![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3541
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ძმა გამოცდილ ბერთან მივიდა და უთხრა: „ამბა! უდაბნოში ყოფნით მოწყენილი ვარ“; ბერმა უპასუხა: „უფრო ხშირად ილოცე და უფალი შეგეწევა, ძალასა და სიმშვიდეს მოგცემს!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3542
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა ქრისტინე. ეს იყო მაღალი, ტანხმელი, მდუმარე, შეუმჩნეველი, უპოვარი მონაზონი. როდესაც ჩვენ, ახალგაზრდებს, დაგვევალა მოხუცებისთვის სხვადასხვა ტანსაცმლის შეძენა, დედა ქრისტინე ყველაფერზე უარს გვეუბნებოდა.
-ეს არ გინდა, დედა ქრისტინე? -არა, შვილო. -ეს? -არა. -აი, ეს აიღე, კარგია! -რად უნდა, შვილო, მონაზონს ამდენი რამე? თუ რაღაცას მაინც დავუტოვებდით, ის თავის დას მისცემდა. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში „ურჩი“ დედა ქრისტინე სხვა მხრივ მეტად თვინიერი გახლდათ. ავად რომ იყო, მისგან ერთი „არა“ ან „არ მინდა“ არ გაგვიგია. არც უდრტვინია თავის საკმაოდ მძიმე ავადმყოფობაზე. საინტერესო იყო მისი აღკვეცაც. თურმე ბაღში მუშაობდა და ამ დროს მეუფე ზოსიმეს დაუძახია მისთვის - მოდი, მოემზადე და გახდი მონაზონი. მისი ძირითადი მორჩილება მეუფის მომსახურება იყო. მედავითნეობა იცოდა და ამიტომ მეუფეს ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიებშიც დაჰყავდა მსახურებებზე. ღმერთმა წმიდათა თანა განუსვენოს მონაზონ ქრისტინეს!“ /იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3543
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვასთან ერთად აუცილებელია შინაგანი დისციპლინის, შინაგანი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება. ამას ასევე შრომა სჭირდება, იმ მორჩილების შესრულება,რომელიც მონასტერში გვხვდება. როგორ აკეთებ, როგორია შენი დამოკიდებულება ამ შრომისადმი. წინამძღვარმა თავად უნდა გაუნაწილოს მონასტრის წევრებს მორჩილების საქმე. გარდა ამისა, ნებისმიერი დავალება უნდა შეასრულონ. თუ ამას არ აკეთებს მონაზონი, მას არაფერი ეშველება. ბაღნარად რომ აქციოს ირგვლივ ყველაფერი, ეს კი არ მოეკითხება, მოეკითხება ის, რომ თავის სამორჩილო საქმეზე უარი თქვა. შრომა და ლოცვა განუყოფელია“.
/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3544
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ცხონებული ბერი ეფრემ არიზონელი ამბობდა: „მერწმუნეთ, რომ როდესაც იესოს ლოცვას ვამბობდით (ახალბედა მონაზვნები ვიყავით მაშინ), ყველაფერს კეთილსურნელება ასდიოდა: ჩვენს წვერსაც, მკერდიდანაც კი კეთილსურნელება გამოგვდიოდა ჰაერის ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვაზე; ყველაფერი კეთილსურნელოვანო იყო“. მრავალ მონაზონსა თუ მომლოცელს უგრძნია მსგავსი კეთილსურნელება ბერ იოსებისგანაც [ვატოპედელი]“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3545
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერში მცხოვრებნი ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც - ცხვრებს, ხოლო განმარტოებაში მყოფნი ისე, როგორც - ვეფხვებსა და ლეოპარდებს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3546
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმას ხომ საერთოდ ვერ ვეგუებოდით, რომ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი], როგორც მამაკაცი, ცხოვრობდა ჩვენს გვერდით. ვერ ვხვდებოდით, რომ ეს იყო რაღაც ფენომენი, გამონაკლისი, ყოველგვარი ამქვეყნიური საზომებიდან ამოვარდნილი, აღმატებული შემთხვევა, მეტი რომ აღარასდროს, აღარასდროს განმეორდება...
იტყოდა ხოლმე - სამი პატრიარქის კურთხევით მაქვს კოშკში ცხოვრების უფლებაო. და, რაკი ჩვენს აგრესიას ხედავდა, იძულებული ხდებოდა, ეს კურთხევა ხშირად შეეხსენებინა ჩვენთვის“. /მონაზონი აგლაიდა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3547
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ვანის ქვაბთა მონასტრის ზემო სართულში არის თეთრად შელესილი მცირე ზომის შენობა, ჯვრის ტიპის გუმბათიანი ნაგებობა - ეკლესია, რომელიც კარგა ხანია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში. ერთი მხილველის სიტყვით, “ამ მშვენიერი, პაწაწინა ეკლესიის ნახვა სავსებით გამოისყიდის იმ ძნელსა და დამტანჯველ გზას, რომელიც მის მისაღწევად უნდა განვლოს კაცმა კლდეებსა და გვირაბებში“.
ეკლესიის კედლებზე ორმოცდაათამდე მხედრული წარწერა აღმოჩნდა. ეს წარწერები, ძირითადად, შესრულებულია მონაზონი ქალების მიერ, რაც მეტყველებს, რომ აქ ყოფილა დედათა სავანე. საგულისხმოა, რომ სხვა წყაროებით, ვანის ქვაბთა მონასტერი XIII საუკუნეში მამათა სადგომს წარმოადგენდა. „ვაჰანის ქვაბთა განგება“ საგანგებოდ მოითხოვდა „ყოვლად ყოვლითურთ უვალ-იყოს დედაკაცისაგან მონასტერი და ნუ რაის მიზეზისათვის ნუ შევალს მას შინა“. შემდეგ მდგომარეობა შეცვლილა და იქ ქალებიც დასადგურებულან. იმავე ძეგლის გვიანდელ მინაწერში (XIV – XV სს.), რომელიც მურვან ღარიბას ძეს ეკუთვნის, ვკითხულობთ: „თუ ჩემისა სახლისა ქალმან, ანუ სძალმან ჩოხათა ჩაცუმაი მოინდომოს, ამა მესამედსა მას მიუძღუანებდით“. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ პერიოდში ვანის ქვაბთა მონასტერში დედათა სამყოფიც ყოფილა. ძნელი სათქმელია, იქ დედათა მონასტერი იყო თუ განყოფილება, მაგრამ ქალები რომ მოღვაწეობდნენ, ეს საეჭვო არ უნდა იყოს. ამას სავსებით ადასტურებენ წარწერები ვანის ქვაბთა მონასტრის პატარა ეკლესიის, რომელიც, თავის მხრივ, დედათა მონასტრისა თუ განყოფილების ნაშთს უნდა წარმოადგენდეს. ვანის ქვაბთა მონასტრის ეკლესიის წარწერები წარმოდგენას გვიქმნიან იქ მყოფ ქალთა კულტურულ დონეზე, შინაგან განცდებსა თუ სულიერ მოთხოვნილებებზე. წარწერიდან ჩანს, რომ მონასტრის ცივი კედლების მიღმა არა ერთი და ორი ქალის სილამაზე და ახალგაზრდობა დაფერფლილა უდროოდ, არაერთი ნიჭიერი ქალის სახელი შთაუნთქავს, დავიწყებისთვის მიუცია ჟამთა სვლას“ /საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.55/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3548
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი აკაკი კავსოკალიველს დაფარულმცოდნეობისა და განსჯის ნიჭი ჰქონდა. საღმრთო გამოცხადების წყალობით შეეძლო, თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა დაენახა. თუ ვინმე გულისთქმასაც კი დაუმალავდა, რბილად მიუთითებდა რჩევის სახით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3549
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნუ იფიქრებ, თთქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3550
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სადაც იესოს ლოცვაა, ყველგან [ყველა მონასტერში] კარგია“
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3551
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„საოცარი სანახავია ამ სადღესასწაულო ღამეს ჩოხის მთა. ქვემოთ შავი არაგვი მიჰქუხს ვიწრო ხეობაში, არაგვიდან ფერდობი შემოსდგამს, ის ფერდობი ერთ ადგილას ვაკეა და სწორედ აქ არის ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი და მისი მოედანი. სალოცავის გარშემო უზარმაზარი ლოდებით ნაშენები, აწ უკვე დანგრეული საბეროებია, უფრო სწორად კი, საბეროების კედლებია შემორჩენილი. აქ, ოდესღაც, ბერებს უცხოვრიათ, მთელი მთა ბერებით ყოფილა დასახლებული და ახლაც მოჩქეფს ამ მთაზე ცივი, კამკამა წმინდა წყაროები, რომლებსაც ჩოხელები ბერების წყაროებს ეძახიან. მთის წვერზე, ახლა სწორედ იმ ადგილას ამოდის მთვარე, სადაც ოდესღაც ისეთ წმინდა ბერებს უცხოვრიათ, რომელთაც თავიანთი სიწმინდით ღვთის წინაშე ისეთი მადლი დაუმსახურებიათ, რომ ფრენა შესძლებიათ. გაშლიდნენ თურმე ხელებს და ფრინველებივით ჩამოფრინდებოდნენ ქვემოთ მყოფ ბერებთან. ქვემოთ მცხოვრები ბერები დღედაღამე იმის ცდაში იყვნენ, რომ მათაც დაემსახურებინათ ღმერთის წინაშე მადლი და, როცა რომელიმე ბერი ამას დაიმსახურებდა, ის მთის წვერიდან ჩამოფრენილ ბერთან ერთად გაშილდა ხელებს და მთის წვერზე მცხოვრებ ბერებთან მიფრინავდა. თანდათან მრავლდებოდა მთის წვერზე დასახლებულ ბერების რიცხვი. იქაც ზედ მწვერვალზე ამოჩქეფს ცივი წყარო. იქაც დანგრეული საბეროებია ახლა. მთვარე ამოდის და მთების ჩრდილი წმინდა ბერივით მოფრინავს ზემოდან ქვემოთ.
ეშმაკი მარადჟამ კაცთ მოდგმის შეცდენას ცდილობს და ბერებსაც შეუჩნდა რამდენჯერმე. სატანას ტანში აჟრიალებდა, როცა ისეთ წმინდა და ღვთისმოყვარულ ბერებს ხედავდა, რომელთაც ფრენა შეეძლოთ, გადაწყვიტა ეშმაკმა ბერების ცდუნება და, როცა ერთხელაც მთის წვერზე მყოფი ბერები ქვემოთ ჩამოფრინდნენ, აქაურ ბერებთან ერთად ილოცეს, სწორედ მაშინ იპოვა ერთ-ერთი ბერის გულში სატანამ დასაყრდენი. მან ისეთი თვალით შეხედა ქვემოთ მცხოვრებ ბერთა შორის მყოფ მონაზონს, რომ იმწუთას იმ ქალის სიყვარულით აუფრიალდა გული. ლოცვის მერე წმინდა ბერები ქვემოთ მცხოვრებთ გამოემშვიდობდნენ, გაშალეს ხელები, ჰაერში აიწივნენ და წმინდა მთის წვერისაკენ გაფრინდნენ. მაცდურმა აცდუნა შეყვარებული ბერი. მან უკან მოიხედა და თვალებით ხარბად შეხედა მონაზონს, რომლის ახალგაზრდა სხეულიც ვნებისაღმძვრელად მოეჩვენა და გული დასწყდა, რომ აქ კი არ რჩებოდა, წმინდა ბერებთან ერთად მიფრინავდა მთის წვერისაკენ. ბერმა უცებ ფრენის მადლი დაკარგა და მიწას დაენარცხა. დანარჩენი ბერებიც იმის აქეთ-იქით ჩამოცვივდნენ. ისინი ფრთებდამტვრეულ ფრინველებივით ეყარნენ და არ იცოდნენ, რისთვის დასაჯა ღმერთმა“. /გოდერძი ჩოხელი, „გაცოცხლებული მიცვალებული“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3552
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ ბერს ეტყვიან, მამაშენი გარდაიცვალაო, ის კი მიუგებს: „ნუ მკრეხელობ! მამაჩემი უკვდავია“ (ღმერთს გულისხმობს)“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3553
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თევზები წყლის უკმარისობისაგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისაგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა“
/წმ. ისააკ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3554
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმიდანო დედანო და დანო! რომელთაც დაუტევეთ ეს სოფელი და ქრისტესთვის სიგლახაკე თავს იდევით; რომელთაც იტირთეთ ქრისტეს სუბუქი ტვირთი და ქედი მოუდრიკეთ მონაზვნობის ტკბილ უღელს; რომელნიც დაშვერით ამასოფლის მპყრობელებთან - ეშმაკებთან ბრძოლაში და რომელნიც მოელით უკვდავი სიძის სასძლოში მარადიულ მყოფობას, - ღმერთმა აკურთხოს თქვენი ღვაწლი, ღმერთმა აღგავსოთ თავისი დაულევნელი სიკეთეებით, ღმერთმა გვირგვინოსან გყოთ თქვენ წყალობითა და შეწყნარებითა!“
/იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3555
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ღამის საათები მონაზონთა მაცოცხლებელი ჟამია, ამ დროს ისინი „უწყვეტი ლოცვის პროცესში იმყოფებიან და მათი საყვარელი მეცნიერება იესოს საკუთარ გულში დავანებაა“. ბერების ანგელოზურ ცხოვრებაზე ღამე დადებითად მოქმედებს, ამიტომ ამ დროს უპირატესობას გონებრივ შრომასა და ლოცვას ანიჭებენ. მონაზვნები, პრაქტიკულად, ღამეს აუქმებენ, რადგან სამონასტრო ცხოვრებით ყველაფერი გაუქმებულია. სიკვდილსაც აუქმებენ, რადგან ქორწინების შედეგად, ახალ სიცოცხლესთან ერთად, მასში სიკვდილიც იბადება. სინამდვილეს ახალი ისეთი არსება უერთდება, რომლისთვისაც სიკვდილიც თანმდევია. ქალწულებრივი სიცოცხლე კი ადამიანში ტირან - სიკვდილს წყვეტს და ასრულებს. ამ დროს მონაზონში იწყებს მოქმედებას მარადისობა - ის, რაც ჭეშმარიტი ცხოვრებაა; მონაზონი ესქატოლოგიურ სინამდვილეში ანგელოზური ცხოვრებით ცხოვრობს. უფალი ბრძანებს: „ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან; ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი, არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან“. მონაზონი სხვა ეპოქის კუთვნილებაა. მისთვის რეალური ცხოვრება მარადისობაა, ხოლო დროებითობა უდროობად გადაქცეული სინამდვილეა! მიუხედავად იმისა, რომ ქალწულება მიწიერი ცხოვრების ნაწილია, ის მაინც ზეციურობის თანამოზიარეა (წმინდა მეთოდი ოლიმპიელი). ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალწულებრივი ცხოვრება ღამის (ბნელის) გაუქმებაა. ესქატოლოგიური და ანგელოზური ცხოვრება ღამეს დღედ აქცევს. თუ აპოკალიფსის მიხედვით „ღამე არ იქნება იქ“, მაშინ აქ, მათთვის, ვინც ხორციელი ანგელოზები არიან, ღამე არ უნდა არსებობდეს. კრავი - მზე ქრისტე, ყველას განმანათლებელია!“
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3556
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოძღვრისა და მორჩილის ურთიერთობა არ არის შემთხვევითი თანაარსებობა, არ არის ბერსა და მოწაფეს შორის დამყარებეული ადამიანური კავშირი, არამედ გაცილებით უფრო ღრმა რამ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3557
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც, თუნდაც მაცხოვნებელი გარემოეების გამო, გამოხვალ განმარტოებული ყოფიდან, უკვე ისეთი ვეღარ ბრუნდები, როგორიც განმარტოებაში იყავი“
/წმ. ტიხონ ზადონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3558
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალშემოსილებს ანაფორით და მანდილებით რომ დაგვინახავდა [მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] კიბეებზე, ხშირად დაგვამდაბლებდა: „თქვენ შანტეკლორები ხართ და არა მონაზვნები!“ ამხილებდა ჩვენი გონების სიმჩატეს და მიწიერ სიხარულს შემოსვასთან დაკავშირებით. საერთოდ არ გვწყინდა. ეშმაკებს განდევნიდა ჩვენგან და, პირიქით, მადლიერები ვიყავით ჩვენდაუნებურად“.
/მონაზონი ნინო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3559
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ-ერთ ლავრაში ერთი ბერი ცხოვრობდა. ბერად აღკვეცამდე მეუღლე ჰყავდა. მალე მისი მეუღლე გარდაიცვალა. ბერი ძალიან დანაღვლიანდა. ერთხელ მან გაიცნო სპირიტი, რომელმაც გარდაცვლილი ცოლის სულის გამოძახება შესთავაზა. ბერმა სეანსზე წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მასთან მოღვაწე ბერებმა ამის შესახებ შეიტყვეს, სცადეს გადაეთქმევინებინათ. ბერმა არავის ათხოვა ყური. სეანსზე მართლაც იხილა მეუღლე. ამის შემდეგ საერთოდ დაკარგა ნებისყოფა. ხშირად დადიოდა სეანსებზე. საბოლოოდ გალოთდა და მალე გარდაიცვალა კიდეც“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3560
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი, და ზოგადად ყველა მორწმუნე, ლოცვით აღწევს გულის ვნებებისგან გაწმენდას, სიწმიდეს. ცოდვისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში უმთავრესი იარაღი სწორედ ლოცვაა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 07:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი