IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 171 172 173 174 175 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 14 2022, 09:44 AM
პოსტი #3441


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] განსაკუთრებულ მნიშვნელობას შინაგან მორჩილებას ანიჭებდა. მონაზონი მოძღვრის სულს უნდა ითვისებდეს და ითავსებდეს. საკუთარი აზროვნების წესი მოძღვრის აზროვნების წესს უნდა გაუიგივოს. ამგვარად მიაღწევს განუსჯელ მორჩილებას. ეს არის მონაზვნის წარმატების საიდუმლო გასაღები. მორჩილება არის საფუძველი. მორჩილებით იწყება ყველაფერი. მორჩილებასვე მოაქვს ლოცვა, როგორც ვთქვით. ბერი ემელიანე სიმონპეტრელი ამბობდა: მორჩილება ის ელემენტია, რომელიც მონასტრის ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავს. ამიტომაცაა, რომ მონაზონს მორჩილი ეწოდება, ხოლო მონაზვნურ ცხოვრებას - მორჩილება. ამიტომაც პირველ ადგილზე დგას მორჩილება, განუსჯელი მორჩილება, შინაგანი მორჩილება და არა მარტო გარეგნული დაქვემდებარება. როდესაც ვამბობთ „მონაზონი“, ვგულისხმობთ მორჩილ ადამიანს, იმას, ვინც თავი სრულად გააგივა ღმერთის მსახურ ადამიანთან. ბერი იოსები უბრალო პრაქტიკულ რჩევას გვაძლევდა ხოლმე - მოძღვრის ხსოვნა მის არყოფნაშიც შეგვენარჩუნებინა. ეს მონაზონს იმაში ეხმარება, რომ მოძღვრის აზროვნების, მისი სულის მორჩლება ისწავლოს. „მოძღვარი აქ რომ იყოს, როგორ მოვიქცეოდი? რას გავაკეთებდი მის აქ ყოფნაში?“

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2022, 12:22 PM
პოსტი #3442


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თუკი მონასტრის საძმოში ვინმეს აქვს სულიერი სიმამაცე, მაშინ, აი, ნახავ, ადგილზევე მიაჭედებს ბოროტი მიზნით მოსულს: ერთი ფეხით მონასტრის ეზოში, მეორით კი - მის გარეთ! ის თავში „ესვრის“ ბოროტმოქმედს სულიერად: არა პისტოლეტიდან, არამედ - სკვნილიდან: ლოცვას დაიწყებს თუ არა, ბოროტმოქმედი უძრავად დარჩება. გაშეშდება, როგორც გუშაგი“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2022, 10:22 AM
პოსტი #3443


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა ილარიონი [ყანჩაველი] ყოველთვის თურქულად საუბრობდა, მოწაფე კი ბერძნულად თარგმნიდა, რადგან ბერმა ცუდად იცოდა ბერძნული. რუსულიც კარგად აღარ ახსოვდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა რუსულად და ბერძნულად ძალიან კარგად იწყებდა ლაპარაკს, მაგრამ ენის ცოდნის გამო კი არა, არამედ ზეციური შთაგონებით, მნიშვნელოვანი სულიერი საჭიროების შემთხვევაში.

მაგალითად, როცა პეჩორის მამათა სენაკში ცხოვრობდა, იქ იყო რუსი ბერი მამა თეონა, რომელიც დიდ მორჩილებასთან ერთად, დურგალიც იყო და მნათეც. ერთ ღამეს მასთან დემონი მივიდა ადამიანის სახით, რომელმაც ღვინო მოსთხოვა, მაგრამ მამა თეონა შეეწინააღმდეგა და მათ შორის დავა გაიმართა. მამა თეონა იქამდე გაცხარდა, რომ ყვირილი დაუწყო დემონს. ხმაურზე აღელვებული ბერები მივიდნენ. მამა ილარიონმა თავისთან წაიყვანა და დამშვიდება დაუწყო მამა თეონას, აუხსნა, რომ ეს ბოროტმა შურით გააკეთა, რადგან ეზიზღებოდა მისი გულმოდგინე მსახურება. ბერი იქამდე ესაუბრა, სანამ მამა თეონა სრულიად არ დააწყნარა.

მხოლოდ დილას მიხვდა, რომ რუსულად საუბრობდნენ. როცა მამა თეონა წირვის შემდეგ ისევ მივიდა მასთან და რუსულად დაუწყო საუბარი, მამა ილარიონმა განუცხადა, რომ არაფერი ესმოდა. ბერს ძლიერ გაუკვირდა, რადგან წინა ღამით რუსულად საუბრობდნენ. ამაზე მამა ილარიონმა მიუგო, რომ ღმერთმა საჭიროების გამო გააგონა მას თეონას რუსულად საუბარი, სინამდვილეში კი რუსულის არაფერი გაეგებოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2022, 10:21 AM
პოსტი #3444


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამდენი წელია მონაზვნები ხართ, თქვენ თვითონ უნდა იყოთ უკვე მასწავლებლები და მოძღვრები, თქვენ კი ელემენტარული რამეები გეშლებათ“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2022, 11:39 AM
პოსტი #3445


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ-მონაზონი დღეს უნდა სულიერად ცხოვრობდეს, იმისათვის, რომ მზად იყოს, სიძნელეები გადალახოს. იგი უნდა ემზადებოდეს, რომ სიღატაკე მას ფრთებს არ აკვეცდეს, სხვაგვარად იგი შეიძლება, ქრისტეს უარყოფამდეც კი მივიდეს. მოვა დრო, როცა მდინარეები დაშრება, ყველას წყურვილი გააწამებს, ყველა დაიტანჯება. ჩვენთვის, ბერ-მონაზვნებისთვის ეს ისეთი საშიში არაა. წყურვილისგან დაიტანჯები? ჩვენ სწორედ რომ ასე უნდა ვიტანჯოთ, ჩვენ ხომ დავადექით გზას და ვესწრაფით ბოროტ სატანჯველს. მაშინ ვიტყვი: „იმას, რასაც არ ვაკეთებდი ნებაყოფლობით, როგორც მონაზონი , - გავაკეთებ უნებურად, რათა გავიგო, რას ნიშნავს იყო მონაზონი. გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო!“ მაგრამ ერი? საწყალი ქვეყნიერება! რაზე უნდა ილაპარაკო, როცა იქამდე დადიან, რომ ისეთ ბომბებს იგონებენ, რომლებიც ადამიანს კლავს, მაგრამ შენობებს არ ანგრევს! თუ ქრისტემ თქვა, რომ ერთი სული იმდენი ღირს, რამდენიც მთელი მსოფლიო. მათთვის კი შენობები მთელ ქვეყნიერებაზე ძვირფასია, ეს საშინლებაა!“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2022, 09:37 AM
პოსტი #3446


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ძველმა მონაზონმა თქვა:
-ავადმყოფობა - ეს ღვთაებრივი მოხილვაა, ეს უდიდესი ნიჭია ღვთისა. ადამიანს შეუძლია, ღმერთს მიართვას თავისი ტკივილი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2022, 11:04 AM
პოსტი #3447


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსები [ვატოპედელი] სიკვდილის შემდეგაც გვიჩვენებს თავისი თანყოფნის ნიშნებს, რაც იმას ამტკიცებს, თუ რა სულიერი მდგომარეობისთვის მიეღწია ცხოვრებაშივე. მრავალ მონაზონს ამხნევებს, პრობლემებს უგვარებს, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოჰყავს. ერთ-ერთი მონაზვნის დამ ერთხელ სიზმარში მისი საფლავი იხილა. სურდა თაყვანი ეცა, მაგრამ იქიდან ბერი ამოვიდა და უთხრა: არ ხარ ამის ღირსი, რადგან შვილიერებას უშლი ხელსო. მართლაც ასე იყო. სხვათა შორის, სიცოცხლეში ერთ საღამოს სასწრაფოდ ერში გავიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცნობი ქალისთვის აბორტის გაკეთება დაეშალა. მისი მოსიყვარულე სული გულგრილი არასდროს რჩებოდა ადამიანის ტკივილის მიმართ“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2022, 10:09 AM
პოსტი #3448


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, როგორი სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს და გამოხატოს მონაზონმა დღევანდელ რთულ სიტუაციასთან მიმართებაში?

-პირველ ადგილზე უნდა დადგეს ლოცვა, სწორი ცხოვრება, პირადი მაგალითი. ხოლო, როცა საჭიროა და სადაც საჭიროა, დაე, ამბობდეს კიდეც, გამოხატავდეს თავის პოზიციას.

-ანუ, როცა რაიმე საბაბი ექნება, მონაზონმა უნდა ილაპარაკოს?

-აბა, როგორ?! ვინ უნდა ილაპარაკოს, თუ არა - ბერ-მონაზონმა? ბერ-მონაზონს არაფრის უნდა ეშინოდეს. დანარჩენებს პანღურის ეშინიათ. ვინ ჩაერთვება ბრძოლაში პირველი, თუ არა ჩვენ - ადამიანები, რომლებმაც თავი უფალს მივუძღვენით? გულისთქმა მეუბნება, რომ უფალი არ დაგვტოვებს, არ მიგვატოვებს!“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2022, 10:14 AM
პოსტი #3449


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი პეტრე ათონელის მღვიმეში ცხოვრობდნენ ბერდიდი ქრისოსტომოსი და მონაზონი სერგი.
სერგის დემონებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს, აიძულებდნენ, გაქცეულიყო მოსაგრეთა დასიდან და მიეტოვებინა სულიერი ღვაწლი. ერთხელ მან კარეესში ერთი მოხუცი ასკეტი მოიუნახულა, რომელმაც წარმოუდგენელი მოთმინებით და თავგანწირვით მოუარა ოთხ ბერდიდს და დაკრძალა.
-აქ როგორ ცხოვრობ მარტო? - ჰკითხა მას სერგიმ.
-მეც თავს მესხმის ეშმაკი, რომ აქედან გავიქცე, მაგრამ იცი აქ რა მაჩერებს? - უპასუხა ჰეროიკული სულის ბერდიდმა, - წამოდი, ჩემს საგანძურს გაჩვენებ.
-რა საგანძური შეიძლება გქონდეს? მე აქ მაგნაირს ვერაფერს ვხედავ, - გაოცდა სერგი.
მან ის ერთ ოთახში შეიყვანა, სადაც ინახებოდა ძველი, წლების განმავლობაში ნაცვეთი და ნახვრეტებიანი ფეხსაცმელი, ძველი კაბები და სკუფიები მისი მოძღვრებისა და თვიტ ამ ასკეტისა - როგორც მოწმე ურიცხვი ღვაწლისა და მსხვერპლშეწირვისა...
-აი, ჩემი საგანძური, მითხარი, როგორ შემიძლია მათი მიტოვება?
ამ საგანძურმა, როგორც უტყვმა მასწავლებელმა, გულისხმაჰყო მამა სერგი უფრო მეტად, ვიდრე ეს შეეძლო გაეკეთებინა მრავალ სწავლებას და დამოძღვრას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2022, 11:02 AM
პოსტი #3450


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ბერი იოსებ ვატოპედელი] ტიროდა როდესაც უნდოდა და რამდენიც უნდოდა, როგორც ჭეშმარიტი მონაზონი და დაყუდებული“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2022, 11:02 AM
პოსტი #3451


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, როდესაც ვინმე მონასტერში მოდის, მაგრამ ჯერ კიდევ ერული აზრები აქვს, თავში ჯერ კიდევ ამსოფლიური ნიავქარი უქრის, როგორ უნდა გათავისუფლდეს მისგან?

-როდესაც მონასტერში მიდიხარ, უნდა დაივიწყო ერი, ხოლო შემდეგ არ უნდა გავიწყდებოდეს, რომ მონასტერში იმყოფები. სახლში, კიდევ ჰო, შეიძლება იქ ვერ ჰპოვოს ადამიანმა კეთილსასურველი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სულიერი ცხოვრება დაიწყოს და სწორი აღზრდა მიიღოს. მაგრამ ახლა უკვე უფრო ყურადღებიანი უნდა იყო: როგორ აღზრდას ღებულობ აქ, მონასტერში? მონაზვნურ აღზრდას. მონასტერი - ეს წმიდა ადგილია. ერი - სულ სხვა საქმეა. თუ იმაზე იფიქრებ, რომ წმიდა ადგილზე იმყოფები, მოკრძალება თავისთავად მოვა შენთან. მაგრამ როგორ მოვა იგი ადამიანთან, თუკი ის ივიწყებს და ჰგონია, რომ ისევ ერშია. მონაზონი ბუნებრივად უნდა იქცეოდეს, უბრალოებით, სიმდაბლით და არ განასახიერებდეს „უბედური ბედისგან დაჩაგრულს“. ეს ზიზღს, წინააღმდეგობას იწვევს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2022, 11:53 AM
პოსტი #3452


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერდიდი გვეუბნებოდა: „შენ ნახე მონაზონი, რომელიც დაეცა და დეზერტირი გახდა? ეს იმის გამო შეემთხვა, რომ იგი თავის გულისთქმებს მალავდა, არ აცხადებდა და მათ ის დაღუპეს. ახალგამოჩეკილი გულის წიწილები პატარებია, მაგრამ თუ მათ არ განდევნი, გაიზრდებიან და შხამი გაუჩნდებათ. ერთ-ერთი მათგანი შენ მოგწყლავს, გინახავს მოხიბლული კაცი? ეს მას გულისთქმების გამო დაემართა“.

/მამა ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2022, 12:33 PM
პოსტი #3453


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ სამონაზვნე მორჩილი ვიყავი, აღსარებაში ბერს [იოსებ ვატოპედელს] ვთხოვე, გონებისმიერი ლოცვა ესწავლებინა, მან კი ასეთი პასუხი გამცა: „გონებისმიერი ლოცვა გინდა გასწავლო? ისწავლი, თუკი ამის მონდომება გექნება, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოაკვდინო საკუთარი ნება-სურვილები, გულისთქმები და აზრები; დაკისრებული საქმის მიმართ გულმოდგინება გამოიჩინო, ხოლო ამის შემდეგ ისწავლი გონებისმიერ ლოცვასაც“. ორ რამეს მიიჩნევდა იესოს ლოცვის შეძენისთვის ძირითად წინაპირობად: საკუთარი ნება-სურვილების მოკვეთასა და სუფთა აღსარებას. მორჩილებიდან იშვება ლოცვა“.

/არიქმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2022, 12:50 PM
პოსტი #3454


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რომელიმე მონაზონს სურს, მივიდეს დედა-იღუმენიასთან და ხედავს, რომ სხვასაც თავის მხრივ ასევე აქვს ამის სურვილი, თუკი პირველი მათგანი მაშინვე დაუთმობს დას თავის რიგს, თუნდაც იცოდეს, რომ მას განსაკუთრებული პრობლემა არაფერი აქვს, მაშინ ასეთ მონაზონს აქვს სიმდაბლე და თავგანწირვა და ა.შ. და როცა იგი გულით დაუთმობს სხვას და დედა-იღუმენიას არ დაელაპარაკება, მას თავად იესო ქრისტე დაელაპარაკება. თუმცაღა, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს აუცილებელია. ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ასე უკარნახა გულმა, და არა უბრალოდ იმიტომ, რომ „ასე ამბობენ წმიდა მამები“. ამგვარად იგი ორმაგად მიიღებს ღვთის მადლს. ამ შემთხვევაში ერთი მონაზონი მიიღებს სულიერ დახმარებას ადამიანურად, მეორე კი დახმარებას მიიღებს საღვთო სახით, უშუალოდ - ქრისტესგან“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2022, 11:01 AM
პოსტი #3455


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მღვდელ-მონაზონ პანტელეიმონთან (კარცონასი) და რამდენიმე ღვთისმოშიშ მომლოცველთან ერთად, საშინელ კარულში ვეწვიეთ ღარიბ ასკეტ-მეუდაბნოე მამა ფილარეტს. მეუდაბნოემ სიხარულით, გამორჩეული ალერსით და გულთბილობით მიგვიღო. ცისტერნაში დაგროვილი წვიმის წყლით გაგვიმასპინძლდა. ზაფხული იდგა და მზე გავარვარებული ღუმელივით აცხუნებდა.

-მამაო, დოქს რატომ არ ყიდულობ, რომ ცივი წყალი დალიო ხოლმე? - ვკითხეთ მას.

-ცივი წლის დალევა რომ მინდოდეს, საცხოვრებლად წყალუხვ წმინდა ანას სკიტში წავიდოდი, - გვიპასუხა მოსაგრემ.

გვაძალებდა, რომ მასთან დავრჩენილიყავით, და მისი სტუმართმოყვარეობით გვესარგებლა.

-მაგრამ აქ სად დავბინავდეთ? კელიაც არ გაქვს, რომ ღამე გავათენოთ?

-მაქვს, მაქვს, - გვიპასუხა სერიოზულად, - არქონდარიკი მაქვს, მობრძანდით, ნახეთ.

არქინადარიკი კარულებში? ეს ხუმრობად ჩანდა. მაგრამ, ბერდიდი ამას თავისი სტუმართმოყვარე სულის ენით ამბობდა. მან მეორე კელიის კარი გაგვიღო, რომელსაც არქონდარიკს ეძახდა. შიგნით შევედით.

-აი, ესეც არქონდარიკი, - გვითხრა ბერდიდმა.

ჩვენი მზერა კელიის სახურავმა მიიპყრო. შიშველი თუნუქით იყო გადახურული, დახეთქილი კედლიდან ბათქაში, საცაა, ჩამოცვივდებოდა. ერთ კუთხეში კარტოფილი ეყარა.

-თქვენ აქ დაისვენეთ, ტრაპეზს გავშლი და გაგიმასპინძლდებით...

-საჭმელად რა გვექნება, მამაო?

-აქ მშვენიერი ბურბუშელები მაქვს!

ბოლოს ჩვენ ბერდიდს თბილად დავემშვიდობეთ, ლოცვაში მოხსენიება ვთხოვეთ. გავოცდით მისი უბრალოებით, კურთხეული, ქრისტეს მიმბაძველი სტუმართმოყვარეობით, ბავშვური გულით.

-მე ჩემს კალივას არაფერში არ გავცვლი, - უთხრა მან ერთ-ერთ მომლოცველს, რომელმაც მას სკიტში გადასახლება ურჩია, ჩემთვის ჩემი კალივა ყველაზე მდიდრული სასახლეა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2022, 11:02 AM
პოსტი #3456


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საღმრთო მადლმა და ღირსი მამების ლოცვამ მოიხილოს და დაამკვიდროს ჩვენს სავანეზე, და ჩვენ ყველა გაგვაერთიანოს“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 12:32 PM
პოსტი #3457


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-ანუ, წმიდაო მამაო, ბერი მუდმივად მსხვერპლად უნდა სწირავდეს საკუთარ თავს?

-ჩვენ ხომ უკვე ვთქვით, რომ ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერ ბრძოლისათვის ადგილი არ რჩება. და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, რომ სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრება ეწევა, არათუ ეშმაკთა განდევნას ვერ შეძლებს, ყვავები რომ დააფრთხოს, ესეც კი დიდი მიღწევა იქნება მისთვის“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 11:43 AM
პოსტი #3458


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ, განსაკუთრებით მონაზვნები, მონასტერში ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე იმით, რომ კეთილისმყოფელთა მიმართ მადლიერნი არა ვართ. ახლა თითქმის ყველა მონასტერი ცხოვრობს კეთილი ნებით შემოწირულების წყალობით. როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მათ, როგორ უნდა ვლოცულობდეთ მათთვის, ვისი შემონაწირნიც ჩვენი არსებობის ძირითადი წყაროა? რა ძალა ეწევა მათ მონასტრისაკენ? რა, და ყოველდღიური ამაოებისაგან, უხეშობისაგან, სისასტიკისაგან თავის დაცვის, დასვენების, ლოცვაში გონების მოკრების, ტიპიკონით დადგენილი ლიტურგიის მოსმენის სურვილი. თუკი რომელიმე ჩვენი მწყალობელი ვერ იღებს სასურველ სიმშვიდეს, ეხ ხომ ჩვენი ბრალია და მაშინ ვაი ჩვენ!“

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 12:06 PM
პოსტი #3459


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი [იოსებ ვატოპედელი] გვასწავლიდა, რომ მონაზვნის მთავარი მიზანი, მთელი მკაცრი მოღვაწეობის აზრი, არის ქრისტესმიერი განღმრთობა. როდესაც ადამიანი ღმერთის ჭვრეტას, განღმრთობას განიცდის, მაშინ ყველა ძიება და კითხვა წყდება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2022, 12:16 PM
პოსტი #3460


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საკუთარი თავი სენაკშიც დაიცავი და - მის გარეთაც“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 171 172 173 174 175 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 11:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი