![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3669
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მონასტერში წასვლის მოშურნეობა აღმეძრა, სხვებსაც გავუმჟღავნე ჩემი გულისწადილი. მათ შორის ერთ-ერთი მძღოლი იყო, რომელმაც მითხრა:
-მისმინე, ევანგელოს (ჩემი საერო სახელი), ჩემი მანქანით რამდენიმე სოფელში უნდა გავიარო, შუადღისთვის, დაახლოებით პირველ-ორ საათზე გამოგივლი, ამა და ამ ადგილას დამხვდი და მონასტერში წაგიყვან. -კეთილი, - ვუპასუხე მე. ავიღე ერთი ჟაკეტი, დათქმულ ადგილას კლდეზე ჩამოვჯექი და გზას გავყურებდი. სანამ დათქმული დრო მოვიდოდა, მე ავდექი და წავედი. „არღა მოსრულ იყო ჟამი მისი“. როცა მონასტერში წასვლის დრო დადგა, არც მამა გამხსენებია, არც დედა, ავდექი და წავედი. თუ ზემოდან მადლი და ძალა არ მოგვეცა, ვერ წარემატები მონაზვნობაში. ამიტომ საჭიროა, რომ შენს სულში საღვთო მადლი და ტრფიალება მოვიდეს. როცა შინაგანად საღვთო ტრფიალება მოგედება, მაშინ არავის არ ჰკითხავ და დიდი გულმოდგინებით წახვალ მონასტერში“ /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3670
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- მამაო, მონაზვნურ მყოფობაში რა უნდა ვიგულისხმოთ?
- მორჩილება, თავმდაბლობა, თვითდამცრობა, ლოცვის დაუშრეტელი წყურვილი. მორჩილებაში ბერისა და პირადი მოძღვრის მითითებების უცილობელი აღსრულება იგულისხმება. თავდამბლობა ყველას მიმართ და, რა თქმა უნდა, ვნებებისგან განწმენდისათვის ბრძოლაში უნდა გამოვავლინოთ. არ უნდა ვიყოთ ბევრი სხვადასხვა საქმით დაკავებული, რადგან, როგორც სამწუხაროდ ვიცით, ამგვარმა დამოკიდებულებამ ანუ შეხედულებების სხვადასხვა სისტემაზე დამოკიდებულებამ, ადამიანზე ცუდი გავლენა მოახდინა. ყველაზე დიდი საქმე სიმდაბლის და სიწმინდის მოსართვაა. აი, ასეთ შემთხვევაში მართლაც მდიდრები ვხდებით“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3671
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოწყენილობის ვნება განსაკუთრებით მონასტერში მოღვაწე ბერებს და მოღვაწეებს ებრძვის. ამის ერთ-ერთ მიზეზად წმინდა მამა [ღირის იოანე სინელი] მრავლისმეტყველებას ასახელებს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3672
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმ პერიოდში, როცა მამა ეფრემმა [კატუნაკელი] პირველი მორჩილი მიიღო, მასთან ხშირად მოდიოდა ორი ასაკოვანი ღატაკი მონაზონი კარულიდან, და ისიც გაავსებდა ხოლმე მათ თოფრებს იმით, რაც კი სურსათ-სანოვაგე ჰქონდა სახლში. ერთხელ ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა მამა ეფრემს სხვადასხვა სანოვაგით სავსე ამანათი გამოუგზავნა. მორჩილმა ყველაფერი ცარიელ თაროებზე დააბინავა. მეორე დღეს ისევ მოვიდა იმ ორი ღატაკი მონაზონთაგან ერთ-ერთი. მამა ეფრემმა გულუხვად გაუვსო მას თოფრა, რაც კი იპოვა. წასვლისას ის მონაზონი, ჩვეულებრივ, ამბობდა ხოლმე თავისი მძიმე ხმით: „ღვთისმშობელმა გაგიმრავლოთ! ღვთისმშობელმა გაგიმრავლოთ!“ თუმცა, როცა მორჩილმა თაროები ცარიელი დაინახა, გული დაუმძიმდა და გაიფიქრა: „ჩვენ რაღას შევჭამთ?“ მეორე დღეს ორი ამანათი მოვიდა, შემდეგ სამი. ასე განსწავლა ღმერთმა მორჩილი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3673
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა იოსები მონაზვნებისთვის ყველაზე დიდ სათნოებად ქრისტეს მსგავს მორჩილებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ის უპირატესობას, გამოცდილი მოძღვრის მუდმივი მეთვალყურეობით, გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამ მიზეზით მოხიბლული ბევრი ენახა და ამიტომაც ფრთხილობდა. ხშირად გვეუბნებოდა: - თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3674
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონ ლონგინოზს მალევე მოუწოდა თავისთან ღმერთმა; ის ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. ალბათ უფალმა შეიყვარა, რადგან ნამდვილად მორჩილების, სიყვარულისა და სათნოების მონაზონი იყო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3675
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცოცხალია მონასტერში ღვთისმშობელი და ყოველთვის იქნება თქვენთან და შეგეწევათ“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3676
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ვიწრო გზით სიარულში ღვთის მცნებათა აღსრულებით სიარული და ცხოვრება იგულისხმება. არსებობს ქრისტიანული წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას ქრისტიანმა იმისათვის, რომ უფალთან დაიმკვდიროს, მაგრამ მონაზონი დებს აღთქმებს, - იმ წესების აღსრულების პირობას, რომელთა შესრულებაც ქრისტიანისათვის აუცილებელი არ არის, მაგრამ ამ აღთქმას სწორედ იმიტომ დებს მონაზონი, რომ გაცილებით მეტი უნდა აღასრულოს უფლის წინაშე. ამიტომ მონაზვნობა გაცილებით ვიწრო გზით სიარულია. რადგან მოღვაწე საკუთარი ნებით ირჩევს ამას - მან პირველ რიგში მუცელი უნდა შეავიწროოს და ნაყროვანების ვნების წინააღმდეგ იბრძოლოს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3677
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა ეფრემს [კატუნაკელი] ხშირად სტუმრობდა ერთი კვიპროსელი ყმაწვილი, რომელსაც მონაზვნობა სურდა. მოძღვარი ძალისაებრ შეეწეოდა მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ყმაწვილი ისევ მოვიდა კატუნკებში, როგორც დამწყები მონაზონი. მამა ეფრემს გაუხარდა. საუბრის დროს ბერმა მკაცრი იერით უთხრა მას: „მისმინე, რა გითხრა: მონაზონი შენმა ძმამ გაგხადა, რომელიც ახლა ზეცაშია“. ახალგაზრდა მონაზონს გაუკვირდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. როცა იმ მონაზონს მამამისი ესტუმრა კვიპროსიდან, მან ხელსაყრელი დრო გამონახა, რათა საიდუმლო გაეგო და ჰკითხა მას: „კი მაგრამ, ჩემი იმ დედამიშვილების გარდა, რომლებიც ცოცხლები არიან, სხვაც გვყავს?“ და გაოცებულმა ასეთი პასუხი მოისმინა: „დიახ, სხვაც გვყავდა, რომელიც პატარაობაში გარდაიცვალა, ვერ ვიპოვეთ შესაფერისი გარემოება, რომ შენთვის გვეთქვა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3678
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმინდა იოანე ოქროპირის აზრით, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მონოზვნობა, იგი სიყვარულის ღვაწლის გარეშე სულის გადარჩენისათვის საკმარისი არ არის”.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3679
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„განდეგილი ბერისათვის მოწყენილობა ის ცოდვაა, რომელიც სიკვდილამდე გაჰყვება. მას ეს ვნება ყოველდღიურად ებრძვის და მისგან თავის საბოლოოდ დაღწევა თითქმის შეუძლებელია“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3680
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გინდა, რომ კარგი მონაზონი გახდე? ნუ მიატოვებ ლოცვას“
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3681
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა ეფრემი [არიზონელი] იმ კურთხეულ უმცირესობაში აღმოჩნდა, ვინც ბოლომდე გაუძლო უჩვეულო წვრთნას და წარმოუდგენელ სულიერ სიძლიერეს მიაღწია. არ უჭირდა, რადგან წრფელი გულით ხვდებოდა. რაოდენი მზრუნველობა იმალებოდა მოძღვრის მოჩვენებითი, სალანძღავი სიტყვების მიღმა.
წლების შემდეგ მამა იოსებზე დაწერილ წიგნში ეფრემ არიზონელს გულწრფელად აღმოხდება: „რა მადლიერია ახლა ჩემი სული მისი წმინდა ენის ამ ქირურგიული ჩარევის გამო“. ამას გარდა, მორჩილის ყურს მისწვდება ხმები, რომ ზურგს უკან მამა იოსები მას დიდი სიყვარულით ლოცავდა ხოლმე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3682
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ზოგჯერ ადამიანები ტყუილებს ყურადღების მისაქცევად და სხვათა გასამხიარულებლად თხზავენ. წმინდა მამა [იოანე სინელი] ძირითადად აქცენტს აკეთებს მონასტერში მცხოვრებ ბერ-მონაზვნებზე, რომლებიც გლოვასა და სინანულში უნდა იყვნენ ცოდვათა გამო. გლოვის დროს სიცილი და მხიარულება რყვნის მას და სინანულის შედეგად მოპოვებულ სულიერ მიღწევებსაც აცამტვერებს. ტყუილი და მხიარულება ეშმაკის ხრიკია, რათა ადამიანი უფალს დააშოროს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3683
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმ. ნექტარიოსთან, ეგინაზე, ერთი გოგონა მივიდა სამონაზვნოდ. მოძღვარმა მას უთხრა:
-შვილო, მონასტერში ათი-თხუთმეტი ცხვარი გვყავს და ისინი უნდა მწყემსო. -როგორც მაკურთხებთ, - უპასუხა გოგონამ. გავიდა რამდენიმე დღე. -მამაო, გულისსიტყვები მებრძვის. მე აქ სამონაზვნოდ მოვედი და არა იმისათვის, რომ ცხვრები ვმწყემსო, - უთხრა გოგონამ. -შვილო ჩემო, როცა მსახურების დროს ვაკმევ, სტასიდში გხედავ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ცხვრებს მწყემსავდა, გონებით ტაძარში იყო და ლოცულობდა: და ამიტომაც ხედავდა მას სტასიდში წმ. ნექტარიოსი“. /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3684
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეფრემ არიზონელმა 12 წელიწადი დაჰყო მორჩილებაში წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ტაძარში. ერთადერთი ბარათი გაუგზავნა დედას წმინდა მთიდან: „აქ ჩვენ წყლით კი არა, ცრემლით განვიბანებით ხოლმე“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3685
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამა [იოანე სინელი] მოღვაწეებს მოუწოდებს, არ გაეკარონ იმ ადგილს, სადაც მათი აღთქმა შეიძლება დაარღვევინონ. დავით წინასწარმეტყველიც კი აღმოჩნდა სიძვის ცოდვაში. წმინდა მამა მონაზვნებს მოუწოდებს, არასოდეს დააჯერონ თავი, რომ ბოროტის დამარცხებას ადვილად შეძლებენ. ამიტომ უმჯობესია, მონაზონი საერთოდ განეშოროს ისეთ გარემოს, სადაც ბოროტი ადვილად შეებრძოლება და ადვილად დაამარცხებს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3686
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„საერო ცხოვრებაში, როცა მამა გარდაიცვლება, მის ქონებას შვილები ინაწილებენ. დავუშვათ, მამას აქვს ასი დრაქმა და ჰყავს ოთხი შვილი. შვილები მამის მემკვიდრეობას თანაბრად ინაწილებენ, თითოეული ოცდახუთ დრაქმას მიიღებს.
სულიერ ცხოვრებაში ასე არ არის. თუ მორჩილს თავისი მოძღვრის მიმართ აქვს ოცი პროცენტი რწმენა, კრძალულება, თავდადება, პატივისცემა, შესაბამის სულიერ ძალას მიიღებს. ვიღაცას ორი აქვს - ორს მიიღებს; ვიღაცას - ოთხმოცი, ოთხმოცს მიიღებს. ამის მაგალითი სახარებაშიც არის მოცემული. ქრისტემ თქვა: „რომელმან შეგიწყნარნეს თქვენ, მე შემიწყნარა; [...] რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს“. ასეა სულიერებაში - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი კრძალულება და სიყვარული გაქვს მოძღვრის მიმართ“ /ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3687
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბევრი მიიჩნევს, რომ მონაზვნების შრომა (და ძირითადად ლოცვა) უსარგებლოა და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. მათ არ შეუძლიათ დაინახონ, რომ ლოცვა „სულიერი მოღვაწეობა, სისხლისმღვრელ ბრძოლაში და მუდმივ მღვიძარებაში შესვლაა“. მათ ისიც კი არ სურთ იცოდნენ, რომ ვიღაც მათთვის და მათი პრობლემების მოგვარებისათვის ლოცულობს. ამრიგად, ისინი თავად მონაზვნობის ინსტიტუტის მოწინააღმდეგეებად და ეშმაკის იარაღებად გადაიქცევიან. ასევე, ეშმაკი ცდილობს, ისინი, ვინც აღკვეცისათვის ემზადებიან ხორციელ ცოდვაში ჩააგდონ, მათი სულიერი ფრთები წაკვეცონ და დაწვან, ერთი სიტყვით, ყოველნაირად ცდილობენ, სამონასტრო ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა მაქსიმალურად გაართულონ. სწორედ ამიტომ ითქვა, რომ რაც უფრო შთამბეჭდავი იყო ერში მიღებული სიამოვნება, მონაზვნობისათვის განწმენდის პროცესი მით მეტად მძიმე და მტკივნეული იქნება“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3688
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,254 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოწყინების ვნება განსაკუთრებით უტევს დ ეუფლება განმარტოებით მოღვაწე და გადეგილ ბერებს“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th August 2025 - 09:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი