![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3601
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ ერთხელ, როცა ერში ვიყავი წასული, ერთი იღუმენია მოვიდა და მითხრა:
-მამაო, მინდა, რომ აღსარება გითხრა. -მე მამებისგან არ ვიღებ აღსარებას და დედებისგან მივიღო? -არა, მხოლოდ ერთი გულისსიტყვა მინდა გითხრა. -ეჰ, კარგი, მითხარი შენი გულისსიტყვა. მოყვა თავის განსაცდელებს, - ადამიანები ყოველთვის ხომ განსაცდელების შესახებ გვიყვებიან და არა სიხარულის, - და შემდეგ თქვა: „ერთხელ ჩვენება ვიხილე, რომ ერთ ბორცვზე მამათავრები - აბრაამი, ისააკი და იაკობი იყვნენ. მე მათ ვკითხე: -თქვენ მამათავრები ხართ? -დიახ, აბრაამი, ისააკი და იაკობი. -მეც მოვიდე თქვენთან? -მოდი. -როგორ მოვიდე? -აი, აქედან, ამ გზიდან. -ვერსად ვხედავ გზას. -მანდ არის, ეძებე და იპოვი. -კი მაგრამ, ვერსად ვხედავ გზას. -ეძებე, დალოცვილო, ეძებე და იპოვი. -ეს გზა ხომ ძალიან ვიწროა, როგორ გავიარო? სულ ეკალ-ბარდებითაა სავსე; სამოსელიც დამეხევა და ფეხებიც დამისისხლიანდება. -აი, ჩვენც ამ გზით ვიარეთ და ასე მოვედით აქამდე. ეს მაგალითი იმას მოწმობს, რომ მწუხარებების, შეჭირვებების, სისხლის გაღების გზით ადის ადამიანი ზეცაში. არხეინად, დალხენით, მანქანით ვერ ავალთ ზეცაში. „გაიღე სისხლი, მოიღე სული“, - თქვეს წმინდა მამებმა“. /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3602
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამბა პამბოს შესახებ ჰყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის მოახლოებისას, ზუსტად გარდაცვალების წუთებში, მასთან მყოფ მამებს ეუბნებოდა: „იმ დროიდან, რაც ამ უდაბნოში მოვედი, სენაკი ავაშენე და იქ დავსახლდი, არ მახსოვს, რომ ოდესმე საკუთარი ხელით ნაშრომის გარდა სხვა პური შეჭამოს, და არასოდეს მინანია სიტყვები, რომელიც ოდესმე, თუნდაც ამ წუთამდე მითქვამს, ახლა კი ღმერთთან მივდივარ ისე, თითქოს არც კი დამეწყოს მისთვის მსახურება!“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3603
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
7.მინახავს, ნივთის სიყვარულს მონაზვნისთვის მოთმინება რომ უსწავლებია. მაგრამ მე იმათ ვამჯობინებდი, უფლისთვის რომ მიმოდიან, ვიდრე იმათ, ნივთების გამო ერთ ადგილას რომ არიან. და თუ უფლის სიყვარულისთვის მოთმინებასაც გამოიჩენენ, მაშინ, მართლაც, სანატრელნი იქნებიან. (ღირსი იოანე სინელი)
ზოგიერთი მოღვაწე ნივთებს არის მიჯაჭვული, სადაც მათ მცირედი ქონება მაინც აქვთ, არ სურთ განეშორონ იმ ადგილს და სწორედ ამ ქონების გამო არიან ერთ ადგილზე დამკვიდრებულნი. მაგრამ, როგორც წმინდა მამა გვეუბნება, მათზე გაცილებით უკეთეს სულიერ მდგომარეობაში არიან უპოვარი მონაზვნები, როლებსაც ერთ ადგილზე მოღვაწეობას სხვადასხვა მონასტერში მოძრაობა ურჩევნიათ. მიუხედავად მოუთმენლობისა, ისინი სულიერად მაინც უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3604
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერისა და მოწაფის სულიერი კავშირი იმდენად ღრმა, მტკიცე და ჭეშმარიტი იყო, ხოლო ბერი იოსების სულიერი მდგომარეობა იმდენად მაღალი, რომ მის სიტყვას თავად ღმერთი ადასტურებდა. როცა მამა ეფრემი [კატუნაკელი] კატუნაკებში ბრუნდებოდა, მამა იოსებს ხელზე ემთხვეოდა ხოლმე და მისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა. „აბა ჰე, წადი და ნახე“, - ეუბნებოდა ბერი გულიანად. „ასეთ დროს ლოცვითა და მადლით ვივსებოდი“, - იგონებდა მამა ეფრემი სულიერი აღმაფრენით. „წადი, წადი ახლა“, - ეტყოდა ხოლმე მამა იოსები უკმეხად, როცა ის რაიმე მიზეზით დაამწუხრებდა ბერს. „სიცარიელე, ღვთისგან მიტოვებულობა“, - იხსენებდა მამა ეფრემი გულისტკივილით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3605
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერთი წმინდა მამა ჰყვებოდა: ერთხელ პაისიოს განდეგილთან წავედი. მისი მღვიმიდან ხმა მომესმა. ერთი ჟამი ვუცადე, არავინ გამოსულა. მაშინ ვილოცე და შიგ შევედი. მხოლოდ ბერი პაისიოსი დამხვდა. მისი დარიგებები მოვისმინე და მერე ვკითხე: - სანამ შემოვიდოდი, საუბარი მომესმა. ვის ელაპარაკებოდი-მეთქი. "რადგან ღმერთმა გამოგიცხადა, აღარც მე დაგიფარავ. ზეციდან დიდი და კეთილმორწმუნე მეფე კონსტანტინე ჩამოვიდა ჩემს სანუგეშებლად და მითხრა, - არ ვიცოდი, თუ მონაზვნებს, რომელთაც ქრისტეს სიყვარულისთვის თავი თვისი ნებით დაიგლახაკეს, ზეცაში ასეთი პატივი მიეცემოდათ. ეს რომ მცოდნოდა, დავუტევებდი ჩემს მცირე ჟამის მეფობას, გვირგვინს, პორფირსა და სკიპტრას და მონაზვნად აღვიკვეცებოდიო! განა ღვთისგან დიდება და პატივი არ მოგენიჭა კეთილმსახურებით მეფობისთვის-მეთქი?! მოცემულ არს ჩემდა დიდება და პატივი, მაგრამ მონაზონთ უმეტესი აქვთ. ოქროსფერი ფრთები ასხიათ, რომელ სავანეშიც უნდათ, იქ მივლენ და თვით ქრისტემდეც კი აღწევენო. მეც დავუდასტურე: "სამართლიანია ეს დიდება მონაზონთათვის, შენ ამ სოფელში მეფობდი, კეთილი საქმეებისთვის უოხჭნო გვირგვინიც მიგიღია კაცთა შინა. მათ კი ყოველივე დაუტევეს და აქ, კლდის ნაპრალებში შემწყვდეულებმა, ნებსით დაითმინეს ყოველი შეჭირვება". ამ დროს შენც თქვი ლოცვა და წმინდა კონსტანტინეც ზეცად აღვიდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3606
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტ მორჩილს ბოროტი ვეღარ ებრძვის, რადგან მოძღვრის მორჩილია და ამის გამო უფალი იცავს, მასში უკვე სიხარული და ნუგეშია. დაყუდებულად მოღვაწე გლოვაში უნდა მყოფობდეს, რადგან უამრავი სულიერი ბრძოლა აქვს. დაყუდებულს რომ სიხარული და ნუგეში მიეცეს ღვთისაგან, შესაძლოა მცონარებაში ჩავარდეს და სული დაიღუპოს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3607
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სახლის ირგვლივ პატარა ტერასებია განლაგებული, ზედ კი ნაზიდი მიწა ყრია. ერთ-ერთი ტერასის შუაში დიდი ლეღვის ხე დგას - „გერმანია“. იგი ლეღვის ჩირის წყაროა მომლოცველების გასამარსპინძლებლად, ან კიდევ მმარხველი მონაზვნების სანუგეშოდ. მოგვიანებით ძველები ამბობდნენ, რაც კატუნაკებში რაჰათლუქუმი შემოვიდა, ლეღვის ხე გახმაო, და უკმაყოფილოდ აქნევდნენ თავს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3608
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი დიონისე და მიტროფანე (XVI ს.) წმინდა ანას მცირე სკიტში მოსაგრეობდნენ, სადაც არის მღვიმე, რომელიც მონაზონ გერასიმე ჰიმნოგრაფისა და მღვდელმონაზონ დიონისეს საძმოს შრომით, მომცრო ტაძრად გადაიქცა. წმინდანები თავიანთი წმინდა ნაწილების მოპოვების (საფლავების გახსნის) ნებას არ იძლეოდნენ, მაგრამ ბევრი გრძნობდა კეთილსურნელებას, რომელიც მათი ნეტარი მოსაგრეობის ადგილიდან მოედინებოდა. ღვთაებრივი დიონისე წმინდა წერილისა და გარეგნული სიბრძნის შესწავლას მიეცა, და „რიტორის“ მეტსახელიც კი დაიმსახურა. ათონურ ბიბლიოთეკებში შემონახული წმინდა მამების ნამუშევრები (სიტყვები), რომელთაგანაც საკუთარი წიგნი შეადგინა „კუვარისის“ სახელწოდებით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3609
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სულით და ხორცით ქალწული იყო მამა იოსებ ათონელი, სანამ მონასტერში მივიდოდა, ვნებები არ აწუხებდა, მაგრამ ბერობის გზაზე შემდგარს მთელი ძალით დაეტაკა სიძვის ეშმაკი. რვა წელი ებრძოდა ხორციელ ვნებას, ძვალი და ტყავი გახდა მარხვისაგან. ლამის სასო წარეკვეთა, რადგან თითქმის დაკარგა იმედი ამ ვნების ძლევისა. ერთხელ, ღამით, ჩამომჯდარი თავდახრილი ლოცულობდა. ამ დროს კელიის კარი გაიღო. იფიქრა, მამა არსენი (თანამოსენაკე) შემოვიდაო. შეხედა და რას ხედავს - მის წინ სიძვის ეშმაკი დგას. "განრისხებული ვეცი მას, როგორც ძაღლს, და შევიპყარი. ღორის ჯაგარივით თმა ჰქონდა. ეშმაკი გაქრა და გარშემო საშინელი სიმყრალე გავრცელდა. ამ წუთიდან განმეშორა მე სიძვის ბრძოლა", - ჰყვებოდა მამა იოსები. იმ ღამეს კი მას უფალმა, როგორც ერთ დროს ანტონი დიდს, სოფელი და მასში ეშმაკის დაგებული მახეები აჩვენა.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3610
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ პანტელეიმონთან, წმინდა კინოტის მთავარ მდივანთან ერთად მოვდიოდი. მან მიამბო, რომ ღირსი გრიგოლის სავანის კონაკში იყო წასული, - არ მახსოვს, ვინ იყო მაშინ მონასტრის წარმომადგენელი. როცა საუბარი დაასრულეს, წარმომადგენელმა უთხრა:
-ახლა წმინდა კინოტში უნდა წავიდე. -ერთად წავიდეთ, მამაო, - უთხრა მამა პანტელეიმონმა. -არა, მამაო, არა. -რატომ? -იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა კონაკიდან წმინდა კინოტის შენობამდე მივდივარ, ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვამბობ [წმინდა მთაზე არსებობს ჩვეულება, მგზავრობის დროს, ისევე როგორც ზოგიერთი მორჩილების აღსრულებისას, მონაზვნები ზეპირად ამბობენ ღვთისმშობლის დაუჯდომელს]. სხვა მაგალითს გეტყვით. მგონი, ჩემი მოძღვრის, მამა ნიკიფორეს დაკრძალვა იყო. კერასიადან ერთი მონაზონი მოვიდა. მან მითხრა: „სანამ სახლიდან აქამდე მოვიდოდი, გზაში სამჯერ ვთქვი ღვთისმშობლის დაუჯდომელი“. ხედავთ, როგორ აიძულებენ თავს მამები?!“ /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3611
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ - დედა ლუკია, მთელი დღე ბაღში მუშაობ. ოდესმე თუ დაუტევე თქვენი სამონასტრო წესი?
- ხუმრობ, მანოლის? მაშინ როგორღა შევძლებდი ზიარებას?“ /არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3612
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დილეგს“ უწოდებდნენ მონასტრის დაქვემდებარებაში არსებულ მცირე მონასტერს, სადაც ძირითადად მძიმე ცოდვით დაცემული ბერები მოღვაწეობდნენ. ეს არ ყოფილა პირდაპირი მნიშვნელობით „დილეგი“ და არც იძულებით უშვებდნენ ვინმეს. დილეგში მოღვაწეობას მხოლოდ საკუთარი ნებით ირჩევდნენ სინანულში მყოფი ბერები. მოღვაწეს ნებისმიერ დროს შეუძლია საერთოდ დატოვოს მონასტერი და ერის ცხოვრებას დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღვთის წინაშე დიდი ცოდვაა, ამის გამო საერო კანონებით ვერავინ დაისჯება. ხაზგასმულია, რომ „დილეგში“, ანუ მონანულთა მონასტერში მყოფი ბერები საკუთარი ნებით ირჩევდნენ ამ გზით ცოდვათაგან განწმენდას“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3613
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
კატუნაკები, წმინდა მთა. 17.04.1985
„ქრისტეს მიერ ღვთისმოშიშო დაო თ. ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ თავისი წმინდა საფარველით. მივიღე შენი წერილი, მაგრამ პასუხის გაცემა დამაგვიანდა, რადგან ავად ვარ. სიმდაბლემ, სისუფთავემ და უბრალოებამ, შენი წერილიდან რომ იგრძნობა, გული ამიჩუყა და ამიტომაც გწერ. ის,რომ მონაზვნობა, ანუ უტკბილესი და უმშვნიერესი იესოს სძლობა გსურს, პატარა რამ როდია. ეს ღვთის მოწოდებაა. შენი სიძე - იესო მოგიწოდებს, როგორც მოციქულებს მოუწოდა, რომ მასთან ერთად იცხოვრო. დატოვე ყველაფერი ამსოფლიური, უარყავი, მოიძულე, გულიდან მოიშორე ეს ყველაფერი და შეიყვარე მხოლოდ ქრისტე. დღე და ღამე მასზე იფიქრე, ანუ განუწყვეტლივ ილოცე: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე; იესო ჩემო, ქრისტე, შემიწყალე მე; ჩემო ქრისტე, ჩემო იესო, შემიწყალე მე; ჩემო უნათლესო, უბრწყინვალესო, უსპეტაკესო სიძეო, შემიწყალე მე“. ეს არის მიწიერი სიგლახაკე, მაგრამ ზეციური სიმდიდრე. თუ სადმე მიდიხარ, ან ზიხარ, სადაც უნდა იმყოფებოდე, გამუდმებით წარმოთქვი და ნუ მიატოვებ ლოცვას. და ცოტა ხანში, შენი სიწმინდის, მოშურნეობის, გულმოდგინების შესაბამისად, მოვა და უკეთესად შეიცნობ, რაოდენ ტკბილი, რაოდენ მშვენიერი, რაოდენ სანუკვარია ქრისტე. როცა გამუდმებით წარმოთქვამ იესოს ლოცვას, შენში ქრისტეს სიყვარული, სიხარული აინთება და შესძახებ: „ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ“. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია, მხოლოდ ზღვაში წვეთია. არსებობს სხვა, გაცილებით დიდი რამეები. ამის შემდეგ იხილავ სხვა სულიერ ჰორიზონტს, სხვა სულიერ საზრდოს, სხვა სულიერ საფეხურს, სხვა სულიერ ჭვრეტაში შეხვალ. არ არის საჭირო ამაზე დაწვრილებით გესაუბრო, რადგან შენ თვითონ გაივლი ამას, როცა იესოს ლოცვას დაეშურები. ამ მცირე, მაგრამ ყოვლისშემძლე ლოცვით დაიწყეს წმინდა მამებმა და შემდეგ ეკლესიის მნათობები, მსოფლიო მოძღვრები გახდნენ; და მათი წმინდა ნაწილები კეთილსურნელებით აღივსო. ტკბილი და მშვიდი იესოს უბიწო მტრედო, უსპეტაკესო სძალო, თქვი იესოს ლოცვა და მოიპოვებ სულიერ ზეაღსვლას. წარმატებებს გისურვებ. თუმცა საჭიროა თავის იძულება, მოთმინება, შეუპოვრობა, და მადლი ყველაფერს იქმს. მამობრივი ლოცვა-კურთხევით, მამა ეფრემი [კატუნაკელი]“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3614
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვა მხოლოდ მონაზვნების საკუთრება არ არის. თუმცა, მათ აქვთ შესაძლებლობა, მუდმივად იცხოვრონ ლოცვაში“
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3615
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„27. ერთ მონაზონს, რომელსაც ამ წმიდა სათნოების შეძენა სურდა, ეშმაკები მიეძალენენ და მის გულში თავისქება ჩანერგეს. ამ ნეტარმა კი კეთილი საშუალება მონახა მათ დასაძლევად: თავისი სენაკის კედელზე მან ჩამოწერა დიდი და მაღალი სათნოებების სახელები, როგორიცაა სრული სიყვარული, ანგელოზებრივი სიმდაბლე, წმიდა ლოცვა, გამოუთქმელი სიწმიდე და სხვა ამის მსგავსნი. როდესაც აზრები ქებას დაუწყებდნენ მას, იტყოდა: ვიჩქარო სამხილებელში მისვლა! მივიდოდა, სათნოებათა სახელებს წაიკითხავდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა: ჰოი, საბრალოვ, ეს ყველაფერი რომ შეგეძინა, მაშინაც კი ჯერაც შორს იქნებოდი ღვთისაგან, არც ერთი ამათგანი ჯერაც რომ არ შეგიძენია, როგორღა ამპარტავნდები?!“
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3616
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი არ უნდა მხიარულობდეს, ეს მას არ არგებს, არამედ ყოველთვის უნდა ტიროდეს.
მონაზონი, რომელიც სულ მხიარულობს და იცინის, ვერაა რიგზე. მონაზონი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, არ არის მონაზონი. მონაზონი, რომელიც მოკრძალებული და მდუმარეა, ნამდვილი მონაზონია.“ /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3617
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ივერიის მონასტრის სკიტში ცხოვრობდა ნეტარი მონაზონი ქრისტეფორე, წარმოშობით არტელი. ის 1730 წელს დაიბადა და ევგენი ბულგარელის მოწაფე გახლდათ. მამა ქრისტეფორე ცნობილია, როგორც XVIII საუკუნის მთაწმინდის ერთ-ერთი გამოჩენილი განსწავლული მონაზონი, რომელმაც დაწერა რამდენიმე საყურადღებო თხზულება და ლიტურგიკული საგალობელი (საღვთისმსახურებო შედეგი). გამოირჩეოდა არა მარტო სიბრძნით, არამედ სხვა მრავალი სათნოებით და სულის გამწმენდელი მყუდროებისადმი სიყვარულით, ასე რომ, ის მიეკუთვნება კოლივად ღირს მამათა დასს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3618
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ფიზიკური ძალადობა ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება მონაზვნური წესით მცხოვრებმა ადამიანმა ჩაიდინოს. ათონის მთის ივერონის მონასტრის ტიპიკონში დასჯის ერთ-ერთ მეთოდად შეტანილი იყო გაროზგვა, რასაც მიმართავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - თუ მონასტრის საძმოს წევრი ფიზიკურად ვინმეზე იძლადებდა, ვინმეს ფიზიკურად შეეხებოდა. როდესაც მონასტერში მყოფი ადამიანი მრისხანებაშია და შეუძლია ვინმეზე იძალადოს, მან შეიძლება თავმდაბლობით მცხოვრებ ბერთა მოთმინებით ისარგებლოს და ისინი ფიზიკურად შეურაცხყოს. ეს კანონი შეტანილია წმინდა ექვთიმე ათონელის ტიპიკონში, რათა მრისხანებით სულიერად დაბრმავებული ადამიანები დასჯის შიშით მაინც შეეჩერებინათ“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3619
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იყავით ყოველთვის კეთილგანწყობილნი, ყოველთვის მხიარულნი. ჩვენ ხომ მორჩილება აღვუთქვით ღვთისმშობელს“
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3620
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- როცა ღამით კელიიდან გამოვდივარ ჩემი ბერული კანონის შესასრულებლად, მაშინ ვხედავ და მესმის ზეციური ამბები, - გვეუბნებოდა მოსაგრე ბერდიდი პეტრე სიმონპეტრელი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 09:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი