IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 176 177 178 179 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 11 2022, 12:09 PM
პოსტი #3529


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვიდრე ესოდენ მნიშვნელოვან, მაღალ და მრავლისდამტევ მონაზვნობას მიიღებდე, საჭიროა, ჯერ კიდევ ერში ცხოვრებისას იმდენად განაწყო საკუთარი თავი ამისათვის და ზნეობრივად მოემზადო, რათა ყველა მონაზვნის მოთხოვნა და წესი ახალი კი არ მოგეჩვენოს, არამედ - უკვე გამოცდილი; არა - სიმძიმედ, არამედ - სასიამოვნოდ აღსასრულებლად“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2022, 10:07 AM
პოსტი #3530


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩემთან ჩემი უნივერსიტეტის მეგობრები მოვიდნენ - ნინო და ნათია. მონასტრისკენ ამავალ კიბეებზე შევხვდი. მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] კიბის თავში იდგა, კოშკთან. ნათია ხელზე ჩამომეყრდნო და რამდენიმე წამს ასე ვსაუბრობდით. ამ დროს მამა გაბრიელმა კიბის თავიდან დაიქუხა:

-არ გაბედო მონაზვნის შეხება!

და ახლა ვხვდები, რამხელა სითავხედე იყო ჩემი მხრიდან, როცა მამა გაბრიელს მრისხანებით ვამხილებდი ხოლმე: „შეიძლება დედათა მონასტერში კაცების სიარული?!“ მან ჩემზე უკეთ იცოდა, რა შეიძლებოდა და რა არ შეიძლებოდა, და მისი ლოცვით არც არავითარი განსაცდელი არ დაუშვია ჩვენზე ღმერთს. მან იცოდა, რომ ღმერთი მის გამო არ განგვცდიდა, და ამიტომაც იყო ასე მშვიდად“.

/დედა ათანასია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2022, 11:14 AM
პოსტი #3531


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჯერ კიდევ ბავშვობაში დავრწმუნდი, რომ ქალები ხანდახან მამაკაცებზე ძლიერები არიან. ერთ ღარიბ გოგონას დიდი სურვილი გაუჩნდა, დაეარსებინა მონასტერი მშობლებისგან ნამემკვიდრალ მიწაზე, თავის ქოხში, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა ბოსლიგან. ქსოვდა საშარვლე-საპერანგე ბამბის ფართალს, დღისით კი თავისი ვირითა და არშინით დადიოდა სოფლებში და ყიდდა ქსოვილებს მონასტრის ასაშენებლად ფულის შესაგროვებლად. ამ დალოცვილ წლებში ჩვენს მხარეში უცნობი არ იყო სიტყვა „შემოწირულობის შეკრება“. ვისაც სურდა ღვთსმოსაობაში ცხოვრება, დიდი შრომა უწევდა. მუხლებზე ხოხვით უნდა ამოეთხარა ხახვი და ხმელ პურთან და მწარე ზეთის ხიილთან ერთად ეჭამა, ახალაღმართული ტაძრის კედლის ჩრდილში დაელია მათარიდან ცუდი ღვინო ლუკმის დასალბობად. მის ხელებს ბევრი შრომა მოუწია ეკლესიებისა და სამრეკლოების ასაშენებლად, რომლებიც ახლა ამშვენებს ეგეოსის ზღვის კუნძულებს. შობის ერთ ცივ ღამეს მე და მამაჩემი ამ გოგონას სოფლის გარეთ შევხვდით; ის ორი ვირით ელოდა კაცს, რომელიც ცემენტის მოტანას დაჰპირდა. სიცივისაგან კანკალებდა. შეძრწუნებულმა მამამ უთხრა, - წადი, ძვირფასო, შენს მონასტერში, ღამე აქ დგომა არ გიღირს და თანაც ასეთ ამინდშიო. მან ააგო საკუთარი მონასტერი, ცხოვრობდა დასთან ერთად და ახლა განისვენებს ცოცხალთა ქვეყანაში“.

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2022, 10:02 AM
პოსტი #3532


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ბერი იოსებ ვატოპედელი] ამბობდა: „მონაზონს სიწმიდე რომ არ აქვს, უკვე ცოდვაა მისთვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2022, 11:23 AM
პოსტი #3533


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა თქვა: „ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან“. ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენა, ვიდრე საზოგადოებაში მოუფრთხილდე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭიროა!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2022, 12:27 PM
პოსტი #3534


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] და დედა რაქილი - მაინც რა იყო ეს ორი პიროვნება, ეს ძვირფასი წყვილი! ძველი დროიდან “შემორჩენილი“, ძველი წრთობის ორი მონაზონი! ორივემ იცოდა ერთმანეთის ფასი, ორივე უდიდეს პატივს მიაგებდა ერთმანეთის ღვაწლს. მამა გაბრიელი ყველას დაამდაბლდებდა, ყველას მისწვდებოდა, თვით იღუმენიასაც კი, მაგრამ დედა რაქილს - არასდროს. არც დედა რაქილისთვის შემინიშნავს ოდესმე რაიმე უკმაყოფილება მაამ გაბრიელის მიმართ. ერთმანეთთან მოლაპარაკეც არ მახსოვს, მათ რაღაც სხვა ენა ჰქონდათ, სხვა ურთიერთობა, ჩვენთვის დაფარული. ზოგჯერ ტაძარში გვერდი-გვერდ ისხდნენ ხოლმე, ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ამ დროს მათ შორის გულითადი საუბარი იყო გამართული.

ამრიგად, ეს ორი სურნელოვანი ყვავილი, ეს ორი სპეტაკი შროშანი - მამა გაბრიელი და „დედა რაქილი... და ტატიანა“ - უდავოდ ჩვენი მონასტრის სიქადული და მშვენება გახლდათ“

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2022, 11:54 AM
პოსტი #3535


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“გულქანი მხატვრული სიტყვის ნამდვილი ოსტატია. იგი თავის გარეგნობას მოხდენილი შედარებით ისე გვისურათებს, რომ თავის შინაგან ბუნებასა და სულს წარმოაჩენს. მისი (წარწერის) ზოგიერთი სტრიქონი თითქოს გარითმულია:

ვიყავ დევნილი,
რომ მომიყვანა მანუჩარ
ქალად და გასათხოვრად...
არც თუალად,
არც ტანად,
არც ზნითა,
არც გონებითა...
მიწას თქუენს,
თვალპატიოსანს,
უებროს გულქანს...

წარეწერიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა, ლამაზი და მომხიბლავი გულქანი სურვილის წინააღმდეგ აღმოჩნდა მონასტერში. ეტყობა, იგი ძალით დააშორეს ახლობლებს, ნაადრევად ჩამოაშორეს აქვეყნიურ ცხოვრებას. უმწეო მონაზონი მწვავედ განიცდიდა თავის მძიმე მდგომარეობას, ვერ ეგუებოდა გამოქვაბულთა აუტანელ ატმოსფეროს. ის იყო ტრაგიკული პიროვნება, რომელსაც ერთობ მძიმე ხვედრი ხვდა წილად. იგი თავის სევდას, გულისნადებსა და მწუხარებას ცივ კედლებს უზიარებდა. საგულისხმოა, რომ გულქანის პროზაულ მინაწერებშიც იგრძნობა მისი პოეტური სულის თრთოლვა.
გულქანის ხელითაა მიწერილი ერთი სატრფიალო ხასიათის ორტაეპიანი მაჯამა, რომელი აღდგენილი სახით ასე იკითება:

წავალ, შევერთვი მძოვართა და ჯოგთა არსებისათა,
მრავალთა მბრძოლთა ვაომებ ჩემისა არ ნებისათა!

შ. ონიანს მაჯამის შინაარსი ასე აქვს გადმოცემული: წავალ, შევუერთდები ბალახისმძოველ ცხოველთ და ჯიხვთა ჯოგებს, ვაომებ მრავალ მებრძოლთა - ჩემის ნების არ შემსრულებელთ“.

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.58/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2022, 11:18 AM
პოსტი #3536


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმანეთთან უთანხმოების შემთხვევაში [ბერი იოსებ ვატოპედელი] გვირჩევდა, ყველანაირად გვეცადა, რომ ძველი კაცისთვის გასაქანი არ მიგვეცა და ვნებები არ გამოგვემჟღავნებინა. ასეთ სიტუაციებში იჩენს მონაზონი აღმსარებლობას. მაშინაა ლოცვისა და ყურადღების ჟამი“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2022, 12:12 PM
პოსტი #3537


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არამხოლოდ გარეგნულად, არამედ - შინაგანად და საქმითაც მონაზონი, ანუ - განმარტოებული იყავი“

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2022, 12:03 PM
პოსტი #3538


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ სამთავროში ხუთი მღვდელი ჩამოვიდა (თეთრი სამღვდელოება). მათ შორის ჩვენი მოძღვარიც იყო - დეკანოზი ზურაბი ანთაძე, მეუფე დანიელის ძმა, ამჟამად - წმინდა ბასილი დიდის სახელობის ძალაანთხევის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბასილი. სატრაპეზოში გავუშალეთ სუფრა, სადაც ერის ხალხს ვატრაპეზებდით ხოლმე. ის იყო, უნდა დამსხდარიყვნენ, რომ საიდანღაც მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] გაჩნდა, არავისთვის შეუხედავს, პირდაპირ ჩვენს მოძღვართან მივიდა, გადაეხვია და კოცნა დაუწყო: ხან ერთ, ხან მეორე ლოყაზე ჰკოცნიდა. ეს გასაკვირი იყო, რადგან მამა გაბრიელს თითქოს ასეთი საქციელი არ ახასიათებდა, შერისხვით კი ხშირად შერისხავდა ხოლმე სამღვდელო პირებს. გავიდა წლები და ჩვენი მოძღვარი ბერად აღიკვეცა (მანამდე მას ცოლ-შვილი ჰყავდა და ერის ეკლესიაში მსახურობდა). დანარჩენი ოთხი მღვდლიდან არც ერთი არ აღკვეცილა და, მგონი, არც აპირებენ აღკვეცას. ალბათ მამა გაბრიელმა სულიერი თვალით დაინახა ჩვენი მოძღვრის მომავალი ხვედრი და იმიტომაც გამოარჩია ხუთ მღვდელში“.

/მონაზონი ათანასია/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2022, 11:46 AM
პოსტი #3539


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობაში ასევე ვსწავლობთ სხვა ადამიანის ლამაზად და წმინდად შეხედვას“

/მიტრიოპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2022, 12:30 PM
პოსტი #3540


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნამდვილ მონაზვნებს სიკვდილისა არ ეშინიათ, არამედ, პირიქით, მას ნოსტალგიით ელიან“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2022, 12:24 PM
პოსტი #3541


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ძმა გამოცდილ ბერთან მივიდა და უთხრა: „ამბა! უდაბნოში ყოფნით მოწყენილი ვარ“; ბერმა უპასუხა: „უფრო ხშირად ილოცე და უფალი შეგეწევა, ძალასა და სიმშვიდეს მოგცემს!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2022, 11:38 AM
პოსტი #3542


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა ქრისტინე. ეს იყო მაღალი, ტანხმელი, მდუმარე, შეუმჩნეველი, უპოვარი მონაზონი. როდესაც ჩვენ, ახალგაზრდებს, დაგვევალა მოხუცებისთვის სხვადასხვა ტანსაცმლის შეძენა, დედა ქრისტინე ყველაფერზე უარს გვეუბნებოდა.

-ეს არ გინდა, დედა ქრისტინე?

-არა, შვილო.

-ეს?

-არა.

-აი, ეს აიღე, კარგია!

-რად უნდა, შვილო, მონაზონს ამდენი რამე?

თუ რაღაცას მაინც დავუტოვებდით, ის თავის დას მისცემდა. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში „ურჩი“ დედა ქრისტინე სხვა მხრივ მეტად თვინიერი გახლდათ. ავად რომ იყო, მისგან ერთი „არა“ ან „არ მინდა“ არ გაგვიგია. არც უდრტვინია თავის საკმაოდ მძიმე ავადმყოფობაზე.

საინტერესო იყო მისი აღკვეცაც. თურმე ბაღში მუშაობდა და ამ დროს მეუფე ზოსიმეს დაუძახია მისთვის - მოდი, მოემზადე და გახდი მონაზონი. მისი ძირითადი მორჩილება მეუფის მომსახურება იყო. მედავითნეობა იცოდა და ამიტომ მეუფეს ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიებშიც დაჰყავდა მსახურებებზე.

ღმერთმა წმიდათა თანა განუსვენოს მონაზონ ქრისტინეს!“

/იღუმენია პარასკევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2022, 11:27 AM
პოსტი #3543


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვასთან ერთად აუცილებელია შინაგანი დისციპლინის, შინაგანი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება. ამას ასევე შრომა სჭირდება, იმ მორჩილების შესრულება,რომელიც მონასტერში გვხვდება. როგორ აკეთებ, როგორია შენი დამოკიდებულება ამ შრომისადმი. წინამძღვარმა თავად უნდა გაუნაწილოს მონასტრის წევრებს მორჩილების საქმე. გარდა ამისა, ნებისმიერი დავალება უნდა შეასრულონ. თუ ამას არ აკეთებს მონაზონი, მას არაფერი ეშველება. ბაღნარად რომ აქციოს ირგვლივ ყველაფერი, ეს კი არ მოეკითხება, მოეკითხება ის, რომ თავის სამორჩილო საქმეზე უარი თქვა. შრომა და ლოცვა განუყოფელია“.

/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2022, 12:36 PM
პოსტი #3544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ცხონებული ბერი ეფრემ არიზონელი ამბობდა: „მერწმუნეთ, რომ როდესაც იესოს ლოცვას ვამბობდით (ახალბედა მონაზვნები ვიყავით მაშინ), ყველაფერს კეთილსურნელება ასდიოდა: ჩვენს წვერსაც, მკერდიდანაც კი კეთილსურნელება გამოგვდიოდა ჰაერის ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვაზე; ყველაფერი კეთილსურნელოვანო იყო“. მრავალ მონაზონსა თუ მომლოცელს უგრძნია მსგავსი კეთილსურნელება ბერ იოსებისგანაც [ვატოპედელი]“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2022, 12:00 PM
პოსტი #3545


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერში მცხოვრებნი ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც - ცხვრებს, ხოლო განმარტოებაში მყოფნი ისე, როგორც - ვეფხვებსა და ლეოპარდებს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2022, 10:25 AM
პოსტი #3546


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმას ხომ საერთოდ ვერ ვეგუებოდით, რომ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი], როგორც მამაკაცი, ცხოვრობდა ჩვენს გვერდით. ვერ ვხვდებოდით, რომ ეს იყო რაღაც ფენომენი, გამონაკლისი, ყოველგვარი ამქვეყნიური საზომებიდან ამოვარდნილი, აღმატებული შემთხვევა, მეტი რომ აღარასდროს, აღარასდროს განმეორდება...

იტყოდა ხოლმე - სამი პატრიარქის კურთხევით მაქვს კოშკში ცხოვრების უფლებაო. და, რაკი ჩვენს აგრესიას ხედავდა, იძულებული ხდებოდა, ეს კურთხევა ხშირად შეეხსენებინა ჩვენთვის“.

/მონაზონი აგლაიდა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2022, 11:45 AM
პოსტი #3547


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვანის ქვაბთა მონასტრის ზემო სართულში არის თეთრად შელესილი მცირე ზომის შენობა, ჯვრის ტიპის გუმბათიანი ნაგებობა - ეკლესია, რომელიც კარგა ხანია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში. ერთი მხილველის სიტყვით, “ამ მშვენიერი, პაწაწინა ეკლესიის ნახვა სავსებით გამოისყიდის იმ ძნელსა და დამტანჯველ გზას, რომელიც მის მისაღწევად უნდა განვლოს კაცმა კლდეებსა და გვირაბებში“.

ეკლესიის კედლებზე ორმოცდაათამდე მხედრული წარწერა აღმოჩნდა. ეს წარწერები, ძირითადად, შესრულებულია მონაზონი ქალების მიერ, რაც მეტყველებს, რომ აქ ყოფილა დედათა სავანე. საგულისხმოა, რომ სხვა წყაროებით, ვანის ქვაბთა მონასტერი XIII საუკუნეში მამათა სადგომს წარმოადგენდა. „ვაჰანის ქვაბთა განგება“ საგანგებოდ მოითხოვდა „ყოვლად ყოვლითურთ უვალ-იყოს დედაკაცისაგან მონასტერი და ნუ რაის მიზეზისათვის ნუ შევალს მას შინა“. შემდეგ მდგომარეობა შეცვლილა და იქ ქალებიც დასადგურებულან. იმავე ძეგლის გვიანდელ მინაწერში (XIV – XV სს.), რომელიც მურვან ღარიბას ძეს ეკუთვნის, ვკითხულობთ: „თუ ჩემისა სახლისა ქალმან, ანუ სძალმან ჩოხათა ჩაცუმაი მოინდომოს, ამა მესამედსა მას მიუძღუანებდით“. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ პერიოდში ვანის ქვაბთა მონასტერში დედათა სამყოფიც ყოფილა. ძნელი სათქმელია, იქ დედათა მონასტერი იყო თუ განყოფილება, მაგრამ ქალები რომ მოღვაწეობდნენ, ეს საეჭვო არ უნდა იყოს. ამას სავსებით ადასტურებენ წარწერები ვანის ქვაბთა მონასტრის პატარა ეკლესიის, რომელიც, თავის მხრივ, დედათა მონასტრისა თუ განყოფილების ნაშთს უნდა წარმოადგენდეს.

ვანის ქვაბთა მონასტრის ეკლესიის წარწერები წარმოდგენას გვიქმნიან იქ მყოფ ქალთა კულტურულ დონეზე, შინაგან განცდებსა თუ სულიერ მოთხოვნილებებზე. წარწერიდან ჩანს, რომ მონასტრის ცივი კედლების მიღმა არა ერთი და ორი ქალის სილამაზე და ახალგაზრდობა დაფერფლილა უდროოდ, არაერთი ნიჭიერი ქალის სახელი შთაუნთქავს, დავიწყებისთვის მიუცია ჟამთა სვლას“

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.55/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2022, 09:15 AM
პოსტი #3548


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,198
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი აკაკი კავსოკალიველს დაფარულმცოდნეობისა და განსჯის ნიჭი ჰქონდა. საღმრთო გამოცხადების წყალობით შეეძლო, თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა დაენახა. თუ ვინმე გულისთქმასაც კი დაუმალავდა, რბილად მიუთითებდა რჩევის სახით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 176 177 178 179 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th August 2025 - 06:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი