IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 177 178 179 180 181 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 12 2022, 10:37 AM
პოსტი #3561


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მანამდე ვერ ისწავლი ადამიანებთან კარგად ცხოვრებას, განმარტოებაშიც ვერ იქნები კარგად“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2022, 10:42 AM
პოსტი #3562


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ საქათმემდე მივაცილეთ [წმინდა მამა გაბრიელი]. იქ ცხოვრობდა. ტახტზე დაწვა, მგონი შეუძლოდ იყო. ჩვენ ვკითხეთ:

-მამა გაბრიელ, საბანი არ გინდათ?

-ბერს რად უნდა საბანი, შვილო“.

/მონაზონი ათანასია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2022, 10:28 AM
პოსტი #3563


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეს ამბავი ოპტის უდაბნოში მოხდა მაშინ, როცა მის კუთვნილ სკიტს წმინდა ანატოლი ზერცალოვი წინამძღვრობდა. ერთხელ მან იხმო ბერი მამა იოილი, განმარტოვდნენ და ჰკითხა:

- მამა იოილ, სიმართლე მითხარი ღვთის წინაშე: შენთან, სენაკში, ღამით ერისკაცთაგანი ხომ არავინ დადისო. იოილი შეცბა: - შემიწყალეთ, მამაო, ვინ ივლის ჩემთან, თანაც ღამით? ან როგორ მოვა, სკიტი გარშემო დაკეტილია და გასაღებები თქვენ გაქვთო.

- უბედურება ისაა, რომ გასაღებები მე მაქვს, შენთან კი მაინც ვიღაც ქალი დადისო, - უთხრა მამა ანატოლიმ.

იოილს მღელვარებისგან კინაღამ გული წაუვიდა. მოძღვარმა შეამჩნია და დაამშვიდა: - კარგი, დაწყნარდი, რახან უარყოფ, შენი მჯერა. ტყუილად ცილი დაგწამე, წადი ღვთით.

- მამაო, ვინ დამწამა ცილი, ვინ დამაბეზღა ცრუდ? - შეეკითხა იოილი.

- ვინც არ უნდა იყოს, შენი საქმე არ არის, - მიუგო მამა ანატოლიმ, - ისიც საკმარისია, რომ შენი მჯერა და არა ცილისწამების.

- გავიდა რამდენიმე ხანი და მამა ანატოლიმ ისევ მოიხმო ბერი და განრისხებულმა უთხრა: - ახლა კი ჩემი თვალით დავინახე, რომ ჭიშკრიდან შენთან ღამე ქალი შემოვიდა. თვითონაც იცი, რომ ეს ასეაო. არადა, იოილი ცამდე მართალი იყო. თითქოს ვიღაცამ წასჩურჩულა ბერს: "ეს ხომ ბოროტი იყო და არა ქალი". ამ აზრმა გაამხნევა და უთხრა მოძღვარს: - მამაო, ღვთის წინაშე სიმართლეს ვამბობ. უბრალო ვარ, ეს ეშმაკის მზაკვრობა არისო. მამა ანატოლიმ დიდხანს დაჟინებით უყურა მამა იოილს, თითქოს მის სულში ჩაიხედაო და მშვიდად ბრძანა: - რახან ასეა, მოდი, ვილოცოთ ღმრთისადმი, რომ მან შენი სიმართლე გამოგვიმჟღავნოს. ვილოცოთ და ღამის 12 საათზე მოდი - ვნახოთ, რას გვეტყვის უფალი.

იმ დღეს განსაკუთრებული გულმხურვალებით ილოცა ბერმა, შემდეგ სენაკი დაკეტა და შუაღამისას მოძღვართან მივიდა. წავიდნენ ჭიშკრის სიახლოვეს და იქვე დადგნენ. შუაღამისას ჭიშკარი, რომლის გასაღებიც წინამძღვარს ჰქონდა, გაიღო და თავპირდაბურული ქალი შემოვიდა, რომელმაც პირდაპირ იოილის სენაკში შეაბიჯა. ქალმა სენაკის კარიც შიგნიდან ჩაკეტა. "აი, ახლა კი დავიჭერთ," - თქვა მამა ანატოლიმ და ნერვიულობისგან ცოცხალ-მკვდარი იოილი მიიყვანა სენაკთან. ბერმა ხელის კანკალით ძლივს მოარგო გასაღები კლიტეს, შეაღეს კარი, შევიდნენ, შიგნით კი არავინ დახვედრიათ. სენაკის ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა მამა ანატოლიმ, მაგრამ "ქალი" ვერ იპოვა. გამოისახეს ორივემ პირჯვარი, დარწმუნდნენ, რომ ეს ეშმაკის ოინი იყო.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2022, 12:30 PM
პოსტი #3564


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არქიმანდრიტი ზაქარია, წმიდა სოფრონ ათონელის ღირსეული მოწაფე და მემკვიდრე, ლაკონიურად და ლამაზად წერს: „მონაზვნობა არ მდგომარეობს დიდებულ ღმრთისმსახურებებსა და გამშვენებულ მონასტრულ კომპლექსებში, არამედ მორჩილისა და მოძღვრის ურთიერთობაში, როდესაც მასწავლებელი მოწაფის სიკვდილს იტვირთავს, რათა მას სიცოცხლე გადასცეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2022, 09:48 AM
პოსტი #3565


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც განმარტოებიდან გამოდიხარ, შეინახე, რაც მოგიპოვებია; რამეთუ თუ გალიის კარი ღია იქნება, მასში ჩაკეტილი ჩიტები გამოფრინდებიან. მაშინ უკვე არანაირი სარგებელი აღარ გექნება ჩვენი მდუმარებისაგან!“

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2022, 11:39 AM
პოსტი #3566


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა ბერს მოძღვარი აღარ ჰყავს, მისი მოძღვარი ეშმაკი ხდება“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2022, 09:38 AM
პოსტი #3567


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემი ჭაბუკი სული კეთილმსახურების ახალ სახეობას მიიღებდა (ანუ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას)... თვით უფალი განცხადებულად ესაუბრებოდა თავის მონას და შემკრავდა მე სიყვარულით კეთილკრძალულებისა და უმანკოებისადმი, აღვირს აღასხამდა ჩემს სხეულს და შთამბერავდა მგზნებარე სიყვარულს ღვთაებრივი სიბრძნისადმი... ამიტომ მე უკვე ნაკლებად მიზიდავდა ლხინი და დროსტარება, არ მსიამოვნებდა ყოველივე ის, რაც ესოდენ უხარის სიჭაბუკეს - არც მშვენიერი, მაცთუნებელი მომხბივლელობა, არც თავშეუკავებელი სიცილი და არც ხორციელ სიამეთა ლტოლვა. სხვებს დავუთმე უფსკრულნი და მთები, მოჭიხვინე ტაიჭები და მეძებარ ძაღლთა ჯგრო. ქვეყნიური შვება-სიამენი უარვყავი და ქედი მკაცრ კეთილკრძალულებას მივუპყარ. სწორედ ეს მასაზრდოებდა, მიალერსებდა და დიდებისათვის განმამზადებდა, როცა მზრუნველად ქრისტეს ხელნი აღვირჩიე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2022, 10:25 AM
პოსტი #3568


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმიდა იოსებ ისიქასტი ამბობდა, რომ „ჭეშმარიტი მონაზონი სული წმიდის ნაწარმია (ნაყოფია)“. არქიმანდრიტი ზაქარია კი წერს: „მონაზონი განსაკუთრებით სულთმოფენობის ხატს წარმოადგენს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2022, 11:53 AM
პოსტი #3569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოხვალ მონასტრიდან და საეროთა სახლებში ნუ შეხვალ; სხვაგვარად უკან ისეთი ვეღარ დაბრუნდები, როგორიც გამოხვედი!“

/წმ. ტიხონ ზადონელი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2022, 11:25 AM
პოსტი #3570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1880 წელს კუნძულ ნაქსოსის მონასტრიდან მთაწმინდაზე მოვიდა ბერდიდი ამბერკი, რომელსაც ძალიან უყვარდა ასკეტური ცხოვრება. საცხოვრებლად ახალ სკიტში მდებარე მღვიმე აირჩია. იგი დაუნდობლად ებრძოდა სულიერ და ხორციელ ვნებებს და კაცთა მოდგმის მტერს - ეშმაკს, მოსაგრეობდა მარხვაში, მღვიძარებასა და მრავალსაათიან ლოცვებში, მიაღწია სათნოებათა უმაღლეს საფეხურს და მოიპოვა გამჭრიახობის და დაფარულთმცოდნეობის მადლი. ერთხელ, ერთ-ერთი ღამისთევისას, ბერდიდი მიუწვევლად შევიდა წმინდა საკურთხეველში და მიუახლოვდა წმინდა ტრაპეზს, სადაც თვით უფალს სჭრეტდა, რომელმაც უხმო, რათა ეჩვენებინა ცხოვრების წიგნში, ჩაწერილი მისი სახელი და უთხრა, - გმართებს, გააძლიერო ასკეტური ღვაწლიო. მამა ამბერკიმ ოცი დღით ადრე სცნო, რომ წმინდა პავლეს მონასტერში ხანძარი გაჩნდებოდა, ასევე იწინასწარმეტყველა ელეფთერ ვენესილოსის ეპოქაში ახალი იმპერატორის - ალექსანდრეს გამეფება. ხშიარად ბერდიდი სჭვრეტდა ევქარისტიის საღმრთო საიდუმლოების მაზიარებელთა გულის სიღრმეებს და თითოეული ადამიანის სულიერი მდგომარეობის მიხედვით ხარობდა ან სწუხდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2022, 11:10 AM
პოსტი #3571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ-ერთ მონაზონ დედას, რომელიც კინობიალურ მონასტერში ცხოვრობდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანდერძის სახით შემდეგი სიტყვები უთხრა [ბერმა იოსებ ვატოპედელმა]: „ერთობა და სიყვარული შეინარუნეთ ერთმანეთში, შვილო, რათა ღმერთის მადლი იყოს თქვენთან ერთად“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2022, 12:18 PM
პოსტი #3572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ადამიანთა შორის ვერ შეუქმენი საკუთარ თავს სწორ განწყობას, მის სიმძიმეს მარტოდ ცხოვრებისასაც ვერ იტვირთავ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2022, 11:30 AM
პოსტი #3573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არქიმანდრიტი ემელიანე სიმონპეტრელი ამბობდა: „რადგან მონაზვნის მიზანი არის ღმერთი, „ვარ მონაზონი“ ნიშნავს - „ვცხოვრობ მოძღვარში, რათა ღმერთი ვიპოვო, რათა ვეძიო და ვადიდო ღმერთი, თაყვანი ვცე და მივდიო ღმერთს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2022, 10:19 AM
პოსტი #3574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანა [პოეტი ქალი ანა რჩეულიშვილი] ნების წინააღმდეგ მოხვდა ცივ საკანში, იგი ძალდატანების მსხვერპლი გახდა - ანაზდეულად მოაშორეს თავის ოჯახს და სრულიად ახალგაზრდა აღკვეცეს მონასტერში, რომელიც მას ქაჯეთის ციხეს აგონებდა. სასოწარკვეთილი ქალი „ვეფხისტყაოსნის" გმირის სიტყვებს იხსენებდა, მასში პოულობდა პირადი ცხოვრებისათვის შესაფერ აზრებს და ეკლესიის ცივ კელდებზე მიწერით იამებდა იარებს.

თავისთავად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მონასტრის ბინადარი ქართველი მანდილოსანი, - მიუხედავად სამონასტრო წესების სიმკაცრისა და მონაზვნური აღთქმისა, - არ ერიდება საერო თემატიკას და სამიჯნურო განწყობილების შემცველ ტექსტს აწერს ეკლესიის კედელზე. ყოველივე ეს მოწმობს „ვეფხისტყაოსნის“ დიდ პოპულარობას, ქალთა საზოგადოებაში გავრცელებასა და ზეპირად ცოდნას და, რაც მთავარია, - რუსთველის პოემის ეკლესიის წიაღში შეჭრას“.

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.63/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2022, 12:36 PM
პოსტი #3575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შვილის გარდაცვალების შემდეგ, მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] დედა მონასტერში დარჩა და მალევე გადაწყდა მისი მონაზვნად აღკვეცა. შესამოსელი მონასტერში გაუმზადეს. იგი მამა საბამ, 1995 წელს, მთავარანგელოზების ეკვდერში, ანას სახელით აღკვეცა. აღკვეცის დროს მანტია მე გადავაფარე. ხანდაზმულობის გამო (დედა ანა იმ დროს 85 წლის იყო), იატაკზე გართხმა ვერ შეძლო. ამბიონამდე მხარზე მიყრდნობილი მივიყვანე, სმენაც არ ჰქონდა კარგი და აღკვეცის დროს აღთქმებზეც მის ნაცვლად მე მიწევდა პასუხის გაცემა. ასე რომ, აღთქმის დადება მეორედ მომიხდა (ასე ამიხდა რამდენიმე დღით ადრე ნანახი სიზმარი, თითქოს ხელმეორედ ვდებდი მონოზვნის აღთქმას). დედა ანა აღკვეციდან მალე გარდაიცვალა და მამა გაბრიელის კუბოთი დაკრძალეს. გაირკვა, რომ მამა გაბრიელს კუბო დედისთვის წინასწარ ჰქონდა თურმე გამზადებული“.

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2022, 10:58 AM
პოსტი #3576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში, და არა - აღმოფხვრილი!“

/წმ. კასიანე რომაელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2022, 01:41 PM
პოსტი #3577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კანონი 46
„დედაკაცი, რომელმაც მოღვაწეობრივი ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაეწესა, იქიდან აღარ გამოვიდეს, თუ რაიმე გარდაუვალი მიზეზი არ გამოჩნდა და, ასეთ შემთხვევაშიც, იღუმენიას კურთხევითა და ნებართვით, და თანაც არა მარტო, არამედ ხანდაზმული ან უპირატესი მონაზონის თანხლებით. ღამის გათევა კი მონასტრის გარეთ საერთოდ აკრძალულია. ასევე, მამაკაცებიც, ვინც სამონაზვნო ცხოვრებას ეწევა, მონასტრიდან გამოვიდნენ, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, მაგრამ წინაძღვრის კურთხევით. ჩვენ მიერ დადგენილი ამ განაწესების დამრღვევნი, მამები იქნებიან თუ დედები, შესაფერისი ეპიტიმიით დაისაჯონ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2022, 12:04 PM
პოსტი #3578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მოწყენილობას წმიდა მამები უწოდებენ „ყოვლისმომცველ სიკვდილს, რამეთუ ურთულესია, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს მისი მკურნალობა და ხშირად იგი უამრავი ბოროტების შედეგად იჩენს თავს“, როგორიცაა, მაგალითად, ერისკაცთათვის თვითგდარჩენაზე უარის თქმა, ხოლო ბერებისთვის - მანტიის გახდითა და ერში დაბრუნებით. მეორე მხრივ, არცერთ ვნებას არ მოაქვს მოღვაწისათვის იმგვარი გვირგვინი, როგორიც მოწყენილობასთან ბრძოლას. სწორედ ამ ვნებასთან ბრძოლით შეიცნობა, ვინ როგორ ემსახურება ღმერთს: ვინ - პირუთვნელად, ვინ - ბოროტად და დაუდევრად. ყოველი მათგანი ჯილდოსაც ამის შესაბამისად იღებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2022, 10:44 AM
პოსტი #3579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



«რებეკა მონაზვნის დაკვეთით გაბრიელ მთავარდიაკონს გადაუწერია „ჟამნი“, რომელმაც შემოგვინახა ხელნაწერის დამკვეთის ანდერძი: „მე ფრიად ცოდვილმან რებეკა მონაზონმან, ვიგულეთ და ვიგულმოდგინეთ და აღვაწერინეთ წმიდა ესე და სულთა განმანათლებელი ჟამნი სრული სულისა ჩუენისა სახსრად და საოხად, ვინცა შენდობით მომიხსენო, თქუენცა მოგიხსენოს ღმერთმან ამინ“.

რებეკას ვინაობის ამსახველ ცნობებს ხელნაწერი არ შეიცავს. რა ერქვა ადრე ამ მანდილოსანს, რა იყო მიზეზი იმისა, რომ თავის თავს ცოდვილს უწოდებდა, არ ვიცით. იგი XVI-XVII საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს."

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 86/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2022, 11:18 AM
პოსტი #3580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,774
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემო შვილო, ყოველდღე გახსოვდეს,რომ შენ მოგიწოდეს, იცხოვრო, როგორც მონაზონმა და არა როგორც ერისკაცმა. სამყაროში ისედაც ბევრი ერისკაცია“

/წმ. იოსებ ისიქასტი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 177 178 179 180 181 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 03:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი