IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 178 179 180 181 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 20 2022, 11:53 AM
პოსტი #3569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოხვალ მონასტრიდან და საეროთა სახლებში ნუ შეხვალ; სხვაგვარად უკან ისეთი ვეღარ დაბრუნდები, როგორიც გამოხვედი!“

/წმ. ტიხონ ზადონელი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2022, 11:25 AM
პოსტი #3570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1880 წელს კუნძულ ნაქსოსის მონასტრიდან მთაწმინდაზე მოვიდა ბერდიდი ამბერკი, რომელსაც ძალიან უყვარდა ასკეტური ცხოვრება. საცხოვრებლად ახალ სკიტში მდებარე მღვიმე აირჩია. იგი დაუნდობლად ებრძოდა სულიერ და ხორციელ ვნებებს და კაცთა მოდგმის მტერს - ეშმაკს, მოსაგრეობდა მარხვაში, მღვიძარებასა და მრავალსაათიან ლოცვებში, მიაღწია სათნოებათა უმაღლეს საფეხურს და მოიპოვა გამჭრიახობის და დაფარულთმცოდნეობის მადლი. ერთხელ, ერთ-ერთი ღამისთევისას, ბერდიდი მიუწვევლად შევიდა წმინდა საკურთხეველში და მიუახლოვდა წმინდა ტრაპეზს, სადაც თვით უფალს სჭრეტდა, რომელმაც უხმო, რათა ეჩვენებინა ცხოვრების წიგნში, ჩაწერილი მისი სახელი და უთხრა, - გმართებს, გააძლიერო ასკეტური ღვაწლიო. მამა ამბერკიმ ოცი დღით ადრე სცნო, რომ წმინდა პავლეს მონასტერში ხანძარი გაჩნდებოდა, ასევე იწინასწარმეტყველა ელეფთერ ვენესილოსის ეპოქაში ახალი იმპერატორის - ალექსანდრეს გამეფება. ხშიარად ბერდიდი სჭვრეტდა ევქარისტიის საღმრთო საიდუმლოების მაზიარებელთა გულის სიღრმეებს და თითოეული ადამიანის სულიერი მდგომარეობის მიხედვით ხარობდა ან სწუხდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2022, 11:10 AM
პოსტი #3571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ-ერთ მონაზონ დედას, რომელიც კინობიალურ მონასტერში ცხოვრობდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანდერძის სახით შემდეგი სიტყვები უთხრა [ბერმა იოსებ ვატოპედელმა]: „ერთობა და სიყვარული შეინარუნეთ ერთმანეთში, შვილო, რათა ღმერთის მადლი იყოს თქვენთან ერთად“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2022, 12:18 PM
პოსტი #3572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ადამიანთა შორის ვერ შეუქმენი საკუთარ თავს სწორ განწყობას, მის სიმძიმეს მარტოდ ცხოვრებისასაც ვერ იტვირთავ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2022, 11:30 AM
პოსტი #3573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არქიმანდრიტი ემელიანე სიმონპეტრელი ამბობდა: „რადგან მონაზვნის მიზანი არის ღმერთი, „ვარ მონაზონი“ ნიშნავს - „ვცხოვრობ მოძღვარში, რათა ღმერთი ვიპოვო, რათა ვეძიო და ვადიდო ღმერთი, თაყვანი ვცე და მივდიო ღმერთს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2022, 10:19 AM
პოსტი #3574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანა [პოეტი ქალი ანა რჩეულიშვილი] ნების წინააღმდეგ მოხვდა ცივ საკანში, იგი ძალდატანების მსხვერპლი გახდა - ანაზდეულად მოაშორეს თავის ოჯახს და სრულიად ახალგაზრდა აღკვეცეს მონასტერში, რომელიც მას ქაჯეთის ციხეს აგონებდა. სასოწარკვეთილი ქალი „ვეფხისტყაოსნის" გმირის სიტყვებს იხსენებდა, მასში პოულობდა პირადი ცხოვრებისათვის შესაფერ აზრებს და ეკლესიის ცივ კელდებზე მიწერით იამებდა იარებს.

თავისთავად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მონასტრის ბინადარი ქართველი მანდილოსანი, - მიუხედავად სამონასტრო წესების სიმკაცრისა და მონაზვნური აღთქმისა, - არ ერიდება საერო თემატიკას და სამიჯნურო განწყობილების შემცველ ტექსტს აწერს ეკლესიის კედელზე. ყოველივე ეს მოწმობს „ვეფხისტყაოსნის“ დიდ პოპულარობას, ქალთა საზოგადოებაში გავრცელებასა და ზეპირად ცოდნას და, რაც მთავარია, - რუსთველის პოემის ეკლესიის წიაღში შეჭრას“.

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.63/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2022, 12:36 PM
პოსტი #3575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შვილის გარდაცვალების შემდეგ, მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] დედა მონასტერში დარჩა და მალევე გადაწყდა მისი მონაზვნად აღკვეცა. შესამოსელი მონასტერში გაუმზადეს. იგი მამა საბამ, 1995 წელს, მთავარანგელოზების ეკვდერში, ანას სახელით აღკვეცა. აღკვეცის დროს მანტია მე გადავაფარე. ხანდაზმულობის გამო (დედა ანა იმ დროს 85 წლის იყო), იატაკზე გართხმა ვერ შეძლო. ამბიონამდე მხარზე მიყრდნობილი მივიყვანე, სმენაც არ ჰქონდა კარგი და აღკვეცის დროს აღთქმებზეც მის ნაცვლად მე მიწევდა პასუხის გაცემა. ასე რომ, აღთქმის დადება მეორედ მომიხდა (ასე ამიხდა რამდენიმე დღით ადრე ნანახი სიზმარი, თითქოს ხელმეორედ ვდებდი მონოზვნის აღთქმას). დედა ანა აღკვეციდან მალე გარდაიცვალა და მამა გაბრიელის კუბოთი დაკრძალეს. გაირკვა, რომ მამა გაბრიელს კუბო დედისთვის წინასწარ ჰქონდა თურმე გამზადებული“.

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2022, 10:58 AM
პოსტი #3576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში, და არა - აღმოფხვრილი!“

/წმ. კასიანე რომაელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2022, 01:41 PM
პოსტი #3577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კანონი 46
„დედაკაცი, რომელმაც მოღვაწეობრივი ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაეწესა, იქიდან აღარ გამოვიდეს, თუ რაიმე გარდაუვალი მიზეზი არ გამოჩნდა და, ასეთ შემთხვევაშიც, იღუმენიას კურთხევითა და ნებართვით, და თანაც არა მარტო, არამედ ხანდაზმული ან უპირატესი მონაზონის თანხლებით. ღამის გათევა კი მონასტრის გარეთ საერთოდ აკრძალულია. ასევე, მამაკაცებიც, ვინც სამონაზვნო ცხოვრებას ეწევა, მონასტრიდან გამოვიდნენ, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, მაგრამ წინაძღვრის კურთხევით. ჩვენ მიერ დადგენილი ამ განაწესების დამრღვევნი, მამები იქნებიან თუ დედები, შესაფერისი ეპიტიმიით დაისაჯონ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2022, 12:04 PM
პოსტი #3578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მოწყენილობას წმიდა მამები უწოდებენ „ყოვლისმომცველ სიკვდილს, რამეთუ ურთულესია, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს მისი მკურნალობა და ხშირად იგი უამრავი ბოროტების შედეგად იჩენს თავს“, როგორიცაა, მაგალითად, ერისკაცთათვის თვითგდარჩენაზე უარის თქმა, ხოლო ბერებისთვის - მანტიის გახდითა და ერში დაბრუნებით. მეორე მხრივ, არცერთ ვნებას არ მოაქვს მოღვაწისათვის იმგვარი გვირგვინი, როგორიც მოწყენილობასთან ბრძოლას. სწორედ ამ ვნებასთან ბრძოლით შეიცნობა, ვინ როგორ ემსახურება ღმერთს: ვინ - პირუთვნელად, ვინ - ბოროტად და დაუდევრად. ყოველი მათგანი ჯილდოსაც ამის შესაბამისად იღებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2022, 10:44 AM
პოსტი #3579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



«რებეკა მონაზვნის დაკვეთით გაბრიელ მთავარდიაკონს გადაუწერია „ჟამნი“, რომელმაც შემოგვინახა ხელნაწერის დამკვეთის ანდერძი: „მე ფრიად ცოდვილმან რებეკა მონაზონმან, ვიგულეთ და ვიგულმოდგინეთ და აღვაწერინეთ წმიდა ესე და სულთა განმანათლებელი ჟამნი სრული სულისა ჩუენისა სახსრად და საოხად, ვინცა შენდობით მომიხსენო, თქუენცა მოგიხსენოს ღმერთმან ამინ“.

რებეკას ვინაობის ამსახველ ცნობებს ხელნაწერი არ შეიცავს. რა ერქვა ადრე ამ მანდილოსანს, რა იყო მიზეზი იმისა, რომ თავის თავს ცოდვილს უწოდებდა, არ ვიცით. იგი XVI-XVII საუკუნეების მოღვაწე უნდა იყოს."

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 86/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2022, 11:18 AM
პოსტი #3580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემო შვილო, ყოველდღე გახსოვდეს,რომ შენ მოგიწოდეს, იცხოვრო, როგორც მონაზონმა და არა როგორც ერისკაცმა. სამყაროში ისედაც ბევრი ერისკაცია“

/წმ. იოსებ ისიქასტი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2022, 12:05 PM
პოსტი #3581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ანატოლი ოპტელის სულიერ შვილს სიძვის ეშმაკი დაესხა თავს, როგორც ერთ დროს წმინდა იუსტინას. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. ღვთისმოშიშ გოგონას ერთი კაცი აეკიდა. ის ბევრს ცდილობდა მის შეცდენას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საშველად მკითხავს მიადგა. მკითხავმა გოგონას ჯადოს კეთება დაუწყო. ეს ამბავი მსახურმა შეიტყო და შეატყობინა თავის ქალბატონს. მანაც იგრძნო ვნებების მოძალება, მისი დამხმარე კი იმ მომენტში ღვთის გარდა არავინ იყო, რადგან სულიერი ცხოვრებით მცხოვრებ კაცთაგან არავის იცნობდა. ერთ საღამოს ზემოხსენებული მსახური სიზმარში ხედავს, რომ მისი ქალბატონის ოთახში შედის ვინმე უცნობი ბერი და იქიდან ქალბატონი სამონაზვნედ შემოსილი გამოჰყავს.

ამ სიზმრიდან მალევე ამ გოგონას ახლობელმა მამა ანტონის გაცნობა მოინდომა. იმავე დღეს, საღამოთი ღირსმა მამამ ეს მისთვის უცხო ოჯახი მოინახულა. შესვლისთანავე მას თავს ეშმაკები დაესხნენ და მუქარით სახლში შესვლა აუკრძალეს. წმინდა ანტონმა ღვთის სახელს მოუხმო და ეშმაკებიც გაიფანტნენ. წმინდანი გაფითრებული შევიდა სახლში. მოსამსახურემ მასში სიზმრად ნანახი ბერი შეიცნო, ხოლო გოგონა მთლიანად მიენდო მას და იქვე წერილით შეატყობინა თავისი გასაჭირი. მამა ანტონი მიხვდა, რომ ამ გოგონასთვის ხსნა მხოლოდ მონასტერში იყო. ნათესავებს კი ამის გაგონება არ უნდოდათ.

ერთხელაც მთელი ოჯახი ღირსმა მამამ მონაზვნად აღკვეცაზე მიიწვია. ამ წესმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გოგონას ახლობლებზე, განსაკუთრებით დედაზე და ეკლესიიდან გამოსვლისთანავე სურვილი გამოთქვა, ქალიშვილი მონასტერში დარჩენილიყო. გოგონა მონასტერში დარჩა, ჯადოქარი კი ირწმუნებოდა, მაგას მონასტრიდან გამოვიყვანო. მართლაც, გოგონამ ისეთი ძალით იგრძნო ვნებების შემოტევა, რომ დღედაღამ მოსვენება არ ჰქონდა. ღირსი მამა ლოცვით ცდილობდა გოგონას დახმარებას. ამ საშინელი განსაცდელის ჟამს გოგონას წმინდა ფილარეტ მოსკოველიც მიეშველა. ძილში გამოეცხადა გოგონას და უთხრა, მასთან ერთად გაემეორებინა მე-60 ფსალმუნი. მერე კი მისი დასწავლა უბრძანა. მას ეს ფსალმუნი ყოველდღე უნდა ეთქვა. გამოეღვიძა ქალიშვილს და იგრძნო, რომ ეს საშინელი ვნება განეშორა.“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2022, 12:10 PM
პოსტი #3582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძმამ ჰკითხა ანტონი დიდს: „როგორ მოვიქცე, რომ ღმერთს სათნოვეყო?“ - ბერმა მიუგო: „სადაც უნდა წახვიდე, ღმერთი გყავდეს წინაშე თვალთა შენთა, რასაც უნდა აკეთებდე, წმინდა წერილს ეთანხმებოდეს და სადაც დაეყუდები, მალე ნუ მიატოვებ. ეს სამი რჩევა შეასრულე და ცხონდები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2022, 10:47 AM
პოსტი #3583


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უდაბნოში გასვლა არ არის სულის ცხონების წინაპირობა. მართალია, უდაბნოში გასვლა საუკეთესო საშუალებაა სულის საცხოვნებლად და სიმდაბლის მოსაპოვებლად, მაგრამ უდაბნოში მყოფმა ადამიანმა შესაძლოა ისე წარმართოს ფიქრები, ამპარტავნებაში ჩავარდეს და სამუდამოდაც კი დაიღუპოს სული.

რადგან უდაბნო ყველაზე მეტად აღძრავს ადამიანებში ცრემლსა და გლოვას, ეშმაკიც ყველაზე მეტად დაყუდებით მოღვაწე ბერებს ებრძვის და მათ დასაღუპად უამრავი ხრიკიც აქვს. თუ უდაბნოში მოღვაწე ადამიანში პატივმოყვარეობა და ამპარტავნობა დაიბუდებს, არათუ შეეწევა ეს ღვაწლი, არამედ დაღუპავს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2022, 10:37 AM
პოსტი #3584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ბასილის სკიტის მეუდაბნოე დამასკინოსი გვიყვებოდა: - ერთხელ მძიმედ გავხდი ავად, ლამის სიკვდილის პირას მივედი. ცოტა ხნის მერე, როცა გამოვჯობინდი, შევხვდი მამა სოფრონს, სათნო მონაზონს იანოკოპულოს საძმოდან, რომელიც დიდი ლავრის სიახლოვეს ცხოვრობდა, იგი ერთხანობა ლავრის მევენახე იყო.

- რა დაგემართა ამა და ამ საღამოს? - მკითხა მან, - დახმარებას მთხოვდი და შენთვის ლოცვაზე დადგომა მომიწია. მაშინ გავიფიქრე: ნეტავ, რა შეემთხვა-მეთქი?!

ამან განმაცვიფრა, რადგან სრულიად არ ველოდი, ყოფილი მუშისგან ამგვარ სათნოებას და ამგვარ მადლს (ნიჭს).

ეს გვითხრა ბერდიდმა დამასკინოსმა, რათა ეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ არიან მამები, რომლებიც ფლობენ სულიერ სიფხიზლეს (მღვიძარებას) და აქვთ სხვადასხვაგვარი ნიჭები, მაგრამ არც ისე ადვილია მათი დანახვა (შემჩნევა). ხშირად მათ თვითონვე არ იციან, რომ რაიმე ნიჭს ფლობენ.

ასეთი თავმდაბლობა იცავთ მათ დაცემისა და წარწყმედისაგან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2022, 12:54 PM
პოსტი #3585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„26.ერთხელ გარკვეული საჭიროებისთვის სენაკიდან გამოვედი და გავიგონე, დაყუდებულები მოძალებული გულისწყრომისა და სიბრაზისაგან თავიანთ სენაკებში გალიაში გამომწყვდეული კაკბებივით რომ იკორტნებოდნენ, ბორგავდნენ და გამძვინვარებულნი სახეში ხელს ირტყამდნენ, თითქოს მათ წინაშე მათი განმანაწყენებელი ადამიანი მდგარიყო. მე მათ ღვთის შიშით ვურჩიე, მარტო საერთოდ არ დაყუდებულიყვნენ, რათა ადამიანის სახე არ დაეკარგათ და ეშმაკებად არ ქცეულიყვნენ."

წმინდა მამას [ღირსი იოანე სინელი] მოჰყავს მრისხანებაში მყოფი დაყუდებული ბერების მაგალითი. რატომ ურჩევს მათ განშორებოდნენ დაყუდებულ მოღვაწეობას? მრისხანების დასაძლევად აუცილებელია თავმდაბლობის მოპოვება, რასაც იქ ვერ მოიპოვებდნენ. ამიტომაც აძლევს წმინდა მამა ამ ბერებს ასეთ დარიგებას“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2022, 12:38 PM
პოსტი #3586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გიყვარდეს ამბა ისააკის მიბაძვა, რომელიც საკუთარ თავზე ამბობდა: „არასოდეს შემიტანია სენაკში ჩემი ზრახვა ძმის უსიყვარულობის შესახებ, რაც შეურაცხმყოფდა; სწორედ ასე ვცდილობდი, რომ ძმასაც არ შეეტანა სენაკში უსიამოვნო გრძნობა ჩემს მიმართ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2022, 12:27 PM
პოსტი #3587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მამა პიმენს ეგვიპტეში ერთი ბერის გვერდით მოუხდა ცხოვრება, რომელსაც ცოლი ჰყავდა. მამა პიმენმა იცოდა ეს, მაგრამ არასოდეს განუკითხავს. ერთ ღამეს დედაკაცმა იმშობიარა. ეს მამა პიმენმა შეიტყო. მორჩილს იმ შესცოდე ძმასთან დოქით ღვინო გაატანა - ახლა მას ღვინო სჭირდებაო. ბერებმა ვერ გაიგეს მისი საქციელი. მორჩილმა ბრძანებისამებრ ღვინო მიუტანა ბერს, რომელიც მიხვდა თავის ცოდვას, სინანულში ჩავარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ცოლს უხვად მისცა ქონება და გაუშვა. თვითონ კი მამა პიმენის გვერდით აიშენა კელია და ღირსი მამის დარიგებებს ისმენდა”.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2022, 12:20 PM
პოსტი #3588


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,231
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თითეული მეუდაბნოე - ჩვენი სულიერი რწმენის კვდომის წინაშე აღმართული მდუმარე საწინააღმდეგო ქმედებაა, რის გამოც მთელი მთელი კაცობრიობისთვის უდიდესია მისი მნიშვნელობა. ამიტომ აქ არის როგორც სინანულის, ისე მართლმადიდებლობაში ცხოვრების შესაძლებლობა; ამიტომ მისგან, როგორც ეკლესიას, ისე ერში მყოფ ხალხს ბევრის მიღება შეუძლია. ყოველი მეუდაბნოე იონაა (კარგი თვალსაზრისით), რომელიც თარშიშისკენ (უდაბნოში) მიემართება, მაგრამ „ზღვის მხეცს“ (ღვთის მადლს) ის ნინევეში, დიდ ქალაქში (ამქვეყნიურობაში) მიჰყავს, რათა სინანული და ღვისკენ მოქცევა იქადაგოს“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 178 179 180 181 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th August 2025 - 11:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი