IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 182 183 184 185 186 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 20 2022, 11:44 AM
პოსტი #3661


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარი ნიკიტა მესვეტე ახალგაზრდობისას მკაცრი და მაწყენარი ბუნებით გამოირჩეოდა. ადამიანებს ბევრ ბოროტებას უკეთებდა, სასამართლოში უჩიოდა და ძარცვავდა. მეგობრებიც მისნაირი ჰყავდა. ერთხელ, თავის საქმიანობას რომ მორჩა, ეკლესიაში საღამოს ლოცვაზე მივიდა და წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვები მოისმინა: „განიბანეთ და განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა“. ამ სიტყვებმა შეაძრწუნა და სასწრაფოდ შინ დაბრუნდა. იმ ღამეს თეთრად გაათენა და სულ ამ სიტყვების მნიშვნელობაზე ფიქრობდა. მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, მეგობრებს შეხვდა, იმხიარულა მათთან ერთად და ყველა სადილად დაპატიჟა. შემდეგ სურსათ-სანოვაგე მიუტანა ცოლს და უბრძანა, სადილი მოემზადებინა. როდესაც ქალი ხორცს რეცხავდა, შეამჩნია, რომ უჩვეულოდ ბევრი სისხლი მოედინებოდა. ქვაბში რომ ჩადო მოსახარშად, შეძრწუნდა, რადგან სისხლის ქაფი მოიყენა კერძმა და ზედაპირზე ხან ადამიანის თავი ამოტივტივდებოდა, ხან ხელი, ხანაც ფეხის ტერფი. შეშინებულმა ქალმა ქმარს დაუძახა და ყველაფერი უამბო. კაცმა თავისი თვალით იხილა, რაც ცოლმა უთხრა და შეშფოთებული კარგა ხანს გონს ვერ მოეგო. შემდეგ ღრმად ამოიხვნეშა და თქვა:

-როგორც ჩანს, დიდად შევცოდე.

ამ სიტყვების შემდეგ ცრემლმორეული ლოცვით გავიდა შინიდან, წმინდა მოწამე ნიკიტას სახელობის მონასტერში მივიდა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და შესთხოვა, - გადაარჩინე დაღუპული სულიო.

ნიკიტას ასეთი უჩვეულო გარდასახვით გაოგნებულმა იღუმენმა უთხრა:

-თავი გამოსცადე: სამი დღის განმავლობაში მონასტრის ჭიშკართან დადექი და ყველა გამვლელ-გამომვლელის თვალწინ მოინანიე ცოდვები.

ნიკიტა ასეც მოიქცა. სამი დღე ტიროდა და ლოცულობდა, თან ყველას წინაშე ინანიებდა ცოდვებს. ამის შემდეგ მონასტრის მახლობლად დაჭაობებული ლერწმიანი ადგილი შენიშნა, სადაც უამრავი კოღო და მკბენარი იყო დაბუდებული. იმ ადგილას მივიდა, ტანსაცმელი გაიხადა და ჭაობში შევიდა და იქ სამი დღე დაჰყო.
იღუმენმა მონასტერში შეიყვანა, ბერად აღკვეცა და პატარა სენაკში დააბინავა, სადაც ნიკიტა გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა... მალე მონასტრის მახლობლად მიწაში სვეტის მაგვარი ჭა ამოთხარა, ეკლესიის ქვეშ ვიწრო ბილიკი გაიყვანა და ამგვარად მიდიოდა ეკლესიაში სალოცავად. ასეთი ღვაწლისთვის უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭი უწყალობა. ამის შემდეგ, უამრავი ადამიანის განკურნება შეძლო“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2022, 12:08 PM
პოსტი #3662


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ღვთივსათნო ცხოვრებას, განსაკუთრებით კი მონაზონმა? - ყოველდღე უნდა ფიქრობდეს, რომ ეს მისი უკანასკნელი დღეა, მაგრამ ამგვარმა ფიქრმა სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩააგდოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2022, 12:46 PM
პოსტი #3663


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარია ის მონაზონი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნებს მოშურნეობას. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ - ხუთ, ათ თუ ორმოცდაათ წელიწადს; ეს ჩვენთვის უცნობია. ქების ღირსიც ის არის, ვინც დასაწყისიდან ცხოვრების ბოლომდე მტკიცედ შეინარჩუნებს მოშურნეობას“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2022, 12:15 PM
პოსტი #3664


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ეშმაკს ჩემს გონებაში გულისთქმები, მოგონებები, მშობლებისადმი სიყვარული მოჰქონდა. მე ვამბობდი: „როგორ შევძლებ, რომ ჩემი სიყვარული ორად გავყო, ღმერთსა და ადამიანებს შორის?“ მე ამას ღვთის წინაშე მრუშობად ვთვლიდი, რამდენადაც ბერდიდი ჩვენ გვასწავლიდა, რომ უპირველესად, ღმერთი უნდა შეგვეყვარებინა და ეს სიყვარული განუყოფელი უნდა ყოფილიყო, რამეთუ ღმერთი ჩვენი ერთადერთი მამაა, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა აზრით, რომელიც უნდა შევიყვაროთ. დედაჩემი კი რა თქმა უნდა, ღვთისმშობელია. მე ვგრძნობდი მოთხოვნილებას, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი ღვთის წინაშე, რომელიც ხედავს ჩემს გულს, ვგრძნობდი, რომ მთელი ჩემი სიყვარული უკლებლად ღმერთისთვის უნდა მიმეცა“.

/მამა ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2022, 10:38 AM
პოსტი #3665


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერი ბრძოლა რას ნიშნავს? - როდესაც ბოროტი გვთავაზობს უკეთურ საქმეთა აღსრულებას, გვაწვდის უკეთურ აზრებს, ადამიანი კი ამის წინააღმდეგ აღიძვრება. მაგრამ თუ ადამიანი ამ აზრებს სიხარულით იღებს, ის არათუ ებრძვის, არამედ მეგობარიც კი ხდება დაცემული ანგელოზებისა. როგორ გარემოშიც იმყოფება მოღვაწე და რა მდგომარეობაშიც უხდება ბრძოლა, იქ უნდა მოიპოვოს ბოროტზე გამარჯვება. თუ მოღვაწეს მონაზვნისათვის შეუფერებელ გარემოში უხდება ცხოვრება, პირველ რიგში ეს გარემო უნდა დატოვოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2022, 11:18 AM
პოსტი #3666


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნის ბაგეებს ორი ფრაზა უნდა ამშვენებდეს: „როგორც მაკურთხებ“, - როცა უნდა დაემორჩილოს, და „შემინდე“ როცა პატიება უნდა ითხოვოს. და გონება ლოცვით უნდა იყოს დაკავებული: „უფალო იესო ქრისტს, შემიწყალე მე“. ხოლო თუ მონაზვნის ფიქრებსა და გულს მშობლების, მეგობრების მოგონება შეიპყრობს, უნდა იცოდეს რომ, როცა მან საერო ცხოვრება დატოვა, ღმერთმა მის ადგილას ანგელოზი მიავლინა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2022, 12:07 PM
პოსტი #3667


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი წმიდა ბერი, რომელიც უკვე ჩვენს დროში ცხოვრობდა, ამბობდა: „ბავშვობიდან მიყვარდა ეს ქვეყანა და მისი სილამაზე, მიყვარდა ჭალები და ბაღები, ღმრთისგან ბოძებული მთელი სამყარო... რა ლამაზადაა იგი შექმნილი... მიყვარდა ქათქათა ღრუბლების ყურება, რომლებიც ცის ლაჟვარდში მიცურავდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიცანი უფალი ჩემი და მან დამატყვევა, ყველაფერი შეიცვალა ჩემს სულში და უკვე აღარ მინდა, ვუყურო ამ სამყაროს, ჩემი სული განუწყვეტლივ მიისწრაფვის იმ სამყაროსკენ, სადაც ღმერთი სუფევს. როგორც ჩიტი გალიაში, ისე იტანჯება სული ჩემი მიწაზე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2022, 12:47 PM
პოსტი #3668


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნეტარია ის მონაზონი და ქრისტიანი, რომელიც სულიერი თვალთახედვით ანგელოზებს ხედავს, მაგრამ უფრო ნეტარია ის, ვინც მარადის განჭვრეტს საკუთარ ცოდვებს და მათ სულიერი ცრემლით - გლოვითა და სინანულით ალბობს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2022, 10:58 AM
პოსტი #3669


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც მონასტერში წასვლის მოშურნეობა აღმეძრა, სხვებსაც გავუმჟღავნე ჩემი გულისწადილი. მათ შორის ერთ-ერთი მძღოლი იყო, რომელმაც მითხრა:

-მისმინე, ევანგელოს (ჩემი საერო სახელი), ჩემი მანქანით რამდენიმე სოფელში უნდა გავიარო, შუადღისთვის, დაახლოებით პირველ-ორ საათზე გამოგივლი, ამა და ამ ადგილას დამხვდი და მონასტერში წაგიყვან.

-კეთილი, - ვუპასუხე მე.

ავიღე ერთი ჟაკეტი, დათქმულ ადგილას კლდეზე ჩამოვჯექი და გზას გავყურებდი. სანამ დათქმული დრო მოვიდოდა, მე ავდექი და წავედი. „არღა მოსრულ იყო ჟამი მისი“. როცა მონასტერში წასვლის დრო დადგა, არც მამა გამხსენებია, არც დედა, ავდექი და წავედი. თუ ზემოდან მადლი და ძალა არ მოგვეცა, ვერ წარემატები მონაზვნობაში. ამიტომ საჭიროა, რომ შენს სულში საღვთო მადლი და ტრფიალება მოვიდეს. როცა შინაგანად საღვთო ტრფიალება მოგედება, მაშინ არავის არ ჰკითხავ და დიდი გულმოდგინებით წახვალ მონასტერში“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2022, 10:23 AM
პოსტი #3670


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- მამაო, მონაზვნურ მყოფობაში რა უნდა ვიგულისხმოთ?

- მორჩილება, თავმდაბლობა, თვითდამცრობა, ლოცვის დაუშრეტელი წყურვილი. მორჩილებაში ბერისა და პირადი მოძღვრის მითითებების უცილობელი აღსრულება იგულისხმება. თავდამბლობა ყველას მიმართ და, რა თქმა უნდა, ვნებებისგან განწმენდისათვის ბრძოლაში უნდა გამოვავლინოთ. არ უნდა ვიყოთ ბევრი სხვადასხვა საქმით დაკავებული, რადგან, როგორც სამწუხაროდ ვიცით, ამგვარმა დამოკიდებულებამ ანუ შეხედულებების სხვადასხვა სისტემაზე დამოკიდებულებამ, ადამიანზე ცუდი გავლენა მოახდინა. ყველაზე დიდი საქმე სიმდაბლის და სიწმინდის მოსართვაა. აი, ასეთ შემთხვევაში მართლაც მდიდრები ვხდებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2022, 11:19 AM
პოსტი #3671


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყენილობის ვნება განსაკუთრებით მონასტერში მოღვაწე ბერებს და მოღვაწეებს ებრძვის. ამის ერთ-ერთ მიზეზად წმინდა მამა [ღირის იოანე სინელი] მრავლისმეტყველებას ასახელებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2022, 04:52 PM
პოსტი #3672


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმ პერიოდში, როცა მამა ეფრემმა [კატუნაკელი] პირველი მორჩილი მიიღო, მასთან ხშირად მოდიოდა ორი ასაკოვანი ღატაკი მონაზონი კარულიდან, და ისიც გაავსებდა ხოლმე მათ თოფრებს იმით, რაც კი სურსათ-სანოვაგე ჰქონდა სახლში. ერთხელ ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა მამა ეფრემს სხვადასხვა სანოვაგით სავსე ამანათი გამოუგზავნა. მორჩილმა ყველაფერი ცარიელ თაროებზე დააბინავა. მეორე დღეს ისევ მოვიდა იმ ორი ღატაკი მონაზონთაგან ერთ-ერთი. მამა ეფრემმა გულუხვად გაუვსო მას თოფრა, რაც კი იპოვა. წასვლისას ის მონაზონი, ჩვეულებრივ, ამბობდა ხოლმე თავისი მძიმე ხმით: „ღვთისმშობელმა გაგიმრავლოთ! ღვთისმშობელმა გაგიმრავლოთ!“ თუმცა, როცა მორჩილმა თაროები ცარიელი დაინახა, გული დაუმძიმდა და გაიფიქრა: „ჩვენ რაღას შევჭამთ?“ მეორე დღეს ორი ამანათი მოვიდა, შემდეგ სამი. ასე განსწავლა ღმერთმა მორჩილი“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2022, 12:07 PM
პოსტი #3673


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა იოსები მონაზვნებისთვის ყველაზე დიდ სათნოებად ქრისტეს მსგავს მორჩილებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ის უპირატესობას, გამოცდილი მოძღვრის მუდმივი მეთვალყურეობით, გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამ მიზეზით მოხიბლული ბევრი ენახა და ამიტომაც ფრთხილობდა. ხშირად გვეუბნებოდა: - თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2022, 12:49 PM
პოსტი #3674


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონ ლონგინოზს მალევე მოუწოდა თავისთან ღმერთმა; ის ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. ალბათ უფალმა შეიყვარა, რადგან ნამდვილად მორჩილების, სიყვარულისა და სათნოების მონაზონი იყო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2022, 11:00 AM
პოსტი #3675


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცოცხალია მონასტერში ღვთისმშობელი და ყოველთვის იქნება თქვენთან და შეგეწევათ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2022, 12:13 PM
პოსტი #3676


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვიწრო გზით სიარულში ღვთის მცნებათა აღსრულებით სიარული და ცხოვრება იგულისხმება. არსებობს ქრისტიანული წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას ქრისტიანმა იმისათვის, რომ უფალთან დაიმკვდიროს, მაგრამ მონაზონი დებს აღთქმებს, - იმ წესების აღსრულების პირობას, რომელთა შესრულებაც ქრისტიანისათვის აუცილებელი არ არის, მაგრამ ამ აღთქმას სწორედ იმიტომ დებს მონაზონი, რომ გაცილებით მეტი უნდა აღასრულოს უფლის წინაშე. ამიტომ მონაზვნობა გაცილებით ვიწრო გზით სიარულია. რადგან მოღვაწე საკუთარი ნებით ირჩევს ამას - მან პირველ რიგში მუცელი უნდა შეავიწროოს და ნაყროვანების ვნების წინააღმდეგ იბრძოლოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2022, 11:09 AM
პოსტი #3677


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ეფრემს [კატუნაკელი] ხშირად სტუმრობდა ერთი კვიპროსელი ყმაწვილი, რომელსაც მონაზვნობა სურდა. მოძღვარი ძალისაებრ შეეწეოდა მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ყმაწვილი ისევ მოვიდა კატუნკებში, როგორც დამწყები მონაზონი. მამა ეფრემს გაუხარდა. საუბრის დროს ბერმა მკაცრი იერით უთხრა მას: „მისმინე, რა გითხრა: მონაზონი შენმა ძმამ გაგხადა, რომელიც ახლა ზეცაშია“. ახალგაზრდა მონაზონს გაუკვირდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. როცა იმ მონაზონს მამამისი ესტუმრა კვიპროსიდან, მან ხელსაყრელი დრო გამონახა, რათა საიდუმლო გაეგო და ჰკითხა მას: „კი მაგრამ, ჩემი იმ დედამიშვილების გარდა, რომლებიც ცოცხლები არიან, სხვაც გვყავს?“ და გაოცებულმა ასეთი პასუხი მოისმინა: „დიახ, სხვაც გვყავდა, რომელიც პატარაობაში გარდაიცვალა, ვერ ვიპოვეთ შესაფერისი გარემოება, რომ შენთვის გვეთქვა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2022, 12:22 PM
პოსტი #3678


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა იოანე ოქროპირის აზრით, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მონოზვნობა, იგი სიყვარულის ღვაწლის გარეშე სულის გადარჩენისათვის საკმარისი არ არის”.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2022, 11:36 AM
პოსტი #3679


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განდეგილი ბერისათვის მოწყენილობა ის ცოდვაა, რომელიც სიკვდილამდე გაჰყვება. მას ეს ვნება ყოველდღიურად ებრძვის და მისგან თავის საბოლოოდ დაღწევა თითქმის შეუძლებელია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2022, 12:34 PM
პოსტი #3680


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გინდა, რომ კარგი მონაზონი გახდე? ნუ მიატოვებ ლოცვას“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 182 183 184 185 186 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 02:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი