IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 192 193 194 195 196 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 8 2023, 11:11 AM
პოსტი #3861


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„204. ერთნაირი ბრძოლები არა აქვთ ახალგაზრდა და ხანდაზმულ მონაზვნებს, რამეთუ სხვადასხვაა მათი სენიც; მაგრამ თავმდაბლობას ჭაბუკიც და მოხუცებულიც უცდომლად მიჰყავს სინანულისკენ. აი, ამიტომ არის თავმდაბლობა ნეტარი და სანატრელი. (იოანე სინელი)

შეუძლებელი მოხუცსა და ახალგაზრდას ერთნაირი ბრძოლები და სულიერი მდგომარეობა ჰქონდეს, სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ სხვადასხვაგვარად სჭირდებათ მოღვაწეობა, მაგრამ არსებობს ისეთი ღვაწლი და მდგომარეობა, რომელიც ყველანაირ სულიერ სენს ერთნაირად ებრძვის და ერთნაირად მკურნალობს. ეს არის თავმდაბლობა, რომელიც ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო და სულიერი მკურნალია“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2023, 12:01 PM
პოსტი #3862


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სულიერად მოუძლურებულ მონაზონს რა შეუძლია აგრძნობინოს?! თუ სპირტს გახსნილი ფლაკონით დავდგამთ, მაშინ ის ამოქრება, მთელ სიმაგრეს დაკარგავს, ვეღარც მიკრობების დახოცვას შეძლებს და ვეღარც აინთება. ხოლო თუ ასეთი ამომქრალი სპირტით სპირტქურას მოვაწყობთ, მაშინ ის დამატებით ფითილსაც გააფუჭებს. ასევეა მონაზონიც: უყურადღებობით ის საკუთარი თავიდან განდევნის საღმრთო მადლს და ამის შემდეგ მას მხოლოდ სქემა - მონაზვნის შესახედაობაღა რჩება. ის ამომქრალი სპირტის მსგავსია და ეშმაკის „დაწვა“ არ შეუძლია. „ნათელნი მონაზონთა ანგელოზები არიან, ხოლო ნათელნი კაცთანი მონაზონნი“, მაგრამ მომაკვდავი მონაზონნი ნათელნი ვეღარ იქნებიან. იცით, რაოდენ დამანგრეველია ერული სიბრძნე. თუ მონაზვნობას მისი სულიერი ძალა განეშორება, მისგან აღარაფერი რჩება. რადგან „უკეთუ მარილი იგი განქარდეს“, მაშინ ის უკვე სასუქადაც აღარ გამოდგება. ნარეცხი ნაგავი იქცევა ნეშომპალად, მაგრამ - მარილი არა. მარილით რომ მცენარე გაანოყიერო, იგი მას „დასწვავს“. იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მონაზვნობა უნდა მკვეთრად კაშკაშებდეს. მთელ ამ ხრწნადობასა და ლპობას მარილი სჭირდება. მონასტერში რომ ერული სიბრძნე არ მეფობდეს, მათი მდგომარეობა რომ სულიერი იყოს, ეს იქნებოდა უდიდესი ძღვენი საზოგადოებისათვის. საზოგადოებას არ ჭირდება არც რამის თქმა, არც რამის კეთება მათგან, რადგან ისინი საკუთარი ცხოვრებით ილაპარაკებენ. დღეს ერს სწორედ რომ ეს სჭირდება“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2023, 12:26 PM
პოსტი #3863


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ილოცეთ ბერებისათვის - ისინი ჩვენი ცხოვრების ფესვნი არიან. და როგორც არ უნდა ჩეხონ ჩვენი ცხოვრების ხე, კვლავ ამოიყრის ახალ ნერგს, ვიდრე ცოცხალია მისი ცხოველმყოფელი ფესვი“

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2023, 12:33 PM
პოსტი #3864


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ ახერხებს ეკლესია ბერმონაზვნობის ფარგლებში ლოცვის გამხნევებას, არ გვმართებს მივმართოთ ჩვენი მზერა არც აღმოსავლეთისაკენ და არც დასავლეთისაკენ. აქ, ჩვენს რეგიონში, არის წმინდა მთა, ჩვენი ტრადიციების ღვთივსულიერი საგანძური, უფლის ხელი, რომელიც განუწყვეტლივ აღადგენს ბევრს ცოდვის უფსკრულიდან და მიჰყავს ისინი ღვთის სასუფეველში“.

/სქემარქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2023, 10:21 AM
პოსტი #3865


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გმობის აზრების მეშვეობით ბოროტს არა მხოლოდ ერისკაცები, მონაზვნებიც უცდუნებია და დაუბრკოლებია. ვინც ამ აზრებს აჰყვება და თავისად ჩათვლის, შესაძლოა, იგი ცხონების იმედის დაკარგვამდეც მივიდეს. გმობის აზრების დასაძლევად ზოგჯერ მოღვაწე მძიმე შრომითა და მარხვით აძაბუნებს სხეულს, მაგრამ ბრძოლის ეს მეთოდი არ ჭრის“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2023, 10:14 AM
პოსტი #3866


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - წმიდაო მამაო, ეხმარება მუქი ტანსაცმელი სულიერ ცხოვრებაში მონაზვნობის მსურველთ?

-დიახ, მუქი ფერის სამოსი ძალიან ეხმარება. ის შველის სოფლიდან განრიდებაში, ხოლო ფერადი ტანსაცმელი ადამიანს ერს მიაჯაჭვავს ხოლმე. თუ იგი, ვისაც ბერობა სურს, იტყვის: „აი, როცა მონასტერში წავალ, შავს მაშინ ჩავიცვამ და მონაზვნურ წესებს მაშინ შევასრულებ“, - ის იქ - მონასტერშიც თავის შავბნელ ცხოვრებას განაგრძობს. თუ ერში ყოფნისთანავე ადამიანი სიხარულით აკეთებს იმას, რასაც ბერები აკეთებენ და მოუთმენლად ელის ამას. იგი ერშიც ხარობს სულით და მონაზვნურ ცხოვრებაშიც წინ მიიწევს. - ორ და სამ საფეხურს ერთად ადის“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2023, 11:23 AM
პოსტი #3867


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ადამიანს მის წარსულზე არაფერს ეკითხებიან და არც საკუთარზე ყვება ვინმე რამეს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2023, 10:26 AM
პოსტი #3868


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ისააკ ასური, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, მონაზვნობა - ეს „ქება ქრისტეს ეკლესიისა“, ხორცშესხმული და გაცოცხლებული სახარებაა. მონაზვნობა მისი წმინდა საგანძურია, რომელშიც ხელუხლებლად არის დაცული მისი დოგმები, უცვლელი ლტოლვა მოწამეობრივი ცხოვრებისაკენ, ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, ჭეშმარიტი სულიერი ტრადიცია, მისი ქმედითი და მხსნელი მისია, რომელშიც არ წყდება უტკბესი ქება, მიმართული საყვარელი ქრისტეს და ნათელი მტრედის, სულიწმიდის მიმართ, რომელიც მამისაგან გამოდის“.

/სქემარქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2023, 11:49 AM
პოსტი #3869


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონს, რომელსაც თავმდაბლობა არა აქვს, წმინდა მამა [იოანე სინელი] ქურდსა და ავაზაკს უწოდებს. მონაზვნობის გზა მაშინ არის ჭეშმარიტი, თუ თავმდაბლობას მოიპოვებს. ვინც თავმდაბლობის მოპოვებას არ ცდილობს, იმისკენ მიილტვის, რაც არ ეკუთვნის, ამიტომაც არის ქურდი და ავაზაკი“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2023, 10:10 AM
პოსტი #3870


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მრავალგვარი საშუალება, რომლებითაც ადამიანები სარგებლობენ, კი არ ეხმარება ბერს, არამედ პირიქით - იმონებს. ბერმა უნდა შეზღუდოს თავისი მოთხოვნილებები და გაიმარტივოს ცხოვრება, სხვანაირად ის თავისუფალი ვერ იქნება. სისუფთავე ერთია, ხოლო ზედმეტი მორთულობა - სულ სხვა რამ არის. თუ ის მრავალ საქმეში მხოლოდ ერთ საგანს იყენებს, ეს ეხმარება, რომ თავისი პრეტენზიები შეზღუდოს. სინაზე ერთი კონსერვის ქილა მქონდა - მასში ჩაისაც ვხარშავდი, ფაფასაც. ან რა, გგონიათ, რომ ადამიანს ცხოვრებისათვის ბევრი რამ სჭირდება?! აი, ადრე უდაბნოში საერთოდაც მხოლოდ ფინიკით იკვებებოდნენ. არც ცეცხლს ანთებდნენ და არც შეშა სჭირდებოდათ. ცოტა ხნის წინ შესქელებული რძის ქილა ავიღე, გადავჭერი და რაღაც სახელურის მაგვარი მივამაგრე, ასეთ ქილაში უკეთესად მოხარშავ ჩაის და ყავას, ვიდრე მადუღარაში! წარმოიდგინეთ, საკმარისია სპირტქურაზე შემოდგა და უკვე ადუღებულია. აბა, ვიდრე მადუღარა გაცხელდება, იმდენ სპირტს დაწვავ! ხოლო ამ ქილის ქვეშ შედგამ სპირტიან ფითილს და ინებეთ, ყავა მზად არის. არც ლამპა მაქვს, ღამეს სანთელზე ვატარებ“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2023, 11:15 AM
პოსტი #3871


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მხოლოდ უფალი და სული - აი, ვინაა ბერი!“

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2023, 11:01 AM
პოსტი #3872


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა მონაზონმა, რომელმაც თავი ღმერთს მიუძღვნა, დატოვა მონასტერი. წავიდა სალოცავად შორს - მინდვრებში, ტყეებში, უფალს ეძიებდა და მოუხმობდა. ძმები ეძებდნენ მას, ეძახდნენ, მაგრამ ვერ გააგონეს. ის კი ტირილით, ცრემლის ნიაღვრების ფრქვევით, მიუძღვნა რა თავისი სული ღმერთს, მღვიმეში განმარტოვდა. იქ, დაუსრულებელი ღამის წყვდიადში, მუხლი მოიდრიკა და თვითგვემით, თვითდამცირებით სულს გადმოღვრიდა ღვთის წინაშე და მთელ თავის სასოებას უფალზე ამყარებდა.

ის გამუდმებით ლოცულობდა, არ ესმოდა, ხორცში იყო თუ მის გარეთ იმყოფებოდა. გადიოდა დღეები და ღამეები. ორმოცი დღის შემდეგ ძმებმა იპოვეს იგი. შეანჯღრიეს, და ნახეს, რომ მთლად კეთილსურნელებას აფრქვევდა, მაგრამ არ იძვროდა. მისი სული უფალთან გაფრენილიყო. ამქვეყნიური წარმოდგენებით ის მკვდარი იყო, მაგრამ ვისაც სულიერი თვალი ჰქონდა, პირიქით, საბოლოოდ გაცოცხლდა და საუკუნო სიცოცხლის თანაზიარი გახდა. ის მკვდარი იყო, მაგრამ მისი სული ამიერიდან სამუდამოდ ღმერთთან იყო“.

/სქემარქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2023, 12:44 PM
პოსტი #3873


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბავშვობაში მიღებული აღზრდა, სწავლა და საქმიანობა სათნოების მოპოვებასა და მონაზვნურ ცხოვრებაში ან დაგვეხმარება, ან წინ აღგვიდგება“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2023, 11:17 AM
პოსტი #3874


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ახალგაზრდა მონასტერში მორჩილად მოვიდა, მაგრამ აღკვეცაზე უარი თქვა. „რატომ იკავებ აღკვეცისაგან თავს, შვილო?“ - ვკითხე მე. „იმიტომ, რომ მონაზვნობის სკუფია ჯარისკაცის ზუჩს* მაგონებს“. - მიპასუხა. ერთი მოუსმინე!..მას არ უნდოდა მონაზვნობა იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია არ ეტარებინა, ზუჩს აგონებდა თურმე! კი მაგრამ, ეს ზუჩი თუ დაუხურავს სადმე და ოდესმე? თუ დაუხურავს, მხოლოდ რამოდენიმეჯერ არმიაში - მეცადინეობის დროს - და ესეც საკითხავია! ან ომის სუნი სად უნდა ეყნოსა?! წარმოგიდგენიათ? ზუჩს მიამსგავსა! გესმით, რა ხდება? აბა, მონაზვნობაში რაღა დარჩენია? მითხარით ერთი, როგორი ბერი დადგება ადამიანისგან, რომელიც მონაზვნურ გზას ამგვარად იწყებს?“

/ღირსი პაისი ათონელი/

*ზუჩი - საომარი თავსაბურავი, იგივე მუზარადი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2023, 12:44 PM
პოსტი #3875


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუმცა ბერი ფერაპონტე [ოპტინელი] თვალთახედვის არედან მალე გაქრა. მას მერე, რაც აღკვეცეს, სკუფია ლამისაა თვალებზე ჩამოიფხატა, თითქოსდა სადღაც შეიმალაო. როგორ ახერხებდა, რომ ამდენად შთამბეჭდავი გარეგნობის პატრონი ესოდენ შეუმჩნეველი ყოფილიყო, გაუგებარია, თუმც კი, ფაქტია. რაც დრო გადიოდა, ეს მისი შეუმჩნევლობა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, იჯდა სენაკში მდუმარედ, განმარტოებით, ანდა სადურგლო სახელოსნოში ჭრიდა ჯვრებს, ამზადებდა სახატე ფიცრებს, ანალოგიებს, ავეჯს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2023, 01:12 PM
პოსტი #3876


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„103 წლის ასაკში უფალს მშვიდობით მიაბარა სული მონაზონმა თეოდორისიამ, ბერძნული მონასტრის ყოფილმა იღუმენიამ. ეს მონასტერი ცნობილია წმ. ეფრემის მონასტრის სახელწოდებით; ის ზღვისპირია ქალაქ ნე-მაკრიაში, ათენიდან 25 კილომეტრში.

როგორც იტყობინება გაზეთი „Vema“ - ავსტრალიის ბერძნული მართლმადიდებლური ეპარქიის გამოცემა - მონაზვნის გარდაცვალებას თან ახლდა ღვთაებრივი ნიშნები:
„მოწმობების თანახმად, მისი სულის ზეცად ამაღლებისას ტაძარი გაივსო მკვეთრი, არამიწიერი სინათლით, რომელმაც მთელი მონასტერი აღავსო და ამ სინათლეში გამოჩნდა უამრავი ვარსკვლავი ზეცისკენ აღმავალი“.

მონაზონი თეოდორისია ცნობილი იყო, როგორც „სიყვარულის წყარო და სიმდაბლის მაგალითი ყველასთვის, ვინც იცნობდა მას“, - იტყობინება გამოცემა.

მონაზონი თეოდორისია ნეტარი მაკარიას (1911-1999) შემდგომ მონასტრის მეორე იღუმენია იყო. იღუმენია თეოდოსიამ 1950 წელს აღმოაჩინა ღირსმოწამე ეფრემის წმ. ნაწილები, რის მერეც წმ. სავანე გახდა მომლოცველების საყვარელი ადგილი ატიკის რაიონში.

სავანის იღუმენია 2020 წლამდე იყო დედა თეოდორისია, რის მერეც ახალი წინმძღვარი გახდა მაკარია II.

თავდაპირველად X საუკუნიდან ეს მონასტერი იყო მამათა; ის გაანადგურეს 1430 წელს თურქებმა. სწორედ მაშინ დაიდგა მოწამის გვირგვინი წმ. ეფრემმა. ამ წმინდანის შესახებ არ იყო ცნობილი XX საუკუნის შუა ხამებამდე. მაგრამ იმ დროიდან მორწმუნეებს ის ეცხადებოდა ბერის სახით. მისი ლოცვებით უამრავი სასწაული და კურნება აღესრულება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 24 2023, 12:26 PM
პოსტი #3877


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონთა ნათელი ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი მონაზვნები არიან. ამიტომ ყველაფერში სამაგალითო ქცევა გვმართებს, რათა არც სიტყვით, არც საქმით არავის მივცეთ დაბრკოლების მიზეზი. თუ ნათელი ბნელი იქნება, მაშინ რამდენად დაბნელდება ბნელი, ანუ ერის ადამიანები?!“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2023, 11:36 AM
პოსტი #3878


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ გვავიწყდება, რისთვის მივედით მონასტერში, ყველა მეტნაკლებად კარგად იწყებს, მაგრამ ყველა როდი ამთავრებს ასევე კარგად, რადგან ავიწყდებათ, რისთვის მიაშურეს მონასტერს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2023, 01:01 PM
პოსტი #3879


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუნდაც ფეხით მომიწიოს რელსებზე სვლა, მონასტერში მაინც მივალ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2023, 11:04 AM
პოსტი #3880


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,745
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერებს თავიანთი ტაქტიანი შენიშვნით სიკეთისკენ ყველაზე უფრო გაცივებული გულის შემობრუნება შეუძლიათ“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 192 193 194 195 196 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 03:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი