IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 183 184 185 186 187 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 10 2022, 11:31 AM
პოსტი #3681


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ეფრემი [არიზონელი] იმ კურთხეულ უმცირესობაში აღმოჩნდა, ვინც ბოლომდე გაუძლო უჩვეულო წვრთნას და წარმოუდგენელ სულიერ სიძლიერეს მიაღწია. არ უჭირდა, რადგან წრფელი გულით ხვდებოდა. რაოდენი მზრუნველობა იმალებოდა მოძღვრის მოჩვენებითი, სალანძღავი სიტყვების მიღმა.

წლების შემდეგ მამა იოსებზე დაწერილ წიგნში ეფრემ არიზონელს გულწრფელად აღმოხდება: „რა მადლიერია ახლა ჩემი სული მისი წმინდა ენის ამ ქირურგიული ჩარევის გამო“. ამას გარდა, მორჩილის ყურს მისწვდება ხმები, რომ ზურგს უკან მამა იოსები მას დიდი სიყვარულით ლოცავდა ხოლმე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2022, 11:50 AM
პოსტი #3682


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგჯერ ადამიანები ტყუილებს ყურადღების მისაქცევად და სხვათა გასამხიარულებლად თხზავენ. წმინდა მამა [იოანე სინელი] ძირითადად აქცენტს აკეთებს მონასტერში მცხოვრებ ბერ-მონაზვნებზე, რომლებიც გლოვასა და სინანულში უნდა იყვნენ ცოდვათა გამო. გლოვის დროს სიცილი და მხიარულება რყვნის მას და სინანულის შედეგად მოპოვებულ სულიერ მიღწევებსაც აცამტვერებს. ტყუილი და მხიარულება ეშმაკის ხრიკია, რათა ადამიანი უფალს დააშოროს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2022, 12:10 PM
პოსტი #3683


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმ. ნექტარიოსთან, ეგინაზე, ერთი გოგონა მივიდა სამონაზვნოდ. მოძღვარმა მას უთხრა:

-შვილო, მონასტერში ათი-თხუთმეტი ცხვარი გვყავს და ისინი უნდა მწყემსო.

-როგორც მაკურთხებთ, - უპასუხა გოგონამ.

გავიდა რამდენიმე დღე.

-მამაო, გულისსიტყვები მებრძვის. მე აქ სამონაზვნოდ მოვედი და არა იმისათვის, რომ ცხვრები ვმწყემსო, - უთხრა გოგონამ.

-შვილო ჩემო, როცა მსახურების დროს ვაკმევ, სტასიდში გხედავ.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ცხვრებს მწყემსავდა, გონებით ტაძარში იყო და ლოცულობდა: და ამიტომაც ხედავდა მას სტასიდში წმ. ნექტარიოსი“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2022, 12:23 PM
პოსტი #3684


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეფრემ არიზონელმა 12 წელიწადი დაჰყო მორჩილებაში წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ტაძარში. ერთადერთი ბარათი გაუგზავნა დედას წმინდა მთიდან: „აქ ჩვენ წყლით კი არა, ცრემლით განვიბანებით ხოლმე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2022, 10:12 AM
პოსტი #3685


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამა [იოანე სინელი] მოღვაწეებს მოუწოდებს, არ გაეკარონ იმ ადგილს, სადაც მათი აღთქმა შეიძლება დაარღვევინონ. დავით წინასწარმეტყველიც კი აღმოჩნდა სიძვის ცოდვაში. წმინდა მამა მონაზვნებს მოუწოდებს, არასოდეს დააჯერონ თავი, რომ ბოროტის დამარცხებას ადვილად შეძლებენ. ამიტომ უმჯობესია, მონაზონი საერთოდ განეშოროს ისეთ გარემოს, სადაც ბოროტი ადვილად შეებრძოლება და ადვილად დაამარცხებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2022, 10:45 AM
პოსტი #3686


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საერო ცხოვრებაში, როცა მამა გარდაიცვლება, მის ქონებას შვილები ინაწილებენ. დავუშვათ, მამას აქვს ასი დრაქმა და ჰყავს ოთხი შვილი. შვილები მამის მემკვიდრეობას თანაბრად ინაწილებენ, თითოეული ოცდახუთ დრაქმას მიიღებს.

სულიერ ცხოვრებაში ასე არ არის. თუ მორჩილს თავისი მოძღვრის მიმართ აქვს ოცი პროცენტი რწმენა, კრძალულება, თავდადება, პატივისცემა, შესაბამის სულიერ ძალას მიიღებს. ვიღაცას ორი აქვს - ორს მიიღებს; ვიღაცას - ოთხმოცი, ოთხმოცს მიიღებს.

ამის მაგალითი სახარებაშიც არის მოცემული. ქრისტემ თქვა: „რომელმან შეგიწყნარნეს თქვენ, მე შემიწყნარა; [...] რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს“. ასეა სულიერებაში - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი კრძალულება და სიყვარული გაქვს მოძღვრის მიმართ“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2022, 11:48 AM
პოსტი #3687


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბევრი მიიჩნევს, რომ მონაზვნების შრომა (და ძირითადად ლოცვა) უსარგებლოა და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. მათ არ შეუძლიათ დაინახონ, რომ ლოცვა „სულიერი მოღვაწეობა, სისხლისმღვრელ ბრძოლაში და მუდმივ მღვიძარებაში შესვლაა“. მათ ისიც კი არ სურთ იცოდნენ, რომ ვიღაც მათთვის და მათი პრობლემების მოგვარებისათვის ლოცულობს. ამრიგად, ისინი თავად მონაზვნობის ინსტიტუტის მოწინააღმდეგეებად და ეშმაკის იარაღებად გადაიქცევიან. ასევე, ეშმაკი ცდილობს, ისინი, ვინც აღკვეცისათვის ემზადებიან ხორციელ ცოდვაში ჩააგდონ, მათი სულიერი ფრთები წაკვეცონ და დაწვან, ერთი სიტყვით, ყოველნაირად ცდილობენ, სამონასტრო ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა მაქსიმალურად გაართულონ. სწორედ ამიტომ ითქვა, რომ რაც უფრო შთამბეჭდავი იყო ერში მიღებული სიამოვნება, მონაზვნობისათვის განწმენდის პროცესი მით მეტად მძიმე და მტკივნეული იქნება“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2022, 10:16 AM
პოსტი #3688


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყინების ვნება განსაკუთრებით უტევს დ ეუფლება განმარტოებით მოღვაწე და გადეგილ ბერებს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2022, 10:31 AM
პოსტი #3689


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, როცა დამწყები მონაზონი ვიყავი, ხორციელი ბრძოლა მქონდა. საღამოს დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ხორციელი ბრძოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ ვიძინებდი. სკვნილზე მხურვალე ლოცვა დავიწყე. მაშინ ასეთი ჩვენება ვიხილე: ეზოს ჭიშკართან ეშმაკი იდგა, როგორც მას მამები აღწერენ - რქებით, შავი ფრთებით და ა.შ. და ხარხარებდა. მოახლოებას ვერ ბედავდა, რადგან მოუკლებლად ვლოცულობდი. შემდეგ წავედი და ეს ამბავი ბერ იოსებს ვუამბე. მან მითხრა: „ხედავ, შვილო, რომ ლოცვის ძალით ეშმაკი გარბის და ახლოს ვერ გეკარება?“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2022, 10:21 AM
პოსტი #3690


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები ლოცვის აღმვლენელები არიან. ქრისტეს მადლით მათ ისეთ სივრცეებში შეუძლიათ შეღწევა და იმ სივრცეების განადგურება, რომლებიც ეშმაკის მორჩილებაში იმყოფებიან. უწყვეტი ლოცვით იქაურ ძალაუფლებას სწორედაც მონაზვნები მუსრავენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2022, 12:00 PM
პოსტი #3691


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ნებისმიერი სხვა ღვაწლის დროს, ბოროტს უპოვარებაში მყოფი მონაზვნების მიმართაც აქვს საკუთარი ხრიკები. ასეთ მოღვაწეებს ბოროტი „აქეთ-იქით სიარულის“ - სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობის სურვილის აღძვრით ებრძვის, რათა მოღვაწეობის ადგილს ხშირად მოსწყვიტოს და მისი სული დაიმორჩილოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2022, 11:27 AM
პოსტი #3692


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიენდოს საკუთარ გულისსიტყვას. თუ მოძღვარი მონასტერში არ იმყოფება, ჰკითხე სხვა ძმას და, რასაც გეტყვის, დაემორჩილე. ასც ისე ადვილია საკუთარი თავი სხვებს დაუმორჩილო, მაგრამ სხვაგვარად გამორიცხულია. თუ გინდა მონაზვნური კანონით იცხოვრო, ამ გზას უნდა შუდგე“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2022, 11:19 AM
პოსტი #3693


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერდიდი ქ. მოგვითხრობს, თუ რა უთხრა მას თავის მონანიების მონასტრის (ანუ სადაც ის თავდაპირველად დასახლდა და ბერად აღიკვეცა) კარის მცველმა, მისი მთაწმინდაზე მისვლის პირველ დღეს:

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქვენ აქ მონაზვნად აღკვეცისთვის მოხვედით? მაშინ მისმინე, მონასტერი ღუმელია, მაგრამ არა ცეცხლით სავსე, არამედ ადამიანებით. გესმის? ადამიანებით, რომლებიც სულით ალმასზე მტკიცენნი არიან. ისინი შემოდიან აქ და იწმინდებიან. როგორ? საკუთარი ნების მოკვეთით... კინოვიური მონასტერი განსხვავებულ ადამიანებს იღებს, განსხვავებული აზრებით. საკუთარი ნების მოკვეთით ეს განსხვავებული აზრები საერთო აზრად გადაიქცევა. შენ კი,შვილო, თუ მონასტერში დარჩენა გინდა, მიჰბაძე გველს. როგორც ის ვიწრო ადგილას გასვლისას საშინელი ტკივილების განცდით იძრობს საკუთარ ტყავს, ასევე შენც უნდა გამოიბრძმედო სიმწარისა და განსაცდელების ქურაში“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2022, 10:15 AM
პოსტი #3694


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ექიმი დილით მოინახულებს ხოლმე ავადმყოფებს, ხოლო მოწყენილობა შუადღისას ეწვევა დაყუდებულს“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2022, 10:19 AM
პოსტი #3695


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი სახლის ზემოთ, ერთ სადაყუდებულოში, სადაც ახლა მამა გედეონია, ერთი ეშმაკეული მონაზონი ცხოვრობდა. მისი ბერები ხანდაზმულები იყვნენ და არ შეეძლოთ საზიარებლად ჩვენთან წირვაზე ევლოთ, ამიტომ მე მივდიოდი და ვაზიარებდი.

შევიდოდი საკურთხეველში, გამოვაბრძანებდი სანაწილეს, მოდიოდნენ ბერები აღსავლის კართან და ვაზიარებდი. როცა მათ ვუახლოვდებოდი, ეს ეშმაკეული მონაზონი მეუბნებოდა:

-ეშმაკი იქ, კუთხეში დგას.

-ხედავ მას? - ვეკითხებოდი.

-დიახ, ვხედავ. როცა იესო ლოცვას ვამბობ, ეშმაკი შფოთავს; როცა მეორედ ვიტყვი ლოცვას, დუჟი გადმოდის; მესამე თქმაზე ეშმაკი უჩინარდება!

აი, რა ძალა აქვს იესოს ლოცვას“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2022, 10:25 AM
პოსტი #3696


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ათონზე სულიერად გაძლიერდა [ეფრემ არიზონელი] და რწმენაში გაიზარდა წმინდა ძმებში უმრწემესი. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ მოსცილებია მამა იოსებ ათონელს, რომელიც უპირობოდ მიიღო თავის მოძღვრად. მხოლოდ ორჯერ გაიგონა საკუთარი სახელი სულიერი მშობლისგან. ჩვეულებრივ, ოსტატურად შერჩეული დამცინავი ეპითეტებით უხმობდა მამა იოსები ვოლოსელ მორჩილს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2022, 09:51 AM
პოსტი #3697


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეიძლება ყველა ვნებას საწინააღმდეგო სათნოება და საქმე დაუპირისპირდეს, მაგრამ მოწყენილობას - არცერთი. მოწყენილობის საწინააღმდეგო - ეს არის მხიარულება, რომელსაც ადამიანი თუკი მოწყენილობას დაუპირისპირებს, ერთი ვნებიდან მეორეში აღმოჩნდება. მოწყენილობას უნდა ვებრძოლოთ თავის იძულებით - ლოცვა არ გვინდა? დავაძალოთ თავს, რომ ვილოცოთ. გვინდა მონასტრის დატოვება? - არ უნდა დავტოვოთ... სწორედ მსგავსი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამ საშინელი ვნების წინააღმდეგ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2022, 11:12 AM
პოსტი #3698


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბევრი მოდის და მეკითხება:

-როგორ გგონიათ, გავხდები მონაზონი?

-რომც ვილოცო და ღვთისგან გულსავსება მივიღო, მაინც არ გეტყვი, არა. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ვილოცო, რათა იმ გზის არჩევა შეძლო, რომელიც გსურს, და არა ის, რომ გითხრა, გახდები თუ არა მონაზონი. რადგან ხვალ-ზეგ არ ვიცი, რა მოხდება, და მერე იტყვიან: „ჩემს უბედურებაში მამა ეფრემია დამნაშავეო!“ ამიტომ არაფერს გეტყვი. შენ თვითონ უნდა აირჩიო, რომელ გზას დაადგე. აი, მიდი მსწრაფლშემსმენელთან, კარის ღვთისმშობელთან - სასწაულთმოქმედ ხატებთან, ილოცე პარაკლისი და ევედრე ღვთისმშობელს, რომ გიჩვენოს, რომელი გზა უნდა აირჩიო. გარდა ამისა, განა შეიძლება, ჩემი მოშურნეობით წარემატო? ცხადია, არა“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2022, 11:02 AM
პოსტი #3699


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან“

/გიორგი მერჩულე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2022, 10:35 AM
პოსტი #3700


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,746
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მოწყენილობის ეშმაკი განსაკუთრებით განმარტოებით მოღვაწეებს, განდეგილ ბერებს ებრძვის, რათა მათთან ბრძოლა გაცილებით უადვილდებაო, - ბრძანებს წმინდა მამა [იოანე სინელი]“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 183 184 185 186 187 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 02:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი