![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3761
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი ადამიანი, მაგალითად, განეშორება სატანას და მთელი ძალით გაურბის ამქვეყნიურს. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ ის ემსახურება ქრისტეს გულის დიდი სითბოთი. თუმცა, როდესაც მას უბედურებანი შეემთხვევა, მაცდურის ცდუნება და მწუხარება, თუკი მისი გული სულმოკლეობასა და შიშს გამოავლენს, მაშინ მისი გულისმიერი სითბო დაინთქმება უიმედობის წყლებში. იგივე დაემართა პეტრე მოციქულს: მან დაინახა წყალზე მომავალი ქრისტე და გამოხატა მზადყოფნა, მას მიახლებოდა, ზღვაში გადახტა და, როგორც ხმელეთზე, ზღვაზე ისე გაიარა. თუმცა, როგორც კი ქარი და ტალღები დაინახა, ზეცას რომ სწვდეობდა, მცირედმორწმუნეობის გამო მაშინვე შეშინდა, რადგან ქრისტეს სიტყვა დაივიწყა, რომელმაც თქვა: „მოდი“. მცირედმორწმუნეობაში ჩავარდნილმა ზღვაში დანთქმა დაიწყო, მაგრამ, როგორც კი წარმოთქვა: „უფალო, შემეწიე“ - ქრისტემ მაშინე გაუწოდა თავისი წმინდა მარჯვენა და შეეწია“.
“გსურს, მონაზონო, იხილო ის, თუ როგორ მადლს აძლევს თავის მონებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3762
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვერცხლისმოყვარეობის და სახმართმოყვარეობის საკვრელთაგან თავისუფალმა ღირსმა აკაკი კავსოკალიველმა ვერ შესძლო, ხელში დაეჭირა ვიღაცისგან მიცემული სამი ფლირინი. აიღო, მაგრამ უხერხულობა იგრძნო, იმწუთშივე უკან დაუბრუნა და უთხრა:
- აიღე შენი ფული, ჩემო ძმაო, რადგან მეშინია, მათ გამო გონება არ დავკარგო“. „გსურს, მონაზონო, რომ შენს გულში ღვთის სული დამკვიდრდეს, რათა მისი შეწევნით შენი სულის ხომალდი გაემგზავროს ნეტარ და უსაფრთხო ნაოსნობაში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3763
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადამიანმა არასოდეს არ უნდა მოადუნოს ყურადღება, რაც სწორედ ქრისტიანული, მით უმეტეს - მონაზვნური ცხოვრების ყოველდღიური საქმეა. მონაზვნურ ყოფას არ ახასიათებს აზრების მხრიდან შესვენება, არამედ მოღვაწე ყოველთვის მზად უნდა იყოს ბოროტისგან მოწოდებული ხრიკების გამოსაცნობად და მასთან შესაბმელად. თუ ლოცვის დროს ყურადღებით იქნება, ეშმაკის ყველა მზაკვრობას აღმოაჩენს“.
„გსურს, მონაზონო, რომ სიბნელიდან, ანუ როდესაც შენი სული საღვთო ნუგეშის გარეშეა, მაშინვე გახდე სინათლე და შეიგრძნო საკუთარ თავში ღვთის ნუგეში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3764
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ლოცვის შესახებ
„ერთხელ ბერი ხალხის დახმარებას შეუდგა. ბევრი სიკეთე გაუკეთა ადამიანებს, მაგრამ საკუთარ თავს დიდი ცვლილება ვერ შენიშნა, პირიქით, უფრო მეტად ფაცი-ფუცობდა. ეს რომ აღმოაჩინა, განმარტოვდა. განმარტოვებისას უქმად რომ არ ყოფილიყო, შრომას მიჰყო ხელი. რამდენიმე კელია ააგო, ბოსტანი მოაშენა, ბაღი დარგო. საქმიანობისას ვერ შეამჩნია, რომ სიბერე შეეპარა და ძალამაც უმტყუნა. თუმცა ეჭვი იმაზე, სწორედ ცხოვრობს, თუ არა, კიდევ უფრო გაუმძაფრდა. ერთხელ საკუთარი მოძღვრის სიტყვები მოაგონდა: „შეუმჩნევლად იცხოვრე, სულიერი სიმშვიდე ეძიე და ხსნას მოიპოვებ!“ ბერი ქოხში ჩაიკეტა, მხოლოდ უმნიშვნელო ხელსაქმე დაიტოვა და დარჩენილი ძალა ლოცვას მიუძღვნა. თავისთვისაც შეუმჩნევლად, დაივიწყა მან ამქვეყნიური ამაოებანი. ბოლოს სხეულსაც ვეღარ გრძნობდა და არც ის იცოდა, დედამიწაზე ცხოვრობდა თუ ცაში... ასე იცხოვრა მშვიდად და შეუმჩნევლად. მხურვალე ცრემლით სწირავდა მადლობას უფალს წყალობისათვის, ხოლო მოძღვარს - კეთილი რჩევისათვის...“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერი შეგონება: „ცხოვრება განუწყვეტელ ლოცვად აქციე, რადგან სხვა ყველაფერი - დროის ფუჭად ხარჯვაა“. „გსურს, მონაზონო, რათა დემონებს ეშინოდეთ შენი ისე, როგორც ბეღურებს ეშინიათ არწივის, ხოლო ოთხფეხებს - ლომის? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3765
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შეიმუსრე გული, მონაზონო, ლოცვით, რათა მასში სატანის ძალა დაითრგუნოს“.
„გსურს, მონაზონო, რომ ჯოჯოხეთში ეშმაკების ქმედებანი დააზიანო და ისე გააკეთო, რომ ეშმაკები, რომლებიც შენი ლოცვის სიტყვის ძალით იშოლტებიან, დასაკლავი ღორებივით ღრიალებდნენ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3766
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„კარეესში ერთი ბერიკაცი ცხოვრობდა, მუშა ერისკაცი, მოშურნე მგალობელი, რომელსაც უდიდესი თავმდაბლობა ჰქონდა და მთაწმინდის სამოქალაქო მმართველობის შენობის ძირში მდებარე ერთ-ერთ კონაკში ცხოვრობდა. ძია მინამ - ასე ეძახდნენ მას - ას ორ წლამდე მიაღწია. ხელობით დურგალი იყო. ძალზე ღარიბულად ცხოვრობდა. თავის კლიენტებს თავმდაბლობით და უხერხულობის გრძნობით მოინახულებდა ხოლმე. თუ ეტყოდნენ, - ფული მოგცეთ? პასუხობდა, - როგორც გნებავთ, მე მხოლოდ თქვენს სანახავად, თქვენს მოსაკითხად მოვედიო. ჰყავდა კატა, რომელიც ხშირად მის მხარზე ისვენებდა მაშინაც კი, როცა ძია მინა მუშაობდა და ეს სამუშაო დიდ მოთმინებას მოითხოვდა!“
„გსურს, მონაზონო, რომ შენს უხილავ მტერს საშიში და მოულოდნელი მახე დაუგო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3767
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მონაზონი ძმებს შორის არის და საზოგადო მსახურების დროს ლოცულობს, მას გაცილებით ნაკლებად უტევს ბოროტი, ვიდრე განმარტოებით ლოცვისას, რადგან, როდესაც ხედავს, რომ სხვები გაცილებით უკეთ ასრულებენ საზოგადო ლოცვით კანონს, ამპარტავნობა არ ეუფლება, ბოროტსაც პატივმოყვარეობის აღძვრის ნაკლები საფუძველი აქვს მასში და ნაკლებად უტევს.“
„გსურს, მონაზონო, რომ ყოველგვარი მაცდური ზრახვა გაიფანტოს შენგან და შენი სულიერი ღვაწლით გაგშორდეს მთელი დემონური შენაერთი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3768
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მომხრე და მოწინააღმდეგე
„ერთ ბერს მეორემ შენიშვნა მისცა. ბერს გული აუდუღდა: „უთხარი, რასაც ფიქრობ მასზე! - ბერს ზრახვა დაატყდა თავს. – „ახალვე მივალ და ყველაფერს პირში მივახლი!“ - გადაწყვიტა მან. „შესანიშნავი გადაწყვეტილებაა! გაიგოს ვინ ხარ! აჩვენე, რომ თავის დაცვა შეგიძლია! მორჩილება ასწავლე!“ - აზრები არ ასვენებდნენ ბერს. „კი მაგრამ, რაზე ვფიქრობ? - თავი მოთოკა ბერმა, - მორჩილების სწავლა თავად მმართებს, სხვებს კი არ უნდა მივუთითო! მივალ თავს დავუკრავ და შენდობას შევთხოვ...“ „ჭკუა დაკარგე?! შენდობა არ სთხოვო! მასზე ათი თავით მაღლა დგახარ! ამის შემდეგ პატივისცემას ვისგან მოელი? ნათქვამზე პასუხი უნდა აგებინო!“ - შეუტიეს ბერს ფიქრებმა. „ზრახვებს ყურს არ ვათხოვებ და მოვიქცევი ისე, როგორც ამას ქრისტე გვიბრძანებს! უფალო, შემეწიე!“ - იგი მივიდა ბერთან, რომელმაც აწყენინა, თავი მდაბლად დაუკრა და შენდობა სთხოვა. სინანულმა ძლიერად იმოქმედა ბერზე, მისი გული მრისხანებას უკვე აღარ გრძნობდა, გული საოცარი სიმშვიდით აღევსო. ხოლო სიბრაზე უკვალოდ გაუჩინარდა...“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „როდესაც ზრახვებს ეთანხმები, ისინი მტრედებს ჰგვანან, ხოლო როდესაც ეწინააღმდეგები - ცოფიან ძაღლებს“. „გსურს, მონაზონო, რომ შენს გულში ქრისტე შეიძინო და იხილო ის, რამდენადაც შესაძლებელია ეს შენთვის, საღვთო ჭვრეტის მეშვეობით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3769
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, უბადრუკო მონაზონო, ყოველთვის შემუსრე ლოცვით შენი გული, რათა ყოველთვის განათლდეს გონების თვალი, რომელთა მეშვეობითაც იხილავ უხილავ სამოთხეს ისე, როგორც აშკარად ხედავ ხორციელი თვალით ხორციელ საგნებს“
„გსურს, მონაზონო, ქრისტეს საუნჯეში შესვლა, სადაც მდებარეობს ის, რომლის გამოთქმაც შეუძლებელია ადამიანის ენით და ნახო იქ ის, რის გამოც ყოველი ენა დუმს, რომელსაც სურს მისი გადმოცემა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3770
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მოხუცი მოსაგრე მამა ა. ყვებოდა:
- ერთხელ დიონისეს მონასტერში ხალხი მოვიდა ფულის დასარიგებლად. ყველა მამას შეატყობინეს, მაგრამ მათ ფული არ აიღეს - ამ ფულს რა უნდა ვუყოთო. ასე იქცეოდნენ ღარიბი, ვერცხლისარმოყვარული, უპოვარი მამები“. „გსურს, მონაზონო, გაიგო საქმით, რომ თვით სულიერი ღვაწლი გონისმიერი და გულისმიერი ლოცვისა - ესაა გვირგვინი ყოველი სათნოებისა და ყველაზე ძლიერი ძალა შენს სულში და, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია, იხილო უხილავი და სულიერი საგნები? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3771
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამა [იოანე სინელი] განმარტოებით მოღვაწეებს აძლევს შეგონებას, თუ როდის უნდა მიმართონ ხელსაქმეს. თუ დაყუდებულ ბერს ლოცვა შეუძლია და ამ დროს ხელსაქმეს მიმართავს, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ იქცევა.
თუ მოღვაწეს შეუძლია თავს დააძალოს და მაინც ილოცოს, ესეც სასარგებლოა. წმინდა მამები ბრძანებენ, - გულისყურით ლოცვას უფალი შეიწირავს. მაგრამ ვინც თავს აიძულებს, რომ ილოცოს, ამას უფალი მოწამეობად შეურაცხავს“. „გსურს მონაზონო, გამოუშვა შენი სულიერი ისრები დაცემული ანგელოზის გულში და ჩამოაგდო საშინელი წყეული ჯოჯოხეთის ლაშქარზე? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3772
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ორი მონაზონი
„დიდი ხნის წინათ, ორ მოსაზღვრე ოთახში, ორი მონაზონი ცხოვრობდა. დილით ერთ-ერთმა იღუმენთან მიირბინა: „მაკურთხე, დედაო! უთხარი ჩემს მეზობელს, ასე ხმამაღლა ნუ ხვრინავს! ხან კედელზე დავუკაკუნე, ხან დავუყვირე, მაგრამ ხვრივნას კიდევ უფრო მოუმატა! ასე განგებ იქცევა!“ რამდენიმე წუთში მეორე მონაზონმა მიირბინა: „მაკურთხე ,დედაო! უთხარით მეზობელ ოთახში მცხოვრებ დას, რომ ღამით სიშმაგეს მოეშვას! ხან კედელზე აბრახუნებს, ხან რაღაცას გაუგებრად ყვირის. ასე განგებ იქცევა!“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „ყოველდღიურობას საკუთარი სულის დაღუპვის საშუალებას ნუ მისცემ; ის ბადეა, რომელშიც სული იხლართება და კვდება“. „გსურს, მონაზონო, რომ შენი გულიდან, როგორც წყაროდან, მოედინებოდეს ცოცხალი წყლის ნაკადულები, საღვთო გამონათქვამები და სულიერი აზრები? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3773
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონო, მოიკრიბე მთელი შენი გონება შენსავე სიღმეში იქ, სადაც შენი გულის ადგილსამყოფელია. როდესაც, როგორც რაიმე მფარველივით დააყენებ მას შენი გულის ტახტზე, ილოცე შენი სიღრმიდან, ვიდრე ამ ლოცვის მადლით გონება არ დატკბება გამოუთქმელი სიტკბოებით. მაშინ იხილავ, თუ როგორ ავა ის ზეცამდე არახორციელად, უფლამდე, სადაც მისი ჭეშმარიტი სამყოფელია“.
„გსურს, მონაზონო, ერში ყოფნისას, ამსოფლიურს ებრძოლო ისე, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორ ებრძვი მათ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3774
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დიდი ხნის წინ, ერთმა იღუმენმა, თავის მონასტერში სტუმართა გამასპინძლება აკრძალა.
ამბობენ, რომ იმავე ღამეს ჭიანჭველებმა მონასტრის ბეღლებიდან მთელი ხორბალი აიღეს და ზღვაში ჩაიტანეს!“ „გსურს, მონაზონო, რომ თვალებიდან ცრემლი გდიოდეს ქრისტეს გულისთვის, შენი სხეული შინაგანად ქრისტეს სიყვარულით იწვოდეს და ამ მიზეზით შენ, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „ვღრიალებ ჩემი გულის სატკივარით“, უხმობდე გულით თავად ქრისტეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3775
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„4.უპოვარი მონაზვნის ლოცვა წმინდაა, ხოლო ქონებისმოყვარე მონაზონი ამსოფლიურ საგნებზე ლოცულობს.
რა განსხვავებაა უპოვარ მონაზონსა და ქონების მოყვარე მონაზონს შორის? - უპოვარი მონაზონის ლოცვა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს მიემართება. იგი ლოცვის დროს არ ითხოვს ამქვეყნიურ სიმდიდრეს, მისი ერთადერთი სათხოვარი ცოდვათა შენდობა და სხვა ადამიანების შეწევნაა“. „გსურს, მონაზონო, დაინგრიო სატანისეული ბადე და დასცინო სატანის მონებსა და მსახურებს, ანუ დემონებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3776
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სად წერია?
„დიდი ხნის წინათ, ერთი ბერი გრძელმა თმამ შეაწუხა. თმა მუდამ ეწეწებოდა და მისი დავარცხნა უჭირდა. ერთხელაც ადგა და საკრეჭი მანქანით გადაიხოტრა. მისი დანახვისას მეორე ბერი გაოგნდა: „თავი რატომ გადაიპარსე?“ – „სად წერია, რომ ბერისათვის თავის გადახოტრა არ შეიძლება?“ - მიუგო მან. მეორე ბერმა ვეღარაფერი უპასუხა და თავის გზაზე წავიდა. ერთხელ თავგადაპარსულ ბერს იმ ნაცნობი ბერის კელიაში მოუხდა შესვლა. ხედავს, ბერი შემწვარ ხორცს მიირთმევს. „ხორცს რატომ ჭამ?“ - ეკითხება განცვიფრებული სტუმარი. „სად წერია, რომ ხორცის ჭამა არ შეიძლება?“ - დაცინვით მიუგო ხორციანი კერძების მოყვარულმა.“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „უკეთურ სურვილებს არ მისცე უფლება, რომ სულიერი გზა დაგიმახინჯონ“. „გსურს, მონაზონო, რომ ისრით განგმირო შენი დაუძინებელი მტერი, რომელიც ჯოჯოხეთიდან უხილავად გესვრის ისრებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3777
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შენ კი, მონაზონო, რომელმაც მიაღწიე ლოცვას და გულამდეც მიიტანე, გთხოვ და გამხნევებ: თუ გიყვარს შენი სული, მიმართე ყოველგვარ ძალისხმევას, რომ გულითადად ილოცო განსაქარვებლად ამ სატანური საბურველისა, რომელიც ეშმაკის ხელწერილია, მის მიერვე დაწერილი ცოდვითი დაცემით“.
„გსურს, მონაზონო, იგემო უფლის სიკეთე? ანუ, გსურს, რომ უფლის მადლმა და სიტკბოებამ განვლოს შენს სულში და მათით ტკბებოდეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3778
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრიდან ვინც კურთხევის გარეშე გავა, ზღვაში დაინთქმება და მას „აკულები“ შეჭამენ“.
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ „გსურს, მონაზონო, რომ დემონები მეტად გებრძოდნენ შენ, ვიდრე სხვა ადამიანებს, მაგრამ საერთოდაც ვერ დაგჯაბნონ და რომ მათი ისრები შენი საღვთო ღვაწლის წინაშე უძლური აღმოჩნდეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3779
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„3. უპოვარი მონაზონი უვნებობის შვილია. რაც აქვს, იმასაც ისე მიიჩნევს, თითქოს არა აქვს. სულისთვის რამე საზიანოს თუ შენიშნავს, რაც იმ ადგილას იქნება, ყველაფერს ნაგვად შერაცხავს. ვინც რამე ხორციელ საქმეზე წუხს, ის არ არის უპოვარი“
/ღირსი იოანე სინელი/ “გსურს, მონაზონო, გახდე ქრისტეს მადლის რჩეული ჭურჭელი, ანუ ჭურჭელი სულიწმიდისა და შეიმეცნო, რომ შენ ჭეშმარიტად ასეთი გახდი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3780
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,745 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური გულის ფერისცვალება - ღვთიური სიყვარულის მოქმედებაა, სიბრძნე - ამ სიყვარულის გამოხატულება, უბიწოება კი - ღვთიური სიყვარულის არსი“.
/ბერი სვიმეონ ათონელი/ „გსურს, მონაზონო, რომ ღმერთს ყოველთვის ახსოვდე და გიცავდეს უხილავ ანგელოზთა უზარმაზარი ლაშქრით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 04:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი