიდის მონაზვნობის გულისთვის, საქმე სხვაგვარდაა. ამ უბედურებს დიდი შეწევნა დასჭირდებათ, მათ ემახსოვრებათ ერული სიამოვნებების გემო და ამიტომ ეშმაკი მათ წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას გამართავს. ჩვენს წინააღმდეგ ის ასეთ ბრძოლას არ აწარმოებს, იგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენს სულიერ ღვაწლს და სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს, რათა საფუარი არ ნახონ მათ, ვინც ჩვენს მერე მოვლენ“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2022, 08:56 AM
პოსტი #3382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უმჯობესია, არც კი დაიწყო სოფლისაგან განდგომილი ცხოვრება, ვიდრე შემდგომში ცივად აღასრულებდე მას და საკუთარი თავი დიდ საფრთხეში ჩააგდო. უმჯობესია, არ დადო აღთქმა, ვიდრე აღთქმის შემდეგ არ აღასრულო იგი“.

/წმ. კასიანე რომაელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2022, 10:18 AM
პოსტი #3383


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც კი გონება გაგირბით, იმწუთას შეეპასუხეთ. უყვირეთ თქვენს თავს: „შე პირუტყვო, შე ცხოველო, შე არაადამიანო, შე დაბნელებულო, შე საწყალო! რაებს ფიქრობ? სად მიქრის შენი გონება? თქვი აბა, მონაზონი ხარ?!“
ასეთი ხერხებით გამოვიწვევთ მადლის მოქმედებას. საღმრთო მადლი ჩვენ გვერდით ზის და ელოდება ჩვენში სინანულის განწყობა დაინახოს. თუ დაინახა, რომ ასეთი ნამდვილი სინანული გვაქვს, მაშინ ჩაერევა. ჩვენ ჩვენით ვერაფერს გავხდებით. მოკვდავები ვართ, მკვდარი ნეშტები. ის, ვისაც ჩვენი აღდგომა, წამოყენება შეუძლია, არის საღმრთო მადლი. ეს მადლი დავკარგეთ [ადამის] დაცემის შემდეგ. რომ ვამბობთ, ადამი დაეცა, საიდანმე კი არ გადმოვარდნილა, არამედ მასში მყოფი მადლი დაკარგა. დატოვა მადლმა და ადამიანი მოკვდავი, პირუტყვის მსგავსი გახდა. მოვიდა ჩვენი უფალი ქრისტე და ისევ მოგვიტანა მადლი. ჩვენ, მონაზვნებმა ეს მადლი ორჯერ მივიღეთ, ნათლობაში და აღკეცაში. სწორედ ეს მადლია ჩვენ გვერდით, მაგრამ არ შეუძლია ჩაერიოს. მასზე მაღლა დგას ადამიანის პიროვნება, პიროვნების თავისუფლება. ასეთი დიდი რამაა ადამიანი - პირველად მისი ნება უნდა გამოიხატოს და მერე ჩაერევა მადლი. როდესაც ჩვენ მტერს ვეპასუხებით, გონებას უკან მივათრევთ და ვეუბნებით: „ჰოპ, საით? რაებს ფიქრობ?“ - ამას მადლი აღმსარებლობად იღებს. მაშინ მოგვიახლოვდება და გვეუბნება: „ყოჩაღ, მეც აქ ვარ“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2022, 11:31 AM
პოსტი #3384


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ერთი კაცი მოვიდა ჩემთან სენაკში დ დამისვა კითხვა: - „რატომაა, რომ ბერები სხედან აქ, და ერში არ გადიან, რათა ხალხს დაეხმარონ?“ „ისინი რომ ერში გასულიყვნენ და ხალხს დახმარებოდნენ, - ვუპასუხე მას - მაშინ მკითხავდი, რატომაა, რომ ბერები ერში დახეტიალობენო. ახლა ისინი არ გადიან ერში და შენ მეკითხები, რატომ არ გადიანო“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 10:33 AM
პოსტი #3385


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ბერდიდმა თქვა:

-დღეს მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით გადარჩებიან, რამეთუ სათნოებები უკვე აღარ არის კაცთა შორის. მათ, ვინც ყველა განსაცდელს გამოივლის, წილი ექნებათ ძველ მამებთან ერთად, რომელთაც ბევრი იღვაწეს. საკმარისია, მხოლოდ გავუძლოთ განსაცდელს, რამეთუ უდრტვინელი მოთმინება ლოცვის თანასწორია.

ეშმაკი ისე კი არ გამოგვცდის, როგორც მას სურს, არამედ იმდენად, რამდენადაც მას ღმერთი მიუშვებს. ბოროტი თავისი მზაკვრობებით ცდილობს დააჩლუნგოს ადამიანის სინდისი, ჩააგდოს იგი უიმედობასა და სასოწარკვეთაში, ანდა მასში განავითაროს ბაქიაობა და არარსებული წმინდანობით ყოყოჩობა. ურიცხვია მისი ეშმაკობები და სიცრუე. ისინი, ვინც სულის ცხონებას ესწრაფვიან, ეშმაკი მათ ცოფიანი ძაღლივით ეცემა... მე ვუთხარი მას: „ეშმაკო, გამიკეთე, რაც გინდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწევ, რადგან მყავს სულიერი მოძღვარი და წმინდა საიდუმლოებებს ვეზიარები. რას მიაღწევ მაგ შენი ხრიკებით?“

ჰოი, რა განსაცდელს არ მომივლენდა მტერი და მახეებს არ მიგებდა! მე სხვადასხვა ადგილას ვმოსაგრეობდი, და საბოლოოდ გადავწყვიტე აქ, ამ ადგილას დამეთმინა ყველაფერი, რადგან ვიცი, რომ განსაცდელი არსად წავა! თუ გინდა, რომ მზაკვარი არ გებრძოდეს, მაშინ ჭამე, სვი, იძინე და ისე მოიქეცი, როგოც გინდა - მაშინ ის არ შეგაწუხებს არც განსაცდელებით, არც ამაო მზრუნველობით. ის ძაღლივითაა: თუ არ გააბრაზებ, ზის მშვიდად, ხოლო თუ მის გაბრაზებას დაიწყებ, მაშინ საკბენლად გეცემა. უნდა გყავდეს გამოცდილი სულიერი მოძღვარი, რომლის წინაშეც მოწიწება გექნება, რამეთუ მოწიწება თავის თავში სიმდაბლესაც მოიცავს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2022, 10:30 AM
პოსტი #3386


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“იესო ლოცვას სხვა ლოცვებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება და იგი თითოეულმა მორწმუნემ უნდა გამოიმუშაოს, განსაკუთრებით კი მონაზვნებმა, რომელთა უმთავრესი საზრუნავი და ძირითადი საქმე მოუკლებელი ლოცვაა”

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2022, 11:42 AM
პოსტი #3387


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



«ასეა თუ ისე, ჩვენ თუ უყურადღებონი ვიქნებით, მონაზვნობა ვერ დაემტკიცება და უკუღმა წავა. მაგრამ მომავალი, რა თქმა უნდა, ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელშია. ის, ჩვენი კეთილი დიასახლისი, აიღებს ცოცხს, გამოხვეტს ნაგავს თავისი წმიდა სავანეებიდან და იქ ისევ დაამყარებს წერსრიგს. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ყველაფერი უკვალოდ გაქრება, ჩვენ კი, თუკი სწორად - მონაზვნურად არ ვიცხოვრებთ, ღვთის წინაშე მევალეებად წარვსდგებით. მონაზვნები ვხდებოდით იმისათვის, რომ გვეხსნა ჩვენი სულები, კიდევ იმისთვისაც, რომ საზოგადოებას ლოცვით დავხმარებოდით. ამიტომაც ნუ დაგავიწყდებათ, რა აღთქმას ვაძლევდით ქრისტეს და რას იტანენ ერში ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია არ მიუღიათ - ანგელოზებრივ ხარისხში მოწოდების პრივილეგია“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2022, 11:21 AM
პოსტი #3388


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- ხანდახან ისე ხდება, რომ კელიაში გვიან ვბრუნდებით, დიდი ძალები გვაქვს დაკარგული, დაღლილი და გამოფიტული ვართ; თითქოს ლოცვა და დადგენილი წესის შესრულება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვაკეთოთ?

- ლოცვაზე უარი არც ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა ვთქვათ. წმინდა სვიმეონი აღნიშნავს, რომ ძმების მსახურება არ შეიძლება ლოცვაზე უარის თქმის მიზეზი იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრ სხვა სიკეთეს ვკარგავთ. ლოცვაზე უარის თქმის საბაბი არასოდეს ეძებოთ. დასასრულს, წმინდა სვიმეონი ამბობს: „ღვთის მსახურებაში მთელი მონდომებით ჩაერთე; ხოლო კელიაში ილოცე მოთმინებით, გულმხურვალებით, ყურადღებით, ცრემლებით, ნუ იფიქრებ, რომ ახლა, მძიმე ფიზიკური შრომის შემდეგ, ლოცვაზე უარის თქმა შეგიძლია. გეუბნები, რომ თუ თავს აიძულებ ფიზიკურად იშრომო, მაგრამ ლოცვა მიატოვო, ბევრს დაკარგავ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2022, 10:22 AM
პოსტი #3389


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსები [ვატოპედელი] თვლიდა, რომ მონაზვნური განაწესის, ტიპიკონისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ყველა ფორმის მიზანი არის „მადლის ძიება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2022, 12:21 PM
პოსტი #3390


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„აი, დაინახეთ: ნელ-ნელა ზოგიერთ მონასტერში იმისათვის, რომ არავინ ამხილოს, გააუქმებენ წმიდა მამათა ნაწერების კითხვას. წაიკითხავენ სოციოლოგიური ხასიათის წიგნებს, ვითომდა იმიტომ, რომ ჩვენს ეპოქაში მხოლოდ ეს გვარგებს. ჰო, ჩვენ სწორედ აქეთკენ მივდივართ! საბრალო ერისკაცები კი წმიდა სავანეებში დახმარების მისაღებად მოდიან!... როგორც ერში ღვთისმოსავი ადამიანი სიძულვილს ღებულობს, ასევე მალე კარგი ბერ-მონაზონი იქნება საძულველი. და ვაი, ჩვენ, თუ სწორად ვერ შევაფასებთ ერული სულის საფრთხეს, მაშინ უახლოეს მომავალში ახალგაზრდას, რომელიც მოვა მონასტერში და სწორად, ბერულად ცხოვრების სურვილი ექნება, დანარჩენები ეტყვიან: - „აქ რა დაგრჩენია?!“ მონაზონთა ხილვისას, რომლებიც ერისკაცებისგან არ განსხვავდებიან, ადამიანებს ბერ-მონაზვნობაზე გული აუცრუვდებათ. მრავალი მოდის ჩემთან და მიყვებიან, როგორ დაბრკოლდნენ ზოგიერთ მონასტერში. მე კი როგორ შევუცვლი მათ აზრებს ახლა?“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2022, 09:59 AM
პოსტი #3391


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა დიაკონმა შეუქო მშვენიერი თმა ღირს სიმეონ ფილოთეველს, რომელიც ყოველთვის ფეხშიშველი დადიოდა და მხოლოდ ერთი კვართი ჰქონდა. მაშინ წმინდანმა მოიჭრა თმა და დიაკვანს მისცა, რისთვისაც მას სიმეონ თმაშეჭრილსაც ეძახიან“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2022, 09:58 AM
პოსტი #3392


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსებ ვატოპედელი სიმდაბლითა და უბრალოებით ამბობდა: „ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემს მონაზვნურ ცხოვრებაში რამეს მივაღწიე, რადგან უდებებას ვიჩენდი. მაგრამ, ღმერთის მადლით, ვიგემე ცათა სასუფევლის საიდუმლოები, ის, რაზეც უფალი ბრძანებს: „სასუფელი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“. ეს რომ დავმალო, მატყუარა ვიქნები. ვიხილე და ხელით შევეხე ზებუნებრივ ცხოვრებას ისევე, როგორც ვხედავთ მატერიალურ სამყაროს და დარწმუნებულები ვართ მის არსებობაში. სტავროვუნის მონასტერში წმიდა ადამიანების გვერდით ვიცხოვრე. მოგვიანებით წმიდა მთაზე იმ დიდი გმირის [ღირსი იოსებ ისიქასტის] ფერხთით გავიზარდე, რომელიც, ჩემი აზრით, არის აღმოსავლური მონაზვნობის თანამედროვე განმაახლებელი“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2022, 10:03 AM
პოსტი #3393


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობაში ღრმად შემოიჭრა ერული სული და არც ბოროტება დგას ერთ ადგილზე. ბერ-მონაზვნებმა თავი ბერ-მონაზვნებად უნდა იგრძნონ და არა - ერისკაცებად. ჩვენ დავკარგეთ ძველი თაობებისთვის ჩვეული უბრალოება. ახალგაზრდა ბერ-მონაზვნებს ახლა ერული ლოგიკა და ერული აღზრდა ამოძრავებთ: ისინი ცდილობენ, არ დაკარგონ თავიანთი რეპუტაცია და ხშირად ორიენტირებულნი არიან საერო საზოგადოების კანონზე. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბერ-მონაზვნურ საერთო საცხოვრებელში შეიძლებოდა, გენახა ის მდგომარეობა, რაც „ლავსაიკონშია“ აღწერილი. ერთნი მონასტერში საღვთო შურის გამო მიდიოდნენ, მეორენი - სინანულით. გარემოებები, რასაც ისინი სავანეში მიჰყავდა, სხვადასხვა იყო: ერთი მონასტერში ცოლის გარდაცვალების შემდეგ მიდიოდა, სხვა - იქ უწინდელი, ერული ცხოვრების სინანულის გამო ხვდებოდა. მონასტრეში ეშმაკეულებსაც შეხვდებოდით: ისინი იქ შემწეობის მისაღებად მიდიოდნენ, მამათა ლოცვებით განიკურნებოდნენ, იქვე რჩებოდნენ და აღიკვეცებოდნენ. და თუკი მერე ისინი რაიმე უპატიო საქციელს ჩაიდენდნენ, მათში ისევ ბრუნდებოდა უწმინდური სული. ამიტომაც თანაცხოვრებულთა შორის ეშმაკეულებიც იყვნენ. იყვნენ, ასევე მოხიბლულნი, ქრისტესთვის საპყარნი, იყვნენ ბერები, რომლებსაც მჭვრეტელობისა და კურნების ნიჭი ჰქონდათ. დიდი მრავალფეროვნება იყო! დღეს კი ვერ შეხვდები ვერც მჭვრეტელს, ვერც სასწაულმოქმედს, ვერც ეშმაკეულს, ვერც ქრისტესთვის საპყარს. ჩვენ დღეს სხვა სისულელე გვჭირს - ამაქვეყნიური სისულელე. კუთხის თავში ჩვენ საკუთარ თავს ვაყენებდით, და ამის გამო გონება დაგვიზიანდა. ჩვენში შემოვიდა ბევრი ერული ლოგიკა, და ამ ბევრმა ლოგიკამ ყველაფერი დაანგრია. ცუდი ისაა, რომ ჩვენ არ გვესმის ეს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2022, 09:39 AM
პოსტი #3394


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სამრევლო და მონასტრული ცხოვრება. ვინც იცის, სამრევლო ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ორიოდე კარგი აზრი მოგვაწოდოს მონასტრულ ცხოვრებაზე. წიგნებით მონასტრული ცხოვრება არ ისწავლება, მონასტრული ცხოვრება პირადი გამოცდილებითა და იმ ცოდნით ისწავლება, რომელიც მხოლოდ მემკვიდრეობით გადმოგვეცემა იმ ადამიანებისგან, რომელნიც ამ საიდუმლოს ფლობენ“.

/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2022, 01:08 PM
პოსტი #3395


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილს ასეთი აზრი მოსდის:

- კი მაგრამ, რატომ უნდა ვუსმინო სხვას? ჩემი აზრი ხომ უკეთესია ვიდრე მისი?

კარგი მორჩილი ასეთ შემთხვევაში ყელში უნდა სწვდეს და უთხრას:

- დაიკარგე აქედან, ეშმაკო, რას მიედ-მოედები?! მე აქ იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ მსაჯული ან ბატონი გავმხდარიყავი, არამედ რათა მოვმკვდარიყავი მსოფლიოსათვის. აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი თავი უარვყო და საღმრთო პირველსახე გადმოვხატო ჩემში. რაში მაინტერესებს, რას ამბობს სხვა ადამიანი? მე ის მაინტერესებს, რომ მორჩილება გავწიო.

ესაა და ეს. ამით ყველაფერს ბოლო მოეღება. ეშმაკის შემოტევა იმწუთას მთავრდება, ამის მეტი ძალა არ აქვს.

მაგრამ შეიძლება სხვა აზრიც მოგივიდეთ:

- საბრალოო, როგორ დაიღალე. ვერ ხედავ, რომ ფეხები გტკივა? დაღლილი ხარ. სად უნდა წახვიდე? დაჯექი, სჯობს დაისვენო და სხვა წავიდეს შენ მაგივრად.

აქაც, მონაზონი წამოდგება და ამბობს:

- რაო, რას ამბობ?! მე მორჩილი ვარ! მოწამეები ასე ფიქრობდნენ? მილიონობით მოწამე ასე ეწამა? მილიონობით ადამიანი ასე ცხონდა?“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2022, 10:03 AM
პოსტი #3396


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთმა მოგვიწოდა, ვილოცოთ სამყაროსათვის - სამყაროსათვის, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს! საბრალო ადამიანები! ისინი ხომ პირჯვრის გადაწერასაც კი ვერ ასწრებენ. თუკი ჩვენ ბერ-მონაზვნები, არ ვილოცებთ, მაშ, ვის დავუტოვოთ ეს საქმე? ომის დროს ჯარისკაცი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფება: იგი უკვე ჩექმებშია, მხოლოდ ბრძანებას ელის. ამ მდგომარეობაში უნდა იყოს ბერ-მონაზონიც. ოჰ, ნეტავ მაკაბელი ვყოფილიყავი, წავიდოდი მთებში, რათა მუდმივად ადამიანებისათვის მელოცა“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2022, 09:59 AM
პოსტი #3397


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1991 წელი. ერთი კვირით წავედი სტუმრად სამთავროს დედათა მონასტერში. გული სიხარულით მქონდა სავსე, ენით გამოუთქმელ ბედნიერებას განვიცდიდი. ვგრძნობდი, ჩემი ადგილი აქ იყო და არა ერის ფუსფუსსა და ქაოსში. აღარც სტუდენტობა, აღარც ოჯახზე ფიქრი აღარ მიზიდავდა. ჩემს მიზნად მონაზვნური ცხოვრება იქცა.

სამთავროში სტუმრობისას გავიცანი მამა გაბრიელი. მასზე ბევრი რამ მქონდა გაგონილი: ადამიანის გულისთქმებს კითხულობს, შეუძლია მომავალი იწინასწარმეტყველოსო, ზოგჯერ მკაცრი და შეუვალი, ზოგჯერ კი თბილი და მზრუნველი მამააო. ჩემი პირველი საუბარი მამა გაბრიელთან ასეთ ვითარებაში შედგა: ტაძარში წირვის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მივედი. მამა გაბრიელი ერის ადამიანს ესაუბრებოდა, რაღაცას უხსნიდა. კარგა მოშორებით ვიდექი და ვფიქრობდი, - ნეტავ მეც დამიძახოს-მეთქი. 2-3 წუთში ეს ადამიანი გაისტუმრა, შემდეგ თავი ჩაღუნა და ისეთი მდგომარეობა მიიღო თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. უცებ თავი ასწია, ჩემდა გასაოცრად, დაკვირვებით შემომხედა და ხელით მანიშნა, მოდიო.

გამიხარდა, მაგრამ ცოტა შემეშინდა, ის ხომ ჩემს ნაფიქრალს მიხვდა. მივედი, კურთხევა ავიღე. მეუბნება, - დაიჩოქე! სასწრაფოდ შევასრულე კურთხევა. მამა გაბრიელმა მუშტები შეკრა და თავში რამდენჯერმე ჩამარტა. ეს მუშტები თავზე ბამბის ქულებივით მეცემოდა. შემდეგ ტირილი დაიწყო და საუბარი გააგრძელა. - შვილო, რომ იცოდე, როგორ უყვარხარ დედაღვთისმშობელს. ის თავისთან გეძახის, შენ კი ცოტა მერყეობ. მართალია, მთელი ცხოვრება წინააღმდეგობაში იქნები და ისინი სალი კლდეებივით აღიმართებიან შენ წინაშე, მაგრამ უნდა იბრძოლო და დაძლიო. მე ვლოცულობ შენთვის, რომ ერში არ დარჩე, შენი ადგილი მონასტერშია.

მამა გაბრიელი მთელი საუბრის განმავლობაში ტიროდა. შემდეგ მანიშნა, წავსულიყავი. ამ საუბრის შემდეგ კიდევ უფრო გამიძლიერდა და განმიმტკიცდა სურვილი, მონაზვნური ცხოვრებისა. ეს გადაწყვეტილება 20 წლის ასაკში განვახორციელე და 23 წელია, ამ გზას მივყვები“.

/სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2022, 11:35 AM
პოსტი #3398


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმიდა მამათა სიტყვები ღმერთის სიტყვას შეიცავენ და ამიტომ ლოცვის საზრდელი ხდება, ლოცვას ფრთებს ასხამს. ყოველი საღმრთო ლოცვის წინ ან შემდეგ აუცილებლად უნდა ვიკითხოთ. ამბობდა [ბერი იოსებ ვატოპედელი], რომ სულიერი კითხვა მონაზვნისთვის სინათლეა. გვირჩევდა: “წაიკითხეთ მამები, რამეთუ მათ ნაწერებში მადლი მყოფობს. თითქოს ჩვენ გვერდით იყვნენ“. წმინდა მამათ წიგნების კითხვა, როდესაც ამას თან ლოცვა ახლავს, ამ წმინდანებს აიძულებს დაგვეხმარონ. იყო შემთხვევები, როდესაც სენაკში კითხვისას ბერი იმ წმინდანებმა მოინახულეს, რომელთა ნაშრომებსაც კითხულობდა: წმიდა მაქსიმე აღმსარებელმა, წმიდა სვიმეონ ახალმა ღმრთისმეტყველმა“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2022, 10:23 AM
პოსტი #3399


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, ადამიანებისათვის დახმარებისას,რა დონემდე, სადამდე უნდა ივიწყებდეს ბერი საკუთარ თავს?

-იქამდე, ვიდრე ხედავს, რომ ადამიანებს ამით რამეს არგებს. მაგრამ თუ მე სრულებით ერისკაცთა ხელში ვიქნები, თავადაც ერისკაცად ვიქცევი. როცა ბერი იმ საბაბით, რომ ვითომდა ერისკაცებს ეხმარება იმას აკეთებს, რაც ბერ-მონაზვნობას არ შეჰფერის, ადამიანებს ეს არ ეხმარება. მაგალითად, რომელიმე ბერი შეიძლება, გახდეს შესანიშნავი ტაქსის მძღოლი. მგზავრთა გადაყვანისთვის ფულს არ აიღებს და მგზავრებთანაც სულიერ საუბრებს წამოიწყებს... მაგრამ ეს ბერ-მონაზნული საქმე არაა. ზოგჯერ ხვდები ბერ-მონაზვნებში ერულ სულს, ერისკაცებში კი - ბერ-მონაზვნულს. ამიტომაც ქრისტე ეტყვის სხვა ცხოვრებაში: - „შენ გაიხადე სქემა, შენ კი ჩაიცვი“. ერისკაცი თუ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას მოისურვებს, უფლისგან იკურთხება, ხოლო თუ ბერი მოისურვებს ერის ცხოვრებას, იგი მარადიულ სატანჯველში მიდის.

-თუ ბერ-მონაზონმა არასწორად განაწყო საკუთარი თავი, თავად მიხვდება ამას?

-თუნდაც ვერ იგებდეს: თუკი რაიმეში შეცდომაა დაშვებული, იგი საკუთარ თავში სრულყოფილ სიმშვიდეს, განსვენებას ვერ ჰპოვებს. იმაში, რაც მონაზვნობას არ შეჰფერის, ბერის სული მოსვენებას ვერ ნახულობს. იმ წამიდან, რაც მისი სული მოსვენებას დაკარგავს, იგი უნდა ეძიებდეს და იპოვოს ამის მიზეზი“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2022, 10:05 AM
პოსტი #3400


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ-მონაზონისთვის სასარგებლოა ხორციელი სნეულება, რამეთუ შინაგანი ადამიანი განიცდის განახლებას, როცა გარეგნული იხრწნება“

/ბერი ანატოლი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 168 169 170 171 172 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 05:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი