IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

233 გვერდი V « < 197 198 199 200 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 4 2023, 10:16 AM
პოსტი #3949


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბევრმა მონაზონმა „მადლისგან მომდინარე ვნებების“ შესახებ საკუთარი გამოცდილებით კარგად იცის და ისიც იცის, რომ ამგვარი საცდურები მრავალი წლის მანძილზე შეიძლება გრძელდებოდეს. მადლის მობრძანება და გაქრობა... ის პირველ შემთხვევაში მონაზონს განამტკიცებს, საღვთო ნუგეშით აღავსებს მას. თითქოს ჩასჩურჩულებს: „მე აქ ვარ!“ სხვა შემთხვევაში ის ტოვებს მონაზონს, რათა ამ უკანასკნელმა საღვთო მადლი შეითვისოს. ეს კი უმძიმესი საქმეა. იმისათვის, რომ შეითვისო საღვთო მადლი, რომელიც მოგეცა, ბევრი ლოცვა და დიდი ღვაწლის გაღებაა საჭირო. რადგან მონაზვნებში ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მიღებულ მადლზე უარი უთქვამთ. განა იგივე არ შეემთხვა მოციქულ პეტრეს? თაბორის მთაზე მადლი მან უხვად მიიღო, მაგრამ შეთვისება ვერ შეძლო და ქრისტეს უარმყოფლის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მადლის ათვისების (შერგების) ეტაპი ჭმუნვასა და ნაღველით ძიებასთან არის დაკავშირებული. ახლა უკვე მონაზონმა (გამოცხადების გამო) მისი არსებობის შესახებ იცის და ეს აიძულებს მას მადლი გულისთქმითა და ქვითინით ეძიოს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2023, 10:59 AM
პოსტი #3950


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონის, ზოგადად, ქრისტეს ყოველი მიმდევრის მოვალეობაა, ყურადღებით დააკვირდეს თავის სულიერ მდგომარეობას - რა დროს ვარდება ცოდვაში, რა დროს აღწევს სულიერ წარმატებას, რა დროს იგერიებს ადვილად ცოდვებს და უკეთურ აზრებს. თუ ადამიანი ზედმიწევნით შეისწავლის საკუთარი სულის მოძრაობას, გაცილებით ადვილად შეძლებს ცოდვებთან ბრძოლას და მათ დამარცხებას“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2023, 10:20 AM
პოსტი #3951


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რაც ეხება ძველ მონასტრულ წესს - „მოერიდონ ქალებს“, თანამედროვე მონასტრის პირობებში, რომლებიც მრავალ მომლოცველ ქალს იღებს, როგორც ჩანს, შეუძლებელია. და მაინც, მამა ვასილის [ოპტინელი] სენაკის ზღურბლი არც ერთ ქალს არ გადაულახავს, მონასტრის დამლაგებელ ქალსაც კი - მას ერჩივნა, თავად დაელაგებინა. მამა ფერაპონტეს [ოპტინელი] კი შემდეგი განსაცდელი შეემთხვა. ერთხელ ის კარიბჭის დარაჯის ჯიხურში დააყენეს მორიგედ. მას თვალყური უნდა ედევნებინა, რომ მონასტერში არ შესულიყვნენ შეუფერებლად ჩაცმული სტუმარი ქალები და მათთვის სამუშაო ხალათები და თავასფრები მიეცა. და მაშინ გაირკვა, რომ მამა ფერაპონტე ქალებს ვერ ხედავს და ვერც კი ამჩნევს, ვის რა აცვია. მონასტრის კომენდანტი მაშინ მგზნებარე კავკასიელი იყო და ესმოდათ, როგორ ამუნათებდა მამა ფერაპონტეს: „შენ, რა, ვერ ხედავ? ვალდებული ხარ, ჯერ ყოველი მათგანი დაათვალიერო და მერე შეუშვა!“ მამა ფერაპონტე კი სინანულით პასუხობდა: „შემინდე, მამაო, შორსა ვარ სრულყოფილებისაგან, რომ ქალები ვათვალიერო, დამნაშავე ვარ! შემინდე, სუსტი ვარ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2023, 12:02 PM
პოსტი #3952


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმ წუთებში, როდესაც ბერისგან კურთხევას ვითხოვდი და ბადაგივით ტკბილ ლუქუმს გეახლებოდით, ჩემთვის ვიმეორებდი: „მრავალჟამიერ! იცოცხლე მეუდაბნოევ, რათა ჩვენ, ცოდვილებმაც, ვიცხოვროთ...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2023, 10:59 AM
პოსტი #3953


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“63. როგორც ბრძოლაში სახეზე მიღებული ჭრილობების გამო მეფე არ უგულებელყოფს მებროლს, არამედ, პირიქით, დააჯილდოებს და პატივს მიანიჭებს, ისევე სიხარულის გვირგვინით შეამკობს საუკუნეთა მეუფე, ქრისტე, ეშმაკთან ბრძოლის ჟამს დიდ ჭირთა და განსაცდლეთა მტვირთველ მონაზონს“.

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2023, 01:01 PM
პოსტი #3954


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის [ბერი ფერაპონტე ოპტინელი] არა ამა ქვეყნისაგანი იყო და ბროლივით წმინდა. სახარებისეული კანონებით ცხოვრობდა, ეს კი ჩვენს საუკუნეში ტანჯვაა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2023, 10:40 AM
პოსტი #3955


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამები ამბობენ: მან, ვინც ღრმა ლოცვისა და ღრმა მონაზვნური ცხოვრებისაკენ ისწრაფვის, საკუთარი ცოდვიანობის გამო გოდებაში, მუდმივ თვითგანკითხვასა და თვითგმობაში უნდა იცხოვროს, საკუთარი თავი ყველაზე ცუდ ადამიანად უნდა მიაჩნდეს, საკუთარ არსებაში ისეთ ბინძურ ცხოველს უნდა ხედავდეს, რომელიც უკიდურეს ცდომილებასა და უმეცრებაში იმყოფება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2023, 01:09 PM
პოსტი #3956


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონს ისე უნდა სწყუროდეს ღვთის ნების გაგება, როგორც ირმებს სურთ, დაეწაფონ წყაროს წყალს“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2023, 12:23 PM
პოსტი #3957


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ ზუსტად არქმევს უფალი სახელს ბერებს, - თქვა ერთხელ ბერმა ტროფიმემ [ოპტინელი]. თვით სახელშია ხასიათი და მიზანდასახულება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2023, 11:00 AM
პოსტი #3958


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- ბედნიერები არიან მონაზვნები, რომლებიც სულიერ ცხოვრებას ეწაფებიან! - წარმოვთქვი მე. - ნეტარ არიან ეს ტკბილხმოვანი მართვენი, რომლებიც გაზაფხულის ნამით ტკბებიან - ღმერთო! ასეთ მდგომარეობას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, რადგან უწმიდურ გამონაბოლქვს, საკუთარ უწმინდურობას ვჭამთ, მიწის მტვერს და საკუთარ თავს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2023, 12:06 PM
პოსტი #3959


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი მონაზონი ისაა, რომელიც გონებით ყოველთვის უფალთან იმყოფება“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2023, 11:54 AM
პოსტი #3960


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უქმობა და გემოთმოყვარეობა - ეშმაკის ანკესებია, რომლითაც ისინი ბერების სულებს იჭერენ წარსაწყმედელად“.

/ღირსი პაისი ველიჩკოვსკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2023, 11:58 AM
პოსტი #3961


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხშირია შემთხვევა, როდესაც ასკეტს თვით ეშმაკი უახლოვდება. ასეთ დროს საშინელი შიშის გრძნობა გეუფლება. სულსა და სხეულს დიდი მწუხარება იპყრობს, რაც იმდენად ძლიერია, რომ მას ყაჩაღების გარმოცვაში ყოფნის შიშიც ვერ შეედრება, რადგან მოღვაწესთან ამ დროს მთელი ჯოჯოხეთი მიდის. იმისათვის, რომ მონაზონი შეშინდეს, ეშმაკი სხვადასხვა ცხოველის სახეს იღებს. წმინდა საბას ცხოვრებაში ამოვიკითხავთ, თუ როგორ გადაიქცევა სატანა გველად, მორიელად, ლომად და ა.შ. „შუაღამისას, როდესაც ის ქვიშაზე მიწვა, სატანა მის შეშინებას შეეცადა და ხან გველის, ხან მორიელის და ა.შ. სახეს იღებდა. სხვა შემთხვევაში იგი მას ლომის სახით დაესხა თავს და საშინლად ემუქრებოდა“. ზოგჯერ მას ცეცხლით ხელში დემონი წარმოუდგებოდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ეს-ესაა, მლოცველისათვის ცეცხლი უნდა მიენთო, წმინდა სვიმეონიც სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება: „ისინი შორიახლოს დგანან და ჩემს შეშინებას ცდილობდნენ, ხელში ცეცხლმოდებული ჭრაქები და მაშხალები ეჭირათ, ხმამაღლა ყვიროდნენ და გუგუნებდნენ...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2023, 11:03 AM
პოსტი #3962


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მისული ადამიანი აღმოაჩენს, რომ საშინელ ვნებებშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ერში ყოფნის დროს მისი სულიერი თვალი დაბნელებული იყო და საკუთარ არსებაში ჩაბუდებულ ვნებებს ვერ ამჩნევდა. მონასტერში მისვლის შემდეგ, როდესაც ადამიანის სულიერი თვალი იწყებს განწმენდას, უკვე ხედავს სულიერ დაცემულობას. რაც მეტად აეხილება სულიერი თვალთახვედვა, რაც მეტად მიუახლოვდება უფალს, სულიერ წყლულებსაც უფრო აღმოაჩენს, თუმცა უფალთან ახლოს მყოფი გაცილებით ადვილად შეძლებს მათგან განკურნებასაც“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2023, 10:40 AM
პოსტი #3963


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მომლოცველთა სატრაპეზოში მოგვითხრობენ შემთხვევას: ერთი ბიზნესმენი, მონასტრიდან რომ მიემგზავრებოდა, ითხოვა, მიეცათ სამონასტრო პურის რეცეპტი და თან ეთქვა: „პირადი მზარეული მყავს და საუკეთესო რესტორნებში დავდივარ, მაგრამ კუჭი მაქვს დაავადებული და პურს ვერ ვიღებ, თქვენი პური კი სამკურნალოა - ვჭამ და ვნეტარებ!“ რეცეპტი, რასაკვირველია, მისცეს, მაგრამ მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გაახსენდათ, რომ მთავარი არ უთხრეს: რამდენს ლოცულობდა ყოველი გამოცხობის წინ მამა ტროფიმე [ოპტინელი]. „ის ორმოც დაუჯდომელს კითხულობდა ცომის ყოველი მოზელის წინ, - თქვა ერთმა ქალმა სატრაპეზოდან, „შენ რა, დაითვალე?“ - ჰკითხეს. რა თქმა უნდა, არავის დაუთვლია, მაგრამ ყველა ხედავდა, როგორ იჩოქებდა მამა ტროფიმე ღვთისმშობლის ხატის წინ, რომელსაც ეწოდება „პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი“ და მართლაც ხანგრძლივად ლოცულობდა. პური ლოცვით იყო გამომცხვარი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2023, 12:49 PM
პოსტი #3964


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძმები მამა აღათონს შეეკითხნენ: „მამაო, მონაზვნური სათნოებებიდან უმეტეს ღვაწლს რომელი მოითხოვს?“ მან უპასუხა: „ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს მეტი ღვაწლი, ვიდრე ეს ღმერთის მიმართ ლოცვაა. რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი ლოცვისათვის ემზადება, მტრები ძალას არ იშურებენ, რათა მას ამ საქმეზე ხელი ააღებინონ, რადგან იციან, რომ მათი მიზნების განხორციელებისათვის უდიდეს წინააღმდეგობას სწორედ ღვთისადმი ლოცვა წარმოადგენს. როგორი ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ის მოთმინებაში პოულობს სიმშვიდეს. ლოცვა კი ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლას გულისხმობს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2023, 11:42 AM
პოსტი #3965


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რატომ უნდა იყოს მონაზვნის მთავარი საზრუნავი ღვთის ნების შემეცნება? - რათა საკუთარი ნება დაუკავშიროს მას. ეს არა მხოლოდ მონაზონთა, არამედ ნებისმიერი ქრისტიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. ვინც მხოლოდ საკუთარი ნების შესრულებაზე ფიქრობს, იგი არა მხოლოდ საკუთარ თავსა და სულს აზიანებს, არამედ გარშემომყოფებსაც“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2023, 11:14 AM
პოსტი #3966


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი ფერაპონტეს [ოპტინელი] მკვლელობის შემდეგ მის ჯიბეში იპოვეს ბარათი, სადაც ეწერა: „თუ დახმარება დაგჭირდა, სიხარულით დაგეხმარები“. ვისთვის იყო განკუთვნილი წერილი, უცნობია, მაგრამ წლების შემდეგ ვხვდებით, რომ ამ წერილის ადრესატები ჩვენ ყველანი ვართ, რადგან მრავალი ადამიანი იღებს დღეს შეწევნას ახალმოწამე ფერაპონტე ოპტინელის ლოცვით“.

„გსურს, მონაზონო, რომ იესო გჭვრეტდეს სიყვარულის თვალებით, რათა უყვარდე იესუს დედას და მათი მადლი განუგეშებდეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2023, 11:03 AM
პოსტი #3967


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავისი თავის განკითხვას მიჩვეულ მონაზონს ღმერთისგან სიმშვიდისა და ქრისტესგან თანადგომის შეგრძნება ენიჭება. ამ გრძნობიდან ტკბილი, ურღვევი მშვიდობა, ღრმა სიმდაბლე და ყველას მიმართ ჩაუქრობელი სიყვარული მომდინარეობს. ღმერთისგან მომდინარე ნუგეშის ეს ძალა არცერთ ადამიანურს არ შეიძლება შევადაროთ. ვიცოდი ასკეტი, რომელიც მძიმედ დაავადდა და სამკურნალოდ საავადმყოფოში წავიდა. ტანჯვას მის მიმართ პატივისცემით განწყობილი საუკეთესო ექიმები უმსუბუქებდნენ. და აი, გამოჯანმრთელდა, მადლობა გადაუხადა მათ და თავის სენაკში დაბრუნდა. მაგრამ მან მალე თავი უფრო ცუდად შეიგრძნო და რადგან ცალკე ცხოვრობდა, ძმებმა ამის შესახებ ვერ შეიტყვეს. მოღვაწე დიდ ტანჯვას განიცდიდა, მაგრამ ღმერთისგან მის მიმართ ისეთი სიმშვიდის გრძნობა მოედინებოდა, რომელთანაც არც ყურადღების, არც ექიმების კაცთმოყვარეობის და არც წამლების ეფექტურობის შედარებაც კი არ შეიძლებოდა. ასეთი სიმშვიდის შეგრძნება მას არასოდეს ჰქონია. აი რატომ არის, რომ ზოგიერთი მოღვაწე ადამიანურ კომფორტს ძალიან ერიდება (რაც ამქვეყნიური ცხოვრების მოყვარული ერისკაცებისთვის სრულიად გაუგებარია). ეს იმისათვის ხდება, რომ მას ღვთივბოძებული საოცარი სიტკბოებისა და სიხარულის დათმობა არ სურს...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2023, 10:45 AM
პოსტი #3968


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,261
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთ მონაზონს მოღვაწეობისკენ მიდრეკილება ბუნებითად არა აქვს, ამიტომ სულიერ საქმეთა შესასრულებლად თავის იძულება, ძალდატანება სჭირდებათ. ამ მიზეზის გამო ეს გაცილებით დიდი სათნოებაა ღვთის წინაშე და ასეთი მოღვაწეები პირველებზე უპირატესნი არიან“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

233 გვერდი V « < 197 198 199 200 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th August 2025 - 11:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი