![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3589
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შეიძლება ძილშიც იმეოროს მოღვაწემ ფსალმუნის სიტყვები, მაგრამ ხშირად ეს ეშმაკისგან იყოს, რომელიც ამ გზით ცდილობს, თავი მოაწონოს მას და პატივმოყვარეობის ვნებით შეიპყროს.
შესაძლოა ძილში ფსალმუნება ადამიანის განუწყვეტელი ლოცვის შედეგიც იყოს: ადამიანი იმდენად ხშირად ლოცულობს, გონება ძილშიც განაგრძობს ლოცვას. რა თქმა უნდა, ღვთისთვის ამგვარი მდგომარეობა სათნოა, მაგრამ შესაძლოა ბოროტმა ესეც თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, - შთააგონოს, რომ უმაღლეს სულიერ მდგომარეობას მიაღწია და ამპარტავნობით შეიპყროს. ამიტომ მონაზონი, როგორც კი ამგვარი აზრი გაუჩნდება, მაშინვე უნდა შეებრძოლოს მას, ვიდრე მოძლიერდება და ვნებად იქცევა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3590
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ მაკარი დიდმა ტაბენესელი მოსაგრეების საკვირველი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ შეიტყო. მან ბერული სამოსი განიძარცვა, სოფლელი ერისკაცის ტანსაცმლით შეიმოსა და თებაიდის უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა. ტაბენესის მონასტერში მისულმა არქიმანდრიტი მოიკითხა. იმ დროს ამ მონასტრის წინამძღვარი ღირსი პახომი იყო - სახელოვანი მოღვაწე და წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომლისთვისაც ჯერ არ განეცხადებინა უფალს, რომ მის სავანეში თვით მაკარი ალექსანდრიელი მიბრძანდა. ნეტარი მაკარი წინამძღვარს შეხვდა და შეეხვეწა: „გევედრები, ჩემო ბატონო, მიმიღე შენს სავანეში, რათა მეც გავხდე ბერი და უფალს ვემსახურო“.
პახომი დიდმა მიუგო: „ასეთი მოხუცი როგორ შეძლებ მოსაგრე ცხოვრებას? ამ მონასტერში ძმები ქანცისგამწყვეტ შრომას იმიტომ უძლებენ, რომ სიყრმიდანვე მოღვაწეობენ აქ და ამგვარ ყოფას მიჩვეულნი არიან, შენი ხნის კაცი კი ვეღარ შეძლებს მოსაგრეობის უმძიმეს განსაცდელთა გადატანას; ჯერ წუწუნსა და ბუზღუნს დაიწყებ, ბოლოს კი სავანიდან წახვალ და ჩვენზე ცუდის მეტს არაფერს იტყვი“. მაკარი მონასტერში მეორე დღესაც მივიდა, მაგრამ იგივე პასუხი მოისმინა. შვიდი დღის განმავლობაში შვიდგზის შეხვდა წმინდა მამა წინამძღვარს და შვიდგზისვე უარით გამოისტუმრეს. მაგრამ ღვთივსულიერი მამის განზრახვა მტკიცე იყო; კიდევ ერთხელ ეახლა პახომი დიდს და უთხრა: „ამბა, გთხოვ, მიმიღო. უკეთუ იმგვარ მარხვას, როგორსაც ძმები ინახავენ, ვერ გავუძლებ და არ გავაკეთებ იმას, რასაც ისინი იქმან, უბრძანე, სავანიდან გამაძევონ“. პახომი დიდი აღარ შეეწინააღმდეგა და სავანის ძმობა, რომელიც ათას ოთხას ბერსა და მორჩილს აერთიანებდა, მოხუცის მონასტერში მიღებაზე დაითანხმა. ასე მიიღეს სავანეში მაკარი დიდი. გამოხდა ხანი, დადგა დიდმარხვა. მაკარი ხედავდა, რომ ყველა ბერი მარხვისათვის ემზადებოდა და ქველ საქმეებს აღასრულებდა - ზოგი თუ მწუხრის დადგომამდე საკვებს არ იღებდა, ზოგი ხუთი დღე არაფერს იხმევდა, ზოგიერთი კი მთელი ღამე ლოცვად იდგა, ხოლო დღისით ხელსაქმობდა. არც მაკარის გაუსინჯავს პურის გემო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე, წყალი არ დაულევია, მუხლი არ ჩაუხრია - არც დამჯდარა და არც დაწოლილა - და კომბოსტოს რამდენიმე ფურცლის მეტი არაფერი უხმევია, ისიც - კვირადღეობით და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს დაენახათ, რომ იგი რაღაცას ჭამდა, თვითონ კი თვითკმაყოფილების ცოდვაში არ ჩავარდნილიყო და თავზე დიდი წარმოდგენა არ შექმნოდა. ბაგეს არ ხსნიდა და არავის ესიტყვებოდა, იდგა მდუმარედ და შრომობდა, ხოლო თუ რაიმე საჭიროებისთვის სენაკიდან გამოვიდოდა, ცდილობდა, სასწრაფოდ ხელსაქმეს დაბრუნებოდა - პალმის ტოტები მოემაგრებინა და გამუდმებით მათ წნავდა, თან გულისმიერად ლოცულობდა. სულ ეს იყო მთელი მისი საქმიანობა. ამის შემხედვარე ძმებმა წინამძღვარზე დრტვინვა იწყეს: ეს უხორცო ადამიანი უთუოდ ჩვენს დასასჯელად მოიყვანე; ან მაგან დატოვოს სავანე, ან არადა ჩვენ წავალთ მონასტრიდანო. მაგვარი საყვედური რომ მოისმინა, წინამძღვარმა მაკარის შესახებ ძმებს შორის გამოკითხვა დაიწყო და როდესაც შეიტყო, როგორი ღვაწლი ეტვირთა ახალმისულ ძმას, უფალს შეევედრა, უცნობი მოხუცის ვინაობა გაემხილა მისთვის. შეუსრულა ღმერთმა თხოვნა და ღირს მამას განუცხადა, რომ უცნობი მოსაგრე მაკარი მონაზონი იყო. მაშინ პახომი დიდმა ნეტარს ხელი ჩაჰკიდა, სენაკიდან გამოიყვანა, საკურთხეველთან მიიყვანა, ამბორუყო და სთხოვა: „დაგვლოცე, ღირსო მოღვაწევ, წმინდაო მაკარ! რატომ მალავდი შენს ვინაობას, რადგან შენს საქმეთა შესახებ ბევრი მსმენოდა. მადლობელი ვარ, ამბა, რომ მორჩილება შთაუნერგე ჩემს შვილებს, ამიერიდან აღარასოდეს აღიმაღლებენ თავს თავიანთი სიქველეებით. ახლა კი გევედრები, დაბრუნდი უკან, იქ, საიდანაც მობრძანდი და ილოცე ჩვენთვის. შენ უკვე ძალიან ბევრი რამ გვასწავლე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3591
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში მყოფი ადამიანისათვის მდუმარება სულიერი წინსვლის პირველ საფეხურად უნდა იქცეს. მდუმარების ღვაწლს ყველაზე ადვილად მონასტერში შეიძლება შეუდგეს ადამიანი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3592
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოთოკე მუცელი, ენა, თვალები, ხელები, ყველაზე მეტად კი აღიჭურვე ურყევი რწმენითა და თავის უარყოფით, ბრმა და განუსჯელი მორჩილებით არა მარტო ბერის, არამედ ყველა ძმისა და მამის მიმართ.
ჰოი, მორჩილებავ, მორჩილებავ! შენ ღმერთი კაცი გახადე და კაცს განაღმრთობ. ვიხილე მრავალი ადამიანი, ბოროტმოქმედები, რომლებიც, როცა მონაზვნურ სარბიელს შეუდგნენ, საკუთარი ნების მოკვეთით და მორჩილების მეშვეობით, ანგელოზები გახდნენ. ვიხილე ასევე სხვებიც, ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ როცა მონაზვნურ ასპარეზზე შემოვიდნენ, რადგანაც საკუთარ განსჯას, საკუთარ ნებას მიენდნენ, რჩევისთვის არავის მიმართეს და არავის დაუგდეს ყური, სამარცხვინოდ დაასრულეს“. /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3593
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“როდესაც განვითარებული შუა საუკუნეების ქალის მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ვაჰანის ქვაბთა წარწერებს. მათი წაკითხვისად ირკვევა, რომ ახალგაზრდა მანდილოსნები ნაადრევად მოუწყვეტიათ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის და ძალით აღუკვეციათ მონაზვნად. ისინი ჩივიან, რომ ვერ გაიხარეს ვერც ჩაცმით, ვერც ჭამა-სმითა და ნათესავ-მეგობრებით. ზოგიერთი მათგანი თავის ინტიმურ განცდებსაც აღწერს, ზოგი კი სიკვდილსაც ნატრობს. მართალია, წარწერებში პირდაპირ არ არის მითითებული ეს ქალები გათხოვილი იყვნენ თუ არა, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ქმრები არასასურველ ცოლთან განშორების მიზნით ხანდახან მათ მონასტერში წასვლასაც აიძულებდნენ”.
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.334/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3594
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თქვა ბერმა: თუ აბანოს კარი ხშირად გაიღება, გამოვა სიცხე მისგან და გაგრილდება. ასევეა მონაზონი, რომელიც არ დუმს. ლაპარაკით განგრილდება მისი სული სულიერი სიმურვალისაგან, არამედ კარგია დუმილი, რადგან იგი დედაა სულიერი სიბრძნისა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3595
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ დღეს თოვლი წამოვიდა და ჩრდილოეთის ცივმა ქარმა დაუბერა. მამა ეფრემი [კატუნაკელი] მცირე წმ. ანას სკიტში უნდა წასულიყო წირვის აღსასრულებლად. კატუნაკების ხევში გამჭოლი ქარი უბერავდა. მამა ეფრემი თავის უბრალო ანაფორაში გაეხვია და შეუპოვრად გასწია წინ. ჯერ კატუნაკების ციცაბო აღმართზე სუსხიანმა ქარმა ლამის ფილტვები გაუხვრიტა, მერე მაღლობზე ხშირმა თოვლმა და ჩრდილოეთის ქარმა გათოშა. მამა ეფრემი გაიყინა, ვეღარ გაუძლო - მოტრიალდა და სუნთქვაშეკრულმა ჩაიარა სახლისკენ მიმავალი დაღმართი, სამზარეულოში შევიდა და ნახევრად გულწასული ძირს დაეცა. აღელვებულმა მამა პროკოფიმ მიატოვა ხელსაქმე და მის გონზე მოყვანას ცდილობდა. რამდენიმე დღის შემდეგ მამა ეფრემმა ბერ იოსებს უამბო მომხდარის შესახებ, მან კი ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე უთხრა: „მამაო, უფრო მეტი მონდომება რომ გქონოდა, ღმერთი შეგეწეოდა და მოხვიდოდი“, რათა მასში მხნეობა აღეძრა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3596
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერძენი მამა იოსები ათონზე 1820 წელს მოვიდა და ლავრაში 3 წელი იცხოვრა. მალე თურქებით გაივსო მთაწმინდა. სხვებთან ერთად მამა იოსებიც ემსახურებოდა თურქებს და ყველას გასაკვირად, ერთხელაც არ უცემიათ. 1823 წელს გადავიდა ბერდიდ მამა კორინილოსთან, რომელმაც ის მონაზვნად აღკვეცა. ათონზე 52 წელი იცხოვრა და მთელი ამ ხნის მანძილზე არასოდეს გამხდარა ავად. მისი უფროსი მოწაფე პავლე მასთან ერთად 13 წელი ცხოვრობდა და მხოლოდ ერთი წელი იყო ჯანმრთელად“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3597
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ბერი ღვთისმსახურებაზე წავიდა. გზად მეძავს გადაეყარა. მან უთხრა: "გადამარჩინე, მამაო, ისე, როგორც ქრისტემ გადაარჩინა მეძავი". მონაზონმა, მიუხედავდ იმისა, რომ შეიძლებოდა განეკითხათ, ქალს ხელი ჩასჭიდა და მთელი ქალაქი გაიარა. ხალხი უყურებდა და გაიძახოდა: - ბერმა ცოლად მეძავი შეირთოო. მონასტრის გზაზე ქალმა ეკლესიასთან მიტოვებული ბავშვი დაინახა და თან წაიყვანა, რათა გაეზარდა. გავიდა ერთი წელი და ქალი ბავშვთან ერთად დაინახეს, ახლა ეს თქვეს: "კარგი მონაზონია, მონაზონი გაუჩინა ბერს. ბავშვიც ძალზე ჰგავს მამასო". როცა ბერს ღვთისგან გარდაცვალება ეუწყა და ყოფილ მეძავს, ახლა უკვე მონაზონ პორფირიას, უთხრა, - წავიდეთ ქალაქშიო. გაიყოლეს ბავშვი, უკვე შვიდი წლის ყრმა. ქალაქში ბერი ძლიერ ავად გახდა. ამ დროს მასთან ასამდე კაცი შეიკრიბა. ცეცხლი მომიტანეთო, - თქვა ბერმა. მოუტანეს გავარვარებული ნაკვერჩხლები. ბერმა ისინი კაბის კალთაში ჩაიყარა, ნაკვერჩხლები ისე ჩაინავლა, კაბას მცირედითაც ვერაფერი ავნო. ბერმა აჩვენა კაბა და უთხრა: "იცოდეთ, ძმებო, როგორც მოსეს მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვებოდა, ისევე, როგორც არ დაიწვა ჩემი კაბა, მეც შობითგან ამ დღემდე დედაკაცი არ შემიცვნია და დავიმარხე ჩემი ქალწულებაო". ყველა გაოცებული იყო ნანახით და მოსმენილით და ადიდებდნენ ღმერთს, რომელსაც მრავალი ასეთი დაფარული მონა ჰყავს.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3598
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სულიწმინდა უხილავია, მაგრამ მის მადლს კი განვიცდით“, - გვასწავლიდა მამა ეფრემი [კატუნაკელი]. ღვთის მადლის თანამყოფობა მათ სენაკებსა და ეკლესიაში იმდენად დიდი იყო, რომ ისინი აშკარად განიცდიდნენ, ლამის ხელით ეხებოდნენ მას. ცრემლები ნაკადულივით სდიოდათ, მათი გული მადლს ვერ იტევდა; მამა ეფრემი ხშირად ფეშხუმზე ღვთაებრივ ყრმასაც ხედავდა. ერთხელ, წირვის დროს, როცა პატიოსანი ძღვენი იწირებოდა, მას გულსავსება ჰქონდა: „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა“, და მკვეთრი სულიერი აღტაცება იგრძნო. მოძღვარი მას ტკბილი უნდობლობით ამდაბლდებდა: „მამაო, ძალიან სწრაფად მიდიხარ“, თუმცა, იქადდა კიდეც: „ვერ დავიჯერებ, რომ სადმე, მთელ წმინდა მთაზე, უკეთესი წირვა აღესრულებოდეს“. ეს მიტოვებული ეკვდერი მცირე წმ. ანას სკიტში დღესაც კი კეთილსურნელებას გამოსცემს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3599
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბებია ლუკია, მცირე აზიის ბუდრუმელი მონაზონი, ღრმა სიბერემდე ბაღს ბარავდა. ყოველწლიურად, სანამ ასი წლის არ გახდა, მეუბნებოდა ხოლმე, - ეს ბოლო ბარვააო“.
/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3600
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როგორც ვაჭარი ვერ დათვლის მონაგებს ვაჭრობის დამთარებამდე, ისე ვერც მონაზონი დაითვლის სულიერ სარგებელს კანონების შესრულებამდე. რას ნიშნავს ეს? - მან ისე შეასრულა ლოცვითი კანონები, რომ არ ჰქონია ძილის შემოტევა? თუ ეს ყველაფერი პირნათლად შეასრულა ღვთის წინაშე, ძილის ვნება დაუმარცხებია“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3601
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ ერთხელ, როცა ერში ვიყავი წასული, ერთი იღუმენია მოვიდა და მითხრა:
-მამაო, მინდა, რომ აღსარება გითხრა. -მე მამებისგან არ ვიღებ აღსარებას და დედებისგან მივიღო? -არა, მხოლოდ ერთი გულისსიტყვა მინდა გითხრა. -ეჰ, კარგი, მითხარი შენი გულისსიტყვა. მოყვა თავის განსაცდელებს, - ადამიანები ყოველთვის ხომ განსაცდელების შესახებ გვიყვებიან და არა სიხარულის, - და შემდეგ თქვა: „ერთხელ ჩვენება ვიხილე, რომ ერთ ბორცვზე მამათავრები - აბრაამი, ისააკი და იაკობი იყვნენ. მე მათ ვკითხე: -თქვენ მამათავრები ხართ? -დიახ, აბრაამი, ისააკი და იაკობი. -მეც მოვიდე თქვენთან? -მოდი. -როგორ მოვიდე? -აი, აქედან, ამ გზიდან. -ვერსად ვხედავ გზას. -მანდ არის, ეძებე და იპოვი. -კი მაგრამ, ვერსად ვხედავ გზას. -ეძებე, დალოცვილო, ეძებე და იპოვი. -ეს გზა ხომ ძალიან ვიწროა, როგორ გავიარო? სულ ეკალ-ბარდებითაა სავსე; სამოსელიც დამეხევა და ფეხებიც დამისისხლიანდება. -აი, ჩვენც ამ გზით ვიარეთ და ასე მოვედით აქამდე. ეს მაგალითი იმას მოწმობს, რომ მწუხარებების, შეჭირვებების, სისხლის გაღების გზით ადის ადამიანი ზეცაში. არხეინად, დალხენით, მანქანით ვერ ავალთ ზეცაში. „გაიღე სისხლი, მოიღე სული“, - თქვეს წმინდა მამებმა“. /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3602
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამბა პამბოს შესახებ ჰყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის მოახლოებისას, ზუსტად გარდაცვალების წუთებში, მასთან მყოფ მამებს ეუბნებოდა: „იმ დროიდან, რაც ამ უდაბნოში მოვედი, სენაკი ავაშენე და იქ დავსახლდი, არ მახსოვს, რომ ოდესმე საკუთარი ხელით ნაშრომის გარდა სხვა პური შეჭამოს, და არასოდეს მინანია სიტყვები, რომელიც ოდესმე, თუნდაც ამ წუთამდე მითქვამს, ახლა კი ღმერთთან მივდივარ ისე, თითქოს არც კი დამეწყოს მისთვის მსახურება!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3603
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
7.მინახავს, ნივთის სიყვარულს მონაზვნისთვის მოთმინება რომ უსწავლებია. მაგრამ მე იმათ ვამჯობინებდი, უფლისთვის რომ მიმოდიან, ვიდრე იმათ, ნივთების გამო ერთ ადგილას რომ არიან. და თუ უფლის სიყვარულისთვის მოთმინებასაც გამოიჩენენ, მაშინ, მართლაც, სანატრელნი იქნებიან. (ღირსი იოანე სინელი)
ზოგიერთი მოღვაწე ნივთებს არის მიჯაჭვული, სადაც მათ მცირედი ქონება მაინც აქვთ, არ სურთ განეშორონ იმ ადგილს და სწორედ ამ ქონების გამო არიან ერთ ადგილზე დამკვიდრებულნი. მაგრამ, როგორც წმინდა მამა გვეუბნება, მათზე გაცილებით უკეთეს სულიერ მდგომარეობაში არიან უპოვარი მონაზვნები, როლებსაც ერთ ადგილზე მოღვაწეობას სხვადასხვა მონასტერში მოძრაობა ურჩევნიათ. მიუხედავად მოუთმენლობისა, ისინი სულიერად მაინც უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3604
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერისა და მოწაფის სულიერი კავშირი იმდენად ღრმა, მტკიცე და ჭეშმარიტი იყო, ხოლო ბერი იოსების სულიერი მდგომარეობა იმდენად მაღალი, რომ მის სიტყვას თავად ღმერთი ადასტურებდა. როცა მამა ეფრემი [კატუნაკელი] კატუნაკებში ბრუნდებოდა, მამა იოსებს ხელზე ემთხვეოდა ხოლმე და მისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა. „აბა ჰე, წადი და ნახე“, - ეუბნებოდა ბერი გულიანად. „ასეთ დროს ლოცვითა და მადლით ვივსებოდი“, - იგონებდა მამა ეფრემი სულიერი აღმაფრენით. „წადი, წადი ახლა“, - ეტყოდა ხოლმე მამა იოსები უკმეხად, როცა ის რაიმე მიზეზით დაამწუხრებდა ბერს. „სიცარიელე, ღვთისგან მიტოვებულობა“, - იხსენებდა მამა ეფრემი გულისტკივილით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3605
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერთი წმინდა მამა ჰყვებოდა: ერთხელ პაისიოს განდეგილთან წავედი. მისი მღვიმიდან ხმა მომესმა. ერთი ჟამი ვუცადე, არავინ გამოსულა. მაშინ ვილოცე და შიგ შევედი. მხოლოდ ბერი პაისიოსი დამხვდა. მისი დარიგებები მოვისმინე და მერე ვკითხე: - სანამ შემოვიდოდი, საუბარი მომესმა. ვის ელაპარაკებოდი-მეთქი. "რადგან ღმერთმა გამოგიცხადა, აღარც მე დაგიფარავ. ზეციდან დიდი და კეთილმორწმუნე მეფე კონსტანტინე ჩამოვიდა ჩემს სანუგეშებლად და მითხრა, - არ ვიცოდი, თუ მონაზვნებს, რომელთაც ქრისტეს სიყვარულისთვის თავი თვისი ნებით დაიგლახაკეს, ზეცაში ასეთი პატივი მიეცემოდათ. ეს რომ მცოდნოდა, დავუტევებდი ჩემს მცირე ჟამის მეფობას, გვირგვინს, პორფირსა და სკიპტრას და მონაზვნად აღვიკვეცებოდიო! განა ღვთისგან დიდება და პატივი არ მოგენიჭა კეთილმსახურებით მეფობისთვის-მეთქი?! მოცემულ არს ჩემდა დიდება და პატივი, მაგრამ მონაზონთ უმეტესი აქვთ. ოქროსფერი ფრთები ასხიათ, რომელ სავანეშიც უნდათ, იქ მივლენ და თვით ქრისტემდეც კი აღწევენო. მეც დავუდასტურე: "სამართლიანია ეს დიდება მონაზონთათვის, შენ ამ სოფელში მეფობდი, კეთილი საქმეებისთვის უოხჭნო გვირგვინიც მიგიღია კაცთა შინა. მათ კი ყოველივე დაუტევეს და აქ, კლდის ნაპრალებში შემწყვდეულებმა, ნებსით დაითმინეს ყოველი შეჭირვება". ამ დროს შენც თქვი ლოცვა და წმინდა კონსტანტინეც ზეცად აღვიდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3606
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტ მორჩილს ბოროტი ვეღარ ებრძვის, რადგან მოძღვრის მორჩილია და ამის გამო უფალი იცავს, მასში უკვე სიხარული და ნუგეშია. დაყუდებულად მოღვაწე გლოვაში უნდა მყოფობდეს, რადგან უამრავი სულიერი ბრძოლა აქვს. დაყუდებულს რომ სიხარული და ნუგეში მიეცეს ღვთისაგან, შესაძლოა მცონარებაში ჩავარდეს და სული დაიღუპოს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3607
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სახლის ირგვლივ პატარა ტერასებია განლაგებული, ზედ კი ნაზიდი მიწა ყრია. ერთ-ერთი ტერასის შუაში დიდი ლეღვის ხე დგას - „გერმანია“. იგი ლეღვის ჩირის წყაროა მომლოცველების გასამარსპინძლებლად, ან კიდევ მმარხველი მონაზვნების სანუგეშოდ. მოგვიანებით ძველები ამბობდნენ, რაც კატუნაკებში რაჰათლუქუმი შემოვიდა, ლეღვის ხე გახმაო, და უკმაყოფილოდ აქნევდნენ თავს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3608
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,245 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი დიონისე და მიტროფანე (XVI ს.) წმინდა ანას მცირე სკიტში მოსაგრეობდნენ, სადაც არის მღვიმე, რომელიც მონაზონ გერასიმე ჰიმნოგრაფისა და მღვდელმონაზონ დიონისეს საძმოს შრომით, მომცრო ტაძრად გადაიქცა. წმინდანები თავიანთი წმინდა ნაწილების მოპოვების (საფლავების გახსნის) ნებას არ იძლეოდნენ, მაგრამ ბევრი გრძნობდა კეთილსურნელებას, რომელიც მათი ნეტარი მოსაგრეობის ადგილიდან მოედინებოდა. ღვთაებრივი დიონისე წმინდა წერილისა და გარეგნული სიბრძნის შესწავლას მიეცა, და „რიტორის“ მეტსახელიც კი დაიმსახურა. ათონურ ბიბლიოთეკებში შემონახული წმინდა მამების ნამუშევრები (სიტყვები), რომელთაგანაც საკუთარი წიგნი შეადგინა „კუვარისის“ სახელწოდებით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th August 2025 - 01:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი