![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3769
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, უბადრუკო მონაზონო, ყოველთვის შემუსრე ლოცვით შენი გული, რათა ყოველთვის განათლდეს გონების თვალი, რომელთა მეშვეობითაც იხილავ უხილავ სამოთხეს ისე, როგორც აშკარად ხედავ ხორციელი თვალით ხორციელ საგნებს“
„გსურს, მონაზონო, ქრისტეს საუნჯეში შესვლა, სადაც მდებარეობს ის, რომლის გამოთქმაც შეუძლებელია ადამიანის ენით და ნახო იქ ის, რის გამოც ყოველი ენა დუმს, რომელსაც სურს მისი გადმოცემა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3770
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მოხუცი მოსაგრე მამა ა. ყვებოდა:
- ერთხელ დიონისეს მონასტერში ხალხი მოვიდა ფულის დასარიგებლად. ყველა მამას შეატყობინეს, მაგრამ მათ ფული არ აიღეს - ამ ფულს რა უნდა ვუყოთო. ასე იქცეოდნენ ღარიბი, ვერცხლისარმოყვარული, უპოვარი მამები“. „გსურს, მონაზონო, გაიგო საქმით, რომ თვით სულიერი ღვაწლი გონისმიერი და გულისმიერი ლოცვისა - ესაა გვირგვინი ყოველი სათნოებისა და ყველაზე ძლიერი ძალა შენს სულში და, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია, იხილო უხილავი და სულიერი საგნები? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3771
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მამა [იოანე სინელი] განმარტოებით მოღვაწეებს აძლევს შეგონებას, თუ როდის უნდა მიმართონ ხელსაქმეს. თუ დაყუდებულ ბერს ლოცვა შეუძლია და ამ დროს ხელსაქმეს მიმართავს, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ იქცევა.
თუ მოღვაწეს შეუძლია თავს დააძალოს და მაინც ილოცოს, ესეც სასარგებლოა. წმინდა მამები ბრძანებენ, - გულისყურით ლოცვას უფალი შეიწირავს. მაგრამ ვინც თავს აიძულებს, რომ ილოცოს, ამას უფალი მოწამეობად შეურაცხავს“. „გსურს მონაზონო, გამოუშვა შენი სულიერი ისრები დაცემული ანგელოზის გულში და ჩამოაგდო საშინელი წყეული ჯოჯოხეთის ლაშქარზე? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3772
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ორი მონაზონი
„დიდი ხნის წინათ, ორ მოსაზღვრე ოთახში, ორი მონაზონი ცხოვრობდა. დილით ერთ-ერთმა იღუმენთან მიირბინა: „მაკურთხე, დედაო! უთხარი ჩემს მეზობელს, ასე ხმამაღლა ნუ ხვრინავს! ხან კედელზე დავუკაკუნე, ხან დავუყვირე, მაგრამ ხვრივნას კიდევ უფრო მოუმატა! ასე განგებ იქცევა!“ რამდენიმე წუთში მეორე მონაზონმა მიირბინა: „მაკურთხე ,დედაო! უთხარით მეზობელ ოთახში მცხოვრებ დას, რომ ღამით სიშმაგეს მოეშვას! ხან კედელზე აბრახუნებს, ხან რაღაცას გაუგებრად ყვირის. ასე განგებ იქცევა!“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „ყოველდღიურობას საკუთარი სულის დაღუპვის საშუალებას ნუ მისცემ; ის ბადეა, რომელშიც სული იხლართება და კვდება“. „გსურს, მონაზონო, რომ შენი გულიდან, როგორც წყაროდან, მოედინებოდეს ცოცხალი წყლის ნაკადულები, საღვთო გამონათქვამები და სულიერი აზრები? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3773
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონო, მოიკრიბე მთელი შენი გონება შენსავე სიღმეში იქ, სადაც შენი გულის ადგილსამყოფელია. როდესაც, როგორც რაიმე მფარველივით დააყენებ მას შენი გულის ტახტზე, ილოცე შენი სიღრმიდან, ვიდრე ამ ლოცვის მადლით გონება არ დატკბება გამოუთქმელი სიტკბოებით. მაშინ იხილავ, თუ როგორ ავა ის ზეცამდე არახორციელად, უფლამდე, სადაც მისი ჭეშმარიტი სამყოფელია“.
„გსურს, მონაზონო, ერში ყოფნისას, ამსოფლიურს ებრძოლო ისე, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორ ებრძვი მათ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3774
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დიდი ხნის წინ, ერთმა იღუმენმა, თავის მონასტერში სტუმართა გამასპინძლება აკრძალა.
ამბობენ, რომ იმავე ღამეს ჭიანჭველებმა მონასტრის ბეღლებიდან მთელი ხორბალი აიღეს და ზღვაში ჩაიტანეს!“ „გსურს, მონაზონო, რომ თვალებიდან ცრემლი გდიოდეს ქრისტეს გულისთვის, შენი სხეული შინაგანად ქრისტეს სიყვარულით იწვოდეს და ამ მიზეზით შენ, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „ვღრიალებ ჩემი გულის სატკივარით“, უხმობდე გულით თავად ქრისტეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3775
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„4.უპოვარი მონაზვნის ლოცვა წმინდაა, ხოლო ქონებისმოყვარე მონაზონი ამსოფლიურ საგნებზე ლოცულობს.
რა განსხვავებაა უპოვარ მონაზონსა და ქონების მოყვარე მონაზონს შორის? - უპოვარი მონაზონის ლოცვა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს მიემართება. იგი ლოცვის დროს არ ითხოვს ამქვეყნიურ სიმდიდრეს, მისი ერთადერთი სათხოვარი ცოდვათა შენდობა და სხვა ადამიანების შეწევნაა“. „გსურს, მონაზონო, დაინგრიო სატანისეული ბადე და დასცინო სატანის მონებსა და მსახურებს, ანუ დემონებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3776
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სად წერია?
„დიდი ხნის წინათ, ერთი ბერი გრძელმა თმამ შეაწუხა. თმა მუდამ ეწეწებოდა და მისი დავარცხნა უჭირდა. ერთხელაც ადგა და საკრეჭი მანქანით გადაიხოტრა. მისი დანახვისას მეორე ბერი გაოგნდა: „თავი რატომ გადაიპარსე?“ – „სად წერია, რომ ბერისათვის თავის გადახოტრა არ შეიძლება?“ - მიუგო მან. მეორე ბერმა ვეღარაფერი უპასუხა და თავის გზაზე წავიდა. ერთხელ თავგადაპარსულ ბერს იმ ნაცნობი ბერის კელიაში მოუხდა შესვლა. ხედავს, ბერი შემწვარ ხორცს მიირთმევს. „ხორცს რატომ ჭამ?“ - ეკითხება განცვიფრებული სტუმარი. „სად წერია, რომ ხორცის ჭამა არ შეიძლება?“ - დაცინვით მიუგო ხორციანი კერძების მოყვარულმა.“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „უკეთურ სურვილებს არ მისცე უფლება, რომ სულიერი გზა დაგიმახინჯონ“. „გსურს, მონაზონო, რომ ისრით განგმირო შენი დაუძინებელი მტერი, რომელიც ჯოჯოხეთიდან უხილავად გესვრის ისრებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3777
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შენ კი, მონაზონო, რომელმაც მიაღწიე ლოცვას და გულამდეც მიიტანე, გთხოვ და გამხნევებ: თუ გიყვარს შენი სული, მიმართე ყოველგვარ ძალისხმევას, რომ გულითადად ილოცო განსაქარვებლად ამ სატანური საბურველისა, რომელიც ეშმაკის ხელწერილია, მის მიერვე დაწერილი ცოდვითი დაცემით“.
„გსურს, მონაზონო, იგემო უფლის სიკეთე? ანუ, გსურს, რომ უფლის მადლმა და სიტკბოებამ განვლოს შენს სულში და მათით ტკბებოდეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3778
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრიდან ვინც კურთხევის გარეშე გავა, ზღვაში დაინთქმება და მას „აკულები“ შეჭამენ“.
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ „გსურს, მონაზონო, რომ დემონები მეტად გებრძოდნენ შენ, ვიდრე სხვა ადამიანებს, მაგრამ საერთოდაც ვერ დაგჯაბნონ და რომ მათი ისრები შენი საღვთო ღვაწლის წინაშე უძლური აღმოჩნდეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3779
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„3. უპოვარი მონაზონი უვნებობის შვილია. რაც აქვს, იმასაც ისე მიიჩნევს, თითქოს არა აქვს. სულისთვის რამე საზიანოს თუ შენიშნავს, რაც იმ ადგილას იქნება, ყველაფერს ნაგვად შერაცხავს. ვინც რამე ხორციელ საქმეზე წუხს, ის არ არის უპოვარი“
/ღირსი იოანე სინელი/ “გსურს, მონაზონო, გახდე ქრისტეს მადლის რჩეული ჭურჭელი, ანუ ჭურჭელი სულიწმიდისა და შეიმეცნო, რომ შენ ჭეშმარიტად ასეთი გახდი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3780
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური გულის ფერისცვალება - ღვთიური სიყვარულის მოქმედებაა, სიბრძნე - ამ სიყვარულის გამოხატულება, უბიწოება კი - ღვთიური სიყვარულის არსი“.
/ბერი სვიმეონ ათონელი/ „გსურს, მონაზონო, რომ ღმერთს ყოველთვის ახსოვდე და გიცავდეს უხილავ ანგელოზთა უზარმაზარი ლაშქრით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3781
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამგვარად, თუკი შენ, მონაზონო, რომელმაც დატოვე წუთისოფელი, მიწიერი საგნები და ანგელოზებრივი სახე შეიმოსე, გსურს, რომ შენი სული ღირსი გახდეს მადლისა და საღვთო ნუგეშისა, გულმოდგინედ ეცადე, გონისმიერი ლოცვით შეიძინო სწავლება შენს გულში და იზრუნე, რამდენადაც შეგიძლია, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელი, მადლით სავსე და მანუგეშებელი, დაიწეროს და აღიბეჭდოს შენს გულზე. მაშინ წმინდა ანგელოზები შენ სიყვარულით და მოწიწებით მოგეპყრობიან, რადგან ისინი, ვინც თაყვანს სცემს იესო ქრისტეს სახელს, პატივს მიაგებენ და ეთაყვანებიან იმ ადგილსაც, რომელზეც დაწერილია ქრისტეს სახელი“.
„გსურს, მონაზონო, გაიგო, როგორია აღქმადი მკვიდრობა უფლის წმინდანებისა და როგორ ნაყრდებიან უფლით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3782
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მე ღმერთის არ მწამდა. როცა ჯარში გამიწვიეს, დედაჩემმა, რომელიც ხშირად დადიოდა ტაძარში და ლოცულობდა ჩემთვის, მომცა ფურცელი ზედ დაწერილი ლოცვით და მითხრა: - „შვილო, დაე, ეს ყოველთვის შენთან იყოს“. შემდგომში გავიგე, რომ ეს იყო 90-ე ფსალმუნი.
მე მომიწია მსახურება სადესანტო დანაყოფში. ჯარში აკრძალული იყო ჯიბეებში რაიმე ზედმეტის შენახვა. ამიტომ ეს ლოცვა ჩემი ფორმის მარცხენა მხარესთან ჩავაკერე. და აი, მომიწია პარაშუტით პირველი გადახტომა. არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როცა ჰაერის უფსკრულში ჩაძირულმა გამოვკარი პარაშუტის რგოლს ხელი და... ის არ გაიხსნა. უმალ გამოვკარი სათადარიგო პარაშუტის რგოლს და არც ის გაიხსნა. მიწა გამალებით მიახლოვდებოდა. ამ წამების განმავლობაში მე, რასაკვირველია, ვერ ამოვიღებდი ფორმაში ჩაკერებულ ლოცვას და ვერ წავიკითხავდი, ამიტომ მხოლოდ დავირტყი ხელი მხარზე იმ ადგილზე, სადაც ლოცვა იყო ჩასმული და დავიყვირე: „უფალო, გადამარჩინე!“ ჩემი ხელის დატყაპუნების საპასუხოდ გავიგე პარაშუტის დატყაპუნების ხმა - ის გაიხსნა! ამას მოჰყვა მეთაურთა და მეგობართა გამოკითხვები, დედის სიხარული და ცრემლები, მაგრამ მანამ, სანამ მიწაზე დავეშვებოდი, უკვე მიცემული მქონდა პირობა, რომ სემინარიაში ჩავაბარებდი. შემდგომში მე დავამთავრე სემინარია და წავედი მონასტერში. ეხლა ვარ მღვდელ-მონაზონი“. „გსურს, მონაზონო, რომ შენი ლოცვით ჯოჯოხეთს გამოჰგლიჯო ტანჯული სული? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3783
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამბავი ერთ-ერთ პატერიკიდან: ერთი მონაზონი შემთხვევით ხელით შეეხო საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და გარკვეული პერიოდის მანძილზე მას ეს ხელი შეხვეული ჰქონდა, რათა სიწმინდეებისთვის არ მიეკარებინა. ფიქრობდა, რომ ამ ფაქტმა სულიერად ავნო“.
„გსურს, მონაზონო, დაანაწევრო (ეს გაიგე სულიერად) მცირე ნაკუწებად შენი უხილავი და შეუმჩნეველი მტრები ძალიან ბასრი ხმლით, რაც არის სახელი უფლისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3784
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჭაბუკი და ბერი
„ერთ ბრძენ ბერთან ჭაბუკი მივიდა და უთხრა: „სულიერი თვალების აღხილვა მსურს, რათა ჭეშმარიტი სამყარო ვიხილო!“ – „მერე და ნანახი არ შეგაშინებს?!“ - ჰკითხა ბერმა. „არა, არ შემაშინებს!“ ბრძენმა მის თვალებს ხელი შეახო და ჰკითხა: „ახლა რას ხედავ?“ ჭაბუკმა შეხედა და მიუგო: - „ცხოველებს ისე ვხედავ, როგორც ადამიანებს!“ – „ეს იმიტომ, რომ ცხოველები ხშირად ადამიანების მსგავსად იქცევიან!“ შემდეგ ბერი კვლავ შეეხო ჭაბუკის თვალებს და ჰკითხა: „ახლა რას ხედავ?“ ვაჟმა მიმოიხედა და აღმოხდა: „მამაო, ცხოველების მსგავს ადამიანებს ვხედავ!“ – „იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად ცხოველებივით იქცევიან. შენ სულიერი თვალების აღხილვამდე, ამას ვერ ამჩნევდი!“ – „მამაო, ამ ყველაფრის დანახვა, მართლაც საშიშია! მიპასუხე, თავად როგორ ხედავ ყველას?“ – „მე ყველას საკუთარი შვილებივით ვუყურებ!“ - მიუგო ბრძენმა. „რომელი თვალებით ხედავ ასე, მამაო?“ – „სიყვარულის თვალებით, შვილო ჩემო, მაგრამ მათი მოპოვება თავად უნდა შეძლო!“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „თვალი ყველაფერს ხედავს, გულს ყველაფერი ესმის, სიყვარული კი ყველაფერს აკურთხებს“. „გსურს, მონაზონო, შეიმეცნო, რა არის ზეციური მანანა, ანუ გამოუთქმელი და უტკბესი გემო ქრისტესი, დიდების მეუფისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3785
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლოცვით შეიმუსრე შენი გული, მონაზონო, რათა დასცინო ეშმაკს - ბოროტების საწყისს, რათა მისი ისრები აქციო ჩვილის ისრებად“.
"გსურს, მონაზონო, რომ დემონებს ტვინი აუმღვრიო და გონება აურიო, როგორც კვამლი ფანტავს ფუტკრებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3786
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ყოველთვის გულზე ეკიდა დიდი ჯვარი და ხუთნაწილიანი წმიდა სანაწილე (როგორც თვითონ ამბობდა). ამჟამად ორივე სიწმინდე მის სენაკში (კოშკში) ინახება. როდესაც უჯვროდ დამინახავდა, იტყოდა: „მაპატიე, დაო, და დედაო, ახლა შენ იღუმენია კი არა, ლიტონი მონოზონი ხარ. ჯვარშია მთელი ძალა, როგორ შეიძლება იღუმენია უჯვროდ გადავიდეს გალავნის გარეთ...“
/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/ „გსურს, მონაზონო, რომ შენი სული იმარჯვებდეს და დღესასწაულობდეს ყველა მაცდურ სულთან ბრძოლაში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3787
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„2. უპოვარი მონაზონი წუთისოფლის მეფეა. მას თავისი საზრუნავი ღვთისთვის მიუნდია და ღვთისადმი რწმენით ყველა მისი მონა გამხდარა; საჭიროების გამო არავის მიმართავს და ყველაფერს ღვთის ხელიდან იღებს“.
/ღირსი იოანე სინელი/ „გსურს, მონაზონო, რომ დემონები შენთან შეხვედრისას გემალებოდნენ, ვიდრე არ გაივლი, რომელსაც შეეშინდებათ შენში არსებული ღვთის მადლის გამო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3788
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,255 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დიდება შენდა, ღმერთო!
„ცხოვრობდა ბერი მონაზვნებთან ერთად. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ძმათა შორის ყოფნა ძალიან გაუგრძელდა და უკვე სხვანაირ ცხოვრებაზე უნდა ეფიქრა. ბერი რამდენიმე ხნით უდაბნოში განმარტოვდა. როდესაც დაბრუნდა, საძმოდან ერთი მონაზონი მასთან მივიდა და უთხრა: „მამაო, უთხარი ჩვენს ძმას საკვები უფრო მოკრძალებულად მიიღოს, თორემ მერიდება!“ – „კეთილი, ვეტყვი!“ - მიუგო ბერმა. შემდეგ მასთან მეორე მონაზონიც მივიდა: „აბბა, უთხარი ჩემს ძმას, რომ ჭურჭელს ფაქიზად მოექცეს. თორემ გული მტკივა, რეცხვის დროს ისეთი დაუდევარია!“ – „კარგი, ვეტყვი!“ - უპასუხა აბბამ, საკუთარ კელიაში ჩაიკეტა და ლოცვა დაიწყო. გავიდა რამდენიმე დღე და ბერთან პირველი მონაზონი მივიდა: „ოჰ, მამაო! რა კარგია, ჩვენ ძმას რომ მიუთითე! ახლა ტრაპეზის დროს ძალზე მოკრძალებულია“. ახლა მეორე მონაზონი მიუახლოვდა ბერს: „აბბა, ჩვენი ძმა ჭურჭელს ზედმიწევნით ფაქიზად ეპყრობა, მის ნაცვლად მიხარია!“ ბერმა ამოიოხრა და წარმოთქვა: „დიდება, შენდა, ღმერთო! მეუფეო ზეცისა და ქვეყანისაო! რამეთუ ჩვენ უმეცრებსა და უგუნურებს გვმოძღვრავ მადლითა შენითა!“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „საუკეთესო სიტყვა - დუმილია, საუკეთესო მოძღვრება - ლოცვა“. „გსურს, მონაზონო, შეიმეცნო, როგორ ბრწყინავენ წმინდანები ზეცაში და როგორია მათი შესამოსელი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th August 2025 - 07:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი