![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3921
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„34. ჭეშმარიტი სიწრფელის სახე და მაგალითი გახდა დიდი ანტონის მოწაფე - ნეტარი პავლე წრფელი. მსგავსი წინსვლა ამდენად მცირე ხანში არავის არსად უხილავს, და ვერც იხილავს. (ღირსი იოანე სინელი)
საუბარია წმინდა პავლე წრფელზე, რომელმაც ძალიან მოკლე დროში მიაღწია უდიდეს სულიერ წარმატებას. როდესაც ეს პიროვნება ანტონი დიდთან მივიდა მორჩილად, უკვე ხანდაზმული იყო, მაგრამ იმდენად სწრაფად აითვისა სამონაზვნო ხელოვნება, მონაზვნობაში დაბერებულ ბევრ მოღვაწეს გადაუსწრო სულიერ ღვაწლში. ამის გამო უწოდეს წრფელიც“. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3922
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სამწუხაროდ, ხშირად ერული კმაყოფილება, რომელსაც შესრულებული სამუშაო იწვევს, თვით ბერსაც კი ატყუებს. რა თქმა უნდა, ადამიანი იმისთვისაა შექმნილი, რომ გააკეთოს რაიმე კარგი, რადგან კეთილია მისი შემოქმედი, მაგრამ ბერი იღწვის, ცდილობს, რომ ადამიანიდან ანგელოზად გარდაიქმნას. ამიტომ, იმისათვის, რომ სულიერად იღვაწოს, მან თავისი შრომა უნდა განსაზღვროს რაიმე მატერიალურით - ყველაზე აუცილებელით. მაშინ მისი სიხარულიც სულიერი ნაყოფის მომწიფებიდან გამომდინარე იქნება, ეს იქნება სულიერი სიხარული და ბერი მარტო თვითონ კი არ შესვამს მას, არამედ - სხვებსაც შეასმევს“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3923
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ოლგა მეორე სართულზე მუშაობდა, როდესაც ფანჯრის ქვეშ მისაბმელიანი ტრაქტორი შეჩერდა, მასში ისხდნენ ბერი ფერაპონტე [ოპტინელი] და კიდევ რამდენიმე კაცი საძმოდან და მომლოცველთაგან. როგორც ჩანს, სადღაც წასვლა იგეგმებოდა, მაგრამ ამ დროს თოვლნარევი წვრილი წვიმა წამოვიდა და ყველამ შენობას შეაფარა თავი. ტრაქტორის მისაბმელში მხოლოდ ბერი ფერაპონტე დარჩა. ოლგამ ფანჯარაში გაიხედა და გაიფიქრა: „ნეტავ რას „სძინავს“ ასეთ უცნაურ პოზაში - მუხლებზე დაჩოქილს, თავდახრილს?“ ნახევარი საათის შემდეგ კვლავ გაიხედა ფანჯარაში და დაინახა, რომ ბერი ისევ იმ მდგომარეობაში იყო, ხელში სკვნილი ეჭირა და მშვიდად მარცვლავდა. როდესაც ორი საათის შემდეგ ისევ მივიდა ფანჯარასთან, ძალზე გაუკვირდა, ვერაფრით გაიგო, რა ხდებოდა - ბერის კაბა ზემოდან უკვე თოვლის თხელი ფენით დაფარულიყო, ის კი კვლავაც მარცვლავდა სკვნილს, ლოცვად დამხობილი. შემდეგ, როდესაც იგი თავად წავიდა მონასტერში, უკვე გაცნობიერებული ჰქონდა: უფალმა მისცა საშუალება, ეხილა დაუცადებელი ბერ-მონაზვნური ლოცვა, რომელსაც ვერც წვიმა და ვერც თოვლი ვერ შეაწყვეტინებს გულით მლოცველს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3924
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი შეიძლება უსარგებლოდაც კი მოგეჩვენოს, თუმცა ძალიან სწრაფად მიხვდები, რომ ეს ადამიანები - „ცას მიბჯენილი კეთილჩრდილოვანი ხეები არიან“ და ისინი საფარველსა და სიგრილეს შენთვის ქმნიან. შენ აღმოაჩენ, რომ ისინი კონკებში არიან გამოწყობილნი და თითქოს სისუფთავის არამანერულობის, „დაუბანლობის“ გამო, სიტყვაძვირები არიან, მაგრამ ძალიან მალე შეამჩნევ, რომ ისინი მსხმოიარე და მარადუჭკნობ მცენარეებს წარმოადგენდნენ“; „ეს მარადაყვავილოვანი და ძალიან კეთილსურნელოვანი შროშანებია“, რომელთა სურნელებითაც სრულად გადაიფარები. და ეს იმის გამო, რომ მათში ჭეშმარიტი ცხოვრება - ქრისტე იმყოფება. „მათი ცხოვრება ქრისტეშია დაფარული“.
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3925
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“პატივმოყვარეობის ვნებით შეპყრობილი მონაზონი მხოლოდ სხეულით იმყოფება მონასტერში, გონებით კი ერისკაცებთან არის, რადგან მონაზონთა შორის თავიანთი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს, ამას მხოლოდ ერისკაცთა გარემოცვაში ახერხებს და ამიტომაც გონებით სულ ერისკაცებთან არის“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3926
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრებში შიშველი ტურისტები არავის სჭირდება. არანაირი გამართლება არ არის ის, რომ ტურიზმისგან შემოსულ ფულს მონასტრები ღატაკთა ჩაცმა-დახურვას ახმარენ. - ეს მაცდურის მახეა, რომელიც ცდილობს ბერები საღმრთო მადლისგან გააუცხოვოს და ერის ადამიანებად აქციოს. პირიქით, სოფლისგან ჭეშმარიტი განშორება, რომელიც ქრისტეს სახელისათვის აღესრულება, ბერს სათნოებებით ამდიდრებს“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3927
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მღვდელმონაზონი „რ“., ვინც იმხანად ბერ ფერაპონტესთან [ოპტინელი] ერთად ცხოვრობდა სენაკში, მოგვითხრობს, რომ გარდაცვალების წინ იგი უკვე საერთოდ აღარ წვებოდა დასაძინებლად, ღამით ლოცულობდა და ერთადერთი, რის უფლებასაც თავს აძლევდა დასვენების მიზნით, ის იყო, რომ სკამს დაყრდნობოდა. ამის გამო გულში კიდეც განიკითხავდა მას, რადგან წმინდა მამათა კანონების წესების თანახმად, ამგვარი მოსაგრეობა სახიფათოა. მართლაც, ეს ყველაფერი ყოველგვარი წესის დარღვევაა! მაგრამ ბერ ფერაპონტეს დედა საავადმყოფოში უკვდებოდა. მის ზურგს უკან იდგა მისი სანათესაო, რომელიც ღმერთს იყო დაშორებული: მისი მოუნათლავი დები და ის გადაკარგული სოფელი ტაიგაში, სადაც არყის სმისგან გადამწვარი მისი თანატოლები ნაადრევად ითხრიდნენ სამარეს საკუთარი ხელით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3928
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სენაკში დიდი მოწიწებით შევედი. მეუდაბნოის საცხოვრებელში შესვლისას, ისევე, როგორც წმინდა ადგილზე ფეხის დადგმისას, შიში გეუფლება. მოუწყობლობისა და დაულაგებლობის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბინა მიტოვებულია. მაგრამ მებრძოლი სულისათვის ეს მხოლოდ წვრილმანია. მას ასეთი საქმეებისათვის დრო არ აქვს. მეუდაბნოემ ცოტა წყალი და ლუქუმი მოიტანა და ამით დიდი სიყვარული გამოავლინა. და მართლაც, ჭეშმარიტ და წმინდა სიყვარულს მხოლოდ აქ - უდაბნოში შეიგრძნობ. შესცქერი გამოწვდილ მცირე ზომის ლანგარს, რომელზედაც წყალი და ლუქუმი დევს და ფიქრობ, ეს ხომ მონაზვნის ცოცხალი გულია. ის ყველაფერს გაძლევს, რაც აქვს“. /არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3929
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ხშირად ადამიანებს პატივმოყვარეობით დაუწყიათ მონასტერში მოღვაწეობა, შემდეგ, თავმდაბლობითა და მორჩილებით, ეს საშინელი ვნება დაუძლევიათ და სულიერი სიმაღლეებისთვის მიუღწევიათ. პატივმოყვარეობის ყველაზე დიდი წამალი არის სწორედ თავმდაბლობა და მორჩილება“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3930
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეშმაკი ცდილობს, რომ ბერი დააუძლუროს უკმაყოფილებითა და დრტვინვით, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს და მის ლოცვას სულიერი ძალა მოაკლდეს. იმისათვის, რომ ბერს სულიწმიდის მადლი ჰქონდეს, ჭეშმარიტი ბერი უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ფლობს იგი ღვთისგან ბოძებულ ძალას და თავისი ლოცვით ეხმარება ადამიანებს - ძალიან შედეგიანად“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3931
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“იეროდიაკონი სერაფიმე იხსენებს: „თუ იცი, რას ნიშნავს ბერძნულად სიტყვა ბერი?“ - მკითხა მამა ფერაპონტემ [ოპტინელი]. – „მონოს“ - ერთი. ღმერთი და ადამიანი - აი, ბერი“. ეს რომ სხვას ეთქვა, ჩვეულებრივ საუბრად აღვიქვამდი. მაგრამ მამა ფერაპონტეს სიტყვას დიდი ძალა სდევდა. უბრალოდ კი არ ამბობდა, არამედ ასე ცხოვრობდა: მხოლოდ და მხოლოდ ღვთისთვის; და იმდენად გამიჯნული იყო ყოველივე ამქვეყნიურისგან, რომ მონასტრის საძმოშიც კი ცოტა ვინმე იცნობდა“. ბერ ფერაპონტეს ისინიც კი ნაკლებად იცნობდნენ, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა სენაკში. ერთხანს მამა ფერაპონტეს თანამესენაკე იყო მნათე ანდრეი სუსლოვი, ყველას სთხოვდა, რამე მოეყოლა მამა ფერაპონტეს შესახებ. „რა უნდა მოვყვე? - დაბნეული პასუხობდა ანდრეი, - ის ხომ გამუდმებით ლოცულობდა თავის კუთხეში ფარდის მიღმა. ლოცულობდა და ლოცულობდა, მეტს ვერაფერს გეტყვით“. ანდრეის მხოლოდ ერთი დეტალი დაამახსოვრდა: „ფერაპონტე მეუბნებოდა: „როდის იქნება, რომ ჩაის სმას გადაგაჩვევ?“ თავად ჩაის არ სვამდა, მაგრამ სურნელოვან და ალბათ სამკურნალო ბალახებს აყენებდა. მე კი მაღაზიის ჩაის ვარ მიჩვეული“. მღვდელ-მონაზონ ვიტალისაც ბალახები ახსოვს: „მამა ფერაპონტესთან ერთად მონასტერში ტყე-ტყე მივდიოდით და გზად ბალახების შესახებ მიამბობდა, რომელია მათ შორის სამკურნალო, რას შველის და რომლის ჭამა შეიძლება უმად“. სწორედ ეს შემორჩა მეხსიერებას - მეტყევე ბერის სენაკი, რომელიც გაჟღენთილია ბალახის განსაკუთრებული სურნელით“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3932
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრება სიტყვის - ქრისტეს მუდმივ ბაძვაში მდგომარეობს. მოშურნე მონაზონმა ქრისტეს ცხოვრების ყოველი საფეხური უნდა გაიაროს. ქრისტეს ძალისხმევა ასეთ მონაზონში ხორციელდება, მასში სასწაულმოქმედებს, მასში ივნება, მასში აღდგება და მასში მაღლდება“.
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3933
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როგორც მონადირე განგებ დაეძებს ნადირს და გამოაგდებს მას ბუნაგიდან, რომ მოინადიროს, ჭეშმარიტი მონაზონიც ის არის, ვინც განგებ ეძებს ვნებებს საკუთარ თავში, რათა შემდეგ შეებრძოლოს და გაანადგუროს“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3934
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაე, მეტად განგვანათლოს ღმერთმა ჩვენ - მონაზვნები, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ სულელი ქალწულები ვართ. ხოლო ჩვენი ჭურჭელი წყლითაა სავსე, მხოლოდ ფითილია ცოტაოდენი ზეთით გაჟღენთილი. ერის ადამიანები კი ელიან, რომ ჩვენ გავუნათებთ გზას და ისინი არსად წაიბორძიკებენ“.
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3935
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ მამა ვასილის [ოპტინელი] სენაკში მყოფმა, სულიწმიდის მადლისა და ნიჭების მოხვეჭის თაობაზე საუბარი წამოვიწყე. მამა ვასილიმ მითხრა:
-ჩვენ ბოლო ჟამის ბერები ვართ და სულიერი ნიჭები არ გვეძლევა. ჩვენ მათ ვერ დავიტევთ. ჩვენი საქმეა, დავითმინოთ მწუხარება. -მამაო, და როგორ უნდა დავითმინოთ? -ტკივილს როგორ ითმენენ? კბილი კბილს დააჭირე, ხელები მომუშტე და ითმინე. წარმოგიდგენია, რა დაგვემარეთებოდა, ჩვენ რომ დედა ღვთისმშობელი გამოგვეცხადოს? ხიბლში ჩავვარდებოდით და ამით ყველაფერი დასრულდებოდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3936
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერმა დუმილის შემდეგ შემომხედა და ამ გამოხედვაში დიდი სიყვარული დავინახე; ასეთი სიყვარული მხოლოდ მონაზვნისგან შეიძლება გამოვლინდეს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3937
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გამუდმებით ამა ცხოვრებისათვის წუხს - ეს უნდა იყოს მონაზვნის მთავარი საზრუნავი, მისი გონებაც და სულიერი მდგომარეობაც ცოდვებზე განუწყვეტელი ფიქრით უნდა გასწორდეს. უცოდველი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ვინც განუწყვეტლივ წუხს ცოდვებზე, გონებით განუშორებლად უფალთან იმყოფება“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3938
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ - როცა მონასტერში მოვდიოდი, წმიდაო მამაო, მეც დამწყევლეს მშობლებმა.
- ეგ ერთადერთი წყევლაა, რომელიც კურთხევად გარდაიქმნება“. /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3939
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ახალგაზრდა მღვდელ-მონაზვნებს გადატვირთული მსახურებისგან თმაში ჭაღარა ნაადრევად ერეოდათ“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3940
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ოჯახში რომ გაიგეს, ეკლესიაში დავდიოდი, თავსაფარი მეფარა და ვმარხულობდი, ისეთი აუტანელი მდგომარეობა შემექმნა, შინ მისვლა აღარ მინდოდა... მივდიოდი მამა გაბრიელთან, ხმას ვერ ვიღებდი. ხის პატარა სკამზე მიმითითებდა, ჩამოვჯდებოდი. იქვე იჯდა დედა მონაზონიც.
-მეჩხუბება, მიბრაზდება, მაგრამ რა ვქნა, დედაა და მიყვარს, მაინც მიყვარს! - მეუბნება მამა გაბრიელი. მეორედ მივდივარ. ისევ ხმას ვერ ვიღებ, ისევ ზის მის კელიაში მონაზონი. მომიტრიალდება მამა გაბრიელი და მიმეორებს: -მეჩხუბება, მიბრაზდება, მაგრამ რა ვქნა, დედაა და მიყვარს, მაინც მიყვარს!.. მესამედ ისევ ის დედაა იქ და მიკვირს, სულ ჩემს მისვლას რომ ემთხვევა მისი იქ ყოფნა... რად მხვდება აქ? იქნებ შევძლო რაიმის თქმა, ეს მონაზონი რომ არ იყოს. ისევ ჩამომსვამს სკამზე, დაიხრება ჩემკენ, ხელებს იმ დედაოსკენ იწვდის და მიმეორებს: -მეჩხუებება! მიბრაზდება! დედაა, მაინც მიყვარს! ვერაფერი გამიგია!... თავზე ხელს მადებს, მერე გარეთ გადის, ცოტა ხანში უკან ბრუნდება - როგორა ხარ? - მეკითხება. ისევ თავზე ხელს მადებს, მერე გარეთ გადის და მონაზონი ამბობს: -ნეტა რაი დარბის?! -როგორ ბედავთ, ეს ხომ მამა გაბრიელია! – „ვიცავ“ მე. -მამა გაბრიელი... ჩემი შვილია! ნეტა რაი დარბის... -რა? შვილი? და გამინათდა გონება, დედა-მონაზონი რომ მგონია, მისი ხორციელი დედა ყოფილა. აი, რად მხვდება კელიაში, აი, რას მეუბნება თურმე მამა გაბრიელი! მესამედ მადებს თავზე ხელს და... -ხომ კარგად ხარ, ხომ მოგეშვა? - ძალიან თბილად მეკითხება. ...და, სამუდამოდ გამომიყვანა იმ გაუსაძლისი მდგომარეობიდან.“ /სალომე-თინათინ გოგინაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 09:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი