IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 173 174 175 176 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი May 12 2022, 12:31 PM
პოსტი #3469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერისკაცები, რომლებიც სრულ უმეცრებაში იმყოფებიან, თავს წირავენ, საკუთარ სიცოცხლეს ხიფათში აგდებენ იმისათვის, რომ სხვა დაიცვან, განა ბერები კი არ გასცემენ საკუთარ თავს მსხვერპლად?! ჩვენ ამ გზას შევუდექით იმისათვის, რომ მოვკვდეთ ქრისტეს სიყვარულისთვის. ერისკაცთა მოვალეობები ჩვენ არ გვაქვს და თუ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოგვიპოვებია თავგანწირვა, მაშინ საერთოდ რაღას ვაკეთებთ?! ჩვენ ხომ ჭიანჭველებიც კი დაგვცინებენ?! ხედავ, როგორ დასცინიან ადამიანებს? ზარმაცებს დასცინიან!“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2022, 11:20 AM
პოსტი #3470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოველ ღამეს მღვიძარებაში ვატარებდით - ტიპიკონი ასეთი იყო. მამა იოსები მოითხოვდა ჩვენგან სისხლამდე ბრძოლას ძილისა და ბოროტი გულისსიტყვების წინააღმდეგ. თვითონ თავის ჩაბნელებულ პატარა სენაკში განუშორებელი, უწყვეტი გონიერი ლოცვით მთელ ღამეს მღვიძარებაში ატარებდა. თუმცა სენაკში იყო განმარტოებული, იცოდა, რა ხდებოდა გარეთ: იცოდა თითოეული ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ლოცვის შესახებ. ერთი თვალის შევლებით შეეძლო ჩვენი აზრების წაკითხვა. როცა ხედავდა, რომ გამხნევება გვჭირდებოდა, ათონელი მამების ასკეტურ ღვაწლზე მოგვითხრობდა. ძალიან კარგი მთხრობელი იყო. როცა საუბარს იწყებდა, გვინდოდა, დაუსრულებლად ელაპარაკა. მიუხედავად თხრობის თანდაყოლილი ნიჭისა, ხშირად გვეჩვენებოდა, რომ ღვთიურ ნათელსა და მადლის სხვადასხვა მოქმედებაზე საუბრისას გული სწყდებოდა, რომ თავისი გამოცდილების სიღრმით გადმოცემა ღარიბი ადამიანური ენით შეუძლებელი იყო. მამა იოსები ჩუმდებოდა და თითქოს გვშორდებოდა, რადგან არ შეეძლო სიტყვით გამოეხატა ის, რაც იდუმალი სიტყვის მიუწვდომელ, ნათელ და უმაღლეს მწვერვალზეა, სადაც უბრალო და უცილობელი, უცვლელი და ენითგამოუთქმელი ღვთისმეტყველების საიდუმლოებაა“.

/ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2022, 10:46 AM
პოსტი #3471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოვლადსახიერო, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. აქაა ჩემი სენაკი, ესაა ჩემი სახელოსნო, ამ სენაკში შენ თვითონ მომიწოდე. ესაა ჩემი სახელოსნო, ეს სახელოსნო კი შენთანაა შეერთებული. სწორედ აქ უნდა მივიღო გულსავსება. არც სიკვდილი მინდა, არც სიცოცხლე, არამედ აქ, ამ ადგილას მინდა მაუწყო, რომ შეიწირე ჩემი ლოცვა და შემიწყალე“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2022, 11:54 AM
პოსტი #3472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყველამ, ვინც სოფლის საქმეები დაუტევა, ეს ან მრავალი ცოდვის ქმნის შემდეგ ან უფლის სასუფევლის მოსახვეჭად ან ღვთისადმი სიყვარულით მოიმოქმედა. თუ ამ სამიდან რომელიმე არ იყო მათი წინამძღოლი, მაშინ უგუნურებაა მათი განშორება სოფლიდან. თუმცა, რის გამოც არ უნდა იყოს აღსრულებული ეს საქმე, ჩვენი ყოლვადკეთილი მეუფე მოელის, თუ დასასრული როგორი ექნება“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2022, 12:36 PM
პოსტი #3473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, ზოგიერთები ამბობენ, რომ ყმაწვილები ან გოგონები მონასტერში ან გულგატეხილობის გამო მოდიან, ან იმიტომ, რომ რაღაც ფიზიკური სიმახინჯე აქვთ, ან სულაც - გონებასუსტობის გამო.

-როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ერთი-ორი ასეთი შემთხვევა დაიმახსოვრეს და ახლა ბოროტების ან შურის გამო დანარჩენ ბერ-მონაზვნებს ცილს სწამებენ, რომელთა რიცხვიც 90 პროცენტია. თუმცაღა, როდესაც საქმეში გაერკვევიან და დაინახავენ, რომ საქმე სხვაგვარადაა, ისინი იტყვიან, რომ არის რაღაც - უფრო აღმატებული, არის ღმერთი“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელ/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2022, 11:38 AM
პოსტი #3474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შორეულ კალივაში გატარებული ერთი ღამე უფრო მეტ ცოდნას ნიშნავს, ვიდრე უნივერსიტეტის დიპლომი. მოკლე საუბარი მეუდაბნოესთან - საჭირო, დროული ვიტამინებით სავასე კოვზია და იმ ათასობით ძვირფას სისულელეზე უმჯობესია, რომელსაც ჩვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოველდღიურად შევექცევით“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2022, 12:03 PM
პოსტი #3475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირს იოსებს [ისიქასტი] შეეძლო შეღავათი გაეწია მარხვაში, ფიზიკურ შრომაში, ზოგადად სხეულებრივ მოღვაწეობაში, მაგრამ ლოცვისა და მორჩილების საკითხებში უკიდურესად მომთხოვნი და შეურიგებელი იყო. სანიმუშოდ ჩვენი მოძღვარი ასეთ შემთხვევას გვიამბობდა: ნეა სკიტში მოღვაწეობისას მ. ხარლამპისთან ერთად სეფისკვერის ბეჭდებს ამზადებდა. საქმის პროცესში ზოგჯერ ლოცვას წყვეტდნენ, რათა რაღაც ეთქვათ ერთმანეთისთვის (არა ამაოდმეტყველებისთვის). წმიდა იოსები, რომელიც მათ აივნიდან ადევნებდა თვალს, როგორც კი შეამჩნევდა, რომ ლოცვა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ შეწყდა, კვერთხს იატაკზე დაარტყამდა და ქუხილივით დაიძახებდა: „ლოცვა! ლოცვა!“აგრეთვე, თუ რამე საქმეზე კალივის გარეთ გავიდოდნენ (ჩვეულებრივ კი ორ-ორი მიდიოდნენ), მოძღვრისგან არ ჰქონდათ კურთხევა ერთმანეთში ელაპარაკათ, მხოლოდ უნდა ელოცათ. თუ გზაში ვინმე მონაზონსა თუ მომლოცველს შეხვდებოდნენ, მხოლოდ აუცილებელს ამბობდნენ: „დამლოცეთ“ და „ღმერთმა დაგლოცოთ“, მეტს არაფერს. თითოეული ზედმეტი სიტყვისთვის შესაბამისი რაოდენობის მეტანიები უნდა გაეკეთებინათ ეპიტიმიის სახით. წმიდა იოსებ ისიქასტის მკაცრი და უხეში მოპყრობა შეიძლება ვინმეს „არაადაიანური“ მოეჩვენოს, მაგრამ ამის მიზეზი ის იყო, რომ დიდმა ბერმა იცოდა, თუ რა ნაყოფს მოიმკიდნენ მისი მოწაფეები, თუკი ლოცვის შეძენისა და მოცემული მცნების დაცვას აიძულებდნენ თავს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2022, 11:38 AM
პოსტი #3476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2022, 10:50 AM
პოსტი #3477


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა ერისკაცები, თუნდაც ურწმუნონი, მონასტერში მოდიან და ჭეშმარიტ ბერ-მონაზვნებს ხედავენ, თუკი მათ კეთილი განწყობა აქვთ, თავადაც მორწმუნეები ხდებიან“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2022, 11:27 AM
პოსტი #3478


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ჩვენი მაქსიმე კავსოკალიველი, პირდაპირ ცურავდა ნიჭების ზღვაში, რომელსაც აძლევს მადლის დაუწყვედელი წყარო და რომლითაც გამშვენებულია ყველა წმინდანი.

მაგრამ ღირსი მაქსიმეს ჰქონდა ერთი განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც მხოლოდ რამდენიმეს ეძლევა. ის ჰაერში გადაადგილდებოდა, ანუ დაფრინავდა. იგი გახლდათ ზეციური ფრინველი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამგვარი გასაოცარი გადაფრენის თვითმხილველი და მოწმე გახლდათ წმინდანის ცხოვრების შემდგენელი მიტროპოლიტი თეოფანე თეოფერელი. აი, როგორ აღწერს ის ამ ფაქტს: „ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს და ურთიერთობაც გვქონდა. არ მინდა, დავმალო ის, რაც ვნახე წმინდანის ცხოვრებაში.

ერთ დღეს, ერთ ძმასთან ერთად, ვათოპედიდან გავემართე კავსოკალივისკენ. სამწუხაროდ, წმინდანი კალივაში არ დაგვხვდა. შევწუხდი და ჩემი საყვარელი მეგობრის ძებნაში იქაურობის თვალიერება დავიწყე. მისი კალივიდან ცოტა ზემოთ ავედი და ბატონი ისაიას (კირისაია გახლდათ ღირსი ათანასე ათონელის მოძღვარი) გზისკენ გავიხედე. აგელარიას ხევში, ორი მილის დაშორებით,ბერდიდი დავინახე. ამ ადგილებში ბილიკი ძნელადსავალია, თან ირგვილივ შიშველი კლდეებია, ვაკე არსად არის. და აი, ჰოი, სასწაული! დავინახე - წმინდანი მიწიდან აიწია და მოფრინავს, როგორც მსუბუქფრთიანი არწივი, მოფრინავს, ტყის, კლდეების თავზე და მიახლოვდება.

ანაზადად შემეშინდა და ვიყვირე: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. შიშით უკან დავიხიე და თვალისწამში მგალობელი ბერდიდი ჩემ წინ გაჩნდა...

მუხლებში ჩავუვარდი და თაყვანი ვეცი. მკითხა, - რამდენი ხანია, რაც აქ დგეხარო. შემდეგ მამობრივად ხელი მომკიდა და თავის კალივაში შემყვანა. ბერდიდი დიდხანს მარიგებდა და ბოლოს მითხრა, - არავის უთხრა, რაც აქ ნახე, ვიდრე ცოცხალი ვარ. იცოდე, იღუმენი გახდები, შემდეგ ოქრიდის მიტროპოლიტი. ბევრი განსაცდელი გელოდება, მაგრამ დაითმინე და მიბაძე ძელზე ჯვარცმულ ქრისტეს. ის იქნება შენი შემწე საცთურებში, განსაცდელებისას და შენს მოწამებრივ ღვაწლშიო. მართლაც, ყველაფერი ისე ზედმიწევნით აღსრულდა, როგორც წინასწარ დამისახა მისმა წინასწარმეტყველურმა სიტყვამ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2022, 12:41 PM
პოსტი #3479


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილებით ადამიანი იმას იგებს, რაც არ იცოდა და აინტერესებდა, და „ინაღდებს“ მფარველობასა და ძალას მიღებული რჩევა-ბრძანების შესასრულებლად, რამეთუ ღმერთი მორჩილებს გამოეცხადება. მორჩილები ემსგავსებიან და იგივდებიან ღმერთის ძესთან, რომელიც გახდა მორჩილი სიკვდილამდე, თანაც „სიკუდილითა მით ჯუარისაითა“, და როგორც ქრისტეს მიეცა ყოველი ხელმწიფება და მამის სრული კეთილნებელობა, ასევე მორჩილებსაც ეძლევათ საღმრთო ნების გულსავსება, და ღმერთის მადლით ძალაც ეძლევათ მისი სრულყოფილად შესრულებისთვის“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2022, 11:29 AM
პოსტი #3480


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განმარტოებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი სადღაც გაფანტავს მას“.

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2022, 11:55 AM
პოსტი #3481


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ბერებმა ჩვენ აღთქმა დავდეთ, რომ მოგვეთმინა დამცირება და ყვედრება, დავდეთ სხვა წმიდა აღთქმებიც, მაგრამ შემდეგ ხდება, რომ ეშმაკი შეგვაცდენს და იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ, რაც აღვუთქვით. ჩვენ ერთით ვიწყებთ და მეორეთი ვამთავრებთ. გავემართებით ერთ ადგილისაკენ და მეორე ადგილზე მივდივართ. ჩვენ უყურადღებონი ვართ.“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2022, 12:05 PM
პოსტი #3482


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-ჩემს მოძღვარს ღვთისმეტყველება არ უსწავლია, თუმცა, საოცარი სიღრმით ღვთისმეტყველებდა. ერთ წერილში ის წერს: „როდესაც ნამდვილი მონაზონი მორჩილებითა და მდუმარებით განიწმენდს გრძნობებს, დაიმშვიდებს გონებას და განიწმინდება მისი გული, მაშინ მიიღებს მადლსა და საღმრთო ცოდნას. ხდება სრული ნათელი, სრული გონება, სრული ბრწყინვალება, საიდანაც გამოედინება ღვთისმეტყველება. სამი ადამიანიც რომ იწერდეს მას ერთდროულად, მაინც ვერ მიჰყვება მადლის ნაკადს, რომელიც ტალღებად მოედინება და სიმშვიდესა და სხეულში ვნებების უმოქმედობას მოგვმადლებს. გული ღვთაებრივი სიყვარულით აენთება და აღმოხდება: „შეაჩერე, იესო ჩემო, ტალღები შენი მადლისა, თორემ ცვილივით ვდნები“. და მართლაც, ის დნება, რადგან ვერ უძლებს ამას. გონება ჭვრეტად აღიტაცება. ხდება შერწყმა. ადამიანი გარდაიქმნება და ღმერთს ისე უერთდება, რომ ვეღარ ცნობს ან ვეღარ აცალკევებს საკუთარ თავს ღვთისგან ისევე, როგორც რკინა, რომელიც გახურებისას ცეცხლს ემსგავსება“.

/ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 26 2022, 10:49 AM
პოსტი #3483


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გონებით არა ამ სოფლისაგანი და მოუკლებელად მლოცველი ისიქასტი ილარიონ ივერიელი წინასწარმცნობელობის მადლს ფლობდა. სამი დღე ელოდა მას რუსული ხომალდი, რომელიც რუსმა ხელმწიფემ წმინდა დიონისეს მონასტერში გამოგზავნა, რათა ამ ღვთის მონისგან ყირიმის ომის (1854 წ.) შედეგი შეეტყო. საბოლოოდ, წმინდანმა პასუხი გასცა და მოგვიანებით ღირსი ბერდიდის წინასწარმეტყველება აცხადდა. მან თქვა, - რუსეთი განსაცდელს გამოივლის და ბოლოს დამარცხდება, მაგრამ მიწას არ დაკარგავსო. ასეც მოხდა.

მამა ილარიონის წინასწარმეტყველების ნიჭის მოწმე და თვითმხილველი გახდა სათნო მონაზონი იაკობ დიონისელი. მან, ჯერ კიდევ მორჩილმა, ბერდიდი თავის კელიაში მოინახულა. მოძღვარი პირველად ხედავდა მას, მაგრამ შორიდანვე სახელით მიმართა, - მობრძანდით, შვილო იოანეო.

ბერდიდმა მორჩილი წმინდა იაკობ მოციქულის სახელობის პატარა ტაძარში შეიყვანა, თავზე ხელი დაასხა და უთხრა:

-გიყვარდეს და პატივი ეცი შენს სეხნიას, წმინდა მოციქულს, - დამოძღვრა, და სხვათა შორის, უბრძანა, დაეთმინა და არ ედარდა, რომ მისმა ძმამ დიონისეს მონასტერი დატოვა (მართლაც, ის სწორედ ამ დღეს გადავიდა ქსენოფონტეს მონასტერში), - წმინდა მოციქული იქნება შენი საუკეთესო მფარველიო.

-მაგრამ, მამაო, მე იოანე მქვია და არა იაკობი, - უთხრა მორჩილმა.

-ვიცი, შვილო, მომავალში იაკობი იქნები, - უპასუხა ბერდიდმა, - მაგრამ ვიდრე მონაზონი არ გახდები, შენ გარდა არავინ უნდა იცოდეს, რაც დღეს უგუნური ბერიკაცისგან მოისმინე.

წინასწარ-სცნა რა ჟამი საკუთარი გარდაცვალებისა, ბერდიდმა ამასთან დაკავშირებით ბოლო მითითებები და სურვილები გასცა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2022, 10:27 AM
პოსტი #3484


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უფალმა თავის განგებულებით შეუმსუბუქა ბრძოლა ახალმოსულებს, რათა მაშინვე კვლავ სოფელს არ დაუბრუნდნენ. ამიტომ უფლის მიერ გიხაროდეთ ყველას, ვინც ქრისტეს მონა ხართ და ეს მიიჩნიეთ ნიშნად უფლის სიყვარულისა, რომელიც თქვენდამი აქვს და გჯეროდეთ, რომ მან მოგიხმოთ თქვენ“.

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2022, 12:20 PM
პოსტი #3485


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეიცანით ბერ-მონაზვნობის უღრმესი აზრი, მოიხვეჭეთ სულიერი კეთილშობილება, წმიდა მამათა გულისხმიერება“

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 29 2022, 11:48 AM
პოსტი #3486


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მას [აღმსარებელი მამა გრიგოლი] გულის ისეთი სიწმინდე და წინასწარ ჭვრეტის ნიჭი ჰქონდა, რომ იდუმალ ზრახვებს განჭვრეტდა. მე, ცოდვილმა, ეს თავად გამოვცადე. ერთხელ ზეთისხილის ნაყოფს ვკრეფდით - ყველა ძმა და თავად ბერი ერთად ვიყავით, ოღონდ მე რაღაც ფიქრებმა წამიღო. ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა და ბერძნულად მითხრა: „მამა, რატომ უღებ კარს ასეთი აზრებს? ისინი ეშმაკისგან არის, განდევნე შენგან!“ ამის გაგონებაზე შემეშინდა, მიწამდე თაყვანი ვეცი, შევთხოვე წმინდა ლოცვა. მერე ისე ამიჩუყდა გული, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ვმადლობდი უფალს, ჩემს ღმერთს იესო ქრისტეს და ღვთისმშობელს, რომ ღირსი გავხდი იმავე მონასტერში მეცხოვრა და მორჩილებაში ასეთ ბერებთან ერთად მევლო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2022, 11:17 AM
პოსტი #3487


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ბერი იოსებ ვატოპედელი] ამბობდა: „ხედავთ, რომ ეს გამოგონებები, ანუ სხვადასხვა სულიერი ფიქრები, ძალიან სასარგებლოა, ხოლო ჩვენთვის, მონაზონთათვის ყველი და პურია. იმიტომაც ვართ ამქვეყნიური საზრუნავებისგან თავისუფლები, რომ შეგვეძლოს საკუთარი გონების გაკონტროლება, მივცეთ მას სულიერი საზრდო და ამგვარად გავიადვილოთ ჩვენი სასტიკი მოღვაწეობა. სასტიკიცაა და იმავდროულად, არც არის. სასტიკია, რთულია ჩვენი მტრის - სატანის ბოროტების, დაუნდობლობისა და მძვინვარების გამო. არა სასტიკი, როდესაც საღმრთო მოშურნეობას ავამოქმედებთ ქრისტეს მადლის მეშვეობით“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2022, 12:47 PM
პოსტი #3488


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,137
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სიღატაკე, მწუხარება, ყოველივეს ნაკლებობა - აი, მონაზვნური ცხოვრების სამუშაო იარაღები“

/ამბა პიმენი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 173 174 175 176 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th August 2025 - 04:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი