IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 193 194 195 196 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 16 2023, 11:49 AM
პოსტი #3869


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონს, რომელსაც თავმდაბლობა არა აქვს, წმინდა მამა [იოანე სინელი] ქურდსა და ავაზაკს უწოდებს. მონაზვნობის გზა მაშინ არის ჭეშმარიტი, თუ თავმდაბლობას მოიპოვებს. ვინც თავმდაბლობის მოპოვებას არ ცდილობს, იმისკენ მიილტვის, რაც არ ეკუთვნის, ამიტომაც არის ქურდი და ავაზაკი“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2023, 10:10 AM
პოსტი #3870


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მრავალგვარი საშუალება, რომლებითაც ადამიანები სარგებლობენ, კი არ ეხმარება ბერს, არამედ პირიქით - იმონებს. ბერმა უნდა შეზღუდოს თავისი მოთხოვნილებები და გაიმარტივოს ცხოვრება, სხვანაირად ის თავისუფალი ვერ იქნება. სისუფთავე ერთია, ხოლო ზედმეტი მორთულობა - სულ სხვა რამ არის. თუ ის მრავალ საქმეში მხოლოდ ერთ საგანს იყენებს, ეს ეხმარება, რომ თავისი პრეტენზიები შეზღუდოს. სინაზე ერთი კონსერვის ქილა მქონდა - მასში ჩაისაც ვხარშავდი, ფაფასაც. ან რა, გგონიათ, რომ ადამიანს ცხოვრებისათვის ბევრი რამ სჭირდება?! აი, ადრე უდაბნოში საერთოდაც მხოლოდ ფინიკით იკვებებოდნენ. არც ცეცხლს ანთებდნენ და არც შეშა სჭირდებოდათ. ცოტა ხნის წინ შესქელებული რძის ქილა ავიღე, გადავჭერი და რაღაც სახელურის მაგვარი მივამაგრე, ასეთ ქილაში უკეთესად მოხარშავ ჩაის და ყავას, ვიდრე მადუღარაში! წარმოიდგინეთ, საკმარისია სპირტქურაზე შემოდგა და უკვე ადუღებულია. აბა, ვიდრე მადუღარა გაცხელდება, იმდენ სპირტს დაწვავ! ხოლო ამ ქილის ქვეშ შედგამ სპირტიან ფითილს და ინებეთ, ყავა მზად არის. არც ლამპა მაქვს, ღამეს სანთელზე ვატარებ“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2023, 11:15 AM
პოსტი #3871


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მხოლოდ უფალი და სული - აი, ვინაა ბერი!“

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2023, 11:01 AM
პოსტი #3872


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა მონაზონმა, რომელმაც თავი ღმერთს მიუძღვნა, დატოვა მონასტერი. წავიდა სალოცავად შორს - მინდვრებში, ტყეებში, უფალს ეძიებდა და მოუხმობდა. ძმები ეძებდნენ მას, ეძახდნენ, მაგრამ ვერ გააგონეს. ის კი ტირილით, ცრემლის ნიაღვრების ფრქვევით, მიუძღვნა რა თავისი სული ღმერთს, მღვიმეში განმარტოვდა. იქ, დაუსრულებელი ღამის წყვდიადში, მუხლი მოიდრიკა და თვითგვემით, თვითდამცირებით სულს გადმოღვრიდა ღვთის წინაშე და მთელ თავის სასოებას უფალზე ამყარებდა.

ის გამუდმებით ლოცულობდა, არ ესმოდა, ხორცში იყო თუ მის გარეთ იმყოფებოდა. გადიოდა დღეები და ღამეები. ორმოცი დღის შემდეგ ძმებმა იპოვეს იგი. შეანჯღრიეს, და ნახეს, რომ მთლად კეთილსურნელებას აფრქვევდა, მაგრამ არ იძვროდა. მისი სული უფალთან გაფრენილიყო. ამქვეყნიური წარმოდგენებით ის მკვდარი იყო, მაგრამ ვისაც სულიერი თვალი ჰქონდა, პირიქით, საბოლოოდ გაცოცხლდა და საუკუნო სიცოცხლის თანაზიარი გახდა. ის მკვდარი იყო, მაგრამ მისი სული ამიერიდან სამუდამოდ ღმერთთან იყო“.

/სქემარქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2023, 12:44 PM
პოსტი #3873


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბავშვობაში მიღებული აღზრდა, სწავლა და საქმიანობა სათნოების მოპოვებასა და მონაზვნურ ცხოვრებაში ან დაგვეხმარება, ან წინ აღგვიდგება“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2023, 11:17 AM
პოსტი #3874


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ახალგაზრდა მონასტერში მორჩილად მოვიდა, მაგრამ აღკვეცაზე უარი თქვა. „რატომ იკავებ აღკვეცისაგან თავს, შვილო?“ - ვკითხე მე. „იმიტომ, რომ მონაზვნობის სკუფია ჯარისკაცის ზუჩს* მაგონებს“. - მიპასუხა. ერთი მოუსმინე!..მას არ უნდოდა მონაზვნობა იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია არ ეტარებინა, ზუჩს აგონებდა თურმე! კი მაგრამ, ეს ზუჩი თუ დაუხურავს სადმე და ოდესმე? თუ დაუხურავს, მხოლოდ რამოდენიმეჯერ არმიაში - მეცადინეობის დროს - და ესეც საკითხავია! ან ომის სუნი სად უნდა ეყნოსა?! წარმოგიდგენიათ? ზუჩს მიამსგავსა! გესმით, რა ხდება? აბა, მონაზვნობაში რაღა დარჩენია? მითხარით ერთი, როგორი ბერი დადგება ადამიანისგან, რომელიც მონაზვნურ გზას ამგვარად იწყებს?“

/ღირსი პაისი ათონელი/

*ზუჩი - საომარი თავსაბურავი, იგივე მუზარადი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2023, 12:44 PM
პოსტი #3875


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუმცა ბერი ფერაპონტე [ოპტინელი] თვალთახედვის არედან მალე გაქრა. მას მერე, რაც აღკვეცეს, სკუფია ლამისაა თვალებზე ჩამოიფხატა, თითქოსდა სადღაც შეიმალაო. როგორ ახერხებდა, რომ ამდენად შთამბეჭდავი გარეგნობის პატრონი ესოდენ შეუმჩნეველი ყოფილიყო, გაუგებარია, თუმც კი, ფაქტია. რაც დრო გადიოდა, ეს მისი შეუმჩნევლობა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, იჯდა სენაკში მდუმარედ, განმარტოებით, ანდა სადურგლო სახელოსნოში ჭრიდა ჯვრებს, ამზადებდა სახატე ფიცრებს, ანალოგიებს, ავეჯს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2023, 01:12 PM
პოსტი #3876


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„103 წლის ასაკში უფალს მშვიდობით მიაბარა სული მონაზონმა თეოდორისიამ, ბერძნული მონასტრის ყოფილმა იღუმენიამ. ეს მონასტერი ცნობილია წმ. ეფრემის მონასტრის სახელწოდებით; ის ზღვისპირია ქალაქ ნე-მაკრიაში, ათენიდან 25 კილომეტრში.

როგორც იტყობინება გაზეთი „Vema“ - ავსტრალიის ბერძნული მართლმადიდებლური ეპარქიის გამოცემა - მონაზვნის გარდაცვალებას თან ახლდა ღვთაებრივი ნიშნები:
„მოწმობების თანახმად, მისი სულის ზეცად ამაღლებისას ტაძარი გაივსო მკვეთრი, არამიწიერი სინათლით, რომელმაც მთელი მონასტერი აღავსო და ამ სინათლეში გამოჩნდა უამრავი ვარსკვლავი ზეცისკენ აღმავალი“.

მონაზონი თეოდორისია ცნობილი იყო, როგორც „სიყვარულის წყარო და სიმდაბლის მაგალითი ყველასთვის, ვინც იცნობდა მას“, - იტყობინება გამოცემა.

მონაზონი თეოდორისია ნეტარი მაკარიას (1911-1999) შემდგომ მონასტრის მეორე იღუმენია იყო. იღუმენია თეოდოსიამ 1950 წელს აღმოაჩინა ღირსმოწამე ეფრემის წმ. ნაწილები, რის მერეც წმ. სავანე გახდა მომლოცველების საყვარელი ადგილი ატიკის რაიონში.

სავანის იღუმენია 2020 წლამდე იყო დედა თეოდორისია, რის მერეც ახალი წინმძღვარი გახდა მაკარია II.

თავდაპირველად X საუკუნიდან ეს მონასტერი იყო მამათა; ის გაანადგურეს 1430 წელს თურქებმა. სწორედ მაშინ დაიდგა მოწამის გვირგვინი წმ. ეფრემმა. ამ წმინდანის შესახებ არ იყო ცნობილი XX საუკუნის შუა ხამებამდე. მაგრამ იმ დროიდან მორწმუნეებს ის ეცხადებოდა ბერის სახით. მისი ლოცვებით უამრავი სასწაული და კურნება აღესრულება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 24 2023, 12:26 PM
პოსტი #3877


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონთა ნათელი ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი მონაზვნები არიან. ამიტომ ყველაფერში სამაგალითო ქცევა გვმართებს, რათა არც სიტყვით, არც საქმით არავის მივცეთ დაბრკოლების მიზეზი. თუ ნათელი ბნელი იქნება, მაშინ რამდენად დაბნელდება ბნელი, ანუ ერის ადამიანები?!“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2023, 11:36 AM
პოსტი #3878


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ გვავიწყდება, რისთვის მივედით მონასტერში, ყველა მეტნაკლებად კარგად იწყებს, მაგრამ ყველა როდი ამთავრებს ასევე კარგად, რადგან ავიწყდებათ, რისთვის მიაშურეს მონასტერს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2023, 01:01 PM
პოსტი #3879


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუნდაც ფეხით მომიწიოს რელსებზე სვლა, მონასტერში მაინც მივალ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2023, 11:04 AM
პოსტი #3880


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერებს თავიანთი ტაქტიანი შენიშვნით სიკეთისკენ ყველაზე უფრო გაცივებული გულის შემობრუნება შეუძლიათ“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2023, 12:05 PM
პოსტი #3881


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„165. არიან ადამიანები, ერთი მცნებით მეორეს რომ არღვევენ. ვნახე ორი ჭაბუკი, წმინდა გულით, ღვთიური სიყვარულით რომ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ გარკევული ხნით იმ მიზნით დაშორდნენ ერთმანეთს, რომ სხვები არ დაბრკოლებულიყვნენ და სუფთა სინდისი ჰქონოდათ. (იოანე სინელი)

მოყვანილია მაგალითი ორი ახალგაზრდა ბერისა, რომლებსაც ერთმანეთთან საღვთო სიყვარული აკავშირებთ, ერთად ასრულებდნენ ღვთისსათნო საქმეებს, მაგრამ სხვა ადამიანები რომ შურს არ შეეპყრო და მათი მაგობრობით არ დაბრკოლებულიყვნენ, ერთმანეთს განეშორნენ და სხვადასხვა ადგილზე განაგრძეს მოღვაწეობა. ასე უფრთხილდებოდნენ წმინდა მამები სხვა ადამიანებსაც“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2023, 10:16 AM
პოსტი #3882


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსოვს პირველად რომ ჩამოვედი წმ. მთაზე ერთი სავანის გამოცდილი ბერი გავიცანი. ის უკვე მოხუცი იყო და დიდი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. ის არ აგდებდა არა მარტო კუნკულს, რომელსაც მისი „პაპები“ - წინამორბედები ატარებდნენ, არამედ - არც იმ ხის თარგს, რომელზედაც ეს კუნკულები მზადდება. მასთან სხვადასხვა ლამაზად გაწყობილი ძველი წიგნები და ხელნაწერები ინახებოდა - გულმოდგინედ დაკეტილ წიგნის კარადაში. ამ წიგნებით იგი არ სარგებლობდა და სასოებით ინახავდა. „მე ამ წიგნების წაკითხვის ღირსი არა ვარ - ამბობდა იგი. - ეს უბრალო წიგნები მირჩევნია: „მამათა სწავლანი“ და „კიბე“. შემდეგ ამ საძმოში ერთ ახალგაზრდა ბერი მივიდა (საბოლოოდ იგი წმ. მთაზე არც დარჩენილა) და ბერის მხილება დაიწყო: „რატომ ინახავ აქ ყოველგვარ ნაგავს?“ შეაგროვა კუნკულის ხის თარგები და ცეცხლში ჩაყრას უპირებდა. „ეს ჩემს სულიერ პაპას ეკუთვნოდა, - ტირილით ეხვეწებოდა მას ბერი. - რას გიშლის, ჩვენ ხომ ამდენი ოთახი გვაქვს. სადმე კუთხეში მიუჩინე ადგილი“. ღვთისმოსაობის გამო ეს მოხუცი ბერი მარტო წიგნებს, რელიქვიებსა და კუნკულებს კი არ ინახავდა, არამედ - ძველ თარგებსაც! თუ მცირეს სცემ პატივს, დიდის მიმართაც პატივისცემას იგრძნობ. თუ მცირესაც არ სცემ პატივს, პატივისცემა არც დიდის მიმართ გაგიჩნდება. ასე იცავდნენ გარდამოცემას მამები“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2023, 12:36 PM
პოსტი #3883


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე [ახალმოწამე] ბერმა ტროფიმემ [ოპტინელი] თავის მეგობარს, მექანიკოს ნიკოლაი იზოტოვს უთხრა: „არაფერი მინდა - არც იერო-დიაკვნობა, არც მღვდლობა. აი, ბერი კი მინდა ვიყო, - ნამდვილი ბერი სიკვდილამდე.“ სწორედ აღდგომის წინ ბერ ტროფიმეს სქემაში აღსაკვეცად ამზადებდნენ, ოპტინას ამაზე თავისი ნიშნები აქვს - აღკვეცისა და ხელდასხმის წინ ადამიანს უეცრად განსაკუთრებულად მკაცრი მოთხოვნები და ეპიტიმიები ატყდება თავს. თუმცა მონასტერში ამ სიმკაცრეს ელიან და შეფარული სიხარულით აკვირდებიან: ვის „წმენდენ“ ამჟამად აღკვეცისათვის? მაშ ასე, აღდგომის წინ ტროფიმეს „წმენდნენ“, ის კი ხალისით ასრულებდა დიდ მეტანიებს, მშვენივრად ესმოდა, რა ხდებოდა. „არა ვარ ჯერ მზად აღსაკვეცად, - თქვა მან, - ბოლომდე მისაწოლია ჯერ!“ „საოცარია განგება ღვთისა, - ბრძანა აღდგომის შემდეგ მღვდელმონაზონმა „ფ.“-მ, - აღსაკვეცად „ვწმენდდით“ მამა ტროფიმეს, და ღვთის სასუფევლისთვის კი განვწმინდეთ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2023, 10:48 AM
პოსტი #3884


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ასევე მოვიხსენიოთ ბიზანტიური გალობის ცნობილი მასწავლებელი, ახალი კუკუზელი, მთაწმინდის ბულბული, რუმინელი ბერი ნექტარიოსი, რომელიც ხორციელი ანგელოზივით მღეროდა. მისი მოწაფეები ჰყვებოდნენ მამა ნექტარიოსის ღირსეულ ცხოვრებაზე:

-ჩვენ არასოდეს გვინახავს, რომ მას გაეცინა ან ეხუმრა. მზერა ყოველთვის დახრილი ჰქონდა. დღის განმავლობაში მრავალგზის ტიროდა და ღრმად ოხრავდა. ის განუწყვეტელ გონებრივ ლოცვას ასრულებდა.

ეს იყო კაცი, რომელსაც, არა მხოლოდ ანგელოზური ხმა ჰქონდა, არამედ ანგელოზური სათნოებანიც. ყველა ბერძნული საეკლესიო მელოდია მან რუმინულად თარგმნა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2023, 10:42 AM
პოსტი #3885


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საერო პირისათვის ყველაზე დიდი საცდური ვერცხლისმოყვარეობაა, რადგან იგი ყველაზე მეტად სწორედ მატერიალური სიმდიდრისა და ქონების მოპოვებაზე ზრუნავს. მონაზონისთვის უკეთურების სათავე ნაყროვანებაა, რომელიც მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ებრძვის მას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2023, 12:23 PM
პოსტი #3886


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დედის მკერდში მიყუჩებული ბავშვი არაფერს ეუბნება მას, ის უკვე განმარტოებულია მასთან დამოკიდებულებაში. ამიტომ, თუ მონასტერი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებიდან, ერული ხმაურიდან და ხალხის სიმრავლიდანაა მოწყვეტილი, ეს მას დიდ სარგებლობას მოუტანს.

ერისაგან განდგომის გარეგნული გამოხატულება უშფოთველობაა, რომელიც გონიერ მოღვაწეობასთან და განუწყვეტელ ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. ამას ძალიან ჩქარა მიჰყავს ბერი შინაგან უშფოთველობასთან - სულიერ მშვიდობასთან. ეს შინაგანი უშფოთველობა არის აუცილებელი წინამძღვარი ფაქიზი სულიერი ღვაწლისა.

აი, სწორედ მაშინ გარეგნული მღელვარება ადამიანს აღარ შეაშფოთებს, რადგან არსობრივად დედამიწაზე მხოლოდ მისი სხეულიღა იმყოფება, მაშინ როდესაც მისი გონება ზეცაშია დაუნჯებული“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2023, 11:43 AM
პოსტი #3887


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობის ღვაწლი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2023, 10:01 AM
პოსტი #3888


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ ცივ საღამოს პატმოსის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში ჩვენმა ბერიდმა, განსწავლულმა კაცმა და ასკეტური ლიტერატურის დიდმა მოყვარულმა, ერთი ძველი წიგნიდან წამიკითხა სხვადასხვა ამბები მამათა ღვაწლის შესახებ. მაშინ ბევრი რამ მოვისმინე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბასილი დიდის პონტოში, მშობლების მამულში მოსაგრეობის ამბავი - ის, სხვა საქმეებთან ერთად, სიყვარულით და გულმოდგინებით ამუშავებდა მიწას. აქაურობა დიდი ხნის მიტოვებული და გაველურებული იყო. უპირველესად, მას ჯაგნარი და უნაყოფო ხეები უნდა მოეჭრა, შემდეგ კი მიწისთვის მიეხედა. ამ კურთხეულმა ღვაწლმა ისე დაუშაშრა ხელები, რომ ეკლესიაში დგომისას მათ ფელონის ქვეშ მალავდა.

როგორც კი ბერად აღვიკვეცე, ვდილობდი, ყველანაირად ვცდილობდი, ხელ-ფეხის მოვლაზე არ მეზრუნა და უხელთათმანოდ ვმუშაობდი... მძიმე სამუშაო - ქვების თრევა და ტოტების გასხვლა რა იყო, აქამდე არ ვიცოდი და ძალზე სწრაფად დამიწყლულდა მხოლოდ კალამსა და ფანქარს შეჩვეული ხელები. ერთხელაც შემთხვევით ძალაყინი ჩავირტყი ხელში და აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. „ყველა წმინდანს ხელები დასერილი ჰქონდა, ამიტომ მე დაუნდობელი უნდა ვიყო საკუთარი თავის მიმართ“, - გამუდმებით ვუმეორებდი საკუთარ თავს.

გავიდა წლები და ღმერთმა მოძღვრად [ამ შემთხვევაში აღსარების მიმღები მღვდელი იგულისმება] დამადგინა. მონასტერში, სადაც ვმსახურობდი, ასობით ადამიანი მოდიოდა აღსარებაზე. მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელსაც ხალხი მეძავს უწოდებდა მრუში ცხოვრებისთვის. ცოდვებს შორის, რომელიც მან აღიარა, იყო ხელების კოცნა.
-მამაო, მე ვცდილობდი, სასულიერო პირების, განსაკუთრებით უცოლოების, ხელები დამეკოცნა, რათა მესიამოვნა მათი სინაზით. ამისგან მიღებული სიამოვნება, როგორც ელექტრული დენი, მთელ სხეულში დამივლიდა. ამბორი ნამდვილ კოცნად იქცა, რომელსაც ორჯერ და სამჯერ ვიმეორებდი, რომ მოვლილი ხელის შეხებით კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიმეღო.

შემდეგ გამახსენდა ბასილი დიდი და გულში მადლობა გადავუხადე ბერდიდს, რომელმაც შთამაგონა მკაცრი ასკეტიზმის ფიქრები. არასდროს გამომიყენებია ხელთათმანები და ყველა საქმეს შიშველი ხელით ვაკეთებ. ასე ვასწავლი ჩემს ბერებს, რომლებიც უკვე ორმოცი წელია, მომყვებიან ლოცვისა და მორჩილების გზაზე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 193 194 195 196 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th August 2025 - 03:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი