IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 175 176 177 178 179 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 3 2022, 11:14 AM
პოსტი #3521


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა, როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, განმარტოებაა, - საუბარი საკუთარ თავთან და ღმერთთან; აქედან გამომდინარე, ამ მარტოობის საჭიროების გარეშე დარღვევა მონაზვნობის აღთქმისა და წოდების დარღვევა იქნებოდა. ამიტომ მონაზვნური ცხოვრების კეთილგონიერი წინამძღვრები და მასწავლებლები განსაკუთრებით ასწავლიან და არწმუნებენ მონაზვნად აღკვეცილებს განმარტოებით ყოფნას, უჩვენებენ რა, ერთი მხრივ, ამ განმარტოების მადლიან ნაყოფს, და მეორე მხრივ, - მისი დარღვევის ცუდ შედეგებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2022, 10:17 AM
პოსტი #3522


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში რომ მივედით, პირველსავე საღამოს მაიასთან [შემდგომში მონაზონი ეკატერინე] ერთად სეფისკვერის მოსატანად გამაგზავნეს. ეს იყო ჩემი პირველი მორჩილება. სვეტიცხოველთან უნდა მივსულიყავით. გზაში ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. და აი, მაშინ მივიღე პირველი დარიგება, რომელიც გულის ფიცარზე გამოვიწერე და დღემდე გულით ვატარებ.

-მონასტერში მთავარია მორჩილება. რასაც გეტყვიან, ზუსტად უნდა შეასრულო. აი, მაგალითად, გაგაგზავნეს პურის საყიდლად და გითხრეს: იყიდე ხუთი პური. შენ ზუსტად ხუთი პური უნდა იყიდო - არც მეტი, არც ნაკლები.

მართალი რომ ვთქვა, მაშინ ვერ ჩავწვდი ამ ბრძნული ნათქვამის სიღრმეს და გულში გავიფიქრე: „რატომ უნდა ვიყიდო მეტი ან ნაკლები, ეს ხომ ბუნებრივია - უნდა ვიყიდო ხუთი“. და, მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიხარულით და კრძალვით მივიღე მისი სიტყვები, მივიღე, როგორც ღვთისგან ნათქვამი. ის სანუკვარი წუთები ახლაც მახსოვს. მონასტერში სავსე და ბედნიერი დავბრუნდი. გავიდა დრო და ნელ-ნელა საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი მაიას სიტყვების ჭეშმარიტებაში; დავრწმუნდი, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის შესრულება. მაშინ რა მესმოდა, და მერე და მერე მივხვდი, რომ სწორედ მორჩილებაა მონაზვნობის საფუძველი, მონაზვნური ცხოვრების ღერძი, რომელსაც, როგორც ჩანს, მაია პირველივე დღეებიდან მყარად ჩაეჭიდა“.

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2022, 10:50 AM
პოსტი #3523


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვინმე პილიგრიმი მთაწმინდაზე გადაეყარა მონაზონ დიონისე კავსოკალიველს, რომელიც თავს სულელად აჩვენებდა. ის ძალზე ღარიბი გახლდათ, ტანთ დაკონკილი სამოსი ეცვა და მის სულში აჩრდილიც არ იყო ვერცხლისმოყვარეობისა. პილიგრიმს შეეცოდა ღარიბი ბერდიდი და ერთი თურქული მონეტა მისცა. ამ მონეტამ ისე იმოქმედა დიონისეზე, რომ სიმშვიდე ვერა და ვერ იპოვა. მოძებნა მოწყალე პილიგრიმი და უთხრა:

-ეს რისთვის მომეცი? ტანთ მაცვია, პური მაქვს, ამ ფულს რაღა ვუყო?

სხვა მამებმა ურჩიეს, ფული დაიტოვე და შენი ეკლესიის კანდელისთვის ზეთი იყიდეო. წამით დათანხმდა, მაგრამ მერე ისევ დაეჭვდა, ღრმად ჩაფიქრდა, და ბოლოს მოიფიქრა, თავი როგორ დაეღწია ამ კოშმარისთვის. მონეტა მიწაზე დააგდო და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2022, 10:10 AM
პოსტი #3524


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ყოვლადსახიერო, მაპატიე, ისევ შემეშალა. ვნებებმა დამატყვევა. არ მიფიქრია შენი უარყოფა. დამეხმარე მე, უბადრუკს. შენ მომიწოდე მონაზვნობაში, შენ ჩამაცვი ანაფორა. დამეხმარე, რომ ვნებებისგან გათავისუფლებას მივაღწიო”.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2022, 11:43 AM
პოსტი #3525


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან - საკუთარი გონებით“

/წმ. ისააკ ასური/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2022, 12:24 PM
პოსტი #3526


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მისვლამდე ჩვენ წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში დავდიოდით და ჩვენი მოძღვარი იყო დეკანოზი ზურაბი (ანთაძე), ამჟამად არქიმანდრიტი ბასილი ,მეუფე დანიელის ძმა. უნდა ითქვას, რომ მას ჩვენთან მონაზვნობაზე არასდროს უსაუბრია. იგი თავისი ცხოვრებით, უსიტყვოდ მიგვიძღვოდა ამ გზისკენ. ჩვენი პირველი, ასე ვიტყოდი, „მონასტერი“ წმინდა მიქაელ ტვერელის ეკლესია იყო. იქ აღვიზარდეთ ჩვენ, როგორც ქრისტიანები და როგორც მომავალი მონაზვნები, იქ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს სულიერ ცხოვრებას და სწორედ ამ საფუძველზე დაშენდა შემდგომ ჩვენი მონაზვნური ცხოვრების მყარი ნაგებობა.

პირველი ადამიანი კი, ვინც მონაზვნობაზე დაგვიწყო საუბარი, პატრიარქი გახლდათ. სწორედ მისი ლოცვითა და შეწევნით გავხდით ღირსი, წავსულიყავით მონასტერში, აღვკვეცილიყავით და მონაზვნები გავმხდარიყავით.

ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ მონასტერში წავიდოდით, როგორც კი უწმიდესმა ჩვენში მონაზვნობის სურვილი შენიშნა, მაშინვე ყურადღება მოგვაქცია. მას ხომ ძალიან უყვარს მონაზვნობა. როგორც კი დაინახა ჩვენს გულებში გამომკრთალი პატარა ნაპერწკალი, მის გაღვივებას შეუდგა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ცეცხლი არ ააგიზგიზა. უნდა ითქვას, რომ უწმინდესი სიბრძნითა და სიფრთხილით მოქმედებდა, რადგან ჩვენ, რამდენიმე ახალგაზრდას, თუმცა კი ძალიან გვინდოდა მონაზვნობა, ძალიან გვეშინოდა. მან ეს შიშიც განჭვრიტა ჩვენში და ყველანაირად ცდილობდა, არ დავმფრთხალიყავით. ნელ-ნელა მიგვიზიდა და ეს ნაბიჯიც გადაგვადგმევინა.

მონასტერში მისვლის დღიდან სულ მისი მეთალყურეობის ქვეშ ვიყავით: ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან, დაგვხედავდა, დაგვმოძღვრავდა, წაგვახალისებდა. როცა უწმიდესი მობრძანდებოდა, ახალმოსულებს არასდროს გვქონია იმის განცდა, რომ პატრიარქი, ეკლესიის მეთაური მობრძანდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვფიქრობდით, რომ ეს - მამა ჩამოვიდა შვილებთან. იმდენად უბრალოდ, მამაშვილურად გვექცეოდა, რომ ჩვენც ძალაუნებურად თავისუფლად ვგრძნობდით მასთან თავს. თითოეულ ჩვენგანს შეეძლო მისთვის თავისი გულისტკივილი გაეზიარებინა.

ზოგჯერ, როცა სენაკების შემოვლას ისურვებდა, მოულოდნელად რომელიმე ლოგინს გადასწევდა - აბა, როგორი თეთრეული აგია, სუფთაა თუ არაო. ზოგჯერ ფარდას გადასწევდა - აბა, ფანჯრის რაფაზე წესრიგი თუაო. ხან შენიშვნას მოგცემდა, ხან რჩევას - ასე მამბრივად გვზრდიდა და გვასწავლიდა. იგი გვესაუბრებოდა არა მარტო სულიერ საგნებზე, არამედ ყოფით, ყოველდღიურ საქმეებზეც. უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტად მაინც მორჩილებას აქცევდა ყურადღებას.

-ჯოხი რომ დაგინიშნონ უფროსად, იმასაც უნდა დაემორჩილოთ. აი, ეს არის მორჩილება! - გვითხარ ერთხელ.

უწმინდესი ყველა აღკვეცას დაესწრო. პირველ მონაზვნებს, - ისინი ცხრანი იყვნენ, - აღკვეცისას საკუთარი ხელით გაუკეთა საბეჭურები. არასდროს დამავიწყდება მისი მშვიდი, მომღიმარი, მრავლისმთქმელი სახე. ის იყო ჩვენი პატრონი, და მთელი მონასტერი თითქოს მისი ლოცვის საბურველში იყო გახვეული.

როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები, სამთავროში დავმკვიდრდით, უწმიდესმა მონასტრის მოძღვრად მამა დავითი დაგვინიშნა. ეს გახლდათ ადამიანი, რომელსაც პირადი ცხოვრება არ გააჩნდა. მისი ცხოვრება იყო მისი მრევლი და მონასტერი.

კვირაში სამ დღეს - პარასკევს, შაბათს და კვირას - ჩვენთან ატარებდა. მისი ჩამოსვლა ჩვენთვის მზის ამოსავლასავით იყო. რომ გავიგებდით ვიღაცის მხიარულ შეძახილს - „მამა დავითი ჩამოვიდა!“ - მაშინვე მივატოვებდით ყველაფერს და ჩვენს გრძელ კიბეზე კისრისტეხით ჩავრბოდით, რომ შევხვედროდით და კურთხევა აგვეღო. შაბათობით, ტრაპეზის შემდეგ, ერთად შეგკვრებდა და ხან წიგნს გვიკითხავდა, ხან რამეს გვიამბობდა. რა ბედნიერები ვიყავით! ო, რა სასიხარულო იყო ეს კრებები!

-დღეს კრებაა! - დაიძახებდა რომელიმე და.

-კრება კრებათა! - აჰყვებოდა მეორე.

ზოგჯერ ისეთი საინტერესო საუბარი იყო ხოლმე, რომ აღარ გვინდოდა დავშლილიყავით.

-კი მაგრამ, მორჩილებებზე არ წახვალთ? - ცოტა მორიდებულად გვეკითხებოდა მამა დავითი.

-არა, რა, მერე წავალთ, მერე, რა საჩქაროა.

-კარგი, კარგი, - კეთილი ღიმილით დაგვიქნევდა თავს.

ეს იყო ჩვენი სულიერი ბავშვობა - უღრუბლო, მზიანი, უდარდელი: მამა დავითი - ჩვენი ყოველმხრივი საყრდენი, ჩვენი დიდი ოჯახის მამა, და მის გარეშემო შემოკრებილი ცელქი, მხიარული, დაუდგრომელი ბავშვები. რამდენს გვითმენდა, რამდენს გვპატიობდა, რამდენ რამეზე ხუჭავდა თვალს, რამდენი რამ გააკეთა ჩვენთვის - ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. თავიდან სენაკებში თვითონ გაგვანაწილა - დიდი წინდახედულობითა და შერჩევით, მორჩილებებსაც თვითონ გვაძლევდა; ყველა პრობლემის, ყველა სატკივარის ყურადღებით მოსმენა იცოდა, ყოველთვის ყველასთვის მოეძებნებოდა კეთილი, გამამხნევებელი სიტყვა. გეგონებოდა, მისი ძალები არასდროს იშრიტებოდა, არადა, ისეთი გადაღლილი ჩამოდიოდა, ფეხზე ძლივს იდგა ხოლმე.

მახსოვს, პირველ წელიწადს, ნინოობას, ყველას საჩუქრები ჩამოგვირიგა. ძველ სამლოცველოში შეგვკრიბა და ჯერ წმინდა ნინოს ცხოვრებიდან რამდენიმე ადგილი წაგვიკითხა, შემდეგ კი სათუთად შეხვეული პატარ-პატარა ნობათები გადმოგვცა. ჩვენ სიხარულისგან ვკრთოდით და პატარა ბავშვებივით ერთმანეთს ვაჩვენებდით:
-აი, მე რა შემხვდა, აი, მე...

დაუვიწყარი წუთები იყო.

და კიდევ, ერთხელაც, მგონი შემოდგომაზე, ათონის მთიდან რომ დაბრუნდა, ყველას ლამაზი სკვნილები ჩამოგვიტანა - შავი, ნათლით გამშვენებული: ძველ დედებს - ასიანები, ჩვენ, ახლებს - ოცდაცამეტიანები. ეს მაშინ დიდი იშვიათობა იყო. ათონის მთის სკვნილი! მაშასადამე, მონაზვნობას უკვე აღარაფერი გვიკლია!

ამ ძვირფას საჩუქარს დღემდე ვინახავ. მაგრამ განა საჩუქარზე ძვირფასი მამა დავითის სიყვარული არ იყო?

და ბოლოს, ჩვენი კიდევ ერთი სულიერი წინამძღვარი, სულიერი აღმზრდელი, სულიერი ხელმძღვანელი - გახლდა მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი]. მაგრამ მაშინ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამას მხოლოდ ახლა ვხვდები. ის, ასე ვთქვათ, უჩინო მზრდელი იყო, უსახელო. დაფარულად გვზრდიდა, გვპატრონობდა და გვიცავდა. თითქოს ჩვენ შევიფარეთ ის, შევიკედლეთ - ერთი შეხედვით ასე ჩანდა. სინამდვილეში კი მან შეგვიკედლა და მიგვიღო თავის წიაღში და დღემდე განუშორებლად ჩვენთან იმყოფება“.

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2022, 10:48 AM
პოსტი #3527


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძველი მონაზვნები სხვანაირი ადამიანები იყვნენ, - მეუბნებოდა ერთი ერისკაცი, რომელმაც ოცდაათი წელი იშრომა მთაწმინდაზე, - კარებს გაგიღებდნენ და სითბოთი და მთელი სულით მიგიღებდნენ, გესაუბრებოდნენ“. მას სურდა ეთქვა, რომ ძველ მონაზვნებს ჰქონდათ უბრალოება, სტუმართმოყვარეობა, ისინი გახსნილნი, ყველასთვის გულღიანი და მისაწვდომნი იყვნენ, ყოველ ადამიანს მასპინძლობდნენ, როგორც განუმეორებელ პიროვნებას, თავაზიანობით და პატივისცემით, დასვენებასა და თვით ლოცვას აკლებდნენ თავს, ოღონდ მოყვასს მომსახურებოდნენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2022, 10:34 AM
პოსტი #3528


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“[ბერი იოსებ ვატოპედელი] გონების დაცვას მონაზვნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად მიიჩნევდა. მონაზონი აუცილებლად უნდა იმარხავდეს, იცავდეს, აკონტროლებდეს თავის გონებას, რადგან აქედან იწყება ყველაფერი კარგი და აქვე აილაგმება ყოველი ბოროტება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2022, 12:09 PM
პოსტი #3529


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვიდრე ესოდენ მნიშვნელოვან, მაღალ და მრავლისდამტევ მონაზვნობას მიიღებდე, საჭიროა, ჯერ კიდევ ერში ცხოვრებისას იმდენად განაწყო საკუთარი თავი ამისათვის და ზნეობრივად მოემზადო, რათა ყველა მონაზვნის მოთხოვნა და წესი ახალი კი არ მოგეჩვენოს, არამედ - უკვე გამოცდილი; არა - სიმძიმედ, არამედ - სასიამოვნოდ აღსასრულებლად“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2022, 10:07 AM
პოსტი #3530


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩემთან ჩემი უნივერსიტეტის მეგობრები მოვიდნენ - ნინო და ნათია. მონასტრისკენ ამავალ კიბეებზე შევხვდი. მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] კიბის თავში იდგა, კოშკთან. ნათია ხელზე ჩამომეყრდნო და რამდენიმე წამს ასე ვსაუბრობდით. ამ დროს მამა გაბრიელმა კიბის თავიდან დაიქუხა:

-არ გაბედო მონაზვნის შეხება!

და ახლა ვხვდები, რამხელა სითავხედე იყო ჩემი მხრიდან, როცა მამა გაბრიელს მრისხანებით ვამხილებდი ხოლმე: „შეიძლება დედათა მონასტერში კაცების სიარული?!“ მან ჩემზე უკეთ იცოდა, რა შეიძლებოდა და რა არ შეიძლებოდა, და მისი ლოცვით არც არავითარი განსაცდელი არ დაუშვია ჩვენზე ღმერთს. მან იცოდა, რომ ღმერთი მის გამო არ განგვცდიდა, და ამიტომაც იყო ასე მშვიდად“.

/დედა ათანასია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2022, 11:14 AM
პოსტი #3531


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჯერ კიდევ ბავშვობაში დავრწმუნდი, რომ ქალები ხანდახან მამაკაცებზე ძლიერები არიან. ერთ ღარიბ გოგონას დიდი სურვილი გაუჩნდა, დაეარსებინა მონასტერი მშობლებისგან ნამემკვიდრალ მიწაზე, თავის ქოხში, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა ბოსლიგან. ქსოვდა საშარვლე-საპერანგე ბამბის ფართალს, დღისით კი თავისი ვირითა და არშინით დადიოდა სოფლებში და ყიდდა ქსოვილებს მონასტრის ასაშენებლად ფულის შესაგროვებლად. ამ დალოცვილ წლებში ჩვენს მხარეში უცნობი არ იყო სიტყვა „შემოწირულობის შეკრება“. ვისაც სურდა ღვთსმოსაობაში ცხოვრება, დიდი შრომა უწევდა. მუხლებზე ხოხვით უნდა ამოეთხარა ხახვი და ხმელ პურთან და მწარე ზეთის ხიილთან ერთად ეჭამა, ახალაღმართული ტაძრის კედლის ჩრდილში დაელია მათარიდან ცუდი ღვინო ლუკმის დასალბობად. მის ხელებს ბევრი შრომა მოუწია ეკლესიებისა და სამრეკლოების ასაშენებლად, რომლებიც ახლა ამშვენებს ეგეოსის ზღვის კუნძულებს. შობის ერთ ცივ ღამეს მე და მამაჩემი ამ გოგონას სოფლის გარეთ შევხვდით; ის ორი ვირით ელოდა კაცს, რომელიც ცემენტის მოტანას დაჰპირდა. სიცივისაგან კანკალებდა. შეძრწუნებულმა მამამ უთხრა, - წადი, ძვირფასო, შენს მონასტერში, ღამე აქ დგომა არ გიღირს და თანაც ასეთ ამინდშიო. მან ააგო საკუთარი მონასტერი, ცხოვრობდა დასთან ერთად და ახლა განისვენებს ცოცხალთა ქვეყანაში“.

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2022, 10:02 AM
პოსტი #3532


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ბერი იოსებ ვატოპედელი] ამბობდა: „მონაზონს სიწმიდე რომ არ აქვს, უკვე ცოდვაა მისთვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2022, 11:23 AM
პოსტი #3533


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა თქვა: „ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან“. ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენა, ვიდრე საზოგადოებაში მოუფრთხილდე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭიროა!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2022, 12:27 PM
პოსტი #3534


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] და დედა რაქილი - მაინც რა იყო ეს ორი პიროვნება, ეს ძვირფასი წყვილი! ძველი დროიდან “შემორჩენილი“, ძველი წრთობის ორი მონაზონი! ორივემ იცოდა ერთმანეთის ფასი, ორივე უდიდეს პატივს მიაგებდა ერთმანეთის ღვაწლს. მამა გაბრიელი ყველას დაამდაბლდებდა, ყველას მისწვდებოდა, თვით იღუმენიასაც კი, მაგრამ დედა რაქილს - არასდროს. არც დედა რაქილისთვის შემინიშნავს ოდესმე რაიმე უკმაყოფილება მაამ გაბრიელის მიმართ. ერთმანეთთან მოლაპარაკეც არ მახსოვს, მათ რაღაც სხვა ენა ჰქონდათ, სხვა ურთიერთობა, ჩვენთვის დაფარული. ზოგჯერ ტაძარში გვერდი-გვერდ ისხდნენ ხოლმე, ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ამ დროს მათ შორის გულითადი საუბარი იყო გამართული.

ამრიგად, ეს ორი სურნელოვანი ყვავილი, ეს ორი სპეტაკი შროშანი - მამა გაბრიელი და „დედა რაქილი... და ტატიანა“ - უდავოდ ჩვენი მონასტრის სიქადული და მშვენება გახლდათ“

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2022, 11:54 AM
პოსტი #3535


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“გულქანი მხატვრული სიტყვის ნამდვილი ოსტატია. იგი თავის გარეგნობას მოხდენილი შედარებით ისე გვისურათებს, რომ თავის შინაგან ბუნებასა და სულს წარმოაჩენს. მისი (წარწერის) ზოგიერთი სტრიქონი თითქოს გარითმულია:

ვიყავ დევნილი,
რომ მომიყვანა მანუჩარ
ქალად და გასათხოვრად...
არც თუალად,
არც ტანად,
არც ზნითა,
არც გონებითა...
მიწას თქუენს,
თვალპატიოსანს,
უებროს გულქანს...

წარეწერიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა, ლამაზი და მომხიბლავი გულქანი სურვილის წინააღმდეგ აღმოჩნდა მონასტერში. ეტყობა, იგი ძალით დააშორეს ახლობლებს, ნაადრევად ჩამოაშორეს აქვეყნიურ ცხოვრებას. უმწეო მონაზონი მწვავედ განიცდიდა თავის მძიმე მდგომარეობას, ვერ ეგუებოდა გამოქვაბულთა აუტანელ ატმოსფეროს. ის იყო ტრაგიკული პიროვნება, რომელსაც ერთობ მძიმე ხვედრი ხვდა წილად. იგი თავის სევდას, გულისნადებსა და მწუხარებას ცივ კედლებს უზიარებდა. საგულისხმოა, რომ გულქანის პროზაულ მინაწერებშიც იგრძნობა მისი პოეტური სულის თრთოლვა.
გულქანის ხელითაა მიწერილი ერთი სატრფიალო ხასიათის ორტაეპიანი მაჯამა, რომელი აღდგენილი სახით ასე იკითება:

წავალ, შევერთვი მძოვართა და ჯოგთა არსებისათა,
მრავალთა მბრძოლთა ვაომებ ჩემისა არ ნებისათა!

შ. ონიანს მაჯამის შინაარსი ასე აქვს გადმოცემული: წავალ, შევუერთდები ბალახისმძოველ ცხოველთ და ჯიხვთა ჯოგებს, ვაომებ მრავალ მებრძოლთა - ჩემის ნების არ შემსრულებელთ“.

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.58/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2022, 11:18 AM
პოსტი #3536


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმანეთთან უთანხმოების შემთხვევაში [ბერი იოსებ ვატოპედელი] გვირჩევდა, ყველანაირად გვეცადა, რომ ძველი კაცისთვის გასაქანი არ მიგვეცა და ვნებები არ გამოგვემჟღავნებინა. ასეთ სიტუაციებში იჩენს მონაზონი აღმსარებლობას. მაშინაა ლოცვისა და ყურადღების ჟამი“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2022, 12:12 PM
პოსტი #3537


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არამხოლოდ გარეგნულად, არამედ - შინაგანად და საქმითაც მონაზონი, ანუ - განმარტოებული იყავი“

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2022, 12:03 PM
პოსტი #3538


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ სამთავროში ხუთი მღვდელი ჩამოვიდა (თეთრი სამღვდელოება). მათ შორის ჩვენი მოძღვარიც იყო - დეკანოზი ზურაბი ანთაძე, მეუფე დანიელის ძმა, ამჟამად - წმინდა ბასილი დიდის სახელობის ძალაანთხევის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბასილი. სატრაპეზოში გავუშალეთ სუფრა, სადაც ერის ხალხს ვატრაპეზებდით ხოლმე. ის იყო, უნდა დამსხდარიყვნენ, რომ საიდანღაც მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] გაჩნდა, არავისთვის შეუხედავს, პირდაპირ ჩვენს მოძღვართან მივიდა, გადაეხვია და კოცნა დაუწყო: ხან ერთ, ხან მეორე ლოყაზე ჰკოცნიდა. ეს გასაკვირი იყო, რადგან მამა გაბრიელს თითქოს ასეთი საქციელი არ ახასიათებდა, შერისხვით კი ხშირად შერისხავდა ხოლმე სამღვდელო პირებს. გავიდა წლები და ჩვენი მოძღვარი ბერად აღიკვეცა (მანამდე მას ცოლ-შვილი ჰყავდა და ერის ეკლესიაში მსახურობდა). დანარჩენი ოთხი მღვდლიდან არც ერთი არ აღკვეცილა და, მგონი, არც აპირებენ აღკვეცას. ალბათ მამა გაბრიელმა სულიერი თვალით დაინახა ჩვენი მოძღვრის მომავალი ხვედრი და იმიტომაც გამოარჩია ხუთ მღვდელში“.

/მონაზონი ათანასია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2022, 11:46 AM
პოსტი #3539


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობაში ასევე ვსწავლობთ სხვა ადამიანის ლამაზად და წმინდად შეხედვას“

/მიტრიოპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2022, 12:30 PM
პოსტი #3540


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,997
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნამდვილ მონაზვნებს სიკვდილისა არ ეშინიათ, არამედ, პირიქით, მას ნოსტალგიით ელიან“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 175 176 177 178 179 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2025 - 03:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE