IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 184 185 186 187 188 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 30 2022, 12:34 PM
პოსტი #3701


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თითოეული გულისსიტყვისთვის განვისჯებით. გულისსიტყვებზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი წინსვლა თუ უკუსვლა. მონაზონი მარტო საქმეებით როდი განიკითხება, არამედ გულისსიტყვებითაც. ბოროტი გულისსიტყვა შეიწყნარე? პასუხს აგებ. შენ იტყვი: „კი მაგრამ, განა შესაძლებელია გულისსიტყვების მოკრება?“ კეთილი, მაგრამ როდესაც გონება გაგირბის, ისევ უნდა მოიკრიბო“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2022, 10:39 AM
პოსტი #3702


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კურთხეული და სულიერი ნიჭებით დაჯილდოებული ბერდიდი, ამბაკუმ უხამლო, მგზავრებს ყოველთვის სიყვარულით ხვდებოდა. მათი სახით ის თვით უფალ იესო ქრისტეს მასპინძლობდა, ვითარცა ბრძანებს წმინდა სახარება: რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე“. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მან, თავის კელიაში, ორ მომლოცველ ერისკაცს უმასპინძლა.

-გელოდებოდით, - უთხრა მათ, - ღმერთმა მაუწყა: ხვალ, ამბაკუმ, შენთან ხალხი მოვა და მოემზადე (ანუ რომ არაფერი ვთქვა დაუფიქრებლად, არამედ კარგად და წმინდად ვისაუბრო). მიხარია თქვენი დანახვა, ყოველთვის მიხარია, როცა ღვთის ხალხის მოსვლას ველოდები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 1 2023, 11:38 AM
პოსტი #3703


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორ ვისწავლოთ ფრენა

„პატარა ბიჭუნამ, რომელმაც ბერებს პირველად მოჰკრა თვალი, მამას ჰკითხა: „მამა, რატომ აცვიათ ბერებს ასეთი უცნაური სამოსი?“ – „შვილო, ეს საიდუმლო ცოტამ თუ იცის. საქმე ისაა, რომ ბერებს ფრთები ეზრდებათ და როდესაც ხალხი იძინებს, მათ ფრენა შეუძლიათ. დღისით ისინი ფრთებს თავიანთი სამოსის ქვეშ მალავენ. ამიტომ ბერების ფრენას ვერავინ ხედავს“ - ღიმილით უამბო მამა. „მამა, მეც მინდა ბერობა და ფრენის სწავლა!“ - წამოიძახა ბიჭუნამ. „თუ ჭეშმარიტ ბერობას შეძლებ და მე მეცოდინება, რომ ჩემი შვილი წმიდა კაცია, მაშინ ნამდვილად შეგეძლება ფრენა!“ - მიუგო მამამ."

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:

„როდესაც მიხვდები, რომ ბერობა განსხვავებული სამოსი კი არა, უმწიკვლო გულია, ჭეშმარიტი ბერი გახდები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2023, 01:16 PM
პოსტი #3704


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„მინდა გთხოვოთ, თქვენს ლოცვებში არ დაივიწყოთ მონაზვნები და ისინი, ვინც მონაზვნობას ესწრაფვის. მათი მისამართით წარმოთქვით: „უფალო, იესო ქრისტე, შეიწყალე მონანი შენნი“ - და „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, დაიფარე მონანი შენნი“. მონაზვნობისათვის მომზადების პროცესში ბოროტი მათ მიმართ ისეთი ადამიანების სიყვარულს მიმართავს, ვინც მათ მიმართ ადრე გულგრილი იყო. ესენი შეიძლება იყვნენ ნათესავები, მეგობრები (მათ შორის სულიერი) ისინი სიყვარულს ლამაზი სიტყვებით ამჟღავნებენ და მათ მიმართ საგანგებო ინტერესს ავლენენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2023, 12:46 PM
პოსტი #3705


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მოღვაწეს სურვილი აქვს, დატოვოს მოღვაწეობის ადგილი და წავიდეს განსაცდელში მყოფი მოყვასის მოსანახულებლად და სანუგეშოდ, თავადვე საჭიროებს ნუგეშს. ეს ბოროტისაგან მოწოდებული მზაკვრული ხრიკია, რათა მონასტრიდან გაიტყუოს და მისი სული დაღუპოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2023, 10:43 AM
პოსტი #3706


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩემთან კელიაში მონაზონი მოვიდა ერთ-ერთი მონასტრიდან და მითხრა: „კი მაგრამ, მოძღვარი უშეცდომოა? არასდროს არის დამნაშავე?“ მე მას ვუპასუხე: „მისმინე, შვილო. თუ მონაზვნურ ცხოვრებას ასეთ საფუძველს დაუდებ, რომ მოძღვარია დამნაშავე, ვერასდროს წარემატები. რისთვის მოხვედი მონასტერში? მოძღვარს რომ დაემორჩილო, თუ რომ განსაჯო იგი, როდის ამბობს სიმართლეს და როდის - არა?“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2023, 11:18 AM
პოსტი #3707


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეუღლე და ბერობა

„ორმოცდაათი წლის კაცმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა და ეს ამბავი ცოლსა და სრულწლოვან შვილებს შეატყობინა. ცოლს ცრემლი წასკდა, ნაწყენი შვილები კი იატაკს დასცქეროდნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი ვაჟები და გოგონები მამას მოეხვივნენ: „მამა, ჩვენთან დარჩი! ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ!“ – „მართლაც, ასეა!“ - კვერი დაუკრა ცოლმა. ახლობლების შეშფოთებისა და უკმაყოფილების შემხედვარე ბერობის კანდიდატმა უხერხულად ჩაილაპარაკა: „რა გაეწყობა, კარგი, კარგი! რადგან ასე გსურთ, თქვენთან დავრჩები და ბერად არ აღვიკვეცები!“ გამხიარულებულ ბავშვებსა და გახარებულ ცოლს გუნება გამოუკეთდათ.

რამდენიმე დღეში ცოლ-ქმარს მორიგი უსიამოვნება მოუვიდათ ერთმანეთში. კამათში უფროსი შვილებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ ყველამ ერთხმად განაცხადა: „მამა, ამ გაუთავებელ ჩხუბს, ნამდვილად აჯობებდა, რომ ბერად აღკვეცილიყავი!“ – „მართლაც, ასეა!“ - კვერი დაუკრა ცოლმა. კაცმა კი მხოლოდ ხელები გაშალა...“

საერო ცხოვრების მიტოვებას შეუპოვრობა სჭირდება; საერო ცხოვრებაში დარჩენას კი - მიჯაჭვულობა“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 6 2023, 10:28 AM
პოსტი #3708


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ერთ-ერთი მონაზვნის ქიროტონიისთვის ემზადებოდნენ. ის უკვე აკურთხეს დიაკვნად. ქიროტონიის დღეს იღუმენი მონასტრის კარიბჭიდან გამოვიდა და საპატიო სტუმრებს - მიტროპოლიტსა და მოწვეულ ოფიციალურ პირებს ელოდებოდა, რომლებიც წვეულებაზე მისვლას აპირებდნენ. იღუმენის გვერდით ავლით ბევრი ადამიანი შედიოდა მონასტერში: ესენი იყვნენ უბრალო მორწმუნეები, მონაზვნები და სხვები. მეორე დღეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა, იღუმენმა საძმო შეკრიბა და მიმართა:

- ძვირფასო მამებო, საჭიროება მოითხოვს, რომ გარკვეული დროით დაგტოვოთ. უნდა წავიდე, რათა უკეთესად დავინახო საკუთარი თავი.

- რატომ გვტოვებ, მამაო, ჩვენ ხომ ძლიერ გვიყვარხარ!

- დიახ, ასეა, მაგრამ გუშინ ერთ რამეს მივხვდი.

- რას მიხვდით, გერონდა? - ჰკითხეს მათ.

- როდესაც კარიბჭესთან ვიდექი და სტუმრებს ველოდი, შევამჩნიე, რომ თუ ცნობილი ადამიანი ან რომელიმე ოფიციალური პირი შემოდიოდა, მღელვარებისაგან ხელები მიოფლიანდებოდა, ხოლო როდესაც უბრალო მომლოცველნი შემოდიოდნენ, ჩემი ხელები, ჩვეულებრივ, მშრალი რჩებოდა. მე სხვადასხვანაირად ვრეაგირებდი ადამიანებზე.

- კი, მაგრამ რა არის ამაში უჩვეულო? განა ეს ბუნებრივი არ არის?

-შესაძლებელია, თქვენთვის ეს ბუნებრივია, მაგრამ მე, როგორც თქვენს მწყემსს, უკვე უნდა მესწავლა ყველას ერთნაირი სიყვარული და თანაბრად კომფორტულად უნდა მეგრძნო თავი ყველასთან. საჭიროა, ყველა გიყვარდეს და არ გეშინოდეს არავისი, არ უნდა ძრწოდე ზოგის წინაშე და თამამი არ უნდა იყო ზოგიერთთან. მე უნდა ვიყო სწორედ ისეთი, როგორიც ღვთის გულია, მე განუწყვეტლივ ღმეთთან ყოფნას უნდა ვცდილობდე, და იმისათვის, რომ უკეთ ჩავიხედო საკუთარ სულში, მცირე ხნით დაგტოვებთ, აქ ყოფნით კი, ყოფითი საქმეებითა და წინაძღვრობით დაკავებული, საკუთარი თავის ხედვას გადავეჩვიე... და ის გარკვეული დროით წავიდა მონასტრიდან, რათა საკუთარ თავში ჩაეხედა და ეპოვა პასუხი კითხვებზე: უყვარდა თუ არა მას და რა უყვარდა, ან თუ იყო ეს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის და გულწრფელი და გულახდილი ყველასთან“.

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2023, 11:47 AM
პოსტი #3709


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხვა ვნებათა მსგავსად, მოღვაწეს მოწყენილობის ვნებაც სიკეთის სახით ებრძვის, იგი სიკეთის საფარველშია გახვეული. ვინც განმარტოებით ცხოვრობს და დაყუდებით, მას მოწყენილობის დემონი აწვდის აზრებს, დატოვოს მოღვაწეობის ადგილი და მოინახულოს სნეულები.

განმარტოებით მოღვაწე ბერისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ილოცოს და გონებით განუშორებლად იყოს უფალთან, ვიდრე ერში წავიდეს და სნეულები მოინახულოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2023, 10:58 AM
პოსტი #3710


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ადამიანს საითაც გული გაუწევს, იქით უნდა წავიდეს. ყველგან ერთი და იგივეა. კარგია ზოგადცხოვრებულთა მონასტერიც, კარგია დაყუდებაც. თითოეულს სადაც სურს, დაე, იქ წავიდეს. მთავარია, რომ მორჩილებაში იყოს და მოთმინება ჰქონდეს. ორივე ერთი და იგივეა. თუმცა ზოგადცხოვრებულთა მონასტერი უკეთესია“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2023, 12:04 PM
პოსტი #3711


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ ბერთან მორჩილი ცხოვრობდა, რომელიც როგორც სურდა, ისე იქცეოდა, მოძღვარს ყურს არ უგდებდა და მიიჩნევდა, რომ სულიერ ღვაწლში იყო. მისმა საქციელმა დაღალა ბერი.
ერთხელ მან მორჩილს თავისთან უხმო და უთხრა: „გინდა შვილო ჩემო, შეიტყო რამდენი სახის მორჩილება არსებობს?“ მორჩილმა იფიქრა, მოძღვარი რაღაც განსაკუთრებულს მეტყვისო და მოსასმენად მოემზადა.
„შვილო ჩემო, არსებობს ორგვარი მორჩილება: სრულყოფილი და არასრულყოფილი, - თხრობა დაიწყო ბვრმა, - არასრულყოფილი მორჩილებაა, როდესაც მორჩილი მოძღვრის ყოველ სიტყვას ასრულებს და მისი კურთხევის გარეშე არაფერს აკეთებს“. წმიდა მამები ასე მიიჩნევენ.
„სრულყოფილი მორჩილება როგორია, მამაო? - იკითხა ცნობისმოყვარეობით აღვსილმა მორჩილმა. „როდესაც მორჩილი თავის გულში, უსიტყვოდ ხვდება მოძღვრის სურვილს და ყველაფერს გულის კარნახით აღასრულებს. ამას სრულყოფილ მორჩილებას უწოდებენ. მგონი შენ პირდაპირ სრულყოფილი მორჩილება დაიწყე!“ – „ასე რატომ მიიჩნევ, მამაო?“ - ჰკითხა მორჩილმა. „იმიტომ, რომ მე სრულებით არ მისმენ!“ - უპასუხა ბერმა.“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

„გსურს, მონაზონო, რომ შენმა გულმა იგემოს უფლის ნექტარი ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2023, 10:58 AM
პოსტი #3712


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რომელიღაც დიდ ბერს, რომელიც უდიდეს ღვაწლს აღასრულებდა, ძმები ეუბნებოდნენ: „ამბა, შეწყვიტე ასეთი გადამეტებული შრომა, ხომ უკვე სრულიად დაუძლურდი!“. იგი ამაზე მიუგებდა: „დამიჯერეთ, შვილებო, რომ თვით აბრაამიც კი, ღვთისთვის მოღვაწე წმინდანთათვის გამზადებული დიდი ნიჭების ხილვისას ინანებდა, რომ ამ ცხოვრებაში ნაკლები იშრომა!“

„გსურს, მონაზონო, საღვთო გამოცხადების მეშვეობით, როგორც სარკეში, ისე იხილო შენი სულის სილამაზე და საღვთო დიდებულება? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2023, 11:30 AM
პოსტი #3713


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი ამოსი სამი ათასამდე ბერის სულიერი მამა იყო თებაიდაში. მათ ტაბენესიოტებს უწოდებდნენ. ძმები პახომისეული დიდი წესდების მიმდევრები და დამცველები იყვენენ, ხალენებს ატარებდნენ, სატრაპეზოდ კი დაბურული სახით ცხადდებოდნენ და თავებიც მუდამ დახრილი ჰქონდათ, რათა არ ეხილათ, თუ როგორ იხმევდნენ საზრდოს სხვა ძმები. ყველა მათგანი ისეთ მკაცრ მდუმარებას იცავდა, რომ კაცს თავი უდაბნოში ეგონებოდა. ბერები თავიანთ წესს საიდუმლოდ აღასრულებდნენ, სატრაპეზოდაც მხოლოდ ამიტომ სხდებოდნენ, რომ მმარხველობა სხვათაგან დაეფარათ. ზოგი ერთი-ორჯერ თუ მიიტანდა პირთან ხელს და თითო ლუკმა პურით, ზეთისხილითა თუ სხვა რაიმე მცირედით დაკმაყოფილდებოდა, ზოგი მარტოოდენ პურს ჭამდა, ზოგი კი სამიოდე კოვზი ფაფით იკლავდა შიმშილს“.

„გსურს, მონაზონო, მოისმინო ის, რაც ყურს არ სმენია? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2023, 10:23 AM
პოსტი #3714


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შენ, როგორც მონაზონი, თუ თავის მაიძულებელი ხარ, თუ მებრძოლი ხარ, ყოველთვის უნდა გამოიკვლიო საკუთარი თავი: „როგორ გავატარე მთელი დღე? იქნებ ვიურჩე? იქნებ უდებება გამოვიჩინე? იქნებ მსახურებაზე ჩავთვლიმე?“ თუ ყოველთვის ასე მოიქცევი, შემდეგში აღარ დაუშვებ იმავე შეცდომებს“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, რომ შენი გონების თვალი განათლდეს, უკეთ რომ ვთქვათ, აგეხილოს სულიერი თვალები, რომელთა მიერაც იხილავ იმას, რაც თვალს არ უნახავს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2023, 10:36 AM
პოსტი #3715


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი და მორჩილი

„მორჩილმა ბერს ჰკითხა: „მამაო, მითხარი, იესოს ლოცვა საუკეთესოდ როგორ უნდა წარმოვთქვა?“ – „საუკეთესო ლოცვა, - მიუგო ბერმა, - ის არის, როდესაც უცებ კელიიდან გასვლა მოგიწევს და დაინახავ, რომ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება. შენ მოყვასის დასახმარებლად ყველაფერს მიატოვებ, უფალი კი არასოდეს მიგატოვებს! ხოლო თუ გაჭირვებაში მყოფს გვერდს აუვლი, ვერავითარი ლოცვა ვეღარ გიშველის, შვილო ჩემო!“

„როდესაც მორჩილი მოძღვარს აღსარებას აბარებს, ანკარა ნაკადულს ემსგავსება, ხოლო როდესაც საკუთარ თავში იკეტება, მყაყე ჭაობს წააგავს“.


“გსურს, მონაზონო, შეიმეცნო ის გამოუთქმელი, ზეციური და მიუწვდომელი საგნები ზეციური სასუფევლისა, რომლებიც აღგვითქვა ქრისტემ თავის წმინდა სახარებაში? გსურს, საქმით თუნდაც მცირედით გაიაზრო, ეს თუ რას ნიშნავს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე.“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2023, 10:21 AM
პოსტი #3716


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვიღაცამ ამბა ანტონს უთხრა, ჩემთვის ილოცეო. მაგრამ ბერმა უპასუხა: „ვერც მე და ვერც ღმერთი ვერ შეგიწყალებთ, თუ თვითონ არ შეიწყალებ საკუთარ თავს და სათნო არ ეყოფი ღმერთს!“

„გსურს, მონაზონო, რომ სულში ჩაგისახლდეს ქრისტე და გიჩვენოს ის, რაც არ უნახავს სამყაროს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2023, 11:24 AM
პოსტი #3717


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„194. არაფერი გვიშლის ხელს, სულის განწმენდა ნივთიერი სამოსის რეცხვას შევადაროთ, რადგან ტანსაცმელს მრეცხავი და საღებავი რეცხავს და ალამაზებს. მონასტრის კრებული სულიერი სამრეცხაოა, რომელიც სულიერ ჭუჭყს, სიტლანქესა და ცოდვას განწმენდს. როცა სული მრისხანებისა გულღრძოობის სიტლანქეს მოიშორებს, მაშინ დაყუდება გახდება მისთვის საღებავი და ფერის მიმცემი. (ღირსი იოანე სინელი)

მონასტერში მცხოვრები ადამიანი სულიერი ჭუჭყისა და სიტლანქისაგან - მიწიერი ცოდვებისგან - მონასტრის კრებულშივე განიწმიდნება. სხვადასხვა ცოდვით და ვნებით შეპყრობილ მოღვაწეს სხვადასხვა გარემო სჭირდება ასეთი მდგომარეობიდან გამოსასვლელად“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

“გსურს, მონაზონო, ძლიერად შეარყიო სატანის ძალა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2023, 12:02 PM
პოსტი #3718


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ავადმყოფს მარტო ექიმი როდი მეთვალყურეობს; თავად ავადმყოფიც ამოწმებს საკუთარ თავს, გრძნობს თუ არა თავს უკეთესად იმ წამლების შემდეგ, რომლებიც ექიმმა მისცა. ამგვარად, არა მარტო მოძღვარი უნდა აკვირდებოდეს თითოეულ მორჩილს, არამედ თვითონ მორჩილიც უნდა მეთვალყურეობდეს საკუთარ თავს“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, რომ შეგიყვაროს ღმერთმა ყოვლისმპყრობელმა და მამამ ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2023, 11:06 AM
პოსტი #3719


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი და მონეტები

„ერთი ბერი მოწაფეებთან ერთად სოფელში გავლით იმყოფებოდა. როდესაც, მოსახლეობამ ეს ამბავი შეიტყო, სახლებიდან გამოსული, გახარებული ადამიანები სანუკვარ სტუმრებს მონეტებს აყრიდნენ. ბერის სხეულიდან მონეტები ძირს ცვიოდა, მის მოწაფეებს კი ყველას გასაოცრად, ზედ ეკვროდა. სოფლის დატოვების შემდეგ, მოწაფეებმა მოძღვარს ჰკითხეს, თუ რატომ არ ჩერდებოდა მის სამოსზე ფული, მათ ტანსაცმელს კი ასე მჭიდროდ ეწებებოდა. „თქვენ ჯერ კიდევ გიყვართ ეს ქვეყანა, შვილო ჩემნო“, - მიუგო მათ ბერმა.“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

“გსურს, მონაზონო, მიიღო შენში მომავალი სიკეთის გრძნობა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2023, 10:38 AM
პოსტი #3720


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მრევლის გამრავლება არის საწინდარი ბერმონაზვნობის გამრავლებისა. ვფიქრობ, ბერმონაზვნობის სიმდიდრეზე და მათ რაოდენობაზე არის დამოკიდებული ეპარქიის, ეკლესიის სიძლიერე.“

/მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)/

„გსურს მონაზონო, რომ გახდე ქრისტეს მიერ შეყვარებული მეგობარი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 184 185 186 187 188 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 10:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი