IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 187 188 189 190 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 16 2023, 12:52 PM
პოსტი #3749


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნაყროვანება, ზომაზე მეტად ჭამა-სმა, აიძულებს მონაზონს, კანონი დაარღვიოს, ხოლო დიდებისმოყვარეობა - სხვა ადამიანისგან პატივისა და დიდების მისაღებად სათნოებების კეთებას“.

„გსურს, მონაზონო, გახდე დედა და ძმა ქრისტესი, რომელიც ამბობს: „დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომელნი ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მათ“, ანუ გსურს, რომ შენს გულში ჩასახლდეს ქრისტე, არა ხორციელი სახით, არამედ სულიერით და, რომ შენ გახდე დედა და ძმა ქრისტესი? გსურს, რომ მაინც შეიმეცნო ის, თუ როგორ გახდი დედა და ძმა ქრისტესი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2023, 12:06 PM
პოსტი #3750


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ცოტა იქით ანთებული ლამპარი სუსტი შუქით ანათებდა დიპტიქს, წმინდა ჭურჭელს, თეთრ შესამოსელსა და ბერის [ღირსი ეფრემ კატუნაკელი] მადლიან, მოვარდისფრო, კაშკაშა, თითქოს ბიზანტიურ ხატს მიმსგავსებულ სახეს”

“გსურს, მონაზონო, როდესაც უეცრად და მოულოდნელად შედიხარ სატანის შესაკრებლის შუაგულში, სადაც დემონთა მეთაურები არიან, ისე მაგრამ სცემო მათ უფლის კვერთხით, რომ დემონთა ეს თაოსნები ჩუმად ვერ ითმენდნენ ძლიერ ტკივილს და შექმნან დიდი ტირილი და განუზომელი გოდება თავიანთი უბედურების გამო? გსურს კი, ეს გარდაუვლად დაემართოთ დემონებს, შენს მტრებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2023, 11:28 AM
პოსტი #3751


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორჩილი და შეჭამანდი

„ბერი და მორჩილი შეჭამანდს შეექცეოდნენ. მორჩილმა მარილი აიღო და თავის ულუფას დაამატა. შემდეგ დაფიქრდა და მარილი ბერის თეფშსაც მოაყარა. შემდეგ კი ჰკითხა: „მამაო, შეჭამანდში მარილი ჩაგიმატო?“ – „არა, შვილო, საკმარისია, გმადლობ“, - უპასუხა ბერმა. – „მე ხომ კერძში უკვე ჩაგიყარე მარილი, მამაო, მაპატიე!“ - უთხრა მორჩილმა. „მაშ, ახლა რატომ მეკითხები, შვილო?“ – „აკი თავად მეუბნები, რომ ყველაფერი გკითხო!“ - მიუგო მორჩილმა“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ისწავლე მორჩილება საქმით და არა მხოლოდ სიტყვით“.

„გსურს, მონაზონო, შეიმეცნო, რომ ქრისტე კეთილი, მშვიდი, სულგრძელი და ტკბილია თავისი მეგობრებისთვის? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2023, 10:30 AM
პოსტი #3752


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მორჩილო მონაზონო, უწყვეტად დაკავდი გონისმიერი ლოცვის სულიერი საქმით შენი გულის სიღრიდან, ვიდრე შენი გული ლოცვად არ იქცევა იმ რკინის მსგავსად, რომელიც ცეცხლში იწვის და მას ემსგავსება. ასევე განაგრძე გულითადი ლოცვა, სანამ ჭრილობა არ წაროიქმნება შენში იქ, სადაც წარმოითქმება ლოცვა. ამ ჭრილობას, რომელსაც შენ ლოცვითი იძულებით, საკუთარი სურვილით იღებ შენში, ღმერთია მოწმე, რომ იგი შენთვის გახდება სულიერი წყარო საღვთო მოწყალებისა, რომლისგანაც იგი მარადჟამს, როდესაც არ უნდა ისურვო, გადმოედინება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. როდესაც ქრისტეს მადლით მიაღწევ ასეთ სულიერ მდგომარეობას, მაშინ საიდუმლოდ იგემებ უფლის მადლს. წინასწარმეტყველი ამბობს: „განიცადეთ და ნახავთ, რომ კარგია უფალი“ (ფს. 33,9). ფარულად მგემებელს აშკარად ესმის, რომ მისი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერაც განისწავლება, ყოველგვარ სიტკბოებას აღემატება“.


„გსურს, მონაზონო, რომ სიძვის დემონი შენგან გაქცევისას ნაკუწებად დაიმსხვრეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2023, 01:00 PM
პოსტი #3753


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თუ ვინმე შენიშნავს, რომ ადვილად სძლევს ქედმაღლობას და სიფიცხეს, ცბიერებას და თვალთმაქცობას და ისურვებს, რომ მათ წინააღმდეგ სიმშვიდისა და ურისხველობის ორლესული მახვილი გამოიყენოს, მან თანაცხოვრებულ ძმათა მონასტერს მიმართოს და იქ, როგორც სამკურნალო სახლში - ისე შევიდეს, თანაც ყველაზე მკაცრი მონასტერი ამოირჩიოს, თუკი ნამდვილად სურს, რომ ამ ვნებათაგან საბოლოოდ გათავისუფლდეს. რათა იქ ძმათაგან მოწევნული გინებისა და შეურაცხყოფის, სულიერი თუ ხორციელი გვემის დათმენით საკუთარი სულის შესამოსელი განიწმინდოს ამ სიბილწისგან“.

/ღირსი იოანე კიბისაღმწერელი/

„გსურს, მონაზონო, დაამსხვრიო აღქმადი, უხილავი და ცბიერი ამალეკი, ანუ ეშმაკი, და მოსპო იგი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2023, 11:45 AM
პოსტი #3754


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთ საკვებს ძნელად ინელებს ადამიანის ორგანიზმი და ხორციელ აღგზნებას იწვევს. მონასტერში მოღვაწე ბერმა პირველ რიგში სწორედ ასეთ საკვებზე უნდა თქვას უარი, რათა სხეულის მარტივად მართვა და დამორჩილება შეძლოს“.

„გსურს, მონაზონო, სხეულით ადამიანებთან იყო მიწაზე, სულით კი ღვთის ანგელოზებთან ერთად, ზეცაში, ანუ ანგელოზების მსგავსად, ადიდებდე მას უწყევტად? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2023, 11:37 AM
პოსტი #3755


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1980 წელი იდგა. იმხანად მცხეთის სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი პირველ კურსზე და ის-ის იყო, რაც მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] გავიცანი. უმეტესად მას მოყვასთან თბილად მოსაუბრეს ვხედავდი, და მეც ვცდილობდი ლექციების შემდეგ, როცა ბერი გაბრიელი განმარტოებით იყო თავის პატარა, ფიცრულ სენაკში, ჩემთვის საინტერესო სულიერ საკითხებზე მისთვის კითხვები დამესვა, რანიც უმეტესად ეხებოდა უხილავ ბრძოლებსა და ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც იგი სკვნილით ხელში მოწყენილი იჯდა სენაკის წინ და არავის იღებდა, ან სულაც იკეტებოდა გამოუსვლელად სენაკში ერთი-ორი კვირისა და ზოგჯერ უფრო მეტი ხნის განმავლობაში.

ერხელაც საშუალება მოვიხელთე და საღამოჟამს სენაკის წინ მჯდომ ბერს მორიდებით დავეკითხე: ბოდიშს ვიხდი, მამაო, ზოგჯერ ვხედავ, რომ დიდი ხნის განმავლობაში სენაკში ხართ გამოკეტილი და არავის იღებთ, თქვენთან საუბრის მოსურნე კი ბევრი მოდის, მათ შორის მეც, მაგრამ უპასუხოდ და უნუგეშოდ რჩებიან... ან რა გაძლებინებთ სენაკში განმარტოებულს ამდენი ხნით? მონაზვნებს დავეკითხე და აღმოჩნდა, რომ განმარტოებისას საზრდელ-სასმელს თურმე სულაც არ იღებთ.

ბერმა თავდაპირველად მკაცრად შემომხედა, შემდეგ ღიმით ოდნავ გაეპო ბაგე და მიპასუხა:

- არის, შვილო არჩილ, პერიოდები, როდესაც ადამიანს, და მათ შორის ბერსაც, განსაკუთრებულად უძლიერდება შინაგანი ბრძოლები, ვნება მძლავრობს მასში, ცდილობს დასცეს მოღვაწე, ამას თუ მოახერხებს, ამის შემდგომ სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს და ბოლოს დაღუპოს კიდეც. ბერის მასწავლებელი და მკურნალი საუკეთესო კი სენაკია. თუნდა ჭამე, სვი, დაიძინე, - ოღონდ სენაკი არ დატოვო, გვასწავლიან ძველი მამები.

- მაგრამ რომ შესცდე და ცოდვით დაეცე, მაშინ? - დავეკითხე სულმოუთქმელად.

ბერმა ამის პასუხად ასეთი რამ მომითხრო: „ერთ უდაბნოში განდეგილი ბერი ცხოვრობდა, ბარე რამდენიმე ათეული წელი. საშინლად ებრძოდა სიძვის ეშმაკი და თავს არ ანებებდა. ერთხელაც განხურვებაში ჩავარდნილმა ბერმა ვეღარ დაითმინა მისი შემოტევა და უახლოეს დაბაში ერთ მეძავთან დაეცა. უკან წამოსულს ბოროტმა სულმა გულში საუბარი გაუბა: ამდენი ხნის ნაღვაწი ერთ ღამეში დაკარგე, რაღა აზრი აქვს შენს სენაკში უკან დაბრუნებას. წადი ერში, იქაური სიამოვნებანი მაინც არ დაგეკარგოს.
ამით ცდილობდა ეშმაკი ბერისთვის მთლად მოეკლა სინანული და სასოწარკვეთილებით დაეღუპა.

მიხვდა მეუდაბნოე ბოროტის ხრიკებს და გულამოსკვნით შესძახა: „შევცოდე? ჩემი ღმერთის წინაშე შევცოდე, ღმერთი ჩემი კი იღებს მონანულებს, რა ხელი გაქვს ჩემთან, სულო ბოროტო?!“

სენაკში მისული ბერი დაემხო წმინდა ხატების წინაშე და მწარედ ატირდა ჩადენილ ცოდვაზე. სამი დღე და ღამე ასე იყო ბერი დამხობილი და შენდობას ევედრებოდა უფალ ღმერთს, ისე რომ საჭმელ-სასმელიც კი არ გახსენებია, თითქოს სხეულიც აღარ ახსოვდაო“.

- აპატია ღმერთმა? - დავეკითხე შიშნეულად მამა გაბრიელს.

- აპატია, ჩემო კეთილო, აპატია: ღმერთი ჩვენი მწყალობელ არს და კაცთმოყვარე! - მომიგო გაბრიელ ბერმა და კვლავ გააგრძელა თხრობა: „მესამე დღეს ხატებთან დამხობილ ბერს უფლის ანგელოსი გამოეცხადა და ნუგეშად ამცნო, მოგიტევაო ღმერთმა ცოდვა. რითი მივხვდები, რომ მომიტევა დიდად შემცოდეს? - დაეკითხა მეუდაბნოე. ანგელოსმა ხელი მოჰკიდა ბერს, წამოაყენა, დალოცა და უთხრა: ნიშნად მოტევებისა, გეძლევა ღვთისგან მადლი საკვირველთმოქმედებისაო. იმ დღიდან ბერი დაუბრუნდა თავის ღვაწლს და წმინდა ცხოვრებითა და სასწაულთმოქმედებით განადიდა უფალი ჩვენი“.

- ხედავ, შვილო, რა ძალა ჰქონია იმედიან სინანულს? მეც ჩემი წილი ომი მაქვს მოსაგები; ამ ბრძოლაში კი სინანული და სკვნილია ბერის მახვილი. იესუს ლოცვაში უფლის განდიდებაცაა და მლოცველის სინანულიც. გარდა ამისა, ბერ-მონაზონი უმიზეზოდ არ უნდა სტოვებდეს თავის სენაკსა, - ეს მისთვის ზღუდეა საცთურების წინააღმდეგ. - დაასრულა მამა გაბრიელმა საუბარი, დამემშვიდობა, შეტრიალდა სენაკში და შიგნიდან კარი ჩარაზა.

როგორღაც ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილთან* საუბარში უთქვამს: ბოლოს თქვენი მოძღვარიც ჩემსავით იქნებაო. რა იგულისხმა მამა გაბრიელმა - თავის მოღვაწეობის ხასიათი თუ მონოზვნად აღკვეცა, არ დაუზუსტებია, - უფალმა უწყის“.

/დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი/

*მამა გაბრიელმა ამ მორწმუნეს მონაზვნობა უწინასწარმეტყველა, რაც რამდენიმე ხნის შემდეგ ახდა კიდეც.


„გსურს, მონაზონო, ქვემოთ იმზირებოდე და ზეციურზე ფიქრობდე? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2023, 12:14 PM
პოსტი #3756


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთადერთი სურვილი

„მოხუცი ბერი სხვა ბერებს მიმართავდა: „ჩემი ერთადერთი სურვილია - ამ ადგილას დამკრძალოთ. აქ აღვიკვეცე ბერად, აქ გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და ამიტომ მინდა, ჩემი სხეულიც ამ მიწას მევაბარო...“ - ერთმა მსმენელმა შენიშნა: „კარგად ბრძანე, მამაო! ოღონდ სულს აქ ნუ დაიმარხავ“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ზეციურ განსასვენებელში დაიმარხე, მიწიერში ისედაც დაგმარხავენ“.


„გსურს, მონაზონო, რომ შენს სულს უფლის სულისგან ეცეს ნუგეში, რომ ვერანაირმა ხორციელმა, უხილავმა და ხილულმა არსებამ ვერ შეძლოს შენი დაშორება ქრისტესგან? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2023, 12:00 PM
პოსტი #3757


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ო, მონაზონო, შენი საღვთო და ნათელი ცრემლებით რომ მოღვაწეობ! როდესაც ამ მაცხოვნებელი და წმინდა ცრემლის გარეშე დარჩები, გონება კი დაგიბინდდება და დაგიბრმავდება, უგრძნობლობის რაღაც მკვრივი ნისლი დაფარავს რა, შენს სულში რომ იღვრება და გონება წყვდიადსა და სიკვდილის პალატებში გამოუკეტავს, როდესაც გეუბნები, რომ ეს მოხდება შენს თავს, ნუ ეძებ შენი სულის განკურნებას, ნურც სხვა საშუალებას, რომლის შემწეობითაც შეძლებდი გონებიდან უგრძნობლობის ამ მკვრივი ნისლის მოცილებას და შენი დატყვევებული გონების გათავისუფლებას სულიერი სიბრმავის მარწუხებიდან, არამედ მთელი ძალით ეძებე დაკარგული ცრემლები, ვინაიდან მხოლოდ ცრემლებს შეუძლია შენი გონების განათება, სულის გაბრწყინება, გულის გაცოცხლება, საღვთო საქმიანობით მისი გათბობა და სხეულის დამორჩილება სულის სურვილებისადმი“.

„გსურს, მონაზონო, დასცინო ეშმაკს სიცრუის ქსელს და გათელო მისი ცბიერება თიხასავით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2023, 11:18 AM
პოსტი #3758


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კუნძულ კალიმნოსიელი წმინდა საბა მთაწმინდელი იყო, იგი სულიერად იშვა წმინდა ანას სკიტში. მეტად უპოვარი გახლდათ და ხელში ფულის აღებაც კი არ უნდოდა ხოლმე“.

„გსურს, მონაზონო, რათა ქრისტე ჯვარს ეცვას შენს გულში, შენ ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ქვეყანა - შენთვის, წმინდა პავლეს მიხედვით, რომელიც ამბობს: „ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის“? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2023, 10:19 AM
პოსტი #3759


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონმა საკუთარი ხორცის ნებაზე არ უნდა იაროს, არამედ პირიქით - ხორციელი ვნებები და მოთხოვნილებანი უნდა დააცხროს“

„გსურს, მონაზონო, გაიარო ეშმაკის ბადეში და მასში არ გაიხლართო, მსგავსად ჩიტისა, რომელიც ზეცაში დაფრინავს, შენ მიერ მიწაზე დაგებულ მახეთა ზემოთ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2023, 10:41 AM
პოსტი #3760


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ბერი მტერს ებრძვის, ხოლო ბერს კი - მორჩილი, მთელი საძმო ზარალდება“.


„გსურს, მონაზონო, რომ ყველგან მყოფი ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი, რომელშიც მუდმივად განისწავლები, გამოუთქმელად განუგეშებდეს ყოველგვარ მწუხარებაში და ჩუმად და კეთილგანწყობილად გეწვიოს მისი მადლი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2023, 11:42 AM
პოსტი #3761


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ადამიანი, მაგალითად, განეშორება სატანას და მთელი ძალით გაურბის ამქვეყნიურს. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ ის ემსახურება ქრისტეს გულის დიდი სითბოთი. თუმცა, როდესაც მას უბედურებანი შეემთხვევა, მაცდურის ცდუნება და მწუხარება, თუკი მისი გული სულმოკლეობასა და შიშს გამოავლენს, მაშინ მისი გულისმიერი სითბო დაინთქმება უიმედობის წყლებში. იგივე დაემართა პეტრე მოციქულს: მან დაინახა წყალზე მომავალი ქრისტე და გამოხატა მზადყოფნა, მას მიახლებოდა, ზღვაში გადახტა და, როგორც ხმელეთზე, ზღვაზე ისე გაიარა. თუმცა, როგორც კი ქარი და ტალღები დაინახა, ზეცას რომ სწვდეობდა, მცირედმორწმუნეობის გამო მაშინვე შეშინდა, რადგან ქრისტეს სიტყვა დაივიწყა, რომელმაც თქვა: „მოდი“. მცირედმორწმუნეობაში ჩავარდნილმა ზღვაში დანთქმა დაიწყო, მაგრამ, როგორც კი წარმოთქვა: „უფალო, შემეწიე“ - ქრისტემ მაშინე გაუწოდა თავისი წმინდა მარჯვენა და შეეწია“.

“გსურს, მონაზონო, იხილო ის, თუ როგორ მადლს აძლევს თავის მონებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2023, 10:12 AM
პოსტი #3762


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვერცხლისმოყვარეობის და სახმართმოყვარეობის საკვრელთაგან თავისუფალმა ღირსმა აკაკი კავსოკალიველმა ვერ შესძლო, ხელში დაეჭირა ვიღაცისგან მიცემული სამი ფლირინი. აიღო, მაგრამ უხერხულობა იგრძნო, იმწუთშივე უკან დაუბრუნა და უთხრა:

- აიღე შენი ფული, ჩემო ძმაო, რადგან მეშინია, მათ გამო გონება არ დავკარგო“.

„გსურს, მონაზონო, რომ შენს გულში ღვთის სული დამკვიდრდეს, რათა მისი შეწევნით შენი სულის ხომალდი გაემგზავროს ნეტარ და უსაფრთხო ნაოსნობაში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2023, 12:44 PM
პოსტი #3763


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანმა არასოდეს არ უნდა მოადუნოს ყურადღება, რაც სწორედ ქრისტიანული, მით უმეტეს - მონაზვნური ცხოვრების ყოველდღიური საქმეა. მონაზვნურ ყოფას არ ახასიათებს აზრების მხრიდან შესვენება, არამედ მოღვაწე ყოველთვის მზად უნდა იყოს ბოროტისგან მოწოდებული ხრიკების გამოსაცნობად და მასთან შესაბმელად. თუ ლოცვის დროს ყურადღებით იქნება, ეშმაკის ყველა მზაკვრობას აღმოაჩენს“.


„გსურს, მონაზონო, რომ სიბნელიდან, ანუ როდესაც შენი სული საღვთო ნუგეშის გარეშეა, მაშინვე გახდე სინათლე და შეიგრძნო საკუთარ თავში ღვთის ნუგეში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2023, 11:23 AM
პოსტი #3764


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლოცვის შესახებ

„ერთხელ ბერი ხალხის დახმარებას შეუდგა. ბევრი სიკეთე გაუკეთა ადამიანებს, მაგრამ საკუთარ თავს დიდი ცვლილება ვერ შენიშნა, პირიქით, უფრო მეტად ფაცი-ფუცობდა.
ეს რომ აღმოაჩინა, განმარტოვდა. განმარტოვებისას უქმად რომ არ ყოფილიყო, შრომას მიჰყო ხელი. რამდენიმე კელია ააგო, ბოსტანი მოაშენა, ბაღი დარგო. საქმიანობისას ვერ შეამჩნია, რომ სიბერე შეეპარა და ძალამაც უმტყუნა.

თუმცა ეჭვი იმაზე, სწორედ ცხოვრობს, თუ არა, კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ერთხელ საკუთარი მოძღვრის სიტყვები მოაგონდა: „შეუმჩნევლად იცხოვრე, სულიერი სიმშვიდე ეძიე და ხსნას მოიპოვებ!“

ბერი ქოხში ჩაიკეტა, მხოლოდ უმნიშვნელო ხელსაქმე დაიტოვა და დარჩენილი ძალა ლოცვას მიუძღვნა. თავისთვისაც შეუმჩნევლად, დაივიწყა მან ამქვეყნიური ამაოებანი. ბოლოს სხეულსაც ვეღარ გრძნობდა და არც ის იცოდა, დედამიწაზე ცხოვრობდა თუ ცაში...

ასე იცხოვრა მშვიდად და შეუმჩნევლად. მხურვალე ცრემლით სწირავდა მადლობას უფალს წყალობისათვის, ხოლო მოძღვარს - კეთილი რჩევისათვის...“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერი შეგონება:
„ცხოვრება განუწყვეტელ ლოცვად აქციე, რადგან სხვა ყველაფერი - დროის ფუჭად ხარჯვაა“.

„გსურს, მონაზონო, რათა დემონებს ეშინოდეთ შენი ისე, როგორც ბეღურებს ეშინიათ არწივის, ხოლო ოთხფეხებს - ლომის? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2023, 12:01 PM
პოსტი #3765


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეიმუსრე გული, მონაზონო, ლოცვით, რათა მასში სატანის ძალა დაითრგუნოს“.

„გსურს, მონაზონო, რომ ჯოჯოხეთში ეშმაკების ქმედებანი დააზიანო და ისე გააკეთო, რომ ეშმაკები, რომლებიც შენი ლოცვის სიტყვის ძალით იშოლტებიან, დასაკლავი ღორებივით ღრიალებდნენ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2023, 11:32 AM
პოსტი #3766


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კარეესში ერთი ბერიკაცი ცხოვრობდა, მუშა ერისკაცი, მოშურნე მგალობელი, რომელსაც უდიდესი თავმდაბლობა ჰქონდა და მთაწმინდის სამოქალაქო მმართველობის შენობის ძირში მდებარე ერთ-ერთ კონაკში ცხოვრობდა. ძია მინამ - ასე ეძახდნენ მას - ას ორ წლამდე მიაღწია. ხელობით დურგალი იყო. ძალზე ღარიბულად ცხოვრობდა. თავის კლიენტებს თავმდაბლობით და უხერხულობის გრძნობით მოინახულებდა ხოლმე. თუ ეტყოდნენ, - ფული მოგცეთ? პასუხობდა, - როგორც გნებავთ, მე მხოლოდ თქვენს სანახავად, თქვენს მოსაკითხად მოვედიო. ჰყავდა კატა, რომელიც ხშირად მის მხარზე ისვენებდა მაშინაც კი, როცა ძია მინა მუშაობდა და ეს სამუშაო დიდ მოთმინებას მოითხოვდა!“

„გსურს, მონაზონო, რომ შენს უხილავ მტერს საშიში და მოულოდნელი მახე დაუგო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2023, 11:08 AM
პოსტი #3767


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონაზონი ძმებს შორის არის და საზოგადო მსახურების დროს ლოცულობს, მას გაცილებით ნაკლებად უტევს ბოროტი, ვიდრე განმარტოებით ლოცვისას, რადგან, როდესაც ხედავს, რომ სხვები გაცილებით უკეთ ასრულებენ საზოგადო ლოცვით კანონს, ამპარტავნობა არ ეუფლება, ბოროტსაც პატივმოყვარეობის აღძვრის ნაკლები საფუძველი აქვს მასში და ნაკლებად უტევს.“


„გსურს, მონაზონო, რომ ყოველგვარი მაცდური ზრახვა გაიფანტოს შენგან და შენი სულიერი ღვაწლით გაგშორდეს მთელი დემონური შენაერთი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2023, 11:35 AM
პოსტი #3768


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მომხრე და მოწინააღმდეგე

„ერთ ბერს მეორემ შენიშვნა მისცა. ბერს გული აუდუღდა: „უთხარი, რასაც ფიქრობ მასზე! - ბერს ზრახვა დაატყდა თავს. – „ახალვე მივალ და ყველაფერს პირში მივახლი!“ - გადაწყვიტა მან.

„შესანიშნავი გადაწყვეტილებაა! გაიგოს ვინ ხარ! აჩვენე, რომ თავის დაცვა შეგიძლია! მორჩილება ასწავლე!“ - აზრები არ ასვენებდნენ ბერს.

„კი მაგრამ, რაზე ვფიქრობ? - თავი მოთოკა ბერმა, - მორჩილების სწავლა თავად მმართებს, სხვებს კი არ უნდა მივუთითო! მივალ თავს დავუკრავ და შენდობას შევთხოვ...“ „ჭკუა დაკარგე?! შენდობა არ სთხოვო! მასზე ათი თავით მაღლა დგახარ! ამის შემდეგ პატივისცემას ვისგან მოელი? ნათქვამზე პასუხი უნდა აგებინო!“ - შეუტიეს ბერს ფიქრებმა.

„ზრახვებს ყურს არ ვათხოვებ და მოვიქცევი ისე, როგორც ამას ქრისტე გვიბრძანებს! უფალო, შემეწიე!“ - იგი მივიდა ბერთან, რომელმაც აწყენინა, თავი მდაბლად დაუკრა და შენდობა სთხოვა.

სინანულმა ძლიერად იმოქმედა ბერზე, მისი გული მრისხანებას უკვე აღარ გრძნობდა, გული საოცარი სიმშვიდით აღევსო. ხოლო სიბრაზე უკვალოდ გაუჩინარდა...“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„როდესაც ზრახვებს ეთანხმები, ისინი მტრედებს ჰგვანან, ხოლო როდესაც ეწინააღმდეგები - ცოფიან ძაღლებს“.


„გსურს, მონაზონო, რომ შენს გულში ქრისტე შეიძინო და იხილო ის, რამდენადაც შესაძლებელია ეს შენთვის, საღვთო ჭვრეტის მეშვეობით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 187 188 189 190 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th August 2025 - 05:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი