![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3941
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„207. ესეც სიყვარულის გამოხატულებაა, როცა ჩვენთან მოსულ მოყვასს ნებას ვრთავთ, რაც სურს, ის აკეთოს და მხიარულ სახეს ვუჩვენებთ. (ღირსი იოანე სინელი)
ზოგჯერ მონასტერში სტუმრად მისულს მხიარულად ხვდებიან და იმ საქმის გაკეთებას ავალებენ, რომლის გაკეთებაც მას ადვილად შეუძლია, მაგრამ იმის მიმართ, ვინც მონასტერში დარჩენას გადაწყვეტს, სხვაგვარი დამოკიდებულების გამოჩენაა საჭირო. არ შეიძლება სამონაზვნოდ გამზადებული ადამიანი საკუთარი ნების მიხედვით ასრულებდეს მონასტერში საქმეებს“. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3942
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„[ახალმოწამე ფერაპონტე ოპტინელი] ჰოდა სტუმრობდა მონასტრებს, თავისთვის საუკეთესოს ეძებდა. იყო დივეევოში, ფსკოვი-პეჩორის მონასტერში, ტროიცე-სერგიევის ლავრაში. ხოლო როცა ოპტინა მოიხილა, აღტაცებული დარჩა. მაშინ მივიდა ჩვენს მეუფე ვლადიმირთან, ამჟამად კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტთან და უთხრა: „მეუფე, მზად ვარ თუნდაც ტუალეტები ვხეხო, ოღონდ რეკომენდაცია მომეცით“. მეუფემ კი უპასუხა, რომ აი, სწორედ მონასტერში ტუალეტების მხეხავი არავინ ჰყავდათ. ოპტინის არჩევანი კი შეუქო, კარგი ადგილიაო, უთხრა. და აღთქმული ოპტინის გულისთვის ვალოდია მთელი წელი ხეხავდა ტუალეტებს, როგორც კაცებისას, ასევე ქალებისას. არადა, ასეთ სამუშაოს ყველა არ დათანხმდება. იდეალურ სისუფთავეს ინარჩუნებდა. მივიდოდა გამთნიისას, როდესაც კაციშვილი არ იყო და ყველაფერს დააწკრიალებდა“.
“გსურს, მონაზონო, რომ შენი სული წარიტაცოს იესოსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმა გამოცხადებამ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3943
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მეუდაბნოეს სტუმრობ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. შეიძლება შენდა უნებურად ლოცვას მოსწყვიტო. შეიძლება ბერი იმ მომენტში, ღვთის მადლით, თაბორზე იყოს ატაცებული, შენ კი მას მგრგვინავი დედამიწის ზედაპირზე დააბრუნებ. ეს კი დიდი ბოროტებაა, რაც მეუდაბნოეს შენმა სტუმრობამ შეიძლება მოუტანოს. შეურაცხმყოფელი სიტყვებით ბერს ვერ შეაწუხებ, მაგრამ თხოვნა მთიდან ჩამოსვლის შესახებ მისთვის ნამდვილად შემაწუხებელი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, საკუთარ თავს დიდ სიკეთეს მოუტან, შენი თხოვნით მეუდაბნოე მთიდან საღვთო კეთილსურნელებით აღვსილი ჩამოვა და ამ სიკეთით შენც აღივსები. მის მიერ ღმერთთან ურთიერთობის პროცესში მიღებულ ნათელთან შეხვედრას შენთვის ერთგვარი დამაბრმავებელი ძალა ექნება. დაწერილია: „ლოცვითი მდგომარეობიდან ცეცხლით შემოსილნი გამოდიან“ (წმინდა გრიგოლ პალამა), დაახლოებით ისე, როგორც მოსე გაბრწყინდა. როდესაც ის სინას მთიდან ჩამოვიდა, მისი ხილვაც კი არ შეეძლოთ ისრაელიანებს; მოსე ცეცხლიდან ახალგამოღებული გავარვარებული რკინასავით გამოიყურებოდა. შენ კი შეხვედრის დროს „უკვდავების სუნს“ შეიგრძნობ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3944
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი თავს კეთილ საქმეთა კეთებას კი არ უნდა აიძულებდეს, არამედ უნდა სწყუროდეს, უცილობელი საქმის შესრულების დროსაც აზრები უფლისკენ ჰქონდეს მიმართული, იმაზე ფიქრობს, როდის დაუბრუნდება უფალთან საუბარს“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3945
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სამონასტრო ცხოვრება შევიყვარე და ოცნებამ გამიტაცა: „წავალ უდაბნოში, - ვუთხარი მამა ფერაპონტეს [ოპტინელი], - და ვიმარხულებ ძველი მამებივით“. – „უდაბნოში რატომ უნდა იმარხულო, იქ ხომ ისედაც არაფერია. აი, სატრაპეზოში სცადე, სადაც ყველაფერია, მაშინ იქნები ნამდვილი მმარხველი“. იმ დღეს მეუდაბნოე მამათა მიბაძვით გადავწყვიტე, არაფერი მეჭამა. დავიარები საჩვენებლად მომარხულე გამომეტყველებით, მამა ფერაპონტემ კი თეფშზე ხაჭო დაიდო, ზედ არაჟანი მოასხა, მიღიმის და ჭამს. სხვათა შორის, მეც ვჭამე. ერთხელ მნემ ნადიმი მოგვიწყო - სადილად ყველი, თევზი და კვერცხი გამოგვიყო. თვალებს ვაცეცებ, „რა ავირჩიო?“ „არჩევას რაღა ჭკუა აქვს, - მითხრა მამა ფერაპონტემ, - მუცელში მაინც ყველაფერი აირევა“. დაისხა მწნილის წვნიანი, შიგ ფაფა ჩაუმატა, ზედ კომპოტი მოასხა და ჭამს. „მამა ფერაპონტე, ამ საზიზღრობას რა გაჭმევთ?“ – „ჩვენ ხომ მხოლოდ ის გვინდა, მუცელი ამოვიყოროთ, - მიპასუხა, - რად უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე მცდარი წარმოდგნა?“ სხვა დროს ასევე ბევრი გემრიელი საჭმელი იყო, მაგრამ მეორე კერძად შვრიის ფაფა გვქონდა, მე კი მას ბავშვობიდან ვერ ვიტან. „ბავშვობიდან ვერ ვიტან, - ვეუბნები“, „მეც“, - მიპასუხა. თავად კი მხოლოდ შვრია მიირთვა, კარაქზეც კი უარი თქვა. „გემრიელს ხალისით მივირთმევთ, - თქვა მან, - აბა სცადე, ღვთის სიყვარულით ჭამო ის, რაც არ გიყვარს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3946
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-რას ნიშნავს „ჯგუფური თავდასხმა“?
- ამ დროს ეშმაკი 2, 5, 10 მონაზონს ესხმის და მზად არის, დაახრჩოს ან თავს რაიმე სხვა მსგავსი უბედურება დაატეხოს. ზოგიერთ მონაზონს ისე ძლიერ აშინებს ეს მდგომარეობა, რომ სენაკიდან გარბის და თავზარდაცემული და ძრწოლაშეყრილი ბერის (თავისი მოძღვრის) სენაკს არ სცილდება, მის გაღვიძებამდე საკუთარ სენაკში არ ბრუნდება“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3947
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ამპარტავანი ადამიანი ცოდვებს არაფრად მიიჩნევს, ვერც კი აღიქვამს მათ. საპირისპირო მდგომარეობაში მყოფი მონაზონი, რომელსაც ახსოვს საკუთარი ცოდვები, თავისი სიმდაბლით ცოდვებს განეშორება. ცოდვების ხსოვნით მიიღწევა სიმდაბლე, სიმდაბლით კი - ცოდვათა განშორება“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3948
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი ფერაპონტეს [ოპტინელი] საყვარელი წიგნი ღირსი იოანე კასიანე რომაელის „ჩანაწერები“ იყო. „აი, ყოველი ბერის სამაგიდო წიგნი - ამბობდა ის, - ღირსი იოანე კასიანე კი, კერძოდ, ასწავლის, რომ ბერი ყოველნაირად უნდა ერიდებოდეს ქალებსა და ეპისკოპოსებს. „ეპისკოპოსების მორიდება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, მოერიდო პატივსა და წოდებებს, რადგან სწორედ ეპისკოპოსი დაასხამს ხელს ახალი წოდების მისაღებად. მამა ვასილი და მამა ფერაპონტე კი ძველი ბერების მოდგმიდან იყვნენ, რომელთათვისაც სენაკიდან მხოლოდ ორი გზა არსებობს - ტაძრისაკენ და საფლავისაკენ. ერთხელ მამა ვასილი ოპტინის უდაბნოს კეთილმოწესედ დანიშნეს, მაგრამ ამ მორჩილებაზე მხოლოდ ორი დღე დაჰყო, მერე კი ავად გახდა და უფლისგან ამ მორჩილებისგან გათავისუფლება გამოითხოვა. მამა ფერაპონტე კვერთხის მტვირთველად რომ განაწესეს, ამ მორჩილებაზე მხოლოდ ერთი დღე გაატარა. მას სხვა მორჩილებებსაც სთავაზობდნენ, რომლებიც დიაკვნისა და მღვდლის წოდებისაკენ მიმავალ საფეხურებს წარმოადგენდა, მაგრამ ბერმა უპასუხა: „არა ვარ ღირსი საკურთხეველში შესვლისა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3949
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბევრმა მონაზონმა „მადლისგან მომდინარე ვნებების“ შესახებ საკუთარი გამოცდილებით კარგად იცის და ისიც იცის, რომ ამგვარი საცდურები მრავალი წლის მანძილზე შეიძლება გრძელდებოდეს. მადლის მობრძანება და გაქრობა... ის პირველ შემთხვევაში მონაზონს განამტკიცებს, საღვთო ნუგეშით აღავსებს მას. თითქოს ჩასჩურჩულებს: „მე აქ ვარ!“ სხვა შემთხვევაში ის ტოვებს მონაზონს, რათა ამ უკანასკნელმა საღვთო მადლი შეითვისოს. ეს კი უმძიმესი საქმეა. იმისათვის, რომ შეითვისო საღვთო მადლი, რომელიც მოგეცა, ბევრი ლოცვა და დიდი ღვაწლის გაღებაა საჭირო. რადგან მონაზვნებში ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მიღებულ მადლზე უარი უთქვამთ. განა იგივე არ შეემთხვა მოციქულ პეტრეს? თაბორის მთაზე მადლი მან უხვად მიიღო, მაგრამ შეთვისება ვერ შეძლო და ქრისტეს უარმყოფლის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მადლის ათვისების (შერგების) ეტაპი ჭმუნვასა და ნაღველით ძიებასთან არის დაკავშირებული. ახლა უკვე მონაზონმა (გამოცხადების გამო) მისი არსებობის შესახებ იცის და ეს აიძულებს მას მადლი გულისთქმითა და ქვითინით ეძიოს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3950
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონის, ზოგადად, ქრისტეს ყოველი მიმდევრის მოვალეობაა, ყურადღებით დააკვირდეს თავის სულიერ მდგომარეობას - რა დროს ვარდება ცოდვაში, რა დროს აღწევს სულიერ წარმატებას, რა დროს იგერიებს ადვილად ცოდვებს და უკეთურ აზრებს. თუ ადამიანი ზედმიწევნით შეისწავლის საკუთარი სულის მოძრაობას, გაცილებით ადვილად შეძლებს ცოდვებთან ბრძოლას და მათ დამარცხებას“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3951
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რაც ეხება ძველ მონასტრულ წესს - „მოერიდონ ქალებს“, თანამედროვე მონასტრის პირობებში, რომლებიც მრავალ მომლოცველ ქალს იღებს, როგორც ჩანს, შეუძლებელია. და მაინც, მამა ვასილის [ოპტინელი] სენაკის ზღურბლი არც ერთ ქალს არ გადაულახავს, მონასტრის დამლაგებელ ქალსაც კი - მას ერჩივნა, თავად დაელაგებინა. მამა ფერაპონტეს [ოპტინელი] კი შემდეგი განსაცდელი შეემთხვა. ერთხელ ის კარიბჭის დარაჯის ჯიხურში დააყენეს მორიგედ. მას თვალყური უნდა ედევნებინა, რომ მონასტერში არ შესულიყვნენ შეუფერებლად ჩაცმული სტუმარი ქალები და მათთვის სამუშაო ხალათები და თავასფრები მიეცა. და მაშინ გაირკვა, რომ მამა ფერაპონტე ქალებს ვერ ხედავს და ვერც კი ამჩნევს, ვის რა აცვია. მონასტრის კომენდანტი მაშინ მგზნებარე კავკასიელი იყო და ესმოდათ, როგორ ამუნათებდა მამა ფერაპონტეს: „შენ, რა, ვერ ხედავ? ვალდებული ხარ, ჯერ ყოველი მათგანი დაათვალიერო და მერე შეუშვა!“ მამა ფერაპონტე კი სინანულით პასუხობდა: „შემინდე, მამაო, შორსა ვარ სრულყოფილებისაგან, რომ ქალები ვათვალიერო, დამნაშავე ვარ! შემინდე, სუსტი ვარ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3952
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმ წუთებში, როდესაც ბერისგან კურთხევას ვითხოვდი და ბადაგივით ტკბილ ლუქუმს გეახლებოდით, ჩემთვის ვიმეორებდი: „მრავალჟამიერ! იცოცხლე მეუდაბნოევ, რათა ჩვენ, ცოდვილებმაც, ვიცხოვროთ...“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3953
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“63. როგორც ბრძოლაში სახეზე მიღებული ჭრილობების გამო მეფე არ უგულებელყოფს მებროლს, არამედ, პირიქით, დააჯილდოებს და პატივს მიანიჭებს, ისევე სიხარულის გვირგვინით შეამკობს საუკუნეთა მეუფე, ქრისტე, ეშმაკთან ბრძოლის ჟამს დიდ ჭირთა და განსაცდლეთა მტვირთველ მონაზონს“.
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3954
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ის [ბერი ფერაპონტე ოპტინელი] არა ამა ქვეყნისაგანი იყო და ბროლივით წმინდა. სახარებისეული კანონებით ცხოვრობდა, ეს კი ჩვენს საუკუნეში ტანჯვაა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3955
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამები ამბობენ: მან, ვინც ღრმა ლოცვისა და ღრმა მონაზვნური ცხოვრებისაკენ ისწრაფვის, საკუთარი ცოდვიანობის გამო გოდებაში, მუდმივ თვითგანკითხვასა და თვითგმობაში უნდა იცხოვროს, საკუთარი თავი ყველაზე ცუდ ადამიანად უნდა მიაჩნდეს, საკუთარ არსებაში ისეთ ბინძურ ცხოველს უნდა ხედავდეს, რომელიც უკიდურეს ცდომილებასა და უმეცრებაში იმყოფება“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3956
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონს ისე უნდა სწყუროდეს ღვთის ნების გაგება, როგორც ირმებს სურთ, დაეწაფონ წყაროს წყალს“
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3957
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როგორ ზუსტად არქმევს უფალი სახელს ბერებს, - თქვა ერთხელ ბერმა ტროფიმემ [ოპტინელი]. თვით სახელშია ხასიათი და მიზანდასახულება“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3958
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- ბედნიერები არიან მონაზვნები, რომლებიც სულიერ ცხოვრებას ეწაფებიან! - წარმოვთქვი მე. - ნეტარ არიან ეს ტკბილხმოვანი მართვენი, რომლებიც გაზაფხულის ნამით ტკბებიან - ღმერთო! ასეთ მდგომარეობას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, რადგან უწმიდურ გამონაბოლქვს, საკუთარ უწმინდურობას ვჭამთ, მიწის მტვერს და საკუთარ თავს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3959
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჭეშმარიტი მონაზონი ისაა, რომელიც გონებით ყოველთვის უფალთან იმყოფება“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3960
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,730 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უქმობა და გემოთმოყვარეობა - ეშმაკის ანკესებია, რომლითაც ისინი ბერების სულებს იჭერენ წარსაწყმედელად“.
/ღირსი პაისი ველიჩკოვსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 04:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი