![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3549
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნუ იფიქრებ, თთქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3550
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სადაც იესოს ლოცვაა, ყველგან [ყველა მონასტერში] კარგია“
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3551
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„საოცარი სანახავია ამ სადღესასწაულო ღამეს ჩოხის მთა. ქვემოთ შავი არაგვი მიჰქუხს ვიწრო ხეობაში, არაგვიდან ფერდობი შემოსდგამს, ის ფერდობი ერთ ადგილას ვაკეა და სწორედ აქ არის ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი და მისი მოედანი. სალოცავის გარშემო უზარმაზარი ლოდებით ნაშენები, აწ უკვე დანგრეული საბეროებია, უფრო სწორად კი, საბეროების კედლებია შემორჩენილი. აქ, ოდესღაც, ბერებს უცხოვრიათ, მთელი მთა ბერებით ყოფილა დასახლებული და ახლაც მოჩქეფს ამ მთაზე ცივი, კამკამა წმინდა წყაროები, რომლებსაც ჩოხელები ბერების წყაროებს ეძახიან. მთის წვერზე, ახლა სწორედ იმ ადგილას ამოდის მთვარე, სადაც ოდესღაც ისეთ წმინდა ბერებს უცხოვრიათ, რომელთაც თავიანთი სიწმინდით ღვთის წინაშე ისეთი მადლი დაუმსახურებიათ, რომ ფრენა შესძლებიათ. გაშლიდნენ თურმე ხელებს და ფრინველებივით ჩამოფრინდებოდნენ ქვემოთ მყოფ ბერებთან. ქვემოთ მცხოვრები ბერები დღედაღამე იმის ცდაში იყვნენ, რომ მათაც დაემსახურებინათ ღმერთის წინაშე მადლი და, როცა რომელიმე ბერი ამას დაიმსახურებდა, ის მთის წვერიდან ჩამოფრენილ ბერთან ერთად გაშილდა ხელებს და მთის წვერზე მცხოვრებ ბერებთან მიფრინავდა. თანდათან მრავლდებოდა მთის წვერზე დასახლებულ ბერების რიცხვი. იქაც ზედ მწვერვალზე ამოჩქეფს ცივი წყარო. იქაც დანგრეული საბეროებია ახლა. მთვარე ამოდის და მთების ჩრდილი წმინდა ბერივით მოფრინავს ზემოდან ქვემოთ.
ეშმაკი მარადჟამ კაცთ მოდგმის შეცდენას ცდილობს და ბერებსაც შეუჩნდა რამდენჯერმე. სატანას ტანში აჟრიალებდა, როცა ისეთ წმინდა და ღვთისმოყვარულ ბერებს ხედავდა, რომელთაც ფრენა შეეძლოთ, გადაწყვიტა ეშმაკმა ბერების ცდუნება და, როცა ერთხელაც მთის წვერზე მყოფი ბერები ქვემოთ ჩამოფრინდნენ, აქაურ ბერებთან ერთად ილოცეს, სწორედ მაშინ იპოვა ერთ-ერთი ბერის გულში სატანამ დასაყრდენი. მან ისეთი თვალით შეხედა ქვემოთ მცხოვრებ ბერთა შორის მყოფ მონაზონს, რომ იმწუთას იმ ქალის სიყვარულით აუფრიალდა გული. ლოცვის მერე წმინდა ბერები ქვემოთ მცხოვრებთ გამოემშვიდობდნენ, გაშალეს ხელები, ჰაერში აიწივნენ და წმინდა მთის წვერისაკენ გაფრინდნენ. მაცდურმა აცდუნა შეყვარებული ბერი. მან უკან მოიხედა და თვალებით ხარბად შეხედა მონაზონს, რომლის ახალგაზრდა სხეულიც ვნებისაღმძვრელად მოეჩვენა და გული დასწყდა, რომ აქ კი არ რჩებოდა, წმინდა ბერებთან ერთად მიფრინავდა მთის წვერისაკენ. ბერმა უცებ ფრენის მადლი დაკარგა და მიწას დაენარცხა. დანარჩენი ბერებიც იმის აქეთ-იქით ჩამოცვივდნენ. ისინი ფრთებდამტვრეულ ფრინველებივით ეყარნენ და არ იცოდნენ, რისთვის დასაჯა ღმერთმა“. /გოდერძი ჩოხელი, „გაცოცხლებული მიცვალებული“/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3552
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ ბერს ეტყვიან, მამაშენი გარდაიცვალაო, ის კი მიუგებს: „ნუ მკრეხელობ! მამაჩემი უკვდავია“ (ღმერთს გულისხმობს)“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3553
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თევზები წყლის უკმარისობისაგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისაგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა“
/წმ. ისააკ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3554
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმიდანო დედანო და დანო! რომელთაც დაუტევეთ ეს სოფელი და ქრისტესთვის სიგლახაკე თავს იდევით; რომელთაც იტირთეთ ქრისტეს სუბუქი ტვირთი და ქედი მოუდრიკეთ მონაზვნობის ტკბილ უღელს; რომელნიც დაშვერით ამასოფლის მპყრობელებთან - ეშმაკებთან ბრძოლაში და რომელნიც მოელით უკვდავი სიძის სასძლოში მარადიულ მყოფობას, - ღმერთმა აკურთხოს თქვენი ღვაწლი, ღმერთმა აღგავსოთ თავისი დაულევნელი სიკეთეებით, ღმერთმა გვირგვინოსან გყოთ თქვენ წყალობითა და შეწყნარებითა!“
/იღუმენია პარასკევა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3555
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ღამის საათები მონაზონთა მაცოცხლებელი ჟამია, ამ დროს ისინი „უწყვეტი ლოცვის პროცესში იმყოფებიან და მათი საყვარელი მეცნიერება იესოს საკუთარ გულში დავანებაა“. ბერების ანგელოზურ ცხოვრებაზე ღამე დადებითად მოქმედებს, ამიტომ ამ დროს უპირატესობას გონებრივ შრომასა და ლოცვას ანიჭებენ. მონაზვნები, პრაქტიკულად, ღამეს აუქმებენ, რადგან სამონასტრო ცხოვრებით ყველაფერი გაუქმებულია. სიკვდილსაც აუქმებენ, რადგან ქორწინების შედეგად, ახალ სიცოცხლესთან ერთად, მასში სიკვდილიც იბადება. სინამდვილეს ახალი ისეთი არსება უერთდება, რომლისთვისაც სიკვდილიც თანმდევია. ქალწულებრივი სიცოცხლე კი ადამიანში ტირან - სიკვდილს წყვეტს და ასრულებს. ამ დროს მონაზონში იწყებს მოქმედებას მარადისობა - ის, რაც ჭეშმარიტი ცხოვრებაა; მონაზონი ესქატოლოგიურ სინამდვილეში ანგელოზური ცხოვრებით ცხოვრობს. უფალი ბრძანებს: „ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან; ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი, არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან“. მონაზონი სხვა ეპოქის კუთვნილებაა. მისთვის რეალური ცხოვრება მარადისობაა, ხოლო დროებითობა უდროობად გადაქცეული სინამდვილეა! მიუხედავად იმისა, რომ ქალწულება მიწიერი ცხოვრების ნაწილია, ის მაინც ზეციურობის თანამოზიარეა (წმინდა მეთოდი ოლიმპიელი). ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალწულებრივი ცხოვრება ღამის (ბნელის) გაუქმებაა. ესქატოლოგიური და ანგელოზური ცხოვრება ღამეს დღედ აქცევს. თუ აპოკალიფსის მიხედვით „ღამე არ იქნება იქ“, მაშინ აქ, მათთვის, ვინც ხორციელი ანგელოზები არიან, ღამე არ უნდა არსებობდეს. კრავი - მზე ქრისტე, ყველას განმანათლებელია!“
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3556
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოძღვრისა და მორჩილის ურთიერთობა არ არის შემთხვევითი თანაარსებობა, არ არის ბერსა და მოწაფეს შორის დამყარებეული ადამიანური კავშირი, არამედ გაცილებით უფრო ღრმა რამ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3557
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც, თუნდაც მაცხოვნებელი გარემოეების გამო, გამოხვალ განმარტოებული ყოფიდან, უკვე ისეთი ვეღარ ბრუნდები, როგორიც განმარტოებაში იყავი“
/წმ. ტიხონ ზადონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3558
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალშემოსილებს ანაფორით და მანდილებით რომ დაგვინახავდა [მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] კიბეებზე, ხშირად დაგვამდაბლებდა: „თქვენ შანტეკლორები ხართ და არა მონაზვნები!“ ამხილებდა ჩვენი გონების სიმჩატეს და მიწიერ სიხარულს შემოსვასთან დაკავშირებით. საერთოდ არ გვწყინდა. ეშმაკებს განდევნიდა ჩვენგან და, პირიქით, მადლიერები ვიყავით ჩვენდაუნებურად“.
/მონაზონი ნინო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3559
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ-ერთ ლავრაში ერთი ბერი ცხოვრობდა. ბერად აღკვეცამდე მეუღლე ჰყავდა. მალე მისი მეუღლე გარდაიცვალა. ბერი ძალიან დანაღვლიანდა. ერთხელ მან გაიცნო სპირიტი, რომელმაც გარდაცვლილი ცოლის სულის გამოძახება შესთავაზა. ბერმა სეანსზე წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მასთან მოღვაწე ბერებმა ამის შესახებ შეიტყვეს, სცადეს გადაეთქმევინებინათ. ბერმა არავის ათხოვა ყური. სეანსზე მართლაც იხილა მეუღლე. ამის შემდეგ საერთოდ დაკარგა ნებისყოფა. ხშირად დადიოდა სეანსებზე. საბოლოოდ გალოთდა და მალე გარდაიცვალა კიდეც“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3560
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი, და ზოგადად ყველა მორწმუნე, ლოცვით აღწევს გულის ვნებებისგან გაწმენდას, სიწმიდეს. ცოდვისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში უმთავრესი იარაღი სწორედ ლოცვაა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3561
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მანამდე ვერ ისწავლი ადამიანებთან კარგად ცხოვრებას, განმარტოებაშიც ვერ იქნები კარგად“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3562
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ საქათმემდე მივაცილეთ [წმინდა მამა გაბრიელი]. იქ ცხოვრობდა. ტახტზე დაწვა, მგონი შეუძლოდ იყო. ჩვენ ვკითხეთ:
-მამა გაბრიელ, საბანი არ გინდათ? -ბერს რად უნდა საბანი, შვილო“. /მონაზონი ათანასია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3563
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეს ამბავი ოპტის უდაბნოში მოხდა მაშინ, როცა მის კუთვნილ სკიტს წმინდა ანატოლი ზერცალოვი წინამძღვრობდა. ერთხელ მან იხმო ბერი მამა იოილი, განმარტოვდნენ და ჰკითხა:
- მამა იოილ, სიმართლე მითხარი ღვთის წინაშე: შენთან, სენაკში, ღამით ერისკაცთაგანი ხომ არავინ დადისო. იოილი შეცბა: - შემიწყალეთ, მამაო, ვინ ივლის ჩემთან, თანაც ღამით? ან როგორ მოვა, სკიტი გარშემო დაკეტილია და გასაღებები თქვენ გაქვთო. - უბედურება ისაა, რომ გასაღებები მე მაქვს, შენთან კი მაინც ვიღაც ქალი დადისო, - უთხრა მამა ანატოლიმ. იოილს მღელვარებისგან კინაღამ გული წაუვიდა. მოძღვარმა შეამჩნია და დაამშვიდა: - კარგი, დაწყნარდი, რახან უარყოფ, შენი მჯერა. ტყუილად ცილი დაგწამე, წადი ღვთით. - მამაო, ვინ დამწამა ცილი, ვინ დამაბეზღა ცრუდ? - შეეკითხა იოილი. - ვინც არ უნდა იყოს, შენი საქმე არ არის, - მიუგო მამა ანატოლიმ, - ისიც საკმარისია, რომ შენი მჯერა და არა ცილისწამების. - გავიდა რამდენიმე ხანი და მამა ანატოლიმ ისევ მოიხმო ბერი და განრისხებულმა უთხრა: - ახლა კი ჩემი თვალით დავინახე, რომ ჭიშკრიდან შენთან ღამე ქალი შემოვიდა. თვითონაც იცი, რომ ეს ასეაო. არადა, იოილი ცამდე მართალი იყო. თითქოს ვიღაცამ წასჩურჩულა ბერს: "ეს ხომ ბოროტი იყო და არა ქალი". ამ აზრმა გაამხნევა და უთხრა მოძღვარს: - მამაო, ღვთის წინაშე სიმართლეს ვამბობ. უბრალო ვარ, ეს ეშმაკის მზაკვრობა არისო. მამა ანატოლიმ დიდხანს დაჟინებით უყურა მამა იოილს, თითქოს მის სულში ჩაიხედაო და მშვიდად ბრძანა: - რახან ასეა, მოდი, ვილოცოთ ღმრთისადმი, რომ მან შენი სიმართლე გამოგვიმჟღავნოს. ვილოცოთ და ღამის 12 საათზე მოდი - ვნახოთ, რას გვეტყვის უფალი. იმ დღეს განსაკუთრებული გულმხურვალებით ილოცა ბერმა, შემდეგ სენაკი დაკეტა და შუაღამისას მოძღვართან მივიდა. წავიდნენ ჭიშკრის სიახლოვეს და იქვე დადგნენ. შუაღამისას ჭიშკარი, რომლის გასაღებიც წინამძღვარს ჰქონდა, გაიღო და თავპირდაბურული ქალი შემოვიდა, რომელმაც პირდაპირ იოილის სენაკში შეაბიჯა. ქალმა სენაკის კარიც შიგნიდან ჩაკეტა. "აი, ახლა კი დავიჭერთ," - თქვა მამა ანატოლიმ და ნერვიულობისგან ცოცხალ-მკვდარი იოილი მიიყვანა სენაკთან. ბერმა ხელის კანკალით ძლივს მოარგო გასაღები კლიტეს, შეაღეს კარი, შევიდნენ, შიგნით კი არავინ დახვედრიათ. სენაკის ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა მამა ანატოლიმ, მაგრამ "ქალი" ვერ იპოვა. გამოისახეს ორივემ პირჯვარი, დარწმუნდნენ, რომ ეს ეშმაკის ოინი იყო.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3564
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„არქიმანდრიტი ზაქარია, წმიდა სოფრონ ათონელის ღირსეული მოწაფე და მემკვიდრე, ლაკონიურად და ლამაზად წერს: „მონაზვნობა არ მდგომარეობს დიდებულ ღმრთისმსახურებებსა და გამშვენებულ მონასტრულ კომპლექსებში, არამედ მორჩილისა და მოძღვრის ურთიერთობაში, როდესაც მასწავლებელი მოწაფის სიკვდილს იტვირთავს, რათა მას სიცოცხლე გადასცეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3565
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც განმარტოებიდან გამოდიხარ, შეინახე, რაც მოგიპოვებია; რამეთუ თუ გალიის კარი ღია იქნება, მასში ჩაკეტილი ჩიტები გამოფრინდებიან. მაშინ უკვე არანაირი სარგებელი აღარ გექნება ჩვენი მდუმარებისაგან!“
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3566
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა ბერს მოძღვარი აღარ ჰყავს, მისი მოძღვარი ეშმაკი ხდება“
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3567
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩემი ჭაბუკი სული კეთილმსახურების ახალ სახეობას მიიღებდა (ანუ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას)... თვით უფალი განცხადებულად ესაუბრებოდა თავის მონას და შემკრავდა მე სიყვარულით კეთილკრძალულებისა და უმანკოებისადმი, აღვირს აღასხამდა ჩემს სხეულს და შთამბერავდა მგზნებარე სიყვარულს ღვთაებრივი სიბრძნისადმი... ამიტომ მე უკვე ნაკლებად მიზიდავდა ლხინი და დროსტარება, არ მსიამოვნებდა ყოველივე ის, რაც ესოდენ უხარის სიჭაბუკეს - არც მშვენიერი, მაცთუნებელი მომხბივლელობა, არც თავშეუკავებელი სიცილი და არც ხორციელ სიამეთა ლტოლვა. სხვებს დავუთმე უფსკრულნი და მთები, მოჭიხვინე ტაიჭები და მეძებარ ძაღლთა ჯგრო. ქვეყნიური შვება-სიამენი უარვყავი და ქედი მკაცრ კეთილკრძალულებას მივუპყარ. სწორედ ეს მასაზრდოებდა, მიალერსებდა და დიდებისათვის განმამზადებდა, როცა მზრუნველად ქრისტეს ხელნი აღვირჩიე“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3568
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,219 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმიდა იოსებ ისიქასტი ამბობდა, რომ „ჭეშმარიტი მონაზონი სული წმიდის ნაწარმია (ნაყოფია)“. არქიმანდრიტი ზაქარია კი წერს: „მონაზონი განსაკუთრებით სულთმოფენობის ხატს წარმოადგენს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th August 2025 - 06:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი