IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 182 183 184 185 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 8 2022, 11:47 AM
პოსტი #3649


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არაერთხელ მსმენია ჩემი ბერისგან, რომ უდაბნო ვნებებს მხოლოდ მიაძინებს, მონასტერი კი მოაკვდინებს და ძირფესვიანად აღმოფხვრის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2022, 11:04 AM
პოსტი #3650


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რაც არ უნდა დაკუთხული იყოს ქვა, დროთა განმავლობაში მდინარეში მრგვალდება. ასევე, როგორი მრისხანებითაც არ უნდა იყოს ადამიანი შეპყრობილი, რაც არ უნდა ფიცხი და სასტიკი იყოს, თუ ის მონასტერში მოღვაწეებთან ერთად იქნება, რბილდება და იკურნება ამ ცოდვისაგან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2022, 12:05 PM
პოსტი #3651


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის ბუნებრივი და სულიერი ლაზათი, რაც მას [ღირს ეფრემ კატუნაკელს] ახასიათებდა, სულაც არ ეწინააღმდეგებოდა მის ასკეტურ სიმკაცრესა და სიზუსტეს. დინჯი და თავდაჭერილი, საკუთარ თავში გონებაშემოკრებილი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კრძალავდა ბერ სიცილსა და ალერსიან გამოთქმებს. ერთმა მორჩილმა მას „ბერის“ ნაცვლად „ბერუკა“-თი მიმართა სიყვარულით და სასჯელად საკმაოდ ბევრი მეტანია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თავად ნუგეშს სცემდა და ალერსიანად ესაუბრებოდა მასთან სხვადასხვა პრობლემებით მოსულ სტუმრებს და საკმაოდ გულღია იყო მათთან ურთიერთობაში, თავის საძმოში და ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუვალი და მკაცრი გახლდათ მიკერძოებული მეგობრობის უმნიშვნელო გამოვლინების მიმართაც კი. წარმოუდგენელი იყო ერთი ძმა მეორეს მეგობრულად, ან, უფრო უარესი, ალერსით შეხებოდა.

მამა ეფრემი ხშირად ასწავლიდა გულისსიტყვებისა და გულის სიწმინდეს, რაც აღსარებით, სულიერი წიგნების კითხვითა და ლოცვით მიიღწევა; ასევე ხორცის სიწმინდეს, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია გონივრული მარხვით, მღვიძარებით, შრომითა და სხვა საქმეებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 11 2022, 10:47 AM
პოსტი #3652


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა მოსაგრემ ჩვიდმეტი წელი დაყო ათონის მწვერვალზე, სადაც მას მზე მოსწვავდა და ხშირად მეხი ეცემოდა ხოლმე. სხვა მამა ორმოცი წელი არ წვებოდა საწოლზე, ეძინა სკამზე, ისიც ძალზე ცოტა ხანს. ის უფრო მეტ ნავთს ხარჯავდა ლამპრისთვის წიგნის წასაკითხად, ვიდრე წყალს - დასალევად. ამ მოსაგრემ ისეთ მდგომარეობას მიაღწია, რომ ადამიანთა გულები მისთვის გადაშლილი წიგნები იყო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2022, 12:24 PM
პოსტი #3653


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამას [ღირსი იოანე სინელი] მოჰყავს თვალსაჩინო მაგალითი: თუ სველ შეშას ერთმანეთზე დავაწყობთ და არ გამოვაშრობთ, ჭია გაუჩნდება, ასევეა დაყუდებაში მოღვაწე მცონარე ბერიც: თუ სიზარმაცესთან ერთად მას სიჯიუტეც ახასიათებს, ადვილად ჩავარდება გულღრძოობის ვნებაში“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2022, 11:38 AM
პოსტი #3654


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა მამა ეფრემი [კატუნაკელი] ვინმეში გადამეტებულ ენთუზიაზმს ხედავდა, ეუბნებოდა: „სად მიდიხართ? სად მიდიხართ? მარილზე, მარილზე! (ცოცხალი და მხიარული ხმით). საიდან მოდიხართ? მააარილიდან! (მოწყენილი ხმით)“. და შემდეგ განმარტავდა: „პალესტინიდან მკვდარი ზღვისკენ, ანუ მარილზე, აქლემების ქარავანი დაიძრა. მოგზაურობა ხანგრძლივი და მომქანცველი იყო, მშრალ, უწყლო უდაბნოში და პაპანაქება სიცხეში. დედა აქლემის გვერდით პატარა კოზაკი დაკუნტრუშებდა და, როცა მავანმა ჰკითხა, „სად მიდიხართო“, მან ცოცხალი და მხიარული ხმით, ენთუზიაზმით უპასუხა: „მარილზე, მარლიზე“, რადგან არ იცოდა, თუ ჯაფა ელოდა წინ. ხოლო დიდი ხნის შემდეგ, მომქანცველი მოგზაურობიდან დაბრუნებისას, როდესაც ჰკითხეს, „საიდან მოდიხართო“, „მააარილიდან“, - უპასუხა დაუძლურებულმა და ქანცგაწყვეტილმა. მამა ეფრემი კოზაკის ამ ორი ხმის მშვენიერი მიბაძვით ცდილობდა მოეთოკა გადამეტებული ენთუზიაზმი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2022, 12:25 PM
პოსტი #3655


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განკრძალული მღვდელმონაზონი სიმეონ სიმონპეტრელი გვიყვებოდა:

მე ვიცნობდი ბერდიდებს, მაგალითად, მამა ანთიმოზს, მამა დამასკინს, რომლებიც, როცა ავად ხდებოდნენ, ექიმთან არ მიდიოდნენ.

- სიმონპეტრას იღუმენ მღვდელმონაზონ ხარლამპეს ყოველთვის სკამზე მჯდარს ეძინა. ის გახლდათ შეუძვრელი სვეტი მონასტრის ღვთისმსახურებისა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2022, 12:08 PM
პოსტი #3656


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ კარგ პირობებშიც არ უნდა იყოს საპყრობილეში გამოკეტილი ადამიანი, თავისუფლების დაკარგვის გამო მაინც ვერ განიცდის სიხარულს, მისთვის ციხე მუდმივი გლოვა და წუხილია; ასეთივე განუწყვეტელ გლოვასა და მწუხარებაში უნდა იყოს მონაზონი საკუთარ ცოდვათა გამო, რათა მარადისობაში დაიმკვიდროს უფალთან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2022, 11:22 AM
პოსტი #3657


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მთა, ვნების შვიდეულის ორშაბათი. 1976 წ.

ჩემი ქრისტეს მიერ საყვარელო შვილო ა.

შენი წერილი დიდი ხნის წინ მივიღე, მაგრამ მაშინვე არ მიპასუხია, რადგან შეუძლოდ ვიყავი. ახლა კი, როცა შედარებით უკეთ ვარ, გწერ.

სიმართლე ესაა - გსურს, რომ ქრისტეს სძალი გახდე, მაგრამ ჯერ კიდევ მერყეობ, არ მიგიღია საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერ არ აღტყინებულა შენი გული საღვთო ტრფიალებით. ამის გამო არ გკიცხავ - არა, სხვა რამეში გადანაშაულებ.

როდესაც მავანი გამოცდებს აბარებს უნივერსიტეტში, მაგალითად, სამედიცინო ფაკულტეტზე, ყველაფერს კითხულობს და სწავლობს ამ დარგთან დაკავშირებით. როცა, ვთქვათ, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე შესვლა სურს, ამ დარგში ემზადება და ა.შ.

ამგვარად, შენ გსურს, რომ ქრისტეს სძალი გახდე, მაგრამ აკეთებ კი იმავეს? ანუ კითხულობ იმ წმინდათა ცხოვრებებს, რომლებიც ქრისტეს სძლები გახდნენ?

ამიტომ გამოგიგზავნე ღვთისმშობლის ხატი, სადაც ის გამოსახულია თორმეტ ქალწულმოწამესთან, მისი ძის სძლებთან ერთად.

ხშირად დადიხარ მონასტერში, სადაც ქრისტეს სძლები ცხოვრობენ და დღედაღამ მათ მშვენიერ სიძეს უგალობენ?

შვილო ჩემო, ა. მეგობრობ და საუბრობ თუ არა ქრისტეს სძლებთან? რამდენი რამ აქვს ამის შესახებ შენთვის ნათქვამი მამა ი.-ს!

შვილო, თუ იმას აკეთებ, რასაც მე გწერ, შეუძლებელია, რომ მერყეობდე და ყოყმანობდე. მაგრამ თუ ამას არ აკეთებ, მაშინ უეჭველად, თანდათანობით გაგინელდება გულმოდგინება, მოშურნეობა, დაბოლოს, ჩაქრება კიდეც.

განა არ გსმენია, რა დაემართა შენს მეგობარ მ.-ს? და რომ არა მამა ი.-ს სკვნილი, სულმთლად დაიღუპებოდა. მაგრამ დიდება უფალს, შენ არ ხარ მ.-ს მდგომარეობაში.

ჩემს წინა წერილში მოგწერე, რომ შენში ახლა მიდის ბრძოლა, ვინ სძლევს - ქორწინება, ნუ იყოფინ, თუ უქორწინებლობა, რომელსაც მთელი გულით გისურვებ.

შვილო, ეშმაკი მიხვდა, რომ მონაზვნობა გსურს. ამიტომაც გებრძვის და მომავალშიც განაგრძობს შენთან ბრძოლას, რადგან გამოცდილებით იცის, რას ნიშნავს ანგელოზებრივი სქემა. მაშ შენც, თუკი გსურს, ებრძოლე მას იმ ხერხით, ზემოთ რომ აღგიწერე.

მამობრივი ლოცვა-კურთხევით, მამა ეფრემი [კატუნაკელი]“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2022, 10:57 AM
პოსტი #3658


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“გიორგი მერჩულე შავშეთ-კლარჯეთის შესახებ საუბრისას წერს, რომ ბერ-მონაზვნებს „მცირედი ვენახი ჭირითა და ურვითა დაუნერგვიან და აგრეთვე მტილები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2022, 11:56 AM
პოსტი #3659


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა კრძალვას ჰქვიაო“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2022, 11:49 AM
პოსტი #3660


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის სიტყვა ღმერთის სიტყვაა; ანუ მოძღვრის პირით ქრისტე ლაპარაკობს“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2022, 11:44 AM
პოსტი #3661


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარი ნიკიტა მესვეტე ახალგაზრდობისას მკაცრი და მაწყენარი ბუნებით გამოირჩეოდა. ადამიანებს ბევრ ბოროტებას უკეთებდა, სასამართლოში უჩიოდა და ძარცვავდა. მეგობრებიც მისნაირი ჰყავდა. ერთხელ, თავის საქმიანობას რომ მორჩა, ეკლესიაში საღამოს ლოცვაზე მივიდა და წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვები მოისმინა: „განიბანეთ და განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა“. ამ სიტყვებმა შეაძრწუნა და სასწრაფოდ შინ დაბრუნდა. იმ ღამეს თეთრად გაათენა და სულ ამ სიტყვების მნიშვნელობაზე ფიქრობდა. მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, მეგობრებს შეხვდა, იმხიარულა მათთან ერთად და ყველა სადილად დაპატიჟა. შემდეგ სურსათ-სანოვაგე მიუტანა ცოლს და უბრძანა, სადილი მოემზადებინა. როდესაც ქალი ხორცს რეცხავდა, შეამჩნია, რომ უჩვეულოდ ბევრი სისხლი მოედინებოდა. ქვაბში რომ ჩადო მოსახარშად, შეძრწუნდა, რადგან სისხლის ქაფი მოიყენა კერძმა და ზედაპირზე ხან ადამიანის თავი ამოტივტივდებოდა, ხან ხელი, ხანაც ფეხის ტერფი. შეშინებულმა ქალმა ქმარს დაუძახა და ყველაფერი უამბო. კაცმა თავისი თვალით იხილა, რაც ცოლმა უთხრა და შეშფოთებული კარგა ხანს გონს ვერ მოეგო. შემდეგ ღრმად ამოიხვნეშა და თქვა:

-როგორც ჩანს, დიდად შევცოდე.

ამ სიტყვების შემდეგ ცრემლმორეული ლოცვით გავიდა შინიდან, წმინდა მოწამე ნიკიტას სახელობის მონასტერში მივიდა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და შესთხოვა, - გადაარჩინე დაღუპული სულიო.

ნიკიტას ასეთი უჩვეულო გარდასახვით გაოგნებულმა იღუმენმა უთხრა:

-თავი გამოსცადე: სამი დღის განმავლობაში მონასტრის ჭიშკართან დადექი და ყველა გამვლელ-გამომვლელის თვალწინ მოინანიე ცოდვები.

ნიკიტა ასეც მოიქცა. სამი დღე ტიროდა და ლოცულობდა, თან ყველას წინაშე ინანიებდა ცოდვებს. ამის შემდეგ მონასტრის მახლობლად დაჭაობებული ლერწმიანი ადგილი შენიშნა, სადაც უამრავი კოღო და მკბენარი იყო დაბუდებული. იმ ადგილას მივიდა, ტანსაცმელი გაიხადა და ჭაობში შევიდა და იქ სამი დღე დაჰყო.
იღუმენმა მონასტერში შეიყვანა, ბერად აღკვეცა და პატარა სენაკში დააბინავა, სადაც ნიკიტა გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა... მალე მონასტრის მახლობლად მიწაში სვეტის მაგვარი ჭა ამოთხარა, ეკლესიის ქვეშ ვიწრო ბილიკი გაიყვანა და ამგვარად მიდიოდა ეკლესიაში სალოცავად. ასეთი ღვაწლისთვის უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭი უწყალობა. ამის შემდეგ, უამრავი ადამიანის განკურნება შეძლო“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2022, 12:08 PM
პოსტი #3662


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ღვთივსათნო ცხოვრებას, განსაკუთრებით კი მონაზონმა? - ყოველდღე უნდა ფიქრობდეს, რომ ეს მისი უკანასკნელი დღეა, მაგრამ ამგვარმა ფიქრმა სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩააგდოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2022, 12:46 PM
პოსტი #3663


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარია ის მონაზონი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნებს მოშურნეობას. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ - ხუთ, ათ თუ ორმოცდაათ წელიწადს; ეს ჩვენთვის უცნობია. ქების ღირსიც ის არის, ვინც დასაწყისიდან ცხოვრების ბოლომდე მტკიცედ შეინარჩუნებს მოშურნეობას“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2022, 12:15 PM
პოსტი #3664


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ეშმაკს ჩემს გონებაში გულისთქმები, მოგონებები, მშობლებისადმი სიყვარული მოჰქონდა. მე ვამბობდი: „როგორ შევძლებ, რომ ჩემი სიყვარული ორად გავყო, ღმერთსა და ადამიანებს შორის?“ მე ამას ღვთის წინაშე მრუშობად ვთვლიდი, რამდენადაც ბერდიდი ჩვენ გვასწავლიდა, რომ უპირველესად, ღმერთი უნდა შეგვეყვარებინა და ეს სიყვარული განუყოფელი უნდა ყოფილიყო, რამეთუ ღმერთი ჩვენი ერთადერთი მამაა, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა აზრით, რომელიც უნდა შევიყვაროთ. დედაჩემი კი რა თქმა უნდა, ღვთისმშობელია. მე ვგრძნობდი მოთხოვნილებას, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი ღვთის წინაშე, რომელიც ხედავს ჩემს გულს, ვგრძნობდი, რომ მთელი ჩემი სიყვარული უკლებლად ღმერთისთვის უნდა მიმეცა“.

/მამა ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2022, 10:38 AM
პოსტი #3665


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერი ბრძოლა რას ნიშნავს? - როდესაც ბოროტი გვთავაზობს უკეთურ საქმეთა აღსრულებას, გვაწვდის უკეთურ აზრებს, ადამიანი კი ამის წინააღმდეგ აღიძვრება. მაგრამ თუ ადამიანი ამ აზრებს სიხარულით იღებს, ის არათუ ებრძვის, არამედ მეგობარიც კი ხდება დაცემული ანგელოზებისა. როგორ გარემოშიც იმყოფება მოღვაწე და რა მდგომარეობაშიც უხდება ბრძოლა, იქ უნდა მოიპოვოს ბოროტზე გამარჯვება. თუ მოღვაწეს მონაზვნისათვის შეუფერებელ გარემოში უხდება ცხოვრება, პირველ რიგში ეს გარემო უნდა დატოვოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2022, 11:18 AM
პოსტი #3666


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნის ბაგეებს ორი ფრაზა უნდა ამშვენებდეს: „როგორც მაკურთხებ“, - როცა უნდა დაემორჩილოს, და „შემინდე“ როცა პატიება უნდა ითხოვოს. და გონება ლოცვით უნდა იყოს დაკავებული: „უფალო იესო ქრისტს, შემიწყალე მე“. ხოლო თუ მონაზვნის ფიქრებსა და გულს მშობლების, მეგობრების მოგონება შეიპყრობს, უნდა იცოდეს რომ, როცა მან საერო ცხოვრება დატოვა, ღმერთმა მის ადგილას ანგელოზი მიავლინა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2022, 12:07 PM
პოსტი #3667


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი წმიდა ბერი, რომელიც უკვე ჩვენს დროში ცხოვრობდა, ამბობდა: „ბავშვობიდან მიყვარდა ეს ქვეყანა და მისი სილამაზე, მიყვარდა ჭალები და ბაღები, ღმრთისგან ბოძებული მთელი სამყარო... რა ლამაზადაა იგი შექმნილი... მიყვარდა ქათქათა ღრუბლების ყურება, რომლებიც ცის ლაჟვარდში მიცურავდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიცანი უფალი ჩემი და მან დამატყვევა, ყველაფერი შეიცვალა ჩემს სულში და უკვე აღარ მინდა, ვუყურო ამ სამყაროს, ჩემი სული განუწყვეტლივ მიისწრაფვის იმ სამყაროსკენ, სადაც ღმერთი სუფევს. როგორც ჩიტი გალიაში, ისე იტანჯება სული ჩემი მიწაზე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2022, 12:47 PM
პოსტი #3668


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარია ის მონაზონი და ქრისტიანი, რომელიც სულიერი თვალთახედვით ანგელოზებს ხედავს, მაგრამ უფრო ნეტარია ის, ვინც მარადის განჭვრეტს საკუთარ ცოდვებს და მათ სულიერი ცრემლით - გლოვითა და სინანულით ალბობს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 182 183 184 185 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th August 2025 - 07:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი