IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 194 195 196 197 198 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 18 2023, 12:10 PM
პოსტი #3901


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„24.მას შემდეგ, რაც მცირე ხანს მშვიდად გავატარებთ უდაბნოში დაყუდებით, მტერი სოფელში დაბრუნებას გვირჩევს და გვეტყვის: „წადი წარწყმედული სულების გადასარჩენად და საცხონებლად!“ (ღირსი იოანე სინელი)

საუბარია პატივმოყვარეობის ვნების ერთ-ერთ ხრიკზე, როდესაც მონაზონს მოსდის აზრი, დაბრუნდეს ერში, უქადაგოს ადამიანებს და მათი სულები გადაარჩინოს. თუ საცდურს დაჰყვება და დაბრუნდება, მართლაც იქადაგებს და ერშიც მოღვაწეობით იცხოვრებს, ეს იქნება არა ღვთივსათნოდ ნაკეთები, არამედ პატივმოყვარეობით და არც მას, არც სხვა ადამიანებს სულიერ სარგებელს ვერ მისცემს“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2023, 12:14 PM
პოსტი #3902


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - წმიდაო მამაო, როგორ უნდა მიხვდეს ბერი, რა უხდება მონასტერს და რა არა?

-უნდა დაიწყო კითხვით, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამ: „ვინ ვარ მე და რა მოვალეობები მაკისრია იმ ცხოვრებაში, რომელშიც ვცხოვრობ?“ არმიაში ხაკისფერს სცემენ პატივს, მონასტერში პატივს სცემენ - შავს. არმიაში რომ შავები ჩაიცვან, მონასტერში კი - დამცავი ფერი, არც არმიას მოუხდება არც - მონასტერს. წარმოიდგინეთ, რომ ეხლა თქვენ მედიცინის დების მსგავსად თეთრი ხალათებით შეიმოსოთ? იქნებით დები თუ აღარ იქნებით? აი, ხედავთ?.. ხოლო მედდებმა რომ შავი ანაფორები ჩაიცვან, მარტო თავისი გარეგნობით ჩააგდებენ სასოწარკვეთილებაში ავადმყოფებს! „ხედავთ - იტყვიან ისინი, - ჩვენი დღეები დათვლილია და არ კი გვიმხელენ“. ასეთი ჩაცმა მართლაც არ იქნებოდა მისაღები. განა ჩვენ ასე როდისმე მოვიქცევით?! რაღაც საგანი შეიძლება, თავისთავად ლამაზი იყოს, მაგრამ მონაზვნობას ის არ უხდებოდეს. მაგალითად, ხავერდი მშვენიერი ქსოვილია, მაგრამ მე რომ ხავერდის კაბა ჩავიცვა, ეს პატივი კი არ იქნება ჩემთვის, არამედ - შეურაცხმყოფელი. ნუ გამოიყენებთ მონასტერში ნურაფერს ლამაზს, ფერადს. არ ივარგებს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2023, 10:10 AM
პოსტი #3903


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საოცარი, მზესავით გაბრწყინებული ბერი იყო, რომელიც ისეთ სიხარულს აფრქვევდა, რომ ერთმა, იმდროინდელმა მორჩილმა, როგორც მერე გულდაწყვეტით აღიარა, მამა ტროფიმეს [ოპტინელი] წინაშე ფიქრით შესცოდა. გაიფიქრა: აი, ყველანი მარხულობენ და ფეხებს ძლივს დაათრევენ, მას კი ისეთი ძალა აქვს, მისი ხორცი ისე „ზეობს“, რომ ეტყობა, მარხვით თავს არ იკლავსო. და სწორედ ის მორჩილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც ახალმოწამე ტროფიმეს საიდუმლო გაეცხადა - აღმოჩნდა, რომ „ხორცის ზეიმი“ მოსჩვენებია, კუბოში მომარხულეს დაუძლურებული სხეული ჩაასვენეს. იგი ფარული ასკეტი იყო, მაგრამ სიხარულით აღსავსე ასკეტი, ვინც თავისი ცხოვრებით წარმოაჩენდა სულის ხორცზე ზეობას, როდესაც, წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელის სიტყვით, „სული ტვირთულობს სხეულს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2023, 11:25 AM
პოსტი #3904


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1962 წლის შობის მარხვა იდგა. მონასტრის იღუმენმა ერთ-ერთ მღვდელმონაზონს უთხრა:

-დედაშენმა მონაზვნობის სურვილი გამოთქვა. იქნებ ახლა, მარხვაში აღვკვეცოთ?

მოკლედ, დედამისი მონაზონი გახდა. კაბა ჩაიცვა, მაშინვე გაახალგაზრდავდა და გალამაზდა.

ერთ დროს ის მარქსიზმის სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი და დაჟინებით ეწინააღმდეგებოდა შვილის არჩევანს. ერთხელ მან მეზღვაურის ზარდახშა გახსნა და შვილს უთხრა:

-მომეცი შენი ხელები. ჩადე ისინი ზარდახშაში.

უეცრად თავსახური დააჯახუნა, დააწვა და შვილს უმოწყალოდ დაუწყო ცემა, რომ მონასტერზე ფიქრიც კი ვერ გაებედა. მაგრამ არც ცემამ და არც სხვა სასჯელმა არ გაანელა მისი ბერობის სურვილი. ბოლოს, გაირკვა, რომ ვაჟი კი არ დაჰყვა დედას, არამედ დედა შედგა შვილის გზაზე და იღუმენმა იგი თეოქსტისტას სახელით აღკვეცა, ღირსი დედის პატივსაცემად, რომლის წმინდა ნაწილებიც მის კუნძულზეა დასვენებული.

მონასტრის მისაღებ დაბრაზში, როგორც ასეთ შემთხვევებში მიღებულია, ახალაღკვეცილთა პატივასცემად ტრაპეზი გაიმართა, იმ დროს, როცა მას ყველა ამ სოფლისთვის კეთილ აღსასრულს უსურვებდა, იღუმენმა ჰკითხა, კმაყოფილი თუ ხარ, რომ შენი ვაჟი მღვდელმონაზონი გახდაო. უცებ მოხუცმა ქალმა რატომღაც კადნიერად დაიყვირა: „არა!“
ირგვლივ მკვდარი სიჩუმე ჩამოვარდა, ძალზე უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ყველანი პირღია შეჰყურებდნენ, ხმას არავინ იღებდა. თითოეული ფიქრობდა: „თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი ამით, მაშინ რატომ გახდით მონაზონი?“ რადგან ყველას სახეზე კითხვა „რატომ?“ ეწერა, მან დაასრულა: „გამიხარდება, თუ ის ბოლომდე ისეთი დარჩება, როგორც ახლა არის“.

გავიდა სულ რამდენიმე წელი და ყველამ დაინახა, თუ რა ზუსტი აღმოჩნდა უსწავლელი დედის წინასწარმეტყველება. მისი ვაჟი არათუ არ დარჩა ისეთი, როგორიც მაშინ იყო, არამედ დაიწყო ქრისტიანულ სარწმუნოებაზე შეტევაც, როგორც მეორე კაძანძაკისი (ბერძენი მწერალი, მკრეხელური წიგნის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ ავტორი). არ ვიცი, რამდენად კეთილად აღესრულა ეს დედა, მაგრამ მე მისგან ამით გაკვეთილი ვისწავლე, რომ დედა ყველაზე უკეთ იცნობს თავის შვილს. მას შემდეგ ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს, როცა ვინმე მოდის ჩემს მონასტერში, რათა დარჩეს და თავისი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2023, 11:06 AM
პოსტი #3905


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სრულყოფილებაში მყოფ მონაზონს, ვერნაირი ბრძოლა და ვნება ვერ აზიანებს. მას წმინდა მამა [იოანე სინელი] „ვნებათა ბატონს“ უწოდებს, რადგან თავად არის საკუთარ ვნებათა მბრძანებელი. სრულყოფილებას მიღწეული ადამიანი ფაქტობრივად ცოდვებს განშორებულია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2023, 10:41 AM
პოსტი #3906


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჯანმრთელი ყმაწვილები მოდიან წმიდა მთაზე, უკან მიდიან და კვლავ ბრუნდებიან. „ბერობაც ხომ ძალიან ძნელია, - ამბობენ ისინი. - ყოველ ღამე გაუთენებელზე ადექი, თანაც ერთი და ორი დღე კი არა, - მთელი ცხოვრება“. ერში ბრუნდებიან, მაგრამ ისიც არ მოსწონთ. „რა უნდა ვაკეთო ამ საზოგადოებაში, როგორ ადამიანს უნდა დავუკავშირო ჩემი ბედი, თუ დავქორწინდები? მარტო ხლაფორთი და მოუსვენრობაა“. - ამბობენ ისინი, როდესაც კვლავ წმ. მთაზე დაბრუნდებიან, მაგრამ აქაც ცოტა ხანს იცხოვრებენ და ისევ იმას გაიძახიან: „მძიმეა“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2023, 01:10 PM
პოსტი #3907


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ასეთი შემთხვევაც მოხდა: ტაძრის მორიგესთან მივიდა ჩამოსული კაცი, უთხრა, რომ მონასტერში შემთხვევით მოხვდა და გულის სიღრმეში ეჭვი ეპარება, - საერთოდაც, არსებობს კი ღმერთი? „ღმერთი არსებობს! - თავადვე აღლევებით გააგრძელა, - აქ ვნახე, ერთი ბერი როგორ ლოცულობდა. ნამდვილი ანგელოზის სახე ჰქონდა, ღმერთს რომ ელაპარაკება. იცით, თქვენ შორის ანგელოზები დადიან!“ – „ანგელოზები?“ - დაიბნა მორიგე. ჩამოსულმა კი ბერ ფერაპონტეზე [ოპტინელი] მიუთითა, რომელიც იმ წამს ტაძრიდან გადიოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2023, 11:10 AM
პოსტი #3908


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უყურებ ათონელ მონაზვნებს და ფიქრობ: როგორი მწუხარე და უბედური ადამიანები არიან, - თუმცა სწორედ მათ შინაგან სიმშვიდეს შეუძლია აღავსოს და გაიტაცოს ადამიანი. მონაზვნები მოგვაგონებენ ძალიან მშვიდ წყალზე მდგარ ისეთ დიდ წყალსაცავს, რომლის ძალაც მხოლოდ მისი კაშხლის გარღვევის შემდეგ შეიძლება შევიგრძნოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი სხეულით მთელი არემარე დაიფარება. კეთილსურნელება სამყაროს მეუდაბნოის მდუმარე ბაგეთაგან ეფინება“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2023, 12:15 PM
პოსტი #3909


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პახომი სერბმა (+1870), როცა დიდი სქემა უნდა შეემოსა, ფიქრი დაიწყო, რომელი მაღალღირსი მამის ხელით მიეღო იგი. დიდხანს იფიქრა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, ვინ აერჩია, რომელი ათონელი მამა იქნებოდა ამის ღირსი. უეცრად თავს ამპარტავნება შეამჩნია და შეძრწუნდა. გადაწყვიტა, იოსები, მისივე სულიერი შვილი, ყოფილიყო მისი მოძღვარი და სქემაც მისგან მიეღო. იოსები ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი გახლდათ, მაგრამ მამა პახომი მას უდრტვინველად დაემორჩილა. ახალი მოძღვარი ცუდად ეპყრობოდა, თუმცა ეს ღირს მამას მაინცდამაინც არ აწუხებდა; მისთვის მთავარი ის იყო, რომ ამპარტავნების და დიდებისმოყვარების ვნებას სძლია.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2023, 11:55 AM
პოსტი #3910


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერისთვის რომ მრავალი ნივთი მიგაქვს, შენ მას ღუპავ. მაშინ როცა, თუ ადამიანი ზედმეტი ნივთებისგან გაითავისუფლებს თავს, მისი ძალები აღდება. მაგრამ თუ მონაზონი თვითონ აგროვებს ნივთებს, მაშინ ის თვითონ იღუპავს თავს. როცა მე რაიმე ნივთს მიგზავნიან, სიმძიმეს ვგრძნობ და მსურს, მისგან განვთავისუფლდე. როდესაც ჩემთან სენაკში რაიმე ზედმეტი მაქვს, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს პატარა ზომის ხალათი ჩავიცვი. და თუ ამ ნივთს ვერავის აძლევ კაცი, მე მგონი, ჯობია, რომ გადავყარო. საკმარისია, ისინი გავცე, რომ ვმსუბუქდები და ვთავისუფლდები. ერთხელ ჩემთან ერთი ნაცნობი მოვიდა და მითხრა: „წმიდაო მამაო, ერთმა ადამიანმა მომცა ეს ნივთები, რომ თქვენ გადმოგცეთ და კიდევ - მან გთხოვათ ილოცოთ, რომ სულიერი შფოთი მოიშოროს“. „იმას რომ მოშორდეს და ჩემთან მოვიდეს? - ვუპასუხე, - ჯობია, მოკრიბო ეს ნივთები და წაიღო, მე უკვე მოვხუცდი და ხალხში სიარული და საჩუქრების დარიგება აღარ შემიძლია“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2023, 11:13 AM
პოსტი #3911


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვა ბერის მთავარი ღვაწლი უნდა იყოს“, - წერდა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი. ბერ ფერაპონტეს [ოპტინელი] ისეთი წყურვილი ჰქონდა ლოცვისა, რომ მას ხანგრძლივი სამონასტრო ლოცვებიც კი არ ყოფნიდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2023, 11:23 AM
პოსტი #3912


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განღმრთობილ მონაზვნებში მოძრაობისა და მყუდროების ერთიანობას დაინახავ“

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2023, 12:33 PM
პოსტი #3913


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„53. გონიერების მიუხედავად, როგორც ადვილად დაიბნევა უწინამძღვროდ უცნობ გზაზე მავალი ადამიანი, ისე ადვილად წარწყმდება თავის ნებაზე მავალი მონაზონი, თუნდაც რომ მთელ მსოფლიო სიბრძნეს ფლობდეს“.

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2023, 10:23 AM
პოსტი #3914


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვიცნობ ბერებს, რომლებისთვისაც სულიერი ცხოვრება კი არ იყო სიხარულის მომტანი, არამედ - ქვეყნიური სული. სიხარულის მოზვირთებას, რომელსაც უბრალოება შობს, ისინი ვერ გრძნობენ. უგემოვნობა ძალიან ეხმარება სულიერ ცხოვრებაში. ბერს ის საგნები უნდა ჰქონდეს, რომელიც მისთვის აუცილებელია და რომელიც მას უხდება. მხოლოდ იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც მცირედ შეამსუბუქებს მის ცხოვრებას და დიდისკენ და ერულისაკენ არ უნდა ისწრაფოდეს. მაგალითად, ჯარისკაცული ადიელა საკმარისია იმისათვის, რომ სიცივისგან დაიცვა თავი - მარმაშებიანი ან ფერადი ადიელა იქ საჭირო არ არის. ასე მოდის უბრალოება, სულიერი მხნეობა“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2023, 09:37 AM
პოსტი #3915


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი ფერაპონტე [ოპტინელი] ისე ცხოვრობდა, თითქოს მიწას არ ეხებაო, და საძმოდანაც კი ცოტა თუ იცნობდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2023, 11:56 AM
პოსტი #3916


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები სიკვდილს იღებენ და სიცოცხლით იმოსებიან“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2023, 09:46 AM
პოსტი #3917


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი, რომელსაც ერისკაცებთან აქვს კავშირი და მათთან განშორების შემდეგ მწუხარებაში ვარდებ, იგი ან პატივმოყვარეობის ეშმაკისგან არის შეპყრობილი, ან სიძვის ეშმაკისგან. მონაზონს ერის ადამიანებისგან განშორება უნდა ახარებდეს“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2023, 10:44 AM
პოსტი #3918


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არსებობენ უხმაუროდ, დიდ სულიერ ღვაწლში მცხოვრები ბერები. ასეთი სული ყველა მონასტერში არსებობს, ყოველ ეპოქაში. სწორედ ასეთი იშვიათი სულები იწვევენ ღვთის მოწყალებას და ამიტომაა, რომ იგი ყველაფერს ითმენს“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2023, 11:48 AM
პოსტი #3919


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ ტროფიმეზე [ოპტინელი] ცნობილია, - საკუთარი სულის ცეცხლი მთლიანად ღმერთს უძღვნა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2023, 12:57 PM
პოსტი #3920


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,730
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზონთა განმსწავლებლად დუმილი გვევლინება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 194 195 196 197 198 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 09:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი