![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3509
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას“
/ამბა თეოდორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3510
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შემდეგი იყო მისი [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] წმინდა ჟილეტის მობრძანება.
აქ უნდა აღვნიშნო, რომ მამა გაბრიელს ყოველთვის ეცვა ჟილეტი. თვითონ ამ სიტყვას არასდროს ხმარობდა, ბერის ანაფორას ეძახდა. -ეს ბერის ანაფორაა, უსახელო ანაფორა, - იტყოდა ხოლმე, - ეს აუცილებლად უნდა ეცვას ბერსა. და აი, ჩვენ, ბაირაღებით, ლამპრებით და ლიტანიობისთვის განკუთვნილი სხვა აღჭურვილობით, შემოსასვლელ კართან დავხვდით, თან მის ტროპარს ვგალობდით. შემდეგ ლამაზ სარეცელზე გავშალეთ მისი წმინდა ჟილეტი (როგორც კი დავხედე, გული ამიჩუყდა: იმწამსვე ვიცანი, მაშინ ყველას ერთნაირი ჟილეტები გვეცვა) და ასე წავაბრძანეთ ტაძრისკენ. განა შეიძლება იმის აღწერა, თუ რას განვიცდიდით იმ ორი დღის განმავლობაში, სანამ ჟილეტი ჩვენთან იმყოფებოდა? ჟილეტი კი არა, თავად მამა გაბრიელი იყო შუა ტაძარში დაბრძანებული, ცოცხალი მამა გაბრიელი. ორი დღე სულიერი ზეიმი გვქონდა. სხვათა შორის, ამ ჟილეტს თან ახლდა მისი მფლობელიც, მამა გაბრიელის სულიერი შვილი, რომელმაც გვითხრა: -მამა გაბრიელს რაღაც საქმე აქვს თქვენს მონასტერში, ეს ჟილეტი ტყუილად არ მოვიდოდა. მე არაფერი დამიგეგმავს, არც ვაპირებდი თქვენთან ჩამოსვლას. მამა გაბრიელმა თვითონ მოაწყო ისე, რომ აქ მოვხვედრილიყავი. მართლაც, სულ ორიოდ კვირაში გაირკვა რა საქმე ჰქონია მამა გაბრიელს ჩვენს მონასტერში. რამდენიმე წელი ჩვენთან ცხოვრობდა ჩვენი ერთ-ერთი მონაზვნის, დედა ისიდორას, მოხუცებულ დედა - ნათელა. იმ დროს ის უკვე 90 წლის ხდებოდა. მაგრამ მონაზვნობას რატომღაც ვერ წყვეტდა, ეტყობა, ეშმაკი აბრკოლებდა. და აი, მამა გაბრიელის ჟილეტის სტუმრობის შემდეგ მოულოდნელად გადაწყვიტა და კიდევაც აღიკვეცა. მას თეკლა დაერქვა. საინტერესო ისაა, რომ ჩვენამდე მამა გაბრიელის ჟილეტი ბურიანის მონასტერში მიბრძანდა, თურმე იქაც გაუთვალისწინებლად. იქ რაღა საქმე ჰქონდა? იქაც ცხოვრობდა ერთი მოხუცებული: იღუმენია ანთიას დედა - ლილი, და ისიც ვერ წყვეტდა მონაზვნობას. მამა გაბრიელმა დაინახა მისი სურვილი, მივიდა, დაეხმარა მას ამ ნაბიჯის გადადგმაში და ისიც აღიკვეცა თეოდორას სახელით. კიდევ ის გახლდათ საინტერესო, რომ რა თანმიმდევრობითაც მოიარა მამა გაბრიელმა ჩვენი მონასტრები, იმავე თანმიმდევრობით „აღკვეცა“ ორი მოხუცი. დედა თეკლა აღკვეციდან სამ თვეში გარდაიცვალა, დედა თეოდორამ კი ორი წელიწადი კიდევ იცოცხლა“ /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3511
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუმიან გოჯიშვილი, რომანტიკული ბუნების პოეტი ქალი - „უიმედოდ ყოფილა გამიჯნურებული ვინმე გოდერძიზე, რომელსაც თუმიანი ზოგ წარწერაში სიყვარულს ეფიცება. ჩანს, თუმიანი ძალით აღუკვეციათ მონაზვნად, ალბათ მიჯნურობის ნიადაგზე“. თუმიანის წარწერებიდან ყურადღებას იქცევს სტროფი, რომელც შ. ონიანმა აღადგინა ხალხური ვარიანტების მოშველიებით:
წვრილად ნახვეწო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა, ყირმიზი რვალის პერანგი გაცვია ოქროს ღილითა, ნეტავი შენთან მამყოფა, შენთან გამაძღო ძილითა, მაგ შავარდენსა თვალ-წარბსა მაკოცნა ბაგე-კბილითა“ /საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.66/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3512
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“არ მოსწონდა [ბერ იოსებ ვატოპედელს], თუ მონაზონი ან ნებისმიერი ქრისტიანი დაღვრემილი, “უჟმური“ იყო, არამედ სურდა, რომ მორწმუნე მომღიმარი, გულმხურვალე და მადლიერი ყოფილიყო“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3513
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნურავინ მოიმიზეზებს და მონაზვნობის უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმოყვარეობის გამო ვითომდა თავს იმდაბლებს და ცოდვებს იმიზეზებს, რადგან, სადაც დიდია წყლული, იქ მკურნალობაც დიდია საჭირო, რათა განიწმინდოს შხამი, რადგან სამკურნალოდ ჯანმრთელი კი არა - ავადმყოფი მიდის“.
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3514
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი წმინდა პატრიარქის ომოფორის ქვეშ მყოფებს, პირველ წლებში, როგორც სრულიად გამოუცდელებს, ღმერთი ჩვილებივით დაგვატარებდა ხელით. უწმიდესი უდიდეს მამობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩვენდამი, ხშირად მოდიოდა მონასტერში. მამა გაბრიელიც [აღმსარებელი და სალოსი] იქვე იყო, და ჩვენი „სოლნიშკოც“, ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებით - უთბილესი მამა დავითი (ამჟამად მიტროპოლიტი დანიელი), და ყოველი დღე დღესასწაული და ზეიმი იყო.
ჩვენ ძალიან გვინდოდა შემოსვა. ერთი სული გვქონდა, როდის გავიდოდა 3 წელი. პატრიარქის კურთხევითა და შემოწირულობით შევიძინეთ ნაჭრები, შეგვიკერეს შესამოსელი. და უცბად დამეწყო შიში: რა იქნება მომავალში? რაღაც დიდი საიდუმლოებით მოცულ გვირაბში უნდა შევიდე, ჩემთვის უცნობ სამყაროში. მანამდე ზოგიერთები გვაშინებდნენ: ვერ შეძლებთ მონაზვნობას, თქვენამდე თითქმის ყველამ გაიხადა კაბაო. მე არ ერთ შემთხვევაში არ გავიხდი-მეთქი - საშინელი შინაგანი პროტესტი გამიჩნდა. ზოგიერთები გვცდიდნენ, მაგრამ გულში ძალიან უხაროდათ და უნდოდათ ჩვენი აღკვეცა. ვერ გავუმკლავდი ეშმაკის ბრძოლას, შევედი მამა გაბრიელთან სენაკში და ვუთხარი, მეშინია-მეთქი. იმწუთასვე გამაჩერა და მხნედ და თავდაჯერებით მისაყვედურასავით: რამდენი ბერი და მონაზონი შესდგომია ქრისტეს გზას, შიში რას მიქვიან, მიდი, მიდი, აღიკვეცეო... და ისეთი შემართება და ძალა გადმომეცა, ფრთაშესხმული გამოვედი, ჩემი დები გავამხნევე მისი სიტყვებით და უდიდესი წყალობაც მივიღეთ - უწმინდესი დაესწრო ჩვენს აღკვეცას. უწმინდესი იყო პირველი, ვინც ახალგაზრდები ასე შეგვიფარა თავისი ომოფორის ქვეშ და მონაზვნური ცხოვრება კვლავ აღაორძინა, რისთვისაც უსაზღვრო სიყვარულსა და მადლიერებას გრძნობს თითოეული ჩვენგანი მის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, უძლურია, დააფასოს „მშობელი მამის“ ეს უსაზღვრო ამაგი და გარჯა. უწმინდესი, ხედავდა რა თმაგაშლილ, ფეხშიშველა, თეთრ პერანგებში შემოსილ, ქრისტეს გზაზე შესადგომად გამზადებულ ანთებულ ქალწულებს, ღიმილი ეფინებოდა უნათლეს სახეზე და ჩვეული იუმორით ამბობდა: ხომ არ დავტოვოთ ისინი ასე, ამ ფორმაშიო“. /მონაზონი ნინო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3515
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: „ამბა! რა ვქნა? დავეცი“. ბერმა უპასუხა: - „ადექი“. ძმამ უთხრა: - „ავდექი, მაგრამ კვლავ დავეცი“. ბერმა უპასუხა: - „კვლავ ადექი!“ – „სადამდე უნდა დავეცე და ავდგე?“ - კვლავ ჰკითხა ძმამ. – „სიკვდილამდე!“ - მიუგო ბერმა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3516
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„განსაკუთრებით, მონაზონი, რომელიც მამა ღმერთმა მიიზიდა და ეშინია ზედმეტი არ ჭამოს, ეშინია ზედმეტად არ დაისვენოს, ეშინია ზედმეტი არ ილაპარაკოს - ასეთი კაცი როგორ გახდება განზრახვით ბოროტი? ანუ, თუ შესცოდა, ეს იმას მიანიშნებს, რომ მანამდე თავისი მიზანი დაავიწყდა, გონებამ თავისი პოზიციები დათმო, ყარაულმა საგუშაგო მიატოვა“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3517
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„პირველ ხანებში, - როგორც მოსაგრე ცხოვრებაში გამოცდილნი გვასწავლიან, - ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით, მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დატოვონ უდაბნო და კვლავ ერში დაბრუნდნენ. მონაზონმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს, რომ სულმოკლეობაში კი არ ჩავარდეს ასეთი განსაცდელის ჟამს, არამედ - მშვიდად შეხვდეს და მამაცურად შეებრძოლოს მას, ამასთან ერთად, უნდა ფლობდეს და მოქმედებდეს დაუმარცხებელი იარაღით - ლოცვით!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3518
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაიწყო აღკვეცა. მეუფე დანიელს ასეთი ჩვევა ჰქონდა: მაკრატელს ხან ერთ მხარეს მოისროდა, ხან მეორე მხარეს. თან იქვე კი არ დაგიგდებდა, - ცოტა მოშორებით, რომ კარგად გერბინა. ეს შთამბეჭდავი სანახავი იყო: თეთრ პერანგში გამოწყობილი, თმაგაშლილი, ფეხშიშველა აღსაკვეცი კი არ მიდის მაკრატლის ასაღებად, შეიძლება ითქვას, მირბის, რითაც გამოხატავს თავის უდიდეს სურვილს - აღიკვეცოს; გამოხატავს ასევე მორჩილებას და თავმდაბლობას. ხან ერთ მხარეს გაიქცევა, ხან მეორე მხარეს, იღებს მაკრატელს და აწვდის აღმკვეც ღვთისმსახურს, თითქოს ევედრება:
-აჰა, აღმკვეცე! ის კი კვლავ და კვლავ ისვრის მაკრატელს სიტყვებით: -აღიღე და მომეც მე! აღკვეცებზე ეს ყოველთვის სანუკვარი წუთები იყო. და აი, ჩვენ, რამდენიმე ახალგაზრდა, ვდგავართ მწკრივში, მეუფე ისვრის მაკრატელს და მიმართავს პირველ მათგანს: -აღიღე და მომეც მე! მაკრატელი გაფრინდა და პირდაპირ მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] ფეხებთან დავარდა. მეუფე შეცბა, სხვებიც შეცბნენ, მეც მათ შორის. მამა გაბრიელს კი მეტი რა უნდოდა? მახსოვს, დაბალ, გადაჭრილ სკამზე იჯდა - ჩვეულებრივ სკამზე მჯდომი არც არასდროს მინახავს. მაკრატელი რომ დაინახა, უზომოდ გაიხარა, ორივე ხელი გაშალა, თითქოს ცეკვას აპირებსო და რაღაცის წამღერება დაიწყო. ჩვენ უსიამოვნების მოლოდინში დავიძაბეთ. იმ წუთამდე მამა გაბრიელს ხმა არ გაუღია, მისი არსებობა საერთოდ მივიწყებული მქონდა. „მორჩა, - გავიფიქრე, - დაიწყო“. მაგრამ - არა, მამა გაბრიელის „გამოსვლა“ ამით დასრულდა, სკამიდანაც კი არ წამომდგარა და მალევე ისე მიჩუმდა, რომ კვლავ დამავიწყდა მისი არსებობა. მეუფე ამის შემდეგ უკვე „წინდახედულად“ იქცეოდა და მაკრატელს მხოლოდ ერთ მხარეს ისროდა. ასე რომ, ჩვენ აქეთ-იქით სირბილი აღარ გამოგვივიდა. წარმოდგენილია, როგორ ლოცულობდა მამა გაბრიელი მაშინ ჩვენთვის, როგორ ხარობდა ახალნერგ მონაზვნებ რომ გვხედავდა. აი ასე, შეიძლება ითქვას, ბოლომდე გვატარა“. /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3519
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1940-50 წლებში დევიდ ნოულესმა (knowles) გამოსცა ინგლისის სამონასტრო ცხოვრების ისტორია სამ წიგნად, სადაც წყაროების არქონის მოტივით, აბსოლუტურად იგნორირებული იყვნენ ქალი მონაზვნები. მხოლოდ ოციოდე წლის შემდეგ დაიწყო ამ ვაკუუმის შევსება. მეცნიერებმა არქივებში მოიძიეს ინგლისელი მონაზონი ქალების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებსაც ნოულესმა ყურადღება არ მიაქცია“.
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.242/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3520
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმიდა პაისი ამბობდა, რომ მონაზონი ტოვებს მსოფლიოს, ნაცნობებსა და ნათესავებს იმისთვის, რომ ღმერთის დიდ ოჯახში შევიდეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3521
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობა, როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, განმარტოებაა, - საუბარი საკუთარ თავთან და ღმერთთან; აქედან გამომდინარე, ამ მარტოობის საჭიროების გარეშე დარღვევა მონაზვნობის აღთქმისა და წოდების დარღვევა იქნებოდა. ამიტომ მონაზვნური ცხოვრების კეთილგონიერი წინამძღვრები და მასწავლებლები განსაკუთრებით ასწავლიან და არწმუნებენ მონაზვნად აღკვეცილებს განმარტოებით ყოფნას, უჩვენებენ რა, ერთი მხრივ, ამ განმარტოების მადლიან ნაყოფს, და მეორე მხრივ, - მისი დარღვევის ცუდ შედეგებს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3522
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში რომ მივედით, პირველსავე საღამოს მაიასთან [შემდგომში მონაზონი ეკატერინე] ერთად სეფისკვერის მოსატანად გამაგზავნეს. ეს იყო ჩემი პირველი მორჩილება. სვეტიცხოველთან უნდა მივსულიყავით. გზაში ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. და აი, მაშინ მივიღე პირველი დარიგება, რომელიც გულის ფიცარზე გამოვიწერე და დღემდე გულით ვატარებ.
-მონასტერში მთავარია მორჩილება. რასაც გეტყვიან, ზუსტად უნდა შეასრულო. აი, მაგალითად, გაგაგზავნეს პურის საყიდლად და გითხრეს: იყიდე ხუთი პური. შენ ზუსტად ხუთი პური უნდა იყიდო - არც მეტი, არც ნაკლები. მართალი რომ ვთქვა, მაშინ ვერ ჩავწვდი ამ ბრძნული ნათქვამის სიღრმეს და გულში გავიფიქრე: „რატომ უნდა ვიყიდო მეტი ან ნაკლები, ეს ხომ ბუნებრივია - უნდა ვიყიდო ხუთი“. და, მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიხარულით და კრძალვით მივიღე მისი სიტყვები, მივიღე, როგორც ღვთისგან ნათქვამი. ის სანუკვარი წუთები ახლაც მახსოვს. მონასტერში სავსე და ბედნიერი დავბრუნდი. გავიდა დრო და ნელ-ნელა საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი მაიას სიტყვების ჭეშმარიტებაში; დავრწმუნდი, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის შესრულება. მაშინ რა მესმოდა, და მერე და მერე მივხვდი, რომ სწორედ მორჩილებაა მონაზვნობის საფუძველი, მონაზვნური ცხოვრების ღერძი, რომელსაც, როგორც ჩანს, მაია პირველივე დღეებიდან მყარად ჩაეჭიდა“. /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3523
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვინმე პილიგრიმი მთაწმინდაზე გადაეყარა მონაზონ დიონისე კავსოკალიველს, რომელიც თავს სულელად აჩვენებდა. ის ძალზე ღარიბი გახლდათ, ტანთ დაკონკილი სამოსი ეცვა და მის სულში აჩრდილიც არ იყო ვერცხლისმოყვარეობისა. პილიგრიმს შეეცოდა ღარიბი ბერდიდი და ერთი თურქული მონეტა მისცა. ამ მონეტამ ისე იმოქმედა დიონისეზე, რომ სიმშვიდე ვერა და ვერ იპოვა. მოძებნა მოწყალე პილიგრიმი და უთხრა:
-ეს რისთვის მომეცი? ტანთ მაცვია, პური მაქვს, ამ ფულს რაღა ვუყო? სხვა მამებმა ურჩიეს, ფული დაიტოვე და შენი ეკლესიის კანდელისთვის ზეთი იყიდეო. წამით დათანხმდა, მაგრამ მერე ისევ დაეჭვდა, ღრმად ჩაფიქრდა, და ბოლოს მოიფიქრა, თავი როგორ დაეღწია ამ კოშმარისთვის. მონეტა მიწაზე დააგდო და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3524
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ყოვლადსახიერო, მაპატიე, ისევ შემეშალა. ვნებებმა დამატყვევა. არ მიფიქრია შენი უარყოფა. დამეხმარე მე, უბადრუკს. შენ მომიწოდე მონაზვნობაში, შენ ჩამაცვი ანაფორა. დამეხმარე, რომ ვნებებისგან გათავისუფლებას მივაღწიო”.
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3525
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან - საკუთარი გონებით“
/წმ. ისააკ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3526
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში მისვლამდე ჩვენ წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში დავდიოდით და ჩვენი მოძღვარი იყო დეკანოზი ზურაბი (ანთაძე), ამჟამად არქიმანდრიტი ბასილი ,მეუფე დანიელის ძმა. უნდა ითქვას, რომ მას ჩვენთან მონაზვნობაზე არასდროს უსაუბრია. იგი თავისი ცხოვრებით, უსიტყვოდ მიგვიძღვოდა ამ გზისკენ. ჩვენი პირველი, ასე ვიტყოდი, „მონასტერი“ წმინდა მიქაელ ტვერელის ეკლესია იყო. იქ აღვიზარდეთ ჩვენ, როგორც ქრისტიანები და როგორც მომავალი მონაზვნები, იქ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს სულიერ ცხოვრებას და სწორედ ამ საფუძველზე დაშენდა შემდგომ ჩვენი მონაზვნური ცხოვრების მყარი ნაგებობა.
პირველი ადამიანი კი, ვინც მონაზვნობაზე დაგვიწყო საუბარი, პატრიარქი გახლდათ. სწორედ მისი ლოცვითა და შეწევნით გავხდით ღირსი, წავსულიყავით მონასტერში, აღვკვეცილიყავით და მონაზვნები გავმხდარიყავით. ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ მონასტერში წავიდოდით, როგორც კი უწმიდესმა ჩვენში მონაზვნობის სურვილი შენიშნა, მაშინვე ყურადღება მოგვაქცია. მას ხომ ძალიან უყვარს მონაზვნობა. როგორც კი დაინახა ჩვენს გულებში გამომკრთალი პატარა ნაპერწკალი, მის გაღვივებას შეუდგა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ცეცხლი არ ააგიზგიზა. უნდა ითქვას, რომ უწმინდესი სიბრძნითა და სიფრთხილით მოქმედებდა, რადგან ჩვენ, რამდენიმე ახალგაზრდას, თუმცა კი ძალიან გვინდოდა მონაზვნობა, ძალიან გვეშინოდა. მან ეს შიშიც განჭვრიტა ჩვენში და ყველანაირად ცდილობდა, არ დავმფრთხალიყავით. ნელ-ნელა მიგვიზიდა და ეს ნაბიჯიც გადაგვადგმევინა. მონასტერში მისვლის დღიდან სულ მისი მეთალყურეობის ქვეშ ვიყავით: ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან, დაგვხედავდა, დაგვმოძღვრავდა, წაგვახალისებდა. როცა უწმიდესი მობრძანდებოდა, ახალმოსულებს არასდროს გვქონია იმის განცდა, რომ პატრიარქი, ეკლესიის მეთაური მობრძანდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვფიქრობდით, რომ ეს - მამა ჩამოვიდა შვილებთან. იმდენად უბრალოდ, მამაშვილურად გვექცეოდა, რომ ჩვენც ძალაუნებურად თავისუფლად ვგრძნობდით მასთან თავს. თითოეულ ჩვენგანს შეეძლო მისთვის თავისი გულისტკივილი გაეზიარებინა. ზოგჯერ, როცა სენაკების შემოვლას ისურვებდა, მოულოდნელად რომელიმე ლოგინს გადასწევდა - აბა, როგორი თეთრეული აგია, სუფთაა თუ არაო. ზოგჯერ ფარდას გადასწევდა - აბა, ფანჯრის რაფაზე წესრიგი თუაო. ხან შენიშვნას მოგცემდა, ხან რჩევას - ასე მამბრივად გვზრდიდა და გვასწავლიდა. იგი გვესაუბრებოდა არა მარტო სულიერ საგნებზე, არამედ ყოფით, ყოველდღიურ საქმეებზეც. უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტად მაინც მორჩილებას აქცევდა ყურადღებას. -ჯოხი რომ დაგინიშნონ უფროსად, იმასაც უნდა დაემორჩილოთ. აი, ეს არის მორჩილება! - გვითხარ ერთხელ. უწმინდესი ყველა აღკვეცას დაესწრო. პირველ მონაზვნებს, - ისინი ცხრანი იყვნენ, - აღკვეცისას საკუთარი ხელით გაუკეთა საბეჭურები. არასდროს დამავიწყდება მისი მშვიდი, მომღიმარი, მრავლისმთქმელი სახე. ის იყო ჩვენი პატრონი, და მთელი მონასტერი თითქოს მისი ლოცვის საბურველში იყო გახვეული. როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები, სამთავროში დავმკვიდრდით, უწმიდესმა მონასტრის მოძღვრად მამა დავითი დაგვინიშნა. ეს გახლდათ ადამიანი, რომელსაც პირადი ცხოვრება არ გააჩნდა. მისი ცხოვრება იყო მისი მრევლი და მონასტერი. კვირაში სამ დღეს - პარასკევს, შაბათს და კვირას - ჩვენთან ატარებდა. მისი ჩამოსვლა ჩვენთვის მზის ამოსავლასავით იყო. რომ გავიგებდით ვიღაცის მხიარულ შეძახილს - „მამა დავითი ჩამოვიდა!“ - მაშინვე მივატოვებდით ყველაფერს და ჩვენს გრძელ კიბეზე კისრისტეხით ჩავრბოდით, რომ შევხვედროდით და კურთხევა აგვეღო. შაბათობით, ტრაპეზის შემდეგ, ერთად შეგკვრებდა და ხან წიგნს გვიკითხავდა, ხან რამეს გვიამბობდა. რა ბედნიერები ვიყავით! ო, რა სასიხარულო იყო ეს კრებები! -დღეს კრებაა! - დაიძახებდა რომელიმე და. -კრება კრებათა! - აჰყვებოდა მეორე. ზოგჯერ ისეთი საინტერესო საუბარი იყო ხოლმე, რომ აღარ გვინდოდა დავშლილიყავით. -კი მაგრამ, მორჩილებებზე არ წახვალთ? - ცოტა მორიდებულად გვეკითხებოდა მამა დავითი. -არა, რა, მერე წავალთ, მერე, რა საჩქაროა. -კარგი, კარგი, - კეთილი ღიმილით დაგვიქნევდა თავს. ეს იყო ჩვენი სულიერი ბავშვობა - უღრუბლო, მზიანი, უდარდელი: მამა დავითი - ჩვენი ყოველმხრივი საყრდენი, ჩვენი დიდი ოჯახის მამა, და მის გარეშემო შემოკრებილი ცელქი, მხიარული, დაუდგრომელი ბავშვები. რამდენს გვითმენდა, რამდენს გვპატიობდა, რამდენ რამეზე ხუჭავდა თვალს, რამდენი რამ გააკეთა ჩვენთვის - ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. თავიდან სენაკებში თვითონ გაგვანაწილა - დიდი წინდახედულობითა და შერჩევით, მორჩილებებსაც თვითონ გვაძლევდა; ყველა პრობლემის, ყველა სატკივარის ყურადღებით მოსმენა იცოდა, ყოველთვის ყველასთვის მოეძებნებოდა კეთილი, გამამხნევებელი სიტყვა. გეგონებოდა, მისი ძალები არასდროს იშრიტებოდა, არადა, ისეთი გადაღლილი ჩამოდიოდა, ფეხზე ძლივს იდგა ხოლმე. მახსოვს, პირველ წელიწადს, ნინოობას, ყველას საჩუქრები ჩამოგვირიგა. ძველ სამლოცველოში შეგვკრიბა და ჯერ წმინდა ნინოს ცხოვრებიდან რამდენიმე ადგილი წაგვიკითხა, შემდეგ კი სათუთად შეხვეული პატარ-პატარა ნობათები გადმოგვცა. ჩვენ სიხარულისგან ვკრთოდით და პატარა ბავშვებივით ერთმანეთს ვაჩვენებდით: -აი, მე რა შემხვდა, აი, მე... დაუვიწყარი წუთები იყო. და კიდევ, ერთხელაც, მგონი შემოდგომაზე, ათონის მთიდან რომ დაბრუნდა, ყველას ლამაზი სკვნილები ჩამოგვიტანა - შავი, ნათლით გამშვენებული: ძველ დედებს - ასიანები, ჩვენ, ახლებს - ოცდაცამეტიანები. ეს მაშინ დიდი იშვიათობა იყო. ათონის მთის სკვნილი! მაშასადამე, მონაზვნობას უკვე აღარაფერი გვიკლია! ამ ძვირფას საჩუქარს დღემდე ვინახავ. მაგრამ განა საჩუქარზე ძვირფასი მამა დავითის სიყვარული არ იყო? და ბოლოს, ჩვენი კიდევ ერთი სულიერი წინამძღვარი, სულიერი აღმზრდელი, სულიერი ხელმძღვანელი - გახლდა მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი]. მაგრამ მაშინ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამას მხოლოდ ახლა ვხვდები. ის, ასე ვთქვათ, უჩინო მზრდელი იყო, უსახელო. დაფარულად გვზრდიდა, გვპატრონობდა და გვიცავდა. თითქოს ჩვენ შევიფარეთ ის, შევიკედლეთ - ერთი შეხედვით ასე ჩანდა. სინამდვილეში კი მან შეგვიკედლა და მიგვიღო თავის წიაღში და დღემდე განუშორებლად ჩვენთან იმყოფება“. /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3527
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ძველი მონაზვნები სხვანაირი ადამიანები იყვნენ, - მეუბნებოდა ერთი ერისკაცი, რომელმაც ოცდაათი წელი იშრომა მთაწმინდაზე, - კარებს გაგიღებდნენ და სითბოთი და მთელი სულით მიგიღებდნენ, გესაუბრებოდნენ“. მას სურდა ეთქვა, რომ ძველ მონაზვნებს ჰქონდათ უბრალოება, სტუმართმოყვარეობა, ისინი გახსნილნი, ყველასთვის გულღიანი და მისაწვდომნი იყვნენ, ყოველ ადამიანს მასპინძლობდნენ, როგორც განუმეორებელ პიროვნებას, თავაზიანობით და პატივისცემით, დასვენებასა და თვით ლოცვას აკლებდნენ თავს, ოღონდ მოყვასს მომსახურებოდნენ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3528
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,174 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“[ბერი იოსებ ვატოპედელი] გონების დაცვას მონაზვნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად მიიჩნევდა. მონაზონი აუცილებლად უნდა იმარხავდეს, იცავდეს, აკონტროლებდეს თავის გონებას, რადგან აქედან იწყება ყველაფერი კარგი და აქვე აილაგმება ყოველი ბოროტება“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 02:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი