IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 171 172 173 174 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 2 2022, 09:51 AM
პოსტი #3429


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც გოგონა მონაზონი ხდება, იგი ქრისტეს გვირგვინს იდგამს, ხდება მისი სასძლო, ადამიანებისათვის სულიერი დედა და მათ სულიერ განახლებას შეეწევა. იგი თავისი ლოცვით, მაგალითად, ეხმარება იმას, რომ იქმნება მტკიცე ქრისტიანული ოჯახები. მაგრამ, გარდა ლოცვისა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ადამიანური დახმარებაც სჭირდებათ. ყოველი ნამდვილი მონაზონი, ერისათვის ლოცვის გარდა, მას თავისი ქცევის მანერით ეხმარება, იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა პრობლემის მიმართ, ზოგჯერ სიტყვით, რომელსაც არქონდარიკში ეტყვის რომელიმე მომლოცველს, რათა მან ცხოვრების ღრმა აზრის გაცნობიერება შესძლოს, ან რომელიმე დედას ეტყვის თანაგრძნობის სიტყვებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა მონაზონი თავად ეძიებს ურთიერთობას ერისკაცებთან და ა.შ. ეს არაფრად ვარგა, ვინაიდან საერო ყოყოჩობა სულიერ კანონებს ეჯახება, რაც ჩვენ, ბერ-მონაზვნებს სატანჯველში გვაგდებს. ეცადეთ, რამდენადაც შესაძლებელია, სხვებისთვის შეუმჩნეველნი იყოთ. ზოგიერთი ბერ-მონაზონი მიისწრაფის ტაძრის დღესასწაულზე, მათ უყვართ ერთმანეთთან ვიზიტები, იჩენენ სულიერ მეგობრებს. აი, მე კი, როდესაც იძულებული ვარ, რაიმე სულიერ საქმეზე სადმე წავიდე, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მოწამეობაზე მივდიოდე, ამას დროის დაკარგვად მივიჩნევ. ამ ორ ფაქტს ურთიერთვაპირისპირებ და სული მტკივა“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2022, 12:35 PM
პოსტი #3430


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრება უფლისკენ მიმავალი გზაა. მონასტერი ის ადგილია, სადაც უფალთან ახლოს ვართ, მუდამ უფალზე ვფიქრობთ და ვლოცულობთ. ვლოცულობთ სამშობლოსთვის, ქართველი ერისთვის“.

/იღუმენია თამარი (პაპუნაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 10:43 AM
პოსტი #3431


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოვლადსახიერო, მოგვფინე შენი ყოვლადწმიდა ნება; მოჰფინე ამ სავანეს, რომელშიც შენ თვითონ შეგვკრიბე; მოჰფინე ამ საძმოს, რომლის ცხონებისთვისაც დაიკალი. მოგვფინე შენი ყოვლადწმიდა ნება, ყოვლადსახიერო, რათა იგი არასდროს განეშოროს ამ საძმოს, ამ მონასტერს არ განეშოროს. სხვა არაფერი შემოვიდეს აქ, არანაირი სხვა აზრი, გარდა შენი ყოვლადწმიდა ნებისა. შენ ხომ სხვა არაფერი გინდა. ჩვენც მაგას ვითხოვთ. მოგვფინე შენი ყოვლადწმიდა ნება, რათა განუწყვეტლად და დაუღალავად იყოს ჩვენზე“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2022, 11:10 AM
პოსტი #3432


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთ ოცი წლის გოგონას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა - ვენები გადაიჭრა, მაგრამ მისი გადარჩენა მოასწრეს. შემდეგ რომელიღაც ბერ-მონაზონმა იგი დედათა მონასტერში მიიყვანა. თავიდან საწყალს ყველაფერი აგიჟებდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც იქაური მონაზვნები გაიცნო, გონს მოვიდა და თქვა: - „აქ სხვა სამყაროს ვხედავ. შეიძლება თქვენთან დავრჩე?“ აი, ასეთია ბერ-მონაზვნის ჩუმი ქადაგება. ბევრნი ქადაგებენ, მაგრამ ადამიანებში ნდობას ცოტანი იწვევენ, რამდენადაც მათი ცხოვრება მათივე სიტყვებს არ შეესაბამება. მაგრამ ბერ-მონაზონი არ წარმოთქვამს ხმამაღალ ქადაგებებს, რომლებიც იმაზეა გათვლილი, რომ სხვებმა მოისმინონ. იგი მდუმარედ ქადაგებს ქრისტეს თავისი ცხოვრებით და მოყვასს თავისი ლოცვით ეხმარება. იგი სახარებისეული გამოცდილებით ცხოვრობს, ღვთის მადლი კი გასცემს მას. ამგვარად ბერი ქადაგებს სახარებას ყველაზე საიმედო საშუალებით, ეს კი სწორედ ისაა, რაც მსოფლიოს სწყურია, განსაკუთრებით - დღევანდელ სამყაროს. როდესაც ბერი საუბრობს, იგი არა მხოლოდ აზრს გამოხატავს, არამედ - გამოცდილებასაც. თუმცაღა აზრი, რომელიც ბერმა გამოთქვა, საკუთარ თავში ასევე ნათელს ატარებს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2022, 12:23 PM
პოსტი #3433


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ს. მიყვებოდა:

-ერთხელ, ორი გერმანელი პილიგრიმი წმინდა ბასილის სკიტის უდაბნოში მივიყვანე. ჩვენ იქ ერთ ღარიბულ კალივაში შევედით. მისი მოძღვარი მოგვესალმა. მალე ხის ლანგრით თუნუქის ქილებში ჩასხმული წვიმის წყალი და სამი ლეღვი მოგვართვა. შემდეგ დაგვტოვა, რომ მასთან ერთად გვეტრაპეზა. სტუმართმოყვარე გულით აღძრულმა ბერდიდმა ყველაფერი მოგვიტანა, რაც კი ებადა - რამდენიმე ჩვეულებრივი ასკეტური ორცხობილა და ზეთისხილი.

გერმანელებმა იხმიეს რა უდაბნოს საკვები, განცვიფრებულები იყვნენ ამ კლდეებით, ზეცისა და მიწის გასაყარზე მდებარე, ამ უკაცრიელი ადგილით, ამ უკუდურესი სიღატაკით და უპოვარებით. გაოცებულნი მდუმარედ უცერდნენ ბერდიდის მხიარულ ფიგურას და ისმენდნენ მის გამამხნევებელ სიტყვებს: „კურთხეულებო, ყველაფერს განაგებს ჩვენი ღვთისმშობელი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2022, 10:53 AM
პოსტი #3434


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა ღვთისა მონასტრის იღუმენიაა და ის წარმართავს ყველაფერს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 11:07 AM
პოსტი #3435


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხვა დროს გვესაუბრა [ბერი იოსებ ვატოპედელი] ამპარტავნების შესახებ, რომელიც ურჩობას სდევს თან, და მოგვცა იმის მაგალითიც, როგორ შევებრძოლოთ მას: „მორჩილს ასეთი აზრი მოსდის: „კი მაგრამ, რატომ უნდა ვუსმინო სხვას? ჩემი აზრი ხომ მისაზე უკეთესია?“კარგი მორჩილი ასეთ შეთხვევაში ყელში უნდა სწვდეს და უთხრას: „დაიკარგე აქედან, ეშმაკო, რას მიედ-მოედები?! მე აქ იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ მსაჯული ან ბატონი გავმხდარიყავი, არამედ რათა მოვმკვდარიყავი მსოფლიოსთვის. აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი თავი უარვყო და საღმრთო პირველსახე გადმოვხატო ჩემში. რაში მაინტერესებს, რას ამბობს სხვა ადამიანი? მე ის მაინტერესებს, რომ მორჩილება გავწიო“. ესა და ეს, ამით ყველაფერს ბოლო მოეღება. ეშმაკის შემოტევა იმწუთას მთავრდება, ამის მეტი ძალა არ აქვს.
მაგრამ შეიძლება სხვა აზრიც მოგივიდეთ
-საბრალოვ, როგორ დაიღალე. ვერ ხედავ, რომ ფეხები გტკივა? დაღლილი ხარ, სად უნდა წახვიდე? დაჯექი, ჯობია დაისვენო და სხვა წავიდეს შენ მაგივრად.
აქაც, მონაზონი წამოიმართება და ამბობს:
„რაო, რას ამბობ?! მე მორჩილი ვარ! მოწამეები ასე ფიქრობდნენ? მილიონობით მოწამე ასე ეწამა? მილიონობით ადამიანი ასე ცხონდა?“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2022, 12:06 PM
პოსტი #3436


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რომ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომაც მან აუცილებლად უნდა განავითაროს თავის თავში თავგანწირვა“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2022, 10:55 AM
პოსტი #3437


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც წმინდა მამები ამტკიცებენ, „ღამე ყველასთვის სარგებლის მომტანია“: აქ როგორც მოქმედი, ისე მჭვრეტელი მონაზონი იგულისხმება. მოქმედნი ის მონაზვნები არიან, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პირველ ეტაპზე იმყოფებიან და ბრძოლა ესაჭიროებათ, მათ საკუთარი ვნებები ღვთაებრივ სიყვარულად უნდა გადააქციონ. ისინი ერთგვარი „მენახირეები“ არიან, რადგან მუდმივად „საქონლის“ დაზიანებული სულის ვნებათაგან გამოწვეული უკეთურების დაცხრომას და ალაგმვას ცდილობენ.

მჭვრეტელი მონაზვნები კი ისინი არიან, ვინც მოქმედების ეტაპი გაიარეს, ეგვიპტური მონობიდან (ვნებებისგან) გათავისუფლდნენ და უვნებლობის უდაბნოში შეაღწიეს. ესენი „მწყემსები“ არიან (უნებლიეთ გვახსენდება, რომ დაწერილია: „მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები“. ეს მწყემსები მაცხოვრის ცხვრებზე (გონებისა და გულის სიწმინდეზე) ზრუნავენ და ღვთაებრივი ხედვის სიმაღლეზე იმყოფებიან.

მამები ამბობენ, რომ ორივე კატეგორიის მონაზვნებისათვის ღამე აუცილებელი და სასარგებლოა. მოქმედი მონაზვნები დღის მანძილზე ჩადენილ ცოდვებს, „დაცემათა გამო წარმოქმნილ შეძრწუნებებს“ იხსენებენ. მაცოცხლებელი მადლის წყალობით ისინი „სამშვინველისა და სხეულის გარკვეულ მდგომარეობაში, ჭეშმარიტად და არა ოცნებით შედიან“, შემდეგ შესძახებენ და იტყვიან: „უფალი იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ისინი თავიანთ დანაშაულებრივ აზრებს, სამარცხვინო სურვილებს და ცოდვილ საქმეებს საკუთარი ქვეცნობიერის ქვაბულებში არ ტოვებენ, ამ ღვიმეებში მადლის მეოხებით შედიან და ყველაფერ უცხოს განდევნიან, რაც მათ უკვე უკუაგდეს და ჩამოიშორეს, - ამით განიკურნებიან, განწმედენ გულსა და გონებას არა მარტო რთული, არამედ უბრალო ფიქრებისგანაც.

მჭვრეტელები ღამის საათებს განსხვავებულად იყენებენ. ისინი არაბუნებრივი მდგომარეობისგან განწმენდილები, ძირითადად წმიდა სამების ერთარს ღმერთს ადიდებენ. მათი გონება მდუმარებაშია. მათი გონი და გული მჭვრეტელობითი აზროვნების უმაღლესი მწვერვალებისკენაა მიმართული. ისინი შებინდებისას შესაქმის იმ დღეზე ფიქრობენ, როცა „ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაი იქცეოდა ზედა წყალთა“. როგორც კი ვარსკვლავები გამოჩნდებიან, ისინი უმალ მათი შექმნის მომენტს იხსენებენ და ანგელოზების მსგავსად, რომლებმაც ღმერთის დიდება უმალ დაიწყეს, ღმერთს მთელი ქმნილების გამო უფლობენ.

მაშინ, როდესაც სხვებს სძინავთ და ისეთ მდგომარეობაში არიან, თითქოს არც კი არსებობენ, მჭვრეტელი მონაზვნები მღვიძარებენ, თითქოს ღმერთთან მარტონი რჩებიან და შემოქმედს დიდებით ისე მოსავენ, როგორც ადამი უფალს დაცემამდე ადიდებდა. ჭექა-ქუხილის შემთხვევაში, ისინი განკითხვის დღეზე ფიქრობენ. ჩიტების ხმიერება მათ იმ საყვირების ხმად ჩაესმით, რომლებიც საფლავებში მყოფთ მკვდრეთით აღდგომისკენ მოუწოდებენ. განთიადი და ცისკარი მათ ცხოველმყოფელ ჯვრად და კაცის ძედ ევლინებათ. მზის სხივთა ბრწყინვა ჭეშმარიტების მზის, ქრისტეს დიდებით მოსვლას ახსენებს. ამ დროს ქრისტეს სადიდებლად წამომდგარნი ის წმინდანები არიან, რომლებიც „უფლის შესახვედრად ღრუბლებში აღიტაცებიან“. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, ღრუბლებს ზემოთ აღგიტაცებენ, რათა ჰაერში უფალს შევეგებოთ და, სამუდამოდ უფალთან ვიყოთ. მაგრამ ვინც მზის ამოსვლისას უგულებელყოფს ღმერთის დიდებას და ვისაც სძინავს, ისინი ცოდვილები არიან და მომავალ სამსჯავროზე განკითხვას ექვემდებარებიან“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2022, 11:43 AM
პოსტი #3438


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოვლადსახიერო, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. აქაა ჩემი სენაკი, ესაა ჩემი სახელოსნო, ამ სენაკში შენ თვითონ მომიწოდე. ესაა ჩემი სახელოსნო, ეს სახელოსნო კი შენთანაა შეერთებული. სწორედ აქ უნდა მივიღო გულსავსება. არც სიკვდილი მინდა, არც სიცოცხლე, არამედ იქ, ამ ადგილას მინდა მაუწყო, რომ შეიწირე ჩემი ლოცვა და შემიწყალე“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2022, 10:37 AM
პოსტი #3439


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუკი ბერ-მონაზვნები არ იქნებიან ყურადღებიანნი, მათი გული შეიძლება, სრულიად გაქვავდეს. ერისკაცები ხედავენ თავიანთი ახლობლების უბედურებებს და მათ გამო განიცდიან. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და შეგვიძლია, იქამდეც მივიდეთ, რომ ყოველივეს მხოლოდ ჩვენთვის ვითხოვდეთ. თუკი ჩვენ ფაქიზი ღვაწლით არ ვართ დაკავებულნი, რომ სხვა ადამიანების უბედურება განვიცადოთ და მათთვის გულისმიერი ლოცვა აღვასრულოთ, მაშინ გულსასტიკნი გავხდებით. ჩვენ იქამდე დავალთ, რომ საკუთარი სარგებლისაკენ დავიწყებთ სწრაფვას, და ჩვენი გული განურჩევლობის გამო გაქვავდება. ეს სახარებას ეწინააღმდეგება. ბერ-მონაზონი თანაგრძნობას უნდა ავლენდეს, განიდიდეს ტკივილს და ყველა ადამიანისთვის ლოცულობდეს. ეს არ მოაცდენს მას, არამედ, პირიქით, ლოცვით იგი თავის თავსაც შეეწევა და სხვებსაც“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2022, 12:35 PM
პოსტი #3440


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოძღვარი მამა გ. ამბობდა:

- უდრტვინელი მოთმინება, რომელსაც მონასტრის (ანუ კინოვიური) მამები იჩენენ, მათ უფრო დიდ სულიერ ნიჭებს უბოძებს, იმათზე მეტს, რომლითაც განმარტოებით მცხოვრები მოსაგრეები ჯილდოვდებიან“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2022, 09:44 AM
პოსტი #3441


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] განსაკუთრებულ მნიშვნელობას შინაგან მორჩილებას ანიჭებდა. მონაზონი მოძღვრის სულს უნდა ითვისებდეს და ითავსებდეს. საკუთარი აზროვნების წესი მოძღვრის აზროვნების წესს უნდა გაუიგივოს. ამგვარად მიაღწევს განუსჯელ მორჩილებას. ეს არის მონაზვნის წარმატების საიდუმლო გასაღები. მორჩილება არის საფუძველი. მორჩილებით იწყება ყველაფერი. მორჩილებასვე მოაქვს ლოცვა, როგორც ვთქვით. ბერი ემელიანე სიმონპეტრელი ამბობდა: მორჩილება ის ელემენტია, რომელიც მონასტრის ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავს. ამიტომაცაა, რომ მონაზონს მორჩილი ეწოდება, ხოლო მონაზვნურ ცხოვრებას - მორჩილება. ამიტომაც პირველ ადგილზე დგას მორჩილება, განუსჯელი მორჩილება, შინაგანი მორჩილება და არა მარტო გარეგნული დაქვემდებარება. როდესაც ვამბობთ „მონაზონი“, ვგულისხმობთ მორჩილ ადამიანს, იმას, ვინც თავი სრულად გააგივა ღმერთის მსახურ ადამიანთან. ბერი იოსები უბრალო პრაქტიკულ რჩევას გვაძლევდა ხოლმე - მოძღვრის ხსოვნა მის არყოფნაშიც შეგვენარჩუნებინა. ეს მონაზონს იმაში ეხმარება, რომ მოძღვრის აზროვნების, მისი სულის მორჩლება ისწავლოს. „მოძღვარი აქ რომ იყოს, როგორ მოვიქცეოდი? რას გავაკეთებდი მის აქ ყოფნაში?“

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2022, 12:22 PM
პოსტი #3442


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თუკი მონასტრის საძმოში ვინმეს აქვს სულიერი სიმამაცე, მაშინ, აი, ნახავ, ადგილზევე მიაჭედებს ბოროტი მიზნით მოსულს: ერთი ფეხით მონასტრის ეზოში, მეორით კი - მის გარეთ! ის თავში „ესვრის“ ბოროტმოქმედს სულიერად: არა პისტოლეტიდან, არამედ - სკვნილიდან: ლოცვას დაიწყებს თუ არა, ბოროტმოქმედი უძრავად დარჩება. გაშეშდება, როგორც გუშაგი“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2022, 10:22 AM
პოსტი #3443


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა ილარიონი [ყანჩაველი] ყოველთვის თურქულად საუბრობდა, მოწაფე კი ბერძნულად თარგმნიდა, რადგან ბერმა ცუდად იცოდა ბერძნული. რუსულიც კარგად აღარ ახსოვდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა რუსულად და ბერძნულად ძალიან კარგად იწყებდა ლაპარაკს, მაგრამ ენის ცოდნის გამო კი არა, არამედ ზეციური შთაგონებით, მნიშვნელოვანი სულიერი საჭიროების შემთხვევაში.

მაგალითად, როცა პეჩორის მამათა სენაკში ცხოვრობდა, იქ იყო რუსი ბერი მამა თეონა, რომელიც დიდ მორჩილებასთან ერთად, დურგალიც იყო და მნათეც. ერთ ღამეს მასთან დემონი მივიდა ადამიანის სახით, რომელმაც ღვინო მოსთხოვა, მაგრამ მამა თეონა შეეწინააღმდეგა და მათ შორის დავა გაიმართა. მამა თეონა იქამდე გაცხარდა, რომ ყვირილი დაუწყო დემონს. ხმაურზე აღელვებული ბერები მივიდნენ. მამა ილარიონმა თავისთან წაიყვანა და დამშვიდება დაუწყო მამა თეონას, აუხსნა, რომ ეს ბოროტმა შურით გააკეთა, რადგან ეზიზღებოდა მისი გულმოდგინე მსახურება. ბერი იქამდე ესაუბრა, სანამ მამა თეონა სრულიად არ დააწყნარა.

მხოლოდ დილას მიხვდა, რომ რუსულად საუბრობდნენ. როცა მამა თეონა წირვის შემდეგ ისევ მივიდა მასთან და რუსულად დაუწყო საუბარი, მამა ილარიონმა განუცხადა, რომ არაფერი ესმოდა. ბერს ძლიერ გაუკვირდა, რადგან წინა ღამით რუსულად საუბრობდნენ. ამაზე მამა ილარიონმა მიუგო, რომ ღმერთმა საჭიროების გამო გააგონა მას თეონას რუსულად საუბარი, სინამდვილეში კი რუსულის არაფერი გაეგებოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2022, 10:21 AM
პოსტი #3444


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამდენი წელია მონაზვნები ხართ, თქვენ თვითონ უნდა იყოთ უკვე მასწავლებლები და მოძღვრები, თქვენ კი ელემენტარული რამეები გეშლებათ“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2022, 11:39 AM
პოსტი #3445


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ-მონაზონი დღეს უნდა სულიერად ცხოვრობდეს, იმისათვის, რომ მზად იყოს, სიძნელეები გადალახოს. იგი უნდა ემზადებოდეს, რომ სიღატაკე მას ფრთებს არ აკვეცდეს, სხვაგვარად იგი შეიძლება, ქრისტეს უარყოფამდეც კი მივიდეს. მოვა დრო, როცა მდინარეები დაშრება, ყველას წყურვილი გააწამებს, ყველა დაიტანჯება. ჩვენთვის, ბერ-მონაზვნებისთვის ეს ისეთი საშიში არაა. წყურვილისგან დაიტანჯები? ჩვენ სწორედ რომ ასე უნდა ვიტანჯოთ, ჩვენ ხომ დავადექით გზას და ვესწრაფით ბოროტ სატანჯველს. მაშინ ვიტყვი: „იმას, რასაც არ ვაკეთებდი ნებაყოფლობით, როგორც მონაზონი , - გავაკეთებ უნებურად, რათა გავიგო, რას ნიშნავს იყო მონაზონი. გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო!“ მაგრამ ერი? საწყალი ქვეყნიერება! რაზე უნდა ილაპარაკო, როცა იქამდე დადიან, რომ ისეთ ბომბებს იგონებენ, რომლებიც ადამიანს კლავს, მაგრამ შენობებს არ ანგრევს! თუ ქრისტემ თქვა, რომ ერთი სული იმდენი ღირს, რამდენიც მთელი მსოფლიო. მათთვის კი შენობები მთელ ქვეყნიერებაზე ძვირფასია, ეს საშინლებაა!“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2022, 09:37 AM
პოსტი #3446


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ძველმა მონაზონმა თქვა:
-ავადმყოფობა - ეს ღვთაებრივი მოხილვაა, ეს უდიდესი ნიჭია ღვთისა. ადამიანს შეუძლია, ღმერთს მიართვას თავისი ტკივილი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2022, 11:04 AM
პოსტი #3447


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსები [ვატოპედელი] სიკვდილის შემდეგაც გვიჩვენებს თავისი თანყოფნის ნიშნებს, რაც იმას ამტკიცებს, თუ რა სულიერი მდგომარეობისთვის მიეღწია ცხოვრებაშივე. მრავალ მონაზონს ამხნევებს, პრობლემებს უგვარებს, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოჰყავს. ერთ-ერთი მონაზვნის დამ ერთხელ სიზმარში მისი საფლავი იხილა. სურდა თაყვანი ეცა, მაგრამ იქიდან ბერი ამოვიდა და უთხრა: არ ხარ ამის ღირსი, რადგან შვილიერებას უშლი ხელსო. მართლაც ასე იყო. სხვათა შორის, სიცოცხლეში ერთ საღამოს სასწრაფოდ ერში გავიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცნობი ქალისთვის აბორტის გაკეთება დაეშალა. მისი მოსიყვარულე სული გულგრილი არასდროს რჩებოდა ადამიანის ტკივილის მიმართ“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2022, 10:09 AM
პოსტი #3448


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,110
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, როგორი სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს და გამოხატოს მონაზონმა დღევანდელ რთულ სიტუაციასთან მიმართებაში?

-პირველ ადგილზე უნდა დადგეს ლოცვა, სწორი ცხოვრება, პირადი მაგალითი. ხოლო, როცა საჭიროა და სადაც საჭიროა, დაე, ამბობდეს კიდეც, გამოხატავდეს თავის პოზიციას.

-ანუ, როცა რაიმე საბაბი ექნება, მონაზონმა უნდა ილაპარაკოს?

-აბა, როგორ?! ვინ უნდა ილაპარაკოს, თუ არა - ბერ-მონაზონმა? ბერ-მონაზონს არაფრის უნდა ეშინოდეს. დანარჩენებს პანღურის ეშინიათ. ვინ ჩაერთვება ბრძოლაში პირველი, თუ არა ჩვენ - ადამიანები, რომლებმაც თავი უფალს მივუძღვენით? გულისთქმა მეუბნება, რომ უფალი არ დაგვტოვებს, არ მიგვატოვებს!“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 171 172 173 174 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd August 2025 - 01:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი