![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#349
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
კაბას რომ იხდიან და მოდიან მონასტრიდაან ფრანკეშტრინ იმათზე გეტყვი რომ ისინი დროებით მიდიან მონასტერში.... რომ ნახოოონ ბერების ცხოვრება, ან თუნდაც ვნების კვირას...რაც შეეხება მორჩილს , თუ მორბის მონასტრიდაან გეტყვი რომ ისინი ვერ უძლებენ და ვერ ელევიან ამქვეყნიურ სამყაროს...ხოლო ვინც ბერი გახდა და აღიკვეცა ის არასდროოოს იხდის კაბას...ბერობა არის ბრძოლა, მაგრამ კიდევ იესოს დიდი სიყვარული, და ნუთუ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება ![]() იესოს სიყვარული და მისი მადლის განცდა ერშიც შეიძლება მერწმუნე ![]() |
liziko-liziko |
![]()
პოსტი
#350
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 291 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,339 ![]() |
კი ფრანკე შეიძლება , იესოს სიყვარული ერმაც განიცადოს, და ადამიანმაც განიცადოს, მაგრამ ფრანკეეე ჩვენ არ შეგვიწირია, იესოსთთვის თავი....რატომ მოწონს ადამიანს იქ ყოფნა იმ სავანეში...იქ მარტო სიკეთეა ფრანკე...იქ მარტო იქ არის ჭეშმარიტი სარწმუნეობა, იქ არ ირღვევა სახარება ფრანკე არც 10 მცნება...აქ ძნელია იყო ბოლომდე შეწირული, რადგაან აქ არის გამუდმებით ბრძოლა, და ამ ბრძოლაში უნდა შესწირო მაშინ იესოს, ყველაფერი....მოდი და იცხოვრე იესოსავით აქ, ნახე როგორ გადაგთქირავენ ადამიანები, ანუ რაღაც ნაწილი ....მაგრამ თუ კი იესოს შესწირავ უნდა გაუძლო და შეიყვარო ისინი.......
შეუძლია ამ სამყაროში ადამიანს უყვარდეს მტერი მისი....ბევრს მგონი არ შეუძლია....ან მარჯვენაში რომ გაგარტყამენ შეგიძლია რომ აპატიო და მარცხენაც მიუშვიროოოო???? მგონი ეს აქ არც არავის შეუძლია....აი როგორ იცხოვრა იესომ და თავისი მაგალითით რამდენი გვასწავლა...შეუძლია ადამიანს რომ ბოროტებას სიკეთით უპასუხოოოს, დღეს აქ ამ სამყაროში...ესეც იშვიათია.... აქ ![]() ნახეე როგორი ამპარტავანია ადამიანი....რომ ღმერთმა თავი დაიმდაბლა....და ჩვენ იმის ნახევარიც არ შეგვიძლია რაც იესომ შესძლო!და გვასწავლა..... |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#351
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
კი ფრანკე შეიძლება , იესოს სიყვარული ერმაც განიცადოს, და ადამიანმაც განიცადოს, მაგრამ ფრანკეეე ჩვენ არ შეგვიწირია, იესოსთთვის თავი....რატომ მოწონს ადამიანს იქ ყოფნა იმ სავანეში...იქ მარტო სიკეთეა ფრანკე...იქ მარტო იქ არის ჭეშმარიტი სარწმუნეობა, იქ არ ირღვევა სახარება ფრანკე არც 10 მცნება...აქ ძნელია იყო ბოლომდე შეწირული, რადგაან აქ არის გამუდმებით ბრძოლა, და ამ ბრძოლაში უნდა შესწირო მაშინ იესოს, ყველაფერი....მოდი და იცხოვრე იესოსავით აქ, ნახე როგორ გადაგთქირავენ ადამიანები, ანუ რაღაც ნაწილი ....მაგრამ თუ კი იესოს შესწირავ უნდა გაუძლო და შეიყვარო ისინი....... შეუძლია ამ სამყაროში ადამიანს უყვარდეს მტერი მისი....ბევრს მგონი არ შეუძლია....ან მარჯვენაში რომ გაგარტყამენ შეგიძლია რომ აპატიო და მარცხენაც მიუშვიროოოო???? მგონი ეს აქ არც არავის შეუძლია....აი როგორ იცხოვრა იესომ და თავისი მაგალითით რამდენი გვასწავლა...შეუძლია ადამიანს რომ ბოროტებას სიკეთით უპასუხოოოს, დღეს აქ ამ სამყაროში...ესეც იშვიათია.... აქ ![]() ფრანკეეეე ![]() ![]() ![]() ეხლა შენ ხარ სადღაც ძალიან ძალიან მაღლა ზეცაში და დაფრინავ და დაფრინავ. ![]() უბრალოდ ბევრი წერა არ მიყვარს და ეხლა მეზარება იმის ახსნა რომ ერში იქნები თუ ბერში თუ შენ ქრისტეს გზას მიყვები განსხვავება არ არის, უბრალოდ ერში სხვა პასუხისმგებლობებიც გაქვს და სხვატაშორის თუ ადამიანი ერში ქრისტიანულად ცხოვრობს ეს დიდი ღვაწლია და ღვთისთვის სათნოა, მერწმუნე ამას ჩემგან კი არ გეუბნები მეც მაქვს შეხება მონასტრულ ცხოვრებასტან და იმათგან ვიცი ![]() |
liziko-liziko |
![]()
პოსტი
#352
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 291 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,339 ![]() |
ოხ, "ფრანკინო" "ფრანკე"
![]() ხო ვეცდები რომ ერში ვიყო ქრისტიანი...რამდენად გამომივა მაგრამ არ ვიცი...ვეცდები....თუნდაც იმიტომ რომ მახსენდება იესო...იესო უსამართლობაზეც ხუჭავდა თვალებს და ბოროტებაზეც.....ეგ როგორც კი მახსენდება....ალბათ შევძლებ..... ხო იესომ ესე გვასწავლა...თავის ცხოვრებით....და ექ იქადაგა...თავისი მაგალითით გვასწავლა ადამაინებს....არარის ძნელი ძაან არც ერში თუ კი იესო გაგახსენდება და გიყვარს იგი.... ![]() მე მარტო იესო რომ გამახსენდება მაგიტომ შევძლებ თუ შევძლებ......მარტო იესოს გამო შევძლებ თუ შევძლებ...არარსებობს წამი რომ იგი არ მახსოვდეს....მინდა რომ სულ მახსოვდეს...სულ თვალწინ მედგეს.....და ვეცდები ვეცდები რადაც არ უნდა დამიჯდეს....სიცოცხლის ფასადაც, კი არასდროოოს არ ვუღალატოოოოო...ვეცდები მაინც ვეცდები მე მარტო იესო რომ გამახსენდება მაგიტომ შევძლებ თუ შევძლებ......მარტო იესოს გამო შევძლებ თუ შევძლებ...არარსებობს წამი რომ იგი არ მახსოვდეს....მინდა რომ სულ მახსოვდეს...სულ თვალწინ მედგეს.....და ვეცდები ვეცდები რადაც არ უნდა დამიჯდეს....სიცოცხლის ფასადაც, კი არასდროოოს არ ვუღალატოოოოო...ვეცდები მაინც ვეცდები |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#353
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
ოხ, "ფრანკინო" "ფრანკე" ![]() ხო ვეცდები რომ ერში ვიყო ქრისტიანი...რამდენად გამომივა მაგრამ არ ვიცი...ვეცდები....თუნდაც იმიტომ რომ მახსენდება იესო...იესო უსამართლობაზეც ხუჭავდა თვალებს და ბოროტებაზეც.....ეგ როგორც კი მახსენდება....ალბათ შევძლებ..... ხო იესომ ესე გვასწავლა...თავის ცხოვრებით....და ექ იქადაგა...თავისი მაგალითით გვასწავლა ადამაინებს....არარის ძნელი ძაან არც ერში თუ კი იესო გაგახსენდება და გიყვარს იგი.... ![]() მართალ, გეთანხმები ![]() ღმერთმა გაგაძლიეროს. |
აკაკი |
![]()
პოსტი
#354
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
liziko-liziko
ახლა მათ ერთი ნება აქვთ... ისინი არა რიან ნებაში განყოფილნი ![]() ისინი(ძე და მამა) ჰიპოსტასურ ურთიერთობაში იყვნენ, როცა იესო ამქვეყნად იმყოფებოდა(ყოველგან არის)... დაუჯერებელს რას ამბობდი? ![]() ჰიპოსტასი, ანუ ღვთაებრივი პიროვნება (მამა, ძე ან სულიწმინდა)... -სექტანტები (საკითხში გაურკვეველნი) ამბობენ, რომ თუ იესო ქრისტე ღმერთიაო ვის მიმართ ლოცულობდაო, თავის თავს ევედრებოდაო?... როგორც ვიცით ლოცვა ღმერთთან საუბარია, ძე, როგორც მამისაგან განსხვავებული (პიროვნულად და არა ბუნებით) ჰიპოსტასურ, ანუ პიროვნულ ურთიერთობაში იყო და ის თავის თავს კი არა, არამედ მამისა და სულიწმინდის მიმართ ლოცულობდა. ანუ მეორე პირი ლოცულობს ანუ ჰიპოსტასურად ურთიერთობს პირველსა და მესამე (მამისა და სულიწმინდის) პირთა მიმართ. ყოვლადწმინდა სამება, ერთარსი, თანაარსი, განუყოფელი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. სამი პიროვნება (ჰიპოსტასი): მამა, ძე, სულიწმინდა. პიროვნულად მამა განსხვავებულია ძისაგან და სულიწმინდისაგან იმითი, რომ მამა არც იშვება და არც გამოვალს არავისაგან; ძე მამისაგან და სულიწმინდისაგან იმით განსხვავდება, რომ არ გამოვალს მამისაგან არამედ, იშვების მამისაგან უწინარეს ყოელთა საუკუნეთა, ანუ მისი შობა დროში არ მომხდარა, არამედ დროის მიღმა იქ სადაც დრო არ არის, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ დაუსაბამოდ შობა; სულიწმინდა ძისაგან და მამისაგან იმით განსხვავდება, რომ გამოვალს მამისაგან და არ იშვება, ესეც დროის მიღმაა და ესეც დაუსაბამოა. ------------------------------------------------------------------- !!!ყურადღება!!! შობა შექმნას არ ნიშნავს, ეს გაითვალისწინე ------------------------------------------------------------------- ამ სამივე ჰიპოსტასს (პიროვნებას, ღვთაებრივ პიროვნებას) აქვსა ერთი ღვთაებრივი ბუნება. ისინი ერთმანეთისაგან პიროვნულად იმდენად განსხვავდებიან, რამდენადაც ერთნი არიან ბუნებით. მამა (პირველი პირი/ჰიპოსტასი) = ღმერთი, ძესთან და სულიწმინდასთან ერთად. ძე (მეორე პირი/ჰიპოსტასი) = ღმერთი, მამასთან და სულიწმინდასთან ერთად. სულიწმინდა (მესამე პირი/ჰიპოსტასი) = ღმერთი, მამასთან და ძესთან ერთად. ანუ მათი ცალ ცალკე მოაზრება არ შეიძლება... მამა არ არის ძე და არც სულიწმინდა, არც ძეა მამა და სულიწმინდა, ასევე არც სულიწმინდაა მამა და ძე. იესო ქრისტესაგან სულიწმინდა არ გამოვალს, არამედ მამისაგან. იესო ქრისტე სულიწმინდას მოავლენს ჩვენზედ მამის მიერ. ================================================ იესო ქრისტე, წმ. სამების, ჭეშმარიტი ღვთის მეორე პირია (ჰიპოსტასი), როგორც ვიცით მან ხორცი შეისხა სულიწმინდისაგან და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისაგან და განკაცდა. ანუ ღმერთმა ინება, რომ ადამიანიც ყოფილიყო სამების მეორე პირი, რომ კაცთა ცოდვებისათვის მომკვდარიყო, და მსხვერპლად შეწირულიყო. იესო ქრისტეს აქვს ორი ბუნება, სრული ღვთაებრივი(ანუ ძე ღმერთი) ბუნება, და სრული ადამიანური ბუნება, ცოდვებისა და ცოდვათა მიდრეკილებების გარეშე, ის არის უცოდველი, ასე იცხოვრა მან ამ ქვეყნად. |
liziko-liziko |
![]()
პოსტი
#355
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 291 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,339 ![]() |
აკაკი და ეს ე რომ დამიწერე : იესო ქრისტე სულიწმინდას მოავლენს ჩვენზედ მამის მიერო და სულიწმინდა არის დაუსაბამო და მარადიული ანუ დროს გარეშეო, ანუ მარადიულად მოავლენს, სულიწმინდას, ჩვენზე მამაის მიერ თუ მოავლინა??? ანუ ის სულიწმინდა მარადიულად რჩება თუ მიდის??? თუ დაუსაბამოდ და მარადიულად რჩება?
და კიდე, მაინტერესებს...რა დროს და რატომ რა მიზეზით მოავლენს სულიწმინდას იესო ადამიანზე მამისაგან გამომავალს....? ეს ძალიან მაინტერესებს....რა ხდება მაგ დროს? რა ხდება? მაგ დროს??? ნეტა რა ხდება? და ბოლოს : ბოლო კითხვა : სულიწმინდაც მამა ღმერთივით და იესოსავით ყოვლისშემძლეა???ანუ ააქვს მას ძალა ყოვლისშემძლეობისა? |
lingvo |
![]()
პოსტი
#356
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
liziko-liziko
საღვთისმეტყველო საკითხებზე აწი შესაბამის თემაში ვისაუბროთ (აქ თემა ბერ-მონაზვნობაზეა), მაგრამ რადგანაც ამდენი კითხვები გაქვს აქაც დავდებ შენ კითხვებზე საპასუხოდ და წაიკითხე. ![]() პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება 2. ყოვლადწმიდა სამების დოგმატი ღმერთი ერთარსია და სამპიროვანი. სამების დოგმატი ქრისტიანობის ძირითადი დოგმატია. უშუალოდ მასზე დაფუძნებული ეკლესიის უმნიშვნელოვანესი და, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გამოსყიდვის დოგმატები. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე სარწმუნოების ყოველი იმ სიმბოლოს ძირითად შინაარსს შეადგენს, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია წარსულშიც და ახლაც იყენებდა და იყენებს. იგივე მეორდება ეკლესიის მწყემსთა მიერ პირად, თუ სხვადასხვა შემთხვევათა გამო დაწერილ სარწმუნოების აღსარებებში. ყველა ქრისტიანულ დოგმატთაგან უმნიშვნელოვანესი - ყოვლადწმიდა სამების დოგმატი ადამიანის შეზღუდული გონებისათვის ყველაზე რთულად გასააზრებელიც არის. აი, რატომ იყო, რომ ეკლესიის ისტორიაში არც ერთი ქრისტიანული ჭეშმარიტებისათვის არ გამართულა ისეთი დაძაბული ბრძოლა, როგორიც ამ დოგმატისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გაჩაღდა. ყოვლადწმიდა სამების დოგმატი თავისთავში აერთიანებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას: ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი; ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი. ჩვენ ქედს ვიხრით ყოვლადწმიდა სამების წინაშე ერთიანი, განუყოფელი თაყვანიცემით. ეკლესიის მამებისა და საღვთისმსახურო ნაწერებში სამებას ხშირად ეწოდება - „სამება ერთღმრთეება“, „სამჰიპოსტასოვანი ერთღმრთეება“. ყოვლადწმიდა სამების ერთი პირისადმი აღვლენილი ლოცვები მეტწილად სამივე პირის განდიდებით მთავრდება (მაგ., ლოცვა უფალ იესო ქრისტესადმი: „და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანადაუსაბამოდ მამით შენით და ყოვლადწმიდით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“). ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. ქრისტიანული ეკლესია აცნობიერებს დოგმატის იდუმალებას და მას უდიდესი გამოცხადებად აღიქვამს. ეს გამოცხადება განუზომლად ამაღლებს ქრისტიანულ სარწმუნოებას ერთღმერთიანობის ყოველგვარ, მარტივ აღიარებასთან შედარებით (ერთღმერთიანობას სხვა, მათ შორის არაქრისტიანულ რელიგიებშიც კი ვხვდებით). სამჰიპოსტასობის დომგატი მიანიშნებს ღმერთში შინაგანი, იდუმალი ცხოვრების სისავსეზე, რამეთუ „ღმერთი სიყუარულ არს“ (I ინ. 4,8); ღვთის სიყვარული შეუძლებელია მხოლოდ მის მიერვე შექმნილ სამყაროს განეფინოს - იგი ყოვლადწმიდა სამებაში საღვთო შიდაცხოვრებასაც მოიცავს. სამჰიპოსტასობის დოგმატი კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს სამყაროსთან ღმერთის სიახლოვეზე: ღმერთია ჩვენს ზემოთ, ჩვენთან, ჩვენში და ყოველ ქმნილებაში. ჩვენს ზემოთ მამა ღმერთი სუფევს, წყარო დაუშრობელი, საეკლესიო ლოცვების მიხედვით - დასაბამი ყოველთა მყოფობისა, მამა სიუხვეთა, ჩვენი მოყვარული და თავის ქმნილებებზე მზრუნველი. ჩვენ მისი შვილნი ვართ მადლისმიერად. ჩვენთან არის ძე ღმერთი - იგი იშვა და საღვთო სიყვარულის გამო ადამიანებს კაცად მოევლინა, რათა გვცოდნოდა და საკუთარი თვალით გვეხილა, რომ უფალი ჩვენთან არის და რომ იგი უწრფელესად, ანუ უსრულყოფილესი სახით „თანაზიარ გვექმნა“ (ებრ. 3,14). სულიწმიდა ჩვენში და ყოველ ქმნილებაში თავისი ძალითა და მადლით აღავსებს ყოველივეს, იგია მომნიჭებელი სიცოცხლისა, ცხოველმყოფელი და ნუგეშინისმცემელი, სიკეთეთა საგანძური და წყარო. ყოვლადსაუკუნოდ და წინასაუკუნოდ მყოფი სამპიროვანი ღმერთი სამყაროს გამოეცხადა მაშინ, როცა ძე ღვთისა მოვიდა და განხორციელდა, როგორც „ერთ ძალ, ერთ არს, ერთ ღმერთ“ (სულთმოფენობის სტიქარონი). ღმერთი მთელი თავისი არსით არის სრული გონი, აზრი და თვით შემეცნება. მაშასადამე თვითშემეცნებადია ერთი ღმერთის მიერ თავისთვის სამობრივ, მარადიულ გამოვლინებასთან თითოეული. ყოველი მათგანი პირია და არა უბრალო ფორმა, ცალკეული გამოვლინება, თვისება თუ ქმედება - თავად საღვთო არსება არის სამპიროვანი. მაშასადამე, როდესაც ქრისტიანულ სწავლებაში სამპიროვან ერთ ღმერთზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ საღვთო სიღრმეებში დაფარულ იდუმალ შიდაცხოვრებას, რაც სამყაროსათვის დროის მონაკვეთში გაცხადებულ იქნა და გამოიხატა ახალ აღთქმაში მამისაგან ამა სოფლად ძე ღვთისას გამოგზავნასა და სასწაულმოქმედი, ცხოვრებისმომცემელი, მაცხონებელი ძალის მქონე ნუგეშინისცემლის - სულიწმიდის მოქმედებაში. უფრო ვრცლად: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/4.htm -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
liziko-liziko |
![]()
პოსტი
#357
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 291 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,339 ![]() |
ლინგვომაც მაგრა ამიხსნა.....გმადლობთ
![]() ![]() ბერ- მონაზონებზე საკმაოდ ვისაუბრე...უბრალოდ უცბათ თემამ მოიტანა ეს მეორე თემა....თუმცა ეს მეორე თემა დასრულებულია. |
lingvo |
![]()
პოსტი
#358
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
liziko-liziko
რატომ დასრულდა? პირიქით, კარგია რომ გაქვს კითხვები და ჭეშმარიტების შემეცნებისკენ სწრაფვა. უბრალოდ შესაბამის თემაში ვისაუბროთ ![]() თუ კითხვები გექნება აქ დაწერე: http://church.ge/index.php?showtopic=2846&...60entry626884 -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
marine |
![]()
პოსტი
#359
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნებს ნუ განიკითხავ, ვინაიდან ისინი თავიანთ სათნოებებს ფარავენ და რომ არ შეაქონ, ხშირად სალოსობენ.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
lingvo |
![]()
პოსტი
#360
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ.
ბერი პაისი ათონელი -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
marine |
![]()
პოსტი
#361
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამათა ცხოვრებაში აღწერილია ასეთი ეპიზოდი: სკიტში მცხოვრებმა ბერმა მოსემ დაინახა ახალგაზრდა მონაზონი ზაქარია, და იხილა სულიწმიდა მასზე. ამან ძალაინ იმოქმედა ბერზე, შეუვრდა ფეხებში ზაქარიას და უთხრა: შვილო ჩემო, რა უნდა ვქნა, რომ ჭეშმარიტი მონაზონი გავხდე და სული ვიცხონო?
ახალგაზრდამ გაკვირვებით უპასუხა, - მამაო, მე უნდა გეკითხებოდე ამას და არა შენ. მოსეს არ უნდოდა გაემხილა, ჩვენება რომ იხილა, და უპასუხა: ერთმა კაცმა მიბრძანა, შენ გკითხო რჩევაო. მაშინ ზაქარიამ მოიხსნა ბარტყული, დააგდო მიწაზე, ზედ ფეხით შედგა და უთხრა: -ყველა ადამიანს ფეხქვეშ რომ გაეგები და ზედ შეგდგებიან, მაშინ გახდები ჭეშმარიტი მონაზონი და ცხონდებიო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
lingvo |
![]()
პოსტი
#362
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
- გერონდა, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ „ნათელ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტნი მონაზონნი არიან“ (26,31). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველაზე სათნოებაშემოსილ ერისკაცსაც კი აღემატება უკანასკნელი მონაზონი?
- არა! აქ ღირსი მამა საუბრობს არა ნებისმიერ მონაზონზე, არამედ მონაზვნურ ცხოვრებაზე, ანუ საერთოდ მონაზვნობაზე. მას მხედველობაში აქვს, რომ მონაზვნობა, როგორც ცხოვრების წესი, საერო ცხოვრების წესზე მაღლა დგას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მონაზონზე უფრო მართალი ერისკაცი. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
marine |
![]()
პოსტი
#363
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როდესაც ადამიანის გულში არის ანთებული სურვილი, წავიდეს მონასტერში, მაშასადამე, ეს ადამიანი ღვთის რჩეულია."
/არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#364
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში თუ სწორად იცხოვრა ბერმა და მონაზონმა, ის ადგილი სამოთხეს ემსგავსება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#365
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანებმა რომ იცოდნენ, მონაზვნობა რამხელა წყალობაა ღვთისა, ყველა მონაზონი გახდებოდა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#366
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზონი მაგალითი უნდა იყოს ერისკაცთათვის და არა საცდური, ისევე, როგორც თვითონ ანგელოზთაგან იღებს მაგალითს."
/იოსებ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#367
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
აღთქმები, რომლებსაც დებენ მონაზვნად აღკვეცისას:
1. "დაადგრებია მონასტერსა განუშორებლად ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინუადმდე?" 2. "დაიცავა ქალწულებასა შენსა ყოვლითა გონიერებითა და სასოებითა?" 3. "ცხოვრებასა შინა შენსა ვიდრე სიკვდიდმდე ჰყოფა მორჩილებასა უფროსისასა, და ყოველთა ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათასა?" 4. "დაითმენა ყოველსა ძვირისხილუასა, იწროებასა, ბოროტთა მიერ აღძრულსა მზაკუარებასა სასუფევლისათვის ცათასა?" აღკვეცისას "დიდ სქემას" დასაწყისში დაემატება: "განეშორები ამა სოფელსა და ყოველივესა, რაიცა არს მას შინა, ცნებისაებრ უფლისა?" ყოველა ამ შეკითხვაზე პასუხობენ: "ჰე, ღვთისა ძალითა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
![]()
პოსტი
#368
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ვა რა კარგი თემა გვქონია და როგორ შრომობს ამ თემაში მარინე.
მოვიცლი ცოტა ხანში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 10:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი