![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3501
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედამიწაზე მარტოობას მონაზონი ზეციურ საზოგადოებამდე მიჰყავს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3502
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ძველ სატრაპეზოში ვიყავით, ახალმოსულები - ყველანი, მგონი სხვა დებიც იყვნენ, და მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ჩვენზე, ახალმოსულებზე, წინასწარმეტყველებდა, რომ მონაზვნები გავხდებოდით. სათითაოდ გვლოცავდა და იქვე აყოლებდა წინასწარმეტყველებას. მე ამ ყველაფერს გვერდიდან ვუყურებდი. თვითონ როგორ მივედი კურთხევაზე, ან რა მითხრა - საერთოდ არ მახსენდება. განსაკუთრებით ორი დის დალოცვა ჩამრჩა გონებაში. ერთს უთხრა:
-შენ უბრალო მონაზონი იქნები და მონასტერში მოკვდები. მეორეს კი ასე მიმართა: -მოდი ჩემთან, მონაზონო, ოღონდ 12 წლის შემდეგ მონაზონო, მოდი! ეს დაც მიუახლოვდა და დალოცა. საერთოდ ჩვენ, ახლები, შიშისგან „ვკანკალებდით“ მონაზვნობის ხსენებაზე. ვერ წარმოგვედგინა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა, სულ გვეშინოდა, რომ ვერ შევძლებდით - გაგვყრიდნენ, არ გამოვიდოდა ჩვენი მონაზვნობა. არადა, როგორ გვინდოდა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ამიტომ მამა გაბრიელის სიტყვები - „მონაზონო“, „შენ მონაზონი იქნები“ - ჩვენთვის დიდი ნუგეში იყო, ჩვენი გამხნევება, განმტკიცება, ჩვენი მოშურნეობის გაღვივება, თუ რა ვთქვა. ერთი მხრივ, თითქოს წინასწარმეტყველების არ მჯეროდა, რადგან მაშინ ვფიქრობდი, რომ წინასწარმეტყველები უკვე აღარ იყვნენ. მეორე მხრივ კი, როცა თქვა - თორმეტი წლის შემდეგ მონაზონოო, გულში ვიფიქრე: „რა ამბავია თორმეტი წელი, რა უნდა აკეთოს თორმეტი წელი, რატომ თორმეტი? რატომ გამოყო ეს და? ამას რას ამბობს?“ და რა მოხდა? ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა პირველი აღკვეცა მზადდებოდა, ის დაც აღსაკვეცთა რიგში იდგა, შესამოსელიც მზად ჰქონდა, აღკცევის დღეც უკვე დანიშნული იყო, და მოულოდნელად, გარკვეულ მიზეზთა გამო, უწმინდესის კურთხევით, უარი ეთქვა აღკვეცაზე. ეს იყო ტრაგედია მონასტერში. მის გარდა ყველანი აღვიკვეცეთ. მისი აღკვეცა 12 თვით* გადაიდო, შემდეგ წელს აღიკვეცა“. /იღუმენია პარასკევა/ *ზოგჯერ წმინდანების წინასწარმეტყველებებში არის სიმბოლური ნიშნები. აქ მთავარი იყო ის, რომ აღკვეცა გადაიდებოდა, ჩვენთვის კი ის 12 თვე ნამდვილად 12 წელიწადს უდრიდა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3503
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მართლმადიდებლური მონაზვნობა არის არა აქტივისტური - ქველმოქმედების, პრაქტიკული საქმეების, არამედ ისიქასტური, ლოცვისა და ჭვრეტისა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი განიწმინდება და გარდაიქმნება „ახალ ქმნილებად“.
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3504
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭვრეტით ლოცვას ბერი [იოსებ ვატოპედელი] სულიერ ლოცვას უწოდებს, რომელიც, ამბა ისააკის თანახმად, არის „მომავალი ცხოვრების მდგომარეობის საიდუმლო“, როლის დროსაც „არა თუ ლოცვით ლოცულობს სული, არამედ გრძნობით გრძნობს იმ [მომავალი] საუკუნის სულიერ რეალობას.“ ლაპარაკია ლოცვისმიღმა მდგომარეობაზე, გონების აღტაცებაზე, ჭვრეტაზე. ბერი იოსები ამბობდა, რომ სწორედ მაშინ „იღებს მონაზონი თავის დიპლომს, ატესტატს“ და „საქმიდან ჭრეტაში გადადის“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3505
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი მარტო უნდა ცხოვრობდეს და მასთან მხოლოდ უფალი უნდა იყოს!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3506
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1991 წლის დიდმარხვა ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ წელიწადს ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს ხარებაც ემთხვეოდა. საეკლესიო კალენდარში ასეთი დამთხვევები იშვიათად გვხვდება და მას კირიოპასექს უწოდებენ. სწორედ იმ დიდმარხვაში შედგა ჩვენი თაობის მონაზვნების პირველი აღკვეცაც.
არასდროს დამავიწყდება აღკვეცის შემდეგ უწმიდესის მიერ წარმოთქმული ძალზე მოკლე, მაგრამ გულში ჩამწვდომი ქადაგება, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: -ცხრა მონაზონი, ცხრა კელაპტარი, ცხრა ანთებული სანთელი... დედების აღკვეციდან სულ რაღაც ორ-სამ კვირაში საბერძნეთიდან ნაცნობი გოგონა გვესტუმრა, ნიკი ერქვა. დავათვალიერებინეთ იქაურობა, ახლო-მახლო მონასტრებიც მოვატარეთ. მას ძალიან აინტერესებდა რომელიმე ღვთივგანბრძნობილ ბერთან შეხვედრ და საუბარი. ჰოდა, ავიყვანეთ შიომღიმეში, გავაცანით მამა იოანე და კიდევ ერთი-ორი ბერი, მაგრამ მან რატომღაც სასაუბროდ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ამოირჩია. ერთი კი გავიფიქრე, რად უნდა, ვერ ხედავს, რა გალეშილია-მეთქი? მაგრამ აღარ დავუშალე და კურთხევაზე მივიყვანე. ბერი კოშკთან იჯდა. როგორც კი ნიკი დაინახა, თითქოს შეეშინდაო, უკან დაიხია და იძახის: -უი, რამხელა მადლი მაიტანა, არ დამწვას! მე რუსულად მაინცდამაინც კარგად არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ვიფიქრე, მამა გაბრიელს კი ვაჯობებ-მეთქი, და თარჯიმნობა ჩემს თავზე ავიღე. ნიკის ძირითადად აინტერესებდა ერთი საკითხი: ოჯახი შეექმნა თუ მონასტერში წასულიყო. მამა გაბრიელის პასუხები ახლა სიტყვა-სიტყვით არ მახსენდება. აზრი ეს იყო, რომ ამის გადაწყვეტაში თვითონ ნამდვილად ვერ დაეხმარებოდა, და რომ ეს საკითხი ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისივე მისწრაფების მიხედვით. მაგრამ ნიკი მაინც არ ეშვებოდა, კონკრეტული პასუხის მიღება უნდოდა. ბერი კი ისევ ერთსა და იმავეს უტრიალებდა. ბოლოს, რაკიღა ნახა, რომ ნიკი ისევ თავისაზე დგას, მამა გაბრიელმა პირი აღაღო და ლაპარაკი რუსულად დაიწყო. -Апостол Павел говорит: Добро есть безбрачие. Аще не удержатся да венчаются (პავლე მოციქული ბრძანებს: კეთილ არს უქორწინებლობა. უკეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ). აღარ მახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა ამ სიტყვებზე ნიკის, ეს კი კარგად მახსოვს, რომ შემრცხვა და ენა ჩამივარდა. მე ბერი უვიცი მეგონა, ის კი სლავურად ამეტყველდა. ამის შემდეგ მისთვის თარჯიმნობის გაწევის სურვილი სრულიად დამეკარგა“. /მონაზონი აგლაიდა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3507
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერდიდი ნ. ორი წლის მანძილზე იწვა დიდი ლავრის საავადმყოფოში. მთელი ამ ხნის მანძილზე მონასტრის მამებს და ძმებს, არავის გაუგონია მისგან ნათქვამი ერთი „ოჰ“ ან „აჰ“, მხოლოდ მადლიერება და ყოვლადმოწყალე ღვთის დიდება ისმოდა ამ მუდამ სიხარულით აღსავსე და ნეტარი მოსაგრის ბაგეთაგან“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3508
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვის პირადი კანონი მონაზვნისთვის ფარის ფუნქციას ასრულებს, დემონების მძვინვარე შემოტევებისგან იცავს. წმიდა ეფრემ კატუნაკელი გვეუბნებოდა, რომ სამოქალაქო ომისა და ოკუპაციის დროს იმ ათონურ საძმოებს, რომლებიც, შიმშილისა და მძიმე ვითარების მიუხედავად, თავიანთ სულიერ მოვალეობებს ზედმიწევნით ასრულებდნენ, არც საზრდელი მოჰკლებიათ, არც არსებობისთვის აუცილებელი სხვა პირობები. ხოლო იმ საძმოებს, რომელთაც მიატოვეს სულიერი მოავლეობები, თუმცა ფულიც ჰქონდათ და შესაძლებლობებიც, ძალიან გაუჭირდათ და სირთულეებს თავი ვერ გაართვეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3509
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას“
/ამბა თეოდორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3510
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შემდეგი იყო მისი [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] წმინდა ჟილეტის მობრძანება.
აქ უნდა აღვნიშნო, რომ მამა გაბრიელს ყოველთვის ეცვა ჟილეტი. თვითონ ამ სიტყვას არასდროს ხმარობდა, ბერის ანაფორას ეძახდა. -ეს ბერის ანაფორაა, უსახელო ანაფორა, - იტყოდა ხოლმე, - ეს აუცილებლად უნდა ეცვას ბერსა. და აი, ჩვენ, ბაირაღებით, ლამპრებით და ლიტანიობისთვის განკუთვნილი სხვა აღჭურვილობით, შემოსასვლელ კართან დავხვდით, თან მის ტროპარს ვგალობდით. შემდეგ ლამაზ სარეცელზე გავშალეთ მისი წმინდა ჟილეტი (როგორც კი დავხედე, გული ამიჩუყდა: იმწამსვე ვიცანი, მაშინ ყველას ერთნაირი ჟილეტები გვეცვა) და ასე წავაბრძანეთ ტაძრისკენ. განა შეიძლება იმის აღწერა, თუ რას განვიცდიდით იმ ორი დღის განმავლობაში, სანამ ჟილეტი ჩვენთან იმყოფებოდა? ჟილეტი კი არა, თავად მამა გაბრიელი იყო შუა ტაძარში დაბრძანებული, ცოცხალი მამა გაბრიელი. ორი დღე სულიერი ზეიმი გვქონდა. სხვათა შორის, ამ ჟილეტს თან ახლდა მისი მფლობელიც, მამა გაბრიელის სულიერი შვილი, რომელმაც გვითხრა: -მამა გაბრიელს რაღაც საქმე აქვს თქვენს მონასტერში, ეს ჟილეტი ტყუილად არ მოვიდოდა. მე არაფერი დამიგეგმავს, არც ვაპირებდი თქვენთან ჩამოსვლას. მამა გაბრიელმა თვითონ მოაწყო ისე, რომ აქ მოვხვედრილიყავი. მართლაც, სულ ორიოდ კვირაში გაირკვა რა საქმე ჰქონია მამა გაბრიელს ჩვენს მონასტერში. რამდენიმე წელი ჩვენთან ცხოვრობდა ჩვენი ერთ-ერთი მონაზვნის, დედა ისიდორას, მოხუცებულ დედა - ნათელა. იმ დროს ის უკვე 90 წლის ხდებოდა. მაგრამ მონაზვნობას რატომღაც ვერ წყვეტდა, ეტყობა, ეშმაკი აბრკოლებდა. და აი, მამა გაბრიელის ჟილეტის სტუმრობის შემდეგ მოულოდნელად გადაწყვიტა და კიდევაც აღიკვეცა. მას თეკლა დაერქვა. საინტერესო ისაა, რომ ჩვენამდე მამა გაბრიელის ჟილეტი ბურიანის მონასტერში მიბრძანდა, თურმე იქაც გაუთვალისწინებლად. იქ რაღა საქმე ჰქონდა? იქაც ცხოვრობდა ერთი მოხუცებული: იღუმენია ანთიას დედა - ლილი, და ისიც ვერ წყვეტდა მონაზვნობას. მამა გაბრიელმა დაინახა მისი სურვილი, მივიდა, დაეხმარა მას ამ ნაბიჯის გადადგმაში და ისიც აღიკვეცა თეოდორას სახელით. კიდევ ის გახლდათ საინტერესო, რომ რა თანმიმდევრობითაც მოიარა მამა გაბრიელმა ჩვენი მონასტრები, იმავე თანმიმდევრობით „აღკვეცა“ ორი მოხუცი. დედა თეკლა აღკვეციდან სამ თვეში გარდაიცვალა, დედა თეოდორამ კი ორი წელიწადი კიდევ იცოცხლა“ /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3511
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუმიან გოჯიშვილი, რომანტიკული ბუნების პოეტი ქალი - „უიმედოდ ყოფილა გამიჯნურებული ვინმე გოდერძიზე, რომელსაც თუმიანი ზოგ წარწერაში სიყვარულს ეფიცება. ჩანს, თუმიანი ძალით აღუკვეციათ მონაზვნად, ალბათ მიჯნურობის ნიადაგზე“. თუმიანის წარწერებიდან ყურადღებას იქცევს სტროფი, რომელც შ. ონიანმა აღადგინა ხალხური ვარიანტების მოშველიებით:
წვრილად ნახვეწო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა, ყირმიზი რვალის პერანგი გაცვია ოქროს ღილითა, ნეტავი შენთან მამყოფა, შენთან გამაძღო ძილითა, მაგ შავარდენსა თვალ-წარბსა მაკოცნა ბაგე-კბილითა“ /საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.66/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3512
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“არ მოსწონდა [ბერ იოსებ ვატოპედელს], თუ მონაზონი ან ნებისმიერი ქრისტიანი დაღვრემილი, “უჟმური“ იყო, არამედ სურდა, რომ მორწმუნე მომღიმარი, გულმხურვალე და მადლიერი ყოფილიყო“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3513
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნურავინ მოიმიზეზებს და მონაზვნობის უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმოყვარეობის გამო ვითომდა თავს იმდაბლებს და ცოდვებს იმიზეზებს, რადგან, სადაც დიდია წყლული, იქ მკურნალობაც დიდია საჭირო, რათა განიწმინდოს შხამი, რადგან სამკურნალოდ ჯანმრთელი კი არა - ავადმყოფი მიდის“.
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3514
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი წმინდა პატრიარქის ომოფორის ქვეშ მყოფებს, პირველ წლებში, როგორც სრულიად გამოუცდელებს, ღმერთი ჩვილებივით დაგვატარებდა ხელით. უწმიდესი უდიდეს მამობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩვენდამი, ხშირად მოდიოდა მონასტერში. მამა გაბრიელიც [აღმსარებელი და სალოსი] იქვე იყო, და ჩვენი „სოლნიშკოც“, ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებით - უთბილესი მამა დავითი (ამჟამად მიტროპოლიტი დანიელი), და ყოველი დღე დღესასწაული და ზეიმი იყო.
ჩვენ ძალიან გვინდოდა შემოსვა. ერთი სული გვქონდა, როდის გავიდოდა 3 წელი. პატრიარქის კურთხევითა და შემოწირულობით შევიძინეთ ნაჭრები, შეგვიკერეს შესამოსელი. და უცბად დამეწყო შიში: რა იქნება მომავალში? რაღაც დიდი საიდუმლოებით მოცულ გვირაბში უნდა შევიდე, ჩემთვის უცნობ სამყაროში. მანამდე ზოგიერთები გვაშინებდნენ: ვერ შეძლებთ მონაზვნობას, თქვენამდე თითქმის ყველამ გაიხადა კაბაო. მე არ ერთ შემთხვევაში არ გავიხდი-მეთქი - საშინელი შინაგანი პროტესტი გამიჩნდა. ზოგიერთები გვცდიდნენ, მაგრამ გულში ძალიან უხაროდათ და უნდოდათ ჩვენი აღკვეცა. ვერ გავუმკლავდი ეშმაკის ბრძოლას, შევედი მამა გაბრიელთან სენაკში და ვუთხარი, მეშინია-მეთქი. იმწუთასვე გამაჩერა და მხნედ და თავდაჯერებით მისაყვედურასავით: რამდენი ბერი და მონაზონი შესდგომია ქრისტეს გზას, შიში რას მიქვიან, მიდი, მიდი, აღიკვეცეო... და ისეთი შემართება და ძალა გადმომეცა, ფრთაშესხმული გამოვედი, ჩემი დები გავამხნევე მისი სიტყვებით და უდიდესი წყალობაც მივიღეთ - უწმინდესი დაესწრო ჩვენს აღკვეცას. უწმინდესი იყო პირველი, ვინც ახალგაზრდები ასე შეგვიფარა თავისი ომოფორის ქვეშ და მონაზვნური ცხოვრება კვლავ აღაორძინა, რისთვისაც უსაზღვრო სიყვარულსა და მადლიერებას გრძნობს თითოეული ჩვენგანი მის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, უძლურია, დააფასოს „მშობელი მამის“ ეს უსაზღვრო ამაგი და გარჯა. უწმინდესი, ხედავდა რა თმაგაშლილ, ფეხშიშველა, თეთრ პერანგებში შემოსილ, ქრისტეს გზაზე შესადგომად გამზადებულ ანთებულ ქალწულებს, ღიმილი ეფინებოდა უნათლეს სახეზე და ჩვეული იუმორით ამბობდა: ხომ არ დავტოვოთ ისინი ასე, ამ ფორმაშიო“. /მონაზონი ნინო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3515
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: „ამბა! რა ვქნა? დავეცი“. ბერმა უპასუხა: - „ადექი“. ძმამ უთხრა: - „ავდექი, მაგრამ კვლავ დავეცი“. ბერმა უპასუხა: - „კვლავ ადექი!“ – „სადამდე უნდა დავეცე და ავდგე?“ - კვლავ ჰკითხა ძმამ. – „სიკვდილამდე!“ - მიუგო ბერმა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3516
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„განსაკუთრებით, მონაზონი, რომელიც მამა ღმერთმა მიიზიდა და ეშინია ზედმეტი არ ჭამოს, ეშინია ზედმეტად არ დაისვენოს, ეშინია ზედმეტი არ ილაპარაკოს - ასეთი კაცი როგორ გახდება განზრახვით ბოროტი? ანუ, თუ შესცოდა, ეს იმას მიანიშნებს, რომ მანამდე თავისი მიზანი დაავიწყდა, გონებამ თავისი პოზიციები დათმო, ყარაულმა საგუშაგო მიატოვა“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3517
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„პირველ ხანებში, - როგორც მოსაგრე ცხოვრებაში გამოცდილნი გვასწავლიან, - ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით, მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დატოვონ უდაბნო და კვლავ ერში დაბრუნდნენ. მონაზონმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს, რომ სულმოკლეობაში კი არ ჩავარდეს ასეთი განსაცდელის ჟამს, არამედ - მშვიდად შეხვდეს და მამაცურად შეებრძოლოს მას, ამასთან ერთად, უნდა ფლობდეს და მოქმედებდეს დაუმარცხებელი იარაღით - ლოცვით!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3518
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაიწყო აღკვეცა. მეუფე დანიელს ასეთი ჩვევა ჰქონდა: მაკრატელს ხან ერთ მხარეს მოისროდა, ხან მეორე მხარეს. თან იქვე კი არ დაგიგდებდა, - ცოტა მოშორებით, რომ კარგად გერბინა. ეს შთამბეჭდავი სანახავი იყო: თეთრ პერანგში გამოწყობილი, თმაგაშლილი, ფეხშიშველა აღსაკვეცი კი არ მიდის მაკრატლის ასაღებად, შეიძლება ითქვას, მირბის, რითაც გამოხატავს თავის უდიდეს სურვილს - აღიკვეცოს; გამოხატავს ასევე მორჩილებას და თავმდაბლობას. ხან ერთ მხარეს გაიქცევა, ხან მეორე მხარეს, იღებს მაკრატელს და აწვდის აღმკვეც ღვთისმსახურს, თითქოს ევედრება:
-აჰა, აღმკვეცე! ის კი კვლავ და კვლავ ისვრის მაკრატელს სიტყვებით: -აღიღე და მომეც მე! აღკვეცებზე ეს ყოველთვის სანუკვარი წუთები იყო. და აი, ჩვენ, რამდენიმე ახალგაზრდა, ვდგავართ მწკრივში, მეუფე ისვრის მაკრატელს და მიმართავს პირველ მათგანს: -აღიღე და მომეც მე! მაკრატელი გაფრინდა და პირდაპირ მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] ფეხებთან დავარდა. მეუფე შეცბა, სხვებიც შეცბნენ, მეც მათ შორის. მამა გაბრიელს კი მეტი რა უნდოდა? მახსოვს, დაბალ, გადაჭრილ სკამზე იჯდა - ჩვეულებრივ სკამზე მჯდომი არც არასდროს მინახავს. მაკრატელი რომ დაინახა, უზომოდ გაიხარა, ორივე ხელი გაშალა, თითქოს ცეკვას აპირებსო და რაღაცის წამღერება დაიწყო. ჩვენ უსიამოვნების მოლოდინში დავიძაბეთ. იმ წუთამდე მამა გაბრიელს ხმა არ გაუღია, მისი არსებობა საერთოდ მივიწყებული მქონდა. „მორჩა, - გავიფიქრე, - დაიწყო“. მაგრამ - არა, მამა გაბრიელის „გამოსვლა“ ამით დასრულდა, სკამიდანაც კი არ წამომდგარა და მალევე ისე მიჩუმდა, რომ კვლავ დამავიწყდა მისი არსებობა. მეუფე ამის შემდეგ უკვე „წინდახედულად“ იქცეოდა და მაკრატელს მხოლოდ ერთ მხარეს ისროდა. ასე რომ, ჩვენ აქეთ-იქით სირბილი აღარ გამოგვივიდა. წარმოდგენილია, როგორ ლოცულობდა მამა გაბრიელი მაშინ ჩვენთვის, როგორ ხარობდა ახალნერგ მონაზვნებ რომ გვხედავდა. აი ასე, შეიძლება ითქვას, ბოლომდე გვატარა“. /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3519
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1940-50 წლებში დევიდ ნოულესმა (knowles) გამოსცა ინგლისის სამონასტრო ცხოვრების ისტორია სამ წიგნად, სადაც წყაროების არქონის მოტივით, აბსოლუტურად იგნორირებული იყვნენ ქალი მონაზვნები. მხოლოდ ოციოდე წლის შემდეგ დაიწყო ამ ვაკუუმის შევსება. მეცნიერებმა არქივებში მოიძიეს ინგლისელი მონაზონი ქალების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებსაც ნოულესმა ყურადღება არ მიაქცია“.
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.242/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3520
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,775 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმიდა პაისი ამბობდა, რომ მონაზონი ტოვებს მსოფლიოს, ნაცნობებსა და ნათესავებს იმისთვის, რომ ღმერთის დიდ ოჯახში შევიდეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 12:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი