IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 190 191 192 193 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 17 2023, 11:30 AM
პოსტი #3809


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მოჩხუბარი ბერი და მორჩილი

„ერთი ბერი მორჩილთან ერთად ცხოვრობდა. ბერი მკაცრი ხასიათის იყო და ხშირად ცემდა მორჩილს ამ სიტყვებით: „იცი, ვინ ვარ მე? ალბათ არ იცი, მე ვინ ვარ?!“ ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ერთხელ, როდესაც ბერი ჩვეულებისამებრ მორჩილს ცემდა, მან წამოიძახა: „მამაო, უკვე ვიცი, ვინც ხარ!“ ბერმა მისი ცემა შეწყვიტა და ჰკითხა: „მაშ, ვინ ვარ მე?“ – „ის, ვისგანაც კარგა ხნის წინ უნდა გავქცეულიყავი!“ - დაიყვირა მორჩილმა, მოჩხუბარ ბერს ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა. თუმცა მოგვიანებით გონს მოეგო, ბერთან დაბრუნდა და უთხრა: „მაპატიე, მამაო! ნამდვილი მორჩილების ძალა არ შემწევს!“ ბერი გადაეხვია მას და მიუგო: „ეს შენ მაპატიე, შვილო! თმა გამითეთრდა, მაგრამ ნამდვილი ბერობის ძალა არ შემწევს“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ჭეშმარიტი მორჩილი მორჩილებისათვის სიცოცხლეს დასთმობს, ჭეშმარიტი ბერი კი, ამ სიცოცხლეს შეინარჩუნებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2023, 12:41 PM
პოსტი #3810


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანები ხრწნად საგნებში სიშვიდეს ვერ ჰპოვებენ. თუ ეს ერული პროგრესი ერისკაცებსაც კი სტანჯავთ, რაღა ითქმის ბერებზე! მე რომ რომელიმე მდიდრულ სახლში აღმოვჩენილიყავი და პატრონს ეკითხა ჩემთვის: „სად მოგიწყო ღამის გასათევი? ძვირფას სასტუმრო საძინებელში თუ ბაგაში, სადაც ღამით თხები დგანან? რა უფრო მოგწონს?“ პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რომ თხების ბაგაში ჩემი სული მეტ სიმშვიდეს იპოვიდა. ბერად რომ მივდიოდი, ერი იმისთვის კი არ დავტოვე, რომ ჩემთვის უკეთესი სახლი ან სასახლე მეპოვა, ბერი იმისთვის გავხდი, რომ მეპოვა რაიმე უფრო მკაცრი, ვიდრე ის იყო, რაც მაშინ მქონდა, როცა ერში ვცხოვრობდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ქრისტესთვის არაფერს ვაკეთებ“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2023, 11:36 AM
პოსტი #3811


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, ახალსკიტელმა ბერდიდმა, მამა თეოფილაქტემ, დაინახა, ბოროტი სულები როგორ უხეხავდნენ ფეხსაცმელს ერთ მონაზონს. მალე ამ მონაზონმა უარი თქვა ბერობაზე და ერში დაბრუნდა.

არადა, ადრე ეს ბერი ამბობდა, რომ დაინახა დემონები, თუ როგორ დასცინოდნენ მონაზვნებს, რადგან მათ დაუტევეს თავიანთი სულიერი მოვალეობანი და თავიანთი ყურადღება მატერიალური სიკეთეებისკენ მიმართეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2023, 12:26 PM
პოსტი #3812


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაყუდებულ მოღვაწეებს პირდაპირ კი არ ებრძვის ეშმაკი სიძვის ვნებით, არამედ ცდილობს უდაბნოდან გაიყვანოს და მათ მაცდუნებელ აზრებს აწვდის - შთააგონებს, რომ ერში გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ადამიანებს და კეთილ საქმეებსაც გააკეთებს. უდაბნოში განმარტოებული მოღვაწისათვის ამგვარი აზრებიც კი სიძვის დემონის ბრძოლაა. თუ დაყუდებულ ბერს ბოროტი ამგვარი აზრებით და ფიქრებით შეიპყრობს და უდაბნოდან გაიყვანს, ბოლოს მის მიმართ სხვა მზაკვრობას გამოიყენებს, რათა საბოლოოდ განაშოროს მონაზვნის ხარისხს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2023, 11:30 AM
პოსტი #3813


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თვალებს არ ენდო

„დილის მორჩილებაზე გამოსულ ბერ-მონაზონს დანარჩენებმა შეხედეს და გაოცდნენ - ნახევარი წვერი არ ჰქონდა! ამ დროს ბერ-მოძღვარიც მობრძანდა. მივიდნენ მასთან მონაზვნები და ხმადაბლა ეუბნებიან: „მამაო, მოგვიტევე, მაგრამ გვინდა გამცნოთ, რომ ჩვენმა ძმამ ბერის ღირსება დაკარგა და წვერი გაიკრიჭა!“ ბერ-მოძღვარი დუმდა. რამდენიმე ხანში, მასთან გაკრეჭილი ბერ-მონაზონი მიდის და ჩუმად ეუბნება: „მამაო, მომიტევე! წუხელ ბურღით ვმუშაობდი. ხელსაწყომ უნებურად წვერი ჩაითრია და ნახევარი ამაძრო! ვცოდე, ვინანიებ!..“ - „კარგი, შვილო ჩემო! - მიუგო ბერ-მოძღვარმა, - უფალი მოგიტევებს შენც და მათაც, ვისაც შენი წვერი თვალში ეკლად მოხვდა!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„არ ენდო თვალებსა და ყურებს, მხოლოდ უფალს ენდე, - და არ შეცდები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2023, 11:21 AM
პოსტი #3814


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეეცადეთ, წინ წაიწიოთ სულიერ დამოკიდებულებებში. ნუ გახარებთ მთელი ეს მანქანები, კომფორტი და ამის მსგავსნი. თუ მონაზვნობას ტოვებს ასკეზის სული, მაშინ მონაზონთა ცხოვრება აზრს კარგავს. ჩვენ წარმატებები არ გვექნება, თუ კომფორტს მონაზვნურ ცხოვრებაზე მაღლა დავაყენებთ. ბერი გაურბის კომფორტს, იმიტომ, რომ სულიერ მდგომარეობაში ის ვერ დაეხმარება“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2023, 12:12 PM
პოსტი #3815


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რატომ ამბობდა ანტონი დიდი, რომ მონაზონმა წყლის ყოველ ყლუპზეც კი კურთხევა უნდა აიღოსო? იმიტომ, რომ მონოზონის ფიქრები მაქსიმალურად თავისუფალი ყოფილიყო ყოფითი საზრუნავისგან. მორჩილების საიდუმლო იოგას საპირისპიროა. მაშინ როდესაც იოგას მიმდევარი ან ოკულტისტი ცდილობს, საკუთარი სხეული აზრებით მართოს, მართლმადიდებელი ბერი ამ დროს სრულად ათავისუფლებს საკუთარ აზროვნებას სხეულზე ზრუნვისგან, რათა მთლიანად ღმერთზე გადაერთოს“.

/მღვდელი დანიელ სისოევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2023, 10:17 AM
პოსტი #3816


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უდაბნოდან და მონასტრიდან ერში გამოსულ ადამიანს თავიდან სიძვის ეშმაკი არ ებრძვის, რათა დაარწმუნოს, რომ უვნებობას მიაღწია და ერში ცხოვრების პრობლემა არა აქვს. როდესაც საწადელს მიაღწევს, ამის შემდეგ შეუტევს ეშმაკი, რათა ადვილად დაამარცხოს და დასცეს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2023, 11:19 AM
პოსტი #3817


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იღუმენი და მორჩილი

„მონასტრის იღუმენმა დილის მორჩილება გამოაცხადა, ყველანი თოვლის ასახვეტად უნდა გასულიყვნენ. სამუშაოდ თავად იღუმენიც გავიდა. ხედავს, ერთი მორჩილი აკლია. შესამოწმებლად წავიდა. ხედავს, რომ მორჩილი კელიაში ზის. „მორჩილებაზე რად არ ხარ?“ - ჰკითხა იღუმენმა. „უფლის ნება არ არის!“ - მიუგო მორჩილმა. „რატომ არ არის უფლის ნება?“ - გაოცდა იღუმენი. „რადგან მე არ მსურს მორჩილებაზე დასწრება, ესე იგი უფალსაც არ სურს ეს!“ - დამაჯერებლად მიუგო მორჩილმა“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ვიდრე საკუთარი ნება გაქვს, ღვთის ნება საიდან გაჩნდება?“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2023, 10:57 AM
პოსტი #3818


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ერთ-ერთ მონასტერში ახალგაზრდა ბერების ახალი საძმო მოვიდა, პირველი, რაც მათ გააკეთეს იყო ის, რომ იყიდეს ქვაბ-მადუღარები, რომ მონაზვნური კანონების შესასრულებლად დრო გამოეთავისუფლებინათ. მერე ეს ბერები საათობით ისხდნენ უსაქმურად და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ. ასე რომ, სხვადასხვაგვარი მოწყობილობის გამოყენება იმ მიზნით, რომ დრო მოიგო და ის რაიმე სულიერს მიუძღვნა, არ გამოდის. დღეს მოწყობილობების საშუალებით ბერები დროს იგებენ, მაგრამ ლოცვისთვის დრო მაინც არ ჰყოფნით“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2023, 12:39 PM
პოსტი #3819


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყინება მონაზვნებს აიძულებს, უგულებელყონ ღვთის წინაშე დადებული აღთქმები (ეს ერისკაებსაც ეხებათ, რომლებიც უტევებენ ნათლობის აღთქმებს)“.

/მღვდელი დანიელ სისოევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2023, 11:53 AM
პოსტი #3820


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სიძვასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი სიფხიზლეა. ძილისკენ მიდრეკილი მონაზონი, როგორც წმინდა მამა გვეუბნება, სიძვის მეგობარია, - სიძვის ვნებისკენ მიდრეკას ყველაზე მეტად ხორციელი განცხრომა იწვევს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2023, 12:29 PM
პოსტი #3821


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



განდეგილი და ქილა თაფლი

„ერთი კაცი ამ წუთისოფელს განუდგა და მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა. თავისთვის კი, ჯანმრთელობის გასაძლიერებლად ერთი ქილა თაფლი დაიტოვა. მიდის გზაზე და ხედავს ვიღაც კაცი აღელვებული მორბის. კაცმა მასთან მიირბინა და შეევედრა: „ბატონო! შემთხვევით ქილა თაფლი ხომ არ გაქვთ? შინ პატარა შვილი მიკვდება და თაფლს მთხოვს. ასე ამბობს, თაფლს თუ შევჭამ მაშინვე გამოვჯანმრთელდებიო. სხვა არაფერი მჭირდება, დამეხმარეთ ბატონო!“ დაფიქრდა განდეგილი: „მთელი ქონება გავეცი, ამქვეყნიური ყოფა დავთმე, ჩემთვის კი მხოლოდ ერთი ქილა თაფლი დავიტოვე და იმასაც მართმევენ!“ და გაბრაზებულმა მიუგო: „არავითარი თაფლი არ მაქვს!“ სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, განდეგილი ისევ თავის ძვირფას სახლში, ფუფუნებასა და მსახურების გარემოცვაში აღმოჩნდა. თითქოს ამქვეყნიურ ცხოვრებას არც არასდროს განდგომია!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„სასუფეველში ნემსითაც ვერ შეაღწევ და მით უფრო სიხარბით!“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2023, 10:38 AM
პოსტი #3822


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ ჩემთან სენაკში ერთ-ერთი მონასტრის ბერები მოვიდნენ. ისინი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. „ხმადაბლა ისაუბრეთ, ჩვენ კარგად გვესმის“. - ვუთხარი ერთ-ერთ მათგანს. ის ყვირილს აგრძელებდა. „ჩუმად ილაპარაკე“. - ხელახლა ვთხოვე მას. „- შეგვინდეთ, წმიდაო მამაო, ჩვენ მონასტერში მივეჩვიეთ ასეთ ღრიალს, ჩვენთან გენერატორი მუშაობს და ამიტომ ხმამაღლა ვლაპარაკობთ, სხვანაირად ვერაფერს გავიგონებთ“. - მიპასუხა მან. გესმით, რას ამბობენ? იმის მაგიერ, რომ იესოს ლოცვა შეასრულონ და ჩუმად ილაპარაკონ, მათ გენერატორი აქვთ ჩართული და ამიტომ ყვირიან! ზოგიერთი მოზარდი თავის მოტოციკლს ხმის ჩამხშობს აცილებს, რომ მისი ხმა ყველგან ისმოდეს. ცუდია, რომ იგივე სული მსჭვალავს დღეს მონაზვნობას. დიახ - ჩვენ დღეს აქეთკენ მივდივართ - ხმაური ახარებს ბერებს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2023, 12:29 PM
პოსტი #3823


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უპოვარება არის მიწიერი საზრუნავების უგულებელყოფა, ცხოვრებისადმი უზრუნველობა, შეუზღუდავი მოგზაურობა, მაცხოვრის მცნებების რწმენა; მისთვის უცხოა წუხილი. უპოვარი მონოზონი მსოფლიოს მეუფეა, რომელმაც მთელი თავის საზრუნავი ღმერთს მიანდო და რწმენით ყველა თავის მონებად აქცია. იგი არავის მოუყვება თავის საჭიროებას, ხოლო რასაც აძლევენ, იღებს როგორც უფლის ხელიდან ბოძებულს“.

/წმ. იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2023, 11:15 AM
პოსტი #3824


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერად შემდგარი კაცი აღარც ფულს ეძებს, აღარც თანამდებობას და აღარც სხვა მიწიერ სიკეთესა თუ უპირატესობას. მისთვის ერთი ჭიქა წყალი და პური საკმარისია, რადგან მიაღწია იმას, რისკენაც სული ისწრაფვის. წყარო სიხარულისა უფალია. მაცხოვარი ხომ ეუბნება სამარიელ დედაკაცს: „ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ არ მოსწყურდება, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნოდ იდინებს“. ვინც ამ წყაროს მიაგნებს და შესვამს, მშვიდდება. ვერ ნახავ დედამიწაზე ვერც ერთ თანამდებობის პირს, ვერც ერთ მდიდარს, რომ ამბობდეს, - ბედნიერი და მიღწეულით კმაყოფილი ვარო, რადგან ადამიანი მხოლოდ მიწიერით ვერ კმაყოფილდება.

თუ ვიკითხავთ, ვინ არის ყველაზე მდიდარი, ერთადერთი პასუხია ლოგიკური - ვისაც მეტი აღარ სურს. მაგრამ არც ერთი მდიდარი არ კმაყოფილდება შეძენილი ქონებით. მხოლოდ ბერად შემდგარი კაცია კმაყოფილი და ბედნიერი მიღწეულით, რადგან შეიძინა ის, რასაც ეძებდა, უფალთან არის და სულიერად მდიდარია“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2023, 12:56 PM
პოსტი #3825


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცხოვრობდა ერთი მეარღნე. ერთხელ თავისი არღნით ქუჩაში გამოვიდა და სიმღერა დაიწყო: „ღარიბი მონაზონი, ფერმკრთალი და გამხდარი ხშირად ავადმყოფობდა...“ - ეს სევდიანი სიმღერა არ მოგვწონს. „სხვა რამე იმღერე, მეარღნევ!“ - დაუყვირა მას შეკრებილმა ხალხმა. მეარღნემ სწრაფად გადააწყო არღანი, ახალი მოტივი ააჟღერა და ამღერდა: „საშინელი მონაზონი, მსუქანი და წითური მადიანად ჭამდა და სვამდა...“ – „აი, ეს სხვა საქმეა! მხიარული სიმღერაა!“ - ხალისიანად მიუგო ხალხმა.“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„ამ სოფლის საჭიროება, სულის საჭიროებასთან წინააღმდეგობაში მოდის“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2023, 12:02 PM
პოსტი #3826


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ათონზე ჩემი სენაკის სიახლოვეს ერთი კვიპრელი ბერი ცხოვრობს - ამბა იოსები, წარმოშობით კარპასიდან, 106 წლისაა, საკუთარ თავს კი თვითონვე უვლის“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2023, 12:16 PM
პოსტი #3827


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყველა სხვა ვნება მისი რომელიმე საპირისპირო სათნოებით იშანთება; მოწყინება [დეპრესია] კი მონაზვნისთვის ყოვლისმძლეველი სიკვდილია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2023, 11:47 AM
პოსტი #3828


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,255
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეიძლება მოწყალებაზე ფიქრით შემოვიდეს ადამიანში. როგორ? - დავუშვათ, ადამიანი ცხოვრობს მონასტერში, რომელსაც არანაირი პირადი ქონება არა აქვს. თუ ასეთი ადამიანი იწყებს ქონების შეგროვებაზე ფიქრს იმ მიზნით, რომ გაჭირვებულებს დაურიგოს, მისი ქმედება სათნო არ არის ღვთის წინაშე. როდესაც ადამიანი მოღვაწეობის გზას შეუდგება, მისგან უფალი არ ითხოვს გაჭირვებულთა და უპოვართა მატერიალურ დახმარებას, არამედ რაც აქვთ, ის უნდა გასცენ, - ეს კი მოღვაწეებისთვის არის ლოცვა, ნუგეშისცემა და სხვა სულიერი მოწყალების საქმეები.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 190 191 192 193 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th August 2025 - 10:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი