![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3709
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სხვა ვნებათა მსგავსად, მოღვაწეს მოწყენილობის ვნებაც სიკეთის სახით ებრძვის, იგი სიკეთის საფარველშია გახვეული. ვინც განმარტოებით ცხოვრობს და დაყუდებით, მას მოწყენილობის დემონი აწვდის აზრებს, დატოვოს მოღვაწეობის ადგილი და მოინახულოს სნეულები.
განმარტოებით მოღვაწე ბერისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ილოცოს და გონებით განუშორებლად იყოს უფალთან, ვიდრე ერში წავიდეს და სნეულები მოინახულოს“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3710
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ადამიანს საითაც გული გაუწევს, იქით უნდა წავიდეს. ყველგან ერთი და იგივეა. კარგია ზოგადცხოვრებულთა მონასტერიც, კარგია დაყუდებაც. თითოეულს სადაც სურს, დაე, იქ წავიდეს. მთავარია, რომ მორჩილებაში იყოს და მოთმინება ჰქონდეს. ორივე ერთი და იგივეა. თუმცა ზოგადცხოვრებულთა მონასტერი უკეთესია“.
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3711
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ ბერთან მორჩილი ცხოვრობდა, რომელიც როგორც სურდა, ისე იქცეოდა, მოძღვარს ყურს არ უგდებდა და მიიჩნევდა, რომ სულიერ ღვაწლში იყო. მისმა საქციელმა დაღალა ბერი.
ერთხელ მან მორჩილს თავისთან უხმო და უთხრა: „გინდა შვილო ჩემო, შეიტყო რამდენი სახის მორჩილება არსებობს?“ მორჩილმა იფიქრა, მოძღვარი რაღაც განსაკუთრებულს მეტყვისო და მოსასმენად მოემზადა. „შვილო ჩემო, არსებობს ორგვარი მორჩილება: სრულყოფილი და არასრულყოფილი, - თხრობა დაიწყო ბვრმა, - არასრულყოფილი მორჩილებაა, როდესაც მორჩილი მოძღვრის ყოველ სიტყვას ასრულებს და მისი კურთხევის გარეშე არაფერს აკეთებს“. წმიდა მამები ასე მიიჩნევენ. „სრულყოფილი მორჩილება როგორია, მამაო? - იკითხა ცნობისმოყვარეობით აღვსილმა მორჩილმა. „როდესაც მორჩილი თავის გულში, უსიტყვოდ ხვდება მოძღვრის სურვილს და ყველაფერს გულის კარნახით აღასრულებს. ამას სრულყოფილ მორჩილებას უწოდებენ. მგონი შენ პირდაპირ სრულყოფილი მორჩილება დაიწყე!“ – „ასე რატომ მიიჩნევ, მამაო?“ - ჰკითხა მორჩილმა. „იმიტომ, რომ მე სრულებით არ მისმენ!“ - უპასუხა ბერმა.“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ „გსურს, მონაზონო, რომ შენმა გულმა იგემოს უფლის ნექტარი ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3712
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რომელიღაც დიდ ბერს, რომელიც უდიდეს ღვაწლს აღასრულებდა, ძმები ეუბნებოდნენ: „ამბა, შეწყვიტე ასეთი გადამეტებული შრომა, ხომ უკვე სრულიად დაუძლურდი!“. იგი ამაზე მიუგებდა: „დამიჯერეთ, შვილებო, რომ თვით აბრაამიც კი, ღვთისთვის მოღვაწე წმინდანთათვის გამზადებული დიდი ნიჭების ხილვისას ინანებდა, რომ ამ ცხოვრებაში ნაკლები იშრომა!“
„გსურს, მონაზონო, საღვთო გამოცხადების მეშვეობით, როგორც სარკეში, ისე იხილო შენი სულის სილამაზე და საღვთო დიდებულება? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3713
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი ამოსი სამი ათასამდე ბერის სულიერი მამა იყო თებაიდაში. მათ ტაბენესიოტებს უწოდებდნენ. ძმები პახომისეული დიდი წესდების მიმდევრები და დამცველები იყვენენ, ხალენებს ატარებდნენ, სატრაპეზოდ კი დაბურული სახით ცხადდებოდნენ და თავებიც მუდამ დახრილი ჰქონდათ, რათა არ ეხილათ, თუ როგორ იხმევდნენ საზრდოს სხვა ძმები. ყველა მათგანი ისეთ მკაცრ მდუმარებას იცავდა, რომ კაცს თავი უდაბნოში ეგონებოდა. ბერები თავიანთ წესს საიდუმლოდ აღასრულებდნენ, სატრაპეზოდაც მხოლოდ ამიტომ სხდებოდნენ, რომ მმარხველობა სხვათაგან დაეფარათ. ზოგი ერთი-ორჯერ თუ მიიტანდა პირთან ხელს და თითო ლუკმა პურით, ზეთისხილითა თუ სხვა რაიმე მცირედით დაკმაყოფილდებოდა, ზოგი მარტოოდენ პურს ჭამდა, ზოგი კი სამიოდე კოვზი ფაფით იკლავდა შიმშილს“.
„გსურს, მონაზონო, მოისმინო ის, რაც ყურს არ სმენია? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3714
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შენ, როგორც მონაზონი, თუ თავის მაიძულებელი ხარ, თუ მებრძოლი ხარ, ყოველთვის უნდა გამოიკვლიო საკუთარი თავი: „როგორ გავატარე მთელი დღე? იქნებ ვიურჩე? იქნებ უდებება გამოვიჩინე? იქნებ მსახურებაზე ჩავთვლიმე?“ თუ ყოველთვის ასე მოიქცევი, შემდეგში აღარ დაუშვებ იმავე შეცდომებს“
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ „გსურს, მონაზონო, რომ შენი გონების თვალი განათლდეს, უკეთ რომ ვთქვათ, აგეხილოს სულიერი თვალები, რომელთა მიერაც იხილავ იმას, რაც თვალს არ უნახავს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3715
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბერი და მორჩილი
„მორჩილმა ბერს ჰკითხა: „მამაო, მითხარი, იესოს ლოცვა საუკეთესოდ როგორ უნდა წარმოვთქვა?“ – „საუკეთესო ლოცვა, - მიუგო ბერმა, - ის არის, როდესაც უცებ კელიიდან გასვლა მოგიწევს და დაინახავ, რომ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება. შენ მოყვასის დასახმარებლად ყველაფერს მიატოვებ, უფალი კი არასოდეს მიგატოვებს! ხოლო თუ გაჭირვებაში მყოფს გვერდს აუვლი, ვერავითარი ლოცვა ვეღარ გიშველის, შვილო ჩემო!“ „როდესაც მორჩილი მოძღვარს აღსარებას აბარებს, ანკარა ნაკადულს ემსგავსება, ხოლო როდესაც საკუთარ თავში იკეტება, მყაყე ჭაობს წააგავს“. “გსურს, მონაზონო, შეიმეცნო ის გამოუთქმელი, ზეციური და მიუწვდომელი საგნები ზეციური სასუფევლისა, რომლებიც აღგვითქვა ქრისტემ თავის წმინდა სახარებაში? გსურს, საქმით თუნდაც მცირედით გაიაზრო, ეს თუ რას ნიშნავს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3716
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვიღაცამ ამბა ანტონს უთხრა, ჩემთვის ილოცეო. მაგრამ ბერმა უპასუხა: „ვერც მე და ვერც ღმერთი ვერ შეგიწყალებთ, თუ თვითონ არ შეიწყალებ საკუთარ თავს და სათნო არ ეყოფი ღმერთს!“
„გსურს, მონაზონო, რომ სულში ჩაგისახლდეს ქრისტე და გიჩვენოს ის, რაც არ უნახავს სამყაროს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3717
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„194. არაფერი გვიშლის ხელს, სულის განწმენდა ნივთიერი სამოსის რეცხვას შევადაროთ, რადგან ტანსაცმელს მრეცხავი და საღებავი რეცხავს და ალამაზებს. მონასტრის კრებული სულიერი სამრეცხაოა, რომელიც სულიერ ჭუჭყს, სიტლანქესა და ცოდვას განწმენდს. როცა სული მრისხანებისა გულღრძოობის სიტლანქეს მოიშორებს, მაშინ დაყუდება გახდება მისთვის საღებავი და ფერის მიმცემი. (ღირსი იოანე სინელი)
მონასტერში მცხოვრები ადამიანი სულიერი ჭუჭყისა და სიტლანქისაგან - მიწიერი ცოდვებისგან - მონასტრის კრებულშივე განიწმიდნება. სხვადასხვა ცოდვით და ვნებით შეპყრობილ მოღვაწეს სხვადასხვა გარემო სჭირდება ასეთი მდგომარეობიდან გამოსასვლელად“ /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ “გსურს, მონაზონო, ძლიერად შეარყიო სატანის ძალა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3718
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ავადმყოფს მარტო ექიმი როდი მეთვალყურეობს; თავად ავადმყოფიც ამოწმებს საკუთარ თავს, გრძნობს თუ არა თავს უკეთესად იმ წამლების შემდეგ, რომლებიც ექიმმა მისცა. ამგვარად, არა მარტო მოძღვარი უნდა აკვირდებოდეს თითოეულ მორჩილს, არამედ თვითონ მორჩილიც უნდა მეთვალყურეობდეს საკუთარ თავს“.
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ „გსურს, მონაზონო, რომ შეგიყვაროს ღმერთმა ყოვლისმპყრობელმა და მამამ ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3719
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბერი და მონეტები
„ერთი ბერი მოწაფეებთან ერთად სოფელში გავლით იმყოფებოდა. როდესაც, მოსახლეობამ ეს ამბავი შეიტყო, სახლებიდან გამოსული, გახარებული ადამიანები სანუკვარ სტუმრებს მონეტებს აყრიდნენ. ბერის სხეულიდან მონეტები ძირს ცვიოდა, მის მოწაფეებს კი ყველას გასაოცრად, ზედ ეკვროდა. სოფლის დატოვების შემდეგ, მოწაფეებმა მოძღვარს ჰკითხეს, თუ რატომ არ ჩერდებოდა მის სამოსზე ფული, მათ ტანსაცმელს კი ასე მჭიდროდ ეწებებოდა. „თქვენ ჯერ კიდევ გიყვართ ეს ქვეყანა, შვილო ჩემნო“, - მიუგო მათ ბერმა.“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ “გსურს, მონაზონო, მიიღო შენში მომავალი სიკეთის გრძნობა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3720
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მრევლის გამრავლება არის საწინდარი ბერმონაზვნობის გამრავლებისა. ვფიქრობ, ბერმონაზვნობის სიმდიდრეზე და მათ რაოდენობაზე არის დამოკიდებული ეპარქიის, ეკლესიის სიძლიერე.“
/მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)/ „გსურს მონაზონო, რომ გახდე ქრისტეს მიერ შეყვარებული მეგობარი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3721
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„3.ისევე როგორც ბევრი სასმლის დალევა ჩვეუელბაზეა დამოკიდებული, ბევრ ძილსაც ჩვეულება განაპირობებს. ამიტომ მონაზვნობის დასაწყისში ამაზე განსაკუთებულად უნდა ვიზრუნოთ, რადგან შემდგომში ჩვეულების მოცილება ძნელია.
(ღირსი იოანე სინელი) ძილის დროს ადამიანისთვის არ არის განსაზღვრული. ზოგადად, ძალების აღსადგენად ძილისთვის საკმარის დროს 4-5 საათი ითვლება, მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა ისე შეაჩვიოს ხანგრძლივ ძილს ორგანიზმი, რომ მას 10 საათიც არ ეყოს საამისოდ. როგორც წმინდა მამა გვეუბნება, „ბევრ ძილსაც ჩვეულება განაპიროებებს“; ამიტომაც ურჩევს მონაზვნებს, მოღვაწეობის საწყის ეტაპზე მიაქციონ ყურადღება ძილის რეჟიმს: თუკი თავს დიდხანს ძილს შეაჩვევენ, შემდგომში ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამ ჩვეულების დასაძლევად“ /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ „გსურს, მონაზონო, რათა ამოუხსნელი სახით გეჩვენოს ქრისტე ან უფლის დედა, დედოფალი ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, ყოველი წმინდანის სიხარული, ბრწყინვალება, სამკაული და კეთილსურნელება სამოთხისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3722
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „ნეტარია მონაზონი, რომელმაც შეინარჩუნა ის მოშურნეობა, თავიდან, მონასტერში მისვლისას რომ ჰქონდა. უნეტარესია ის, ვინც გაზარდა ეს მოშურნეობა“.
„გსურს, მონაზონო, რომ იხილო გონისმიერი თვალით ღვთის მადლი, რომელიც მსგავსია ელვისა, შენს სულში გაელვარებულისა? იხილო ისეთი, როგორსაც ხედავ ხორციელი თვალით ღრუბლებში ელვარეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3723
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ალმასი
„ბერმა სიკვდილის წინ მორჩილს გაანდო, რომ კელიისაკენ მომავალ გზაზე პატარა ქვვა დაკარგა. ერთი შეხედვით, ეს შეუმჩნეველი და უსახური ქვაა, მაგრამ მის შიგნით, უიშვიათესი სილამაზის ალმასია მოთავსებული. „ამ ალმასს შენ გიანდერძებ, შვილო ჩემო, - უკანასკნელი ძალით ჩაილაპარაკა ბერმა, - თუ მას იპოვი, ის ბედნიერებას მოგანიჭებს...“ ბევრი წელიწადი, დღე და ღამე გაატარა მორჩილმა ამ გზაზე, უამრავი ქვა დაამსხვრია, მაგრამ ალმასი ერთშიაც ვერ აღმოაჩინა. ხალხმა როგორღაც შეიტყო ბერის ანდერძის შესახებ და მორჩილს დაცინვა დაუწყო, ალბათ შეიშალაო. ერთხელ დაღლილი და დაღონებული მორჩილი კელიისაკენ მიმავალ გზაზე ჩამოჯდა. „როგორი გული მაქვს? თითქოს მის ნაცვლად უგრძნობი ქვა მიდევს, რომელსაც ბერის მიერ განწესებული მორჩილების შესრულების ძალაც კი არ შესწევს!“ ამ დროს მორჩილს გული გამალებით აუძგერდა, თვალებიდან მხურვალე ცრემლი წასკდა და მიხვდა, რომ საუბრისას ბერი ადამიანის გულს გულისხმობდა, რომელშიც სულიერი ცხოვრების ძვირფასი ალმასი უნდა ვეძიოთ“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „უპირველესად ფასდაუდებელ განძს - მორჩილებას ეძიებდით, ბევრი მის გვერდით ისე ჩაივლის, რომ არც კი შეჩერდება“. „გსურს, მონაზონო, რომ შენი მტრის, სატანას, ცბიერება გახადო უსარგებლო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3724
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერდიდი ზ. ახლა დიდი ლავრის ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი მონაზონი, შუაღამიანის ლოცვაზე თავიდან ბოლომდე (ვიდრე „ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა“) იდგა გაჭიმული, ვითარცა სვეტი მოუდრეკელი თავის სტასიდიასთან და ღვთისმსახურებისას ერთხელაც არ გამოსულა წმინდა ტაძრიდან!“
„გსურს, მონაზონო, რომ სიხარულის მომნიჭებელი გლოვა არასდროს ტოვებდეს შენს გულს, ხოლო სულისმაცხონებელი ცრემლი - შენს თვალებს? ცრემლები რომლებიც თოვლზე მეტად ასპეტაკებს შენს სულს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3725
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უთუოდ ისაა ჭეშმარიტი მონაზონი, ვინც წარემატა მღვიძარებაში, ხოლო ჭეშმარიტად მღვიძარე ისაა, ვინც გულით არის მონაზონი“
/წმ. ევსუქი ხუცესი/ „გსურს, მონაზონო, რომ, სადაც არ უნდა იმყოფებოდე და ცხოვრობდე, შენი აზრი ყოველთვის მშვიდი იყოს შენს სულიერ მოძრაობასთან დაკავშირებით, სინდისმა კი რომ არ გამხილოს ლოცვების გამო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3726
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრება მორჩილებას ეფუძნება. საკუთარ თავზე გამოვცადე მორჩილებაც და ურჩობაც. ორივე პირადად მაქვს გავლილი და დავინახე, რომ, როდესაც მონაზონი მორჩილებას ასრულებს, მშვიდად არის, სინდისი სუფთა აქვს და არ ქენჯნის“.
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ „გსურს, მონაზონო, გაიგო, რომ შენმა სულმა შესვა ეს ცოცხალი წყალი, რომლითაც ქრისტე არწყულებს მათ, ვისაც ის უყვარს და იცავს მის მცნებებს მისივე საღვთო სასუფეველში დასაწინდად? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3727
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბერი და მისი მეგობარი
„ერთხელ ერთი განსწავლული და სულიერად გამოცდილი, უაღრესად ჭკვიანი და მრავალი მოწაფის მასწავლებელი ბერი მეგობარს ესტუმრა. მეგობარმა გადაწყვიტა სტუმარს სადილით გამასპინძლებოდა. სუფრა გაუშალა და ფიქრობს: „ჭამოს და დალიოს, დააფასოს ჩემი მეგობრობა!“ მიირთვეს, დალიეს. მაგრამ მასპინძელი გულისწყვეტით ეუბნება ბერს: „ხედავ, შენ ბერი ხარ, მე - საერო პირი. შენ ჩემთან მოხვედი, ჭამე და სვი. მე კი შენგან სულ სხვა საქციელს ველოდი, თავშეკავებისა და მარხვის მაგალითი უნდა მოგეცა! როგორც ჩანს, პატივს სრულებით არ მცემ!“ – „მე ჩემი სიყვარული მინდოდა მეჩვენებინა! - მიუგო ბერმა, - ვიფიქრე მასთან ერთად შევჭამ, დავლევ და ცოტას გავართობ-მეთქი. ეს შენ არ მცემ პატივს და ჩემს სიყვარულს არ აფასებ!“ – „ჩემი გართობა საჭირო არ არის! რა იცი თავში რა აზრი მომივა! შენ კი ვალდებული ხარ, შენი აღთქმები შეასრულო!“ - უპასუხა მეგობარმა. „შენგან ამას არ ველოდი,არ მეგონა მონაზვნური ცხოვრების სწავლებას თუ დამიწყებდი! უშენოდაც ყველაფერი კარგად ვიცი!“ - უთხრა ბერმა. ასე დასცილდნენ ერთმანეთს“. /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „სამყაროსაგან განდგომილმა მხოლოდ ხსნის გზაზე იარე, არსად დაგაუხვიო და არც ერში დაიკარგები და რაც ბერში“. „გსურს, მონაზონო, რომ არ გაება ეშმაკის ფარულ და მაღალ ბადეებში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3728
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა პავლეს მონასტერში ცხოვრობდა ბერდიდი ევდოკიმე, რომელიც, როგორც მეხამრიდი, იღებდა საკუთარ თავზე ერთი ძმის მრისხანების მეხსა და დაცინვებს. ის ამბობდა:
სჯობია, ძმა ჩემზე განიმუხტოს, ვიდრე სხვებზეო. რაოდენ დიდსულოვანია ხოლმე სიყვარული, რომელიც საფარველი არის და ფარი!“ „გსურს, მონაზონო, თავად გახდე უფლის აღქმადი სამოთხე, ანუ მყისიერად შენს სულში იხილო სამოთხისეული მადლი? ანუ გსურს, თუ არა, რომ გახდე ცოცხალი ღმერთის ტაძარი და შეიმეცნო ის, თუ ჭეშმარიტად როგორ იქცა ასეთად? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th August 2025 - 01:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი