![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3829
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იღუმენია და ძაღლი
„ერთი მონასტრის იღუმენიას საყვარელი ძაღლი - უზარმაზარი ნაგაზი ჰყავდა. ამ ძაღლმა ახალგაზრდა მონაზონს უკბინა. დები მიცვივდნენ და აღელვებულებმა მომხდარის შესახებ იღუმენიას უამბეს. „ჩემი საბრალო ძაღლი! - შეშფოთდა იღუმენია, - ცოფიანად რომ გამოაცხადონ და ჩემგან წაიყვანონ რა უნდა ვქნა? იქნებ მონაზონმა თვითონ გააღიზიანა ჩემი ძაღლი?“ – „არა, არა! არ გაუღიზიანებია!“ - უხსნიდნენ დები, - იგი გარბოდა მისგან. „ოჰ, ასე რატომ მოიქცა. რამდენი რამის გადატანა მოგვიწია მე და ჩემს საბრალო ძაღლს! - დაიკვნესა იღუმენიამ, - და ეს ყველაფერი ერთი მონაზვნის გამო, რომელმაც ქცევა არ იცის!“ /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „სტუმრებისა და ცხოველების სიყვარული იოლია, მოყვასის სიყვარული - აი, რა არის რთული“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3830
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ადვილი ცხოვრება ადამიანს სიკეთეს არ მოუტანს. კომფორტი ბერისათვის არ არის. უდაბნოში მას უბედურება მოაქვს. შენ შეიძლება, ძველ ცხოვრებაში განებივრებული იყავი, მაგრამ თუ ჯანმრთელი ხარ, თავი უნდა გამოაწრთო, სხვანაირად ბერი არა ხარ“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3831
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მონოზონს რამე ქონება აქვს, იგი მას ეჯაჭვება და ადგილიდან აღარ იძვრის, ხოლო ვინც არ ეჯაჭვება, ნებისმიერ დროს შეუძლია ადგილი მოინაცვლოს. „ვინც ზეციური სიკეთენი დააგემოვნა, ადვილად იძულებს მიწიერს, ხოლო ვისაც ზეციური არ გაუსინჯავს, ხარობს, როცა რამე მიწიერს მოიხვეჭს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3832
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„5.ფხიზელი მონაზონი აზრებზე ნადირობს და ღამის მყუდროებაში ადვილად შეუძლია მათი დანახვა და შეპყრობა. (ღირსი იოანე სინელი)
წმინდა მამები ბოროტის მიერ მოწოდებული აზრების შორეულ გაკრთომასაც კი გრძნობდნენ და მაშინვე იწყებდნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას. თუ უკეთურ აზრს მაშინვე შეებრძოლება, მისი დაძლევა და განდევნა გაცილებით ადვილია“. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3833
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბერები და ჩაი
„ორი ბერი ჩაის დასალევად მოემზადა. ერთი ეკითხება მეორეს: „რომელი ჩაი დავლიოთ?“ მეორემ მიუგო: „რომელსაც აკურთხებ! შენ რომლის მირთმევა გსურს?“ – „რომელსაც აკურთხებ, იმას!“ - მიუგო პირველმა. კარგა ხანი ერთმანეთის დათმობაში გაატარეს, მერე პირველმა ბერმა უთხრა მეორეს: „კეთილი, მაშ, შავი ჩაი დავლიოთ!“ – „არა, მწვანე ჩაი უკეთესია!“ - შეეწინააღმდეგა მეორე. „არა, შავი!“ - არ შეეპუა პირველი. „არა, მწვანე!“ საბოლოოდ, ერთი კარგად იჩხუბეს და ჩაის დალევის სურვილიც დაეკარგათ“. /ბერი სვიმეონ ათონელი/ მოხუცი ბერის შეგონება: „იცოდე რა არის მორჩილება და იცოდე, როგორ გახდე მორჩილი - ერთი და იგივე არ არის. ამის შესაძენად მთელი ცხოვრებაც არ კმარა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3834
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერს გამართლება არა აქვს, თუ იგი სულიერად არ ცხოვრობს. აი, საბრალო ერისკაცები ამდენი საზრუნავით არიან დამძიმებულნი, მაგრამ მაინც იტანჯებიან. ასეთი საზრუნავი ბერს არა აქვს. მას არც კვარტალურზე, არც ვალზე არ უწევს ფიქრი, არც იმაზე, სამუშაო იქნება, თუ - არა. მოძღვარი გვერდით ჰყავს, ტაძარი - პირდაპირ მონასტერში: ლოცვები, ზეთის კურთხევა, პარაკლისები, ლიტურგია... ის თავისუფალია საზრუნავისგან და მარტო იმაზე ზრუნავს, თუ როგორ გახდეს ანგელოზი - მის წინაშე სხვა მიზანი არ დგას. მაშინ, როცა ერისკაცს ამდენი საზრუნავი აქვს: ის ზრუნავს იმაზე, როგორ გაზარდოს ბავშვები, სხვა საქმეებზე - და ამავდროულად თავისი სულის ხსნისათვისაც იბრძვის. როგორც მამა ტრიფონი ამბობს: „ბერს ღამისთევის შესრულება სურს? მას შეუძლია აღასრულოს. მარხვა სურს? ესეც შეუძლია. არც ცოლი და არც შვილები მას არ ჰყავს, ერის ადამიანს კი ყველაფერი ამის გაკეთება არ შეუძლია, მას ხომ შვილები ჰყავს. ერთს ფეხსაცმელი უნდა, მეორეს - ტანსაცმელი, მესამეს - კიდევ რაღაც...“
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3835
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჰოი, მონოზონნო, ნუ ვიქნებით ფრინველებზე ურწმუნონნი, რომლებიც არ ზრუნავენ და არ კრებენ. დიდია, ვინც კეთილმსახურებით უარყო საკუთარი ქონება, მაგრამ წმინდაა, ვინც საკუთარი ნება უარყო. პირველი ასმაგი ქონებით ან ნიჭებით გამდიდრდება, მეორე კი მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3836
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„6.ღვთისმოყვარე მონაზონი ზარის დარეკვისას ამბობს: „ვაშა, ვაშა, რა კარგია!“ ხოლო ზარმაცი და მცონარა ამბობს: „ვაიმე, ვაიმე, როგორ მეზარება!“ (ღირსი იოანე სინელი)
წმინდა მამა საუბრობს, თუ რა განსხვავებაა ღვთისმოყვარე და ზარმაც მონაზონს შორის. მოღვწემ ისე უნდა წვრთნას თავი, რომ მსახურების მაცნე ზარის დარეკვა მასში სიხარულს აღძრავდეს. მცონარებაში მყოფი მონაზვნისათვის მსახურების დაწყების მაცნე ზარის დარეკვა მწუხარების მომტანია“ /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3837
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სამგზის ნეტარნი არიან მშობლები, რომელთა შვილმაც ბერობა აირჩია“
/ბერი სვიმეონ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3838
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის საქმე ხომ მეტანიები, მარხვა და ლოცვაა - და არა მარტო საკუთარი თავისათვის, არამედ - მთელი სამყაროსათვის - ცოცხლებისა და მკვდრებისათვის“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3839
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი ბარნაბა გარდაიცვალა 1905 წელს საშინელი მიწისძვრის დროს, როდესაც მის კელიას ლოდი დაეცა და საწოლზე მწოლიარე ბერი გასრისა“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3840
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღვთისადმი მონაზვნის სიყვარული იმით გამოიხატება, თუ როგორ ლოცულობს იგი მის წინაშე. ლოცვა ღვთისადმი სიყვარულის სასინჯი ქვაა: თუ მართლა გულით ესწრაფვი ლოცვას, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ გიყვარს უფალი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3841
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ რაიმე გაჭირვებაა, მაშინ ბერები სკვნილზე ლოცვას აძლიერებენ და ღმერთი გონებას გაუნათლებს ვინმეს და ის მონასტერს ას დრაქმას შესწირავს. ბერის საქმე ლოცვაა, ვიღას მოვთხოვოთ ღმერთზე მინდობა, თუ ის ჩვენ თავად არ გექნება? - ერის ადამიანებს?! თუ ბერი თავის ცხოვრებას ღმერთს მიანდობს, ღმერთი აუცილებლად მოუსმენს მას. თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ვიყავი, იღუმენს ერთი კელიის მორჩილი ჰყავდა. მისი მოვალეობა ძმათა შეკრებისათვის დარბაზის მომზადება იყო. როცა ის ავად იყო, ან რაიმე სხვას ავალებდნენ, მის მორჩილებას მე ვასრულებდი. ეს კაცი სიმკვირცხლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თუმცა საღმრთო ლიტურგიაზე ბოლომდე რჩებოდა, თავის საქმეს მაინც უმკალავდებოდა. მე უფრო მკვირცხლი ვიყავი და დარბაზის მოსამზადებლადაც ლიტურგიის დამთავრებამდე გავდიოდი, საქმე მაინც ყოველთვის საწინააღმდეგოდ შემომიბრუნდებოდა ხოლმე. ხან ყავადანს გადავაბრუნებდი და ყავას დავღვრიდი, ხან ფინჯანი მიტყდებოდა, ხან წყლიანი ჭიქა მივარდებოდა ხელიდან... ყველაფერი თავდაყირა!.. ის კაცი კი საღმრთო ლიტურგიის დასრულებამდე ტაძარში იდგა, პირჯვარს გამოისახავდა და სჯეროდა, რომ ღმერთი შეეწეოდა. თუ გალანძღავდნენ (ამის გამო, რომ მორჩილებაზე ადრე არ წავიდა), სიმდაბლით იღებდა ამას. ამ ბერს სიმდაბლე ჰქონდა და ამიტომ ორმაგ სარგებელს იღებდა“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3842
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოხუცი მეუდაბნოე, რომელსაც ხელთ ცხვირმოტეხილი მინის ჭურჭელი ეპყრა, ზეთისთვის ერთ-ერთი სკიტის კალივის მონაზონს მიადგა.
-აბბა, მცირეოდენი ზეთი მომეცი ბოსტნეულისთვის. ერთი თვეა, რაც გამითავდა, უზეთო მწვანილი კი კუჭს მიწუხებს. მეუდაბნოე სიცივისგან კანკალებდა. დაძონძილი სამოსი მის გამხმარ სხეულს ვერ იფარავდა ძლიერი ქარისაგან, რომელიც ასე ხშირად ჰქრის ზამთრის თვეში. სკიტელმა მონაზონმა სულ ახლახან გამოგზავნილი სვიტერი მეუდაბნოეს გამოუტანა. -აი, აიღე: ახალია, ცხვრის მატყლისგან არის მოქსოვილი. ჩაიცვი, თორემ გაიყინები. მეუდაბნოემ სვიტერი ჩაიცვა, ზეთით სავსე ჭურჭელი აიღო და კმაყოფილი წავიდა. მაგრამ მალევე უკან დაბურუნდა, ხელში სვიტერი ეჭირა. -აბბა, მე ის არ დამჭირდება. სჯობს, სხვა ვინმეს მისცე, ვინც გაჭირვებულია. ოცი დღის მერე ეს მეუდაბნოე ბერდიდი საუკუნო განსასვენებელში გადავიდა, სადაც მას ნამდვილად არ დასჭირდებოდა სვიტერი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3843
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნაყროვანი თავის ვნებას სუფრაზე ამჟღავნებს (ასეთი მოღვაწე სწორედ სუფრაზე გამოიცდება), ხოლო ღვთისმოყვარე - ლოცვის დროს. ნაყროვანი სანამ სუფრასთან არ მოხვდება, შესაძლოა, ვერ შეატყოს თავს, რომ ნაყროვანების ცოდვაშია. რაც შეეხება ღვთისმოყვარეს, მისი გული ყოველთვის უფლისკენ არის მიმართული. ლოცვა ღმერთთან საუბარია და, ვისაც ღმერთი უყვარს, ყოველთვის ღმერთთან სურს საუბარი. ღვთისმოყვარე მონაზონი განუწყვეტელი ლოცვით მყოფობს უფალთან“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3844
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რაც უფრო მეტი უბრალოებით მოქმედებს ადამიანი - განსაკუთრებით მონასტრული თანაცხოვრებისას, მით უფრო წყნარი და „გაუთოვებულია“ იგი. რადგან მისი ვნებების უსწორმასწორობანი წარიხოცება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ იგი ცდილობს, საკუთარი თავისაგან ყალბი ადამიანი შეთითხნოს. ამიტომ, იმისათვის, რომ ანგელოზებს მივემსგავსოთ, ვეცადოთ, რომ ქვეყნიური კარნავალის კოსტიუმი გავიძროთ“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3845
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მცირედით დაკმაყოფილება სამონასტრო ცხოვრების დამახასიათებელი თვისებაა დასაბიდან დღემდე“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3846
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„39. ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება, რადგან თავად არის საკუთარი თავის მტერი და მოწინააღმდეგე. (ღირსი იოანე სინელი)
როდესაც ადამიანი ამპარტავნების ცოდვით არის შეპყრობილი, ფაქტობრივად, მას ეშმაკისგან არანაირი ბრძოლა არა აქვს, ვინაიდან მეტად აზიანებს თავის თავს, ვიდრე ეს ბოროტმა შეიძლება გაუკეთოს“. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3847
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტი ბერები ყოველდღიურად განიცდიან საღმრთო მოვლენებს და გამუდმებით ხარობენ, ყოველ კვირაში ისე ცხოვრობენ, როგორც - ვნების შვიდეულში. ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ისინი სწორედ დიდ ოთხშაბათს, დიდ ხუთშაბათსა და დიდ პარასკევს განიცდიან, ანუ - ქრისტეს ვნებებს. ყოველ კვირას ისინი აღდგომას დღესასწაულობს - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ხვდებიან“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3848
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„პატივმოყვარეობის ვნება მონაზონს არ აძლევს სათნოებებში სრულყოფილების მიღწევის შესაძლებლობას, მონაზონი ბევრს შრომობს, სიბერეში კი უნაყოფო აღმოჩნდება. პატივმოყვარეობა სამივე ტიპის მონაზონს ებრძვის - ვგულისხმობ დამწყებს, საშუალოსა და სრულყოფილთ, - და ძარცვავს სათნოებებისგან“.
/ღირსი გრიგოლ სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th August 2025 - 12:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი