![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3881
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„165. არიან ადამიანები, ერთი მცნებით მეორეს რომ არღვევენ. ვნახე ორი ჭაბუკი, წმინდა გულით, ღვთიური სიყვარულით რომ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ გარკევული ხნით იმ მიზნით დაშორდნენ ერთმანეთს, რომ სხვები არ დაბრკოლებულიყვნენ და სუფთა სინდისი ჰქონოდათ. (იოანე სინელი)
მოყვანილია მაგალითი ორი ახალგაზრდა ბერისა, რომლებსაც ერთმანეთთან საღვთო სიყვარული აკავშირებთ, ერთად ასრულებდნენ ღვთისსათნო საქმეებს, მაგრამ სხვა ადამიანები რომ შურს არ შეეპყრო და მათი მაგობრობით არ დაბრკოლებულიყვნენ, ერთმანეთს განეშორნენ და სხვადასხვა ადგილზე განაგრძეს მოღვაწეობა. ასე უფრთხილდებოდნენ წმინდა მამები სხვა ადამიანებსაც“. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3882
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მახსოვს პირველად რომ ჩამოვედი წმ. მთაზე ერთი სავანის გამოცდილი ბერი გავიცანი. ის უკვე მოხუცი იყო და დიდი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. ის არ აგდებდა არა მარტო კუნკულს, რომელსაც მისი „პაპები“ - წინამორბედები ატარებდნენ, არამედ - არც იმ ხის თარგს, რომელზედაც ეს კუნკულები მზადდება. მასთან სხვადასხვა ლამაზად გაწყობილი ძველი წიგნები და ხელნაწერები ინახებოდა - გულმოდგინედ დაკეტილ წიგნის კარადაში. ამ წიგნებით იგი არ სარგებლობდა და სასოებით ინახავდა. „მე ამ წიგნების წაკითხვის ღირსი არა ვარ - ამბობდა იგი. - ეს უბრალო წიგნები მირჩევნია: „მამათა სწავლანი“ და „კიბე“. შემდეგ ამ საძმოში ერთ ახალგაზრდა ბერი მივიდა (საბოლოოდ იგი წმ. მთაზე არც დარჩენილა) და ბერის მხილება დაიწყო: „რატომ ინახავ აქ ყოველგვარ ნაგავს?“ შეაგროვა კუნკულის ხის თარგები და ცეცხლში ჩაყრას უპირებდა. „ეს ჩემს სულიერ პაპას ეკუთვნოდა, - ტირილით ეხვეწებოდა მას ბერი. - რას გიშლის, ჩვენ ხომ ამდენი ოთახი გვაქვს. სადმე კუთხეში მიუჩინე ადგილი“. ღვთისმოსაობის გამო ეს მოხუცი ბერი მარტო წიგნებს, რელიქვიებსა და კუნკულებს კი არ ინახავდა, არამედ - ძველ თარგებსაც! თუ მცირეს სცემ პატივს, დიდის მიმართაც პატივისცემას იგრძნობ. თუ მცირესაც არ სცემ პატივს, პატივისცემა არც დიდის მიმართ გაგიჩნდება. ასე იცავდნენ გარდამოცემას მამები“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3883
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე [ახალმოწამე] ბერმა ტროფიმემ [ოპტინელი] თავის მეგობარს, მექანიკოს ნიკოლაი იზოტოვს უთხრა: „არაფერი მინდა - არც იერო-დიაკვნობა, არც მღვდლობა. აი, ბერი კი მინდა ვიყო, - ნამდვილი ბერი სიკვდილამდე.“ სწორედ აღდგომის წინ ბერ ტროფიმეს სქემაში აღსაკვეცად ამზადებდნენ, ოპტინას ამაზე თავისი ნიშნები აქვს - აღკვეცისა და ხელდასხმის წინ ადამიანს უეცრად განსაკუთრებულად მკაცრი მოთხოვნები და ეპიტიმიები ატყდება თავს. თუმცა მონასტერში ამ სიმკაცრეს ელიან და შეფარული სიხარულით აკვირდებიან: ვის „წმენდენ“ ამჟამად აღკვეცისათვის? მაშ ასე, აღდგომის წინ ტროფიმეს „წმენდნენ“, ის კი ხალისით ასრულებდა დიდ მეტანიებს, მშვენივრად ესმოდა, რა ხდებოდა. „არა ვარ ჯერ მზად აღსაკვეცად, - თქვა მან, - ბოლომდე მისაწოლია ჯერ!“ „საოცარია განგება ღვთისა, - ბრძანა აღდგომის შემდეგ მღვდელმონაზონმა „ფ.“-მ, - აღსაკვეცად „ვწმენდდით“ მამა ტროფიმეს, და ღვთის სასუფევლისთვის კი განვწმინდეთ“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3884
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ასევე მოვიხსენიოთ ბიზანტიური გალობის ცნობილი მასწავლებელი, ახალი კუკუზელი, მთაწმინდის ბულბული, რუმინელი ბერი ნექტარიოსი, რომელიც ხორციელი ანგელოზივით მღეროდა. მისი მოწაფეები ჰყვებოდნენ მამა ნექტარიოსის ღირსეულ ცხოვრებაზე:
-ჩვენ არასოდეს გვინახავს, რომ მას გაეცინა ან ეხუმრა. მზერა ყოველთვის დახრილი ჰქონდა. დღის განმავლობაში მრავალგზის ტიროდა და ღრმად ოხრავდა. ის განუწყვეტელ გონებრივ ლოცვას ასრულებდა. ეს იყო კაცი, რომელსაც, არა მხოლოდ ანგელოზური ხმა ჰქონდა, არამედ ანგელოზური სათნოებანიც. ყველა ბერძნული საეკლესიო მელოდია მან რუმინულად თარგმნა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3885
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„საერო პირისათვის ყველაზე დიდი საცდური ვერცხლისმოყვარეობაა, რადგან იგი ყველაზე მეტად სწორედ მატერიალური სიმდიდრისა და ქონების მოპოვებაზე ზრუნავს. მონაზონისთვის უკეთურების სათავე ნაყროვანებაა, რომელიც მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ებრძვის მას“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3886
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“დედის მკერდში მიყუჩებული ბავშვი არაფერს ეუბნება მას, ის უკვე განმარტოებულია მასთან დამოკიდებულებაში. ამიტომ, თუ მონასტერი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებიდან, ერული ხმაურიდან და ხალხის სიმრავლიდანაა მოწყვეტილი, ეს მას დიდ სარგებლობას მოუტანს.
ერისაგან განდგომის გარეგნული გამოხატულება უშფოთველობაა, რომელიც გონიერ მოღვაწეობასთან და განუწყვეტელ ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. ამას ძალიან ჩქარა მიჰყავს ბერი შინაგან უშფოთველობასთან - სულიერ მშვიდობასთან. ეს შინაგანი უშფოთველობა არის აუცილებელი წინამძღვარი ფაქიზი სულიერი ღვაწლისა. აი, სწორედ მაშინ გარეგნული მღელვარება ადამიანს აღარ შეაშფოთებს, რადგან არსობრივად დედამიწაზე მხოლოდ მისი სხეულიღა იმყოფება, მაშინ როდესაც მისი გონება ზეცაშია დაუნჯებული“. /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3887
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერობის ღვაწლი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3888
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთ ცივ საღამოს პატმოსის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში ჩვენმა ბერიდმა, განსწავლულმა კაცმა და ასკეტური ლიტერატურის დიდმა მოყვარულმა, ერთი ძველი წიგნიდან წამიკითხა სხვადასხვა ამბები მამათა ღვაწლის შესახებ. მაშინ ბევრი რამ მოვისმინე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბასილი დიდის პონტოში, მშობლების მამულში მოსაგრეობის ამბავი - ის, სხვა საქმეებთან ერთად, სიყვარულით და გულმოდგინებით ამუშავებდა მიწას. აქაურობა დიდი ხნის მიტოვებული და გაველურებული იყო. უპირველესად, მას ჯაგნარი და უნაყოფო ხეები უნდა მოეჭრა, შემდეგ კი მიწისთვის მიეხედა. ამ კურთხეულმა ღვაწლმა ისე დაუშაშრა ხელები, რომ ეკლესიაში დგომისას მათ ფელონის ქვეშ მალავდა.
როგორც კი ბერად აღვიკვეცე, ვდილობდი, ყველანაირად ვცდილობდი, ხელ-ფეხის მოვლაზე არ მეზრუნა და უხელთათმანოდ ვმუშაობდი... მძიმე სამუშაო - ქვების თრევა და ტოტების გასხვლა რა იყო, აქამდე არ ვიცოდი და ძალზე სწრაფად დამიწყლულდა მხოლოდ კალამსა და ფანქარს შეჩვეული ხელები. ერთხელაც შემთხვევით ძალაყინი ჩავირტყი ხელში და აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. „ყველა წმინდანს ხელები დასერილი ჰქონდა, ამიტომ მე დაუნდობელი უნდა ვიყო საკუთარი თავის მიმართ“, - გამუდმებით ვუმეორებდი საკუთარ თავს. გავიდა წლები და ღმერთმა მოძღვრად [ამ შემთხვევაში აღსარების მიმღები მღვდელი იგულისმება] დამადგინა. მონასტერში, სადაც ვმსახურობდი, ასობით ადამიანი მოდიოდა აღსარებაზე. მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელსაც ხალხი მეძავს უწოდებდა მრუში ცხოვრებისთვის. ცოდვებს შორის, რომელიც მან აღიარა, იყო ხელების კოცნა. -მამაო, მე ვცდილობდი, სასულიერო პირების, განსაკუთრებით უცოლოების, ხელები დამეკოცნა, რათა მესიამოვნა მათი სინაზით. ამისგან მიღებული სიამოვნება, როგორც ელექტრული დენი, მთელ სხეულში დამივლიდა. ამბორი ნამდვილ კოცნად იქცა, რომელსაც ორჯერ და სამჯერ ვიმეორებდი, რომ მოვლილი ხელის შეხებით კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიმეღო. შემდეგ გამახსენდა ბასილი დიდი და გულში მადლობა გადავუხადე ბერდიდს, რომელმაც შთამაგონა მკაცრი ასკეტიზმის ფიქრები. არასდროს გამომიყენებია ხელთათმანები და ყველა საქმეს შიშველი ხელით ვაკეთებ. ასე ვასწავლი ჩემს ბერებს, რომლებიც უკვე ორმოცი წელია, მომყვებიან ლოცვისა და მორჩილების გზაზე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3889
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმინდა მამა [იოანე სინელი] მონაზვნობას მშფოთვარე ზღვაში ყოფნას ადარებს, სადაც ხშირია ქარი, გრიგალი და მოქცევა, სადაც ბევრია კლდე, მხეცი, ავაზაკი, სიფონი (ქარბორბალა) და საშინელი ღელვა.
და რატომ? - რადგან ყველაზე მეტად მონაზონს ებრძვის ბოროტი. ამავდროულად, მონაზონი ყველაზე მეტად არის დაცული უფლისგან. თუ ადამიანი გულმოდგინედ შეუდგება მონაზვნობას, იმის მიუხედავად, რომ ასეთი ბრძოლები ექნება გადასატანი, სანაცვლოდაც მეტ სულიერ ჯილდოს მიიღებს ღვთისგან“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3890
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მსოფლიო სული, რომელიც მონაზვნობაში შემოიჭრა, განარისხებს თვით ქრისტეს. შეეცადეთ, ამოიცნოთ ეს უცხო სული და შორს განდევნოთ იგი“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3891
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში სხვა არავინ უყვარდათ ისე, როგორც ბერი ტროფიმე [ოპტინელი] და ამავე დროს, ალბათ, მასზე მეტად არავინ ისჯებოდა. თავად ამის შესახებ შემდეგნაირად ყვებოდა: „თავიდან, ამპარტავნების გამო, ყველაფრის გაკეთებას ჩემებურად ვცდილობდი, ურჩობისთვის კი ეშმა მეტად გცემს, ბოროტისგან მტკივნეულად იგვემები. სამაგიეროდ, როდესაც მორჩილებას მიეჩვევი, სულიერად მშვიდდები, ძალიან კარგად ხარ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3892
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ხშირად ათონელები, რომელთაც სურთ მიუთითონ წარმატება და სწრაფი წინსვლა ბერისა ხსნისა და სრულყოფილების გზაზე, ამბობენ:
- ამ კაცმა „კურდღელი დაინახა“ (ალბათ, ეს ასე უნდა გავიგოთ: წარმატებული ბერი მწევარ ძაღლს ჰგავს, რომელიც კვალში ჩაუდგა კურდღელს და ყურადღებას არ აქცევს, ირგვლივ რა ხდება, მისი არსება მხოლოდ ერთ სანადირო მიზანს ემორჩილება, ასევეა მოსაგრეც, რომელიც ღვთის სიყვარულით იწვის, ერთიანად მოცულია ღვთაებრივისკენ სწრაფვით და ყველა ღვთიურ საშუალებას იყენებს თავისი მაცხოვნებელი მიზნის მისაღწევად)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3893
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ პირველ საფეხურზე მყოფი მონაზონი უფრო ხორციელ სათნოებებს ასრულებს, მეორე საფეხურზე მყოფი მოღვაწეები, საშუალოები, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს სულიერ ღვაწლს და ამგვარად ებრძვიან ბოროტს. სხვაგვარად მათი ღვაწლი ამაოა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3894
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რა შესანიშნავი იყო ადრე თანაცხოვრებულთა მონასტერში! უშფოთველობაში! ყოველ მეოთხედ საათში ზარი ირეკებოდა, რომ ბერებს იესოს ლოცვის აუცილებლობა გახსენებოდათ. თუ ვინმე ლოცვას მოწყდებოდა, ყოველ თხუთმეტ წუთში საათის ხმას რომ გაიგონებდა, კვლავ უბრუნდებოდა მას. საათის რეკვას ძალიან დიდი სარგებლობა მოჰქონდა. მამები ლოცვას აღასრულებდნენ და მონასტერში უშფოთველობა, სრული სიჩუმე სუფევდა. წმიდა მთის იმ თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ვცხოვრობდი, სამოცი ძმა მოღვაწეობდა. შთაბეჭდილება კი ისეთი იყო, რომ სავანეში ერთი ისიხასტი იმყოფებოდა. ყველა იესოს ლოცვას ასრულებდა, ტაძარშიც უმრავლესობა გონიერ ლოცვას იყო მიცემული, ცოტა თუ გალობდა. მორჩილებებზეც იგივე ხდებოდა. ყველგან უვნებლობა სუფევდა. არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა, არავინ ყვიროდა, ყველა თავისი მორჩილებით იყო დაკავებული. ყველა უხმაუროდ მოძრაობდა - როგორც ცხვრები. ყველაფერი, რაც მონასტერში კეთდებოდა, უხმაუროდ სრულდებოდა. არ იყო ის, რაც სხვა მონასტრებში მოიგონეს: „მორჩილების საათები“, „უშფოთველობის საათები“... ისღა გვაკლია, წყნარი საათი შემოვიღოთ! ადრე თავის დროს ყველა იმის მიხედვით საზღვრავდა, თუ რა მორჩილებას ასრულებდა“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3895
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვიღაც იტყვის, რომ ამაზე წერა არ შეიძლება. მაგრამ მონასტერში ანგელოზისფრთიანი ადამიანები არ მიდიან, ხოლო ჭეშმარიტი მოსაგრე - სიკვდილამდე მოწაფეა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3896
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა ძმებმა ჰკითხეს [ღირს მაკარი დიდს]: „როგორ უნდა გავხდეთ ბერები?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, უპასუხიათ: „თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი“. მე ვუთხარი: „უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც თქვენ ხართ“. „მაშინ სენაკში დაჯექი და მწუხარებას მიეციო თავი შენი ცოდვების გამო!“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3897
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ვისაც მართლა სურს მონაზვნობის სიმაღლენი დაიპყროს და განეშოროს ამქვეყნიურ ამაოებათ, აუცილებელია მარხვა და შეურაცხყოფის დათმენა, ამ სათნოებათა ჭეშმარიტად შეძენა. ამით ადამიანი მოიპოვებს სიმდაბლეს, რომელიც ამქვეყნიური ვნებებისა და ცოდვებისაგან დაიცავს“
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3898
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მე მღვდელი და მოძღვარი სწორედ იმიტომ არ გავხდი, რომ ხალხს სხვაგვარად დავხმარებოდი - ბერულად“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3899
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სულიერი მახვილი მონაზვნობისა - იესოს ლოცვაა“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3900
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,997 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა მონაზონთა ბაგეები - „თაფლისა და წმინდა წყაროების სათავეს წარმოადგენენ“.
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი