IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 172 173 174 175 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 22 2022, 10:14 AM
პოსტი #3449


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი პეტრე ათონელის მღვიმეში ცხოვრობდნენ ბერდიდი ქრისოსტომოსი და მონაზონი სერგი.
სერგის დემონებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს, აიძულებდნენ, გაქცეულიყო მოსაგრეთა დასიდან და მიეტოვებინა სულიერი ღვაწლი. ერთხელ მან კარეესში ერთი მოხუცი ასკეტი მოიუნახულა, რომელმაც წარმოუდგენელი მოთმინებით და თავგანწირვით მოუარა ოთხ ბერდიდს და დაკრძალა.
-აქ როგორ ცხოვრობ მარტო? - ჰკითხა მას სერგიმ.
-მეც თავს მესხმის ეშმაკი, რომ აქედან გავიქცე, მაგრამ იცი აქ რა მაჩერებს? - უპასუხა ჰეროიკული სულის ბერდიდმა, - წამოდი, ჩემს საგანძურს გაჩვენებ.
-რა საგანძური შეიძლება გქონდეს? მე აქ მაგნაირს ვერაფერს ვხედავ, - გაოცდა სერგი.
მან ის ერთ ოთახში შეიყვანა, სადაც ინახებოდა ძველი, წლების განმავლობაში ნაცვეთი და ნახვრეტებიანი ფეხსაცმელი, ძველი კაბები და სკუფიები მისი მოძღვრებისა და თვიტ ამ ასკეტისა - როგორც მოწმე ურიცხვი ღვაწლისა და მსხვერპლშეწირვისა...
-აი, ჩემი საგანძური, მითხარი, როგორ შემიძლია მათი მიტოვება?
ამ საგანძურმა, როგორც უტყვმა მასწავლებელმა, გულისხმაჰყო მამა სერგი უფრო მეტად, ვიდრე ეს შეეძლო გაეკეთებინა მრავალ სწავლებას და დამოძღვრას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2022, 11:02 AM
პოსტი #3450


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ბერი იოსებ ვატოპედელი] ტიროდა როდესაც უნდოდა და რამდენიც უნდოდა, როგორც ჭეშმარიტი მონაზონი და დაყუდებული“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2022, 11:02 AM
პოსტი #3451


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, როდესაც ვინმე მონასტერში მოდის, მაგრამ ჯერ კიდევ ერული აზრები აქვს, თავში ჯერ კიდევ ამსოფლიური ნიავქარი უქრის, როგორ უნდა გათავისუფლდეს მისგან?

-როდესაც მონასტერში მიდიხარ, უნდა დაივიწყო ერი, ხოლო შემდეგ არ უნდა გავიწყდებოდეს, რომ მონასტერში იმყოფები. სახლში, კიდევ ჰო, შეიძლება იქ ვერ ჰპოვოს ადამიანმა კეთილსასურველი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სულიერი ცხოვრება დაიწყოს და სწორი აღზრდა მიიღოს. მაგრამ ახლა უკვე უფრო ყურადღებიანი უნდა იყო: როგორ აღზრდას ღებულობ აქ, მონასტერში? მონაზვნურ აღზრდას. მონასტერი - ეს წმიდა ადგილია. ერი - სულ სხვა საქმეა. თუ იმაზე იფიქრებ, რომ წმიდა ადგილზე იმყოფები, მოკრძალება თავისთავად მოვა შენთან. მაგრამ როგორ მოვა იგი ადამიანთან, თუკი ის ივიწყებს და ჰგონია, რომ ისევ ერშია. მონაზონი ბუნებრივად უნდა იქცეოდეს, უბრალოებით, სიმდაბლით და არ განასახიერებდეს „უბედური ბედისგან დაჩაგრულს“. ეს ზიზღს, წინააღმდეგობას იწვევს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2022, 11:53 AM
პოსტი #3452


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერდიდი გვეუბნებოდა: „შენ ნახე მონაზონი, რომელიც დაეცა და დეზერტირი გახდა? ეს იმის გამო შეემთხვა, რომ იგი თავის გულისთქმებს მალავდა, არ აცხადებდა და მათ ის დაღუპეს. ახალგამოჩეკილი გულის წიწილები პატარებია, მაგრამ თუ მათ არ განდევნი, გაიზრდებიან და შხამი გაუჩნდებათ. ერთ-ერთი მათგანი შენ მოგწყლავს, გინახავს მოხიბლული კაცი? ეს მას გულისთქმების გამო დაემართა“.

/მამა ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2022, 12:33 PM
პოსტი #3453


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ სამონაზვნე მორჩილი ვიყავი, აღსარებაში ბერს [იოსებ ვატოპედელს] ვთხოვე, გონებისმიერი ლოცვა ესწავლებინა, მან კი ასეთი პასუხი გამცა: „გონებისმიერი ლოცვა გინდა გასწავლო? ისწავლი, თუკი ამის მონდომება გექნება, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოაკვდინო საკუთარი ნება-სურვილები, გულისთქმები და აზრები; დაკისრებული საქმის მიმართ გულმოდგინება გამოიჩინო, ხოლო ამის შემდეგ ისწავლი გონებისმიერ ლოცვასაც“. ორ რამეს მიიჩნევდა იესოს ლოცვის შეძენისთვის ძირითად წინაპირობად: საკუთარი ნება-სურვილების მოკვეთასა და სუფთა აღსარებას. მორჩილებიდან იშვება ლოცვა“.

/არიქმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2022, 12:50 PM
პოსტი #3454


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რომელიმე მონაზონს სურს, მივიდეს დედა-იღუმენიასთან და ხედავს, რომ სხვასაც თავის მხრივ ასევე აქვს ამის სურვილი, თუკი პირველი მათგანი მაშინვე დაუთმობს დას თავის რიგს, თუნდაც იცოდეს, რომ მას განსაკუთრებული პრობლემა არაფერი აქვს, მაშინ ასეთ მონაზონს აქვს სიმდაბლე და თავგანწირვა და ა.შ. და როცა იგი გულით დაუთმობს სხვას და დედა-იღუმენიას არ დაელაპარაკება, მას თავად იესო ქრისტე დაელაპარაკება. თუმცაღა, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს აუცილებელია. ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ასე უკარნახა გულმა, და არა უბრალოდ იმიტომ, რომ „ასე ამბობენ წმიდა მამები“. ამგვარად იგი ორმაგად მიიღებს ღვთის მადლს. ამ შემთხვევაში ერთი მონაზონი მიიღებს სულიერ დახმარებას ადამიანურად, მეორე კი დახმარებას მიიღებს საღვთო სახით, უშუალოდ - ქრისტესგან“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2022, 11:01 AM
პოსტი #3455


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მღვდელ-მონაზონ პანტელეიმონთან (კარცონასი) და რამდენიმე ღვთისმოშიშ მომლოცველთან ერთად, საშინელ კარულში ვეწვიეთ ღარიბ ასკეტ-მეუდაბნოე მამა ფილარეტს. მეუდაბნოემ სიხარულით, გამორჩეული ალერსით და გულთბილობით მიგვიღო. ცისტერნაში დაგროვილი წვიმის წყლით გაგვიმასპინძლდა. ზაფხული იდგა და მზე გავარვარებული ღუმელივით აცხუნებდა.

-მამაო, დოქს რატომ არ ყიდულობ, რომ ცივი წყალი დალიო ხოლმე? - ვკითხეთ მას.

-ცივი წლის დალევა რომ მინდოდეს, საცხოვრებლად წყალუხვ წმინდა ანას სკიტში წავიდოდი, - გვიპასუხა მოსაგრემ.

გვაძალებდა, რომ მასთან დავრჩენილიყავით, და მისი სტუმართმოყვარეობით გვესარგებლა.

-მაგრამ აქ სად დავბინავდეთ? კელიაც არ გაქვს, რომ ღამე გავათენოთ?

-მაქვს, მაქვს, - გვიპასუხა სერიოზულად, - არქონდარიკი მაქვს, მობრძანდით, ნახეთ.

არქინადარიკი კარულებში? ეს ხუმრობად ჩანდა. მაგრამ, ბერდიდი ამას თავისი სტუმართმოყვარე სულის ენით ამბობდა. მან მეორე კელიის კარი გაგვიღო, რომელსაც არქონდარიკს ეძახდა. შიგნით შევედით.

-აი, ესეც არქონდარიკი, - გვითხრა ბერდიდმა.

ჩვენი მზერა კელიის სახურავმა მიიპყრო. შიშველი თუნუქით იყო გადახურული, დახეთქილი კედლიდან ბათქაში, საცაა, ჩამოცვივდებოდა. ერთ კუთხეში კარტოფილი ეყარა.

-თქვენ აქ დაისვენეთ, ტრაპეზს გავშლი და გაგიმასპინძლდებით...

-საჭმელად რა გვექნება, მამაო?

-აქ მშვენიერი ბურბუშელები მაქვს!

ბოლოს ჩვენ ბერდიდს თბილად დავემშვიდობეთ, ლოცვაში მოხსენიება ვთხოვეთ. გავოცდით მისი უბრალოებით, კურთხეული, ქრისტეს მიმბაძველი სტუმართმოყვარეობით, ბავშვური გულით.

-მე ჩემს კალივას არაფერში არ გავცვლი, - უთხრა მან ერთ-ერთ მომლოცველს, რომელმაც მას სკიტში გადასახლება ურჩია, ჩემთვის ჩემი კალივა ყველაზე მდიდრული სასახლეა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2022, 11:02 AM
პოსტი #3456


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საღმრთო მადლმა და ღირსი მამების ლოცვამ მოიხილოს და დაამკვიდროს ჩვენს სავანეზე, და ჩვენ ყველა გაგვაერთიანოს“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 12:32 PM
პოსტი #3457


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-ანუ, წმიდაო მამაო, ბერი მუდმივად მსხვერპლად უნდა სწირავდეს საკუთარ თავს?

-ჩვენ ხომ უკვე ვთქვით, რომ ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერ ბრძოლისათვის ადგილი არ რჩება. და თუ არ არის მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბერი, რომ სულიერად იცხოვროს, ყველაფერი ამაო იქნება. წმიდა მთაზე ამბობენ, რომ ამგვარი სულიერი ცხოვრება ბაღის საფრთხობელას ჰგავს: ბერი, რომელიც ასეთ სულიერ ცხოვრება ეწევა, არათუ ეშმაკთა განდევნას ვერ შეძლებს, ყვავები რომ დააფრთხოს, ესეც კი დიდი მიღწევა იქნება მისთვის“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 11:43 AM
პოსტი #3458


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ, განსაკუთრებით მონაზვნები, მონასტერში ვცოდავთ მეხუთე მცნების წინაშე იმით, რომ კეთილისმყოფელთა მიმართ მადლიერნი არა ვართ. ახლა თითქმის ყველა მონასტერი ცხოვრობს კეთილი ნებით შემოწირულების წყალობით. როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მათ, როგორ უნდა ვლოცულობდეთ მათთვის, ვისი შემონაწირნიც ჩვენი არსებობის ძირითადი წყაროა? რა ძალა ეწევა მათ მონასტრისაკენ? რა, და ყოველდღიური ამაოებისაგან, უხეშობისაგან, სისასტიკისაგან თავის დაცვის, დასვენების, ლოცვაში გონების მოკრების, ტიპიკონით დადგენილი ლიტურგიის მოსმენის სურვილი. თუკი რომელიმე ჩვენი მწყალობელი ვერ იღებს სასურველ სიმშვიდეს, ეხ ხომ ჩვენი ბრალია და მაშინ ვაი ჩვენ!“

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 12:06 PM
პოსტი #3459


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი [იოსებ ვატოპედელი] გვასწავლიდა, რომ მონაზვნის მთავარი მიზანი, მთელი მკაცრი მოღვაწეობის აზრი, არის ქრისტესმიერი განღმრთობა. როდესაც ადამიანი ღმერთის ჭვრეტას, განღმრთობას განიცდის, მაშინ ყველა ძიება და კითხვა წყდება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2022, 12:16 PM
პოსტი #3460


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საკუთარი თავი სენაკშიც დაიცავი და - მის გარეთაც“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2022, 11:46 AM
პოსტი #3461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ როდესაც სინაზე ჩავედი, კვირაში ერთი-ორჯერ საზიარებლად მონასტერში დავდიოდი ხოლმე. იქ დიკეოსი [სინას წმიდა ეკატერინეს მონასტერში დიკეოსი ჰქვია წმიდა ტაძარში უხუცეს ბერ, რომელიც ცვლის მთავარეპისკოპოსს მისი არყოფნის დროს] ძალიან უბრალო ადამიანი იყო. ერთხელ იგი მეუბნება: - „არა, არა, ყოველ კვირას არ შეიძლება. ბერები წელიწადში ოთხჯერ უნდა ეზიარებოდნენ“. მაშინ მათ წესად ჰქონდათ, იშვიათად ზიარებულიყვნენ. მე კუნკულზე თავსაბურს ვიხურავდი. – „კუნკულიც არ ატარო“, - მითხრა მან. იგი კუნკულს მხოლოდ დღესასწაულის დროს იხურავდა, - „როგორც მაკურთხებთ“, - ვუპასუხე მე და თავსაბურს მხრებზე მოხურულს, შარფივით ვატარებდი“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2022, 11:04 AM
პოსტი #3462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ევსები საავადმყოფო „იპოკრატიონთან“ არსებული ტაძრის მღვდელი იყო და მამა ილიასავით კალაბრიის წმინდა ლავრის მონაზონი. მრავალი წლის მანძილზე სიბნელეში მოხეტიალეთათვის მანათობელი ლამპარი გახლდათ, რომელიც არასოდეს ჩამქრალა, და არც ნათება შეუსუსტებია. აღსარების სათქმელად მისულებს ძმურად და სიყვარულით ხვდებოდა. სახეზე ყოველთვის გულწრფელი ღიმილი ეფინა, რომლის დანახვისას შეიძლება გეთქვა კიდეც, - ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში დამიდგა ბედნიერი დღეო. ჩვეულებისამებრ, აღსარებას გვიან საღამოს იღებდა, მაგრამ მის გვერდით მყოფს გეგონებოდა, გაჩახჩახებული მზიანი დღე იდგა. ის რჩევებს ხმის აუმაღლებლად იძლეოდა, ჩურჩლით ლაპარაკობდა, როგორც დედა ავადმყოფ შვილს ესაუბრება: „მოითმინე და ჩვენ ამას დავძლევთ. ნუ გეშინია, რამეთუ გვყავს მღვდელმთავარი, რომელსაც ძალუძს ჩვენი უძლურებანი იტვირთოს“. ლიტურგიას დიდი თავმდაბლობით ატარებდა და წმინდა ლუკას ტაძარში შეკრებილებს ხშირად ზიარებაზე ასე ესაუბრებოდა: „წმინდა ბარძიმი მღვდელმა კი არ უნდა დააცარიელოს განტევების ლოცვის მერე, არამედ თქვენ - მანამდე“. ამას ამბობდა ლიტურგიის მერე ისეთი კეთილმოკრძალებით, თითქოს თქმა რცხვენიაო“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2022, 12:22 PM
პოსტი #3463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის, რომ ვნებები ჩვენში [ჯერ კიდევ] მოძრაობენ, უკვე თავის ბრალობის საბაბია. ნათლობაში სიწმიდისმადლი მივიღეთ, მონაზვნობაში მეორე მსგავსი მადლი - „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“. სადაა ქრისტე, რომელიც შევიმოსეთ? ყოველდღე მას ვჭამთ და ვსვამთ. სად არის ოღონდ? სადაა მისი განცდა? ეს ყველაფერი თავის ბრალობის მიზეზი უნდა გახდეს ჩვენთვის. მაინცდამაინც კრიმინალი ხომ არ უნდა ჩაიდინოთ, რომ თქვათ, დამნაშავე ვარო. როგორც კი რამე ვნება წამოყოფს თავს, თავის ბრალობა მოიმარჯვეთ და თქვით: „არ გრცხვენია, კაცო?! რაზე ფიქრობ? მონაზონი ხარ თუ სატანა?“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2022, 12:11 PM
პოსტი #3464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„მონაზვნობის ხარისხის მიმღებმა უნდა იცოდეს, რომ სადღაც მარტოობაში განსაკუთრებით ესხმის თავს ბოროტი სული, რომელსაც სურს, ცხონების სწორ გზას მოსწყვიტოს იგი“.

/წმ. ტიხონ ზადონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2022, 12:51 PM
პოსტი #3465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წამების შიში ერისკაცს აიძულებს, შეშინებულმა ღმერთთან მიირბინოს და შესძახოს: - „ქრისტე ჩემო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო!“ - მაშინ, როცა მონაზონს ყოველთვის სურს იყოს ღმერთთან, ვინაიდან მას უყვარს იგი. მრავალი ერისკაცი სიკეთეს იმიტომ აკეთებს, რომ მარადიულ სატანჯველში ჩავარდნის ეშინია. მონაზონი კი სიკეთეს მადლიერების ნიშნად აკეთებს, რათა მადლობა შესწიროს უფალს, მის კეთილისმყოფელს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2022, 10:41 AM
პოსტი #3466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ახალგაზრდა მონაზონი მივიდა აბბა ზოსიმე კარულელთან და შესჩივლა: - მამაო, ცდუნებები მაწუხებენო.

-ჩემო შვილო, - უპასუხა მან, - განსაცდელი ყველგანაა. საჭმელში საცდურია, ძილში საცთურია. გაიხსენე, რას ამბობს პატერიკი: „წაართვი განსაცდელები და არ იქნებიან გადარჩენილები“.

ამ სიტყვებმა მონაზონი ანუგეშა“.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2022, 11:13 AM
პოსტი #3467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსები [ვატოპედელი] უბრალო მონაზონი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შესთავაზეს მღვდლობა და, რა თქმა უნდა, არც რამე აბრკოლებდა მის ხელდასხმას. მაგრამ მას სურდა თავის მოძღვარს, წმიდა იოსებ ისიქასტს მიმსგავსებოდა. თავის მასწავლებელთანაც და ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგაც დაყუდებით ცხოვრობდა. მხოლოდ ცხოვრების უკანასკნელ წლებში იცხოვრა მონასტერში კინობიალურად. მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში მას ახასიათებდა ლიტურგიკულობა, ანუ ღმრთისმსახურების სიყვარული. დღე არ უნდა გასულიყო ჟამისწირვის გარეშე. ეს თავისი მოძღვრისგან ესწავლა, რომელსაც, თავის მხრივ, საღმრთო წირვის სიყვარული სულიერმა მამამ, ბერმა დანიელ ისიქასტმა (დაყუდებულმა) დაუნერგა“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2022, 04:49 PM
პოსტი #3468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,128
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც საჭიროება საზოგადოებაში გამოჩენას გაიძულებს, მიბაძე მტრედს, რომელიც იძულებული იყო, ბუდიდან გამოფრენილიყო, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან, რადგან გარეთ მშვიდი ადგილი ვერ იპოვა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 172 173 174 175 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th August 2025 - 01:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი