IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 181 182 183 184 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 19 2022, 12:23 PM
პოსტი #3629


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სიცოცხლის ბოლოს ბერი [მამა ბესარიონი - ქართველი] მრავალი წელი იტანჯებოდა ათონის მთისთვის დამახასიათებელი რევმატიზმით: ხელის თითები დაგრეხილი ჰქონდა და დაწოლისას იძულებული იყო, ერთი ხელი ყოველთვის ჭერზე დამაგრებულ მარყუჟში ჩაედო. სისხლი ვეღა ათბობდა ბერის სნეულ სხეულს, ვერც თბილი ტანსაცმელი შველოდა, ვერც საბნები. მხოლოდ ცხელი ჩაი ათბობდა ოდნავ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 20 2022, 10:42 AM
პოსტი #3630


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რატომ ურჩევს წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] ზოგადცხონებულთა მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომლებიც მცონარებაში იმყოფებიან, დაყუდებულ მოღვაწეობას? - ისინი არა ამპარტავნობაში, არამედ სხვა ცოდვაში იყვნენ და მათთვის საჭირო იყო, იმ ცოდვას მოშორებოდნენ. ამის შემდეგ კი მათი სული ნელ-ნელა დაწყნარდებოდა. ამიტომაც არის აუცილებელი, ადამიანი გამოცდილი მოძღვრის რჩევით დაადგეს მოღვაწეობის გზას. სწორედ გამოცდილ მოძღვარს ძალუძს გამოიძიოს და ურჩიოს ადამიანს, თუ სად წარემატება სულიერად“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2022, 11:15 AM
პოსტი #3631


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ დავინახე, რომ ერთი მორჩილი მოძღვრის თანდასწრებით რჩევას აძლევდა მეორეს, რა თავხედობაა!“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2022, 10:47 AM
პოსტი #3632


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ძველ დროში ცხოვრობდა ერთი ბერი, სახელად იაკობი; ერთხელ მან განიზრახა მონასტრის აშენება და ისე დაიწყო მშენებლობა, რომ ღვთისგან კურთხევა არ უთხოვია, თვითკმაყოფილების ვნებამ შეიპყრო და საკუთარი სახელის განდიდებაზე დაიწყო ზრუნვა. ღვთის განგებით მის სამხილებლად ამ ბერთან წმინდა საბა განწმენდილი მივიდა და გააფთხილა: „შეეშვი ამ საქმეს, დამიჯერე, თორემ იცოდე, რომ დაისჯები“. იაკობმა არ შეისმინა წმინდა მამის შეგონება და მშენებლობა განაგრძო. მოულოდნელად ბერი იაკობი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა ისე, რომ მონასტრის აშენება ვერ შეძლო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2022, 11:12 AM
პოსტი #3633


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონასტერში მოღვაწე ბერს სიძვის ვნება შეიპყრობს, მან საამისოდ შესაფერისი გარემო უნდა მოძებნოს და მონასტერი დატოვოს, მაგრამ მას შეუძლია პირიქითაც მოიქცეს - თავს მოერიოს, მონასტერშიც დარჩეს და სიძვის ცოდვაშიც არ აღმოჩნდეს. ამისგან განსხვავებით, ჩუკენობის ცოდვის ჩადენა ყველგან არის შესაძლებელი, ამიტომ ჩუკენობის ცოდვისაგან განსაწმენდელად სასჯელიც გაცილებით აღმატებულია, ვიდრე სიძვის ცოდვის შემთხვევაში. ჩუკენობის ცოდვაში იმდენად ხშირად შეიძლება ჩავარდეს ადამიანი, თავის დაღწევა გაუჭირდეს, - მოსუსტდეს ბრძოლაში და თავი ვეღარ დაანებოს. ამიტომ არის, რომ ამ ცოდვის გამო სასჯელიც მეტია დაწესებული“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2022, 11:04 AM
პოსტი #3634


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1981 წლის დასაწყისში მამა ეფრემის [კატუნაკელი] საძმოში უკვე ხუთი ახალგაზრდა შეიკრიბა. მამა ეფრემი დაუღალავად მოძღვრავდა მათ, აძლევდა რჩევებს, უხსნიდა მონაზვნურ ცხოვრების მნიშვენლობას; განსაკუთრებით ტრაპეზის დროს, სადაც ყველანი ერთად იკრიბებოდნენ. პირველი დარიგებები პრაქტიკული ხასიათისა იყო. მათ თავი უნდა დაეცვათ წმინდა მთის სუსხიანი ორპირი ქარისგან, და სადაც წავიდოდნენ, თოფრაში ყოველთვის უნდა ჰქონოდათ მაისური. „გაოფლიანდი? მაშინვე გამოიცვალე, თორემ საავადმყოფოებში მოგვიწევს სირბილი“, - ამბობდა მამა ეფრემი. ვინ გაბედავდა, რომ მარტოკას აეწია ერთი ტომარა ცემენტი? ეს აუცილებლად ორს უნდა გაეკეთებინა, რაოდენ მოუხერხებელიც არ უნდა ყოფილიყო მათთვის. ბერი უკიდურეს ზომამდეც კი მიდიოდა, რათა საძმოს წევრებს მოფრთხილებოდა. გარეთ საქმიანობის დროს, როცა ნიჩბით მუშაობდნენ, განსაკუთრებით კი ფიზიკურად სუსტები, აკრძალული იყო ნიჩბის ავსება. „ნახევარ-ნახევარი ნიჩბით“, - გაიძახოდა იგი. ასევე იყო კვების საკითხშიც. მამა ეფრემი ყურადღებას აქცევდა საკვების რაოდენობასა და ხარისხს. ზღუდავდა ზედმეტობებს, მაგრამ უფრო მეტად - თვითნებურ მარხვებს ან რაიმე ახირებებს. საჭმელი ნოყიერი იყო, მაგრამ თეფში აუცილებლად ბოლომდე უნდა დაცარიელებულიყო.“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2022, 11:14 AM
პოსტი #3635


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც მღვდელი გარდაიცვლება, მას სამღვდელო შესამოსლით შემოსავენ. ბერებიც ვინახავთ სქემას, რომლით შემოსილებმაც აღვუთქვით ქრისტეს, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარულის ერთგული დავრჩებით, ვინახავთ მას სიკვდილის ჟამამდე. ვემზადებით სიკვდილისთვის - ჩვენი დასამარხი ტანსაცმელი მზად არის“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2022, 10:38 AM
პოსტი #3636


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი თებაიდელი ბერი ჰყვებოდა: მე გახლდით წარმართი, ქურუმის ვაჟი. სიყრმიდანვე ვუცქერდი, როგორ შედიოდა საკერპოში და მსხვერპლს შესწირავდა მამაჩემი. ერთხელ შიგ ჩუმად შევყევი და უცნაური სახილველი ვნახე. ტახტზე თვით სატანა იჯდა, თავისი მხედრობით გარშემორტყმული. აი, ერთი თავადი ეშმაკთა მივიდა და უთხრა, სოფელში დიდი სისხლისღვრა მოვახდინეო. სატანამ ჰკითხა, - რამდენი დღე დაგჭირდა ამისათვისო. ოცდაათიო. სატანა გაბრაზდა - ამდენი დღე ტყუილად დაკარგეო და მისი ცემა ბრძანა. მერე სხვა ეშმაკი მივიდა და უთხრა, ზღვა აღვძარი და ოც დღეში ხომალდი უამრავ ხალხთან ერთად დავნთქეო. სატანამ მისი ცემაც ბრძანა და შემდგომ მისულებისაც, რადგან მათ "დიდი დრო მოანდომეს" ადამიანთა დაღუპვას. ბოლოს მის წინაშე ერთი ეშმაკი წარდგა და უთხრა: მე მთელი ორმოცი წელი ერთ ბერს ვებრძოდი და აი, დღეს სიძვით ვძლიე და დაეცაო. გახარებული სატანა ფეხზე წამოდგა, მოეხვია ბერის მძლეველ ეშმაკს, თავიდან მოიხსნა გვირგვინი და მას დაადგა, მერე კი ტახტზე გვერდით მოისვა: "დიდი საქმე აღგისრულებიაო", - უთხრა.
ეს რომ ვნახე, ვთქვი ჩემთვის: რა დიდი ყოფილა მონაზვნობა-მეთქი. ამიტომაც მაშინვე დავუტევე სოფელი და ბერად აღვიკვეცე.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2022, 10:26 AM
პოსტი #3637


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ბერი იოსები ერში იყო გასული, - მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, - და იღუმენია ევპრაქსიას და სხვა დებს უთხრა: „ერთი ძალიან კარგი მღვდელმონაზონი ვიპოვე“ (მე [ღირსი ეფრემ კატუნაკელი] ვყავდი მხედველობაში). მაშინ იღუმენიამ სკუფია მომიქსოვა.

როცა ბერი იოსები დაბრუნდა, მითხრა: „მამაო, აიღე ეს სკუფია“. როგორც კი სკუფია დავიხურე, ლოცვისა და საღვთო ტრფიალების ალი მომედო!

-მამაო, ეს რა სკუფიაა? - ვკითხე მე.

-რომ იცოდე, როგორ ლოცულობდა იღუმენია ევპრაქსია, როცა ამ სკუფიას ქსოვდა! - მომიგო მან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 28 2022, 01:02 PM
პოსტი #3638


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მთელი ცხოვრებაა - მონაზვნების ლოცვები. ეს ის ლოცვებია, რომლებიც ღმერთის მჭვრეტელი გულიდან მომდინარეობს“

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 29 2022, 10:36 AM
პოსტი #3639


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უკრძალველი ტრაპეზი რას ნიშნავს? - ნაყროვანებას და ზღვარგადასულ ღრეობას. უკრძალველი ტრაპეზი, განსაკუთრებით ბერ-მონაზნებისათვის, მშობელია ყველა ცოდვისა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2022, 12:24 PM
პოსტი #3640


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კატუნაკების კალივები პატარა და სამოღვაწეოა. ეკვდერი აღმოსავლეთით, ხოლო სენაკები დასავლეთითაა განლაგებული. მონაზონთა მიერ აღვლენილი ლოცვები და საგალობლები საკმევლის კეთილსურნელების მსგავსად ამოიფრქვევა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2022, 12:35 PM
პოსტი #3641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა წმინდა ანას სკიტელმა მოხუცმა მონაზონმა მითხრა:

-დიდი მოთმინება გვჭირდება. მაგალითად, როცა ჩემი კალივის სახურავიდან წვიმა წვეთავს, გულისთქმები მეწყება.
როგორ კარგად ვცხოვრობდი, როგორ ყველაფერი მქონდა სოფელში: დიდი დარბაზები, მშვენიერი სახლი, თბილი და ფართო. მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნები: მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის. მოვა ჩემთან ვინმე ძმათაგან და ერთი სიტყვის თქმით გამამწარებს, მაგრამ მე ისე ვიქცევი, თითქოს ენა გადავყლაპე. რა თქმა უნდა, მახსენდება, თუ როგორ მაფასებდნენ ერში, როგორი პატივისცემით მეპყრობოდნენ... მაგრამ ვეუბნები საკუთარ თავს: მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის.
პური გამითავდა და საჭმელი არაფერი მაქვს, და არც არვის უნდა, რამე მიწყალობოს, მაგრამ მე ვამბობ: მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 1 2022, 10:24 AM
პოსტი #3642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის მანძილზე, მორჩილების გამო, [მამა პროკოფის] ხშირად ათანასეს ლავრამდეც კი უწევდა სიარული და კარულიადან ტვირთს ეზიდებოდა, გარდაცვალების შემდეგ მისი სამონაზვნო ფეხსაცმელი იმდენად მოვლილი და ახალივით შენარჩუნებული იყო, რომ მამა ეფრემმა [კატუნაკელმა] მოწყალების სახით გასცა მისი სულის საოხად.

მამა პროკოფი მზარეულობაში იმდენად მარჯვე იყო, რომ, როცა მეზობელ კალივში წირვისთვის უნდა გადასულიყვნენ, სამფეხაზე ქვაბს დადგამდა, საჭირო რაოდენობის შეშას შეუნთებდა და მიდიოდნენ. უკან დაბრუნებულებს სადილი მზად ხვდებოდათ, ცხელი და არაჩვეულებრივად გემრიელი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 2 2022, 12:23 PM
პოსტი #3643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტრული ცხოვრების დასაძლევად რჩევისათვის მივმართე მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი]: რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ზოგს შენიშვნას რომ ვაძლევ, არ ღებულობს, იქნებ სჯობს არაფერი ვუთხრა? არ მივაქციო ყურადღება, რაც უნდა ის აკეთოს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს... ბერი ერთხანს დაფიქრდა, მერე მტკიცედ მითხრა: „მერე შენ ხომ იღუმენია ხარ! მაპატიე დაო და დედაო, არქიმანდრიტის ჯვარი გკიდია და ღმერთი იმისთვის დაგსჯის, შენიშვნას რომ არ მისცემ. მხილება აუცილებელია, განკითხვა სხვა რამეა. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო, შენ უნდა მიუთითო, მათ შეასრულონ. თუ არ შეასრულებენ უფალი თვითონ მოჰკითხავთ“.

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2022, 12:14 PM
პოსტი #3644


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამაო, ხშირად ვმრისხანებ“, - შესჩივლა მამა პორფირე ათენელს (+1992) სულიერმა შვილმა. „მრისხანება კარგი რამეა“, - თქვა ბერმა. „როგორ თუ კარგი?!“ - შეეკითხა განცვიფრებული. „ რა თქმა უნდა, კარგია! მრისხანება ჩვენში ღმერთმა ჩადო. ეს სულის ნერვია და იმისთვის მოგვეცა, რომ რისხვით უკუვაგდოთ ჩვენი ვნებები - ეშმაკი“.

ერთხელ იგივე ბერი მივიდა რაღაც საქმეზე მამა პორფირესთან. მან კი უეცრად უთხრა - ვხედავ, რომ ერთი ძმა ძალზე განრისხებულია შენზე, როგორც მხეცი და შენი გაგლეჯა უნდაო (ეს მართლაც ასე იყო და ბერს მოძღვრისთვის ამის თქმა არ უნდოდა).

-შენ არაფერს მეუბნები. მოდი, ვილოცოთ, რომ დაამშვიდოს იგი ღმერთმა. გწამს ეს?

-მწამს.

-მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანის გულის შეცვლა. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვუჩიჩინოთ, ამას ვერ შევძლებთ.

-მაგრამ მამაო, რატომ იქცევა ასე?

-სუ! ნურაფერს იტყვი, შენ მხოლოდ ილოცე, - ბრძანა ღირსმა მამა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2022, 10:38 AM
პოსტი #3645


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხვა დროს მამა ნიკიფორესთან ერთად წმინდა ანას სკიტში იყო წასული რაღაც საქმეზე [ღირსი ეფრემ კატუნაკელი]. სანამ წავიდოდნენ, რადგანაც ეგონა, რომ დაბრუნებისას აღარ იტრაპეზებდნენ, რამდენიმე ლეღვი ზემდეტად შეჭამა. თუმცა, როცა კატუნაკებში დაბრუნდნენ, მოუსწრეს ტრაპეზს და ჩვეულებრივ ისადილეს კიდეც. ამან მორჩილის სინდისი ისე დაამძიმა, რომ ვერ მოისვენა, სანამ თითები არ ჩაიყო პირში და არ ამოიღო, რაც ჭამა. შემდეგ კი ყველაფერი მოძღვარს მოახსენა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2022, 10:49 AM
პოსტი #3646


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრის მკვიდრნო, განა ყოველთვის უაღრესი გულმოდგინებით, სიხარულითა და სიყვარულით აღასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ მორჩილებას? არ დრტვინავთ მათზე, ვინც თქვენ ეს მორჩილება დაგიდგინათ? უარს არ ამბობთ მის აღსრულებაზე სიჯიუტის, დასვენების მიზეზით, ან სიამაყის გამო? არ თვლით განა, რომ დაკისრებული მორჩილება თქვენთვის დამამცირებელია? შეინანეთ, თუ შეიცნობთ, რომ სამონაზვნო ცხოვრებას ამ ცოდვით ამრუდებთ!“

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2022, 11:36 AM
პოსტი #3647


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ზარმაცი კაცი მიდის მონასტერში და მონაზვნობის აღთქმის დადების შემდეგ ეცემა, სასოწარკვეთილებაში ვარდება. ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მონასტერში წასვლით სრულყოფილებას მიაღწევდა და, როდესაც კიდევ მოუხდება ცოდვით დაცემა, სასოწარკვეთლებაში ვარდება. ცოდვაში ჩავარდნა საშინელება არ არის, საშინელებაა, როდესაც ადამიანს ცოდვიდან გამოსვლა არ უნდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2022, 12:23 PM
პოსტი #3648


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,248
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დანიელიანების კალივთან ახლოს, ერთ პატარა სახლში, ცხოვრობდა ბერი დიონისე თავის ორ მორჩილთან - არსენისა და ათანასესთან ერთად. ისე მოხდა, რომ ათანასე აღარ ემორჩილებოდა მოძღვარს და აქეთ-იქით ხეტიალი დაიწყო. ხარების დღესასწაული დადგა და მეზობელ კალივში ტაძრის დღესასწაული იყო. ბერი დიონისე მორჩილებთან ერთად ღამისთევის მსახურებაზე წავიდა. მაგრამ როცა იმ კალივთან მივიდნენ, სადაც დღესასწაული იყო, მამა ათანასემ მიატოვა ისინი, რათა სხვაგან დასწერებოდა დღესასწაულს. „შვილო, წამოდი დღესასწაულზე ჩვენთან ერთად“, - უთხრა მას მოძღვარმა, მაგრამ მორჩილი უარობდა. ბერმა ისე მოუწოდა მას, რომ დამორჩილებოდა, ის კი თავისას არ იშლიდა. მაშინ ბერმა შეახსენა: „შვილო, ურჩ მონაზვნებს ღმერთი უწყალო ანგელოზებს უვლენს“ (შდრ. იგავ. 17:11). „დაე, მოვიდნენ, მოვიდნენ“, - მიუგო გაღიზიანებულმა მამა ათანასემ და წავიდა.

მეორე დღეს, დილით, მამებმა დაინახეს, რომ მამა ათანასეს სახე შეცვლილი ჰქონდა და ცუდად იყო. მაშინვე ურჩიეს, რომ ექიმთან წასულიყო წმ. ანას სკიტში. როცა ექიმმა მამა ათანასე დაინახა, დაიბნა: იგი იმდენად მძიმედ იყო, არ იცოდა, რა ეღონა. საბოლოოდ, ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და რამდენიმე საათში ოხვრითა და მკერდზე მჯიღების ცემით გარდაიცვალა. ის წმ. ანას სკიტიდან მცირე წმ. ანას სკიტში გადმოიყვანეს, ხოლო იქიდან - კატუნაკებში, სადაც ის ცხოვრობდა. ბერმა თავის მორჩილს, თუმცა უკვე გარდაცვლილს, მიუტევა ურჩობა. მამა ეფრემი [კატუნაკელი] გაოცებული იყო ასეთი მკაცრი სასჯელით ურჩი მონაზვნის მიმართ და გვიამბობდა, რომ, როცა იმ გზით უწევდა გავლა, რომლითაც გარდაცვლილი მამა ათანასე გადმოასვენეს (წმ. ანას სკიტიდან კატუნაკებამდე), შიში და ძრწოლა ეუფლებოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 181 182 183 184 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th August 2025 - 05:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი