![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3389
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი იოსები [ვატოპედელი] თვლიდა, რომ მონაზვნური განაწესის, ტიპიკონისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ყველა ფორმის მიზანი არის „მადლის ძიება“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3390
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„აი, დაინახეთ: ნელ-ნელა ზოგიერთ მონასტერში იმისათვის, რომ არავინ ამხილოს, გააუქმებენ წმიდა მამათა ნაწერების კითხვას. წაიკითხავენ სოციოლოგიური ხასიათის წიგნებს, ვითომდა იმიტომ, რომ ჩვენს ეპოქაში მხოლოდ ეს გვარგებს. ჰო, ჩვენ სწორედ აქეთკენ მივდივართ! საბრალო ერისკაცები კი წმიდა სავანეებში დახმარების მისაღებად მოდიან!... როგორც ერში ღვთისმოსავი ადამიანი სიძულვილს ღებულობს, ასევე მალე კარგი ბერ-მონაზონი იქნება საძულველი. და ვაი, ჩვენ, თუ სწორად ვერ შევაფასებთ ერული სულის საფრთხეს, მაშინ უახლოეს მომავალში ახალგაზრდას, რომელიც მოვა მონასტერში და სწორად, ბერულად ცხოვრების სურვილი ექნება, დანარჩენები ეტყვიან: - „აქ რა დაგრჩენია?!“ მონაზონთა ხილვისას, რომლებიც ერისკაცებისგან არ განსხვავდებიან, ადამიანებს ბერ-მონაზვნობაზე გული აუცრუვდებათ. მრავალი მოდის ჩემთან და მიყვებიან, როგორ დაბრკოლდნენ ზოგიერთ მონასტერში. მე კი როგორ შევუცვლი მათ აზრებს ახლა?“
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3391
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთმა დიაკონმა შეუქო მშვენიერი თმა ღირს სიმეონ ფილოთეველს, რომელიც ყოველთვის ფეხშიშველი დადიოდა და მხოლოდ ერთი კვართი ჰქონდა. მაშინ წმინდანმა მოიჭრა თმა და დიაკვანს მისცა, რისთვისაც მას სიმეონ თმაშეჭრილსაც ეძახიან“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3392
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი იოსებ ვატოპედელი სიმდაბლითა და უბრალოებით ამბობდა: „ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემს მონაზვნურ ცხოვრებაში რამეს მივაღწიე, რადგან უდებებას ვიჩენდი. მაგრამ, ღმერთის მადლით, ვიგემე ცათა სასუფევლის საიდუმლოები, ის, რაზეც უფალი ბრძანებს: „სასუფელი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“. ეს რომ დავმალო, მატყუარა ვიქნები. ვიხილე და ხელით შევეხე ზებუნებრივ ცხოვრებას ისევე, როგორც ვხედავთ მატერიალურ სამყაროს და დარწმუნებულები ვართ მის არსებობაში. სტავროვუნის მონასტერში წმიდა ადამიანების გვერდით ვიცხოვრე. მოგვიანებით წმიდა მთაზე იმ დიდი გმირის [ღირსი იოსებ ისიქასტის] ფერხთით გავიზარდე, რომელიც, ჩემი აზრით, არის აღმოსავლური მონაზვნობის თანამედროვე განმაახლებელი“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3393
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობაში ღრმად შემოიჭრა ერული სული და არც ბოროტება დგას ერთ ადგილზე. ბერ-მონაზვნებმა თავი ბერ-მონაზვნებად უნდა იგრძნონ და არა - ერისკაცებად. ჩვენ დავკარგეთ ძველი თაობებისთვის ჩვეული უბრალოება. ახალგაზრდა ბერ-მონაზვნებს ახლა ერული ლოგიკა და ერული აღზრდა ამოძრავებთ: ისინი ცდილობენ, არ დაკარგონ თავიანთი რეპუტაცია და ხშირად ორიენტირებულნი არიან საერო საზოგადოების კანონზე. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბერ-მონაზვნურ საერთო საცხოვრებელში შეიძლებოდა, გენახა ის მდგომარეობა, რაც „ლავსაიკონშია“ აღწერილი. ერთნი მონასტერში საღვთო შურის გამო მიდიოდნენ, მეორენი - სინანულით. გარემოებები, რასაც ისინი სავანეში მიჰყავდა, სხვადასხვა იყო: ერთი მონასტერში ცოლის გარდაცვალების შემდეგ მიდიოდა, სხვა - იქ უწინდელი, ერული ცხოვრების სინანულის გამო ხვდებოდა. მონასტრეში ეშმაკეულებსაც შეხვდებოდით: ისინი იქ შემწეობის მისაღებად მიდიოდნენ, მამათა ლოცვებით განიკურნებოდნენ, იქვე რჩებოდნენ და აღიკვეცებოდნენ. და თუკი მერე ისინი რაიმე უპატიო საქციელს ჩაიდენდნენ, მათში ისევ ბრუნდებოდა უწმინდური სული. ამიტომაც თანაცხოვრებულთა შორის ეშმაკეულებიც იყვნენ. იყვნენ, ასევე მოხიბლულნი, ქრისტესთვის საპყარნი, იყვნენ ბერები, რომლებსაც მჭვრეტელობისა და კურნების ნიჭი ჰქონდათ. დიდი მრავალფეროვნება იყო! დღეს კი ვერ შეხვდები ვერც მჭვრეტელს, ვერც სასწაულმოქმედს, ვერც ეშმაკეულს, ვერც ქრისტესთვის საპყარს. ჩვენ დღეს სხვა სისულელე გვჭირს - ამაქვეყნიური სისულელე. კუთხის თავში ჩვენ საკუთარ თავს ვაყენებდით, და ამის გამო გონება დაგვიზიანდა. ჩვენში შემოვიდა ბევრი ერული ლოგიკა, და ამ ბევრმა ლოგიკამ ყველაფერი დაანგრია. ცუდი ისაა, რომ ჩვენ არ გვესმის ეს“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3394
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სამრევლო და მონასტრული ცხოვრება. ვინც იცის, სამრევლო ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ორიოდე კარგი აზრი მოგვაწოდოს მონასტრულ ცხოვრებაზე. წიგნებით მონასტრული ცხოვრება არ ისწავლება, მონასტრული ცხოვრება პირადი გამოცდილებითა და იმ ცოდნით ისწავლება, რომელიც მხოლოდ მემკვიდრეობით გადმოგვეცემა იმ ადამიანებისგან, რომელნიც ამ საიდუმლოს ფლობენ“.
/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3395
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მორჩილს ასეთი აზრი მოსდის:
- კი მაგრამ, რატომ უნდა ვუსმინო სხვას? ჩემი აზრი ხომ უკეთესია ვიდრე მისი? კარგი მორჩილი ასეთ შემთხვევაში ყელში უნდა სწვდეს და უთხრას: - დაიკარგე აქედან, ეშმაკო, რას მიედ-მოედები?! მე აქ იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ მსაჯული ან ბატონი გავმხდარიყავი, არამედ რათა მოვმკვდარიყავი მსოფლიოსათვის. აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი თავი უარვყო და საღმრთო პირველსახე გადმოვხატო ჩემში. რაში მაინტერესებს, რას ამბობს სხვა ადამიანი? მე ის მაინტერესებს, რომ მორჩილება გავწიო. ესაა და ეს. ამით ყველაფერს ბოლო მოეღება. ეშმაკის შემოტევა იმწუთას მთავრდება, ამის მეტი ძალა არ აქვს. მაგრამ შეიძლება სხვა აზრიც მოგივიდეთ: - საბრალოო, როგორ დაიღალე. ვერ ხედავ, რომ ფეხები გტკივა? დაღლილი ხარ. სად უნდა წახვიდე? დაჯექი, სჯობს დაისვენო და სხვა წავიდეს შენ მაგივრად. აქაც, მონაზონი წამოდგება და ამბობს: - რაო, რას ამბობ?! მე მორჩილი ვარ! მოწამეები ასე ფიქრობდნენ? მილიონობით მოწამე ასე ეწამა? მილიონობით ადამიანი ასე ცხონდა?“ /ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3396
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღმერთმა მოგვიწოდა, ვილოცოთ სამყაროსათვის - სამყაროსათვის, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს! საბრალო ადამიანები! ისინი ხომ პირჯვრის გადაწერასაც კი ვერ ასწრებენ. თუკი ჩვენ ბერ-მონაზვნები, არ ვილოცებთ, მაშ, ვის დავუტოვოთ ეს საქმე? ომის დროს ჯარისკაცი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფება: იგი უკვე ჩექმებშია, მხოლოდ ბრძანებას ელის. ამ მდგომარეობაში უნდა იყოს ბერ-მონაზონიც. ოჰ, ნეტავ მაკაბელი ვყოფილიყავი, წავიდოდი მთებში, რათა მუდმივად ადამიანებისათვის მელოცა“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3397
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1991 წელი. ერთი კვირით წავედი სტუმრად სამთავროს დედათა მონასტერში. გული სიხარულით მქონდა სავსე, ენით გამოუთქმელ ბედნიერებას განვიცდიდი. ვგრძნობდი, ჩემი ადგილი აქ იყო და არა ერის ფუსფუსსა და ქაოსში. აღარც სტუდენტობა, აღარც ოჯახზე ფიქრი აღარ მიზიდავდა. ჩემს მიზნად მონაზვნური ცხოვრება იქცა.
სამთავროში სტუმრობისას გავიცანი მამა გაბრიელი. მასზე ბევრი რამ მქონდა გაგონილი: ადამიანის გულისთქმებს კითხულობს, შეუძლია მომავალი იწინასწარმეტყველოსო, ზოგჯერ მკაცრი და შეუვალი, ზოგჯერ კი თბილი და მზრუნველი მამააო. ჩემი პირველი საუბარი მამა გაბრიელთან ასეთ ვითარებაში შედგა: ტაძარში წირვის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მივედი. მამა გაბრიელი ერის ადამიანს ესაუბრებოდა, რაღაცას უხსნიდა. კარგა მოშორებით ვიდექი და ვფიქრობდი, - ნეტავ მეც დამიძახოს-მეთქი. 2-3 წუთში ეს ადამიანი გაისტუმრა, შემდეგ თავი ჩაღუნა და ისეთი მდგომარეობა მიიღო თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. უცებ თავი ასწია, ჩემდა გასაოცრად, დაკვირვებით შემომხედა და ხელით მანიშნა, მოდიო. გამიხარდა, მაგრამ ცოტა შემეშინდა, ის ხომ ჩემს ნაფიქრალს მიხვდა. მივედი, კურთხევა ავიღე. მეუბნება, - დაიჩოქე! სასწრაფოდ შევასრულე კურთხევა. მამა გაბრიელმა მუშტები შეკრა და თავში რამდენჯერმე ჩამარტა. ეს მუშტები თავზე ბამბის ქულებივით მეცემოდა. შემდეგ ტირილი დაიწყო და საუბარი გააგრძელა. - შვილო, რომ იცოდე, როგორ უყვარხარ დედაღვთისმშობელს. ის თავისთან გეძახის, შენ კი ცოტა მერყეობ. მართალია, მთელი ცხოვრება წინააღმდეგობაში იქნები და ისინი სალი კლდეებივით აღიმართებიან შენ წინაშე, მაგრამ უნდა იბრძოლო და დაძლიო. მე ვლოცულობ შენთვის, რომ ერში არ დარჩე, შენი ადგილი მონასტერშია. მამა გაბრიელი მთელი საუბრის განმავლობაში ტიროდა. შემდეგ მანიშნა, წავსულიყავი. ამ საუბრის შემდეგ კიდევ უფრო გამიძლიერდა და განმიმტკიცდა სურვილი, მონაზვნური ცხოვრებისა. ეს გადაწყვეტილება 20 წლის ასაკში განვახორციელე და 23 წელია, ამ გზას მივყვები“. /სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3398
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმიდა მამათა სიტყვები ღმერთის სიტყვას შეიცავენ და ამიტომ ლოცვის საზრდელი ხდება, ლოცვას ფრთებს ასხამს. ყოველი საღმრთო ლოცვის წინ ან შემდეგ აუცილებლად უნდა ვიკითხოთ. ამბობდა [ბერი იოსებ ვატოპედელი], რომ სულიერი კითხვა მონაზვნისთვის სინათლეა. გვირჩევდა: “წაიკითხეთ მამები, რამეთუ მათ ნაწერებში მადლი მყოფობს. თითქოს ჩვენ გვერდით იყვნენ“. წმინდა მამათ წიგნების კითხვა, როდესაც ამას თან ლოცვა ახლავს, ამ წმინდანებს აიძულებს დაგვეხმარონ. იყო შემთხვევები, როდესაც სენაკში კითხვისას ბერი იმ წმინდანებმა მოინახულეს, რომელთა ნაშრომებსაც კითხულობდა: წმიდა მაქსიმე აღმსარებელმა, წმიდა სვიმეონ ახალმა ღმრთისმეტყველმა“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3399
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-წმიდაო მამაო, ადამიანებისათვის დახმარებისას,რა დონემდე, სადამდე უნდა ივიწყებდეს ბერი საკუთარ თავს?
-იქამდე, ვიდრე ხედავს, რომ ადამიანებს ამით რამეს არგებს. მაგრამ თუ მე სრულებით ერისკაცთა ხელში ვიქნები, თავადაც ერისკაცად ვიქცევი. როცა ბერი იმ საბაბით, რომ ვითომდა ერისკაცებს ეხმარება იმას აკეთებს, რაც ბერ-მონაზვნობას არ შეჰფერის, ადამიანებს ეს არ ეხმარება. მაგალითად, რომელიმე ბერი შეიძლება, გახდეს შესანიშნავი ტაქსის მძღოლი. მგზავრთა გადაყვანისთვის ფულს არ აიღებს და მგზავრებთანაც სულიერ საუბრებს წამოიწყებს... მაგრამ ეს ბერ-მონაზნული საქმე არაა. ზოგჯერ ხვდები ბერ-მონაზვნებში ერულ სულს, ერისკაცებში კი - ბერ-მონაზვნულს. ამიტომაც ქრისტე ეტყვის სხვა ცხოვრებაში: - „შენ გაიხადე სქემა, შენ კი ჩაიცვი“. ერისკაცი თუ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას მოისურვებს, უფლისგან იკურთხება, ხოლო თუ ბერი მოისურვებს ერის ცხოვრებას, იგი მარადიულ სატანჯველში მიდის. -თუ ბერ-მონაზონმა არასწორად განაწყო საკუთარი თავი, თავად მიხვდება ამას? -თუნდაც ვერ იგებდეს: თუკი რაიმეში შეცდომაა დაშვებული, იგი საკუთარ თავში სრულყოფილ სიმშვიდეს, განსვენებას ვერ ჰპოვებს. იმაში, რაც მონაზვნობას არ შეჰფერის, ბერის სული მოსვენებას ვერ ნახულობს. იმ წამიდან, რაც მისი სული მოსვენებას დაკარგავს, იგი უნდა ეძიებდეს და იპოვოს ამის მიზეზი“. /ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3400
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზონისთვის სასარგებლოა ხორციელი სნეულება, რამეთუ შინაგანი ადამიანი განიცდის განახლებას, როცა გარეგნული იხრწნება“
/ბერი ანატოლი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3401
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი [იოსებ ვატოპედელი] მორჩილებას ნება-სურვილის მოკვეთას უკავშირებდა. უდრტვინველ, მხიარულ მორჩილებას მოაქვს სასურველი შედეგი: „პირველი მამები თავს ფიზიკურად აიძულებდნენ, შემდგომები - შინაგან ცხოვრებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რადგან ადამიანის ბუნება დასუსტდა. თუ მცენარეთა ბოლქვების მაგივრად პურსა და ზეთს შევჭამთ, თუ მატყლის მოსასხამის მაგივრად ანაფორას ჩავიცვამთ, თუ ჭილობის მაგივრად ლეიბი გვეგება, ამით არსებითად არაფერი იცვლება; მაგრამ ზნეობრივ მხარეს რაც შეეხება, მორჩილებას რაც შეეხება, სიმდაბლეს, ნება-სურვილის მოკვეთას, აქ „რატომ“უადგილოა. ეს „რატომ“ ეშმაკის გასაღებია. მაგალითად, უფროსი ძმა რაღაცას გეუბნება, შენ კი „რატომ“ უკვე მომარჯვებული გაქვს. მოდი, იგალობე რამე ტროპარი... „რატომ?“ თავი დაანებეთ ამ „რატომს“. რამეს გეტყვიან და იმწუთას გვწყინს: „რატომ?“ და „მაგას ვუჩვენებ სეირს!“ და ა.შ.“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3402
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვხედავ, რომ ზოგიერთი დები-მორჩილები ერისკაცულად იქცევიან. ერში ფარშევანგებივით დააბიჯებენ, როგორც საერო სასძლოები და არა - როგორც ქრისტეს სასძლონი. აი, სხვები კი, მოკრძალებით დადიან, და მე ვხედავ, რომ მათში რაღაც სიწმიდეა. როგორ განსხვავდება ერთი მეორისგან! მაშინვე ცხადი ხდება, თუ რა არის მონაზვნობა! თუ ყურადღებას მიაქცევთ ხორბლის თავთავს, დაინახავთ, რომ იმ თავთავში, რომელიც ყელყელაობს, სიცარიელეა, ამ თავთავს კი, რომელიც პურითაა სავსე, დახრილია“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3403
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ მონასტერში სამი მოსაგრე ცხოვრობდა: მოძღვარი მამა მათე, მამა ლეონტი და მონაზონი დანიელი. მათი კელია ჩრდილოეთ მხარეს იდგა, მაგრამ ისინი ნებას არ იძლეოდნენ, მათ სარკმელში მინა ჩაესვათ, საშინელ ყინვას დაითმენდნენ და მოთმინებით ნებაყოფლობით ეწამებოდნენ. მამა ლეონტი ბრმა იყო. დღე-ღამეში 3000-3500 დიდ მეტანიას ასრულებდა. ხშირად სახეში სილას იწნავდა.
ერთხელ ერმა ახალგაზრდა მონაზონმა მამა ლეონტის რჩევა სთხოვა. - ეჰ, ჩემო შვილო. მე ვერ მივაღწიე სიბრძნისმოყვარეობის სიღრმეს ადამისა, ცოდვით დაცემამდე რომ ჰქონდა, რათა შენ რაიმე გითხრა... მაგრამ ისწავლე, შენ კელიაში დაითმინო სიცივე, სიცხე, შიმშილი და სხვანი, იმან, რასაც სოფელი მწუხარების მომგვრელად თვლის, შენ სიხარული მოგიტანოს, იმიტომ, რომ ამის წყალობით შენი გონება ზე აიწევა... ერთხელაც, იმავე ძმამ ეს სამივე მოსაგრე იხილა შუაღამისას, საშინელ ამინდში, ფეხშიშველნი, ლამპის შუქზე, თუ როგორ კითხულობდნენ წმინდა წერილს. „თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“... ისინი სჭვრეტდნენ სამყაროს შექმნის საიდუმლოებებს და ტიროდნენ...“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3404
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერს [იოსებ ვატოპედელს] იმის ნიჭი ჰქონდა, რომ ადამიანის შინაგან სამყაროში შესულიყო, გაერჩია, რას განიცდიდა მისი მოწაფე თუ მორჩილი. ზოგჯერ ძალიან ფაქიზი, თითქმის შეუმჩნეველი გარეგნული მოძრაობებით ამჟღავნებდა მოსაუბრის შინაგან მდგომარეობას. ბევრ ძმას უთქავმს, რომ მოძღვარმა მანამდე იცოდა მათი დადებითი თუ უარყოფითი მდგომარეობის შესახებ, სანამ ეტყოდნენ. ზოგიერთს უთქვამს კიდევაც: „მამაო, ჩემს სულში ხომ არ ცხოვრობთ?“ სხვა დროს კი იძულებული ხდებოდა მოწაფისთვის ეთქვა: „შენ გარედან ხედავ, მე შიგნიდან“. ანუ აცხადებდა, რომ იცოდა მორჩილის შინაგანი მდგომარეობა. მიზანი კი ის იყო, რომ მონაზონი დარწმუნებულიყო, საკუთარი გულისსიტყვის ნდობა არ ჰქონოდა, რაც სულიერ ცხოვრებაში ყველაზე დამღუპველია“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3405
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩემმა ნაცნობმა ერთი სავანე მოინახულა, შემდეგ კი მიყვებოდა: - „იქ ხომ ნამდვილი სამკერვალოა. დედა-იღუმენიაც რა საოცარია! მას რომ ათენის მონასტირაკში ღილებით ევაჭრა, ნამდვილად თავის ადგილს იპოვიდა, ისეთი მისწრაფება აქვს ამგვარი საქმეებისკენ“. ანუ მონასტერი - ეს ატელიეა.
შემდეგ იგი ბრუნდება ფაბრიკაში, შემდეგ სუპერმარკეტში, შემდეგ ბაზრობაზე! საწყალ ერისკაცებს ჩვენგან, ბერ-მონაზვნებისგან, რაღაც ამაღლებული უნდათ. მაგრამ იმისათვის, რომ ამაღლებულს მივაღწიოთ, ჩვენ უნდა ყოველგვარ ადამიანურ ნუგეშს გავურბოდეთ. მონასტრებს სულიერ მნიშვნელობა აქვვს. მათში არ უნდა იყოს ერული საწყისი, არამედ მხოლოდ - სულიერი, რათა ისინი ადამიანთა სულებს სამოთხისეული სიტკბოებით აღავსებდნენ. მაგრამ როგორ შევეჯიბრებით ერისკაცებს ერულ საქმეში! რაც არ უნდა მოხდეს, მათ ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთ. თუკი ბერ-მონაზონთა სავანე სულიერად ცხოვრობს, იცოდეთ, რომ იგი ერს აიძულებს, დაფიქრდეს! როდესაც არის ღვთისმოსაობა, ღვთის შიში, როცა არც ერული ლოგიკაა და არც ვაჭრული სული, ეს ერისკაცებს გულს უჩუყებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ვაჭრული სული ჩუმ-ჩუმად იპარება მონაზვნობაში და ძვლის ტვინამდეც კი ჩადის. ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ბერი. მე სკვნილს ვქსოვდი. – „შენ, ასეთ ოცდაცამეტნასკვნიან სკვნილს საჩუქრად არიგებ? - მითხრა მან, - მე კი ერთი ასეთი სკვნილის გაყიდვა ხუთას დრაქმადაც შემიძლია! მე მათთან, შენსავით კი არ გვწელავ ხოლმე, როგორც კი ნასკვებს დავამთავრებ, კიდეებს ვაჭრი და ცოტათი ერთმანეთში გადავწნი, რომ შალი ტყუილად არ დავხარჯო და სუტაჟიც, რომელიც ჯვრებიდან რჩება, სხვა საქმეში მადგება, მასაც ვკერავ, არც მძივებს არ ვიყენებ. გამოდის, მოგება შენზე მეტი მაქვს“. – „მისმინე, - ვუპასუხე მე, - როგორ არ გრცხვენია! განა არ გესმის, რომ შენში ვაჭრული სული ჩასახლდა? მე 1950 წლიდან ბერი ვარ, მაგრამ ასეთი რამ პირველად მესმის!“ /ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3406
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვი მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება - ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტო მონაზონმა, არამედ ერისკაცმაც“.
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3407
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„[ბერი იოსებ ვატოპედელი] თავისი მაგალითით გვასწავლიდა, ზედმიწევნით დაგვეცვა და შეგვესრულებინა მონაზვნური მოვალეობები: „განაწესის გარეშე ნურასდროს იცხოვრებთ. როდესაც პროგრამა არ გაქვთ, ისე უნდა გრძნობდეთ თავს, თითქოს რაღაც გაკლდეთ, თითქოს გზას გადაუხვიეთ, ფეხქვეშ მიწა გამოგეცალათ. ყველაფერი დაგეგმილი და განწესებული გქონდეთ, რადგან ეს ორმაგ სამსახურს გაგიწევთ. თავიდან ამის კეთება ცოტა რთულია, რადგან კაცი მიუჩვეველია, მაგრამ თუ უკან არ დავიხევთ, მაშინ ჩვევად გვექცევა და შესაბამისად, ის სიმძიმე, რომელსაც დასაწყისში ვგრძნობდით, ქრება. მოგვიანებით ეს ჩვევა ისე გაგიჯდებათ, რომ ძალიანაც რომ გაიძულონ გარეგანმა ფაქტორებმა, გზიდან ვერ გადაგახვევინებენ, და ამგვარად საღმრთო მადლი მუდმივად დაემკვიდრება თქვენში“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3408
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზონისთვის უკეთესია დაეხმაროს სხვებს ლოცვით, და არა - სიტყვებით. თუკი მას არა აქვს ძალა შეაჩეროს ბოროტმოქმედი, დაე, შორიდან მაინც დაეხმაროს მას ლოცვით, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება, თავადაც დაზიანდეს“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 03:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი