![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3461
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ როდესაც სინაზე ჩავედი, კვირაში ერთი-ორჯერ საზიარებლად მონასტერში დავდიოდი ხოლმე. იქ დიკეოსი [სინას წმიდა ეკატერინეს მონასტერში დიკეოსი ჰქვია წმიდა ტაძარში უხუცეს ბერ, რომელიც ცვლის მთავარეპისკოპოსს მისი არყოფნის დროს] ძალიან უბრალო ადამიანი იყო. ერთხელ იგი მეუბნება: - „არა, არა, ყოველ კვირას არ შეიძლება. ბერები წელიწადში ოთხჯერ უნდა ეზიარებოდნენ“. მაშინ მათ წესად ჰქონდათ, იშვიათად ზიარებულიყვნენ. მე კუნკულზე თავსაბურს ვიხურავდი. – „კუნკულიც არ ატარო“, - მითხრა მან. იგი კუნკულს მხოლოდ დღესასწაულის დროს იხურავდა, - „როგორც მაკურთხებთ“, - ვუპასუხე მე და თავსაბურს მხრებზე მოხურულს, შარფივით ვატარებდი“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3462
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა ევსები საავადმყოფო „იპოკრატიონთან“ არსებული ტაძრის მღვდელი იყო და მამა ილიასავით კალაბრიის წმინდა ლავრის მონაზონი. მრავალი წლის მანძილზე სიბნელეში მოხეტიალეთათვის მანათობელი ლამპარი გახლდათ, რომელიც არასოდეს ჩამქრალა, და არც ნათება შეუსუსტებია. აღსარების სათქმელად მისულებს ძმურად და სიყვარულით ხვდებოდა. სახეზე ყოველთვის გულწრფელი ღიმილი ეფინა, რომლის დანახვისას შეიძლება გეთქვა კიდეც, - ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში დამიდგა ბედნიერი დღეო. ჩვეულებისამებრ, აღსარებას გვიან საღამოს იღებდა, მაგრამ მის გვერდით მყოფს გეგონებოდა, გაჩახჩახებული მზიანი დღე იდგა. ის რჩევებს ხმის აუმაღლებლად იძლეოდა, ჩურჩლით ლაპარაკობდა, როგორც დედა ავადმყოფ შვილს ესაუბრება: „მოითმინე და ჩვენ ამას დავძლევთ. ნუ გეშინია, რამეთუ გვყავს მღვდელმთავარი, რომელსაც ძალუძს ჩვენი უძლურებანი იტვირთოს“. ლიტურგიას დიდი თავმდაბლობით ატარებდა და წმინდა ლუკას ტაძარში შეკრებილებს ხშირად ზიარებაზე ასე ესაუბრებოდა: „წმინდა ბარძიმი მღვდელმა კი არ უნდა დააცარიელოს განტევების ლოცვის მერე, არამედ თქვენ - მანამდე“. ამას ამბობდა ლიტურგიის მერე ისეთი კეთილმოკრძალებით, თითქოს თქმა რცხვენიაო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3463
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ის, რომ ვნებები ჩვენში [ჯერ კიდევ] მოძრაობენ, უკვე თავის ბრალობის საბაბია. ნათლობაში სიწმიდისმადლი მივიღეთ, მონაზვნობაში მეორე მსგავსი მადლი - „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“. სადაა ქრისტე, რომელიც შევიმოსეთ? ყოველდღე მას ვჭამთ და ვსვამთ. სად არის ოღონდ? სადაა მისი განცდა? ეს ყველაფერი თავის ბრალობის მიზეზი უნდა გახდეს ჩვენთვის. მაინცდამაინც კრიმინალი ხომ არ უნდა ჩაიდინოთ, რომ თქვათ, დამნაშავე ვარო. როგორც კი რამე ვნება წამოყოფს თავს, თავის ბრალობა მოიმარჯვეთ და თქვით: „არ გრცხვენია, კაცო?! რაზე ფიქრობ? მონაზონი ხარ თუ სატანა?“
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3464
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობის ხარისხის მიმღებმა უნდა იცოდეს, რომ სადღაც მარტოობაში განსაკუთრებით ესხმის თავს ბოროტი სული, რომელსაც სურს, ცხონების სწორ გზას მოსწყვიტოს იგი“. /წმ. ტიხონ ზადონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3465
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წამების შიში ერისკაცს აიძულებს, შეშინებულმა ღმერთთან მიირბინოს და შესძახოს: - „ქრისტე ჩემო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო!“ - მაშინ, როცა მონაზონს ყოველთვის სურს იყოს ღმერთთან, ვინაიდან მას უყვარს იგი. მრავალი ერისკაცი სიკეთეს იმიტომ აკეთებს, რომ მარადიულ სატანჯველში ჩავარდნის ეშინია. მონაზონი კი სიკეთეს მადლიერების ნიშნად აკეთებს, რათა მადლობა შესწიროს უფალს, მის კეთილისმყოფელს“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3466
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ახალგაზრდა მონაზონი მივიდა აბბა ზოსიმე კარულელთან და შესჩივლა: - მამაო, ცდუნებები მაწუხებენო.
-ჩემო შვილო, - უპასუხა მან, - განსაცდელი ყველგანაა. საჭმელში საცდურია, ძილში საცთურია. გაიხსენე, რას ამბობს პატერიკი: „წაართვი განსაცდელები და არ იქნებიან გადარჩენილები“. ამ სიტყვებმა მონაზონი ანუგეშა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3467
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი იოსები [ვატოპედელი] უბრალო მონაზონი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შესთავაზეს მღვდლობა და, რა თქმა უნდა, არც რამე აბრკოლებდა მის ხელდასხმას. მაგრამ მას სურდა თავის მოძღვარს, წმიდა იოსებ ისიქასტს მიმსგავსებოდა. თავის მასწავლებელთანაც და ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგაც დაყუდებით ცხოვრობდა. მხოლოდ ცხოვრების უკანასკნელ წლებში იცხოვრა მონასტერში კინობიალურად. მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში მას ახასიათებდა ლიტურგიკულობა, ანუ ღმრთისმსახურების სიყვარული. დღე არ უნდა გასულიყო ჟამისწირვის გარეშე. ეს თავისი მოძღვრისგან ესწავლა, რომელსაც, თავის მხრივ, საღმრთო წირვის სიყვარული სულიერმა მამამ, ბერმა დანიელ ისიქასტმა (დაყუდებულმა) დაუნერგა“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3468
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც საჭიროება საზოგადოებაში გამოჩენას გაიძულებს, მიბაძე მტრედს, რომელიც იძულებული იყო, ბუდიდან გამოფრენილიყო, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან, რადგან გარეთ მშვიდი ადგილი ვერ იპოვა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3469
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერისკაცები, რომლებიც სრულ უმეცრებაში იმყოფებიან, თავს წირავენ, საკუთარ სიცოცხლეს ხიფათში აგდებენ იმისათვის, რომ სხვა დაიცვან, განა ბერები კი არ გასცემენ საკუთარ თავს მსხვერპლად?! ჩვენ ამ გზას შევუდექით იმისათვის, რომ მოვკვდეთ ქრისტეს სიყვარულისთვის. ერისკაცთა მოვალეობები ჩვენ არ გვაქვს და თუ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოგვიპოვებია თავგანწირვა, მაშინ საერთოდ რაღას ვაკეთებთ?! ჩვენ ხომ ჭიანჭველებიც კი დაგვცინებენ?! ხედავ, როგორ დასცინიან ადამიანებს? ზარმაცებს დასცინიან!“
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3470
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყოველ ღამეს მღვიძარებაში ვატარებდით - ტიპიკონი ასეთი იყო. მამა იოსები მოითხოვდა ჩვენგან სისხლამდე ბრძოლას ძილისა და ბოროტი გულისსიტყვების წინააღმდეგ. თვითონ თავის ჩაბნელებულ პატარა სენაკში განუშორებელი, უწყვეტი გონიერი ლოცვით მთელ ღამეს მღვიძარებაში ატარებდა. თუმცა სენაკში იყო განმარტოებული, იცოდა, რა ხდებოდა გარეთ: იცოდა თითოეული ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ლოცვის შესახებ. ერთი თვალის შევლებით შეეძლო ჩვენი აზრების წაკითხვა. როცა ხედავდა, რომ გამხნევება გვჭირდებოდა, ათონელი მამების ასკეტურ ღვაწლზე მოგვითხრობდა. ძალიან კარგი მთხრობელი იყო. როცა საუბარს იწყებდა, გვინდოდა, დაუსრულებლად ელაპარაკა. მიუხედავად თხრობის თანდაყოლილი ნიჭისა, ხშირად გვეჩვენებოდა, რომ ღვთიურ ნათელსა და მადლის სხვადასხვა მოქმედებაზე საუბრისას გული სწყდებოდა, რომ თავისი გამოცდილების სიღრმით გადმოცემა ღარიბი ადამიანური ენით შეუძლებელი იყო. მამა იოსები ჩუმდებოდა და თითქოს გვშორდებოდა, რადგან არ შეეძლო სიტყვით გამოეხატა ის, რაც იდუმალი სიტყვის მიუწვდომელ, ნათელ და უმაღლეს მწვერვალზეა, სადაც უბრალო და უცილობელი, უცვლელი და ენითგამოუთქმელი ღვთისმეტყველების საიდუმლოებაა“.
/ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3471
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყოვლადსახიერო, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. აქაა ჩემი სენაკი, ესაა ჩემი სახელოსნო, ამ სენაკში შენ თვითონ მომიწოდე. ესაა ჩემი სახელოსნო, ეს სახელოსნო კი შენთანაა შეერთებული. სწორედ აქ უნდა მივიღო გულსავსება. არც სიკვდილი მინდა, არც სიცოცხლე, არამედ აქ, ამ ადგილას მინდა მაუწყო, რომ შეიწირე ჩემი ლოცვა და შემიწყალე“.
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3472
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყველამ, ვინც სოფლის საქმეები დაუტევა, ეს ან მრავალი ცოდვის ქმნის შემდეგ ან უფლის სასუფევლის მოსახვეჭად ან ღვთისადმი სიყვარულით მოიმოქმედა. თუ ამ სამიდან რომელიმე არ იყო მათი წინამძღოლი, მაშინ უგუნურებაა მათი განშორება სოფლიდან. თუმცა, რის გამოც არ უნდა იყოს აღსრულებული ეს საქმე, ჩვენი ყოლვადკეთილი მეუფე მოელის, თუ დასასრული როგორი ექნება“
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3473
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-წმიდაო მამაო, ზოგიერთები ამბობენ, რომ ყმაწვილები ან გოგონები მონასტერში ან გულგატეხილობის გამო მოდიან, ან იმიტომ, რომ რაღაც ფიზიკური სიმახინჯე აქვთ, ან სულაც - გონებასუსტობის გამო.
-როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ერთი-ორი ასეთი შემთხვევა დაიმახსოვრეს და ახლა ბოროტების ან შურის გამო დანარჩენ ბერ-მონაზვნებს ცილს სწამებენ, რომელთა რიცხვიც 90 პროცენტია. თუმცაღა, როდესაც საქმეში გაერკვევიან და დაინახავენ, რომ საქმე სხვაგვარადაა, ისინი იტყვიან, რომ არის რაღაც - უფრო აღმატებული, არის ღმერთი“. /ღირსი პაისი მთაწმინდელ/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3474
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შორეულ კალივაში გატარებული ერთი ღამე უფრო მეტ ცოდნას ნიშნავს, ვიდრე უნივერსიტეტის დიპლომი. მოკლე საუბარი მეუდაბნოესთან - საჭირო, დროული ვიტამინებით სავასე კოვზია და იმ ათასობით ძვირფას სისულელეზე უმჯობესია, რომელსაც ჩვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოველდღიურად შევექცევით“.
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3475
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირს იოსებს [ისიქასტი] შეეძლო შეღავათი გაეწია მარხვაში, ფიზიკურ შრომაში, ზოგადად სხეულებრივ მოღვაწეობაში, მაგრამ ლოცვისა და მორჩილების საკითხებში უკიდურესად მომთხოვნი და შეურიგებელი იყო. სანიმუშოდ ჩვენი მოძღვარი ასეთ შემთხვევას გვიამბობდა: ნეა სკიტში მოღვაწეობისას მ. ხარლამპისთან ერთად სეფისკვერის ბეჭდებს ამზადებდა. საქმის პროცესში ზოგჯერ ლოცვას წყვეტდნენ, რათა რაღაც ეთქვათ ერთმანეთისთვის (არა ამაოდმეტყველებისთვის). წმიდა იოსები, რომელიც მათ აივნიდან ადევნებდა თვალს, როგორც კი შეამჩნევდა, რომ ლოცვა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ შეწყდა, კვერთხს იატაკზე დაარტყამდა და ქუხილივით დაიძახებდა: „ლოცვა! ლოცვა!“აგრეთვე, თუ რამე საქმეზე კალივის გარეთ გავიდოდნენ (ჩვეულებრივ კი ორ-ორი მიდიოდნენ), მოძღვრისგან არ ჰქონდათ კურთხევა ერთმანეთში ელაპარაკათ, მხოლოდ უნდა ელოცათ. თუ გზაში ვინმე მონაზონსა თუ მომლოცველს შეხვდებოდნენ, მხოლოდ აუცილებელს ამბობდნენ: „დამლოცეთ“ და „ღმერთმა დაგლოცოთ“, მეტს არაფერს. თითოეული ზედმეტი სიტყვისთვის შესაბამისი რაოდენობის მეტანიები უნდა გაეკეთებინათ ეპიტიმიის სახით. წმიდა იოსებ ისიქასტის მკაცრი და უხეში მოპყრობა შეიძლება ვინმეს „არაადაიანური“ მოეჩვენოს, მაგრამ ამის მიზეზი ის იყო, რომ დიდმა ბერმა იცოდა, თუ რა ნაყოფს მოიმკიდნენ მისი მოწაფეები, თუკი ლოცვის შეძენისა და მოცემული მცნების დაცვას აიძულებდნენ თავს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3476
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3477
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა ერისკაცები, თუნდაც ურწმუნონი, მონასტერში მოდიან და ჭეშმარიტ ბერ-მონაზვნებს ხედავენ, თუკი მათ კეთილი განწყობა აქვთ, თავადაც მორწმუნეები ხდებიან“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3478
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი მაქსიმე კავსოკალიველი, პირდაპირ ცურავდა ნიჭების ზღვაში, რომელსაც აძლევს მადლის დაუწყვედელი წყარო და რომლითაც გამშვენებულია ყველა წმინდანი.
მაგრამ ღირსი მაქსიმეს ჰქონდა ერთი განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც მხოლოდ რამდენიმეს ეძლევა. ის ჰაერში გადაადგილდებოდა, ანუ დაფრინავდა. იგი გახლდათ ზეციური ფრინველი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამგვარი გასაოცარი გადაფრენის თვითმხილველი და მოწმე გახლდათ წმინდანის ცხოვრების შემდგენელი მიტროპოლიტი თეოფანე თეოფერელი. აი, როგორ აღწერს ის ამ ფაქტს: „ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს და ურთიერთობაც გვქონდა. არ მინდა, დავმალო ის, რაც ვნახე წმინდანის ცხოვრებაში. ერთ დღეს, ერთ ძმასთან ერთად, ვათოპედიდან გავემართე კავსოკალივისკენ. სამწუხაროდ, წმინდანი კალივაში არ დაგვხვდა. შევწუხდი და ჩემი საყვარელი მეგობრის ძებნაში იქაურობის თვალიერება დავიწყე. მისი კალივიდან ცოტა ზემოთ ავედი და ბატონი ისაიას (კირისაია გახლდათ ღირსი ათანასე ათონელის მოძღვარი) გზისკენ გავიხედე. აგელარიას ხევში, ორი მილის დაშორებით,ბერდიდი დავინახე. ამ ადგილებში ბილიკი ძნელადსავალია, თან ირგვილივ შიშველი კლდეებია, ვაკე არსად არის. და აი, ჰოი, სასწაული! დავინახე - წმინდანი მიწიდან აიწია და მოფრინავს, როგორც მსუბუქფრთიანი არწივი, მოფრინავს, ტყის, კლდეების თავზე და მიახლოვდება. ანაზადად შემეშინდა და ვიყვირე: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. შიშით უკან დავიხიე და თვალისწამში მგალობელი ბერდიდი ჩემ წინ გაჩნდა... მუხლებში ჩავუვარდი და თაყვანი ვეცი. მკითხა, - რამდენი ხანია, რაც აქ დგეხარო. შემდეგ მამობრივად ხელი მომკიდა და თავის კალივაში შემყვანა. ბერდიდი დიდხანს მარიგებდა და ბოლოს მითხრა, - არავის უთხრა, რაც აქ ნახე, ვიდრე ცოცხალი ვარ. იცოდე, იღუმენი გახდები, შემდეგ ოქრიდის მიტროპოლიტი. ბევრი განსაცდელი გელოდება, მაგრამ დაითმინე და მიბაძე ძელზე ჯვარცმულ ქრისტეს. ის იქნება შენი შემწე საცთურებში, განსაცდელებისას და შენს მოწამებრივ ღვაწლშიო. მართლაც, ყველაფერი ისე ზედმიწევნით აღსრულდა, როგორც წინასწარ დამისახა მისმა წინასწარმეტყველურმა სიტყვამ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3479
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მორჩილებით ადამიანი იმას იგებს, რაც არ იცოდა და აინტერესებდა, და „ინაღდებს“ მფარველობასა და ძალას მიღებული რჩევა-ბრძანების შესასრულებლად, რამეთუ ღმერთი მორჩილებს გამოეცხადება. მორჩილები ემსგავსებიან და იგივდებიან ღმერთის ძესთან, რომელიც გახდა მორჩილი სიკვდილამდე, თანაც „სიკუდილითა მით ჯუარისაითა“, და როგორც ქრისტეს მიეცა ყოველი ხელმწიფება და მამის სრული კეთილნებელობა, ასევე მორჩილებსაც ეძლევათ საღმრთო ნების გულსავსება, და ღმერთის მადლით ძალაც ეძლევათ მისი სრულყოფილად შესრულებისთვის“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3480
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„განმარტოებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი სადღაც გაფანტავს მას“.
/წმ. ტიხონ ზადონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 06:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი