IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 197 198 199 200 201 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 16 2023, 11:58 AM
პოსტი #3961


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ხშირია შემთხვევა, როდესაც ასკეტს თვით ეშმაკი უახლოვდება. ასეთ დროს საშინელი შიშის გრძნობა გეუფლება. სულსა და სხეულს დიდი მწუხარება იპყრობს, რაც იმდენად ძლიერია, რომ მას ყაჩაღების გარმოცვაში ყოფნის შიშიც ვერ შეედრება, რადგან მოღვაწესთან ამ დროს მთელი ჯოჯოხეთი მიდის. იმისათვის, რომ მონაზონი შეშინდეს, ეშმაკი სხვადასხვა ცხოველის სახეს იღებს. წმინდა საბას ცხოვრებაში ამოვიკითხავთ, თუ როგორ გადაიქცევა სატანა გველად, მორიელად, ლომად და ა.შ. „შუაღამისას, როდესაც ის ქვიშაზე მიწვა, სატანა მის შეშინებას შეეცადა და ხან გველის, ხან მორიელის და ა.შ. სახეს იღებდა. სხვა შემთხვევაში იგი მას ლომის სახით დაესხა თავს და საშინლად ემუქრებოდა“. ზოგჯერ მას ცეცხლით ხელში დემონი წარმოუდგებოდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ეს-ესაა, მლოცველისათვის ცეცხლი უნდა მიენთო, წმინდა სვიმეონიც სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება: „ისინი შორიახლოს დგანან და ჩემს შეშინებას ცდილობდნენ, ხელში ცეცხლმოდებული ჭრაქები და მაშხალები ეჭირათ, ხმამაღლა ყვიროდნენ და გუგუნებდნენ...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2023, 11:03 AM
პოსტი #3962


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მისული ადამიანი აღმოაჩენს, რომ საშინელ ვნებებშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ერში ყოფნის დროს მისი სულიერი თვალი დაბნელებული იყო და საკუთარ არსებაში ჩაბუდებულ ვნებებს ვერ ამჩნევდა. მონასტერში მისვლის შემდეგ, როდესაც ადამიანის სულიერი თვალი იწყებს განწმენდას, უკვე ხედავს სულიერ დაცემულობას. რაც მეტად აეხილება სულიერი თვალთახვედვა, რაც მეტად მიუახლოვდება უფალს, სულიერ წყლულებსაც უფრო აღმოაჩენს, თუმცა უფალთან ახლოს მყოფი გაცილებით ადვილად შეძლებს მათგან განკურნებასაც“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2023, 10:40 AM
პოსტი #3963


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მომლოცველთა სატრაპეზოში მოგვითხრობენ შემთხვევას: ერთი ბიზნესმენი, მონასტრიდან რომ მიემგზავრებოდა, ითხოვა, მიეცათ სამონასტრო პურის რეცეპტი და თან ეთქვა: „პირადი მზარეული მყავს და საუკეთესო რესტორნებში დავდივარ, მაგრამ კუჭი მაქვს დაავადებული და პურს ვერ ვიღებ, თქვენი პური კი სამკურნალოა - ვჭამ და ვნეტარებ!“ რეცეპტი, რასაკვირველია, მისცეს, მაგრამ მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გაახსენდათ, რომ მთავარი არ უთხრეს: რამდენს ლოცულობდა ყოველი გამოცხობის წინ მამა ტროფიმე [ოპტინელი]. „ის ორმოც დაუჯდომელს კითხულობდა ცომის ყოველი მოზელის წინ, - თქვა ერთმა ქალმა სატრაპეზოდან, „შენ რა, დაითვალე?“ - ჰკითხეს. რა თქმა უნდა, არავის დაუთვლია, მაგრამ ყველა ხედავდა, როგორ იჩოქებდა მამა ტროფიმე ღვთისმშობლის ხატის წინ, რომელსაც ეწოდება „პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი“ და მართლაც ხანგრძლივად ლოცულობდა. პური ლოცვით იყო გამომცხვარი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2023, 12:49 PM
პოსტი #3964


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძმები მამა აღათონს შეეკითხნენ: „მამაო, მონაზვნური სათნოებებიდან უმეტეს ღვაწლს რომელი მოითხოვს?“ მან უპასუხა: „ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს მეტი ღვაწლი, ვიდრე ეს ღმერთის მიმართ ლოცვაა. რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი ლოცვისათვის ემზადება, მტრები ძალას არ იშურებენ, რათა მას ამ საქმეზე ხელი ააღებინონ, რადგან იციან, რომ მათი მიზნების განხორციელებისათვის უდიდეს წინააღმდეგობას სწორედ ღვთისადმი ლოცვა წარმოადგენს. როგორი ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ის მოთმინებაში პოულობს სიმშვიდეს. ლოცვა კი ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლას გულისხმობს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2023, 11:42 AM
პოსტი #3965


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რატომ უნდა იყოს მონაზვნის მთავარი საზრუნავი ღვთის ნების შემეცნება? - რათა საკუთარი ნება დაუკავშიროს მას. ეს არა მხოლოდ მონაზონთა, არამედ ნებისმიერი ქრისტიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. ვინც მხოლოდ საკუთარი ნების შესრულებაზე ფიქრობს, იგი არა მხოლოდ საკუთარ თავსა და სულს აზიანებს, არამედ გარშემომყოფებსაც“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2023, 11:14 AM
პოსტი #3966


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი ფერაპონტეს [ოპტინელი] მკვლელობის შემდეგ მის ჯიბეში იპოვეს ბარათი, სადაც ეწერა: „თუ დახმარება დაგჭირდა, სიხარულით დაგეხმარები“. ვისთვის იყო განკუთვნილი წერილი, უცნობია, მაგრამ წლების შემდეგ ვხვდებით, რომ ამ წერილის ადრესატები ჩვენ ყველანი ვართ, რადგან მრავალი ადამიანი იღებს დღეს შეწევნას ახალმოწამე ფერაპონტე ოპტინელის ლოცვით“.

„გსურს, მონაზონო, რომ იესო გჭვრეტდეს სიყვარულის თვალებით, რათა უყვარდე იესუს დედას და მათი მადლი განუგეშებდეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2023, 11:03 AM
პოსტი #3967


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავისი თავის განკითხვას მიჩვეულ მონაზონს ღმერთისგან სიმშვიდისა და ქრისტესგან თანადგომის შეგრძნება ენიჭება. ამ გრძნობიდან ტკბილი, ურღვევი მშვიდობა, ღრმა სიმდაბლე და ყველას მიმართ ჩაუქრობელი სიყვარული მომდინარეობს. ღმერთისგან მომდინარე ნუგეშის ეს ძალა არცერთ ადამიანურს არ შეიძლება შევადაროთ. ვიცოდი ასკეტი, რომელიც მძიმედ დაავადდა და სამკურნალოდ საავადმყოფოში წავიდა. ტანჯვას მის მიმართ პატივისცემით განწყობილი საუკეთესო ექიმები უმსუბუქებდნენ. და აი, გამოჯანმრთელდა, მადლობა გადაუხადა მათ და თავის სენაკში დაბრუნდა. მაგრამ მან მალე თავი უფრო ცუდად შეიგრძნო და რადგან ცალკე ცხოვრობდა, ძმებმა ამის შესახებ ვერ შეიტყვეს. მოღვაწე დიდ ტანჯვას განიცდიდა, მაგრამ ღმერთისგან მის მიმართ ისეთი სიმშვიდის გრძნობა მოედინებოდა, რომელთანაც არც ყურადღების, არც ექიმების კაცთმოყვარეობის და არც წამლების ეფექტურობის შედარებაც კი არ შეიძლებოდა. ასეთი სიმშვიდის შეგრძნება მას არასოდეს ჰქონია. აი რატომ არის, რომ ზოგიერთი მოღვაწე ადამიანურ კომფორტს ძალიან ერიდება (რაც ამქვეყნიური ცხოვრების მოყვარული ერისკაცებისთვის სრულიად გაუგებარია). ეს იმისათვის ხდება, რომ მას ღვთივბოძებული საოცარი სიტკბოებისა და სიხარულის დათმობა არ სურს...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2023, 10:45 AM
პოსტი #3968


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთ მონაზონს მოღვაწეობისკენ მიდრეკილება ბუნებითად არა აქვს, ამიტომ სულიერ საქმეთა შესასრულებლად თავის იძულება, ძალდატანება სჭირდებათ. ამ მიზეზის გამო ეს გაცილებით დიდი სათნოებაა ღვთის წინაშე და ასეთი მოღვაწეები პირველებზე უპირატესნი არიან“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2023, 12:22 PM
პოსტი #3969


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი მხოლოდ მონასტერში უნდა ცხოვრობდეს, საიდუმლოდ, მარტოობას ესწრაფოდეს. „მონოს“ ერთს ნიშნავს, ანუ მონასტერი მარტო ცხოვრებასა და ყველასთვის ლოცვას გულისხმობს. ეს სულაც არ არის იოლი“.

/ახალმოწამე ტროფიმე ოპტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2023, 11:54 AM
პოსტი #3970


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მისაღების“ დიდი ფანჯრიდან მე ზღვაში მოთამაშე დელფინების გუნდს ვუცქერდი - წმინდა მთიდან ეს ჩვეულებრივი სახილველია. დელფინები ოქროსფერი წყლიდან ამოხტებოდნენ და კვლავ ჩაყვინთავდნენ. მე ზეცაში მხურვალედ შეყვარებულ მონაზვნებსა და დელფინებს შორის რაღაც საერთოზე მეფიქრებოდა. ისინი ცხოვრობენ, მადლმოსილ წყალში იძირებიან და მხოლოდ წამიერად ამოდიან, რათა დაგვენახონ და გვაცნობონ, რომ ისინიც აქ იმყოფებიან და შემდეგ კვლავ ღვთისმჭვრეტელობას ეძლევიან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2023, 10:42 AM
პოსტი #3971


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი მონაზონი თავმდაბლობის უფსკრულად უნდა იქცეს, - მან უდიდეს თავმდაბლობასა და მორჩილებას უნდა მიაღწიოს. ამ შემთხვევაში ადამიანის სულიდან ყველანაირი ცოდვა აღიხოცება. მონაზონი, რომელიც მიწაზევე თავმდაბლობის უფსკრულს აღწევს, ფაქტობრივად განეშორება ყველანაირ ცოდვას და ხორცშივე ანგელოზებრივ, სრულყოფილ მდგომარეობას აღწევს“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2023, 12:50 PM
პოსტი #3972


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჟამს, როცა დედამიწას სძინავს, ბერები ფხიზლობენ და უფალს ყველა სნეულს, მწუხარესა და მაშვრალს ავედრებენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2023, 10:56 AM
პოსტი #3973


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები ლოცვის აღმვლენელნი არიან. ქრისტეს მადლით მათ ისეთ სივრცეებში შეუძლიათ შეღწევა და იმ სივრცეთა განადგურება, რომლებიც ეშმაკის მორჩლებაშია. უწყვეტი ლოცვით იქაურ ძალაუფლებას სწორედაც რომ მონაზვნები მუსრავენ.

ერთი წამი არ გაივლის ისე, რომ წმინდა მთაზე იესო ქრისტესა და დედა ღვთისმშობლისადმი გოდება არ გაისმის. და ვინაიდან ამ დროს ეშმაკის დათრგუნვის პროცესი მიმდინარეობს, ის ძრწის და კანკალებს. სწორედ ამიტომ ეშმაკის ერთ-ერთი მთავარი მზაობაა, ხელი შეუშალოს იმ კეთილ საქმეს, რასაც მდუმარებაში ვინმეს ყოფნა ჰქვია. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, თქვენს ლოცვებში არ დაივიწყოთ მონაზვნები და ისინი, ვინც მონაზვნობას ესწრაფვის. მათი მისამართით წარმოთქვით: „უფალო იესუ ქრისტე, შეიწყალენ მონანი შენნი“ - და „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაიფარენ მონანი შენნი“.

მონაზვნობისათვის მომზადების პროცესში ბოროტი მათ მიმართ ისეთი ადამიანების სიყვარულს მიმართავს, ვინც მათ მიმართ ადრე გულგრილი იყო. ესენი შეიძლება იყვნენ ნათესავები, მეგობრები (მათ შორის სულიერი). ისინი სიყვარულს ლამაზი სიტყვებით ამჟღავნებენ და მათ მიმართ საგანგებო ინტერესს ავლენენ.

დღეს ადამიანები თავად არ ლოცულობენ და ვინც ცდილობს ლოცვას, მათაც ხელს უშლიან. ადამიანებს სურთ, რომ ხალხი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გაწეულ ძალისხმევაში ლოცვის ადგილს ვერ ხედავდეს. ამიტომ დღეს სამყარო ტანჯვისა და კვდომის პროცესშია და არა იმიტომ, რომ არ არსებობს ის, ვისაც მისი საჭიროება შეუძლია დააკმაყოფილოს, არამედ იმის გამო, რომ მლოცველების ნაკლებობაა.

ბევრი მიიჩნევს, რომ მონაზვნების შრომა (და ძირითადად ლოცვა) უსარგებლოა და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. მათ არ შეუძლიათ დაინახონ, რომ ლოცვა „სულიერი მოღვაწეობა, სისხლისმღვრელ ბრძოლაში და მუდმივ მღვიძარებაში შესვლაა“. მათ ისიც კი არ სურთ იცოდნენ, რომ ვიღაც მათთვის და მათი პრობლემების მოგვარებისათვის ლოცულობს.

ამრიგად, ისინი თავად მონაზვნობის ინსტიტუტის მოწინააღმდეგეებად და ეშმაკის იარაღებად გადაიქცევიან. ასევე ეშმაკი ცდილობს ისინი, ვინც აღკვეცისათვის ემზადებიან, ხორციელ ცოდვაში ჩააგდონ, მათი სულიერი ფრთები წაკვეცონ და დაწვან, ერთი სიტყვით, ყოველნაირად ცდილობენ სამონასტრო ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა მაქსიმალურად გაართულონ. სწორედ ამიტომ ითქვა, რომ რაც უფრო შთამბეჭდავი იყო ერში მიღებული სიამოვნება, მონაზვნებისათვის განწმენდის პროცესი მით მეტად მძიმე და მტკივნეული იქნება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2023, 12:31 PM
პოსტი #3974


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზონი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს თავის სულიერ მდგომარეობას, - რომელი ქმედებიდან თუ რომელ ცოდვაში შეიძლება აღმოჩნდეს, როდის ვარდება ცოდვაში, რა ქმედების გამო რა აზრები წარმოიშობა მის გონებაში. ეს მონასტერში მცხოვრები ადამიანის მთავარი მოვალეობაა. თუ მოღვაწე ასე განიხილავს ყოველ ქმედებასა და აზრს, გაცილებით ადვილია ვნებებთან ბრძოლა და სულიერი განწმენდა“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2023, 11:26 AM
პოსტი #3975


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„... ამ შემთხვევის მერე ტროფიმეს [ოპტინელი] მივეჯაჭვე და მასთან ხშირად დავდიოდი ჩაის დასალევად, მაგრამ ერთხელ ტროფიმემ ამას წერტილი დაუსვა: „ბერი უნდა ლოცულობდეს, სენაკებში კი არ უნდა დადიოდეს სტუმრად. თუკი მოხვედი, ესე იგი, საქმე გქონიაო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2023, 11:23 AM
პოსტი #3976


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გონიერი ლოცვა, უწინარეს ყოვლისა, მონაზონს სოფლისგან განარიდებს, ბერის მორჩილებაში ამყოფებს, საშუალებას აძლევს უცხო გარემოში იცხოვროს და უფლის მცნებები მუდმივად დაიცვას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2023, 10:59 AM
პოსტი #3977


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„35. წრფელი მონაზონი მეტყველი ცხვარია. მას მთელი თავისი ტვირთი მოძღვრის მხრებზე აქვს შემოდებული. (ღირსი იოანე სინელი)

ჭეშმარიტად წრფელი მონაზონი იმდენად მორჩილი და თავმდაბალია, „მეტყველ ცხვარს“ ჰგავს, ისეთივე თვინიერია, როგორც ცხვარი. რასაც ცხვარი ბუნებრივად აკეთებს, მას წრფელი მონაზონი თავისი ღვაწლით და სულიერი მუშაკობით აღწევს“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2023, 12:33 PM
პოსტი #3978


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყველა მორჩილება მიყვარს, გარდა იმისა, როცა მონასტრიდან გასვლაა საჭირო“ - ამბობდა ბერი ტროფიმე [ოპტინელი]“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2023, 11:52 AM
პოსტი #3979


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მთელი ცხოვრებაა - მონაზვნების ლოცვები. ეს ის ლოცვებია, რომლებიც ღვთისმჭვრეტელი გულიდან მომდინარეობს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2023, 10:44 AM
პოსტი #3980


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,230
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ცხვარი არ აღუდგება წინ მწყემსს, რომელსაც საძოვარზე მიჰყავს, ასევე ჭეშმარიტად წრფელი მონაზონი ბოლომდე ემორჩილება თავის მოძღვარს“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 197 198 199 200 201 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th August 2025 - 10:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი