![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3401
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი [იოსებ ვატოპედელი] მორჩილებას ნება-სურვილის მოკვეთას უკავშირებდა. უდრტვინველ, მხიარულ მორჩილებას მოაქვს სასურველი შედეგი: „პირველი მამები თავს ფიზიკურად აიძულებდნენ, შემდგომები - შინაგან ცხოვრებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რადგან ადამიანის ბუნება დასუსტდა. თუ მცენარეთა ბოლქვების მაგივრად პურსა და ზეთს შევჭამთ, თუ მატყლის მოსასხამის მაგივრად ანაფორას ჩავიცვამთ, თუ ჭილობის მაგივრად ლეიბი გვეგება, ამით არსებითად არაფერი იცვლება; მაგრამ ზნეობრივ მხარეს რაც შეეხება, მორჩილებას რაც შეეხება, სიმდაბლეს, ნება-სურვილის მოკვეთას, აქ „რატომ“უადგილოა. ეს „რატომ“ ეშმაკის გასაღებია. მაგალითად, უფროსი ძმა რაღაცას გეუბნება, შენ კი „რატომ“ უკვე მომარჯვებული გაქვს. მოდი, იგალობე რამე ტროპარი... „რატომ?“ თავი დაანებეთ ამ „რატომს“. რამეს გეტყვიან და იმწუთას გვწყინს: „რატომ?“ და „მაგას ვუჩვენებ სეირს!“ და ა.შ.“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3402
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვხედავ, რომ ზოგიერთი დები-მორჩილები ერისკაცულად იქცევიან. ერში ფარშევანგებივით დააბიჯებენ, როგორც საერო სასძლოები და არა - როგორც ქრისტეს სასძლონი. აი, სხვები კი, მოკრძალებით დადიან, და მე ვხედავ, რომ მათში რაღაც სიწმიდეა. როგორ განსხვავდება ერთი მეორისგან! მაშინვე ცხადი ხდება, თუ რა არის მონაზვნობა! თუ ყურადღებას მიაქცევთ ხორბლის თავთავს, დაინახავთ, რომ იმ თავთავში, რომელიც ყელყელაობს, სიცარიელეა, ამ თავთავს კი, რომელიც პურითაა სავსე, დახრილია“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3403
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ მონასტერში სამი მოსაგრე ცხოვრობდა: მოძღვარი მამა მათე, მამა ლეონტი და მონაზონი დანიელი. მათი კელია ჩრდილოეთ მხარეს იდგა, მაგრამ ისინი ნებას არ იძლეოდნენ, მათ სარკმელში მინა ჩაესვათ, საშინელ ყინვას დაითმენდნენ და მოთმინებით ნებაყოფლობით ეწამებოდნენ. მამა ლეონტი ბრმა იყო. დღე-ღამეში 3000-3500 დიდ მეტანიას ასრულებდა. ხშირად სახეში სილას იწნავდა.
ერთხელ ერმა ახალგაზრდა მონაზონმა მამა ლეონტის რჩევა სთხოვა. - ეჰ, ჩემო შვილო. მე ვერ მივაღწიე სიბრძნისმოყვარეობის სიღრმეს ადამისა, ცოდვით დაცემამდე რომ ჰქონდა, რათა შენ რაიმე გითხრა... მაგრამ ისწავლე, შენ კელიაში დაითმინო სიცივე, სიცხე, შიმშილი და სხვანი, იმან, რასაც სოფელი მწუხარების მომგვრელად თვლის, შენ სიხარული მოგიტანოს, იმიტომ, რომ ამის წყალობით შენი გონება ზე აიწევა... ერთხელაც, იმავე ძმამ ეს სამივე მოსაგრე იხილა შუაღამისას, საშინელ ამინდში, ფეხშიშველნი, ლამპის შუქზე, თუ როგორ კითხულობდნენ წმინდა წერილს. „თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“... ისინი სჭვრეტდნენ სამყაროს შექმნის საიდუმლოებებს და ტიროდნენ...“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3404
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერს [იოსებ ვატოპედელს] იმის ნიჭი ჰქონდა, რომ ადამიანის შინაგან სამყაროში შესულიყო, გაერჩია, რას განიცდიდა მისი მოწაფე თუ მორჩილი. ზოგჯერ ძალიან ფაქიზი, თითქმის შეუმჩნეველი გარეგნული მოძრაობებით ამჟღავნებდა მოსაუბრის შინაგან მდგომარეობას. ბევრ ძმას უთქავმს, რომ მოძღვარმა მანამდე იცოდა მათი დადებითი თუ უარყოფითი მდგომარეობის შესახებ, სანამ ეტყოდნენ. ზოგიერთს უთქვამს კიდევაც: „მამაო, ჩემს სულში ხომ არ ცხოვრობთ?“ სხვა დროს კი იძულებული ხდებოდა მოწაფისთვის ეთქვა: „შენ გარედან ხედავ, მე შიგნიდან“. ანუ აცხადებდა, რომ იცოდა მორჩილის შინაგანი მდგომარეობა. მიზანი კი ის იყო, რომ მონაზონი დარწმუნებულიყო, საკუთარი გულისსიტყვის ნდობა არ ჰქონოდა, რაც სულიერ ცხოვრებაში ყველაზე დამღუპველია“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3405
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩემმა ნაცნობმა ერთი სავანე მოინახულა, შემდეგ კი მიყვებოდა: - „იქ ხომ ნამდვილი სამკერვალოა. დედა-იღუმენიაც რა საოცარია! მას რომ ათენის მონასტირაკში ღილებით ევაჭრა, ნამდვილად თავის ადგილს იპოვიდა, ისეთი მისწრაფება აქვს ამგვარი საქმეებისკენ“. ანუ მონასტერი - ეს ატელიეა.
შემდეგ იგი ბრუნდება ფაბრიკაში, შემდეგ სუპერმარკეტში, შემდეგ ბაზრობაზე! საწყალ ერისკაცებს ჩვენგან, ბერ-მონაზვნებისგან, რაღაც ამაღლებული უნდათ. მაგრამ იმისათვის, რომ ამაღლებულს მივაღწიოთ, ჩვენ უნდა ყოველგვარ ადამიანურ ნუგეშს გავურბოდეთ. მონასტრებს სულიერ მნიშვნელობა აქვვს. მათში არ უნდა იყოს ერული საწყისი, არამედ მხოლოდ - სულიერი, რათა ისინი ადამიანთა სულებს სამოთხისეული სიტკბოებით აღავსებდნენ. მაგრამ როგორ შევეჯიბრებით ერისკაცებს ერულ საქმეში! რაც არ უნდა მოხდეს, მათ ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთ. თუკი ბერ-მონაზონთა სავანე სულიერად ცხოვრობს, იცოდეთ, რომ იგი ერს აიძულებს, დაფიქრდეს! როდესაც არის ღვთისმოსაობა, ღვთის შიში, როცა არც ერული ლოგიკაა და არც ვაჭრული სული, ეს ერისკაცებს გულს უჩუყებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ვაჭრული სული ჩუმ-ჩუმად იპარება მონაზვნობაში და ძვლის ტვინამდეც კი ჩადის. ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ბერი. მე სკვნილს ვქსოვდი. – „შენ, ასეთ ოცდაცამეტნასკვნიან სკვნილს საჩუქრად არიგებ? - მითხრა მან, - მე კი ერთი ასეთი სკვნილის გაყიდვა ხუთას დრაქმადაც შემიძლია! მე მათთან, შენსავით კი არ გვწელავ ხოლმე, როგორც კი ნასკვებს დავამთავრებ, კიდეებს ვაჭრი და ცოტათი ერთმანეთში გადავწნი, რომ შალი ტყუილად არ დავხარჯო და სუტაჟიც, რომელიც ჯვრებიდან რჩება, სხვა საქმეში მადგება, მასაც ვკერავ, არც მძივებს არ ვიყენებ. გამოდის, მოგება შენზე მეტი მაქვს“. – „მისმინე, - ვუპასუხე მე, - როგორ არ გრცხვენია! განა არ გესმის, რომ შენში ვაჭრული სული ჩასახლდა? მე 1950 წლიდან ბერი ვარ, მაგრამ ასეთი რამ პირველად მესმის!“ /ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3406
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვი მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება - ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტო მონაზონმა, არამედ ერისკაცმაც“.
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3407
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„[ბერი იოსებ ვატოპედელი] თავისი მაგალითით გვასწავლიდა, ზედმიწევნით დაგვეცვა და შეგვესრულებინა მონაზვნური მოვალეობები: „განაწესის გარეშე ნურასდროს იცხოვრებთ. როდესაც პროგრამა არ გაქვთ, ისე უნდა გრძნობდეთ თავს, თითქოს რაღაც გაკლდეთ, თითქოს გზას გადაუხვიეთ, ფეხქვეშ მიწა გამოგეცალათ. ყველაფერი დაგეგმილი და განწესებული გქონდეთ, რადგან ეს ორმაგ სამსახურს გაგიწევთ. თავიდან ამის კეთება ცოტა რთულია, რადგან კაცი მიუჩვეველია, მაგრამ თუ უკან არ დავიხევთ, მაშინ ჩვევად გვექცევა და შესაბამისად, ის სიმძიმე, რომელსაც დასაწყისში ვგრძნობდით, ქრება. მოგვიანებით ეს ჩვევა ისე გაგიჯდებათ, რომ ძალიანაც რომ გაიძულონ გარეგანმა ფაქტორებმა, გზიდან ვერ გადაგახვევინებენ, და ამგვარად საღმრთო მადლი მუდმივად დაემკვიდრება თქვენში“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3408
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზონისთვის უკეთესია დაეხმაროს სხვებს ლოცვით, და არა - სიტყვებით. თუკი მას არა აქვს ძალა შეაჩეროს ბოროტმოქმედი, დაე, შორიდან მაინც დაეხმაროს მას ლოცვით, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება, თავადაც დაზიანდეს“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3409
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი მამა [ეფრემ არიზონელი] ადგილობრივ მღვდელ ანტონთან ერთად გაემგზავრა სონორას უდაბნოში მონასტრის ასაგებად შესაფერისი ადგილის ასარჩევად. შუა გზაში ზარის რეკვა შემოესმათ. თუმცა ახლომახლო არავითარი შენობა არ ჩანდა, მამა ეფრემმა ეს ღვთის ნიშნად ჩათვალა. სასწრაფოდ იმ ადგილის მეპატრონე მოძებნა. საბედნიეროდ, მიწის ნაკვეთი გასაყიდი აღმოჩნდა. მეპატრონეც ღვთისმოსავი კაცი აღმოჩნდა და როცა შეიტყო, რისთვის უნდა გამოეყენებინათ ბერებს ეს მიწა, ფასი გაუნახევრა.
1995 წლის ზაფხულში ხუთი ათონელი ბერი და ეფრემ არიზონელი ახალნაყიდ მიწაზე დასახლდნენ და წმინდა ანტონის სახელობის მონასტრის აგებას შეუდგნენ. ლამის პირველყოფილ პირობებში უწევდათ მუშაობა. არც დენი ჰქონდათ, არც წყალი და საშენი მასალების ნაკლებობაც მუდმივ თავსატეხად გადაქცეოდათ. ღვთის შეწევნის იმედად, შრომა არ შეუწყვეტიათ. მალე შემოწირულობებიც წამოვიდა და მუშაობაც გაჩაღდა. დღეში 15 საათი შრომობდნენ ბერები. პარალელურად, ლოცვაც გააძლიერეს და შედეგმაც არ დააყოვნა; რეკორდულ ვადაში - ოთხ თვეში ტაძარი მზად იყო. მის გარშემო ფორთოხლისა და ზეთისხილის ბაღი გააშენეს. ბოსტანი, პატარა ვენახი, კოხტა ბილიკები, თვალწარმტაცი ფანჩატურები და ესპანური შადრევნებიც დაამატეს. მართლმადიდებელი ოაზისის სანახავად,მომლოცველებთან ერთად, ტურისტებმაც დაიწყეს მოდინება. ამჟამად, წელიწადში, სულ ცოტა, 25 ათასი კაცი სტუმრობს უდაბნოს ამ საოცრებას. დიდი კანიონისა და სედონას წითელი კლდეების შემდეგ, სწორად მამა ეფრემის მიერ აგებული წმინდა ანტონის სახელობის მონასტერია ყველაზე პოპულარული ადგილი არიზონი შტატში, სადაც დღეს 50-ზე მეტი ბერი სახლობს. ეფრემ არიზონელმა მცირე დროში შექმნა მონასტრების მთელი ქსელი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და თანადგომით და ამით ადამიანებს დაანახა, უდაბნოც კი შეიძლება ულამაზეს ოაზისად აქციო და შეუძლებელი შესძლო რწმენის, ლოცვისა და, რაც მთავარია, ღვთის დახმარების იმედით. როგორც მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა ხატოვნად აღნიშნა ეფრემ არიზონელზე, „ზეციური ცეცხლი გადმოვიდა და ეს ცეცხლი მან ამერიკის ეკლესიას გადასცა, რომელსაც ღვთიური მადლი ძალიან სჭირდებოდა. მხოლოდ ციფრებშიც კი ეფრემ არიზონელის უდიდესი სულიერი ღვაწლი წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. 7 მამათა და 11 დედათა მონასტერი დააარსა. ეს მართლაც გაუგონარი საოცრება იყო, რადგან სულ რამდენიმე წელიწადში მართლმადიდებლობის მადლი ცეცხლივით მოედო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3410
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მცირე გამოცდილებით ჩვენც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ის მონაზვნები, რომლებიც ცდილობენ ლოცვასა და სიფხიზლეში მეტად გაისარჯონ, ეშმაკის უფრო ძლიერ და ხელშესახებ ბრძოლას აწყდებიან. ზოგჯერ შეიძლება დემონი უხილავად ყელში სწვდეს ადამიანს, იშვიათად კი საზარელი სახით გამოეცხადოს, რათა ლოცვა შეაწყვეტინოს. ასეთ შემთხვევაში სატანის ხრიკების სრული იგნორირებაა საჭირო, ხოლო გონება ქრისტესა და ლოცვის სიტყვებს არ უნდა განეშოროს“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3411
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი მზად უნდა იყოს ყოველთვის და მაშინ მას არაფრის ეშინია. რისი უნდა ეშინოდეს? სიკვდილის? მაგრამ სიკვდილი ხომ მას სამოთხის კარს გაუღებს, ვინაიდან საფლავის ქვის ქვეშ დაფარულია მარადისობის გასაღები. გარდა ამისა, მონაზონი, როცა არ უნდა მოკვდეს, სინანულშია... ამაზე მისი ამა სოფლიდან განდგომა და სქემა მოწმობს. ბერ-მონაზონი სინანულშია და მხოლოდ შემდეგ გადადის ფაქიზ სულიერ ღვაწლში. რამდენადაც მრავალდება ბერის სიყვარული უფლისა და მოყვასისადმი, იმდენად მცირდება მისი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. და მაშინ ძალაში შედის ის, რაზეც წმიდა პავლე მოციქული წერს: - „არაფერს შეუძლია ჩვენი გაყოფა ქრისტესადმი სიყვარულიდან“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3412
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თქვა ბერდიდმა:
- ზღვაზე სამოგზაუროდ წასვლას რომ დააპირებ, ყოველთვის ყველანაირი იარაღით შეჭურვილი უნდა წახვიდე. მაშინაც კი, როცა ხედავ, რომ ირგვლივ სრული სიმშვიდეა, მზად იყავი მრავალი გამოცდისა და განსაცდელების ქარიშხლის შესახვედრად. განსაცდელს ხშირად ის მიზანი აქვს, რომ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში მოგვიყვანოს. სხვა მხრივ, ღვთის საიდუმლოებები ყოველთვის დაფარულია ჩვენგან“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3413
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გაისარჯეთ. თითოეულ ჯერზე, როდესაც ნებისმიერი ვნება, ყველაზე სასაცილოც კი, იჩენს თავს, თქვით:
-სტოპ! რაო? არა! რა ჩემი საქმეა ეს? ამისთვის მოვედი? საკუთარ დედაზე ვთქვი უარი, რომელმაც დამბადა, უარი ვთქვი ქორწინებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კომფორტზე, მოვედი აქ, რამეთუ უფლის მოწოდება მოვისმინე (ვიღაც შემთხვევითისა კი არა), რომელმაც მითხრა: „მომდევდი მე“. იმიტომაც გამოვედი, რომ მომცეს ის, რაც აღმითქვა. რათა მალე, როდესაც ჩემი სულის გასვლის დრო მოვა (რაც აუცილებლად მოხდება), მისი ტკბილი ხმა გავიგო: „კეთილი, მონაო სახიერო და სარწმუნოო! შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“. ესაა და ეს. მაგრამ როგორ გავიგონებ ამ ხმას, თუ მოღალატე გავხდები?“ /ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3414
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იცხოვრეთ სიმდაბლით, უბრალოებით, სულიერად, - ისე, რომ რთულ ვითარებაში იძულებულნი არ გახდეთ, კომპრომისზე წახვიდეთ. გარდა ამისა, ეცადეთ, სავანეში მიიღოთ გოგონები, რომლებსაც მონაზვნური მისწრაფებები აქვთ, რათა ისინი ნამდვილი მონაზვნები გახდნენ. თუ კარგი მონაზონი იქნება, მას უკვე ეცოდინება, რა ზომამდე უნდა მიეცეს რაიმე პრობლემას. ეცოდინება, რა გააკეთოს და რა - არა, ეცოდინება, როგორ მოიქცეს. თუკი იგი ვერ გახდა კარგი მონაზონი, ყველაფერი უკუღმა მიდის. გესმით ეს? თუ თქვენ ნამდვილი მონაზვნები გახდებით, კეთილგონივრულად მოიქცევით. თუკი ნამდვილი მონაზვნები ვერ დადგებით, მაშინ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმეზე რომ გაგგზავნით, დამჭირდება, გაგაფრთხილოთ: - „რამე ზედმეტი არ წამოგცდეს, რამე არ წამოაყრანტალო“. სხვაგვარად სისულელეებს ჩაიდენთ. მაგრამ ეს ხომ განუვითარებლობის მდგომარეობაა. ამის შემდეგ როგორ გაუმკლავდებით ამ ყველაფერს, რაც გველის? ამიტომაც მან, ვისაც აქვს მონაზვნობის მონაცემები, უნდა იშრომოს, რათა ნამდვილი მონაზონი გახდეს და იცოდეს, რა საზომით ილაპარაკოს, რა ილაპარაკოს და რა აკეთოს მძიმე წუთებში. მაშინ ისინი არ გამოვლენ მორჩილების საზღვრებიდან, ვინაიდან მათი სული დედა-იღუმენიას სულთან თანხმობაში იქნება. აუცილებლობის შემთხვევაში იღუმენია მხოლოდ ნიშანს მისცემს მათ და ისინი გაუგებენ, ვინაიდან მასთან ერთ სიხშირეზე იმუშავებენ. სხვაგვარად არ შეიძლება. თუ თქვენ ამას არ ისწავლით, ამავე სიხშირეზე შეიძლება, სხვა ვინმეც ჩაერთოს. იგი თქვენ იმას არ გეტყვით, რაც საჭიორა, თქვენ მას ვერ შეიცნობთ და იგი სიკეთეს არ დაგაყრით“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3415
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც პირველად ვნახე მონასტრული და ბერული ცხოვრება, სურვილი გამიჩნდა ბერული მოღვაწეობისა. ასე უფრო მოვახდენდი ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას. ჩემს ადგილს იქ უფრო მივიჩნევდი, უფრო მშვიდად ვიყავი, უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მონასტრული ცხოვრება ნელ-ნელა ასე დავიწყე. რაც უფრო სიღრმისეულად ვიხედებოდი სარწმუნოებაში, მით დიდი სიყვარული მიჩნდებოდა უფლისა და ღვთისმსახურებისა“.
/მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3416
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა, მონაზონმა დედამ, ერთხელ ტელეფონით გაანდო [ბერ იოსებ ვატოპედელს], რომ ლოცვის დროს ტიროდა. ბერმა სიმდაბლითა და წუხილით მიუგო: „შეგიძლია, რომ ცოტა მეტი მიწილადო, რადგან სრულიად გამომშრალი ვარ მე, უბედური?“ მონაზონმა გაკვირვებით ჰკითხა: „მონაზვნობის სამოცდაათი წლის განმავლობაში უკვე ცრემლების მდინარეები გაქვთ დაღვრილი, ისევ ცრემლებს ითხოვთ?“ ცხადია, მოძღვარმა ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ცრემლები მართლა არ ჰქონდა, არამედ - რათა მათი უდიდესი მნიშვენლობისთვის გაესვა ხაზი“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3417
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზონი მუდმივ კავშირში უნდა იყოს ღმერთთან, იღებდეს მისგან სიგნალებს და ადამიანებს მისკენ გზას უჩვენებდეს“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3418
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნებმა, რომელთაც აღთქმა დადეს ჯვრისა და სახარების წინაშე, დაიცვეს განა სიწმინდით ყველა თავისი სამონაზვნო აღთქმა? ახლა, მონასტერთა ნაკლებობის გამო, ზოგიერთი შეგნებულად, ხოლო ზოგიც გაუცნობიერებლად ცდილობს სამონაზვნო აღთქმის ტვირთვის შემდეგაც იცხოვროს ამა სოფლად, ოჯახშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების მტრისგან წაქეზებულთა შორის არსებობს აზრი, რომ მონაზონი ერში - ეს არის იგივე, რაც მონასტერში, რომ მისთვის აუცილებელი არ არის ყველა სამონაზვნო აღთქმის მკაცრად დაცვა. ასე რომ მხოლოდ უგუნურს შეუძლია ლაპარაკი! სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა პირობებშიც არ უნდა მოხვდეს იგი, თუ სამონაზვნო აღთქმა მიუღია და მათ არ იცავს, ფიცის გამტეხია“.
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3419
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერული ცხოვრების დატოვებით ცოდვის უმეტეს მიზეზს მოვშორდით. ოღონდ გონება მუშაობს. ძველ ურჩხულს გონებაში ყველანაირი გახრწნილების აზრები მოაქვს. მაგრამ არც ჩვენ ვართ ხელდაკრეფილნი, არამედ შესასვლელში ვდგავართ და ვეუბნებით:
-წადი აქედან, სატანა. მე მონაზონი ვარ. იცი, რაც მაცვია. მე ის მიყვარს, ვინც შენ უარყავი. მიყვარს ის, ვინც მოვიდა, რათა მე ვეშვილე და შენ გაექარვებინე. ხოლო თუ რამეს ვაშავებ, მას ვთხოვ პატიებას, რადგან მის მამობრივ თვისებას არ ვავიწყდები. „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“. „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“. /ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3420
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბერები იმიტომ გავხდით, რომ სულიერი გაგვეცა და სანაცვლოდ მატერიალური არ მიგვეღო”.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 05:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი