![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3421
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1992 წ. მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ისევ ტაძარში შევხვდი, მონასტერში ჩემი მეორედ სტუმრობისას. ზამთარი იყო, შობის მარხვა, საშინლად ციოდა. იგი ფეხშიშველა იდგა ცივ ფილაქანზე. დამიძახა და რაღაც მითხრა, კარგად ვერ გავიგონე. თუმცა იმას მივხვდი, რომ რაღაცის მიტანას მთხოვდა. ვიფიქრე, ალბათ პატარა ხალიჩას მთხოვს-მეთქი და სასწრაფოდ მივუტანე. ისე მკაცრად შემომხედა, შემეშინდა. ასეთივე მკაცრი ხმით მითხრა:
-შენ გგონია, ფეხსაცმელები არა მაქვს და ფეხშიშველი იმიტომ ვდგავარ? მოაშორე ეს ხალიჩა აქედან, - შემდეგ ჩაილაპარაკა: - შენ ამას ჯერ ვერ გაიგებ. ხალიჩა სასწრადოდ თავის ადგილზე დავაბრუნე და ისეთ ადგილზე დავდექი, რომ მამა გაბრიელს ვერ დავენახე. წირვის შემდეგ ტაძარი ყველას უნდა დაგვეტოვებინა და სატრაპეზოდ ავსულიყავით, მაგრამ მამაომ მოულოდნელად მე და სერაფიმას (ამჟამად მონაზონი პარასკევა) დაგვიძახა და გვითხრა, - ძალიან ცუდად ვარ, კელიაში წამიყვანეთო. უცებ თვალები გადაატრიალა და დაბარბაცდა. ძალიან შემეშინდა და სერაფიმას შევხედე. ნუ გეშინია, - დამამშვიდა მან. მხრებში ამოვუდექით და ასე მივიყვანეთ კიბემდე. მოულოდნელად მამაომ სერაფიმა სადღაც გააგზავნა და მე მარტო დავრჩი. შიშით ლამის გული გამისკდა. მხარზე ჩამოკიდებული მამა გაბრიელი კიბეზე მარტომ როგორ ავიყვანო-მეთქი. უცებ მამაოს ჩურჩული მესმის: - ნუ გეშინია, ამიყვან. აბა, ადი კიბეზე. მე ასვლა დავიწყე. სუნთქვა მიჭირდა, მეჩვენებოდა, რომ მამაო სულ უფრო მძიმდებოდა. ყოველ საფეხურზე კვნესით ავდიოდი, დაღლილობისაგან ჭირის ოფლი მასხამდა, მაგრამ თავს ვიმხნევებდი - შენ ეს უნდა შეძლო, მამაო კელიამდე უნდა მიიყვანო. ხელს თუ გაუშვებ კიბეზე დაგორდება, - ამის გაფიქრება კი ენით გამოუთქმელ შიშს მგვრიდა. წარმოუდგენელი გაჭირვებით ავიყვანე მამაო კიბეზე და კელიაშიც შევიყვანე. არ მჯეროდა, რომ ეს შევძელი. ჩემი დახმარებით მამა გაბრიელი ტახტზე ჩამოჯდა, შემომხედა და მითხრა: -ასეთი რთულია მონაზვნობა, მაგრამ შეძლებ. ყოველთვის გახსოვდეს სამ რამ: მორჩილება, მოთმინება და სიმდაბლე. ეს მიგიყვანს სიყვარულამდე. თუ ამ სამიდან ერთს გამოაკლებ და არ შეასრულებ, სიყვარულამდე ვერ მიხვალ. უსიყვარულოდ კი შენი მონაზვნური ცხოვრება ფუჭი აღმოჩნდება. შემდეგ მოეშვა, რაღაც უცნაურად შემომხედა და განაგრძო, - სწრაფად დამაწვინე ტახტზე და ხელის ჯვარი მომაწოდე. მამაო ტახტზე დავაწვინე და ჯვარს დავუწყე ძებნა. კელიაში ძალიან ბევრი ჯვარი იყო. ზოგი იდო, ზოგიც ეკიდა. ავიბენი, არ ვიცოდი, რომელი მიმეწოდებინა, ის უკვე მიყვიროდა, - ხელის ჯვარი, ხელის ჯვარიო და ერთ-ერთ მათგანზე მითითებდა. ჯვარი მივაწოდე, გამომართვა, გულხელი დაიკრიფა, თვალები დახუჭა, იტყოდით, ტახტზე ცოცხალი ადამიანი კი არა, მიცვალებული ასვენიაო. შემდეგ მთხოვა, მარტო დამეტოვებინა. მე კელიიდან გამოვედი, შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ მამა გაბრიელმა ამ მოქმედებით რაღაც მამცნო, თუმცა მაშინ ამას ვერ მივხვდი. ან როგორ მივხვდებოდი, მაშინ ხომ 19 წლისა ვიყავი, მონაზვნური ცხოვრების ანბანიც არ ვიცოდი. მოგვიანებით მივხვდი მამა გაბრიელის სწავლებას. მან თავისი მოქმედებით მამცნო, რომ მონაზვნური ცხოვრების გზა რთულია, მაგრამ თუ მის სიმძიმეს ვიტვირთებდი, ეს ტვირთი ბოლომდე უნდა მეტარებინა. წლები გადიოდა. მთელი ჩემი მონაზვნური ცხოვრება დღევანდლამდე უამრავი დაავადებით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილებით და ან ტკივილებთან დაუღალავი ბრძოლით გავატრე. ეს ყველაფერი წინააღმდეგობების ის სალი კლდეები იყო, რომელიც დიდმა ბერმა ჯერ კიდევ ჩემი ერში ყოფნის დროს მამცნო. მადლობა, უფალო, მე, ცოდვილი და უღირსი, ასეთ ღვთივგანბრძნობილ მოძღვართმოძღვარს რომ შემახვედრე. მისი წმინდა ბაგეებიდან მადლმოსილი საუბრის მოსმენის ღირსი რომ გამხადე. დღეს მამა გაბრიელი უფალთან მყოფობს, ის ხომ ღირსი მამა, აღმსარებელი და სალოსია. ეს კი მან დიდი შრომით და სულიერი ღვაწლით მოიპოვა. უფლისა და მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულით დაიმსახურა. დღესაც გვესმის მისი მადლმოსილი ცადამყვანებელი სიტყვები - „სიყვარული გადაგვარჩენს“, სიყვარული, რომელის უფლისკენ სავალ გზას გაგვინათებს და საბოლოო მიზნამდე - ცხონებამდე მიგვიყვანს“. /სქემმონაზონი ევგენია (ქათამაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3422
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"[ბერმა იოსებ ვატოპედელმა] ერთხელ ასეთი რამ მითხრა: "ვიწყებ ლოცვას და ვხედავ ეშმაკს, რომ ხელმწიფებით ზის მონასტრის ეზოში ფეხი-ფეხზე გადადებული".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3423
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი, რომელსაც ღვთისმოსაობა აქვს, ცვლის იმ ადამიანებს, ვინც მას ხედავენ. აი, დღეს მოვიდა ჩემთან ერთი მღვდელ-მონაზონი, დიდი ხანია, რაც ვიცნობ. იგი ულამაზოა, ანუ გარეგნულ სილამაზეს არ ფლობს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ყოველ ჯერზე, როცა იგი ეზიარებოდა, მე ვხედავდი, რომ სახე უბრწყინავდა. მაშინაც როცა არ ეზიარებოდა, მე ვხედავდი მის სახეზე ბრწყინვალებას, სულიერ ბრწყინვალებას. როგორც ასფალტი - არსობრივად კუპრია, რომელსაც თუ ზაფხულში შორიდან შეხედავ, ხშირად ბრწყინავს. ასეა აქაც: ხედავ ულამაზო ადამიანის სახის ბრწყინვალებას. რა თქმა უნდა, ასფალტის მაგალითი არც თუ წარმატებულია, მაგრამ კიდევ რა შედარების მოყვანა შეიძლება? მინდა ვთქვა, რომ სულიერი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი იმყოფება, მას გარეგნულ ბრწყინვალებასაც აძლევს. ეს სულიერი სილამაზეა, მადლია, საღვთო მადლი. მაგრამ როგორ განიშორებს მას ზოგიერთი, სულიერ ხარისხში მყოფი ადამიანი: ისინი გარეგნულად ლამაზები არიან, მაგრამ შინაგანად ერულ სულს ატარებენ, ერის ქარიშხლით ირყევიან! შენს წინაშე დგას სრული ერისკაცი. გარდა სასულიერო ხარისხისა, სულიერი მასში არაფერი ჩანს! ადამიანის სახე მის სულიერ მდგომარეობას გამოხატავს. ეს ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: - „სანთელი გვამისა არს თვალი, უკეთუ თვალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელ იყოს“. თუ ადამიანში არის უბრალოება, თუ არის სიმდაბლე, მასში არის საღვთო განათლებაც და ის ბრწყინავს. აი ასე, სწორედ ამას უნდა მიაღწიოს მონაზონმა“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3424
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„საკმარისია, ბერმა სიკვდილი გაიხსენოს - და მტვრად იქცევიან გოლიათები, გადაიწევა ფარდა, რომელიც მისგან მარადისობას ფარავდა“
/არქიმანდრიტი ლაზარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3425
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მორჩილება ლოცვას გამოაღვიძებს. როდესაც ლოცვა ჩვენში ფესვს გაიდგამს, ეს უკვე წარმატებას ნიშნავს. მაგრამ მორჩილების გარეშე ლოცვა ჩვენში მუდმივად ვერ რჩება როგორც ჩვენი კუთვნილება, როგორც ჩვენი საკუთარი მოქმედება, არამედ გარეგნული, ზედაპირული, ფორმალური“.
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3426
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-წმიდაო მამაო, წმიდა ნილოს კალაბრიელი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი მონაზონი ხდება, ან ანგელოზად იქცევა, ან - ეშმაკად. გამოდის, რომ საშუალო მდგომარეობა არ არსებობს?
-წმიდანს სურს თქვას, რომ ბერის მუშაობა საკუთარ თავზე უნდა იყოს სწორად წარმართული. სწორედ ამიტომ უშვებს უფალი მძიმე სასჯელს იმ დიდსქემოსანზე, რომელიც მომაკვდინებელ ცოდვაში ვარდება, რათა მან ამით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ მადლს მივიღებთ რაიმე გარეგნულის დახმარებით, ხელოვნური, მაგიური საშუალებით. მაგრამ ეს ვერ დააკმაყოფილებს ვერც ღმერთს, ვერც შინაგანად - თავად ადამიანს, ვერც სხვებს. მაგალითად, ზოგიერთი ბერი ფართო და მიწამდე ჩამოგრძელებულ სქემას იკერავს, მასზე წითელ ჯვრებს, ვარდებს, მეწამულ ტოტებს ამოქარგავს, მთელ გროვა ასოებს დაახვავებს... ანაფორსაც კი იხსნიან სიარულისას, რათა ეს სილამაზე კარგად მოჩანდეს, ზუსტად ისე, როგორც ფარისევლები, რომლებიც სამოსს აფრიალებდნენ, რადგან სურდათ, ეჩვენებინათ, თუ რაოდენ ბევრს ლოცულობდნენ. უწინდელ დროში კი სქემა ბერს ოდნავ მოუჩანდა ანაფორიდან და ისიც მხოლოდ სიარულისას. ზოგიერთი კ ი საერთოდ კაბის ქვეშ ატარებდა პატარა სქემას, რათა საერთოდ არ გამოჩენილიყო. ახლა ქარაფშუტები არიან. ამგვარად, განა მიიღებენ მადლს სქემისგან? სქემა მოიძულებს მათ, მადლი კი მიდის. მთავარი ისაა, რომ ბერი დიდსქემოსანი გახდეს შინაგანად ის კი, ვინც დიდსქემოსანი ხდება შინაგანად, თავის სქემას მალავს. გარეგნულს შინაგანი ცვლილებისაკენ არ მივყავართ. ამგვარად ადამიანები რჩებიან ზედაპირულნი, და საბოლოო ჯამში ისინი გაიგონებენ ქრისტესგან: - „არა გიცნი თქვენ...“. /ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3427
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-მამაო, რამდენი წელია, მთაწმინდაზე ვცხოვრობ და ერთხელაც არ გავმხდარვარ ღირსი არც ხილვისა და არც სულიერი გამოცხადებისა, - ეუბნებოდა მამა იოაკიმეს მთაწმინდელი რუსი მღვდელმონაზონი სოფრონი, დამაარსებელი ესექსში (ინგლისი), წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრისა და შემდგენელი წმინდა სილუანე ათონელის ცხოვრებისა.
მამა იოაკიმემ უპასუხა: -ამდენი წელია, მთაწმინდაზე ცხოვრობ, მით უმეტეს, საშინელ კარულში და თუ არა ღმერთი, ვინ გჩუქნის მოთმინებას? განა შეგიძლია იქ დარჩენა განცხადებული ღვთის მადლის გარეშე? ამაზე მეტ სასწაულს ნუ დაუწყებ ძებნას და ნურც ამაზე დიდ მადლს ისურვებ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3428
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი], მას მერე, რაც სტავროვუნის მონასტრის მონაზონი გახდა, მუდამ ცდილობდა ლოცვაში გაწაფულიყო, მაგრამ მეთოდური და უმაღლესი ხარისხის ლოცვა ათონის მთაზე ისწავლა წმიდა იოსებ ისიქასტისგან. ლოცვის ხელოვნება და მადლი თავისი გამოცდილი და ქარიზმატული დაყუდებული მასწავლებლისგან დაიმკვიდრა. მთელი მისი ცხოვრება ლოცვის მისტაგოგია იყო, ლოცვის მეშვეობით კი - ცათა სასუფევლის საიდუმლოებისა“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3429
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც გოგონა მონაზონი ხდება, იგი ქრისტეს გვირგვინს იდგამს, ხდება მისი სასძლო, ადამიანებისათვის სულიერი დედა და მათ სულიერ განახლებას შეეწევა. იგი თავისი ლოცვით, მაგალითად, ეხმარება იმას, რომ იქმნება მტკიცე ქრისტიანული ოჯახები. მაგრამ, გარდა ლოცვისა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ადამიანური დახმარებაც სჭირდებათ. ყოველი ნამდვილი მონაზონი, ერისათვის ლოცვის გარდა, მას თავისი ქცევის მანერით ეხმარება, იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა პრობლემის მიმართ, ზოგჯერ სიტყვით, რომელსაც არქონდარიკში ეტყვის რომელიმე მომლოცველს, რათა მან ცხოვრების ღრმა აზრის გაცნობიერება შესძლოს, ან რომელიმე დედას ეტყვის თანაგრძნობის სიტყვებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა მონაზონი თავად ეძიებს ურთიერთობას ერისკაცებთან და ა.შ. ეს არაფრად ვარგა, ვინაიდან საერო ყოყოჩობა სულიერ კანონებს ეჯახება, რაც ჩვენ, ბერ-მონაზვნებს სატანჯველში გვაგდებს. ეცადეთ, რამდენადაც შესაძლებელია, სხვებისთვის შეუმჩნეველნი იყოთ. ზოგიერთი ბერ-მონაზონი მიისწრაფის ტაძრის დღესასწაულზე, მათ უყვართ ერთმანეთთან ვიზიტები, იჩენენ სულიერ მეგობრებს. აი, მე კი, როდესაც იძულებული ვარ, რაიმე სულიერ საქმეზე სადმე წავიდე, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მოწამეობაზე მივდიოდე, ამას დროის დაკარგვად მივიჩნევ. ამ ორ ფაქტს ურთიერთვაპირისპირებ და სული მტკივა“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3430
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრება უფლისკენ მიმავალი გზაა. მონასტერი ის ადგილია, სადაც უფალთან ახლოს ვართ, მუდამ უფალზე ვფიქრობთ და ვლოცულობთ. ვლოცულობთ სამშობლოსთვის, ქართველი ერისთვის“.
/იღუმენია თამარი (პაპუნაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3431
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყოვლადსახიერო, მოგვფინე შენი ყოვლადწმიდა ნება; მოჰფინე ამ სავანეს, რომელშიც შენ თვითონ შეგვკრიბე; მოჰფინე ამ საძმოს, რომლის ცხონებისთვისაც დაიკალი. მოგვფინე შენი ყოვლადწმიდა ნება, ყოვლადსახიერო, რათა იგი არასდროს განეშოროს ამ საძმოს, ამ მონასტერს არ განეშოროს. სხვა არაფერი შემოვიდეს აქ, არანაირი სხვა აზრი, გარდა შენი ყოვლადწმიდა ნებისა. შენ ხომ სხვა არაფერი გინდა. ჩვენც მაგას ვითხოვთ. მოგვფინე შენი ყოვლადწმიდა ნება, რათა განუწყვეტლად და დაუღალავად იყოს ჩვენზე“.
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3432
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთ ოცი წლის გოგონას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა - ვენები გადაიჭრა, მაგრამ მისი გადარჩენა მოასწრეს. შემდეგ რომელიღაც ბერ-მონაზონმა იგი დედათა მონასტერში მიიყვანა. თავიდან საწყალს ყველაფერი აგიჟებდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც იქაური მონაზვნები გაიცნო, გონს მოვიდა და თქვა: - „აქ სხვა სამყაროს ვხედავ. შეიძლება თქვენთან დავრჩე?“ აი, ასეთია ბერ-მონაზვნის ჩუმი ქადაგება. ბევრნი ქადაგებენ, მაგრამ ადამიანებში ნდობას ცოტანი იწვევენ, რამდენადაც მათი ცხოვრება მათივე სიტყვებს არ შეესაბამება. მაგრამ ბერ-მონაზონი არ წარმოთქვამს ხმამაღალ ქადაგებებს, რომლებიც იმაზეა გათვლილი, რომ სხვებმა მოისმინონ. იგი მდუმარედ ქადაგებს ქრისტეს თავისი ცხოვრებით და მოყვასს თავისი ლოცვით ეხმარება. იგი სახარებისეული გამოცდილებით ცხოვრობს, ღვთის მადლი კი გასცემს მას. ამგვარად ბერი ქადაგებს სახარებას ყველაზე საიმედო საშუალებით, ეს კი სწორედ ისაა, რაც მსოფლიოს სწყურია, განსაკუთრებით - დღევანდელ სამყაროს. როდესაც ბერი საუბრობს, იგი არა მხოლოდ აზრს გამოხატავს, არამედ - გამოცდილებასაც. თუმცაღა აზრი, რომელიც ბერმა გამოთქვა, საკუთარ თავში ასევე ნათელს ატარებს“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3433
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა ს. მიყვებოდა:
-ერთხელ, ორი გერმანელი პილიგრიმი წმინდა ბასილის სკიტის უდაბნოში მივიყვანე. ჩვენ იქ ერთ ღარიბულ კალივაში შევედით. მისი მოძღვარი მოგვესალმა. მალე ხის ლანგრით თუნუქის ქილებში ჩასხმული წვიმის წყალი და სამი ლეღვი მოგვართვა. შემდეგ დაგვტოვა, რომ მასთან ერთად გვეტრაპეზა. სტუმართმოყვარე გულით აღძრულმა ბერდიდმა ყველაფერი მოგვიტანა, რაც კი ებადა - რამდენიმე ჩვეულებრივი ასკეტური ორცხობილა და ზეთისხილი. გერმანელებმა იხმიეს რა უდაბნოს საკვები, განცვიფრებულები იყვნენ ამ კლდეებით, ზეცისა და მიწის გასაყარზე მდებარე, ამ უკაცრიელი ადგილით, ამ უკუდურესი სიღატაკით და უპოვარებით. გაოცებულნი მდუმარედ უცერდნენ ბერდიდის მხიარულ ფიგურას და ისმენდნენ მის გამამხნევებელ სიტყვებს: „კურთხეულებო, ყველაფერს განაგებს ჩვენი ღვთისმშობელი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3434
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა ღვთისა მონასტრის იღუმენიაა და ის წარმართავს ყველაფერს“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3435
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სხვა დროს გვესაუბრა [ბერი იოსებ ვატოპედელი] ამპარტავნების შესახებ, რომელიც ურჩობას სდევს თან, და მოგვცა იმის მაგალითიც, როგორ შევებრძოლოთ მას: „მორჩილს ასეთი აზრი მოსდის: „კი მაგრამ, რატომ უნდა ვუსმინო სხვას? ჩემი აზრი ხომ მისაზე უკეთესია?“კარგი მორჩილი ასეთ შეთხვევაში ყელში უნდა სწვდეს და უთხრას: „დაიკარგე აქედან, ეშმაკო, რას მიედ-მოედები?! მე აქ იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ მსაჯული ან ბატონი გავმხდარიყავი, არამედ რათა მოვმკვდარიყავი მსოფლიოსთვის. აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი თავი უარვყო და საღმრთო პირველსახე გადმოვხატო ჩემში. რაში მაინტერესებს, რას ამბობს სხვა ადამიანი? მე ის მაინტერესებს, რომ მორჩილება გავწიო“. ესა და ეს, ამით ყველაფერს ბოლო მოეღება. ეშმაკის შემოტევა იმწუთას მთავრდება, ამის მეტი ძალა არ აქვს.
მაგრამ შეიძლება სხვა აზრიც მოგივიდეთ -საბრალოვ, როგორ დაიღალე. ვერ ხედავ, რომ ფეხები გტკივა? დაღლილი ხარ, სად უნდა წახვიდე? დაჯექი, ჯობია დაისვენო და სხვა წავიდეს შენ მაგივრად. აქაც, მონაზონი წამოიმართება და ამბობს: „რაო, რას ამბობ?! მე მორჩილი ვარ! მოწამეები ასე ფიქრობდნენ? მილიონობით მოწამე ასე ეწამა? მილიონობით ადამიანი ასე ცხონდა?“. /არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3436
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რომ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომაც მან აუცილებლად უნდა განავითაროს თავის თავში თავგანწირვა“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3437
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როგორც წმინდა მამები ამტკიცებენ, „ღამე ყველასთვის სარგებლის მომტანია“: აქ როგორც მოქმედი, ისე მჭვრეტელი მონაზონი იგულისხმება. მოქმედნი ის მონაზვნები არიან, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პირველ ეტაპზე იმყოფებიან და ბრძოლა ესაჭიროებათ, მათ საკუთარი ვნებები ღვთაებრივ სიყვარულად უნდა გადააქციონ. ისინი ერთგვარი „მენახირეები“ არიან, რადგან მუდმივად „საქონლის“ დაზიანებული სულის ვნებათაგან გამოწვეული უკეთურების დაცხრომას და ალაგმვას ცდილობენ.
მჭვრეტელი მონაზვნები კი ისინი არიან, ვინც მოქმედების ეტაპი გაიარეს, ეგვიპტური მონობიდან (ვნებებისგან) გათავისუფლდნენ და უვნებლობის უდაბნოში შეაღწიეს. ესენი „მწყემსები“ არიან (უნებლიეთ გვახსენდება, რომ დაწერილია: „მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები“. ეს მწყემსები მაცხოვრის ცხვრებზე (გონებისა და გულის სიწმინდეზე) ზრუნავენ და ღვთაებრივი ხედვის სიმაღლეზე იმყოფებიან. მამები ამბობენ, რომ ორივე კატეგორიის მონაზვნებისათვის ღამე აუცილებელი და სასარგებლოა. მოქმედი მონაზვნები დღის მანძილზე ჩადენილ ცოდვებს, „დაცემათა გამო წარმოქმნილ შეძრწუნებებს“ იხსენებენ. მაცოცხლებელი მადლის წყალობით ისინი „სამშვინველისა და სხეულის გარკვეულ მდგომარეობაში, ჭეშმარიტად და არა ოცნებით შედიან“, შემდეგ შესძახებენ და იტყვიან: „უფალი იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ისინი თავიანთ დანაშაულებრივ აზრებს, სამარცხვინო სურვილებს და ცოდვილ საქმეებს საკუთარი ქვეცნობიერის ქვაბულებში არ ტოვებენ, ამ ღვიმეებში მადლის მეოხებით შედიან და ყველაფერ უცხოს განდევნიან, რაც მათ უკვე უკუაგდეს და ჩამოიშორეს, - ამით განიკურნებიან, განწმედენ გულსა და გონებას არა მარტო რთული, არამედ უბრალო ფიქრებისგანაც. მჭვრეტელები ღამის საათებს განსხვავებულად იყენებენ. ისინი არაბუნებრივი მდგომარეობისგან განწმენდილები, ძირითადად წმიდა სამების ერთარს ღმერთს ადიდებენ. მათი გონება მდუმარებაშია. მათი გონი და გული მჭვრეტელობითი აზროვნების უმაღლესი მწვერვალებისკენაა მიმართული. ისინი შებინდებისას შესაქმის იმ დღეზე ფიქრობენ, როცა „ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაი იქცეოდა ზედა წყალთა“. როგორც კი ვარსკვლავები გამოჩნდებიან, ისინი უმალ მათი შექმნის მომენტს იხსენებენ და ანგელოზების მსგავსად, რომლებმაც ღმერთის დიდება უმალ დაიწყეს, ღმერთს მთელი ქმნილების გამო უფლობენ. მაშინ, როდესაც სხვებს სძინავთ და ისეთ მდგომარეობაში არიან, თითქოს არც კი არსებობენ, მჭვრეტელი მონაზვნები მღვიძარებენ, თითქოს ღმერთთან მარტონი რჩებიან და შემოქმედს დიდებით ისე მოსავენ, როგორც ადამი უფალს დაცემამდე ადიდებდა. ჭექა-ქუხილის შემთხვევაში, ისინი განკითხვის დღეზე ფიქრობენ. ჩიტების ხმიერება მათ იმ საყვირების ხმად ჩაესმით, რომლებიც საფლავებში მყოფთ მკვდრეთით აღდგომისკენ მოუწოდებენ. განთიადი და ცისკარი მათ ცხოველმყოფელ ჯვრად და კაცის ძედ ევლინებათ. მზის სხივთა ბრწყინვა ჭეშმარიტების მზის, ქრისტეს დიდებით მოსვლას ახსენებს. ამ დროს ქრისტეს სადიდებლად წამომდგარნი ის წმინდანები არიან, რომლებიც „უფლის შესახვედრად ღრუბლებში აღიტაცებიან“. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, ღრუბლებს ზემოთ აღგიტაცებენ, რათა ჰაერში უფალს შევეგებოთ და, სამუდამოდ უფალთან ვიყოთ. მაგრამ ვინც მზის ამოსვლისას უგულებელყოფს ღმერთის დიდებას და ვისაც სძინავს, ისინი ცოდვილები არიან და მომავალ სამსჯავროზე განკითხვას ექვემდებარებიან“. /არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3438
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყოვლადსახიერო, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. აქაა ჩემი სენაკი, ესაა ჩემი სახელოსნო, ამ სენაკში შენ თვითონ მომიწოდე. ესაა ჩემი სახელოსნო, ეს სახელოსნო კი შენთანაა შეერთებული. სწორედ აქ უნდა მივიღო გულსავსება. არც სიკვდილი მინდა, არც სიცოცხლე, არამედ იქ, ამ ადგილას მინდა მაუწყო, რომ შეიწირე ჩემი ლოცვა და შემიწყალე“.
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3439
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუკი ბერ-მონაზვნები არ იქნებიან ყურადღებიანნი, მათი გული შეიძლება, სრულიად გაქვავდეს. ერისკაცები ხედავენ თავიანთი ახლობლების უბედურებებს და მათ გამო განიცდიან. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და შეგვიძლია, იქამდეც მივიდეთ, რომ ყოველივეს მხოლოდ ჩვენთვის ვითხოვდეთ. თუკი ჩვენ ფაქიზი ღვაწლით არ ვართ დაკავებულნი, რომ სხვა ადამიანების უბედურება განვიცადოთ და მათთვის გულისმიერი ლოცვა აღვასრულოთ, მაშინ გულსასტიკნი გავხდებით. ჩვენ იქამდე დავალთ, რომ საკუთარი სარგებლისაკენ დავიწყებთ სწრაფვას, და ჩვენი გული განურჩევლობის გამო გაქვავდება. ეს სახარებას ეწინააღმდეგება. ბერ-მონაზონი თანაგრძნობას უნდა ავლენდეს, განიდიდეს ტკივილს და ყველა ადამიანისთვის ლოცულობდეს. ეს არ მოაცდენს მას, არამედ, პირიქით, ლოცვით იგი თავის თავსაც შეეწევა და სხვებსაც“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3440
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოძღვარი მამა გ. ამბობდა:
- უდრტვინელი მოთმინება, რომელსაც მონასტრის (ანუ კინოვიური) მამები იჩენენ, მათ უფრო დიდ სულიერ ნიჭებს უბოძებს, იმათზე მეტს, რომლითაც განმარტოებით მცხოვრები მოსაგრეები ჯილდოვდებიან“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 11:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი