IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 186 187 188 189 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 27 2023, 11:17 AM
პოსტი #3729


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფ მოღვაწეს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარი ბრძოლები შეიძლება ჰქონდეს. თუ ახალმოსულებს ხორციელ ვნებებთან უხდებათ ბრძოლა, სულიერებაში წარმატებულ მოღვაწეებს ამგვარი ბრძოლები ამპარტავნობასა და სიამაყესთან უწევთ; ვინც სრულყოფილებას მიუახლოვდა, ვნებები არ აწუხებს და თითქმის არ სცოდავს. მას მხოლოდ განკითხვის ცოდვა თუ შეებრძოლება. თვითონ არ სცოდავს, მაგრამ იმ ცოდვების გამო, რომლებიც თავად მოიკვეთა, მოყვასს განიკითხავს“.


„გსურს მონაზონო, რომ სატანას შენი დანახვისას ეშინოდეს და ძრწოდეს შენ წინაშე? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2023, 10:32 AM
პოსტი #3730


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საერო ცხოვრების მიტოვება და მონასტერში წასვლა ადვილია, ხოლო სულიერი ხელმძღვანელის პოვნა ძალიან ძნელია, ძალიან ძნელი!“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, ესაუბრო უხილავ სულებს, ოღონდ არა მხოლოდ მუდამ გონისმიერად და საიდუმლოდ, არამედ ზოგჯერ სულიერადაც, ანუ სულმა ისაუბროს უხილავ სულებთან ისე, როგორც თავად უხილავი სულები მეტყველებენ ერთმანეთთან? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2023, 10:16 AM
პოსტი #3731


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი და მისი ჩვევები

„ერთმა კაცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა ადამიანები იხსნა. ის გადარჩა, ღვთიური მადლით აღივსო და ბერად აღიკვეცა. მაგრამ ზოგიერთ მავნე ჩვევას თავი მაინც ვერ დააღწია. იგი საუბრისას უხეშ გამონათქვამებს ხმარობდა. მოწაფეებმა, თავიანთი მოძღვრის მიბაძვა დაიწყეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს მისი სიწმიდის ერთგვარი გამოხატულება იყო. თუმცა ამ მიმბაძველობიდან უხეში ფრაზების გარდა, ვერაფერი შეიძინეს“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შგონება:
„შეეცადე ბერისგან გადაიღო ყველაფერი ღვთიური და არა ადამიანური“.

„გსურს, მონაზონო, რომ ყოველთვის მოატყუო ის, ვინც ყოველთვის ცდილობს შენს მოტყუებას თავისი ცბიერებით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2023, 11:55 AM
პოსტი #3732


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიდ ლავრაში ცხოვრობდა მონაზონი ტარასი, აუღელვებელი, მშვიდი, ღვთისგან კურთხეული. მასზე მიყვებოდნენ, რომ მას როგორადაც უნდა მოქცეოდნენ, ყოველთვის თვინიერი და მშვიდი რჩებოდა (არა უგრძნობლობით, არამედ საკუთარი მოთმინებით). მაშინაც კი, როცა იატაკის ჩვარივით „გაწურავდნენ“, რათა მისი ბაჯაღლო მოთმინება ენახათ, ის სრულ უვნებელობას აჩვენებდა!“

„გსურს, მონაზონო, რომ წმინდა წერილის სიტყვა შენს ხორხსა და ენას ეჩვენოს თაფლზე უტკბესად, თანახმად წინასწრამეტყველის სიტყვისა: „რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის“? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2023, 11:44 AM
პოსტი #3733


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



13. ზარმაცი მონაზონი მრავალსიტყვაობაში გამოცდილია და გულმოდგინე, ხოლო წიგნის კითხვის დროს თვალებს ძლივს ახელს. (ღირსი იოანე სინელი)

იოანე კიბისაღმწერელი საუბრობს ზარმაცი მონაზვნის თვისებებსა და საქმეებზე. მცონარენიც აკეთებენ საქმეებს, მაგრამ მათი საქმეები არ არის ღვთის წინაშე მართალი. ზარმაც მონაზონს ლოცვის ხსნებაზეც კი ძილი ერევა, ხოლო მრავლისმეტყველების ან ამაო საქემთა კეთებისას ძილი საერთოდ არ ახსენდება.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

„გსურს, მონაზონო, იხარო, როდესაც შურისძიებას იხილავ შენს მტერზე, რომელმაც დააზიანა შენი გული თავისი ბილწი ისრებით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2023, 11:23 AM
პოსტი #3734


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანი, რომელიც აქებს მოყვასს, ხოლო საკუთარ თავს განიკითხავს, სიწმინდის საზომს აღწევს. თუკი შენ სხვისგან ითხოვ, რომ მეტანია გაგიკეთოს და პატიება გთხოვოს, იმიტომ, რომ გაწყენინა, შენში რაღაც ვერ არის რიგზე, არ მიჰყვები მონაზვნურ გზას“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, დემონებს შორის გავლისას, ისე დააბრმავო მათი თვალები, როგორც წითელი წიწაკით აბრამვებენ მტრის თვალებს და ამგვარად დარჩე უვნებელი და დაუზიანებელი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2023, 10:58 AM
პოსტი #3735


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორ ვიპოვოთ ქრისტე

„ოდესღაც ერთი ბერი ცხოვრობდა. ჭაბუკობისას სახარება წაიკითხა და გული ქრისტეს პოვნის სურვილით ისე ძლიერ აენთო, რომ წუთისოფელს განუდგა და მონასტერში წავიდა. იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ძმებთან ერთად და ყველა იმ სულიერი საქმის შესწავლას ცდილობდა, რაც აუცილებელია მონასტრული ცხოვრების წარმატებისთვის. მონასტერში მორჩილება და საკუთარი ნების უარყოფა ისწავლა, მაგრამ ქრისტე ვერ იპოვა. შემდეგ განმარტოებით დასახლდა, ლოცვა და მდუმარება შეითვისა, მაგრამ ქრისტეს კვლავ ვერ მიაგნო, მას საკუთარი გონება და ზრახვები თავს აბეზრებდა და უხერხულობას უქმნიდა. როდესაც ზრახვები განაგდო, მის გულში ადგილი მხოლოდ ქრისტესათვის დარჩა. როდესაც სურვილები მოთოკა, მას მხოლოდ ქრისტეს ნახვის სურვილი შემორჩა. როცა ვნებებს გაუმკლავდა, მასში მხოლოდ ქრისტეს სიყვარული ცოცხლობდა. ზეცას შესცქეროდა - ქრისტეს ხედავდა, მიწაზე დადიოდა - მეგზურობას ქრისტე უწევდა. სადაც იყო, ყველგან ქრისტეთი სულდგმულობდა. და ამ ბერისათვის, მთელ დედამიწაზე მხოლოდ ქრისტე არსებობდა. ხოლო გარდაცვალების შემდეგ, ზეცაშიც განუყრელად მასთან იყო“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„სულის სისავსე, რომელსაც ქრისტემ ფერი უცვალა, საუკუნო ცხოვრების დასაწყისია“.

„გსურს, მონაზონო, შეუტიო სატანის ურდოებს და მოიპოვო დიდებული გამარჯვებანი შენი მარადიული ხსოვნისათვის? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2023, 12:44 PM
პოსტი #3736


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-უფალო, ასე საშინლად რატომ ვიტანჯები? - ერთხელაც ავადმყოფობის დრტვინვა დაიწყო სათნო ბერდიდმა, არტემ გრიგორიელმა.

მაშინ მას ქრისტე უფალი ეჩვენა, რომელმაც საკუთარი ხელნი და გვერდი უჩვენა და უთხრა:

-შეხედე, მე როგორ დავითმინე. შენ კი ჩემი სიყვარულისთვის არ ითმენ?“


„გსურს, მონაზონო, სულის სმენით მოისმინო ზეციური დიდებისმეტყველება და შეიმეცნო, გარკვეულწილად, საქმით. თუმცა კი, ნაწილობრივ ის, თუ როგორ ადიდებ შენს ზეციურ შემოქმედს, როდესაც მისი სასუფევლის ღირსი გახდები? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2023, 11:58 AM
პოსტი #3737


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყინება ერთ-ერთი უმთავრესი ვნებაა, რომლის გამოც ხშირად უარყოფენ მონაზვნობის აღთქმას და ტოვებენ მონასტერს“

„გსურს, მონაზონო, საკუთარი თავი იხილო იქ, რის შესახებაც დაწერილია წმინდა წერილში და შეიმეცნო ის, რაც კალმის საშუალებით, გონებისთვის მიუწვდომელობის მიზეზით, ვერ გადმოგვცეს ეკლესიის მოძღვრებმა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2023, 11:36 AM
პოსტი #3738


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გინდ სიხარული გქონდეს, გინდ სევდა და მწუხარება, ეს არ უნდა გამოამჟღავნო, გარეგნულად არ უნდა ჩანდეს, არამედ შინაგანად უნდა განიცდიდე ამას. აი, ამას ნიშნავს მონაზონი“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, რაც გესმის წმინდა წერილიდან სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ, საღვთო გამოცხადების მეშვეობით შეიმეცნო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2023, 11:37 AM
პოსტი #3739


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მჟავე ვაშლები

„ერთმა კაცმა ვაშლები იყიდა. გასინჯა - მჟავეზე მჟავეა! ჩაფიქრდა: „როგორ მოვიქცე? ხომ არ გადავყრი? მოდი ვაშლებს ნაცნობ ბერს ვაჩუქებ და თან კეთილ საქმესაც გავაკეთებ!“ მივიდა ბერთან ვაშლებით და ეუბნება: „ვაშლი მოგიკითხე. მიირთვი და მომიგონე!“ – „ტკბილი ვაშლია?“ - ჰკითხა ბერმა. – „ტკბილია, ძალიან ტკბილი!“ - დარწმუნებით მიუგო კაცმა. „მაშ ასეთი მჟავე სახე რატომ გაქვს?“ - ჩაიცინა ბერმა“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

„გსურს, მონაზონო, რომ იხილო, თუ რაოდენ მშვენიერია ქრისტე, რომელიც „ადამის ძეთა უმშვენიერესი ხარ“? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2023, 11:36 AM
პოსტი #3740


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა მღვდელმა ჰკითხა სნეულ მონაზონს:

-ხომ ჯანმრთელად ხარ, მამაო, როგორ ხარ?

-არა მიშავს რა, კარგად ვარ. აი, ახალი სატანჯველი დამემატა. თუმცა, ეს საჭიროა. აბა, იქ, ზენარსთან, ხელცარიელი ხომ არ წავალ?“


„გსურს, მონაზონო, ყოველწამიერად განგმირო ის, ვინც ყოველწამიერად განგგმირავს შენ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2023, 11:07 AM
პოსტი #3741


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: „ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო“. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე, ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა. უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალათებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა, იგი შორიახლოს გაჩერდა, ეთიოპიელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. აყროლებულმა არსებამ კი მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა, სამაგიეროდ დაგანახვა, როგორიცა ვარ“. ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა აქედან წასვლა, რადგან უფალმა ჩვენებით ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა“. მამისათვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და შვილს მიუგო: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში ორმოცი დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი“.

„გსურს მონაზონო, შეიმეცნო, რა არის ქრისტეს მეუფება? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2023, 12:08 PM
პოსტი #3742


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ კარგი მორჩილი ვერ გამოხვალ, სჯობია, საერთოდ არ გამხდარიყავი მონაზონი. მძიმე ნათქვამია, მაგრამ სიმართლეა“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, შენში დამკვიდრებულმა ქრისტემ, მხოლოდშობილმა ძემ და ღვთის სიტყვამ, რომელშიც მუდმივად განისწავლები, გამოგიცხადოს თავისი ზეციური მამა და ღმერთი, რათა იდუმალებით შეიცნო ის? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2023, 12:14 PM
პოსტი #3743


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზრახვები

„ერთი მონაზონი დიდი ხნის განმავლობაში განმარტოებულად ცხოვრობდა, ისე, რომ თავის მოძმეებს ვერ ხედავდა.

კელიაში მყოფ ბერს ზრახვებმა თავი მოაბეზრა და ბერმა მათთან დალაპარაკება გადაწყვიტა: „თავს რატომ არ მანებებთ?“ – „სასწრაფოდ წადი აქედან!“ - უთხრა მოღვაწეს პირველმა ზრახვამ. „სად უნდა წავიდე?“ – „სადაც გსურს, ოღონდ იჩქარე!“ - მიიღო მან პასუხი.

„კი მაგრამ, სად ვიცხოვრო?“ - იკითხა ბერმა. „დაუყოვნებლივ გადადი სხვა კელიაში“ - მბრძანებლური კილოთი მიუთითა მას მეორე ზრახვამ. „რომელ კელიაში გადავიდე?“ – „ნებისმიერში!“ – „არსად თუ არ მიმიღეს, რა ვიღონო?“ - ეჭვი გამოთქვა ბერმა. „მაშინ ადექი და სასწრაფოდ უფსკრულში გადახტი!“ - უბრძანა მას მესამე ზრახვამ.
„უფსკრულში რატომ უნდა გადავხტე?“ – „იმიტომ, რომ აქ აღარ იყო!“ „რატომ გსურთ, რომ აქედან წავიდე?“ – „იმიტომ რომ ვერ გიტანთ!“ - მიუგეს ზრახვებმა ბერს.
„გასაგებია! მაშ სადაც უნდა წავიდე, ვერსად ამიტანთ! - წამოიძახა ბერმა, ამიტომ ისევ აქ, ამ კელიაში დავრჩები!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერი შეგონება:
„ყურადღებით იყავი, ზრახვებს არ აჰყვე და საღი აზრი არასოდეს მიგატოვებს“.

„გსურს, მონაზონო, რომ შენი აზრები მიმოიქცეოდეს უხილავში, ზეციურსა და სულიერში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2023, 10:44 AM
პოსტი #3744


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი მონაზონი მიყვებოდა თავის ბერდიდზე:

- მას ლოყაზე ისეთივე ჭრილობა გაეხსნა, როგორიც წმინდა სინკლიტიკიას ჰქონდა. ის არ ხორცდებოდა, მატლით იყო ავსებული და ჩირქი სდიოდა! მაგრამ ბერდიდი არასოდეს დრტვინავდა და ერთხელაც არ დაუკვნესია. „დიდება შენდა ღმერთო, - ამბობდა, - ჩემთვის ასეა საჭირო, რადგან ლოდი ვარ გაუთლელი. და ღვთისგან ჩამოთლა მჭირდება!“

„გსურს, მონაზონო, დაასუსტო მათი ძალები, ვინც ყოველთვის გულდასმით შრომობს, რათა დაასუსტოს შენი სულიერი ძალა და არცხინოს ისინი, ვინც ცდილობს შენს შერცხვენას ზეცის, მიწიერისა და ქვესკნელის არსებათა წინაშე? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2023, 12:44 PM
პოსტი #3745


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოღვაწე ბერისათვის მოწყენილობა ყველაზე დიდი საცდურია. თუ მონასტერში მყოფი ადამიანი მოწყინებაზე გაიმარჯვებს, ყველა ვნებას დაამარცხებს“

„გსურს, მონაზონო, რომ შენი გონება გაოცდეს იმით, რასაც იხილავს ქრისტეს მადლით, ჩვენი ჭეშმარიტი ღვთისა? ანუ გსურს, მონაზონო, აღფრთოვანდე იმით, რასაც გამოგიცხადებს ქრისტე? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2023, 12:06 PM
პოსტი #3746


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჰოი, როგორ განისვენებს მოძღვრის სული, როდესაც მას მორჩილი უჯერებს და ემორჩილება! ჰოი, როგორ განისვენებს! ანუ, ამ დროს მოძღვარი გულის სიღრმიდან ლოცავს მორჩილს: „შვილო, ღმერთმა გაკურთხოს“, და ეს ლოცვა მასზე მოქმედებს“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, შენი აღთქმის შესაბამისად, იყო ქრისტეს ჭეშმარიტი მონა, რათა ქრისტემ, როგორც შენმა ჭეშმარიტმა მეგობარმა, განუგეშოს ცდუნების დროს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2023, 11:31 AM
პოსტი #3747


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეუდაბნოე და გრდემლი

„ჭაბუკი ამ წუთისოფელს განუდგა და უდაბნოში წავიდა. შეხედა უკაცრიელ ადგილებს და გაუხარდა: „აი, ნამდვილი უდაბნო! აქ განმარტოებით მყოფი, სიმშვიდისა და სიწმიდის მოპოვებასაც შევძლებ. ამ ადგილას დავსახლდები!“ უეცრად ხედავს, რომ ზეციდან უზარმაზარი რკინის გრდემლი ჩამოდის, ნელ-ნელა მისკენ მიიწევს და სადაცაა გასრესს! „ამ მძიმე რკინის გრდემლს აქ რა ესაქმება? - დაიყვირა ჭაბუკმა, - უწინ ხომ საერთოდ არ არსებობდა?!“ ამ დროს ზეციდან ხმა შემოესმა: „ამ გრდემლის წნეხის ქვეშ ყოფნა მოგიწევს დღე და ღამე, რათა სიწმიდე მოიპოვო. თორემ განმარტოებით, სიმშვიდეში მყოფი ამას ვერ მოახერხებ!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ის ვინც ამ წუთისოფლიდან ერთად, საკუთარ თავსაც განუდგება, ჭეშმარიტ სიმშვიდეს იგემებს“.

„გსურს, მონაზონო, რომ არა მხოლოდ გარეგნულად ჩანდე ეშმაკისათვის საშიში და საშინელი, არამედ მართლაც ასეთი იყო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2023, 12:48 PM
პოსტი #3748


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მწუხარებასა და განსაცდელში დიდი მოთმინება აჩვენა სულით ძლიერმა და სათნოებებში განმტკიცებულმა მამა იერონიმე სიმონ-პეტრელმა. მონასტრიდან უსამართლოდ გაძევებული, ყუთლუმუშის მონასტერში ჯორის მწყემსი გახდა. იქიდან კავსოკალივში გადაბარგდა და ერთ პატარა კალივაში დასახლდა, რომელსაც ნახშირის შესანახ ფარდულად იყენებდნენ! იქიდანაც გააძევეს და წმინდა ხარლამპე თესალონიკელის კელიაში მივიდა (მისი მონასტრის მეტოქიონი). მიუხედავად მრავალი განსაცელისა, მამა იერონიმე არ წყვეტდა ლოცვას თავისი მაბრალობლებისა და ცილისმწამებლებისათვის“.

„გსურს, მონაზონო, დემონთა მცველებს შორის გავლისას (ანუ იქ, სადაც დემონები მცირე ბრძოლებს იგებენ და ადგენენ თავიანთ მრავალრიცხოვან ალაფს), დაადგინო შენი ალაფი და ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოები? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 186 187 188 189 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th August 2025 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი