IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 170 171 172 173 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 13 2022, 11:20 AM
პოსტი #3409


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი მამა [ეფრემ არიზონელი] ადგილობრივ მღვდელ ანტონთან ერთად გაემგზავრა სონორას უდაბნოში მონასტრის ასაგებად შესაფერისი ადგილის ასარჩევად. შუა გზაში ზარის რეკვა შემოესმათ. თუმცა ახლომახლო არავითარი შენობა არ ჩანდა, მამა ეფრემმა ეს ღვთის ნიშნად ჩათვალა. სასწრაფოდ იმ ადგილის მეპატრონე მოძებნა. საბედნიეროდ, მიწის ნაკვეთი გასაყიდი აღმოჩნდა. მეპატრონეც ღვთისმოსავი კაცი აღმოჩნდა და როცა შეიტყო, რისთვის უნდა გამოეყენებინათ ბერებს ეს მიწა, ფასი გაუნახევრა.

1995 წლის ზაფხულში ხუთი ათონელი ბერი და ეფრემ არიზონელი ახალნაყიდ მიწაზე დასახლდნენ და წმინდა ანტონის სახელობის მონასტრის აგებას შეუდგნენ. ლამის პირველყოფილ პირობებში უწევდათ მუშაობა. არც დენი ჰქონდათ, არც წყალი და საშენი მასალების ნაკლებობაც მუდმივ თავსატეხად გადაქცეოდათ. ღვთის შეწევნის იმედად, შრომა არ შეუწყვეტიათ. მალე შემოწირულობებიც წამოვიდა და მუშაობაც გაჩაღდა. დღეში 15 საათი შრომობდნენ ბერები. პარალელურად, ლოცვაც გააძლიერეს და შედეგმაც არ დააყოვნა; რეკორდულ ვადაში - ოთხ თვეში ტაძარი მზად იყო. მის გარშემო ფორთოხლისა და ზეთისხილის ბაღი გააშენეს. ბოსტანი, პატარა ვენახი, კოხტა ბილიკები, თვალწარმტაცი ფანჩატურები და ესპანური შადრევნებიც დაამატეს.

მართლმადიდებელი ოაზისის სანახავად,მომლოცველებთან ერთად, ტურისტებმაც დაიწყეს მოდინება. ამჟამად, წელიწადში, სულ ცოტა, 25 ათასი კაცი სტუმრობს უდაბნოს ამ საოცრებას. დიდი კანიონისა და სედონას წითელი კლდეების შემდეგ, სწორად მამა ეფრემის მიერ აგებული წმინდა ანტონის სახელობის მონასტერია ყველაზე პოპულარული ადგილი არიზონი შტატში, სადაც დღეს 50-ზე მეტი ბერი სახლობს.

ეფრემ არიზონელმა მცირე დროში შექმნა მონასტრების მთელი ქსელი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და თანადგომით და ამით ადამიანებს დაანახა, უდაბნოც კი შეიძლება ულამაზეს ოაზისად აქციო და შეუძლებელი შესძლო რწმენის, ლოცვისა და, რაც მთავარია, ღვთის დახმარების იმედით. როგორც მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა ხატოვნად აღნიშნა ეფრემ არიზონელზე, „ზეციური ცეცხლი გადმოვიდა და ეს ცეცხლი მან ამერიკის ეკლესიას გადასცა, რომელსაც ღვთიური მადლი ძალიან სჭირდებოდა. მხოლოდ ციფრებშიც კი ეფრემ არიზონელის უდიდესი სულიერი ღვაწლი წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. 7 მამათა და 11 დედათა მონასტერი დააარსა. ეს მართლაც გაუგონარი საოცრება იყო, რადგან სულ რამდენიმე წელიწადში მართლმადიდებლობის მადლი ცეცხლივით მოედო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2022, 12:09 PM
პოსტი #3410


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მცირე გამოცდილებით ჩვენც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ის მონაზვნები, რომლებიც ცდილობენ ლოცვასა და სიფხიზლეში მეტად გაისარჯონ, ეშმაკის უფრო ძლიერ და ხელშესახებ ბრძოლას აწყდებიან. ზოგჯერ შეიძლება დემონი უხილავად ყელში სწვდეს ადამიანს, იშვიათად კი საზარელი სახით გამოეცხადოს, რათა ლოცვა შეაწყვეტინოს. ასეთ შემთხვევაში სატანის ხრიკების სრული იგნორირებაა საჭირო, ხოლო გონება ქრისტესა და ლოცვის სიტყვებს არ უნდა განეშოროს“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2022, 11:38 AM
პოსტი #3411


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი მზად უნდა იყოს ყოველთვის და მაშინ მას არაფრის ეშინია. რისი უნდა ეშინოდეს? სიკვდილის? მაგრამ სიკვდილი ხომ მას სამოთხის კარს გაუღებს, ვინაიდან საფლავის ქვის ქვეშ დაფარულია მარადისობის გასაღები. გარდა ამისა, მონაზონი, როცა არ უნდა მოკვდეს, სინანულშია... ამაზე მისი ამა სოფლიდან განდგომა და სქემა მოწმობს. ბერ-მონაზონი სინანულშია და მხოლოდ შემდეგ გადადის ფაქიზ სულიერ ღვაწლში. რამდენადაც მრავალდება ბერის სიყვარული უფლისა და მოყვასისადმი, იმდენად მცირდება მისი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. და მაშინ ძალაში შედის ის, რაზეც წმიდა პავლე მოციქული წერს: - „არაფერს შეუძლია ჩვენი გაყოფა ქრისტესადმი სიყვარულიდან“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2022, 11:18 AM
პოსტი #3412


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თქვა ბერდიდმა:
- ზღვაზე სამოგზაუროდ წასვლას რომ დააპირებ, ყოველთვის ყველანაირი იარაღით შეჭურვილი უნდა წახვიდე. მაშინაც კი, როცა ხედავ, რომ ირგვლივ სრული სიმშვიდეა, მზად იყავი მრავალი გამოცდისა და განსაცდელების ქარიშხლის შესახვედრად. განსაცდელს ხშირად ის მიზანი აქვს, რომ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში მოგვიყვანოს. სხვა მხრივ, ღვთის საიდუმლოებები ყოველთვის დაფარულია ჩვენგან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2022, 12:31 PM
პოსტი #3413


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გაისარჯეთ. თითოეულ ჯერზე, როდესაც ნებისმიერი ვნება, ყველაზე სასაცილოც კი, იჩენს თავს, თქვით:
-სტოპ! რაო? არა! რა ჩემი საქმეა ეს? ამისთვის მოვედი? საკუთარ დედაზე ვთქვი უარი, რომელმაც დამბადა, უარი ვთქვი ქორწინებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კომფორტზე, მოვედი აქ, რამეთუ უფლის მოწოდება მოვისმინე (ვიღაც შემთხვევითისა კი არა), რომელმაც მითხრა: „მომდევდი მე“. იმიტომაც გამოვედი, რომ მომცეს ის, რაც აღმითქვა. რათა მალე, როდესაც ჩემი სულის გასვლის დრო მოვა (რაც აუცილებლად მოხდება), მისი ტკბილი ხმა გავიგო: „კეთილი, მონაო სახიერო და სარწმუნოო! შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“. ესაა და ეს. მაგრამ როგორ გავიგონებ ამ ხმას, თუ მოღალატე გავხდები?“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2022, 12:52 PM
პოსტი #3414


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იცხოვრეთ სიმდაბლით, უბრალოებით, სულიერად, - ისე, რომ რთულ ვითარებაში იძულებულნი არ გახდეთ, კომპრომისზე წახვიდეთ. გარდა ამისა, ეცადეთ, სავანეში მიიღოთ გოგონები, რომლებსაც მონაზვნური მისწრაფებები აქვთ, რათა ისინი ნამდვილი მონაზვნები გახდნენ. თუ კარგი მონაზონი იქნება, მას უკვე ეცოდინება, რა ზომამდე უნდა მიეცეს რაიმე პრობლემას. ეცოდინება, რა გააკეთოს და რა - არა, ეცოდინება, როგორ მოიქცეს. თუკი იგი ვერ გახდა კარგი მონაზონი, ყველაფერი უკუღმა მიდის. გესმით ეს? თუ თქვენ ნამდვილი მონაზვნები გახდებით, კეთილგონივრულად მოიქცევით. თუკი ნამდვილი მონაზვნები ვერ დადგებით, მაშინ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმეზე რომ გაგგზავნით, დამჭირდება, გაგაფრთხილოთ: - „რამე ზედმეტი არ წამოგცდეს, რამე არ წამოაყრანტალო“. სხვაგვარად სისულელეებს ჩაიდენთ. მაგრამ ეს ხომ განუვითარებლობის მდგომარეობაა. ამის შემდეგ როგორ გაუმკლავდებით ამ ყველაფერს, რაც გველის? ამიტომაც მან, ვისაც აქვს მონაზვნობის მონაცემები, უნდა იშრომოს, რათა ნამდვილი მონაზონი გახდეს და იცოდეს, რა საზომით ილაპარაკოს, რა ილაპარაკოს და რა აკეთოს მძიმე წუთებში. მაშინ ისინი არ გამოვლენ მორჩილების საზღვრებიდან, ვინაიდან მათი სული დედა-იღუმენიას სულთან თანხმობაში იქნება. აუცილებლობის შემთხვევაში იღუმენია მხოლოდ ნიშანს მისცემს მათ და ისინი გაუგებენ, ვინაიდან მასთან ერთ სიხშირეზე იმუშავებენ. სხვაგვარად არ შეიძლება. თუ თქვენ ამას არ ისწავლით, ამავე სიხშირეზე შეიძლება, სხვა ვინმეც ჩაერთოს. იგი თქვენ იმას არ გეტყვით, რაც საჭიორა, თქვენ მას ვერ შეიცნობთ და იგი სიკეთეს არ დაგაყრით“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2022, 02:20 PM
პოსტი #3415


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც პირველად ვნახე მონასტრული და ბერული ცხოვრება, სურვილი გამიჩნდა ბერული მოღვაწეობისა. ასე უფრო მოვახდენდი ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას. ჩემს ადგილს იქ უფრო მივიჩნევდი, უფრო მშვიდად ვიყავი, უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მონასტრული ცხოვრება ნელ-ნელა ასე დავიწყე. რაც უფრო სიღრმისეულად ვიხედებოდი სარწმუნოებაში, მით დიდი სიყვარული მიჩნდებოდა უფლისა და ღვთისმსახურებისა“.

/მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2022, 12:47 PM
პოსტი #3416


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა, მონაზონმა დედამ, ერთხელ ტელეფონით გაანდო [ბერ იოსებ ვატოპედელს], რომ ლოცვის დროს ტიროდა. ბერმა სიმდაბლითა და წუხილით მიუგო: „შეგიძლია, რომ ცოტა მეტი მიწილადო, რადგან სრულიად გამომშრალი ვარ მე, უბედური?“ მონაზონმა გაკვირვებით ჰკითხა: „მონაზვნობის სამოცდაათი წლის განმავლობაში უკვე ცრემლების მდინარეები გაქვთ დაღვრილი, ისევ ცრემლებს ითხოვთ?“ ცხადია, მოძღვარმა ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ცრემლები მართლა არ ჰქონდა, არამედ - რათა მათი უდიდესი მნიშვენლობისთვის გაესვა ხაზი“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2022, 01:16 PM
პოსტი #3417


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ-მონაზონი მუდმივ კავშირში უნდა იყოს ღმერთთან, იღებდეს მისგან სიგნალებს და ადამიანებს მისკენ გზას უჩვენებდეს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2022, 10:18 AM
პოსტი #3418


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნებმა, რომელთაც აღთქმა დადეს ჯვრისა და სახარების წინაშე, დაიცვეს განა სიწმინდით ყველა თავისი სამონაზვნო აღთქმა? ახლა, მონასტერთა ნაკლებობის გამო, ზოგიერთი შეგნებულად, ხოლო ზოგიც გაუცნობიერებლად ცდილობს სამონაზვნო აღთქმის ტვირთვის შემდეგაც იცხოვროს ამა სოფლად, ოჯახშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების მტრისგან წაქეზებულთა შორის არსებობს აზრი, რომ მონაზონი ერში - ეს არის იგივე, რაც მონასტერში, რომ მისთვის აუცილებელი არ არის ყველა სამონაზვნო აღთქმის მკაცრად დაცვა. ასე რომ მხოლოდ უგუნურს შეუძლია ლაპარაკი! სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა პირობებშიც არ უნდა მოხვდეს იგი, თუ სამონაზვნო აღთქმა მიუღია და მათ არ იცავს, ფიცის გამტეხია“.

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2022, 12:41 PM
პოსტი #3419


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერული ცხოვრების დატოვებით ცოდვის უმეტეს მიზეზს მოვშორდით. ოღონდ გონება მუშაობს. ძველ ურჩხულს გონებაში ყველანაირი გახრწნილების აზრები მოაქვს. მაგრამ არც ჩვენ ვართ ხელდაკრეფილნი, არამედ შესასვლელში ვდგავართ და ვეუბნებით:

-წადი აქედან, სატანა. მე მონაზონი ვარ. იცი, რაც მაცვია. მე ის მიყვარს, ვინც შენ უარყავი. მიყვარს ის, ვინც მოვიდა, რათა მე ვეშვილე და შენ გაექარვებინე. ხოლო თუ რამეს ვაშავებ, მას ვთხოვ პატიებას, რადგან მის მამობრივ თვისებას არ ვავიწყდები. „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“. „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2022, 11:40 AM
პოსტი #3420


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბერები იმიტომ გავხდით, რომ სულიერი გაგვეცა და სანაცვლოდ მატერიალური არ მიგვეღო”.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2022, 10:48 AM
პოსტი #3421


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1992 წ. მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ისევ ტაძარში შევხვდი, მონასტერში ჩემი მეორედ სტუმრობისას. ზამთარი იყო, შობის მარხვა, საშინლად ციოდა. იგი ფეხშიშველა იდგა ცივ ფილაქანზე. დამიძახა და რაღაც მითხრა, კარგად ვერ გავიგონე. თუმცა იმას მივხვდი, რომ რაღაცის მიტანას მთხოვდა. ვიფიქრე, ალბათ პატარა ხალიჩას მთხოვს-მეთქი და სასწრაფოდ მივუტანე. ისე მკაცრად შემომხედა, შემეშინდა. ასეთივე მკაცრი ხმით მითხრა:

-შენ გგონია, ფეხსაცმელები არა მაქვს და ფეხშიშველი იმიტომ ვდგავარ? მოაშორე ეს ხალიჩა აქედან, - შემდეგ ჩაილაპარაკა: - შენ ამას ჯერ ვერ გაიგებ.
ხალიჩა სასწრადოდ თავის ადგილზე დავაბრუნე და ისეთ ადგილზე დავდექი, რომ მამა გაბრიელს ვერ დავენახე.

წირვის შემდეგ ტაძარი ყველას უნდა დაგვეტოვებინა და სატრაპეზოდ ავსულიყავით, მაგრამ მამაომ მოულოდნელად მე და სერაფიმას (ამჟამად მონაზონი პარასკევა) დაგვიძახა და გვითხრა, - ძალიან ცუდად ვარ, კელიაში წამიყვანეთო. უცებ თვალები გადაატრიალა და დაბარბაცდა. ძალიან შემეშინდა და სერაფიმას შევხედე. ნუ გეშინია, - დამამშვიდა მან. მხრებში ამოვუდექით და ასე მივიყვანეთ კიბემდე. მოულოდნელად მამაომ სერაფიმა სადღაც გააგზავნა და მე მარტო დავრჩი. შიშით ლამის გული გამისკდა. მხარზე ჩამოკიდებული მამა გაბრიელი კიბეზე მარტომ როგორ ავიყვანო-მეთქი. უცებ მამაოს ჩურჩული მესმის: - ნუ გეშინია, ამიყვან. აბა, ადი კიბეზე.

მე ასვლა დავიწყე. სუნთქვა მიჭირდა, მეჩვენებოდა, რომ მამაო სულ უფრო მძიმდებოდა. ყოველ საფეხურზე კვნესით ავდიოდი, დაღლილობისაგან ჭირის ოფლი მასხამდა, მაგრამ თავს ვიმხნევებდი - შენ ეს უნდა შეძლო, მამაო კელიამდე უნდა მიიყვანო. ხელს თუ გაუშვებ კიბეზე დაგორდება, - ამის გაფიქრება კი ენით გამოუთქმელ შიშს მგვრიდა. წარმოუდგენელი გაჭირვებით ავიყვანე მამაო კიბეზე და კელიაშიც შევიყვანე. არ მჯეროდა, რომ ეს შევძელი. ჩემი დახმარებით მამა გაბრიელი ტახტზე ჩამოჯდა, შემომხედა და მითხრა:

-ასეთი რთულია მონაზვნობა, მაგრამ შეძლებ. ყოველთვის გახსოვდეს სამ რამ: მორჩილება, მოთმინება და სიმდაბლე. ეს მიგიყვანს სიყვარულამდე. თუ ამ სამიდან ერთს გამოაკლებ და არ შეასრულებ, სიყვარულამდე ვერ მიხვალ. უსიყვარულოდ კი შენი მონაზვნური ცხოვრება ფუჭი აღმოჩნდება. შემდეგ მოეშვა, რაღაც უცნაურად შემომხედა და განაგრძო, - სწრაფად დამაწვინე ტახტზე და ხელის ჯვარი მომაწოდე.

მამაო ტახტზე დავაწვინე და ჯვარს დავუწყე ძებნა. კელიაში ძალიან ბევრი ჯვარი იყო. ზოგი იდო, ზოგიც ეკიდა. ავიბენი, არ ვიცოდი, რომელი მიმეწოდებინა, ის უკვე მიყვიროდა, - ხელის ჯვარი, ხელის ჯვარიო და ერთ-ერთ მათგანზე მითითებდა. ჯვარი მივაწოდე, გამომართვა, გულხელი დაიკრიფა, თვალები დახუჭა, იტყოდით, ტახტზე ცოცხალი ადამიანი კი არა, მიცვალებული ასვენიაო. შემდეგ მთხოვა, მარტო დამეტოვებინა. მე კელიიდან გამოვედი, შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ მამა გაბრიელმა ამ მოქმედებით რაღაც მამცნო, თუმცა მაშინ ამას ვერ მივხვდი. ან როგორ მივხვდებოდი, მაშინ ხომ 19 წლისა ვიყავი, მონაზვნური ცხოვრების ანბანიც არ ვიცოდი.

მოგვიანებით მივხვდი მამა გაბრიელის სწავლებას. მან თავისი მოქმედებით მამცნო, რომ მონაზვნური ცხოვრების გზა რთულია, მაგრამ თუ მის სიმძიმეს ვიტვირთებდი, ეს ტვირთი ბოლომდე უნდა მეტარებინა.

წლები გადიოდა. მთელი ჩემი მონაზვნური ცხოვრება დღევანდლამდე უამრავი დაავადებით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილებით და ან ტკივილებთან დაუღალავი ბრძოლით გავატრე. ეს ყველაფერი წინააღმდეგობების ის სალი კლდეები იყო, რომელიც დიდმა ბერმა ჯერ კიდევ ჩემი ერში ყოფნის დროს მამცნო.

მადლობა, უფალო, მე, ცოდვილი და უღირსი, ასეთ ღვთივგანბრძნობილ მოძღვართმოძღვარს რომ შემახვედრე. მისი წმინდა ბაგეებიდან მადლმოსილი საუბრის მოსმენის ღირსი რომ გამხადე. დღეს მამა გაბრიელი უფალთან მყოფობს, ის ხომ ღირსი მამა, აღმსარებელი და სალოსია. ეს კი მან დიდი შრომით და სულიერი ღვაწლით მოიპოვა. უფლისა და მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულით დაიმსახურა.

დღესაც გვესმის მისი მადლმოსილი ცადამყვანებელი სიტყვები - „სიყვარული გადაგვარჩენს“, სიყვარული, რომელის უფლისკენ სავალ გზას გაგვინათებს და საბოლოო მიზნამდე - ცხონებამდე მიგვიყვანს“.

/სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2022, 11:13 AM
პოსტი #3422


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ბერმა იოსებ ვატოპედელმა] ერთხელ ასეთი რამ მითხრა: "ვიწყებ ლოცვას და ვხედავ ეშმაკს, რომ ხელმწიფებით ზის მონასტრის ეზოში ფეხი-ფეხზე გადადებული".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2022, 12:04 PM
პოსტი #3423


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი, რომელსაც ღვთისმოსაობა აქვს, ცვლის იმ ადამიანებს, ვინც მას ხედავენ. აი, დღეს მოვიდა ჩემთან ერთი მღვდელ-მონაზონი, დიდი ხანია, რაც ვიცნობ. იგი ულამაზოა, ანუ გარეგნულ სილამაზეს არ ფლობს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ყოველ ჯერზე, როცა იგი ეზიარებოდა, მე ვხედავდი, რომ სახე უბრწყინავდა. მაშინაც როცა არ ეზიარებოდა, მე ვხედავდი მის სახეზე ბრწყინვალებას, სულიერ ბრწყინვალებას. როგორც ასფალტი - არსობრივად კუპრია, რომელსაც თუ ზაფხულში შორიდან შეხედავ, ხშირად ბრწყინავს. ასეა აქაც: ხედავ ულამაზო ადამიანის სახის ბრწყინვალებას. რა თქმა უნდა, ასფალტის მაგალითი არც თუ წარმატებულია, მაგრამ კიდევ რა შედარების მოყვანა შეიძლება? მინდა ვთქვა, რომ სულიერი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი იმყოფება, მას გარეგნულ ბრწყინვალებასაც აძლევს. ეს სულიერი სილამაზეა, მადლია, საღვთო მადლი. მაგრამ როგორ განიშორებს მას ზოგიერთი, სულიერ ხარისხში მყოფი ადამიანი: ისინი გარეგნულად ლამაზები არიან, მაგრამ შინაგანად ერულ სულს ატარებენ, ერის ქარიშხლით ირყევიან! შენს წინაშე დგას სრული ერისკაცი. გარდა სასულიერო ხარისხისა, სულიერი მასში არაფერი ჩანს! ადამიანის სახე მის სულიერ მდგომარეობას გამოხატავს. ეს ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: - „სანთელი გვამისა არს თვალი, უკეთუ თვალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელ იყოს“. თუ ადამიანში არის უბრალოება, თუ არის სიმდაბლე, მასში არის საღვთო განათლებაც და ის ბრწყინავს. აი ასე, სწორედ ამას უნდა მიაღწიოს მონაზონმა“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2022, 12:58 PM
პოსტი #3424


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საკმარისია, ბერმა სიკვდილი გაიხსენოს - და მტვრად იქცევიან გოლიათები, გადაიწევა ფარდა, რომელიც მისგან მარადისობას ფარავდა“

/არქიმანდრიტი ლაზარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2022, 11:44 AM
პოსტი #3425


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილება ლოცვას გამოაღვიძებს. როდესაც ლოცვა ჩვენში ფესვს გაიდგამს, ეს უკვე წარმატებას ნიშნავს. მაგრამ მორჩილების გარეშე ლოცვა ჩვენში მუდმივად ვერ რჩება როგორც ჩვენი კუთვნილება, როგორც ჩვენი საკუთარი მოქმედება, არამედ გარეგნული, ზედაპირული, ფორმალური“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2022, 11:24 AM
პოსტი #3426


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, წმიდა ნილოს კალაბრიელი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი მონაზონი ხდება, ან ანგელოზად იქცევა, ან - ეშმაკად. გამოდის, რომ საშუალო მდგომარეობა არ არსებობს?

-წმიდანს სურს თქვას, რომ ბერის მუშაობა საკუთარ თავზე უნდა იყოს სწორად წარმართული. სწორედ ამიტომ უშვებს უფალი მძიმე სასჯელს იმ დიდსქემოსანზე, რომელიც მომაკვდინებელ ცოდვაში ვარდება, რათა მან ამით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ მადლს მივიღებთ რაიმე გარეგნულის დახმარებით, ხელოვნური, მაგიური საშუალებით. მაგრამ ეს ვერ დააკმაყოფილებს ვერც ღმერთს, ვერც შინაგანად - თავად ადამიანს, ვერც სხვებს. მაგალითად, ზოგიერთი ბერი ფართო და მიწამდე ჩამოგრძელებულ სქემას იკერავს, მასზე წითელ ჯვრებს, ვარდებს, მეწამულ ტოტებს ამოქარგავს, მთელ გროვა ასოებს დაახვავებს... ანაფორსაც კი იხსნიან სიარულისას, რათა ეს სილამაზე კარგად მოჩანდეს, ზუსტად ისე, როგორც ფარისევლები, რომლებიც სამოსს აფრიალებდნენ, რადგან სურდათ, ეჩვენებინათ, თუ რაოდენ ბევრს ლოცულობდნენ. უწინდელ დროში კი სქემა ბერს ოდნავ მოუჩანდა ანაფორიდან და ისიც მხოლოდ სიარულისას. ზოგიერთი კ ი საერთოდ კაბის ქვეშ ატარებდა პატარა სქემას, რათა საერთოდ არ გამოჩენილიყო. ახლა ქარაფშუტები არიან. ამგვარად, განა მიიღებენ მადლს სქემისგან? სქემა მოიძულებს მათ, მადლი კი მიდის. მთავარი ისაა, რომ ბერი დიდსქემოსანი გახდეს შინაგანად ის კი, ვინც დიდსქემოსანი ხდება შინაგანად, თავის სქემას მალავს. გარეგნულს შინაგანი ცვლილებისაკენ არ მივყავართ. ამგვარად ადამიანები რჩებიან ზედაპირულნი, და საბოლოო ჯამში ისინი გაიგონებენ ქრისტესგან: - „არა გიცნი თქვენ...“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2022, 10:38 AM
პოსტი #3427


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-მამაო, რამდენი წელია, მთაწმინდაზე ვცხოვრობ და ერთხელაც არ გავმხდარვარ ღირსი არც ხილვისა და არც სულიერი გამოცხადებისა, - ეუბნებოდა მამა იოაკიმეს მთაწმინდელი რუსი მღვდელმონაზონი სოფრონი, დამაარსებელი ესექსში (ინგლისი), წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრისა და შემდგენელი წმინდა სილუანე ათონელის ცხოვრებისა.

მამა იოაკიმემ უპასუხა:

-ამდენი წელია, მთაწმინდაზე ცხოვრობ, მით უმეტეს, საშინელ კარულში და თუ არა ღმერთი, ვინ გჩუქნის მოთმინებას? განა შეგიძლია იქ დარჩენა განცხადებული ღვთის მადლის გარეშე? ამაზე მეტ სასწაულს ნუ დაუწყებ ძებნას და ნურც ამაზე დიდ მადლს ისურვებ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2022, 12:30 PM
პოსტი #3428


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,107
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი], მას მერე, რაც სტავროვუნის მონასტრის მონაზონი გახდა, მუდამ ცდილობდა ლოცვაში გაწაფულიყო, მაგრამ მეთოდური და უმაღლესი ხარისხის ლოცვა ათონის მთაზე ისწავლა წმიდა იოსებ ისიქასტისგან. ლოცვის ხელოვნება და მადლი თავისი გამოცდილი და ქარიზმატული დაყუდებული მასწავლებლისგან დაიმკვიდრა. მთელი მისი ცხოვრება ლოცვის მისტაგოგია იყო, ლოცვის მეშვეობით კი - ცათა სასუფევლის საიდუმლოებისა“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 170 171 172 173 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd August 2025 - 12:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი