![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3621
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„16. იყო ერთი გულმოდგინე მონაზონი, რომელსაც ეს ეშმაკი ოცი წლის მანძილზე ებრძოდა: ხორცი მარხვითა და მღვიძარებით დააჭკნო, მაგრამ ნუგეში ვერ ჰპოვა; მაშინ დაწერა ყველაფერი და ნაწერი ერთ წმინდა ბერს მიართვა, თვითონ ფეხებში ჩაუვარდა და თავის მაღლა აწევას ვერ ბედავდა; როდესაც ბერმა ყველაფერი წაიკითხა, გაიღიმა, ძმა ფეხზე წამოაყენა და უთხრა: შვილო, ხელი მხარზე დამადე. როდესაც ძმა ასე მოიქცა, ბერმა კვლავ უთხრა: ჩემზე იყოს, ძმაო, ეს ცოდვა, რაც ამდენი ხანი შენთან ყოფილა, ოღონდ შენ ნუღარად ჩააგდებ მას; ის ძმა მარწმუნებდა, რომ ჯერ ბერის სენაკიდან გამოსული არც იყო, როდესაც ვნება გაუჩინარდა. ეს ამბავი თვითონ მიამბო და მადლობას სწირავდა მრავალმოწყალე ღმერთს, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ. (ღირსი იოანე სინელი)
წმინდა იოანე სინელს მოჰყავს ერთ-ერთი ბერის მაგალითი, რომელიც გამოცდილმა ბერმა გამოიყვანა გმობის აზრებთან უნაყოფო ბრძოლით გამოწვეული უნუგეშო მდგომარეობიდან. ეს ბერი ოცი წლის განმავლობაში იტანჯებოდა სულიერად. როდესაც წმინდა და გამოცდილ ბერთან მივიდა, მან უთხრა: ძმაო, მხრებზე დამადე ხელი და შენი ცოდვა ჩემზე იყოსო. ვიცით, რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის ცოდვა მეორეზე გადავიდეს, მაგრამ რატომ მოიქცა ასე წმინდა ბერი? - სხვაგვარად სასოწარკვეთილებაში მყოფი ბერის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო. ამიტომ გამოცდილმა ბერმა მარტივი გამოსავალი იპოვა, - დაარწმუნა, თუ მიენდობოდა, ცოდვა მოეხსნებოდა და აღსარება ათქმევინა. ამიტომაც არის აუცილებელი ამ ცოდვის აღსარებაში, მოძღვრის წინაშე აღიარება“. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3622
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ახალგაზრდა მორჩილს [ღირს ეფრემ კატუნაკელს] თავისი მოსიყვარულე დედის ნახვის სურვილი გაუჩნდა. გული ეუბნებოდა: „ჩემი დედიკო მანახა და მერე თუნდ მოვკვდე!“ ავიდა ეკლესიაში, კანკელის ღვთისმშობლის ხატის, „ყოველთა დედოფალის“ წინ დადგა და თქვა: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მას შემდეგ, რაც წმინდა მთაზე მოვედი, შენ მეგულები დედად!“ და მაშინვე განშორდა მტანჯველი სურვილი.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3623
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იყო ერთი გულმოწყალე და კეთილი რუსი მონაზონი, სახელად ავგუსტინე, რომელმაც თავისი კელიის ეზოში შეკრიბა მთელი იმ მხარის სნეული ჯორები და მათ სანიტარივით უვლიდა. აი, ამგვარად მხურვალედ ზრუნავს მოწყალე გული ღვთისგან შექმნილი ყველა ქმნილების მიმართ! მისი კელია ფილოთეოსის მონასტერს ეკუთვნოდა. როცა ავგუსტინე ჯერ კიდევ მორჩილი იყო თავის სამშობლოში, მონასტერმა ის ერთ-ერთ მეტოქიონში გააგზავნა, სადაც დიდი ხორციელი ბრძოლა შეემთხვა ამ მეტოქიონის მუშის ქალიშვილისაგან. განსაცდელისგან თავის დასაღწევად იგი მდინარეში შევარდა. ამის მერე ავგუსტინემ წინამძღვარს ათონის მთაზე წასვლის კურთხევა სთხოვა, ისე რომ, ქალიშვილის შეცდომა არ გაამჟღავნა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3624
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„XVII საუკუნის უკრაინაში მეზობლად ორი ბერი ცხოვრობდა. ერთი - ძალზე განკრძალული, ღვთისმოშიში, მეორე კი მრუში. ამასთან ძალზე ამპარტავანი. სინანულის მაგივრად იტყოდა ხოლმე: "ანგელოზთა წესია, არ დაეცნენ, ეშმაკისა კი - არ შეინანოსო". ერთხელაც ღვთისმოშიშ ბერს საბერო კანონის შესრულების მერე სკამზე ჩამომჯდარს მიეძინა. ძილბურანში ხედავს, რომ მდინარის პირას ორი ეთიოპი (ეშმაკი) თევზაობს. ერთმა ცარიელი ბადე ამოსწია, მეორემ კი უთხრა: რა მოუხერხებელი ხარ, აი, ნახე, ბადეს როგორ ამოვწევო. ჩააგდო ბადე და სწორედ ის მრუში ბერი დაინახა. შეშინებულს გამოეღვიძა, სასწრაფოდ იმ ძმას მიაშურა და თვალწინ საშინელი სანახაობა გადაეშალა - მრუში ბერი მომკვდარიყო. მასთან იჯდა თანამცხოვრები ქალი, რომელიც შიშისგან გაოგნებული დასცქეროდა მიცვალებულს.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3625
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი იოსები იქადდა მამა ეფრემის [კატუნაკელი] მადლმოსილი მდგომარეობის გამო და ამბობდა: „ისე მე გავხადე ასეთი“; მაგრამ ამავე დროს მრავალმხრივ აღაგზნებდა მის ბრძოლისუნარიანობას, უმთავრესად კი შემდეგი სიტყვებით: „იოანიკე გელოდება“.
მონაზონი იოანიკე წმინდა ანას სკიტში ცხოვრობდა. ის მამა ეფრემის თანატოლი იყო. ეს გახლდათ მაღალი, ახოვანი კაცი, მორჩილებისთვის თავდადებული მებრძოლი. როცა მან დიდი სიყვარული და თავდადება ჰქონდა ბერისადმი, რომ ამბობდა: „მამაო, მე ღმერთი არ მინახავს, შენ გიხილე“. [ამ ფრაზაში გადმოცემულია მორჩილის დამოკიდებულება ბერთან, სადაც იგი ქრისტეს განასახიერებს და მისი მეშვეობით მორჩილი ღმერთს შეიცნობს. მართლმადიდებლური ასკეტური გარდამოცემის თანახმად მონაზონს არ ძალუძს თავისით მივიდეს ღვთის შემეცნამდე, ამიტომ საჭიროებს საიმედო სულიერ ხელმძღვანელს. ამრიგად, მონაზონი იოანიკეს ეს ფრაზა შეიძლება გადაჭარბებულიც კი ჩანდეს, თუმცა ნათლად წარმოაჩენს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მონაზვნისთვის ბერს და მისდამი მორჩილებას]. კარგა ხნის შემდეგ ბერმა იოსებმა ასეთი სიზმარი ნახა: ის გზაზე მიაბიჯებდა და ერთ-ერთი ქალაქისკენ მიდიოდა. სანამ ქალაქში შევიდოდა, ერთი მშვენიერი სახლი დაინახა და იკითხა: „ვისია ეს არაჩვეულებრივი სახლი?“ და მოესმა ხმა: „ეს სახლი შენი იყო და უსასყიდლოდ გადაეცა იოანიკეს“. ბერმა იოსებმა ასეთი დასკვნა გამოიტანა - მამა იოანიკე ან მადლს მიიღებს, ან გარდაიცვლება. მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ ეს საღ-სალამათი ადამიანი სწრაფი ტუბერკულოზით დაავადდა, რასაც მემკვიდრეობითი მიზეზიც ჰქონდა, და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, როცა აუტანელი ტკივილები ტანჯავდა, ბერი იოსები მას ანუგეშებდა და მოთმინებაში განამტკიცებდა, რათა გვირგვინი, რომელსაც ის ქრისტესგან მიიღებდა, კიდევ უფრო ბრწყინვალე ყოფილიყო. რაღაც მომენტში მონაზონმა, რომელიც მას უვლიდა, დაინახა, რომ მამა იოანიკე შეშფოთებული იყო. როცა ამის მიზეზი ჰკითხა, სნეულმა სთხოვა, რომ გარეთ გაეყვანა დედაკაცი, რომელიც თითქოს მის ოთახში იყო შემოსული. თუმცა მაშინვე დამშვიდდა და თქვა: „აცადეთ, აცადეთ, ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია!“ მონაზონმა მას ჰკითხა: „მამაო იოანიკე, როგორ მიხვდი, რომ ღვთისმშობელია?“ ხოლი იოანიკემ უპასუხა: „მე მას ვუთხარი, რომ „ღვთისმშობელო ქალწულო...“ ეთქვა, და მანაც ბოლომდე თქვა. გარდა ამისა, ვკითხე, თუ როდის წამიყვანდა ღმერთი, მან კი მიპასუხა: „როცა ის ინებებს“. ესა თქვა მამა იოანიკემ და მყისვე აღესრულა. ბერი იოსები მამა ეფრემთან საუბარში ხშირად ახსენებდა იოანიკეს მაგალითს, რითიც მასში გულმოდგინებას აღძრავდა სულიერი ღვაწლისთვის და ეუბნებოდა: „მამაო ეფრემ, იღვაწე, იოანიკე გელოდება“. და მართლაც, მამა ეფრემი ყოველთვის დიდი აღფრთოვანებითა და მოშურნეობით ლაპარაკობდა მამა იოანიკეს შესახებ“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3626
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- მამა იოსებ, მას შემდეგ, რაც ბერად აღიკვეცე, ხომ არ მიატოვე შენი საბერო კანონის შესრულება, შენ ხომ დილიდან საღამომდე მიწას ბარავ და ხეებს სხლავ?
- არა, არ მახსოვს, ასეთი ცოდვა, ჩამედინა. -მამა გაბრიელ, ახერხებ შენი წესის შესრულებას? შენ ხომ მთელი დღე ბაღებში მუშაობ და პირუტყვსაც უვლი, რომ მონასტერს რძე და კვერცხი ჰქონდეს. - დიახ, მამა. მე ვასრულებ ჩემ წესს და ვკითხულობ ღვთისმსახურების ყველა ლოცვას“. /არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3627
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მიცვალებულის გლოვის დროს ჭირისუფალი შავი სამოსით იმოსება. წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] ამ სიტყვებით მოღვაწებს - ბერ-მონაზვნებს - მიუთითებს: თქვენც შავი შესამოსელი გაცვიათ და იმ ჭირისუფალთა მსგავსად იყავითო მგლოვიარენი საკუთარი ცოდვების გამო. ასეთ გლოვას შეუძლია ნებისმიერი ცოდვისაგან გამოიხსნას ადამიანის სული“.
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3628
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ისევ გონს მოვეგე და ჩვეული ცხოვრება განვაგრძე. დიახ, მაგრამ ლოცვა… რა გითხრათ! ექვსი თვე დამჭირდა, რომ ის სულიერი მდგომარეობა დამებრუნებინა, რომელიც ერში გასვლამდე მქონდა. აი, ეს არის სოფელი! ამიტომაც ამბობენ მამები: „ბოლო ჟამს იმათ შევნატრით, ვინც ერში არ გადის“. განა რად გინდა, შვილო ჩემო? ჩვენ სხვა ცხოვრებისთვის ვართ მოწოდებულნი. მონაზონი განსვენებას შინაგან ცხოვრებაში, სიზუსტით ცხოვრებაში ჰპოვებს. საერო ცხოვრებისთვის სხვები არიან მოწოდებულნი და დაე, მათ ზიდონ ეს ტვირთი. ჩვენ ვისაუბრებთ ლოცვის, მორჩილების, სინანულის შესახებ. აბა, რატომ ეწოდება, ჩემო ბატონო, მონაზვნობას ანგელოზური მოქალაქობა? იმიტომ, რომ ჩვენი, ისევე როგორც ანგელოზების, საქმე ღვთის დაუცხრომელი მსახურება და დიდებისმეტყველებაა. საერო სულიერების შესახებ მე არაფერი გამეგება. ჩვენ არც ცოლები გვყავს, არც სიდედრები, არც ერში ვცხოვრობთ, რომ ხალხის სიძნელეები ვიცოდეთ და მათი ტვირთი ვზიდოთ. ყურადღებით იყავი, ნუ გახდი საკუთარ თავს „სხვათა ცოდვების თანაზიარს“.
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3629
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სიცოცხლის ბოლოს ბერი [მამა ბესარიონი - ქართველი] მრავალი წელი იტანჯებოდა ათონის მთისთვის დამახასიათებელი რევმატიზმით: ხელის თითები დაგრეხილი ჰქონდა და დაწოლისას იძულებული იყო, ერთი ხელი ყოველთვის ჭერზე დამაგრებულ მარყუჟში ჩაედო. სისხლი ვეღა ათბობდა ბერის სნეულ სხეულს, ვერც თბილი ტანსაცმელი შველოდა, ვერც საბნები. მხოლოდ ცხელი ჩაი ათბობდა ოდნავ“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3630
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რატომ ურჩევს წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] ზოგადცხონებულთა მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომლებიც მცონარებაში იმყოფებიან, დაყუდებულ მოღვაწეობას? - ისინი არა ამპარტავნობაში, არამედ სხვა ცოდვაში იყვნენ და მათთვის საჭირო იყო, იმ ცოდვას მოშორებოდნენ. ამის შემდეგ კი მათი სული ნელ-ნელა დაწყნარდებოდა. ამიტომაც არის აუცილებელი, ადამიანი გამოცდილი მოძღვრის რჩევით დაადგეს მოღვაწეობის გზას. სწორედ გამოცდილ მოძღვარს ძალუძს გამოიძიოს და ურჩიოს ადამიანს, თუ სად წარემატება სულიერად“
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3631
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ დავინახე, რომ ერთი მორჩილი მოძღვრის თანდასწრებით რჩევას აძლევდა მეორეს, რა თავხედობაა!“
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3632
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ძველ დროში ცხოვრობდა ერთი ბერი, სახელად იაკობი; ერთხელ მან განიზრახა მონასტრის აშენება და ისე დაიწყო მშენებლობა, რომ ღვთისგან კურთხევა არ უთხოვია, თვითკმაყოფილების ვნებამ შეიპყრო და საკუთარი სახელის განდიდებაზე დაიწყო ზრუნვა. ღვთის განგებით მის სამხილებლად ამ ბერთან წმინდა საბა განწმენდილი მივიდა და გააფთხილა: „შეეშვი ამ საქმეს, დამიჯერე, თორემ იცოდე, რომ დაისჯები“. იაკობმა არ შეისმინა წმინდა მამის შეგონება და მშენებლობა განაგრძო. მოულოდნელად ბერი იაკობი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა ისე, რომ მონასტრის აშენება ვერ შეძლო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3633
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მონასტერში მოღვაწე ბერს სიძვის ვნება შეიპყრობს, მან საამისოდ შესაფერისი გარემო უნდა მოძებნოს და მონასტერი დატოვოს, მაგრამ მას შეუძლია პირიქითაც მოიქცეს - თავს მოერიოს, მონასტერშიც დარჩეს და სიძვის ცოდვაშიც არ აღმოჩნდეს. ამისგან განსხვავებით, ჩუკენობის ცოდვის ჩადენა ყველგან არის შესაძლებელი, ამიტომ ჩუკენობის ცოდვისაგან განსაწმენდელად სასჯელიც გაცილებით აღმატებულია, ვიდრე სიძვის ცოდვის შემთხვევაში. ჩუკენობის ცოდვაში იმდენად ხშირად შეიძლება ჩავარდეს ადამიანი, თავის დაღწევა გაუჭირდეს, - მოსუსტდეს ბრძოლაში და თავი ვეღარ დაანებოს. ამიტომ არის, რომ ამ ცოდვის გამო სასჯელიც მეტია დაწესებული“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3634
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„1981 წლის დასაწყისში მამა ეფრემის [კატუნაკელი] საძმოში უკვე ხუთი ახალგაზრდა შეიკრიბა. მამა ეფრემი დაუღალავად მოძღვრავდა მათ, აძლევდა რჩევებს, უხსნიდა მონაზვნურ ცხოვრების მნიშვენლობას; განსაკუთრებით ტრაპეზის დროს, სადაც ყველანი ერთად იკრიბებოდნენ. პირველი დარიგებები პრაქტიკული ხასიათისა იყო. მათ თავი უნდა დაეცვათ წმინდა მთის სუსხიანი ორპირი ქარისგან, და სადაც წავიდოდნენ, თოფრაში ყოველთვის უნდა ჰქონოდათ მაისური. „გაოფლიანდი? მაშინვე გამოიცვალე, თორემ საავადმყოფოებში მოგვიწევს სირბილი“, - ამბობდა მამა ეფრემი. ვინ გაბედავდა, რომ მარტოკას აეწია ერთი ტომარა ცემენტი? ეს აუცილებლად ორს უნდა გაეკეთებინა, რაოდენ მოუხერხებელიც არ უნდა ყოფილიყო მათთვის. ბერი უკიდურეს ზომამდეც კი მიდიოდა, რათა საძმოს წევრებს მოფრთხილებოდა. გარეთ საქმიანობის დროს, როცა ნიჩბით მუშაობდნენ, განსაკუთრებით კი ფიზიკურად სუსტები, აკრძალული იყო ნიჩბის ავსება. „ნახევარ-ნახევარი ნიჩბით“, - გაიძახოდა იგი. ასევე იყო კვების საკითხშიც. მამა ეფრემი ყურადღებას აქცევდა საკვების რაოდენობასა და ხარისხს. ზღუდავდა ზედმეტობებს, მაგრამ უფრო მეტად - თვითნებურ მარხვებს ან რაიმე ახირებებს. საჭმელი ნოყიერი იყო, მაგრამ თეფში აუცილებლად ბოლომდე უნდა დაცარიელებულიყო.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3635
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მღვდელი გარდაიცვლება, მას სამღვდელო შესამოსლით შემოსავენ. ბერებიც ვინახავთ სქემას, რომლით შემოსილებმაც აღვუთქვით ქრისტეს, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარულის ერთგული დავრჩებით, ვინახავთ მას სიკვდილის ჟამამდე. ვემზადებით სიკვდილისთვის - ჩვენი დასამარხი ტანსაცმელი მზად არის“.
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3636
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი თებაიდელი ბერი ჰყვებოდა: მე გახლდით წარმართი, ქურუმის ვაჟი. სიყრმიდანვე ვუცქერდი, როგორ შედიოდა საკერპოში და მსხვერპლს შესწირავდა მამაჩემი. ერთხელ შიგ ჩუმად შევყევი და უცნაური სახილველი ვნახე. ტახტზე თვით სატანა იჯდა, თავისი მხედრობით გარშემორტყმული. აი, ერთი თავადი ეშმაკთა მივიდა და უთხრა, სოფელში დიდი სისხლისღვრა მოვახდინეო. სატანამ ჰკითხა, - რამდენი დღე დაგჭირდა ამისათვისო. ოცდაათიო. სატანა გაბრაზდა - ამდენი დღე ტყუილად დაკარგეო და მისი ცემა ბრძანა. მერე სხვა ეშმაკი მივიდა და უთხრა, ზღვა აღვძარი და ოც დღეში ხომალდი უამრავ ხალხთან ერთად დავნთქეო. სატანამ მისი ცემაც ბრძანა და შემდგომ მისულებისაც, რადგან მათ "დიდი დრო მოანდომეს" ადამიანთა დაღუპვას. ბოლოს მის წინაშე ერთი ეშმაკი წარდგა და უთხრა: მე მთელი ორმოცი წელი ერთ ბერს ვებრძოდი და აი, დღეს სიძვით ვძლიე და დაეცაო. გახარებული სატანა ფეხზე წამოდგა, მოეხვია ბერის მძლეველ ეშმაკს, თავიდან მოიხსნა გვირგვინი და მას დაადგა, მერე კი ტახტზე გვერდით მოისვა: "დიდი საქმე აღგისრულებიაო", - უთხრა.
ეს რომ ვნახე, ვთქვი ჩემთვის: რა დიდი ყოფილა მონაზვნობა-მეთქი. ამიტომაც მაშინვე დავუტევე სოფელი და ბერად აღვიკვეცე.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3637
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ბერი იოსები ერში იყო გასული, - მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, - და იღუმენია ევპრაქსიას და სხვა დებს უთხრა: „ერთი ძალიან კარგი მღვდელმონაზონი ვიპოვე“ (მე [ღირსი ეფრემ კატუნაკელი] ვყავდი მხედველობაში). მაშინ იღუმენიამ სკუფია მომიქსოვა.
როცა ბერი იოსები დაბრუნდა, მითხრა: „მამაო, აიღე ეს სკუფია“. როგორც კი სკუფია დავიხურე, ლოცვისა და საღვთო ტრფიალების ალი მომედო! -მამაო, ეს რა სკუფიაა? - ვკითხე მე. -რომ იცოდე, როგორ ლოცულობდა იღუმენია ევპრაქსია, როცა ამ სკუფიას ქსოვდა! - მომიგო მან“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3638
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მთელი ცხოვრებაა - მონაზვნების ლოცვები. ეს ის ლოცვებია, რომლებიც ღმერთის მჭვრეტელი გულიდან მომდინარეობს“
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3639
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უკრძალველი ტრაპეზი რას ნიშნავს? - ნაყროვანებას და ზღვარგადასულ ღრეობას. უკრძალველი ტრაპეზი, განსაკუთრებით ბერ-მონაზნებისათვის, მშობელია ყველა ცოდვისა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3640
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,761 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„კატუნაკების კალივები პატარა და სამოღვაწეოა. ეკვდერი აღმოსავლეთით, ხოლო სენაკები დასავლეთითაა განლაგებული. მონაზონთა მიერ აღვლენილი ლოცვები და საგალობლები საკმევლის კეთილსურნელების მსგავსად ამოიფრქვევა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 08:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი