![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3489
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რუსიკში ცხოვრობდა სქემმონაზონი მამა მარტინიანე, ბერძენი, სრული მორჩილებით და საკუთარი ნების უარყოფით, ისეთი უბოროტო შეიქნა ვითარცა ჩვილი. ისეთი სიყვარული ჰქონდა ყველას მიმართ, რომ ყველასთვის სულს სწირავდა და ყველას უძლურებას საკუთარ თავზე იღებდა. მას ღვთისგან იმგვარი მადლი და გულის სიწმინდე ჰქონდა, რომ შინაგან იდუმალ აზრებს განჭვრეტდა. რუსული ენა არ იცოდა, მაგრამ ხშირად გვამხელდა ჩვენ, რუსებს და სულის სარგო რჩევებს გვაძლევდა. ხან ისე მეტყველებდა რუსულად, რომ რუსიც ვერ იტყოდა ასე, შემდეგ კი რუსულად კვლავ არაფერი ესმოდა, ამიტომ ძალიან გვიკვირდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3490
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მონაზონმა თავის შიგნით მადლის მოქმედება არ იგრძნო, წარუმატებელი მონაზონია“
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3491
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამბა მარკოზმა ერთხელ ამბა არსენს უთხრა: „რატომ გაგვირბიხარ?“ ბერმა მიუგო: „ღმერთი ხედავს, რომ მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია, ვიყო ერთდროულად ღმერთთანაც და ადამიანებთანაც. ზეცაში ათასებსა და მილიარდებს ერთი ნება აქვთ, ადამიანების ნება კი განსხვავებულია“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3492
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შუაღამემ დიდი ხნის წინ გადაიარა. ასკეტთა კელიების გამორჩევა დავიწყე, მათ სარკმელებში თანდათან სინათლის შუქმა დაიწყო დამკვიდრება. ისინი ღამის ბულბულები არიან, რომელიც იმისთვის წამოიმართნენ, რათა გალობდნენ. ეს „სიმშვიდის წყაროებია“ - ისინი ქვეყანას მოირბენენ და სიმშვიდეს მოწყურებულ სოფელს დაარწყულებენ. ეს „მთაზე მდგარი ცეცხლოვანი კოშკურებია“, რომლებიც გარემოს ნათელს მოჰფენენ. ეს სამყაროს „კეთილსურნელებით აღმავსებელი და დამატკბობელი შროშანებია“. მალე, კელიებიდან, არემარეს მლოცველების სინანულითა და ნათლის ძიებით აღვსილი გოდება მოეფინა, ამ ხმაში გაცისკვროვნების შეგრძნებაც გამოვლინდება. და მლოცველები ქრისტეს სადიდებლად, მისი ღვთაებრივობისგან უხვი მადლისა და წყალობის თხოვნით წარმოდგებიან“.
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3493
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ერთმა ჩვენმა ძმამ მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] სენაკში მოინახულა, როდესაც ჯერ კიდევ მონასტრის შიგნით ცხოვრობდა, და ჰკითხა: „მამაო, როგორ ბრძანდებით?“. ბერის პასუხმა ძმა გააოგნა: „ჩემ თავს ვაფურთხებ, რადგან, შენ რომ გითხრა, შემაფურთხე-მეთქი, მორიდების გამო არ იზამ“. ეს თქვა, ხელზე დაინერწყვა და შუბლზე მიირტყა. ძმა არ დააბრკოლა ამ მოქმედებამ, რადგან ძალიან უყვარდა ბერი, დიდი მოკრძალება ჰქონდა მის მიმართ და იცოდა მისი სულიერი მდგომარეობა. პირიქით, გააოცა მოძღვრის ღრმა სიმდაბლემ, ხოლო ეს შემთხვევა ცხოვრების გაკვეთილად ექცა“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3494
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3495
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სტუმართმოყვარეობას და ძმათმოყვარეობას ოდითგან პატივს მიაგებენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაღში, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს სათნოებას, რამეთუ იგი სიყვარულიდან მომდინარეობს. მთაწმინდელი მამებიც მაგალითნი იყვნენ უხვი, სახარებისეული, უტყუარი სიყვარულისა. ასეთი გახლდათ კვიპრელი მამა ნიკოდიმოსი, წმინდა ანას სკიტის ამაღლების კალივიდან. ჭეშმარიტად, მისი მასპინძლობა მსგავსი გახლდათ აბრაამის სტუმართმოყვარეობისა. მის კალივაში ყოველი მგზავრი თავშესაფარს ჰპოვებდა, ყოველი მშიერი - პურს, ყოველი ღატაკი - წყალობასა და მოწყალებას. ათონზე დაფარულმცოდნეობის მადლის მიღების ღირსი შეიქმნა. მამა ნიკოდიმოსი ასი წლისა გარდაიცვალა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3496
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“როდესაც საქმე ღმრთისმსახურებასა თუ მონაზვნური კანონის შესრულებას ეხებოდა, [ბერი იოსებ ვატოპედელი] არც დაღლას უწევდა ანგარიშს, არც დროს, არც მძიმე გარემო პირობებს. თავად, როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, არასდროს გამოტოვებდა პირადი ლოცვის კანონს”. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3497
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვინც საკუთარ თავს მიწიერსა და მეგობრებს განაშორებს, მას ღმერთი წმიდა ანგელოზებთან ერთად უახლოვდება“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3498
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრის ერთ-ერთ დას სულიერი განსაცდელი შეემთხვა აღკვეცის წინ და მაღალი იერარქები (ალბათ არასწორად ინფორმირებულები) აიძულებდნენ მას ოჯახის შექმნას. ჩვენ, ყველანი, ამის წინააღმდეგი ვიყავით. მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] კი, რომ გვეგონა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო ყვირილი: „ვის გაუგია მონაზვნის გათხოვება! როგორ შეიძლება ამის კურთხევის გაცემა!“ მადლობა ღმერთს, ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა“.
/მონაზონი ნინო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3499
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა მღვდელი გარდაიცვლება, ცხედარს დასაკრძალავად ამზადებენ მხოლოდ მღვდელები - სხვას ამს უფლება არა აქვს - განბანენ, ტანსაცმელს უცვლიან. ასევე გააპატიოსნებენ მონაზვნებსაც. „ევქოლოგიაში“ წერია, რომ დაუშვებელია ბერის გაშიშვლებული სხეულის შეხედვა“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3500
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი იოსები [ვატოპედელი] ამბობდა: „თავის იძულებას მორჩილებაში ლოცვის მხურვალება მოაქვს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3501
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედამიწაზე მარტოობას მონაზონი ზეციურ საზოგადოებამდე მიჰყავს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3502
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ძველ სატრაპეზოში ვიყავით, ახალმოსულები - ყველანი, მგონი სხვა დებიც იყვნენ, და მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ჩვენზე, ახალმოსულებზე, წინასწარმეტყველებდა, რომ მონაზვნები გავხდებოდით. სათითაოდ გვლოცავდა და იქვე აყოლებდა წინასწარმეტყველებას. მე ამ ყველაფერს გვერდიდან ვუყურებდი. თვითონ როგორ მივედი კურთხევაზე, ან რა მითხრა - საერთოდ არ მახსენდება. განსაკუთრებით ორი დის დალოცვა ჩამრჩა გონებაში. ერთს უთხრა:
-შენ უბრალო მონაზონი იქნები და მონასტერში მოკვდები. მეორეს კი ასე მიმართა: -მოდი ჩემთან, მონაზონო, ოღონდ 12 წლის შემდეგ მონაზონო, მოდი! ეს დაც მიუახლოვდა და დალოცა. საერთოდ ჩვენ, ახლები, შიშისგან „ვკანკალებდით“ მონაზვნობის ხსენებაზე. ვერ წარმოგვედგინა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა, სულ გვეშინოდა, რომ ვერ შევძლებდით - გაგვყრიდნენ, არ გამოვიდოდა ჩვენი მონაზვნობა. არადა, როგორ გვინდოდა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ამიტომ მამა გაბრიელის სიტყვები - „მონაზონო“, „შენ მონაზონი იქნები“ - ჩვენთვის დიდი ნუგეში იყო, ჩვენი გამხნევება, განმტკიცება, ჩვენი მოშურნეობის გაღვივება, თუ რა ვთქვა. ერთი მხრივ, თითქოს წინასწარმეტყველების არ მჯეროდა, რადგან მაშინ ვფიქრობდი, რომ წინასწარმეტყველები უკვე აღარ იყვნენ. მეორე მხრივ კი, როცა თქვა - თორმეტი წლის შემდეგ მონაზონოო, გულში ვიფიქრე: „რა ამბავია თორმეტი წელი, რა უნდა აკეთოს თორმეტი წელი, რატომ თორმეტი? რატომ გამოყო ეს და? ამას რას ამბობს?“ და რა მოხდა? ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა პირველი აღკვეცა მზადდებოდა, ის დაც აღსაკვეცთა რიგში იდგა, შესამოსელიც მზად ჰქონდა, აღკცევის დღეც უკვე დანიშნული იყო, და მოულოდნელად, გარკვეულ მიზეზთა გამო, უწმინდესის კურთხევით, უარი ეთქვა აღკვეცაზე. ეს იყო ტრაგედია მონასტერში. მის გარდა ყველანი აღვიკვეცეთ. მისი აღკვეცა 12 თვით* გადაიდო, შემდეგ წელს აღიკვეცა“. /იღუმენია პარასკევა/ *ზოგჯერ წმინდანების წინასწარმეტყველებებში არის სიმბოლური ნიშნები. აქ მთავარი იყო ის, რომ აღკვეცა გადაიდებოდა, ჩვენთვის კი ის 12 თვე ნამდვილად 12 წელიწადს უდრიდა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3503
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მართლმადიდებლური მონაზვნობა არის არა აქტივისტური - ქველმოქმედების, პრაქტიკული საქმეების, არამედ ისიქასტური, ლოცვისა და ჭვრეტისა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი განიწმინდება და გარდაიქმნება „ახალ ქმნილებად“.
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3504
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭვრეტით ლოცვას ბერი [იოსებ ვატოპედელი] სულიერ ლოცვას უწოდებს, რომელიც, ამბა ისააკის თანახმად, არის „მომავალი ცხოვრების მდგომარეობის საიდუმლო“, როლის დროსაც „არა თუ ლოცვით ლოცულობს სული, არამედ გრძნობით გრძნობს იმ [მომავალი] საუკუნის სულიერ რეალობას.“ ლაპარაკია ლოცვისმიღმა მდგომარეობაზე, გონების აღტაცებაზე, ჭვრეტაზე. ბერი იოსები ამბობდა, რომ სწორედ მაშინ „იღებს მონაზონი თავის დიპლომს, ატესტატს“ და „საქმიდან ჭრეტაში გადადის“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3505
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი მარტო უნდა ცხოვრობდეს და მასთან მხოლოდ უფალი უნდა იყოს!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3506
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1991 წლის დიდმარხვა ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ წელიწადს ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს ხარებაც ემთხვეოდა. საეკლესიო კალენდარში ასეთი დამთხვევები იშვიათად გვხვდება და მას კირიოპასექს უწოდებენ. სწორედ იმ დიდმარხვაში შედგა ჩვენი თაობის მონაზვნების პირველი აღკვეცაც.
არასდროს დამავიწყდება აღკვეცის შემდეგ უწმიდესის მიერ წარმოთქმული ძალზე მოკლე, მაგრამ გულში ჩამწვდომი ქადაგება, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: -ცხრა მონაზონი, ცხრა კელაპტარი, ცხრა ანთებული სანთელი... დედების აღკვეციდან სულ რაღაც ორ-სამ კვირაში საბერძნეთიდან ნაცნობი გოგონა გვესტუმრა, ნიკი ერქვა. დავათვალიერებინეთ იქაურობა, ახლო-მახლო მონასტრებიც მოვატარეთ. მას ძალიან აინტერესებდა რომელიმე ღვთივგანბრძნობილ ბერთან შეხვედრ და საუბარი. ჰოდა, ავიყვანეთ შიომღიმეში, გავაცანით მამა იოანე და კიდევ ერთი-ორი ბერი, მაგრამ მან რატომღაც სასაუბროდ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ამოირჩია. ერთი კი გავიფიქრე, რად უნდა, ვერ ხედავს, რა გალეშილია-მეთქი? მაგრამ აღარ დავუშალე და კურთხევაზე მივიყვანე. ბერი კოშკთან იჯდა. როგორც კი ნიკი დაინახა, თითქოს შეეშინდაო, უკან დაიხია და იძახის: -უი, რამხელა მადლი მაიტანა, არ დამწვას! მე რუსულად მაინცდამაინც კარგად არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ვიფიქრე, მამა გაბრიელს კი ვაჯობებ-მეთქი, და თარჯიმნობა ჩემს თავზე ავიღე. ნიკის ძირითადად აინტერესებდა ერთი საკითხი: ოჯახი შეექმნა თუ მონასტერში წასულიყო. მამა გაბრიელის პასუხები ახლა სიტყვა-სიტყვით არ მახსენდება. აზრი ეს იყო, რომ ამის გადაწყვეტაში თვითონ ნამდვილად ვერ დაეხმარებოდა, და რომ ეს საკითხი ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისივე მისწრაფების მიხედვით. მაგრამ ნიკი მაინც არ ეშვებოდა, კონკრეტული პასუხის მიღება უნდოდა. ბერი კი ისევ ერთსა და იმავეს უტრიალებდა. ბოლოს, რაკიღა ნახა, რომ ნიკი ისევ თავისაზე დგას, მამა გაბრიელმა პირი აღაღო და ლაპარაკი რუსულად დაიწყო. -Апостол Павел говорит: Добро есть безбрачие. Аще не удержатся да венчаются (პავლე მოციქული ბრძანებს: კეთილ არს უქორწინებლობა. უკეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ). აღარ მახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა ამ სიტყვებზე ნიკის, ეს კი კარგად მახსოვს, რომ შემრცხვა და ენა ჩამივარდა. მე ბერი უვიცი მეგონა, ის კი სლავურად ამეტყველდა. ამის შემდეგ მისთვის თარჯიმნობის გაწევის სურვილი სრულიად დამეკარგა“. /მონაზონი აგლაიდა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3507
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერდიდი ნ. ორი წლის მანძილზე იწვა დიდი ლავრის საავადმყოფოში. მთელი ამ ხნის მანძილზე მონასტრის მამებს და ძმებს, არავის გაუგონია მისგან ნათქვამი ერთი „ოჰ“ ან „აჰ“, მხოლოდ მადლიერება და ყოვლადმოწყალე ღვთის დიდება ისმოდა ამ მუდამ სიხარულით აღსავსე და ნეტარი მოსაგრის ბაგეთაგან“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3508
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,167 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვის პირადი კანონი მონაზვნისთვის ფარის ფუნქციას ასრულებს, დემონების მძვინვარე შემოტევებისგან იცავს. წმიდა ეფრემ კატუნაკელი გვეუბნებოდა, რომ სამოქალაქო ომისა და ოკუპაციის დროს იმ ათონურ საძმოებს, რომლებიც, შიმშილისა და მძიმე ვითარების მიუხედავად, თავიანთ სულიერ მოვალეობებს ზედმიწევნით ასრულებდნენ, არც საზრდელი მოჰკლებიათ, არც არსებობისთვის აუცილებელი სხვა პირობები. ხოლო იმ საძმოებს, რომელთაც მიატოვეს სულიერი მოავლეობები, თუმცა ფულიც ჰქონდათ და შესაძლებლობებიც, ძალიან გაუჭირდათ და სირთულეებს თავი ვერ გაართვეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th August 2025 - 08:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი