IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 189 190 191 192 193 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 9 2023, 11:04 AM
პოსტი #3801


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, მოხდა, რომ ათონზე ორი ახალგაზრდა ოფიცერი მოვიდა. მათ მითხრეს: „ჩვენ ბერობა გვსურს“. „და რატომ გსურთ ბერობა? - ვკითხე. - ან რამდენი ხანია, რაც ეს სურვილი გაგიჩნდათ?“ – „აი, ახლახანს გაგვიჩნდა სურვილი, წმიდა მთაზე ექსკურსიაზე მოვედით და ვფიქრობთ, რომ აქ სამუდამოდ დავრჩეთ. იქ ერში, ვინ იცის, შეიძლება, ისევ ომი დაიწყოს“. – „თქვენ სირცხვილი არ გაქვთ. - მივუგე მე. - იქნებ ისევ ომი დაიწყოს! - როგორ შეძლებთ, რომ არმიიდან წამოხვიდეთ?“ – „რამეს მოვიმიზეზებთ“. რა უნდა მოიმიზეზონ?! ან სულით ავადმყოფებად მოაჩვენებენ თავს, ან რაიმეს - ამის მსგავსს მოიფქრებენ. მათ ვუთხარი: „თუ თქვენ ბერად ასეთი მიზეზების გამო მიდიხართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ უკვე წარუმატებლად იწყებთ“.

სხვებს ხელს არაფერი უშლით, რომ დაქორწინდნენ, ოჯახი შექმნან, მაგრამ ისინიც მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: - „რატომ უნდა შვქმნა ოჯახი? განა დაქორწინება და ბავშვების რჩენა ადვილია ამ რთულ დროში?!“ მე ვეუბნები: - „კარგი, მაგრამ განა დევნის დროს ცხოვრება შეჩერდა, განა არ მუშაობდნენ და არ ქორწინდებოდნენ?! იქნებ უბრალოდ ოჯახის შექმნა გეზარება?!“ – „მე ბერობა მინდა!“ - მესმის პასუხად. – „მაგრამ მიზეზი ხომ შენი სიზარმაცეა, განა შეიძლება, შენგან კარგი ბერი დადგეს?“ გასაგებია?! თუ გოგონას მონაზვნობა სურს და ასევე ფიქრობს: „რისთვის დავრჩე ერში, გავთხოვდე, შვილები გავაჩინო? ხათაბალა და შფოთია. ჯობს, მონასტერში წავალ. რასაც მეტყვიან, გავაკეთებ, არავითარი პასუხისმგებლობა... როდესაც ლანძღვას დამიწყებენ, თავს დაბლა დავხრი. აბა, მიდი და სცადე, ერში შენი საკუთარი ოჯახი შექმნა. მონასტერში კი ყველაფერი, რაც აუცილებელია, მექნება - ტანსაცმელი, ცალკე სენაკი, საჭმელი და ასე შემდეგ“. ამგვარად, თუ ქალიშვილი ასე ფიქრობს, მან უნდა იცოდეს, რომ წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ეს უცნაურად გეჩვენებათ? ნუ გაგიკვირდებათ, ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან. იცით, რომ მონდომებული ადამიანი ყველგან წარმატებულია. მონდომებული მეოჯახე მონაზვნობაშიც წარმატებას მიაღწევდა, ხოლო წარმატებული ბერი - ერული გზა რომ აერჩია და დაოჯახებულიყო - კვლავ წარმატებული იქნებოდა“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2023, 11:17 AM
პოსტი #3802


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იდიორითმულად მოსაგრე ღირსი მღვდელმონაზონი ათანასე ივერიელი, თავისი მონანიების მონასტერში უბრალო ასკეტივით ცხოვრობდა, ეცვა მუდამ ღარიბულად, იყო მორიდებული და ჭამაში თავშეკავებული (იმ უბრალო საკვებით საზრდოობდა, რასაც არქონდარიკში აძლევდნენ). მისი ორი ოთახი სავსე იყო ობობებით, ხოლო ჭვარტლიანი კედლები დაფარული იყო წმინდა წერილის სხვადასხვა ციტატებით და ბერძენი ფილოსოფოსების გამონათქვამებით. ის ფლობდა ჭეშმარიტად ფილოსოფიურ და ამაღლებულ გონებას. ჰქონდა საერო განათლება და იცოდა სხვადასხვა ენა. ეს არ იყო მხოლოდ ბრძენი კაცი, რომელსაც აქვს ქადაგებისა და წერის ნიჭი, არამედ, უპირველესად, ღრმა სულის ადამიანი, გამოცდილი ასკეტი, რომელსაც ჰქონდა სწორი რწმენა, გულის შემუსვრილების სულიერი გამოცდილება. თექვსმეტი წლისა გახდა ბერი, წლების განმავლობაში ემსახურებოდა ეკლესიას რუსეთში, კონსტანტინოპოლში (სადაც იყო მღვდელი და მასწავლებელი), თესალონიკში. ერთხანს მსახურობდა მრევლის მღვდლად იტალიაში, ქალაქ ნეაპოლსა და ტრიპოლში (ქალაქი პელეპონესში), ალექსანდრიის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მას ეპისკოპოსობაც კი უწინასწარმეტყველეს. 1938 წელს მამა ათანასე წმინდა ადგილების მოსალოცად წავიდა. ხოლო მომდევნო წელს ათონზე, ივერთა მონასტერში ჩავიდა. იქ მან უარი თქვა სამღვდელო მოვალეობის შესრულებაზე. და როგორც წარსულში სხვა ბევრი მამა, რომლებიც მთაწმინდაზე მოსაგრეობისთვის ჩამოდიოდნენ, ისიც უბრალო ბერივით ცხოვრობდა. მას ჰქონდა ღრმა თავმდაბლობა და მუდმივი, განუწყვეტელი სინანული. ის საკუთარ თავს ეუბნებოდა: „სხვა არავინაა შენნაირი (ანუ არავინ ასე არ შესცოდა), და შენთვის არ არის არანაირი სასოება, გარდა გახვრეტილი გვერდისა“... ათასობით სულა იპოვა მის გვერდით გაურკვეველ საკითხზე პასუხი, მიიღო რჩევა, ნუგეში და შეწევნა უშუალოდ მისი მადლმოსილი, ცოცხალი, გულისშემმუსვრელი სიტყვების მეშვეობით, რომელიც, როგორც მახსოვს, მისგან წყაროსავით იღვრებოდა ივერთა მონასტრის არქონადრიკში. მარადხსენებული ბერდიდი განსაკუთრებით ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ასკეტური ცხოვრება, აქტიური ღვაწლი აქცევს ქრისტიანებს რეალურ, მოწიფულ სულიერ პიროვნებებად. ის ყოველთვის მიუთითებდა იმ საფრთხეებზე, რომლებიც ელოდება ერში მცხოვრებ და მოღვაწე მღვდელმონაზვნებს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2023, 11:46 AM
პოსტი #3803


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ საერო პირთა შრომა კალოსა და საწნახელში გროვდება, - მთელი წლის შრომის ნაყოფი მოსავლის აღების დროს ჩანს, - მოსავალი გაცილებით მეტია. მონაზვნის სულიერი სიმდიდრე იმის მიხედვით გროვდება, თუ რამდენად მლოცველია, რამდენად გაწვრთნილია სულიერ ღვაწლში. მონაზონთათვის მთავარი საქმე სულიერი შრომა და ღვაწლია, ფიზიკურად კი - მხოლოდ დამხმარე საშუალება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2023, 11:37 AM
პოსტი #3804


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ორივე ხელით იშრომე

„მორჩილი ბერთან მივიდა და უთხრა: „ვცოდე, მამაო, მომიტევე! როდესაც კელიიდან გავდივარ, სულიერ მონაპოვარს ვკარგავ!“ – „უფალმა მოგიტევოს, შვილო ჩემო! სულის ცხოვნების გზა მარტივი არ არის!“ - დაამშვიდა იგი ბერმა. „ეს ასეა, მამაო. მაგრამ როდესაც ვშრომობ, საზრუნავისაგან თავი მისივდება!“ – „გასაგებია, შვილო ჩემო!“ – „კიდევ ვცოდე, მამაო! როდესაც რაღაც არ მომწონს, ძალიან ვღიზიანდები!“ – „ესეც გასაგებია, შვილო ჩემო!“ – „თავი როგორ ვიხსნა, მამაო?“ - ჰკითხა მორჩილმა. „მუშაობისას ცალი ხელით შრომობ, თუ ორივე ხელით?“ – „ორი ხელით, მამაო“. – „ასე ორი ხელით გაუფრთხილდი შენს სულიერ სიმშვიდესაც, შვილო. ერთი ხელით დღევანდელი დღის საზრუნავს გაუმკლავდი, რათა ათასგვარ ფაცი-ფუცში არ ჩაგითრიოს, მეორე ხელით კი, სულიერ სიმშვიდეს გარეთ გასვლის ნება არ მისცე! ასე მოახერხებ გადარჩენას, შვილო ჩემო!“ - მიუგო მოხუცმა“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ბერის საქმიანობას მხოლოდ ეს ორი სიტყვა იტევს - მღვიძარება და ლოცვა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2023, 12:22 PM
პოსტი #3805


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- წმიდაო მამაო, როგორ უნდა სარგებლობდეს მონაზონი თანამედროვე ტექნიკური მიღწევებით?

- ბერი გამუდმებით უნდა ცდილობდეს, რომ ის საშუალებები, რომლითაც თვითონ სარგებლობს, იმაზე უბრალო იყოს, რასაც ერში იყენებენ“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2023, 11:24 AM
პოსტი #3806


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კუნძულ ევბეაზე მდებარე მაკრიამლის მონასტრის იღუმენია, დედა ტიმოთეა, გვიყვებოდა მოსაგრე ბერდიდ მამა აბიმელექზე:

- მან მითხრა: „გაითვალისწინე, მომავალში ერთი მღვდელი შემოგთავაზებს, მონასტრის იღუმენი გახდე. არ დათანხმდე, ეს უსარგებლოა“. მართლაც, მისი წინასწარმეტყველება აცხადდა. შემდეგ გამაფრთხილა: „ამა და ამ მონაზონს მონასტრიდან წასვლის გულისთქმები აქვს. ფხიზლად იყავი, რომ არ წავიდეს და დაიღუპოს“. შემდგომში ამ დამ გამიმხილა თავისი გულისთქმა - მონასტრის დატოვება მინდაო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2023, 10:21 AM
პოსტი #3807


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოღვაწე შეიძლება დედაკაცების გარემოცვაშიც აღმოჩნდეს, მაგრამ არანაირი უკეთური აზრი არ მოუვიდეს, მაგრამ სენაკში განმარტოებისას აღეძრას ბოროტი აზრები და მარტო ყოფნის დროს დაეცეს ცოდვით, რადგან ჩათვალა, რომ უკვე უვნებელ მდგომარეობას მიაღწია. ადამიანმა არ უნდა ჩათვალოს, რომ განიწმინდა სიძვის ვნებისგან, რადგან სიძვა ისეთი ვნებაა, რომელიც არასოდეს არ ტოვებს ადამიანს. ყოველთვის მზად უნდა იყოს მოღვაწე ამ ვნებასთან საბრძოლველად, რადგან სიძვის ცოდვით არ დაეცეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2023, 10:43 AM
პოსტი #3808


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გსურს, მონაზონო, რომ არა შენი სხეული, არამედ შენი სული აღფრთოვანებით გალობდეს: "ქრისტე აღდგა", ნიშნად იმისა, რომ ქრისტეს მადლით, რომელიც აღდგა მკვდრეთით, აღდგეს შენი სულიც ვნებათა კუბოდან და ღვთის შეწევნით, შენი სული გახდეს უვნებო? გსურს, მონაზონო, ეს შენში იხილო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2023, 11:30 AM
პოსტი #3809


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მოჩხუბარი ბერი და მორჩილი

„ერთი ბერი მორჩილთან ერთად ცხოვრობდა. ბერი მკაცრი ხასიათის იყო და ხშირად ცემდა მორჩილს ამ სიტყვებით: „იცი, ვინ ვარ მე? ალბათ არ იცი, მე ვინ ვარ?!“ ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ერთხელ, როდესაც ბერი ჩვეულებისამებრ მორჩილს ცემდა, მან წამოიძახა: „მამაო, უკვე ვიცი, ვინც ხარ!“ ბერმა მისი ცემა შეწყვიტა და ჰკითხა: „მაშ, ვინ ვარ მე?“ – „ის, ვისგანაც კარგა ხნის წინ უნდა გავქცეულიყავი!“ - დაიყვირა მორჩილმა, მოჩხუბარ ბერს ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა. თუმცა მოგვიანებით გონს მოეგო, ბერთან დაბრუნდა და უთხრა: „მაპატიე, მამაო! ნამდვილი მორჩილების ძალა არ შემწევს!“ ბერი გადაეხვია მას და მიუგო: „ეს შენ მაპატიე, შვილო! თმა გამითეთრდა, მაგრამ ნამდვილი ბერობის ძალა არ შემწევს“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ჭეშმარიტი მორჩილი მორჩილებისათვის სიცოცხლეს დასთმობს, ჭეშმარიტი ბერი კი, ამ სიცოცხლეს შეინარჩუნებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2023, 12:41 PM
პოსტი #3810


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანები ხრწნად საგნებში სიშვიდეს ვერ ჰპოვებენ. თუ ეს ერული პროგრესი ერისკაცებსაც კი სტანჯავთ, რაღა ითქმის ბერებზე! მე რომ რომელიმე მდიდრულ სახლში აღმოვჩენილიყავი და პატრონს ეკითხა ჩემთვის: „სად მოგიწყო ღამის გასათევი? ძვირფას სასტუმრო საძინებელში თუ ბაგაში, სადაც ღამით თხები დგანან? რა უფრო მოგწონს?“ პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რომ თხების ბაგაში ჩემი სული მეტ სიმშვიდეს იპოვიდა. ბერად რომ მივდიოდი, ერი იმისთვის კი არ დავტოვე, რომ ჩემთვის უკეთესი სახლი ან სასახლე მეპოვა, ბერი იმისთვის გავხდი, რომ მეპოვა რაიმე უფრო მკაცრი, ვიდრე ის იყო, რაც მაშინ მქონდა, როცა ერში ვცხოვრობდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ქრისტესთვის არაფერს ვაკეთებ“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2023, 11:36 AM
პოსტი #3811


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, ახალსკიტელმა ბერდიდმა, მამა თეოფილაქტემ, დაინახა, ბოროტი სულები როგორ უხეხავდნენ ფეხსაცმელს ერთ მონაზონს. მალე ამ მონაზონმა უარი თქვა ბერობაზე და ერში დაბრუნდა.

არადა, ადრე ეს ბერი ამბობდა, რომ დაინახა დემონები, თუ როგორ დასცინოდნენ მონაზვნებს, რადგან მათ დაუტევეს თავიანთი სულიერი მოვალეობანი და თავიანთი ყურადღება მატერიალური სიკეთეებისკენ მიმართეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2023, 12:26 PM
პოსტი #3812


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაყუდებულ მოღვაწეებს პირდაპირ კი არ ებრძვის ეშმაკი სიძვის ვნებით, არამედ ცდილობს უდაბნოდან გაიყვანოს და მათ მაცდუნებელ აზრებს აწვდის - შთააგონებს, რომ ერში გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ადამიანებს და კეთილ საქმეებსაც გააკეთებს. უდაბნოში განმარტოებული მოღვაწისათვის ამგვარი აზრებიც კი სიძვის დემონის ბრძოლაა. თუ დაყუდებულ ბერს ბოროტი ამგვარი აზრებით და ფიქრებით შეიპყრობს და უდაბნოდან გაიყვანს, ბოლოს მის მიმართ სხვა მზაკვრობას გამოიყენებს, რათა საბოლოოდ განაშოროს მონაზვნის ხარისხს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2023, 11:30 AM
პოსტი #3813


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თვალებს არ ენდო

„დილის მორჩილებაზე გამოსულ ბერ-მონაზონს დანარჩენებმა შეხედეს და გაოცდნენ - ნახევარი წვერი არ ჰქონდა! ამ დროს ბერ-მოძღვარიც მობრძანდა. მივიდნენ მასთან მონაზვნები და ხმადაბლა ეუბნებიან: „მამაო, მოგვიტევე, მაგრამ გვინდა გამცნოთ, რომ ჩვენმა ძმამ ბერის ღირსება დაკარგა და წვერი გაიკრიჭა!“ ბერ-მოძღვარი დუმდა. რამდენიმე ხანში, მასთან გაკრეჭილი ბერ-მონაზონი მიდის და ჩუმად ეუბნება: „მამაო, მომიტევე! წუხელ ბურღით ვმუშაობდი. ხელსაწყომ უნებურად წვერი ჩაითრია და ნახევარი ამაძრო! ვცოდე, ვინანიებ!..“ - „კარგი, შვილო ჩემო! - მიუგო ბერ-მოძღვარმა, - უფალი მოგიტევებს შენც და მათაც, ვისაც შენი წვერი თვალში ეკლად მოხვდა!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„არ ენდო თვალებსა და ყურებს, მხოლოდ უფალს ენდე, - და არ შეცდები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2023, 11:21 AM
პოსტი #3814


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეეცადეთ, წინ წაიწიოთ სულიერ დამოკიდებულებებში. ნუ გახარებთ მთელი ეს მანქანები, კომფორტი და ამის მსგავსნი. თუ მონაზვნობას ტოვებს ასკეზის სული, მაშინ მონაზონთა ცხოვრება აზრს კარგავს. ჩვენ წარმატებები არ გვექნება, თუ კომფორტს მონაზვნურ ცხოვრებაზე მაღლა დავაყენებთ. ბერი გაურბის კომფორტს, იმიტომ, რომ სულიერ მდგომარეობაში ის ვერ დაეხმარება“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2023, 12:12 PM
პოსტი #3815


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რატომ ამბობდა ანტონი დიდი, რომ მონაზონმა წყლის ყოველ ყლუპზეც კი კურთხევა უნდა აიღოსო? იმიტომ, რომ მონოზონის ფიქრები მაქსიმალურად თავისუფალი ყოფილიყო ყოფითი საზრუნავისგან. მორჩილების საიდუმლო იოგას საპირისპიროა. მაშინ როდესაც იოგას მიმდევარი ან ოკულტისტი ცდილობს, საკუთარი სხეული აზრებით მართოს, მართლმადიდებელი ბერი ამ დროს სრულად ათავისუფლებს საკუთარ აზროვნებას სხეულზე ზრუნვისგან, რათა მთლიანად ღმერთზე გადაერთოს“.

/მღვდელი დანიელ სისოევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2023, 10:17 AM
პოსტი #3816


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უდაბნოდან და მონასტრიდან ერში გამოსულ ადამიანს თავიდან სიძვის ეშმაკი არ ებრძვის, რათა დაარწმუნოს, რომ უვნებობას მიაღწია და ერში ცხოვრების პრობლემა არა აქვს. როდესაც საწადელს მიაღწევს, ამის შემდეგ შეუტევს ეშმაკი, რათა ადვილად დაამარცხოს და დასცეს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2023, 11:19 AM
პოსტი #3817


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იღუმენი და მორჩილი

„მონასტრის იღუმენმა დილის მორჩილება გამოაცხადა, ყველანი თოვლის ასახვეტად უნდა გასულიყვნენ. სამუშაოდ თავად იღუმენიც გავიდა. ხედავს, ერთი მორჩილი აკლია. შესამოწმებლად წავიდა. ხედავს, რომ მორჩილი კელიაში ზის. „მორჩილებაზე რად არ ხარ?“ - ჰკითხა იღუმენმა. „უფლის ნება არ არის!“ - მიუგო მორჩილმა. „რატომ არ არის უფლის ნება?“ - გაოცდა იღუმენი. „რადგან მე არ მსურს მორჩილებაზე დასწრება, ესე იგი უფალსაც არ სურს ეს!“ - დამაჯერებლად მიუგო მორჩილმა“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ვიდრე საკუთარი ნება გაქვს, ღვთის ნება საიდან გაჩნდება?“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2023, 10:57 AM
პოსტი #3818


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ერთ-ერთ მონასტერში ახალგაზრდა ბერების ახალი საძმო მოვიდა, პირველი, რაც მათ გააკეთეს იყო ის, რომ იყიდეს ქვაბ-მადუღარები, რომ მონაზვნური კანონების შესასრულებლად დრო გამოეთავისუფლებინათ. მერე ეს ბერები საათობით ისხდნენ უსაქმურად და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ. ასე რომ, სხვადასხვაგვარი მოწყობილობის გამოყენება იმ მიზნით, რომ დრო მოიგო და ის რაიმე სულიერს მიუძღვნა, არ გამოდის. დღეს მოწყობილობების საშუალებით ბერები დროს იგებენ, მაგრამ ლოცვისთვის დრო მაინც არ ჰყოფნით“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2023, 12:39 PM
პოსტი #3819


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყინება მონაზვნებს აიძულებს, უგულებელყონ ღვთის წინაშე დადებული აღთქმები (ეს ერისკაებსაც ეხებათ, რომლებიც უტევებენ ნათლობის აღთქმებს)“.

/მღვდელი დანიელ სისოევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2023, 11:53 AM
პოსტი #3820


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სიძვასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი სიფხიზლეა. ძილისკენ მიდრეკილი მონაზონი, როგორც წმინდა მამა გვეუბნება, სიძვის მეგობარია, - სიძვის ვნებისკენ მიდრეკას ყველაზე მეტად ხორციელი განცხრომა იწვევს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 189 190 191 192 193 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 12:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი