![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3481
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როგორც ბერებმა ჩვენ აღთქმა დავდეთ, რომ მოგვეთმინა დამცირება და ყვედრება, დავდეთ სხვა წმიდა აღთქმებიც, მაგრამ შემდეგ ხდება, რომ ეშმაკი შეგვაცდენს და იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ, რაც აღვუთქვით. ჩვენ ერთით ვიწყებთ და მეორეთი ვამთავრებთ. გავემართებით ერთ ადგილისაკენ და მეორე ადგილზე მივდივართ. ჩვენ უყურადღებონი ვართ.“
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3482
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-ჩემს მოძღვარს ღვთისმეტყველება არ უსწავლია, თუმცა, საოცარი სიღრმით ღვთისმეტყველებდა. ერთ წერილში ის წერს: „როდესაც ნამდვილი მონაზონი მორჩილებითა და მდუმარებით განიწმენდს გრძნობებს, დაიმშვიდებს გონებას და განიწმინდება მისი გული, მაშინ მიიღებს მადლსა და საღმრთო ცოდნას. ხდება სრული ნათელი, სრული გონება, სრული ბრწყინვალება, საიდანაც გამოედინება ღვთისმეტყველება. სამი ადამიანიც რომ იწერდეს მას ერთდროულად, მაინც ვერ მიჰყვება მადლის ნაკადს, რომელიც ტალღებად მოედინება და სიმშვიდესა და სხეულში ვნებების უმოქმედობას მოგვმადლებს. გული ღვთაებრივი სიყვარულით აენთება და აღმოხდება: „შეაჩერე, იესო ჩემო, ტალღები შენი მადლისა, თორემ ცვილივით ვდნები“. და მართლაც, ის დნება, რადგან ვერ უძლებს ამას. გონება ჭვრეტად აღიტაცება. ხდება შერწყმა. ადამიანი გარდაიქმნება და ღმერთს ისე უერთდება, რომ ვეღარ ცნობს ან ვეღარ აცალკევებს საკუთარ თავს ღვთისგან ისევე, როგორც რკინა, რომელიც გახურებისას ცეცხლს ემსგავსება“.
/ეფრემ არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3483
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გონებით არა ამ სოფლისაგანი და მოუკლებელად მლოცველი ისიქასტი ილარიონ ივერიელი წინასწარმცნობელობის მადლს ფლობდა. სამი დღე ელოდა მას რუსული ხომალდი, რომელიც რუსმა ხელმწიფემ წმინდა დიონისეს მონასტერში გამოგზავნა, რათა ამ ღვთის მონისგან ყირიმის ომის (1854 წ.) შედეგი შეეტყო. საბოლოოდ, წმინდანმა პასუხი გასცა და მოგვიანებით ღირსი ბერდიდის წინასწარმეტყველება აცხადდა. მან თქვა, - რუსეთი განსაცდელს გამოივლის და ბოლოს დამარცხდება, მაგრამ მიწას არ დაკარგავსო. ასეც მოხდა.
მამა ილარიონის წინასწარმეტყველების ნიჭის მოწმე და თვითმხილველი გახდა სათნო მონაზონი იაკობ დიონისელი. მან, ჯერ კიდევ მორჩილმა, ბერდიდი თავის კელიაში მოინახულა. მოძღვარი პირველად ხედავდა მას, მაგრამ შორიდანვე სახელით მიმართა, - მობრძანდით, შვილო იოანეო. ბერდიდმა მორჩილი წმინდა იაკობ მოციქულის სახელობის პატარა ტაძარში შეიყვანა, თავზე ხელი დაასხა და უთხრა: -გიყვარდეს და პატივი ეცი შენს სეხნიას, წმინდა მოციქულს, - დამოძღვრა, და სხვათა შორის, უბრძანა, დაეთმინა და არ ედარდა, რომ მისმა ძმამ დიონისეს მონასტერი დატოვა (მართლაც, ის სწორედ ამ დღეს გადავიდა ქსენოფონტეს მონასტერში), - წმინდა მოციქული იქნება შენი საუკეთესო მფარველიო. -მაგრამ, მამაო, მე იოანე მქვია და არა იაკობი, - უთხრა მორჩილმა. -ვიცი, შვილო, მომავალში იაკობი იქნები, - უპასუხა ბერდიდმა, - მაგრამ ვიდრე მონაზონი არ გახდები, შენ გარდა არავინ უნდა იცოდეს, რაც დღეს უგუნური ბერიკაცისგან მოისმინე. წინასწარ-სცნა რა ჟამი საკუთარი გარდაცვალებისა, ბერდიდმა ამასთან დაკავშირებით ბოლო მითითებები და სურვილები გასცა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3484
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უფალმა თავის განგებულებით შეუმსუბუქა ბრძოლა ახალმოსულებს, რათა მაშინვე კვლავ სოფელს არ დაუბრუნდნენ. ამიტომ უფლის მიერ გიხაროდეთ ყველას, ვინც ქრისტეს მონა ხართ და ეს მიიჩნიეთ ნიშნად უფლის სიყვარულისა, რომელიც თქვენდამი აქვს და გჯეროდეთ, რომ მან მოგიხმოთ თქვენ“.
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3485
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შეიცანით ბერ-მონაზვნობის უღრმესი აზრი, მოიხვეჭეთ სულიერი კეთილშობილება, წმიდა მამათა გულისხმიერება“
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3486
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მას [აღმსარებელი მამა გრიგოლი] გულის ისეთი სიწმინდე და წინასწარ ჭვრეტის ნიჭი ჰქონდა, რომ იდუმალ ზრახვებს განჭვრეტდა. მე, ცოდვილმა, ეს თავად გამოვცადე. ერთხელ ზეთისხილის ნაყოფს ვკრეფდით - ყველა ძმა და თავად ბერი ერთად ვიყავით, ოღონდ მე რაღაც ფიქრებმა წამიღო. ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა და ბერძნულად მითხრა: „მამა, რატომ უღებ კარს ასეთი აზრებს? ისინი ეშმაკისგან არის, განდევნე შენგან!“ ამის გაგონებაზე შემეშინდა, მიწამდე თაყვანი ვეცი, შევთხოვე წმინდა ლოცვა. მერე ისე ამიჩუყდა გული, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ვმადლობდი უფალს, ჩემს ღმერთს იესო ქრისტეს და ღვთისმშობელს, რომ ღირსი გავხდი იმავე მონასტერში მეცხოვრა და მორჩილებაში ასეთ ბერებთან ერთად მევლო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3487
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„[ბერი იოსებ ვატოპედელი] ამბობდა: „ხედავთ, რომ ეს გამოგონებები, ანუ სხვადასხვა სულიერი ფიქრები, ძალიან სასარგებლოა, ხოლო ჩვენთვის, მონაზონთათვის ყველი და პურია. იმიტომაც ვართ ამქვეყნიური საზრუნავებისგან თავისუფლები, რომ შეგვეძლოს საკუთარი გონების გაკონტროლება, მივცეთ მას სულიერი საზრდო და ამგვარად გავიადვილოთ ჩვენი სასტიკი მოღვაწეობა. სასტიკიცაა და იმავდროულად, არც არის. სასტიკია, რთულია ჩვენი მტრის - სატანის ბოროტების, დაუნდობლობისა და მძვინვარების გამო. არა სასტიკი, როდესაც საღმრთო მოშურნეობას ავამოქმედებთ ქრისტეს მადლის მეშვეობით“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3488
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სიღატაკე, მწუხარება, ყოველივეს ნაკლებობა - აი, მონაზვნური ცხოვრების სამუშაო იარაღები“
/ამბა პიმენი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3489
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რუსიკში ცხოვრობდა სქემმონაზონი მამა მარტინიანე, ბერძენი, სრული მორჩილებით და საკუთარი ნების უარყოფით, ისეთი უბოროტო შეიქნა ვითარცა ჩვილი. ისეთი სიყვარული ჰქონდა ყველას მიმართ, რომ ყველასთვის სულს სწირავდა და ყველას უძლურებას საკუთარ თავზე იღებდა. მას ღვთისგან იმგვარი მადლი და გულის სიწმინდე ჰქონდა, რომ შინაგან იდუმალ აზრებს განჭვრეტდა. რუსული ენა არ იცოდა, მაგრამ ხშირად გვამხელდა ჩვენ, რუსებს და სულის სარგო რჩევებს გვაძლევდა. ხან ისე მეტყველებდა რუსულად, რომ რუსიც ვერ იტყოდა ასე, შემდეგ კი რუსულად კვლავ არაფერი ესმოდა, ამიტომ ძალიან გვიკვირდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3490
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მონაზონმა თავის შიგნით მადლის მოქმედება არ იგრძნო, წარუმატებელი მონაზონია“
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3491
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამბა მარკოზმა ერთხელ ამბა არსენს უთხრა: „რატომ გაგვირბიხარ?“ ბერმა მიუგო: „ღმერთი ხედავს, რომ მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია, ვიყო ერთდროულად ღმერთთანაც და ადამიანებთანაც. ზეცაში ათასებსა და მილიარდებს ერთი ნება აქვთ, ადამიანების ნება კი განსხვავებულია“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3492
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შუაღამემ დიდი ხნის წინ გადაიარა. ასკეტთა კელიების გამორჩევა დავიწყე, მათ სარკმელებში თანდათან სინათლის შუქმა დაიწყო დამკვიდრება. ისინი ღამის ბულბულები არიან, რომელიც იმისთვის წამოიმართნენ, რათა გალობდნენ. ეს „სიმშვიდის წყაროებია“ - ისინი ქვეყანას მოირბენენ და სიმშვიდეს მოწყურებულ სოფელს დაარწყულებენ. ეს „მთაზე მდგარი ცეცხლოვანი კოშკურებია“, რომლებიც გარემოს ნათელს მოჰფენენ. ეს სამყაროს „კეთილსურნელებით აღმავსებელი და დამატკბობელი შროშანებია“. მალე, კელიებიდან, არემარეს მლოცველების სინანულითა და ნათლის ძიებით აღვსილი გოდება მოეფინა, ამ ხმაში გაცისკვროვნების შეგრძნებაც გამოვლინდება. და მლოცველები ქრისტეს სადიდებლად, მისი ღვთაებრივობისგან უხვი მადლისა და წყალობის თხოვნით წარმოდგებიან“.
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3493
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ერთმა ჩვენმა ძმამ მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] სენაკში მოინახულა, როდესაც ჯერ კიდევ მონასტრის შიგნით ცხოვრობდა, და ჰკითხა: „მამაო, როგორ ბრძანდებით?“. ბერის პასუხმა ძმა გააოგნა: „ჩემ თავს ვაფურთხებ, რადგან, შენ რომ გითხრა, შემაფურთხე-მეთქი, მორიდების გამო არ იზამ“. ეს თქვა, ხელზე დაინერწყვა და შუბლზე მიირტყა. ძმა არ დააბრკოლა ამ მოქმედებამ, რადგან ძალიან უყვარდა ბერი, დიდი მოკრძალება ჰქონდა მის მიმართ და იცოდა მისი სულიერი მდგომარეობა. პირიქით, გააოცა მოძღვრის ღრმა სიმდაბლემ, ხოლო ეს შემთხვევა ცხოვრების გაკვეთილად ექცა“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3494
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3495
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სტუმართმოყვარეობას და ძმათმოყვარეობას ოდითგან პატივს მიაგებენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაღში, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს სათნოებას, რამეთუ იგი სიყვარულიდან მომდინარეობს. მთაწმინდელი მამებიც მაგალითნი იყვნენ უხვი, სახარებისეული, უტყუარი სიყვარულისა. ასეთი გახლდათ კვიპრელი მამა ნიკოდიმოსი, წმინდა ანას სკიტის ამაღლების კალივიდან. ჭეშმარიტად, მისი მასპინძლობა მსგავსი გახლდათ აბრაამის სტუმართმოყვარეობისა. მის კალივაში ყოველი მგზავრი თავშესაფარს ჰპოვებდა, ყოველი მშიერი - პურს, ყოველი ღატაკი - წყალობასა და მოწყალებას. ათონზე დაფარულმცოდნეობის მადლის მიღების ღირსი შეიქმნა. მამა ნიკოდიმოსი ასი წლისა გარდაიცვალა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3496
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“როდესაც საქმე ღმრთისმსახურებასა თუ მონაზვნური კანონის შესრულებას ეხებოდა, [ბერი იოსებ ვატოპედელი] არც დაღლას უწევდა ანგარიშს, არც დროს, არც მძიმე გარემო პირობებს. თავად, როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, არასდროს გამოტოვებდა პირადი ლოცვის კანონს”. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3497
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვინც საკუთარ თავს მიწიერსა და მეგობრებს განაშორებს, მას ღმერთი წმიდა ანგელოზებთან ერთად უახლოვდება“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3498
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრის ერთ-ერთ დას სულიერი განსაცდელი შეემთხვა აღკვეცის წინ და მაღალი იერარქები (ალბათ არასწორად ინფორმირებულები) აიძულებდნენ მას ოჯახის შექმნას. ჩვენ, ყველანი, ამის წინააღმდეგი ვიყავით. მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] კი, რომ გვეგონა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო ყვირილი: „ვის გაუგია მონაზვნის გათხოვება! როგორ შეიძლება ამის კურთხევის გაცემა!“ მადლობა ღმერთს, ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა“.
/მონაზონი ნინო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3499
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა მღვდელი გარდაიცვლება, ცხედარს დასაკრძალავად ამზადებენ მხოლოდ მღვდელები - სხვას ამს უფლება არა აქვს - განბანენ, ტანსაცმელს უცვლიან. ასევე გააპატიოსნებენ მონაზვნებსაც. „ევქოლოგიაში“ წერია, რომ დაუშვებელია ბერის გაშიშვლებული სხეულის შეხედვა“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3500
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,788 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი იოსები [ვატოპედელი] ამბობდა: „თავის იძულებას მორჩილებაში ლოცვის მხურვალება მოაქვს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 06:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი