IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 184 185 186 187 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 18 2022, 10:31 AM
პოსტი #3689


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, როცა დამწყები მონაზონი ვიყავი, ხორციელი ბრძოლა მქონდა. საღამოს დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ხორციელი ბრძოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ ვიძინებდი. სკვნილზე მხურვალე ლოცვა დავიწყე. მაშინ ასეთი ჩვენება ვიხილე: ეზოს ჭიშკართან ეშმაკი იდგა, როგორც მას მამები აღწერენ - რქებით, შავი ფრთებით და ა.შ. და ხარხარებდა. მოახლოებას ვერ ბედავდა, რადგან მოუკლებლად ვლოცულობდი. შემდეგ წავედი და ეს ამბავი ბერ იოსებს ვუამბე. მან მითხრა: „ხედავ, შვილო, რომ ლოცვის ძალით ეშმაკი გარბის და ახლოს ვერ გეკარება?“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2022, 10:21 AM
პოსტი #3690


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები ლოცვის აღმვლენელები არიან. ქრისტეს მადლით მათ ისეთ სივრცეებში შეუძლიათ შეღწევა და იმ სივრცეების განადგურება, რომლებიც ეშმაკის მორჩილებაში იმყოფებიან. უწყვეტი ლოცვით იქაურ ძალაუფლებას სწორედაც მონაზვნები მუსრავენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2022, 12:00 PM
პოსტი #3691


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ნებისმიერი სხვა ღვაწლის დროს, ბოროტს უპოვარებაში მყოფი მონაზვნების მიმართაც აქვს საკუთარი ხრიკები. ასეთ მოღვაწეებს ბოროტი „აქეთ-იქით სიარულის“ - სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობის სურვილის აღძვრით ებრძვის, რათა მოღვაწეობის ადგილს ხშირად მოსწყვიტოს და მისი სული დაიმორჩილოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2022, 11:27 AM
პოსტი #3692


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიენდოს საკუთარ გულისსიტყვას. თუ მოძღვარი მონასტერში არ იმყოფება, ჰკითხე სხვა ძმას და, რასაც გეტყვის, დაემორჩილე. ასც ისე ადვილია საკუთარი თავი სხვებს დაუმორჩილო, მაგრამ სხვაგვარად გამორიცხულია. თუ გინდა მონაზვნური კანონით იცხოვრო, ამ გზას უნდა შუდგე“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2022, 11:19 AM
პოსტი #3693


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერდიდი ქ. მოგვითხრობს, თუ რა უთხრა მას თავის მონანიების მონასტრის (ანუ სადაც ის თავდაპირველად დასახლდა და ბერად აღიკვეცა) კარის მცველმა, მისი მთაწმინდაზე მისვლის პირველ დღეს:

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქვენ აქ მონაზვნად აღკვეცისთვის მოხვედით? მაშინ მისმინე, მონასტერი ღუმელია, მაგრამ არა ცეცხლით სავსე, არამედ ადამიანებით. გესმის? ადამიანებით, რომლებიც სულით ალმასზე მტკიცენნი არიან. ისინი შემოდიან აქ და იწმინდებიან. როგორ? საკუთარი ნების მოკვეთით... კინოვიური მონასტერი განსხვავებულ ადამიანებს იღებს, განსხვავებული აზრებით. საკუთარი ნების მოკვეთით ეს განსხვავებული აზრები საერთო აზრად გადაიქცევა. შენ კი,შვილო, თუ მონასტერში დარჩენა გინდა, მიჰბაძე გველს. როგორც ის ვიწრო ადგილას გასვლისას საშინელი ტკივილების განცდით იძრობს საკუთარ ტყავს, ასევე შენც უნდა გამოიბრძმედო სიმწარისა და განსაცდელების ქურაში“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2022, 10:15 AM
პოსტი #3694


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ექიმი დილით მოინახულებს ხოლმე ავადმყოფებს, ხოლო მოწყენილობა შუადღისას ეწვევა დაყუდებულს“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2022, 10:19 AM
პოსტი #3695


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი სახლის ზემოთ, ერთ სადაყუდებულოში, სადაც ახლა მამა გედეონია, ერთი ეშმაკეული მონაზონი ცხოვრობდა. მისი ბერები ხანდაზმულები იყვნენ და არ შეეძლოთ საზიარებლად ჩვენთან წირვაზე ევლოთ, ამიტომ მე მივდიოდი და ვაზიარებდი.

შევიდოდი საკურთხეველში, გამოვაბრძანებდი სანაწილეს, მოდიოდნენ ბერები აღსავლის კართან და ვაზიარებდი. როცა მათ ვუახლოვდებოდი, ეს ეშმაკეული მონაზონი მეუბნებოდა:

-ეშმაკი იქ, კუთხეში დგას.

-ხედავ მას? - ვეკითხებოდი.

-დიახ, ვხედავ. როცა იესო ლოცვას ვამბობ, ეშმაკი შფოთავს; როცა მეორედ ვიტყვი ლოცვას, დუჟი გადმოდის; მესამე თქმაზე ეშმაკი უჩინარდება!

აი, რა ძალა აქვს იესოს ლოცვას“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2022, 10:25 AM
პოსტი #3696


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ათონზე სულიერად გაძლიერდა [ეფრემ არიზონელი] და რწმენაში გაიზარდა წმინდა ძმებში უმრწემესი. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ მოსცილებია მამა იოსებ ათონელს, რომელიც უპირობოდ მიიღო თავის მოძღვრად. მხოლოდ ორჯერ გაიგონა საკუთარი სახელი სულიერი მშობლისგან. ჩვეულებრივ, ოსტატურად შერჩეული დამცინავი ეპითეტებით უხმობდა მამა იოსები ვოლოსელ მორჩილს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2022, 09:51 AM
პოსტი #3697


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეიძლება ყველა ვნებას საწინააღმდეგო სათნოება და საქმე დაუპირისპირდეს, მაგრამ მოწყენილობას - არცერთი. მოწყენილობის საწინააღმდეგო - ეს არის მხიარულება, რომელსაც ადამიანი თუკი მოწყენილობას დაუპირისპირებს, ერთი ვნებიდან მეორეში აღმოჩნდება. მოწყენილობას უნდა ვებრძოლოთ თავის იძულებით - ლოცვა არ გვინდა? დავაძალოთ თავს, რომ ვილოცოთ. გვინდა მონასტრის დატოვება? - არ უნდა დავტოვოთ... სწორედ მსგავსი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამ საშინელი ვნების წინააღმდეგ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2022, 11:12 AM
პოსტი #3698


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბევრი მოდის და მეკითხება:

-როგორ გგონიათ, გავხდები მონაზონი?

-რომც ვილოცო და ღვთისგან გულსავსება მივიღო, მაინც არ გეტყვი, არა. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ვილოცო, რათა იმ გზის არჩევა შეძლო, რომელიც გსურს, და არა ის, რომ გითხრა, გახდები თუ არა მონაზონი. რადგან ხვალ-ზეგ არ ვიცი, რა მოხდება, და მერე იტყვიან: „ჩემს უბედურებაში მამა ეფრემია დამნაშავეო!“ ამიტომ არაფერს გეტყვი. შენ თვითონ უნდა აირჩიო, რომელ გზას დაადგე. აი, მიდი მსწრაფლშემსმენელთან, კარის ღვთისმშობელთან - სასწაულთმოქმედ ხატებთან, ილოცე პარაკლისი და ევედრე ღვთისმშობელს, რომ გიჩვენოს, რომელი გზა უნდა აირჩიო. გარდა ამისა, განა შეიძლება, ჩემი მოშურნეობით წარემატო? ცხადია, არა“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2022, 11:02 AM
პოსტი #3699


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან“

/გიორგი მერჩულე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2022, 10:35 AM
პოსტი #3700


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მოწყენილობის ეშმაკი განსაკუთრებით განმარტოებით მოღვაწეებს, განდეგილ ბერებს ებრძვის, რათა მათთან ბრძოლა გაცილებით უადვილდებაო, - ბრძანებს წმინდა მამა [იოანე სინელი]“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2022, 12:34 PM
პოსტი #3701


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თითოეული გულისსიტყვისთვის განვისჯებით. გულისსიტყვებზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი წინსვლა თუ უკუსვლა. მონაზონი მარტო საქმეებით როდი განიკითხება, არამედ გულისსიტყვებითაც. ბოროტი გულისსიტყვა შეიწყნარე? პასუხს აგებ. შენ იტყვი: „კი მაგრამ, განა შესაძლებელია გულისსიტყვების მოკრება?“ კეთილი, მაგრამ როდესაც გონება გაგირბის, ისევ უნდა მოიკრიბო“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2022, 10:39 AM
პოსტი #3702


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კურთხეული და სულიერი ნიჭებით დაჯილდოებული ბერდიდი, ამბაკუმ უხამლო, მგზავრებს ყოველთვის სიყვარულით ხვდებოდა. მათი სახით ის თვით უფალ იესო ქრისტეს მასპინძლობდა, ვითარცა ბრძანებს წმინდა სახარება: რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე“. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მან, თავის კელიაში, ორ მომლოცველ ერისკაცს უმასპინძლა.

-გელოდებოდით, - უთხრა მათ, - ღმერთმა მაუწყა: ხვალ, ამბაკუმ, შენთან ხალხი მოვა და მოემზადე (ანუ რომ არაფერი ვთქვა დაუფიქრებლად, არამედ კარგად და წმინდად ვისაუბრო). მიხარია თქვენი დანახვა, ყოველთვის მიხარია, როცა ღვთის ხალხის მოსვლას ველოდები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 1 2023, 11:38 AM
პოსტი #3703


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორ ვისწავლოთ ფრენა

„პატარა ბიჭუნამ, რომელმაც ბერებს პირველად მოჰკრა თვალი, მამას ჰკითხა: „მამა, რატომ აცვიათ ბერებს ასეთი უცნაური სამოსი?“ – „შვილო, ეს საიდუმლო ცოტამ თუ იცის. საქმე ისაა, რომ ბერებს ფრთები ეზრდებათ და როდესაც ხალხი იძინებს, მათ ფრენა შეუძლიათ. დღისით ისინი ფრთებს თავიანთი სამოსის ქვეშ მალავენ. ამიტომ ბერების ფრენას ვერავინ ხედავს“ - ღიმილით უამბო მამა. „მამა, მეც მინდა ბერობა და ფრენის სწავლა!“ - წამოიძახა ბიჭუნამ. „თუ ჭეშმარიტ ბერობას შეძლებ და მე მეცოდინება, რომ ჩემი შვილი წმიდა კაცია, მაშინ ნამდვილად შეგეძლება ფრენა!“ - მიუგო მამამ."

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:

„როდესაც მიხვდები, რომ ბერობა განსხვავებული სამოსი კი არა, უმწიკვლო გულია, ჭეშმარიტი ბერი გახდები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2023, 01:16 PM
პოსტი #3704


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„მინდა გთხოვოთ, თქვენს ლოცვებში არ დაივიწყოთ მონაზვნები და ისინი, ვინც მონაზვნობას ესწრაფვის. მათი მისამართით წარმოთქვით: „უფალო, იესო ქრისტე, შეიწყალე მონანი შენნი“ - და „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, დაიფარე მონანი შენნი“. მონაზვნობისათვის მომზადების პროცესში ბოროტი მათ მიმართ ისეთი ადამიანების სიყვარულს მიმართავს, ვინც მათ მიმართ ადრე გულგრილი იყო. ესენი შეიძლება იყვნენ ნათესავები, მეგობრები (მათ შორის სულიერი) ისინი სიყვარულს ლამაზი სიტყვებით ამჟღავნებენ და მათ მიმართ საგანგებო ინტერესს ავლენენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2023, 12:46 PM
პოსტი #3705


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მოღვაწეს სურვილი აქვს, დატოვოს მოღვაწეობის ადგილი და წავიდეს განსაცდელში მყოფი მოყვასის მოსანახულებლად და სანუგეშოდ, თავადვე საჭიროებს ნუგეშს. ეს ბოროტისაგან მოწოდებული მზაკვრული ხრიკია, რათა მონასტრიდან გაიტყუოს და მისი სული დაღუპოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2023, 10:43 AM
პოსტი #3706


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩემთან კელიაში მონაზონი მოვიდა ერთ-ერთი მონასტრიდან და მითხრა: „კი მაგრამ, მოძღვარი უშეცდომოა? არასდროს არის დამნაშავე?“ მე მას ვუპასუხე: „მისმინე, შვილო. თუ მონაზვნურ ცხოვრებას ასეთ საფუძველს დაუდებ, რომ მოძღვარია დამნაშავე, ვერასდროს წარემატები. რისთვის მოხვედი მონასტერში? მოძღვარს რომ დაემორჩილო, თუ რომ განსაჯო იგი, როდის ამბობს სიმართლეს და როდის - არა?“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2023, 11:18 AM
პოსტი #3707


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეუღლე და ბერობა

„ორმოცდაათი წლის კაცმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა და ეს ამბავი ცოლსა და სრულწლოვან შვილებს შეატყობინა. ცოლს ცრემლი წასკდა, ნაწყენი შვილები კი იატაკს დასცქეროდნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი ვაჟები და გოგონები მამას მოეხვივნენ: „მამა, ჩვენთან დარჩი! ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ!“ – „მართლაც, ასეა!“ - კვერი დაუკრა ცოლმა. ახლობლების შეშფოთებისა და უკმაყოფილების შემხედვარე ბერობის კანდიდატმა უხერხულად ჩაილაპარაკა: „რა გაეწყობა, კარგი, კარგი! რადგან ასე გსურთ, თქვენთან დავრჩები და ბერად არ აღვიკვეცები!“ გამხიარულებულ ბავშვებსა და გახარებულ ცოლს გუნება გამოუკეთდათ.

რამდენიმე დღეში ცოლ-ქმარს მორიგი უსიამოვნება მოუვიდათ ერთმანეთში. კამათში უფროსი შვილებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ ყველამ ერთხმად განაცხადა: „მამა, ამ გაუთავებელ ჩხუბს, ნამდვილად აჯობებდა, რომ ბერად აღკვეცილიყავი!“ – „მართლაც, ასეა!“ - კვერი დაუკრა ცოლმა. კაცმა კი მხოლოდ ხელები გაშალა...“

საერო ცხოვრების მიტოვებას შეუპოვრობა სჭირდება; საერო ცხოვრებაში დარჩენას კი - მიჯაჭვულობა“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 6 2023, 10:28 AM
პოსტი #3708


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ერთ-ერთი მონაზვნის ქიროტონიისთვის ემზადებოდნენ. ის უკვე აკურთხეს დიაკვნად. ქიროტონიის დღეს იღუმენი მონასტრის კარიბჭიდან გამოვიდა და საპატიო სტუმრებს - მიტროპოლიტსა და მოწვეულ ოფიციალურ პირებს ელოდებოდა, რომლებიც წვეულებაზე მისვლას აპირებდნენ. იღუმენის გვერდით ავლით ბევრი ადამიანი შედიოდა მონასტერში: ესენი იყვნენ უბრალო მორწმუნეები, მონაზვნები და სხვები. მეორე დღეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა, იღუმენმა საძმო შეკრიბა და მიმართა:

- ძვირფასო მამებო, საჭიროება მოითხოვს, რომ გარკვეული დროით დაგტოვოთ. უნდა წავიდე, რათა უკეთესად დავინახო საკუთარი თავი.

- რატომ გვტოვებ, მამაო, ჩვენ ხომ ძლიერ გვიყვარხარ!

- დიახ, ასეა, მაგრამ გუშინ ერთ რამეს მივხვდი.

- რას მიხვდით, გერონდა? - ჰკითხეს მათ.

- როდესაც კარიბჭესთან ვიდექი და სტუმრებს ველოდი, შევამჩნიე, რომ თუ ცნობილი ადამიანი ან რომელიმე ოფიციალური პირი შემოდიოდა, მღელვარებისაგან ხელები მიოფლიანდებოდა, ხოლო როდესაც უბრალო მომლოცველნი შემოდიოდნენ, ჩემი ხელები, ჩვეულებრივ, მშრალი რჩებოდა. მე სხვადასხვანაირად ვრეაგირებდი ადამიანებზე.

- კი, მაგრამ რა არის ამაში უჩვეულო? განა ეს ბუნებრივი არ არის?

-შესაძლებელია, თქვენთვის ეს ბუნებრივია, მაგრამ მე, როგორც თქვენს მწყემსს, უკვე უნდა მესწავლა ყველას ერთნაირი სიყვარული და თანაბრად კომფორტულად უნდა მეგრძნო თავი ყველასთან. საჭიროა, ყველა გიყვარდეს და არ გეშინოდეს არავისი, არ უნდა ძრწოდე ზოგის წინაშე და თამამი არ უნდა იყო ზოგიერთთან. მე უნდა ვიყო სწორედ ისეთი, როგორიც ღვთის გულია, მე განუწყვეტლივ ღმეთთან ყოფნას უნდა ვცდილობდე, და იმისათვის, რომ უკეთ ჩავიხედო საკუთარ სულში, მცირე ხნით დაგტოვებთ, აქ ყოფნით კი, ყოფითი საქმეებითა და წინაძღვრობით დაკავებული, საკუთარი თავის ხედვას გადავეჩვიე... და ის გარკვეული დროით წავიდა მონასტრიდან, რათა საკუთარ თავში ჩაეხედა და ეპოვა პასუხი კითხვებზე: უყვარდა თუ არა მას და რა უყვარდა, ან თუ იყო ეს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის და გულწრფელი და გულახდილი ყველასთან“.

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 184 185 186 187 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th August 2025 - 12:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი